გიორგი თავაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი ბევრი სპეციალისტი სიღარიბე-სიმდიდრის პრობლემას ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის ფორმასა და მოდელს უკავშირებს. საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრეთა აზრით, საქართველოსნაირ მრავალეროვან და ტერიტორიამოუწყობელ, კონფლიქტური რეგიონების მქონე ქვეყანას, ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა მართებს. საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყნები (აშშ, საფრანგეთი) მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებია და ეს იმიტომ, რომ მათ, თავის დროზე, სხვა …
Tag Archives: ეკონომიკა
„ეს არის კონფინდენციალური“ – აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ინვესტიციების მოცულობაზე
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის I კვარტალში აჭარაში 98.7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა. „წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციები 29%-ით გაიზარდა“- წერს სამინისტრო. „ბათუმელები“ დაინტერესდა იმ მსხვილი ინვესტიციებით, რის საფუძველზეც სამინისტრო მიიჩნევს, რომ ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია კონფინდენციალურია, „თვითონ კომპანიებს უნდა მოთხოვოთ ეს ინფორმაცია“- …
ქართული ცხვრის ბიზნესი და პრობლემები
ქართულ ცხვარზე მოთხოვნა არაბეთის ქვეყნებში, მათ შორის ეგვიპტეში, ასევე ირანსა და ერაყში მაღალია. წელს ქვეყნიდან უკვე გაყვანილია 30 ათასი სული ცხვარი. ცხვარი გაჰყავთ გემებით – ბათუმიდან და თვითმფრინავებით – ჩარტერული რეისებით, თბილისის აეროპორტიდან. ფერმერები კი ამბობენ, რომ ბაზრის არსებობის მიუხედავად მათი ცხვარი ძნელად იყიდება და გარკვეული მაქინაციებით შემოსავალს ერთეულები იღებენ. გასულ წელს საქართველოდან გაყვანილი იქნა …
ოჯახი, რომელსაც 50 ტონა კარტოფილი მოჰყავს
ისინი სოფელ ტაბახმელაში, ერთ სახლში ცხოვრობენ – ორი ძმა მეუღლეებთან ერთად, დედა, რომელიც 81 წლის არის და 16 წლის ომარი. 6-სულიან ოჯახს ერთი წლის განმავლობაში 50 ტონა კარტოფილი მაინც მოჰყავს და ყოველდღიურად 50 ლიტრა რძეს ამუშავებს. „ბათუმელები“ გაგაცნობთ ოჯახს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მთაში გამოკიდებულ სოფელში ცხოვრობს, სრულიად უზრუნველყოფილია. ამ ოჯახის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია – …
Continue reading “ოჯახი, რომელსაც 50 ტონა კარტოფილი მოჰყავს”
ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოები [ფოტო]
ბათუმში ტურისტული სეზონი 28 მაისს გაიხსნა, ბულვარში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთვის ბორდიურების მოწყობის, მწვანე საფარის დაგების, გაზონების აღდგენის და სამშენებლო ნარჩენებისგან ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ბულვარში ფილების დაგებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოებს კომპანია „ლიტომი“ აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენლის, ჯანო რიჟვაძის ინფორმაციით, ძირითადი სამუშაოები …
Continue reading “ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოები [ფოტო]”
სასტუმრო WYNDHAM-ი და კაზინო „პრინცესა“ ძველი ფოსტის ადგილზე
სასტუმროსა და კაზინოს გახსნა ბათუმში ყოფილი ფოსტის შენობაში აგვისტოში იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული. შენობის მეპატრონემ მოლაპარაკება თითქმის დაასრულა Wyndham Hotel Group-თან, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელის მფლობელია. შენობის დასრულების სამუშაოების პარალელურად, კომპანიის მეპატრონეები სასტუმროში მუშაობის მსურველთა მონაცემებს აგროვებენ და გრანდიოზული პრეზენტაციისთვის ემზადებიან. Wyndham Hotel Group-ი 1981 წელს დაფუძნებული ამერიკული კომპანიაა, …
Continue reading “სასტუმრო WYNDHAM-ი და კაზინო „პრინცესა“ ძველი ფოსტის ადგილზე”
ადელის სტადიონის ადგილზე სასტუმრო კომპლექსი „Twin Tower“-ი აშენდება
