ვინ არის ლინდას გმირი? – მამა, რომელიც აგვისტოს ომის მონაწილეა და ახლა ემიგრაციაშია | ვიდეო

ამ სტატიაში ლინდა მოგვიყვება, ვინ არის მისი გმირი, როდის გაუჩნდა პროტესტის განცდა, ვისთვის და რისთვის იბრძვის, მას როგორ შეეხება რუსული კანონი, როგორ ქვეყანაში უნდა იცხოვროს და რამ შეაძლებინა ძალების მოკრება, ინტროვერტების დაძლევა და აქციის მონაწილეთა რიგებიდან სცენაზე ასვლა. „მამაჩემი 2008 წლის 8 აგვისტოს გმირი, მებრძოლი ადამიანია. ამ პერიოდში მე 2 წლის ვიყავი. მართალია ვერაფერს ვერ …

თუ სანქციები ამოქმედდა, შესაძლოა ოჯახებს ფული ვეღარ გამოვუგზავნოთ – ემიგრანტი გერმანიიდან

ჯული ფიჩხაია დევნილია აფხაზეთიდან, თუმცა ახლა ემიგრანტია გერმანიაში და საქართველოში დარჩენილ ოჯახს ასე არჩენს. ფინანსურად ეხმარება ნათესავებსაც. „ბათუმელებთან“ ჯული ფიჩხაია იმ საფრთხეებზე დარდობს, რაც შესაძლოა მოჰყვეს რუსული კანონის მიღებას საქართველოში. იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი სანქციებს აამოქმედებს, შესაძლოა საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილებიც შეიზღუდოს.  ემიგრაციიდან საქართველოში მილიონობით ფულადი გზავნილები შემოდის წელიწადში და ამ გზავნილების შეჩერება არა მარტო …

რუსული კანონი დამღუპველია ქვეყნისთვის – ემიგრანტი მასწავლებელი

ავტორი: ვაკო გოგუაძე, მასწავლებელი ჩემს 15 წლიანი კარიერაში იყო ბევრი დაცემა, აღმავლობა, წარმატება, წარუმატებლობა და უპირობო მიზანი, ვყოფილიყავი კარგი პედაგოგი. ახლა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში საერთაშორისო სკოლის ინგლისური ენის მოწვეული სპეციალისტი ვარ, პარალელურად სან-დიეგოს უნივერსიტეტისთვის სადოქტორო ნაშრომზე ვმუშაობ. მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ მოვლენებს საქართველოში და ყველა ახალგაზრდას გამოვუცხადო თანადგომა. რაც დღეს ხდება დაუჯერებელი რეალობაა, თუმცა ერთიანობა …

პარიზის ორ კონსერვატორიაში ერთდროულად ჩავირიცხე – 19 წლის ქართველი ბარიტონი

„უბრალოდ მომისმინეთ“ – ვისაც კი გავიცნობდი პარიზში, თუ მუსიკა ესმოდა, ყველას ამას ვთხოვდი. ვცდილობდი მომეძებნა ადამიანები, რომლებიც მოისმენდნენ ჩემს ნამღერს და რამეს მირჩევდნენ. მინდოდა დროზე დავრწმუნებულიყავი საკუთარ შესაძლებლობებში და მუსიკისთვის მიმეძღვნა თავი, ან რამე სხვა საქმეს შევდგომოდი. 2022 წელს წამოვედით საფრანგეთში. 16 წლის ვიყავი. სცენის მტვერი უკვე ვიცოდი რაც იყო და სიმღერისკენ მიმიწევდა სულ გული“ …

ჩემი შვილი ადაპტირებული ტაქსით მიჰყავთ სკოლაში და მოჰყავთ სახლში – ემიგრანტი საფრანგეთიდან

მარიამ ადონია ახლა 14 წლისაა. დაბადებიდან ცერებრალური დამბლა აქვს – მუცლადყოფნიდანვე ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული. მარიამის დედა, ხათუნა გვალია ამბობს, რომ ექიმებმა საქართველოში ვერ შენიშნეს ნაყოფის ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა) და არც შესაბამისი მკურნალობა დანიშვნია ორსულობისას: „როცა საფრანგეთში ჩამოვედით, ექიმებმა გამოიკვლიეს მარიამის მდგომარეობა და დადგინდა, რომ მისი ცერებრალური დამბლა ამით იყო გამოწვეული. დროზე რომ შეენიშნათ ეს პრობლემა …

