ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, დღეიდან, 7 აპრილიდან, იწყება დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის კუთვნილი თანხების ჩარიცხვის პროცესი.
ბათუმელები
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, დღეიდან, 7 აპრილიდან, იწყება დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის კუთვნილი თანხების ჩარიცხვის პროცესი.
დღეს, 7 აპრილს, უმაღლეს საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე აჭარის ბიუჯეტის სამი თვის შესრულებას განიხილავენ. წარსული ფაქტების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და უმაღლეს საბჭოს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა არსებობს. შესაბამისად, „ბათუმელები“ დაინტერესდა არის თუ არა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იმისთვის განწყობილი, რომ უმაღლეს საბჭოს ანგარიში ჩააბაროს. ამ საკითხზე „ბათუმელების“ კითხვებს მინისტრის მოადგილეს რამაზ ბოლქვაძე პასუხობს:
ბათუმში ბარაკებისა და უსახური შენობების ლიკვიდაციის პროგრამაში, რომელში ჩართვის სურვილიც 12 კომპანიას უკვე გამოთქმული აქვს, საქართველოს მთავრობამ პირობები შეცვალა. ცვლილება, საფინანსო ორგანიზაციებსა და დეველოპერებს შეეხოთ.
თუ კომპანიას პროგრამაში ჩართვისთვის უნდა დაედასტურებინა, რომ პროექტის დასრულებისათვის საკმარისი იყო არა უმეტეს 3 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; ახალი ვარიანტით, კომპანიამ უნდა დაადასტუროს, რომ პროექტის დასრულებას უზრუნველყოფს, პროგრამის შესაბამისად გაცემული, არა უმეტეს 3,5 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ან/და დამატებით სხვა ფინანსური წყაროებით.
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით და „შუახევი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცა უფლება, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მოიპოვოს 83 360 კუბ/მ საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში).
შპს “ჭოროხი-2009”, თურქეთიდან საქართველოში, ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მიერ წარმოქმნილი აქროლადი ნაცრის იმპორტს განახორციელებს. იმპორტი განკუთვნილია შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ისათვის, რომელიც მდინარე ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგურებს აშენებს.
ვის შეუძლია ისარგებლოს დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების უფლებით? როგორ დავიბრუნოთ საარსებო მინიმუმი? ვის უნდა მიმართოთ, როცა დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებაზე უარს გეუბნებიან და როგორ იანგარიშება დასაბრუნებელი თანხა? ამ დროისთვის დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. დეკლარაციების შევსება 1 აპრილს დაიწყო და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.
დაუბეგრავი მინიმუმის დეკლარაციების შევსება, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, 13 საათიდან განახლდება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის [2015 წლის 2 აპრილი, 11:54 სთ] დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობამ 143 142 შეადგინა [აქედან დღეს 2 603-მა ადამიანმა წარადგინა დეკლარაცია].
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნით დეკლარაციების წარდგენა 1 აპრილს დაიწყო და 2015 წლის 30 სექტემბრამდე გასტანს.
დეკლარაციების შევსებისას ზოგიერთ მოქალაქეს უარი ეთქვა დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებაზე [დეკლარაციის ჩაბარებაზე] შემოსავლების სამსახურში დამსაქმებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში შეუსაბამობების [შავი დეკლარაციების] მიზეზით. რა უნდა ქნას დასაქმებულმა და დამსაქმებელმა ასეთ შემთხვევაში? – „ბათუმელების“ შეკითხვებს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა თამარ ანდრიაძემ უპასუხა:
შემოსავლების სამსახური დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მსურველთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებისთვის დეკლარაციების წარდგენა, ხვალ, 1 აპრილს იწყება.
1 აპრილიდან დაიწყება დეკლარაციების წარდგენა დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად. თუ 2014 წელს, ხელფასის სახით, მიღებული გაქვთ შემოსავალი 1800-დან 6000 ლარის ჩათვლით, მოცემულ შემთხვევაში, უფლება გაქვთ დაიბრუნოთ 360 ლარი, ხოლო თუ თქვენი შემოსავალი 1800 ლარამდე იყო, მაშინ დაბრუნებას ექვემდებარება კონკრეტული თანხის 20 პროცენტი. დეკლარაციის შევსება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელადაც, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებში უახლოეს პერიოდში 77 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. სახელშეკრულებო თანხის ოდენობა კი 225 მილიონამდე ლარია. აჭარის გზებზე მიმდინარე სამუშაოების ირგვლივ ინფორმაცია „ბათუმელებს“ საავტომობილო დეპარტამენტმა მოაწოდა.
აჭარის სამთავრობო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის წარმომადგენლები “ასტანა-ბათუმი” ბიზნესფორუმს დაესწრებიან. ფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს გაეცნოებიან.
საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგთან“ მდინარე თერგის კალაპოტის დროებით ნაპირგამაგრებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მილიონ ლარზე მეტს გადაიხდის. სამუშაოებს, სავარაუდოდ, შპს „კალასი“ შეასრულებს, რომლის შეთავაზებაც ტენდერში ყველაზე ნაკლები – 1 მილიონ 70 ათასი ლარი იყო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 920 ათას 500 დოლარად ელექტრონულ პირობიან აუქციონზე ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ [იუსტიციის სახლთან ახლოს], აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 3845 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიტანა გასაყიდად.
აჭარისა და ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტების მიხედვით, შტატში, 6129 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ხელფასს ამ ბიუჯეტებიდან იღებენ. მომუშავეთა რაოდენობა 2013 წელთან შედარებით 4765 ადამიანითაა გაზრდილი. საბიუჯეტო ორგანიზაციებში გასამრჯელოს კონკურსგარეშედ დანიშნული შტატგარეშე თანამშრომლებიც იღებენ, რომელთა რაოდენობა ცვალებადია და არც მათთვის ხელფასად გასაცემი თანხაა დაკონკრეტებული. აჭარისა და ქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ დასაქმებულთა მაჩვენებლის ზრდა ბიუჯეტის ახალი პრინციპით შედგენას უკავშირდება.
კომპანიებს, რომლებმაც სახელმწიფო სტრუქტურებთან კონკრეტული სამუშაოს შესრულების ვალდებულება აიღეს, ლარის კურსის ვარდნის გამო შესაძლოა პრობლემები შეექმნათ. კონტრაქტორების ინფორმაციით, სამშენებლო მასალების ფასი 30%-ით გაიზარდა. კანონი შესყიდვების შესახებ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გარემოებების შეცვლის შემთხვევაში მიმწოდებლის მოთხოვნით ხელშეკრულების პირობების გადახედვას არ ითვალისწინებს. შეთანხმებული პირობების შეცვლა მითუმეტეს დაუშვებელია, თუ ის შესყიდვის ჯამურ ღირებულებას გაზრდის. არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც ამ მიმართულებას იკვლევენ, აცხადებენ, რომ კანონმდებლობა შემსყიდველს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, ამიტომაც ის დახვეწას საჭიროებს.
კომპანიებს, რომლებმაც სახელმწიფო სტრუქტურებთან კონკრეტული სამუშაოს შესრულების ვალდებულება აიღეს, ლარის კურსის ვარდნის გამო შესაძლოა პრობლემები შეექმნათ. კონტრაქტორების ინფორმაციით, სამშენებლო მასალების ფასი 30%-ით გაიზარდა. კანონი შესყიდვების შესახებ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გარემოებების შეცვლის შემთხვევაში მიმწოდებლის მოთხოვნით ხელშეკრულების პირობების გადახედვას არ ითვალისწინებს. შეთანხმებული პირობების შეცვლა მითუმეტეს დაუშვებელია, თუ ის შესყიდვის ჯამურ ღირებულებას გაზრდის. არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც ამ მიმართულებას იკვლევენ, აცხადებენ, რომ კანონმდებლობა შემსყიდველს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, ამიტომაც ის დახვეწას საჭიროებს.
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა და ახალი შეღავათების ამოქმედებიდან დღემდე, გადამხდელთა გარკვეულ კატეგორიას ჩამოეწერა 42 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა შესულიყო. ეს იყო ძველი საგადასახადო დავალიანებები, დარიცხული, ასევე სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები.
სამშენებლო კომპანია “ჰიდრო”, რომელიც ბათუმში ხუთმილიონიანი პროექტის “ჟილინის არხის” სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებდა, ბათუმის მერიას სასამართლოში უჩივლებს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მერიამ ხელშეკრულება დაუსაბუთებლად ჩაშალა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული 17-ათასლარიანი ტენდერი საპრეზენტაციო ვიდეორგოლების შესყიდვაზე, დასრულდა. გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში სამინისტრო ხელშეკრულებას 5 799 ლარზე გააფორმებს.
„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საავტომობილო გზების მოხრეშვის სამუშაოების განხორციელების მიზნით“, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი, სამი თვის ვადით, გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის (3250 მ/კუბი ქვიშა-ხრეში) მოპოვების ლიცენზიისაგან.
აჭარის ტერიტორიაზე გზებს, რომლებიც, დანიშნულების მიხედვით სამ კატეგორიად იყოფა, ოთხი პატრონი ჰყავს. ყველაზე უფრო სტრატეგიული, რთული და მოუწესრიგებელი მონაკვეთი გოდერძის უღელტეხილზეა. მთლიანობაში კი, რეგიონში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებიდან მხოლოდ 10 პროცენტამდეა მოასფალტებული.
არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობის/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა.
ჟილინის არხის რეკონსტრუქციის ხუთმილიონიანი პროცესი შეჩერებულია. მიზეზი – კონტრაქტორი ორგანიზაციის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა. ბათუმის მერიამ შპს „ჰიდროსთან“ დადებული ხელშეკრულება გააუქმა. მერიის ახალი, წლის დასაწყისში გამოცხადებული კიდევ რამდენიმე ტენდერი ჩაიშალა. ბიუჯეტიდან დაფინანსებული სხვა პროექტების შესრულებაზე პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა არსებული სურათის მიხედვით, სავარაუდოდ, ბათუმის ბიუჯეტი ისევ გაირღვევა.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 25 თებერვალს გაიმართება. ფინანსთა სამინისტრო აუქციონზე 15 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციებს განათავსებს.