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ყოფილი ადელის სტადიონის ტერიტორიაზე, საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო კომპლექსი „Twin Tower”-ი აშენდება. სასტუმრო კომპლექსი მრავალფუნქციური იქნება და მის ტერიტორიაზე განთავსდება-რესტორნები, კაფეები, სავაჭრო-გასართობი ცენტრები, ღია და დახურული აუზები, ღია და დახურული ტერასები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, სპა-სალონი, კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო სათამაშო მოედნები, საკონფერენციო დარბაზები და ავტოსადგომები. მორიგი ახალი სასტუმრო კომპლექსის საინვესტიციო ღირებულება, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, …
Continue reading “ადელის სტადიონის ადგილზე სასტუმრო კომპლექსი „Twin Tower“-ი აშენდება”
ხულოში, სხალთა-კვატიის გზის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხულოში, ზომლეთი-ხიხაძირის გზის სხალთა-კვატიის მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. გზის სარეაბილიტაციო სავარაუდო თანხაა 4 მილიონ 988 ათას 937 ლარი. ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა. ტენდერი, რომელიც საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტმა წელს, 16 თებერვალს გამოაცხადა, 15 მარტს დასრულდა. რატომ არ გაფორმდა ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან ამ დრომდე და ხომ არ ჭიანურდება დრო შეგნებულად? …
Continue reading “ხულოში, სხალთა-კვატიის გზის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება”
„პიერ ბათუმი“ ახალი მენეჯმენტით და ძველი სასამართლო პროცესებით
„პიერ ბათუმი“ ბულვარში მუშაობას აგრძელებს. პარალელურად გრძელდება სასამართლო პროცესები მერიასა და მოიჯარე კომპანია „BATTUN“-ს შორის, რომელიც მერიის შესაბამისმა სამსახურმა რამდენჯერმე დააჯარიმა. მთავარი პრობლემა პირსია – ზღვაში შეჭრილი ნაგებობა, რომელიც, მერიის განცხადებით, უკანონოდაა აშენებული. დავის პარალელურად „BATTUN“-მა სარესტორნო მომსახურების კუთხით მენეჯმენტი შეცვალა. დღეს ობიექტს ახალი კომპანია მართავს. „ბათუმის პირსის მესაკუთრე კვლავ „BATTUN“-ია, უბრალოდ, შეიცვალა სარესტორნო მომსახურების …
Continue reading “„პიერ ბათუმი“ ახალი მენეჯმენტით და ძველი სასამართლო პროცესებით”
სარფში ქართული კომპანიების მიკროავტობუსებს პრობლემები ექმნებათ
რამდენიმე დღეა ქართული კომპანიების კუთვნილ მიკროავტობუსებს, რომლებსაც მგზავრები ბათუმიდან თურქეთის სხვადასხვა ქალაქში გადაჰყავთ, სარფის საბაჟოზე პრობლემები ექმნებათ. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თურქული მხარე მათ მიკროავტობუსებს თურქეთში ფაქტობრივად აღარ უშვებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თურქეთში ქვეითად გადასულ საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი მიკროავტობუსების მძღოლები უკვე ორმაგ ფასად ემსახურებიან. ქართული კომპანიების მიკროავტობუსებით ძირითადად საქართველოს ის მოქალაქეები სარგებლობენ, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ გადადიან. …
Continue reading “სარფში ქართული კომპანიების მიკროავტობუსებს პრობლემები ექმნებათ”
ზუბალაშვილზე კორპუსს „კ.მ გრუპის“ ნაცვლად „დს გრუპი“ ააშენებს
ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩა N37-ში მდებარე 3392 კვ/მ მიწის ნაკვეთი, გარიგების საფუძველზე, შპს „კ.მ გრუპმა“ საკუთრებაში შპს „დს გრუპს“ გადასცა. აღნიშნული ტერიტორია [ჭავჭავაძის, ლუკა ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩებს შორის] აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს პირობებით გაასხვისა შპს „კ.მ გრუპზე“ [კომპანიის ძირითადი ვალდებულება იყო აეშენებინა და ექსპლუატაციაში შეეყვანა საცხოვრებელი სახლი]. 2015 წლის ბოლოს ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, რის …
Continue reading “ზუბალაშვილზე კორპუსს „კ.მ გრუპის“ ნაცვლად „დს გრუპი“ ააშენებს”
განსაზღვრავს თუ არა ღვინის ფასი ხარისხს
რომელია ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინოები და რა განაპირობებს ღვინის მაღალ ხარისხს? ამ და სხვა კითხვებზე, ენოლოგმა და სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრმა, ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონის“ ტრენერმა კახა ჭოტიაშვილმა გვიპასუხა. ბატონო კახა, რომელი ქართული ღვინოები მიიჩნევა ყველაზე ძვირადღირებულად? ქართული ყურძნის ჯიშებიდან, ყველაზე დიდი პოტენციის მქონე ყურძნის ჯიში და, შესაბამისად, ღვინოც არის საფერავი. საფერავი აუცილებლად მშრალი, განსაკუთრებით ქვევრის …
ბარბარეს ეკლესიის მიმდებარე სკვერში 40-სართულიან სასტუმროს ააშენებენ?