რატომ წავიდა ქალი ემიგრაციაში 4 შვილთან და ქმართან ერთად – რას ჰყვება დედა ექიმების შეცდომაზე

სოფია წიწაკიშვილი ემიგრაციაში 4 შვილთან და ქმართან ერთად წავიდა 5 წლის წინ. მის ერთ-ერთ შვილს, ბარბარეს სპინა ბიფიდას დიაგნოზი დაუდგინდა და თვე-ნახევრის იყო, როცა ბავშვს საქართველოში ოპერაცია გაუკეთეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ოპერაცია არასწორად ჩატარდა. ცნობილმა თურქმა ნეიროქირურგმა ბიულენთ ბოზიგიტმა დაადასტურა, რომ ბავშვის მდგომარეობა ექიმებმა არასწორი ოპერაციის შესახებ დამალეს. ბარბარეს მოგვიანებით თურქეთში ხერხემლიდან თიაქარის ამოღება დასჭირდა, …

ფრანგმა ექიმმა მითხრა, 1 კვირა რომ დაგეგვიანებინათ თქვენი მეუღლე ვერ გადარჩებოდა – ემიგრანტი

მზისა აბესლამიძე საქართველოდან 2016 წელს წავიდა საფრანგეთში, შვილთან და მეუღლესთან ერთად. მზისას მეუღლე შშმ პირია. 2016 წელს ავარიაში მოჰყვა და დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება, ეტლით სარგებლობს. მზისამ ემიგრაციაში წასვლა ოჯახთან ერთად მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოში უშედეგო მკურნალობის შემდეგ მის მეუღლეს ორგანიზმის მოწამვლა დაეწყო. „ნაწოლები ჰქონდა. მკურნალობად მიიჩნეოდა მხოლოდ მინიოპერაციები. მივიყვანდი პროცედურაზე, აჭრიდა და აჭრიდა ხორცს …

საბერძნეთიდან როცა ჩამოვედი, იმ ღამეს ჩემს შვილებს თვალი არ დაუხუჭავთ – ემიგრანტი ქალი | ვიდეო

„რომ ჩამოვედი, შვილებს დავურეკე და ვუთხარი, თეატრთან მიდით, ერთი ქალი გელოდებათ-მეთქი, არ იცოდნენ, რომ ჩამოვდიოდი. იმ ღამეს ბავშვებს თვალი არ დაუხუჭავთ. გათენებამდე ასე ვიყავით, ერთი მარჯვნივ იჯდა, მეორე – მარცხნივ, ხელებს არ მიშვებდნენ. ანდრეას ვკითხე, დედა, რატომ არ იძინებ-მეთქი, მეშინია თვალების დახუჭვის, რომ გავახელ და არ დამხვდეო? მივხვდი, რომ შვილების ეს განცდები არაფრად ღირს. ამიტომ …

მთავრობის წევრებს შვილები ფუფუნებაში ჰყავთ, ჩვენ კი შვილებისთვის გადავიხვეწეთ – ემიგრანტი ქალი

საქართველოდან ემიგრაციაში ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე მიდის. ძირითადი მიმართულები ემიგრანტებისთვის ევროპის ქვეყნები და ამერიკაა, თუმცა საქართველოს ბევრი მოქალაქე მიდის ერაყშიც, სადაც სამუშაო ვიზას ევროპის ქვეყნებთან შედარებით მარტივად იღებენ. ერაყში საქართველოს მოქალაქეები ძირითადად სასტუმროებში, კაფე-ბარებსა და ოჯახებში მუშაობენ დამლაგებლებად. რახან ერაყში წასული ქართველი ემიგრანტები ძირითადად ლეგალურად, სამუშაო ვიზით საქმდებიან, ხშირად მიჰყავთ ოჯახის წევრებიც. …

საფრანგეთში არალეგალებისთვის უფასო ჯანდაცვის შეზღუდვას განიხილავენ – მედია

საფრანგეთის სენატმა 200 ხმით 136-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც შესაძლოა შეიზღუდოს სახელმწიფო ჯანდაცვაზე არალეგალი მიგრანტების ხელმისაწვდომობა. კანონპროექტის ერთ-ერთი მიზანია გაუქმდეს სახელმწიფო სამედიცინო დახმარება, რაც არალეგალ მიგრანტებს ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. მედიის ცნობით, თავიდან აღნიშნულ კანონპროექტს მხარს მხოლოდ საფრანგეთის კონსერვატიული პარტია უჭერდა, დებატები მიმდინარეობდა მემარჯვენეებს შორისაც, ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრი, …

