შპს ”სტადიონი” სტადიონისა და საავადმყოფოს ნაცვლად

 

სტადიონის პროექტის კონკურსში გამარჯვებული ესპანური კომპანია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულების მოშლის გამო სასამართლოში უჩივის, სამინისტრო კი, პარალელურად, ახალ სახელმწიფო შპს-ს ქმნის, რომელმაც ბათუმში სტადიონისა და საავადმყოფოს აშენება უნდა უზრუნველყოს. ამ ფონზე, აჭარის ბიუჯეტის გეგმის შესრულებაც, ხარჯვით ნაწილში, კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას. ამ ორი – სტადიონისა და საავადმყოფოს პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა ბიუჯეტის მთლიანი ხარჯის თითქმის 14 პროცენტია.

სამორინეები შესაძლოა ფიჭვნარშიც გაიხსნას

 

სამორინეები შესაძლოა ქობულეთში, ფიჭვნარშიც გაიხსნას. ამ გზით მთავრობა თავისუფალ ტურისტულ ზონებში ინვესტორების დაინტერესების გაზრდას და ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ბრძანება ძალაში გასულ კვირას შევიდა. 

გაუქმებული ხელშეკრულებები და ინვესტორები, რომლებსაც მთავრობა სასამართლოში უჩივის

 

 

  სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აჭარის მთავრობამ 2014 წელს 10 ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა. წელს, ამ დროისთვის, იმავე მიზეზით მთავრობამ 11 კოტრაქტი გააუქმა. პირგასამტეხლოს დაკისრებაამოღების მიზნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2014-2015 წლებში სასამართლოს 13-ჯერ მიმართა. საქმეების უმეტესობა მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის მიერ 1 ლარად გასხვისებულ ქონებას შეეხება.

კომპანიები, რომლებსაც არჩილ ხაბაძემ უშუამდგომლა

 

სამშენებლო კომპანიებისთვის მიმდინარე ან დაგეგმილი პროექტის  K2-კოეფიციენტის გაზრდაზე მერიასთან შუამდგომლობის გადაწყვეტილებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმეტესწილად ქალაქმშენებლობის განვითარებით ან სოციალური მიზნებით ხსნის. „ბათუმელები“ იმ კომპანიების შესწავლას აგრძელებს, რომლებსაც არჩილ ხაბაძემ მერიასთან მშენებლობის პარამეტრების შეცვლის ნებართვის მისაღებად უშუამდგომლა. მის შუამდგომლობას კი მერიაში უმეტესად  დადებითად უპასუხეს. 

დენის ტარიფის გაზრდა პურს, ხორცსა და შაქარს გააძვირებს

 

 

  დენის ტარიფის გაზრდაზე სემეკის თანხმობას სპეციალისტები ობიექტურ გადაწყვეტილებად აფასებენ. თუმცა მათ სახარბიელოდ არ მიაჩნიათ მოსალოდნელი პროცესი, რაც შესაძლოა დენის ტარიფის გაზრდის გამო ფასების გაზრდას მოჰყვეს. შეცვლის თუ არა დენის ტარიფის გაზრდა ქვეყანაში სოციალურ ფონს და როგორ უნდა მოიქცეს მთავრობა?

პროგნოზებზე „ბათუმელებს“ ეკონომისტი რამაზ გერგიანი ესაუბრა.

თხილის ბიზნესი – პერსპექტივა მაღალმთიანი აჭარისთვის

 

უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის თხილს ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით,  მეოთხე ადგილი უკავია – სპილენძის მადნების, ფეროშენადნობებისა და მსუბუქი ავტომობილების შემდეგ. თხილს გასულ წელსაც იგივე პოზიცია ეკავა. შარშან ექსპორტზე 183 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილი გავიდა, წელს კი [იანვარ-ივნისში] საქართველოდან უკვე 74 მილიონი აშშ დოლარის თხილია ექსპორტირებული.

რძის ნაწარმი შესაძლოა გაძვირდეს

 

1-ელი აგვისტოდან ძალაში შევიდა „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, რამაც შესაძლოა რძის პროდუქტების ღირებულება 20 თეთრით ან [ამას ემატება ელექტროენერგიის გაძვირებაც], მეტით გაზარდოს. ტექნიკური რეგლამენტით, თუ რძის პროდუქტი შეიცავს მცენარეულ ცხიმებს, მას უნდა ეწეროს „რძის შემცველი“ და არა „რძის პროდუქტი“. საქართველოში წარმოებული „რძის პროდუქტების“ თითქმის 50%, ანუ ქსელში არსებული პროდუქტის ნახევარი კი, საერთოდ არ შეიცავს რძეს და ის მცენარეულ ცხიმებზეა დამზადებული.

საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით დაბალია

 

2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან საქონლის ექსპორტმა 1 მილიარდ 81 მილიონ 600 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23,8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება საქონლის იმპორტს, 2015 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში იმპორტირებულია 3 მილიარდ 679 მილიონ 600 ათასი აშშ დოლარის საქონელი, რაც 8,7 %-ით ნაკლებია შარშანდელთან შედარებით.

2 თვე დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად

 

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნის ბოლო ვადა ზუსტად 2 თვეში იწურება. მოქალაქეებს, ვისაც დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვა სურთ, შესაბამისი დეკლარაციის წარდგენა ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით 30 ივლისის 11 საათისთვის მთლიანობაში დაბრუნებულია 124 მილიონ 264 ათასზე მეტი ლარი. 

„ბათუმი თაუერი“ [ფოტო]

 

2015 წლის 11 მარტს, ბათუმის ბულვარის შესასვლელში მდებარე, „ბათუმი თაუერად” რეგისტრირებული და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად გამოცხადებული შენობა ელექტრონულ აუქციონზე 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად შპს “ბათუმი თაუერმა” შეიძინა… მოგვიანებით კომპანიაში განაცხადეს, რომ ვინაიდან შენობა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროსთვის გამოუსადეგარი იყო, სასტუმროსთვის ახალი შენობა მის გვერდით აშენდებოდა. 

აჭარის ფინანსთა მინისტრი სტადიონის პროექტთან დაკავშირებით ესპანურ კომპანიას პასუხობს

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე ბათუმის სტადიონის პროექტის შესყიდვაზე კონკურსში გამარჯვებული ესპანური კომპანიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლო გასაჩივრებას და სამინისტროს მისამართით გამოთქმულ ბრლადებებს გამოეხმაურა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT, S.L. – სთან დადებული ხელშეკრულება ვადების დარღვევის გამო გააუქმა. კომპანია აპირებს სამინისტროს ამ შეფასების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოშიც გაასაჩივროს.

სტადიონის პროექტის ავტორი ანტიკორუფციული სამსახურის ზეწოლაზე

 

ბათუმის სტადიონის პროექტზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული მხარე  ანტიკორუფციული სააგენტოს მხრიდან ზეწოლაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ კი კანონის უხეშ დარღვევაზე საუბრობს. სამინისტრო ხელშეკრულების გაუქმების მიზეზად კომპანიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას ასახელებს. კომპანია აპირებს სამინისტროს ამ შეფასების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოშიც გაასაჩივროს.

კომპანიები, რომლებსაც არჩილ ხაბაძემ მერიასთან უშუამდგომლა

 

იმ კომპანიებიდან, რომლებსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბათუმის მერიასთან პროექტის K2-ის ანუ სიმაღლის გაზრდის თაობაზე უშაუმდგომლა, ბევრი ახალდაფუძნებულია. კომპანიებსა და მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე  ინფორმაციას „ბათუმელები“ ეტაპობრივად გამოაქვეყნებს.

 

 

HACCP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის რეგიონში

 

 ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტმა“ დაიწყო ახალი პროექტის – „HACCP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის რეგიონში“ განხორციელება. პროექტის მიზანია საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესების ხელშეწყობა საქართველოში სასურსათო და ცხოველთა საკვების წარმოების სფეროში არსებული სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის საშუალებით.



თაფლის ფესტივალი ბათუმში

 

წელს ტურისტულ სეზონს ბათუმი კიდევ ერთი ახალი ფესტივალით შეხვდება – 16 აგვისტოს დაგეგმილი ფესტივალის ორგანიზატორები და წარმომადგენლები მეფუტკრეები იქნებიან. თაფლის ფესტივალი,  ანუ თაფლის გამოფენა-გაყიდვა ცოცხალი მუსიკის ფონზე, ბათუმის ბულვარის შესასვლელთან გაიმართება.

