„სოციალური დასაქმება იყო ფიქტიური, გავაუქმეთ უსარგებლო პროგრამა“ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 300-ლარიანი სოციალური დასაქმების პროგრამა, რეალურად ფიქტიური დასაქმება იყო და არ ემსახურებოდა უმუშევრობის პრობლემების აღმოფხვრას. „დასაქმებულთა შემცირება არის მთლიანად ფორმალური და ამას აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი, ეს არის ის, რომ არსებობდა სოციალური დახმარების ჩანაცვლების პროგრამა და 30 000 ადამიანი, შეიძლება ითქვას, იყო ფიქტიურად დასაქმებული. ისინი ითვლებოდნენ დასაქმებულად, თუმცა სინამდვილეში, …

„ლიბერთიდან“ სესხი 266 ათასზე მეტ პენსიონერსა და სოციალურად დაუცველს აქვს აღებული

საქართველოში 266 636 პენსიონერსა და სოციალური შემწეობის მიმღებს აქვს აღებული საპენსიო სესხი. სესხების მოცულობა ჯამურად 497 მილიონ 790 ათას 386 ლარია. ინფორმაცია „ლიბერთი ბანკის მიერ“ ეროვნულ ბანკში წარდგენილი 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით გახდა ცნობილი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სესხის ამღებთა რიცხოვნობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში საპენსიო სესხით 286 …

 რატომ გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი

„გაცნობებთ, რომ თქვენს ინდექსირებულ სესხზე შეიცვალა საპროცენტო განაკვეთი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ დისტანციურ არხებში ან მიმართეთ ფილიალს,“ – მსგავსი შინაარსის  შეტყობინება მიიღო საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ, ვისაც სესხები ლარში აქვთ აღებული და ეს სესხები ცვლად საპროცენტო განაკვეთზეა მიბმული. მათ სესხები გაუძვირდათ. ამ შეტყობინებებს წინ უსწრებდა საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მიერ 7 მაისს მიღებული გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა …

„ამ ფასების კომისიის ხელში ფასების კლება გამორიცხულია, პირიქით, ზრდა იქნება“ – ფინანსისტი

„ფასების კლება გამორიცხულია. პირიქით, უწინდელზე უფრო დიდი ზრდა იქნება და უარესი ჯერ წინ არის,“ – მიიჩნევს ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია. მას ე.წ. „ფასების კომისიაზე“ ვესაუბრეთ: რა ჩანს კომისიის სხდომებიდან, შეიძლება ველოდოთ, რომელიმე პროდუქტის გაიაფებას „ოცნების“ დაპირების შემდეგ? „სამართლის და კონსტიტუციური წესრიგის დაბრუნებაა საჭირო. ეს იქნება ეკონომიკის და ფასების ფონის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალება. კარგი მმართველობა, ანგარიშვალდებულება და …

რატომ გაიზარდა დენის ტარიფი და რა გაძვირდება ყველაზე მეტად?

პირველი აპრილიდან საქართველოში დენის ტარიფი მოსახლეობისთვის 5 თეთრით გაძვირდება. კომერციულ სექტორში დენის ტარიფი 4-6 თეთრით მოიმატებს. დენის ახალი ტარიფი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ [სემეკ] დღეს, 30 მარტს, დაადგინა. რამდენად დასაბუთებულია სემეკის გადაწყვეტილება დენის ტარიფის გაზრდაზე და რაზე აისახება გაზრდილი ტარიფი, პირველ რიგში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ეკონომისტ აკაკი ცომაიას და ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიას …

ნავთობის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 დოლარს ბარელზე 2022 წლის შემდეგ

აშშ-ისრაელის ირანთან ომისა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივად დაკეტვის პარალელურად, ნავთობის ფასმა 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 100 დოლარს ბარელზე – წერს დასავლური მედია. „ბიბისის“ ცნობით, 9 მარტს, დილით, აზიაში Brent-ის ნავთობის ფასი დაახლოებით 15.5%-ით გაიზარდა და ბარელზე 107.16 დოლარს მიაღწია, ხოლო აშშ-ის Nymex Light Sweet-ის ნავთობის ფასი 17%-ზე მეტით გაიზარდა და 106.77 დოლარს მიაღწია. ჰორმუზის …