მამა დამეღუპა 2 წლის წინ და ვერ წავედი, ფრენები არ იყო. ბილეთებს ახლაც ვინახავ – ემიგრანტი ქალი

„საქართველოში რომ დავბრუნდი ემიგრაციაში ყოფნის 7 წლის შემდეგ, საკუთარი ოჯახის წევრებთან ურთიერთობა გამიჭირდა. იმიტომ კი არ გამიჭირდა, რომ სიცივე ვიგრძენი ან აღარ ვუყვარდი და შეიცვალნენ. არა. უბრალოდ, მე აღარ მქონდა საერთო. ის ყოველდღიური რამ, რაც გვაერთიანებდა, გამოვტოვე. მივხვდი, რომ აქ, იტალიაში, უფრო მეტ ხალხთან მქონდა კავშირი. რადგან გვაქვს საერთო დარდი, საერთო საფიქრალი, საერთო საქმე. და …

„გვყავს პაციენტები, რომლებსაც ქუჩაში სძინავთ“ – ფრანგი ექიმი ქართველ პაციენტებზე

„სტრასბურგის სხვადასხვა საავადმყოფოს განყოფილებებში იზრდება მიგრანტების რიცხვი, მათგან უმრავლესობა ქართველია. მედპერსონალისთვის, რომლებიც მათ მკურნალობენ, ეს პოლიტიკურ არჩევანთანაა დაკავშირებული, ამ არჩევანის წინაშე ყოფნა კი მედპერსონალს არ სურს“ – წერს ფრანგული რეგიონული გამოცემა Rues 89 Strasbourg-ი. სახელმწიფო საავადმყოფოს ექიმი-ნეფროლოგი, იონას მარცლოფი გამოცემასთან ამბობს, რომ 2018-2019 წლებში დიალიზზე მყოფი ყოველი მეექვსე პაციენტი მიგრანტი იყო, ძირითადად – საქართველოდან. მარცლოფი …

სტრასბურგში ქართველი პაციენტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა – ფრანგული გამოცემა

სტრასბურგში ყოველდღიურად იზრდება საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ. საფრანგეთის სახელმწიფო სამსახურები და ექიმები ცდილობენ, იპოვონ გამოსავალი და მოძებნონ გზა პაციენტთა მიგრაციის დიდ ნაკადთან გასამკლავებლად – ამის შესახებ საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგის ადგილობრივი მედიაგამოცემა Rue 89 Strasbourg-ი  წერს 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში. გამოცემის ცნობით, მიგრანტების რიცხვი სტრასბურგში განსაკუთრებით გაიზარდა 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს …

„კომპიუტერული მეცნიერებები 39 წლისამ შევისწავლე“ – ქართველი ემიგრანტი აშშ-ში

34 წლის იყო, ემიგრაციაში რომ წავიდა. სამი პროფესია აქვს, ჟურნალისტია, რეალტორი და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი. ბოლო ორი საქმე ამერიკაში ჩასვლის მერე ისწავლა. „ძიების პროცესში ვიყავი. ამერიკაში რომ ჩავედი, რეალტორის საქმის სწავლა დავიწყე, პარალელურად კომპიუტერულ მეცნიერებებს ვსწავლობდი, მომავლის ეს პროფესია იქცა ჩემს ძირითად საქმედ, ყოველდღიურად ვითარდება კომპიუტერული მეცნიერებები და არასდროს გაძლევს მოდუნების უფლებას, სულ სიახლეებს უნდა …

რას ჰყვება ბათუმელი მეზღვაური ატლანტის ოკეანეში 10 მიგრანტის გადარჩენაზე 

ქართველმა მეზღვაურებმა ატლანტის ოკეანეში ათი მიგრანტის სიცოცხლე გადაარჩინეს. შემთხვევა 24 აგვისტოს მოხდა, კადიზის ყურეში, დასავლეთ გიბრალტარიდან 100 მილის მოშორებით. „[კაპიტნის] უფროსმა თანაშემწემ, თენგო დიასამიძემ შეამჩნია ღია ოკეანეში. „ვახტაზე“ იდგა და დაინახა პატარა ნავი. დურბინდით რომ გაიხედა, ნავზე მყოფები შველას ითხოვდნენ. მაშინვე შეატყობინა კაპიტანს, ალეკო სურმანიძეს. კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავხმარებოდით,“ – მოუყვა „ბათუმელებს“ მეზღვაური გიორგი …