აჭარის მთავრობამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იმ გადაწყვეტილების გადახედვა დაავალა, რომლითაც სამინისტრომ რუსთაველის ქუჩაზე, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარედ არსებულ სკვერში კერძო კომპანიას 7 ათასი კვადრატული მეტრი მიწა ჩამოართვა. ტერიტორია კომპანია „აქთივ ბათუმს“ გარკვეული ვალდებულების აღების სანაცვლოდ 6 წლის წინ გადაეცა. სკვერის ამ ნაწილისა და განსახორციელებელი ინვესტიციის ბედი დღემდე გაურკვეველია. „მაგ ტერიტორიის შემოღობვასთან, შენობის სართულიანობასთან და …
Continue reading “ბარბარეს ეკლესიის მიმდებარე სკვერში 40-სართულიან სასტუმროს ააშენებენ?”
რას საქმიანობს ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
რა ქონებას ფლობს, რა საქმიანობას ეწევა და რა სერვისს სთავაზობს კლიენტებს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა“? – ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს საწარმოში, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. მცირე მეწარმეების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ქარხანა ქმნის მათთვის არაკონკურენტუნარიან გარემოს მსხვილი მოთამაშეების სასარგებლოდ. შესაბამისად, გადარჩენა არ უწერია ნავთობის სფეროში შესულ არც ერთ წვრილ მოთამაშეს, თუნდაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში არსებული …
Continue reading “რას საქმიანობს ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა”
13+8 – რა თანხა ვერ დახარჯა მთავრობამ და რატომ?
2015 წელს აჭარის მთავრობამ ორი მაღალბიუჯეტიანი პროექტის – რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ოლიმპიური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაგეგმა. საავადმყოფოს მშენებლობას ცოტა ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი, სტადიონის მშენებლობა კი ჯერ არ დაწყებულა. გარდა ამისა, გასულ წელს განსახორციელებელი პროექტებიდან მთავრობას 13 მილიონზე მეტი ლარი მორჩა. ამ თანხას ემატება ის 8 მილიონი, რაც შარშან სტადიონისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობაზე უნდა …
Continue reading “13+8 – რა თანხა ვერ დახარჯა მთავრობამ და რატომ?”
ჰიბრიდულ ავტომობილებზე მაისიდან აქციზის განაკვეთები განახევრდება
0-დან 6 წლის ჩათვლით ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთი 50 პროცენტით მცირდება. შესაბამისი ცვლილება კანონში 2016 წლის პირველი მაისიდან შევა ძალაში. ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლში შევიდა, რომლითაც აქციზის ის განაკვეთებია განსაზღვრული, რომლითაც ესა თუ ის აქციზური საქონელი იბეგრება. 0-დან 6 წლის ჩათვლით ავტომობილების შემთხვევაში აქციზის განაკვეთებია: 2016 წლის …
Continue reading “ჰიბრიდულ ავტომობილებზე მაისიდან აქციზის განაკვეთები განახევრდება”
33 მილიონი დოლარის თხილის ექსპორტი სამ თვეში
2016 წლის იანვარ-მარტში თხილისა და სხვა კაკლის ჯგუფის ექსპორტმა 33 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამავე პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 84 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 38 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, …
Continue reading “33 მილიონი დოლარის თხილის ექსპორტი სამ თვეში”
თურქეთი, ირლანდია, რუსეთი, ჩინეთი – საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე] 2145 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 443 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს [12 პროცენტით ნაკლები], ხოლო იმპორტი 1703 მლნ. აშშ დოლარს [5 პროცენტით ნაკლები]. 2016 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა …
Continue reading “თურქეთი, ირლანდია, რუსეთი, ჩინეთი – საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები”
„სტადიონი“ სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის ზედამხედველებს არჩევს