იანვარში საგარეო ვაჭრობა შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში წინა წლის იანვრის თვესთან შედარებით საქართველოს საგარეო ვაჭრობა შემცირდა. „2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 მილიარდ 597 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.2 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 480.4 მილიონი აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 19 პროცენტით), ხოლო იმპორტი …

სებ-მა ჩინეთის ცენტრალურ ბანკში ანგარიშები გახსნა – „ეს ნიშნავს რუსეთის ნაბიჯების გამეორებას“

საქართველოს ეროვნული  ბანკის [სებ] ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გაიხსნა ანგარიშები, როგორც ჩინეთის ცენტრალურ ბანკში, ისე CIBM ბაზრის სადეპოზიტორო ინფრასტრუქტურებში. „წავიდა ჩვენი რეზერვები ჩინეთში, ეს ნიშნავს რუსეთის ნაბიჯების გამეორებას“ – ასე ეხმაურება გადაწყვეტილებას სებ- ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე. „რუსეთმა მთელი რეზერვები ოქროსა და ჩინურ იუანში გადაიტანა. დასავლურ ვალუტუბში რაც ჰქონდა გაეყინა და …

კობახიძე მაღალი ფასების მიზეზად მარკეტების გაზრდილ რაოდენობას ასახელებს, უკვე მეორედ

დღეს, 21 იანვარს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა ფასების დაწევის საკითხზე სასაუბროდ. მან დღეს ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად სუპერმარკეტების გაზრდილი რაოდენობა დაასახელა. „ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში …

„არაბული ქალაქები იმიტომ სჭირდებათ, რომ მომხრეებს რაღაცის კეთების ილუზია შეუქმნან“ – ინტერვიუ 

„ეს პროექტი [არაბული ქალაქები] შეიძლება იმიტომაც სჭირდება „ოცნებას“, რომ სტაგნაციისკენ მიმავალი ეკონომიკა გამოაცოცხლოს და თავის მომხრეებს, ბიზნესმენებს და, ზოგადად. საზოგადოებას ილუზია შეუქმნას, რომ რაღაც კეთდება და რაღაცას მუშაობს… კობახიძე ასევე ცდილობს, რაღაცნაირად, რამენაირი ფული შემოიტანოს ქვეყანაში, რომ პრობლემები, რაც მისი ქმედებებით გროვდება, გადააგოროს,“ – ამბობს ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია ე.წ. არაბული ქალაქების პროექტზე. ირაკლი კობახიძის თქმით, …

რატომ ვერ აისახა ხალხზე 10%-იანი ეკონომიკური ზრდა? – ინტერვიუ ეკონომისტთან

„შემოსავლები ძალიან ასიმეტრიულად ნაწილდება – ანუ მხოლოდ მცირე ნაწილი გრძნობს ზრდის მნიშვნელოვან ტემპს… იმის ჩათვლით, რომ ინფლაციის ტემპი საგრძნობი იყო ბოლო პერიოდში, რეალური შემოსავლები კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა, აი, ამ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე. ეს არის მოცემულობა,“ – გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია. მას ვკითხეთ ირაკლი კობახიძის ბოლო განაცხადზე: საქართველოში ეკონომიკური ზრდა გვაქვს ევროპაში …

რას გააძვირებს დენის ტარიფის გაზრდა? – ინტერვიუ ფინანსისტთან

„დენის ტარიფის ზრდა, პირველ რიგში, აისახება დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე: მაგალითად პურის ფასის გაძვირება… ღარიბი, რომელიც მთელ ფულს საჭმელზე ხარჯავს, იქ მაღალი ინფლაციაა, ამიტომაც, მას მეტად აწვება ეს ზრდა,“- ამბობს ფინანსისტი ნიკოლოზ მურღულია. მას ვესაუბრეთ დენის ტარიფის გაძვირებაზე – რას გააძვირებს დენის დაანონსებული გაძვირება? სემეკის გადაწყვეტილებით, დენის გადასახადი იზრდება. ახალ ტარიფებს სემეკი 29 დეკემბრის სხდომაზე დაადგენს. კიდევ …