„აქ სახელმწიფო არ გტოვებს ბედის ანაბარა“ – ემიგრანტი ქალი ირლანდიიდან

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შეფასებით საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, ემიგრაციის გამომწვევი ფაქტორები კომპლექსურია და დაკავშირებულია როგორც ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებთან, ისე ადამიანების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან. ამავე კომისიის დაკვირვებით, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ ეტაპზე ემიგრაცია ძირითადად, ქვეყანაში არსებული არასტაბილური სიტუაციით და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემოებებით, სამოქალაქო ომით, შეიარაღებული კონფლიქტებით იყო გამოწვეული. მოგვიანებით კი, ემიგრაციული ნაკადების ზრდაში უფრო …

ბავშვებს აქვთ ყველაფერი, წლებია მათთვის არ მიყიდია რძე, ტანსაცმელი – ემიგრანტი ქალი საფრანგეთიდან

ქრისტინე კიკაბიძე ემირაციაში 6 წლის წინ წავიდა. ნიცასა და მარსელს შორის, ლაჟვარდოვანი სანაპიროს პატარა ქალაქში ცხოვრობს ბოლო სამი წელია. თავიდან პარიზში ცხოვრობდა ქმართან ერთად, ბოლოს საფრანგეთის სამხრეთში გადავიდნენ, სადაც კლიმატი დასავლეთ საქართველოს მსგავსია – ქრისტინე ქუთაისიდანაა, ცხოვრობდა და მუშაობდა ბათუმშიც. ემიგრაციაში მეუღლესთან ერთად წავიდა. ამბობს, რომ ძირითადი მიზეზი, რატომაც გეგმავს ხანგრძლივად  საფრანგეთში ცხოვრებას, ბავშვებისთვის იდეალური …

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტები კვლავ მასობრივად იღუპებიან – DW

გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს ხმელთაშუა ზღვაში ლტოლვილებით სავსე ჩაძირულ გემზე და კიდევ ერთ ხომალდზე, რომელიც მალტის ტერიტორიულ წყლებში ამჟამად ჩაძირვას იწყებს. ხმელთაშუა ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 23 მიგრანტი დაიღუპა, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში სურდათ შეღწევა – ამის შესახებ 9 აპრილს ინფორმაცია გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაცია RESQSHIP-მა გაავრცელა. ორგანიზაცია …

დაუწესდეს სანქციები კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს – ქართველი ემიგრანტების მიმართა ევროკავშირს

ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს ევროპული მომავლის დაცვის თხოვნით ევროკავშირის ინსტიტუტებს  წერილობით მიმართეს. ემიგრანტები შეშფოთებას გამოხატავენ რუსული კანონპროექტის გამო და აცხადებენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს. ქართველი ემიგრანტები ევროპის სტრუქტურებს სთხოვენ: „გააძლიერონ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერა დაუწესდეს პირადი სანქციები საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებიც არიან უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტის …

რა შემთხვევაში შეეხება ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს რუსული კანონი

რა შემთხვევაში შეეხება რუსული კანონი ემიგრანტებს ან სხვა ფიზიკურ პირებს, თუ „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მიიღებს ღირსების შემლახავ კანონს, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ? საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ კორძაია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თუ „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ შესახებ კანონი ხელისუფლებამ მაინც დაამტკიცა და ისეთივე გაგრძელება მიიღო, როგორც რუსეთში, „აგენტის“ სახელით დევნის ობიექტი გახდებიან არა …

ბათუმის საკრებულოს წევრი მექსიკის გავლით აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა

ბათუმის საკრებულოს წევრი ლაშა კილაბერია ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით წავიდა. მისი თქმით, ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, რადგან სუს-ი, მის მეგობრებზე ზეწოლას ახდენდა და ლაშა კილაბერიას პოლიტიკურად „განეიტრალებას“ სთხოვდა. კილაბერიამ საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა. პოლიტიკურად აქტიური კილაბერია ახლა ამერიკაში კურიერად მუშაობს და ირწმუნება, რომ უკან აუცილებლად დაბრუნდება. „სულ ოთხი წამოვედით, მათ შორის …