2014 წელს საქართველოში ყველა სახის საქონლის იმპორტმა სულ 8 მილიარდ 596 მილიონ 270 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ქვეყანაში იმპორტირებული საქონლის შესახებ მონაცემები, სხვადასხვა უწყებებზე დაყრდნობით, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შეაჯამა.
საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ 20588 კვ/მ სახელმწიფო მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში გადასცა. მიწის ნაკვეთები კომპანიამ შუახევისა და სხალთის ჰიდროელექტროსადგურებისთვის უნდა გამოიყენოს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემით გუშინდელთან შედარებით ამერიკული დოლარი ლართან მიმართებაში 0.02910-ით გაძვირდა და დღეს ამერიკული დოლარის ყიდვა 2.1771 ლარადაა შესაძლებელი.
ბათუმის ცენტრში დიდი მშენებლობები ინვესტორთა და ხელისუფლების ერთგვარი გარიგების შედეგად რძელდება. გარკვეული კრიტერიუმითა და ბუნდოვანი მოსაზრებებით ბათუმის მერიამ კომპანიები მოსაკრებლის გადახდისგან გაათავისუფლა, რის გამოც ქალაქის ბიუჯეტმა ასობით ათასი დოლარი უკვე დაკარგა. რატომ ჩადიან ბათუმიდან ინვესტორები პრემიერ-მინისტრთან, რა გარანტიებს იღებენ რის სანაცვლოდ და თბილისიდან მიღებული მითითებების შემდეგ რას პატიობს მშენებლებს აჭარის მთავრობა, უფრო კონკრეტულად კი, პრემიერ-მინისტრის რა დავალება შეასრულა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულომ გასულ კვირას?
აჭარაში გასულ წელს 276,5 მილიონი აშშ დოლარის კერძო და 234,9 მილიონი ლარის სახელმწიფო ინვესტიცია განხორციელდა. მონაცემები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, რომელიც თავის „ტრადიციას“ არ ღალატობს და არ ასაჯაროებს იმ ინვესტორებს (როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომპანიებს), რომლებმაც აჭარის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები დააბანდეს; ამასთან, ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, არ იძლევა იმ მნიშვნელოვანი პროექტების ჩამონათვალსაც, რომლებიც მიმდინარეობს რეგიონში ან დასრულდა გასულ წელს.
ბათუმში, სასტუმროების მშენებლობების შეჩერებასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგების მიხედვით, ცნობილი ბრენდების – Trump Tower-ის, Holiday-inn-ის, Kempinski-ს, Hotel Reina-ის, Hotel Princess-ის მშენებლობების „სამშენებლო პროცესი შეფერხებულია, თუმცა სრულიად შეწყვეტილი არ არის“.
ჩაქვის გვირაბიდან ჭოროხის ხიდამდე მონაკვეთში ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა უნდა გადაიხედოს. გეგმის განახლების აუცილებლობაზე განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა. სამუშაოები, სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება.
«PLATT”S»-ის მიხედვით საერთაშორისო ფასი ნავთობპროდუქტებზე შეადგენს: ბენზინი – 572,5 დოლარი ტონაზე; დიზელი (L-62) – 540,5 დოლარი; დიზელი (10ppm) – 557,25 დოლარი; Jet – 589 დოლარი; ხოლო მაზუთი – 317 დოლარი ტონაზე.
დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვისა და 2014 წელს გადახდილი გადასახადის დაბრუნების უფლება შესაბამის პირებს მიმდინარე წელსაც ექნებათ. თუმცა, ეს უფლება 2015 წლის შემოსავლებზე აღარ გავრცელდება. ანუ, 2016 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმი აღარ გაიცემა. დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის მოთხოვნით მოქალაქეებმა შესაბამისი დეკლარაცია საგადასახადოში 2015 წლის 1-ელი აპრილიდან უნდა წარადგინონ. ისევე, როგორც გასულ წელს, 1-ელი აპრილიდან დეკლარაციის ფორმების შევსება შესაძლებელი იქნება კომერციულ ბანკებშიც.
შავ სიაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 1 იანვრიდან დღემდე პერიოდში დამატებით 24 იურიდიული პირი შეიყვანა. აქედან 22 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), ხოლო 2 ინდივიდუალური მეწარმეა (ი.მ.). მიმწოდებლები შავ სიაში სახელმწიფო შესყიდვაზე ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ან/და არაჯეროვნად შესრულებისთვის ხვდებიან.
ტურიზმის სფეროში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2015 წლიდან ახალი საგადასახადო შეღავათები დაწესდა. მექანიზმს, რომლის დანერგვა-გამარტივებასაც მთავრობა ინვესტიციების მოზიდვით ხსნის, ზოგიერთი ექსპერტი არასიცოცხლისუნარიანს უწოდებს.