შპს „სტადიონს“, ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის 1 მილიონ 750 ათასი ლარი ჰქომდა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე კომპანია ორი პრეტენდენტიდან ერთის ტექნიკურ ზედამხედველად შერჩევის ეტაპზეა. ზედამხედველობა „სტადიონს“ შემდეგმა კომპანიებმა შესთავაზა: „უძრავი ქონების ექსპერტი“ – 1,740 მილიონ ლარად, „სონდერს გრუპ“ – 1,590 მილიონად და „Ady Sharristh Engineering Ltd“ – 1,589 მილიონ …
Continue reading “„სტადიონი“ სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის ზედამხედველებს არჩევს”
როგორ შეხვდება “ანბანის კოშკი” ახალ საკურორტო სეზონს
“ანბანის კოშკში” ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოებიც კი არ ტარდება. მიუხედავად ამისა, კომპანიის მმართველი პარტნიორი [როგორც ის თავის თავს უწოდებს] შალვა მელაძე ირწმუნება, რომ “ბუსტ ჯორჯია” აღებულ ვალდებულებებს ამჯერად შეასრულებს. ახალი შეთანხმებით, ინვესტორს ამისთვის 2016 წლის მაისამდე აქვს ვადა – ამ დრომდე “ანბანის კოშკში” კაფე, გალერეა, გადმოსახედი და ლიფტები უნდა მოეწყოს. 15 მაისს აჭარის მთავრობა საკურორტო …
Continue reading “როგორ შეხვდება “ანბანის კოშკი” ახალ საკურორტო სეზონს”
დაუსრულებელი “ბაბილონ თაუერი” და უპასუხო კითხვები
“ბაბილონ თაუერის” მშენებლობა ისევ შეჩერებულია. პროექტთან დაკავშირებულ კითხვებზე აჭარის მთავრობას პასუხები არ აქვს, თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობას კომპანიას კვლავ პატიობს. კომპანია პირგასამტეხლოს გადახდისგანაც კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს. რა ხდება მშენებლობაზე, რომელიც ბათუმის ბულვარის შესასვლელთან კომპანია “TAM GEO“-მ წლების წინ დაიწყო და დღემდე შეჩერებულია? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აქვთ ინფორმაცია, რომ კომპანიაში წილების გადანაწილებაზე დავობენ. გავრცელდა …
Continue reading “დაუსრულებელი “ბაბილონ თაუერი” და უპასუხო კითხვები”
რას ედავება მთავრობა ინვესტორებს
ყოველი წლის ბოლოს და ზოგჯერ კვარტალურადაც კი, მთავრობა რეგიონში ინვესტიციის გაზრდაზე საუბრობს და შესაბამის სტატისტიკასაც აქვეყნებს. ამას მოყვება ხელის ჩამორთმევის ან საძირკვლის ჩაყრის სატელევიზიო კადრები მთავრობის მონაწილეობით. „ბათუმელებმა“ შეისწავლა, თუ როგორ გრძელდება ამბავი პომპეზური დასაწყისის შემდეგ, რაზეც უმეტეს შემთხვევაში არ საუბრობენ და არც ინფორმაციას აქვეყნებენ. ამ დროისთვის აჭარის მთავრობას 30-მდე კომპანიასთან აქვს სასამართლო დავა. მიზეზი …
ქვეყნის მთავრობის უფლებამოსილება აჭარის მთავრობას ერთი წლით
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ქვეყნის მთავრობისთვის მინიჭებული უფლებით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, აჭარის მთავრობაც ისარგებლებს. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება მიმდინარე წლის პირველ აპრილს გამოქვეყნდა. ამ განკარგულებით, „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“, აჭარის მთავრობის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში დადგინდეს 200 ათასი ლარის ან მეტი …
Continue reading “ქვეყნის მთავრობის უფლებამოსილება აჭარის მთავრობას ერთი წლით”
“სახიფათოა იყო მართალი, როცა მთავრობა ცდება”
სათაურში მითითებული ციტატა ეკუთვნის ფრანგ ფილოსოფოსს ფრანსუა მარი არუეს. გიორგი თავაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიგა პროდუქტის რაოდენობის მიხედვით სახელმწიფოები განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებად იყოფიან. თუკი ევროპაში ერთ სულზე წელიწადში 13000 აშშ დოლარის მშპ ითვლება ზღვრად, რომლის აქეთ სიღარიბე იწყება, სამხრეთ ამერიკაში (არგენტინა) ის 8760 დოლარია, სამხრეთ …
Continue reading ““სახიფათოა იყო მართალი, როცა მთავრობა ცდება””
ბიზნესმენს ეშინია, რომ აჭარის მთავრობა მას ბიზნესს წაართმევს