მთავრობა: 15,4 მილიონი ლარის ეკონომია 3 თვეში

 

მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, 2015 წლის იანვარ-მარტში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია შეადგენს 15 416 983 ლარს. აღნიშნულ უწყებებს მიეცათ უფლება წარმოქმნილი ეკონომია მიმართონ მათ მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ყავის აპარატები განთავსდება

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ბანკომატები, სავაჭრო და ყავის აპარატები განთავსდება. უძრავი ქონების [შესაბამისი ფართობების] სასყიდლიანი სარგებლობით გადაცემაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას თანხმობა უკვე მიეცა. ადმინისტრაცია ხელშეკრულებებს აუქციონის ჩატარების გარეშე გააფორმებს.

შპს ‘გლორიას’ განმარტება სტატიაზე – როდის გაიხსნება სემირამიდას ბაღები

 

გაზეთ „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას: „როდის გაიხსნება „სემირამიდას ბაღები“ – ტოვებს თუ არა აზერბაიჯანელი ინვესტორი ბათუმს“, სასტუმროს მშენებლობის დამკვეთი შპს „გლორიას“ ფინანსური მენეჯერი ლიკა სვანიძე გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ „აზერბაიჯანელი ინვესტორი არ ტოვებს არც ბათუმს და არც საქართველოს“. ფინანსური მენეჯერის წერილს „ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ.

როდის გაიხსნება „სემირამიდას ბაღები“ – ტოვებს თუ არა აზერბაიჯანელი ინვესტორი ბათუმს

 

ბათუმში, ზღვის პირას, აზერბაიჯანის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანზე 2011 წელს 1 ლარად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სასტუმრო კომპლექსის გახსნა გაჭიანურდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ობიექტის მშენებლობა ინვესტორის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის გამოა შეჩერებული. შესაძლოა, მშენებარე კომპლექსი აზერბაიჯანულმა მხარემ გაასხვისოს და ბაზრიდან გავიდეს კიდეც. ინვესტორი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახთან დაახლოებული პირია. 

ბიზნესომბუდსმენის შესახებ კანონი ამოქმედდა

 

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონი მესამე დღეა ამოქმედდა. კანონი განსაზღვრავს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის  უფლებამოსილებას, საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და ფორმებს, ხოლო  კანონის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფ­ლებე­ბისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ხელშეწყობა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში სასტუმრო ლეო გრანდი გახსნა

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ბათუმში, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “ლეო გრანდი” გახსნა. მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში 35 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ირაკლი ღარიბაშვილი: მშენებლობის მხრივ პოზიტიური დინამიკა გვაქვს [ფოტო]

 

პრემიერ-მიმისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ბათუმში, “ორბი ჯგუფის” პროექტის  “Orbi Beach Tower”-ის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. კაჩინსკების ქუჩაზე ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, ფაქტობრივად, 2015 წლის მარტში დაიწყო. მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

„აჭარ ენერჯი-2007“-ს ხელვაჩაურში კერძო საკუთრებაზე ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა

 

„აჭარ ენერჯი-2007“-ს, რომელიც აჭარაში, მდინარე ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგურებს აშენებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ კერძო საკუთრებაზე ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა. ექსპროპრიაციას დაექვემდებარა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ოთხი მქალაქის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – მიწის ნაკვეთები, ჯამში 9750 კვ/მეტრი.

ტენდერი „ალი და ნინოს“ ადგილმონაცვლეობაზე

 

  5 ივნისს, „ბათუმის ბულვარი“-ს ადმინისტრაციამ  „ალი და ნინო“-ს ადგილმონაცვლეობაზე ტენდერი გამოაცხადა.  სამუშაოების შესყიდვის  სავარაუდო ღირებულება  234 975 ათასი ლარია. 

სანქციები საქსტატში ინფორმაციის წარუდგენლობისთვის

1 ივნისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” კანონში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] ინფორმაციით, ცვლილებების მომზადების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულება სტატისტიკის იმ ნაწილში, რომლის ასახვაც შესაძლებელია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში. 