თიხის ქართველი ოსტატი ესპანეთში

47 წლის თენგო გეგეჭკორი ბოლო წელია ესპანეთში ცხოვრობს, სადაც თიხის საკუთარი სახელოსნოს გახსნას გეგმავს. თენგო საქართველოდან 12 წლის წინ წავიდა ემიგრაციაში, თავიდან რუსეთში გადასახლდა დაუგეგმავად – საქართველოდან დასახმარებლად ჩააკითხა დედას, რომელიც იმ დროს რუსეთში მუშაობდა. თენგოს დედა უკრაინელი ჰყავს, მამა ქართველი. ბავშვობის წლები უკრაინასა და საქართველოს შორის გაატარა. 24 წლისა უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა მამასთან და …

ნიგერიელმა მიგრანტებმა ტანკერის საჭეზე 11 დღე გაატარეს და კანარის კუნძულებამდე მივიდნენ

ესპანეთის სანაპირო დაცვამ გადაარჩინა სამი მიგრანტი, რომლებიც 11 დღე ტანკერის რუმპელზე ისხდნენ და ნიგერიიდან კანარის კუნძულებამდე მიაღწიეს. ფოტოზე, რომელიც ესპანეთის სანაპირო დაცვამ ტვიტერზე გაავრცელა, ნავთობტანკერის, Alithini II-ის რუმპელზე მსხდომი სამი კაცი ჩანს. მალტის დროში ქვეშ მცურავმა Alithini II-მა ნიგერიის ქალაქ ლაგოსიდან გრან-კანარის ლას-პალმასამდე  2700 საზღვაო მილი გაიარა. ესპანეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, მიგრანტები კლინიკაში გადაიყვანეს, რადგან …

სურნელის ქართველი ექსპერტი გერმანიიდან – „ორი ქვეყნის, ორი კულტურის ნაზავი ვარ“

რუსო ხუციშვილი ემიგრაციაში 25 წლის წინ წავიდა. ცხოვრობს ჰამბურგში, მუშაობს პარფიუმერულ კომპანიაში – KaDeWe Group Alsterhaus და ამ კომპანიის სუნამოს ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტადაა მიჩნეული. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსო განსაკუთრებული მომხმარებლებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, არაბეთის პრინცესა, არჩევს შესაფერის სუნამოებს და გემოვნების მიხედვით სთავაზობს მაღალი კლასის კოსმეტიკას. „მე Happymaker-ი ვარ“ – ამბობს რუსო. – „ადამიანებს ვურჩევ მათთვის შესაფერის …

როგორ ცხოვრობს კუბიდან გამოქცეული ბიჭი ბათუმში

„კუბაში არ არის საჭმელი, არ არის უფლებები. იქ კომუნიზმია,“ – ასე იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას ალბერტო არმანდო ერნანდეს ორტეგა. დაიბადა და გაიზარდა კუბაში, ჰავანას უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ ახლა საკუთარი სამშობლოდან აზრის გამოხატვის და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დევნილად იქცა. „წარმოშობით კუბიდან ვარ. ჰავანას უნივერსიტეტში ვსწავლობდი კულტურულ მემკვიდრეობას, სანამ იძულებული გავხდებოდი ქვეყანა დამეტოვებინა. ცხოვრება კუბაზე არ …

კახას ქართული ღვინის ბარი დიუსელდორფში

Rethelstraße 100 40237 Düsseldorf – ამ მისამართზე გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ქართული ღვინის ბარი, „Kakhaber“ ბევრ სტუმარს მასპინძლობს. ბარის მეპატრონე 41 წლის კახაბერ გაბელაიაა. გერმანიაში 14 წლის წინ გადასახლდა და ღვინის ბარის იდეა პანდემიის დაწყებამდე გაუჩნდა. ამისთვის შესაფერისი ადგილი იქირავა, მზადება დაიწყო და პანდემიამაც იფეთქა. დაიკეტა ბარები და რესტორნები. კახას გეგმა შეიცვალა. რახან ბარები დაიკეტა მაღაზიის …