რა ხდება ახლა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში – ნავთობი რუსული კვალით

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც 2025 წლის მარტში უნდა დაეწყო მუშაობა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. „რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“  ამ თვეში ნავთობის პირველი პარტია გაუგზავნა საქართველოში, ყულევში გახსნილ ახალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას,“ – დაწერა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ 21 ოქტომბერს, LSEG-ის გემების მონაცემებსა და ინდუსტრიულ წყაროებზე დაყრდნობით. რუსული ნავთობის ყულევის ნავსადგურში შემოტანა დაადასტურა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმაც. „2 …

რა საფრთხეს უქმნის საქართველოს რუსული ნავთობის ყულევში დასაწყობება

21 ოქტომბერს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ საქართველოში რუსული ნავთობი შემოიტანა. „როიტერსმა“ LSEG-ის გემების მონაცემებისა და ინდუსტრიულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტანკერმა „კაისერმა“ 6 ოქტომბერს რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკიდან ყულევის ნავთობტერმინალში 105 340 ტონა ციმბირის ნავთობი გადაიტანა. საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი „კაისერი“ არ …

რატომ გაიზარდა პურის ფასი? – ეკონომისტის განმარტება

საქართველოში პური 5-10 თეთრით გაძვირდა. პურის გაძვირების მიზეზად ფქვილის ფასის და საწარმოებში ხელფასების მატება დაასახელა BMG – სთან საუბარში პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ. ეკონომისტი რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ პურის ფასი აქამდეც იზრდებოდა, მაგრამ ამაზე საქსტატი დუმდა, ხოლო ახლა პურის მწარმოებელმა რამდენიმე კომპანიამ ფასის ზრდის საკითხი საჯარო გახადა. „პურზე ფასების ზრდას ხელისუფლება ხელოვნურად …

რუსეთის მოქალაქეებმა ბათუმში გააჩაღეს ბიზნესი საკუთარი მომხმარებლისთვის – სახეზეა პარალელური ეკონომიკა

„საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა აქ საკუთარი ტურისტული სააგენტოები გახსნეს და ერთგვარი „დამოუკიდებლობა“ მოიპოვეს. იქირავეს სასტუმროები, რესტორნები, აღარ სარგებლობდნენ ადგილობრივი სერვისებით. მეტაფორულად რომ ვთქვათ, სათავისოდ შექმნეს ერთგვარი კომფორტული კუნძული, რომელიც ადგილობრივ სინამდვილეს მოსწყდა,“ – ასე აღწერს კულტურის კვლევების დოქტორი, „ქართული გასტრონომიული კულტურის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ესმა კუნჭულია ქართულ ტურისტულ და სამომხმარებლო სფეროში არსებულ სიტუაციას. მისი თქმით, …

რატომ არ აისახა მშპ-ს ზრდა მოსახლეობაზე? – ეკონომისტის განმარტება

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ] ზრდამ 9 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 9.3 პროცენტია. ახალი წინასწარი მონაცემები საქსტატმა 30 აპრილს გამოაქვეყნა. ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე წერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც და მიუთითებს, რომ 2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ …

ღარიბი ოჯახების რაოდენობა ბოლო 3 თვეში ისევ გაიზარდა, „ოცნება“ კი ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს

„2021 წლიდან საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.4 პროცენტია, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპის მასშტაბითაც უმაღლესი ნიშნულია“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ოფიციალური სტატისტიკა კი ამბობს, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი იზრდება. მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ღარიბი ოჯახების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2 383 ოჯახითაა გაზრდილი. თუ 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით ქვეყანაში 179 552 …