კოოპერატივი „რ.კ. ქაქუთი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შავ სიაშია. სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში ამ კოოპერატივთან დაკავშირებული ორი ურთიერთგამომრიცხავი განმარტებაა. პირველით სამინისტრო „რ.კ ქაქუთთან“ 2013 წლის აგვისტოში გაფორმებული ხელშეკრულების მოშლას გეგმავს. მეორეთი კი „მიმდინარეობს საინვესტიციო პირობების შეთანხმებაზე მოლაპარაკება“. კოოპერატივის მფლობელს ეჭვი აქვს, რომ მთავრობა მისთვის საწარმოს წართმევას და სხვა პირზე გადაცემას გეგმავს. ინდმეწარმე მერაბ …
Continue reading “ბიზნესმენს ეშინია, რომ აჭარის მთავრობა მას ბიზნესს წაართმევს”
პრემიერმა ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა
16 მარტს ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის აპრილამდე უნდა დასრულდეს. „საყოველთაო ჯანდაცვა ჩვენთვის არის პრიორიტეტი. ის, რომ ჯანდაცვა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ამავე დროს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ობიექტის გახსნით,“- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. „მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ ქალაქს მსგავსი თანამედროვე სტანდარტების ახალი …
Continue reading “პრემიერმა ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა”
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს 1 მილიარდ 351 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6 პროცენტით აღემატება 2014 წლის წინასწარ შედეგებს და 23 პროცენტით ნაკლებია ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. 2015 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები ასე განაწილდა: აზერბაიჯანი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, თურქეთი, …
Continue reading “პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში”
ვინ განსაზღვრავს რეგიონის ეკონომიკურ პოლიტიკას
ინვესტიციის გაზრდითა და ამ მიმართულებით გაფორმებული ახალი შეთანხმებებით აჭარის მთავრობა ხშირად იწონებს თავს. ინვესტიცია უმეტესწილად სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობა-ფუნქციონირებას გულისხმობს. ამ მხრივ ინვესტორის ინტერესები ქალაქის ცენტრში არსებულ მუნიციპალურ ქონებაზე გადის. ეს ქონება ბათუმის საკუთრებაა – მას თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიხედვით ბათუმის მერია და საკრებულო უნდა განკარგავდეს. რეგიონში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ბათუმის ცენტრში ინვესტორის დაინტერესების შემდეგ …
Continue reading “ვინ განსაზღვრავს რეგიონის ეკონომიკურ პოლიტიკას”
ლარის კურსი, სამშენებლო ბიზნესი და ფასები
უძრავი ქონების რეგისტრაცია წინა წლის ბოლოს არსებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა – ეს საჯარო რეესტრის ინფორმაციაა. შესაბამისად, შემცირებული გაყიდვების შემდეგ სამშენებლო ბიზნესის შესაძლო კრახის შესახებ დაანონსებული ინფორმაცია შედარებით პოზიტიური ინფორმაციით უნდა შეცვლილიყო. არის თუ არა ეს ასე? – „ბათუმელები“ დეველოპერებს დაუკავშირდა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და განწყობები ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. დეველოპერებსა და მომხმარებელს შორის შუამავალი …
Continue reading “ლარის კურსი, სამშენებლო ბიზნესი და ფასები”
სტადიონები ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში
ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში, სადაც 2010 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტი მინისტადიონებს აშენებს. გამგეობაში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებით ამ დროისთვის მხოლოდ ორი უცხოური კომპანიაა დაინტერესებული. „თავისუფალი ტურისტული ზონა, ზოგადად, ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ამ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებას – სტადიონები, ბილიკები, პარკინგები, გაზის, წყლის, ელექტროენერგიის შეყვანა – ეს ყველაფერი მთავრობამ უნდა უზრუნველყოს. …