„ერთი დღე ვისვენებ, ამ დროსაც კიდევ ერთ სახლს ვალაგებ“ – ემიგრანტი საბერძნეთიდან

17 წელია უსაბუთოდ ცხოვრობს საბერძნეთის ერთ პატარა ქალაქში. ექიმიც რომ დასჭირდეს, პრობლემა შეექმნება. საქართველოში 17 წლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ შეძლო ჩამოსვლა. მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილ 57 წლის ციალა შავაძეს ყველაზე ძალიან მოხუცთან ერთად ოთხ კედელს შორის ცხოვრება გაუჭირდა. უცხოეთში წასვლა, როგორც გვეუბნება, გაჭირვებამ და უფულობამ გადააწყვეტინა. ციალას სიტყვებით „არ იყო მეტი გზა”. რას ჰყვება ციალა შავაძე, …

„მამა დავკარგე 2 წლის წინ, სამძიმარზეც ვერ ვიყავი“ – 22 წელი ემიგრაციაში

ირმა ჩიოტაშვილი 50 წლისაა, ოც წელზე მეტია სტამბოლში ცხოვრობს და მუშაობს. საუბრის დროს ქართულ სიტყვებს ეძებს და ზოგს ძლივს იხსენებს. ამბობს, რომ სტამბოლში მრავალი წლის წინ გადასახლებულ ლაზ ნათესავებთან ძირითადად თურქულად საუბრობს და ქართულად ლაპარაკი იშვიათად უწევს, ამიტომაც ავიწყდება ენა ნელ-ნელა. ირმა სოფელ სარფიდანაა. მან გვითხრა, რომ ემიგრანტობის 20-წლიან გამოცდილებაზე ყველაფრის მოყოლა შეუძლებელია, მაგრამ გვიზიარებს …

ემიგრანტებმა დაინახეს, როგორ ცხოვრობენ უცხოეთში, მთავრობა მათ ვეღარ გააჩერებს | პოდკასტი

მედეა კონცელიძემ საქართველო 12 წლის წინ დატოვა. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მან სამსახური დაკარგა და მის მეუღლესაც ავტონაწილების ბიზნესი ჩაუვარდა. ოჯახს გაუჭირდა და ცოლ-ქმარს ახალი გზების ძიება დასჭირდა შვილების სარჩენად. რატომ წავედი ემიგრაციაში  „2008 წლის 16 სექტემბერს, დიდი წყალდიდობის შედეგად, ჩვენი სახლი დაიმეწყრა. ნახევარი სახლი დაგვენგრა, გეოლოგებმა გამომასახლეს, მაგრამ ვერანაირი დახმარება ვერ მივიღე, 1 წელი …

რატომ ერიდებათ ემიგრანტ ქალებს ფოტოების ფეისბუქზე გამოქვეყნება | პოდკასტი

37 წლის ნაზი გეგეშიძემ თურქეთში 8-წლიანი ემიგრაციის შემდეგ საქართველოში, ბათუმში დაბრუნება გადაწყვიტა. აქ დედა, მამა, ძმა, და და 13 წლის შვილი ელოდნენ. ნაზი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მოზარდი შვილის გვერდით ყოფნაა, რომელსაც, მისი თქმით, დედა ახლა ყველაზე ძალიან სჭირდება. ნაზი სხვადასხვა ოჯახში მუშაობდა იზმირსა და სტამბოლში მომვლელად, დამლაგებლად. თურქეთის გარდა მას ბელგიაში მუშაობის …

„საქართველოში ემიგრანტი ქალის ძეგლი უნდა იდგეს აეროპორტში“ | პოდკასტი

51 წლის ნინო მახარაძემ ფული ისესხა და ბათუმიდან იტალიაში ერთი წლის წინ წავიდა სამუშაოდ. შინ მეუღლე, მოხუცი დედა, შვილები და შვილიშვილები დარჩნენ. ნინომ, ემიგრანტების უმრავლესობის მსგავსად, ქვეყანა სიდუხჭირის გამო დატოვა. ნინო ოჯახის წევრებს საღამოობით ვიდეოთვალით ხედავს, შინ დაბრუნებაზე ოცნებობს და საკუთარ გამოცდილებაზე გვესაუბრება. თითქოს არაფერი განსხვავებული. ყველა ზემოთ ნახსენები  ამბავი მეორდება ემიგრანტებთან, მაგრამ ნინო ჰყვება …