ხაჭაპური 8 %-ით გაძვირდა – ყველაზე მეტად ყველის ფასმა მოიმატა

ერთი საშუალო იმერული ხაჭაპურის ფასი საქართველოში 6.93 ლარია. ეს 8.3%-ით გაზრდილი ფასია 2024 წლის მარტთან შედარებით. 2025 წლის მარტის „ხაჭაპურის ინდექსს“ ISET აქვეყნებს. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. „ხაჭაპურის ინდექსის“ …

რა ელის ტურიზმს პოლიტიკური კრიზისის ფონზე? – ინტერვიუ

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა 6 თებერვალს, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან შეხვედრისას მკაცრად გააკრიტიკეს „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების პოლიტიკა და მოითხოვეს დასაბუთებული ახსნა იმაზე, თუ რატომ შეიცვალა ტურიზმის ორიენტირი აზიისკენ, როცა 25 წელია ტურიზმის სფერო დასავლური ბაზრების ათვისებაზე მუშაობდა. რა ელის ტურიზმს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის პირობებში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ტურიზმის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, მამუკა ბერძენიშვილს ესაუბრა. …

მძღოლები და გადამზიდავები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ – პროტესტის მეორე დღე

ათობით გადამზიდავი, რომელიც მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან ითხოვს შეხვედრას. ტრაილერის მძღოლები და გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლები თბილისთან ახლოს, ნატახტარში არიან შეკრებილები. „ერთადერთ იმედად რჩება პრემიერი და მასთან შეხვედრა. იქნებ მან მაინც მოგვისმინოს, რადგან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო დიდი ხანია არ წარმოადგენს გადამზიდავთა ინტერესს. ახლა ერთ მხარეს დგას ასობით გადამზიდავი, მათი ოჯახის წევრები, …

რატომ ვეღარ მუშაობს ბათუმის ნავსადგური სრული დატვირთვით – ჩიხი „შუა დერეფანში“

„საქართველო არის აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ერთ-ერთი კარიბჭე“ – ეს წინადადება სხვადასხვა ფორმულირებით, თუმცა მსგავსი შინაარსით ერთხელ მაინც უთქვამთ იმ პოლიტიკოსებს თუ ბიზნესმენებს, ვინც შუა დერეფანზე საუბრისას საქართველოს როლის ხაზგასმას ცდილობს. რეალობაში კი საქართველო ვერ იყენებს თავის გეოგრაფიულ უპირატესობას, ვერ გამოიყენა ვერც 2022 წლის ომის შემდეგ გაჩენილი გეოპოლიტიკური ფანჯარა, ვერ ააშენა ანაკლიის პორტი, ვერ მოახდინა …

რამდენადაა საქართველო თურქეთსა და რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული – რას ნიშნავს ეს

ყოველ შაბათ-კვირას საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფში, უზარმაზარი რიგები დგას. რიგებია ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე პირველივე პატარა ქალაქ ქემალფაშაში მდებარე სუპერმარკეტშიც. შეიძლება ზოგჯერ ნახევარი საათიც კი მოგიწიოს ლოდინი მაღაზიის სალაროსთან, რადგან მარკეტები ქართველი მყიდველითაა სავსე. საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ყიდულობენ ყველაფერს, რაც კი სამომხმარებლო კალათაში შედის, მათ შორის კვერცხს (რომელიც ტრანსპორტირებისას ფრთხილ მოპყრობას საჭიროებს) და ტუალეტის ქაღალდს (რომელიც …

რატომ არ იაფდება პროდუქტები, როცა რუსები საქართველოს ტოვებენ? – ეკონომისტის მოსაზრება

რატომ არ იაფდება საკვები პროდუქტები საქართველოში, როცა რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ტოვებენ? სურსათის ფასების მკვეთრად გაზრდის დროს ვისმენდით არგუმენტს, რომ საქართველოში რუსეთის ათასობით მოქალაქე შემოდის, მოთხოვნა გაიზარდა და ესაა ფასების მატების მიზეზი. როდის გაიაფდება საკვები პროდუქტები საქართველოში? – „ბათუმელები“ სოსო ბერიკაშვილს ესაუბრა. ის კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანია. ბატონო სოსო, რატომ არ იაფდება საკვები პროდუქტები საქართველოში, …