Continue reading “სტადიონები ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში”
ისევ შეუსრულებელი ვალდებულებები და „ანბანის კოშკი“
„ანბანის კოშკთან“ დაკავშირებული ვალდებულებები ინვესტორმა ვერ შეასრულა. შენობა, რომელშიც ბიუჯეტიდან 60 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, ისევ უფუნქციოდაა. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიის წილები გადანაწილდება და ახალი პარტნიორი რუსული ინვესტიციით შემოვა, კომპანიაში არ ადასტურებენ, თუმცა ადასტურებენ იმას, რომ ახალი კადრი გამოჩნდება მართვის მენეჯმეტში, რომელიც რუსი ტურისტების მოზიდვაზე იმუშავებს. „ის ახალგაზრდა ბათუმელი ბიჭია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა და აქვს …
Continue reading “ისევ შეუსრულებელი ვალდებულებები და „ანბანის კოშკი“”
ახალი ინვესტორი სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ
კომპანია „ვესტინვესტი“ სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ სასტუმროს ტიპის აპარტამენტების, საკონფერენციო დარბაზისა და სპორტულ-გასართობი ობიექტების აშენებას გეგმავს. ამ მიზნით ბათუმის საკრებულომ რუსთაველის # 51-ში მდებარე 3508 კვ/მ მიწის ნაკვეთი განსაკარგავად აჭარის მთავრობას გასული წლის დეკემბერში გადასცა, თუმცა აჭარის მთავრობას კომპანიასთან ჯერ ხელშეკრულება არ გაუფორმებია. პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, რომელიც მერიამ საკრებულოს სხდომაზე გამოიტანა, 2016 წლის 22 იანვარს …
Continue reading “ახალი ინვესტორი სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ”
ისევ შეუსრულებელი ვალდებულებები და „ანბანის კოშკი“
„ანბანის კოშკთან“ დაკავშირებული ვალდებულებები ინვესტორმა ვერ შეასრულა. შენობა, რომელშიც ბიუჯეტიდან 60 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, ისევ უფუნქციოდაა. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიის წილები გადანაწილდება და ახალი პარტნიორი რუსული ინვესტიციით შემოვა, კომპანიაში არ ადასტურებენ, თუმცა ადასტურებენ იმას, რომ ახალი კადრი გამოჩნდება მართვის მენეჯმეტში, რომელიც რუსი ტურისტების მოზიდვაზე იმუშავებს. „ის ახალგაზრდა ბათუმელი ბიჭია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა და აქვს …
Continue reading “ისევ შეუსრულებელი ვალდებულებები და „ანბანის კოშკი“”
იანვარში საქართველოდან 10 მილიონი დოლარის თხილი გავიდა
2016 წლის იანვარში საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, რამაც 25 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 20 პროცენტი შეადგინა. საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 12 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე თხილისა და კაკლის სხვა ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის საქართველოდან ექსპორტმა 10 მლნ. აშშ დოლარი …
Continue reading “იანვარში საქართველოდან 10 მილიონი დოლარის თხილი გავიდა”
თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი – საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი [83 მლნ. აშშ დოლარი], რუსეთი [54 მლნ. აშშ დოლარი] და აზერბაიჯანი [53 მლნ. აშშ დოლარი].
“ყველაფერი კონტრაქტორების ბრალია” – მაღალბიუჯეტიანი დაკვეთები ტენდერის გარეშე
ისინი აღებულ ვადებულებებს დროულად ვერ ასრულებენ. ხშირად გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას არ იღებენ, რის გამოც ყოველი წლის ყოველი კვარტალის ბიუჯეტი ირღვევა. ამის გამო მთავრობა „იძულებულია“ კონკურენციის პრინციპი დაარღვიოს და პოტენციურ შემსრულებლებს `გამარტივებული შესყიდვა~ გაუფორმოს. შედეგად მაღალბიუჯეტიან დაკვეთებს ხშირად ახალდაფუძნებული კომპანიები, მთავრობის ხელმძღვანელი პირების მეზობლები ან მათთან დაახლოებული პირები იღებენ. მთავრობაში განმარტავენ, რომ ამაში უხერხული და მითუმეტეს …
Continue reading ““ყველაფერი კონტრაქტორების ბრალია” – მაღალბიუჯეტიანი დაკვეთები ტენდერის გარეშე”