ახალი უფლება ბიზნესს – ძველი ტენდერების ფასი გადაიხედება

 

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს უფლება მიეცათ, მიმართონ შემსყიდველ სახელმწიფო ორგანიზაციებს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების გაზრდა, ანუ თანხის დამატება მოითხოვონ. ასეთი მიდგომა კომპანიებისთვის ხელსაყრელია, მაგრამ რა შემთხვევაში შეუძლიათ მათ მიმართონ შემსყიდველებს და როგორ აისახება ეს ბიუჯეტზე? – „ბათუმელები“ საკითხის გარკვევას, ძირითადად, ბათუმის მერიის ტენდერების მაგალითზე შეეცადა. 

ბათუმი-სარფის გზის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე მუშაობა დაიწყო

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს აზიის განვითარების ბანკს, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის დეტალური პროექტისა და ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (Feasibility Study) დაფინანსებასთან დაკავშირებით.

აჭარის ფინანსთა მინისტრს უმაღლესი საბჭოს კომისიებში მოუსმენენ

 

აჭარის 2015 წლის რესპუბლიური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს კომისიებს დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე მიაწვდის. სამინისტროს მონაცემებით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აჭარის ბიუჯეტის შემოსავლები გადაჭარბებით, ხარჯვითი ნაწილი კი ვერ შესრულდა. 

„პრივატბანკის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუქმდა

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტის განკარგულებით სს „პრივატბანკის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუქმდა.  სს „პრივატბანკის“ RTGS სისტემის პროფილები და მომხმარებლის სახელები დარჩება უცვლელი, რომლის განკარგვის უფლებამოსილებაც  სს „საქართველოს ბანკს“ ექნება.

 

რატომ ვერ დახარჯა ფული მთავრობამ

 

აჭარის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც ვერ შესრულდა. საბიუჯეტო ორგანიზაციებმა გაწერილი ხარჯებიდან 6 656 200 ლარი ვერ აითვისეს, რაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, საგანგაშო არ არის. მთავრობის მაკონტროლებელი უმაღლესი საბჭო კი, გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენას არ ჩქარობს, რომელიც ხარჯვით ნაწილში ასევე შეუსრულებელი დარჩა. 

ძველი დავალიანების ჩამოწერის პროცესი გრძელდება

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, გადასახადის 9760 გადამხდელს  საგადასახადო დავალიანება 860 017 347 ლარი ჩამოეწერა. შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში. ჩამოწერის პროცესი გრძელდება.

ბათუმში სასტუმრო „ჰილტონი“ გაიხსნა

 

ბათუმში, დღეს, „ჰილტონის“ ადმინისტრაცია სასტუმროს გახსნის ცერემონიალისთვის ემზადებიან. ამ ღონისძიებაში მონაწლეობის მისაღებად ბათუმში ჩამოვიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, სასტუმროს მშენებლობაზე 130 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

“ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობა ევროდირექტივებს ეწინააღმდეგება

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ტარიფების გაზრდას, ევროპარლამენტი კი საქართველოს მთავრობისგან იმ მექანიზმის შეცვლას ითხოვს, რის გამოც „ენერგო-პრო ჯორჯია“ ბაზარზე მონოპოლისტია. საქართველოს ენერგოსისტემაში სამი გამანაწილებელი კომპანია საქმიანობს: „ენერგო-პრო ჯორჯია“, „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ (გაკოტრების რეჟიმში) და „თელასი“. 

დაუბეგრავი მინიმუმი – დაბრუნებულია 34 მილიონზე მეტი ლარი

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის 1 აპრილიდან დღემდე პერიოდში დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვა და თანხის დაბრუნება სულ 395 ათასზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა, თანხა კი დაუბრუნდა 113 ათასზე მეტს. სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 23 აპრილის, 13 საათისთვის, სულ დაბრუნებულია 34 186 852 ლარი.

ამერიკული კომპანიის ფილიალი ბათუმში

 

დღეს აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ამერიკული კომპანია „პრესიჟენ ავტო სერვისის“ ბათუმის ფილიალის გახსნას დაესწრნენ, ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერიის პრესცენტრი ავრცელებს.

დაუბეგრავი მინიმუმის სახით 20 მილიონზე მეტია დაბრუნებული

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 9 აპრილის მდგომარეობით დაუბეგრავი მინიმუმის სახით დაბრუნებულია 20 მილიონ 187 ლარი.  დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის კუთვნილი თანხების ჩარიცხვის პროცესი 2015 წლის 7 აპრილიდან დაიწყო.

Exit mobile version