სესხის რამდენი პროცენტით გაიაფება შეიძლება მოვთხოვოთ ბანკს – ინტერვიუ

„უნდა ევაჭრონ მსესხებლები ბანკს და საუკეთესო პირობა წამოიღონ“ – ამბობს „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე, რომელსაც ვკითხეთ: რა შემთხვევაში შეიძლება გაიაფდეს სესხი, როცა რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა? „მსესხებელმა უნდა გაიგოს რამდენიმე ბანკის პირობა და შეადაროს ეს მონაცემი. შეიძლება რეფინანსირება გააკეთონ იმავე ბანკში, სადაც სესხი აქვთ, ან ამ სესხის პორტირება მოახდინონ სხვა ბანკში,“ – განმარტავს …

იმერული ხაჭაპური ბათუმში გაიაფდა და ქუთაისში გაძვირდა – რას აჩვენებს „ხაჭაპურის ინდექსი“

2023 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.47 ლარი გახდა და 5.5 %-ით გაძვირდა ოქტომბერთან შედარებით. წლიურად, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით, ხაჭაპური 6.9 %-ით შემცირდა. ეს ISET-ის, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „ხაჭაპურის ინდექსის“ ახალი მონაცემია. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, …

ხაჭაპური ყველაზე ძვირი ბათუმშია – რა პროდუქტი გაძვირდა

ერთი სტანდარტული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ფასი 2023 წლის სექტემბერში 5.88 ლარი იყო. ISET-ის, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „ხაჭაპურის ინდექსის“ მონაცემებით, ხაჭაპურის ინგრედიენტები ყველაზე ძვირი ბათუმშია. ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება ბათუმში 6.26 ლარს შეადგენს, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 7%-ით აღემატება. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო …

გაგრძელდება ლარის გაუფასურება? – „რეპუტაციულ ზიანს თურნავას გადადგომაც ვერ უშველის“

„ლარის გაუფასურება აჩვენებს პანიკას,“ – მიიჩნევს ეკონომიკის ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი. ის საუბრობს იმაზე, რომ ეროვნულ ბანკთან და ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული ბოლო პროცესით უმთავრესად ეროვნულ ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი, სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად, ეროვნული საბჭოს ახალი წევრების არჩევით პანიკას აძლიერებს. გაგრძელდება ლარის გაუფასურება? – „ბათუმელები“ ამ თემაზე სოსო ბერიკაშვილს ესაუბრა. ის კავკასიის უნივერსიტეტის …

95.1-მილიონიანი პორტფელი – „ემბისი“ აჭარაში საქმიანობის 5 წელს აჯამებს 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“, რომელიც ქართულ ბაზარზე 10 წელია არსებობს, აჭარის რეგიონში საქმიანობის 5 წლის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე მიღწევებითა და სამომავლო გეგმებით წარსდგა. პრეზენტაცია 28 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „ლე მერიდიენში“ გაიმართა და მას ორგანიზაციის მომხმარებლები, პარტნიორები, საჯარო, სამოქალაქო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ადგილობრივი მედია ესწრებოდნენ. „ემბისის“ დირექტორმა გია პეტრიაშვილმა სტუმრებს საიუბილეო წელთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი …

ხაჭაპური გაიაფდა, მაგრამ ბათუმში გაძვირდა – რას აჩვენებს ახალი ინდექსი?

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, ხაჭაპური საქართველოში გაიაფდა, თუმცა ბათუმში გაძვირდა. 2023 წლის აპრილში ერთი სტანდარტული ზომის იმერული ხაჭაპურის მომზადება 5 ლარად და 99 თეთრად იყო შესაძლებელი. ეს მაჩვენებელი 1.4%-ით მეტია 2022 წლის აპრილის მონაცემზე, თუმცა თვიურ ჭრილში – 2023 წლის მარტთან შედარებით – ერთი ხაჭაპურის ღირებულება 8.0%-ით შემცირდა. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის …

ვინ იხეირა რუსების შემოსვლითა და ფასების გაძვირებით – ინტერვიუ ეკონომისტთან

„ყველაზე დიდი საფრთხე ამ პროცესში არის ენერგომატარებლები, რაც რუსეთში იაფია და ვეღარ ყიდიან დასავლეთში. ახლა ამ გაიაფებამ შესაძლოა გააჩინოს განცდა, ორიენტირი გააკეთონ რუსეთზე და… უკეთეს ფასს მიაღწიონ,“ – გვითხრა ინტერვიუს დროს ეკონომისტმა გიგა ბედინეიშვილმა. მას იმაზე ვესაუბრეთ, ომის დაწყების შემდეგ ცხოვრების გაძვირება რამდენად უკავშირდება საქართველოში რუსეთის თითქმის მილიონ-ნახევარი მოქალაქის შემოსვლას? ეკონომისტის დაკვირვებით, რუსების მასობრივად შემოსვლამდეც …

რეალურია ღარიბაშვილის დაპირება ფასების დაწევაზე? – ინტერვიუ ეკონომისტთან

„ფასების დაწესებამ  შესაძლოა ხარისხი დააგდოს კონკრეტულ იმპორტირებულ პროდუქციაზე და უფრო მეტად მიგვაბას რუსულ ბაზარს…“ – ამ კუთხით ხედავს ყველაზე დიდ რისკს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი, თუ ხელისუფლება კონკრეტულ იმპორტირებულ პროდუქტზე ფასების ზღვარს დააწესებს. ეკონომიკის ანალიტიკოსი პოპულიზმად აფასებს პრემიერ ღარიბაშვილს განაცხადს: „არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება“. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ფასნამატი ზოგიერთ შემთხვევაში 100 …

რა საქონელსა და მომსახურებაზე გაიზარდა ფასი – ინფლაცია საქართველოში

ინფლაციის საშუალო დონე საქართველოში გასული წლის პირველი კვარტალიდან მოყოლებული რეგულარულად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, ივლისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 11,5% შეადგინა. ინფლაციის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, აქ ფასები 16.4 პროცენტით არის გაზრდილი. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების 16.4 პროცენტით ზრდა წლიურ ინფლაციაზე 5.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და …

რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა – ნახეთ საიდან გაიზარდა ფულის გამოგზავნა საქართველოში

რუსეთიდან საქართველოში ივნისში 231.44 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს. ეს 492 %-ით მაღალი წლიური მაჩვენებელია, თუმცა მაისის თვესთან შედარებით რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობამ იკლო – მაისში რუსეთიდან 313.9 მილიონი აშშ დოლარი ჩარიცხეს და წლიური 888 % ზრდა დაფიქსირდა. ივლისის მონაცემი ეროვნულ ბანკს ჯერ არ განუახლებია. აპრილში რუსეთიდან საქართველოში 132.9 მილიონი აშშ დოლარი ჩარიცხეს, მარტში – …

ხაჭაპური 28 პროცენტით გაძვირდა გასულ წელთან შედარებით

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებული „ხაჭაპურის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოში, ივნისის მონაცემებით, ხაჭაპური 28.1 პროცენტით გაძვირდა. ივნისში ერთი იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ფასი 5.39 ლარი იყო, რაც 2.7 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის მაისის მაჩვენებელთან შედარებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ხაჭაპური გაძვირდა. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად …

მაისში რუსეთიდან 313 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს საქართველოში

ფულადი გზავნილები რუსეთიდან უკვე 888 პროცენტით გაიზარდა. 2022 წლის მაისში რუსეთიდან საქართველოში 313.90 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს, რაც „ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპის“ მიხედვით 888-პროცენტიანი ზრდაა. ფულად გზავნილებზე სტატისტიკურ მონაცემს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ივნისის მონაცემები ჯერ არ განახლებულა. აპრილში რუსეთიდან საქართველოში გზავნილები დაახლოებით 300 პროცენტით გაიზარდა – აპრილში რუსეთიდან საქართველოში 132.98 მლნ აშშ დოლარი ჩარიცხეს, …

Exit mobile version