მინდა დედა გავხდე და ამისთვის ფულს ვაგროვებ – ემიგრანტი ქალი | პოდკასტი

40 წლის მარიამ ჯორბენაძე ხულოდანაა. იგი 8 თვის წინ დაემშვიდობა ოჯახს და ქუთაისის აეროპორტიდან იტალიაში გაემგზავრა. ახლა მარიამი იტალიის პატარა ქალაქში მუშაობს და ოცნებობს, რაც შეიძლება სწრაფად შეაგროვოს თანხა, რომ საქართველოში დაბრუნდეს. მარიამის ემიგრაციაში წასვლის მიზეზი დედობის სურვილია. უშვილობის მკურნალობას ათასობით ლარი სჭირდება, რის შეგროვებასაც მარიამი ხულოში მუშაობით დიდ ხანს ვერ შეძლებდა, საქართველოში კი უშვილობის …

ხელფასები შეგვიმცირეს – რას ჰყვებიან სტამბოლში დასაქმებული ქართველი ემიგრანტები

თურქეთში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული შეზღუდვებია დაწესებული. დღეს თურქეთში კორონავირუსის 62 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც თურქეთში დასაქმებული ქართველები გვიყვებიან, ეკონომიკურ კრიზისი, რაც თურქეთშიც დგას, ვირუსის მძვინვარების პარალელურად, აისახება ყველაზე: დიდი თუ მცირე ბიზნესების მფლობელებზე, რომლებსაც შეუმცირდათ შემოსავლები და დასაქმებულებზე, რომლებიც დამსაქმებელთა შემოსავლებზე იყვნენ დამოკიდებულები. ლუდა ხუნდაძე 16 წელია მუშაობს …

რა უპასუხა გერმანიის ელჩმა ქართველ ემიგრანტებს

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში გერმანიაში მცხოვრები ქართველების 2021 წლის 3 მარტს მის მიმართ გაგზავნილ წერილს პასუხობს, რომელსაც სტილის დაცვით გთავაზობთ: „მოხარული ვარ, რომ თქვენ, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა მომმართეთ. დარწმუნებული ვარ, რომ  თითოეულ თქვენთაგანს სამსახურებსა და ცხოვრებაში საკუთარი წვლილი შეაქვს გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში. საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დემოკრატიული განვითარება გერმანიის საგარეო პოლიტიკისათვის  მნიშვნელოვან მიზანს …

“სოლიდარობა ნიკა მელიას” – ქართველი ემიგრანტების საპროტესტო აქცია ჰამბურგში

ემიგრანტთა ორგანიზაციამ #ერთადსახლში ჰამბურგში საპროტესტო აქცია გამართა. ამ აქციით ჰამბურგში მცხოვრებ ემიგრანტთა ნაწილი შეუერთდა საქართველოში და ევროპის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. მათ უპირობო სოლიდარობა გამოუცხადეს ნიკა მელიას, სამოქალაქო აქტივისტებს და სრულიად პროდასავლურ ოპოზიციას. „კატეგორიულად ვგმობთ და ვაპროტესტებთ: საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ რეპრესიებს, ქართული ოცნების უპასუხისმგებლო, სიძულვილის გამღვივებელ რიტორიკას, პოლიტიკას და არჩევნების გაყალბებას, ოპოზიციის ლიდერის ნიკა …

ქართველი ემიგრანტი იტალიაში, რომელიც ბავშვებს ზღაპრებს ინტერნეტით უკითხავს

„გულო ბებო“ – ასე იცნობენ ბავშვები ემიგრანტ ქალს, რომელიც მათ ონლაინში ზღაპრებს უკითხავს და ხელსაქმესაც ასწავლის. 30 ბავშვი საქართველოდან „გულო ბებოს“ ყოველ საღამოს ელოდება, რომელიც ზღაპრის გმირებს თავისი ხელნაკეთი თოჯინებით აცოცხლებს. „გულო ბებო“ – გულნარა მიქანაძე-სვანიძე ბათუმელი მასწავლებელია, რომელიც წლების განმავლობაში პროფესიულ კოლეჯებში ხელსაქმეს ასწავლიდა სტუდენტებს. ეს საქმე არც ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მიუტოვებია. „თუ ამას …

Exit mobile version