„აქციის მონაწილე შშმ პირებს ფსიქიატრიულში გადაყვანით ემუქრებიან“ – დეა ერემაშვილი

შშმ პირთა უფლებადამცველი დეა ერემაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ოცნება“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული შშმ პირებს იძულებით ფსიქიატრიულში გადაყვანით ემუქრება, რაც უფლებების უხეში დარღვევაა. 21 ოქტომბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც დააკავეს, „გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის“. დეა ერემაშვილი ამბობს, რომ ვაჟა სირაძე …

„რამდენიმე საათი იატაკზე ეწვინათ მოზარდი“ – შშმ მოზარდის რა უფლებები დაარღვია სახელმწიფომ

18 წლის შშმ პირი, ანზორ (გიო) დავითური „ჯეო ჰოსპიტალში“ მართვით სუნთქვაზეა. თბილისში, 21 აგვისტოს, მის მიღებაზე სამმა საავადმყოფომ განაცხადა უარი. როგორც მოზარდის დედა, მაია ბარათაშვილი მედიასთან აცხადებდა, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო დამძიმდა. მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირების უფლებები როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო კონვენციებითაა დაცული, საქართველოში შშმ პირებს და მათ მშობლებს მაინც უწევთ …

„ოცნება“ და სხვისი შვილები, რომლებიც „მხოლოდ რუსული მომავლისთვის ემეტებათ“

„არავინ გაბედოთ და ჩემი შვილები მოძალადე კრიმინალებს, რადიკალებსა და ექსტრემისტებს არ შეადაროთ. მე ვარ დედა 2 და 4 წლის შვილების, რომელთა ფუნდამენტური უფლებები უხეშად დაირღვა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა 27 მაისს, პარლამენტის ტრიბუნიდან. დეპუტატი ლაშხი რადიკალებად და ექსტრემისტებად მოიხსენიებს 19-20 წლის გოგოებს, რომლებმაც მას კაფეში შეახსენეს, რომ ის რუსულ ინტერესებს ემსახურება. „თავისუფლება …

რატომ გააძევეს სასტუმროდან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი და მისი დედა – „არ ვარ ვალდებული აგიტანოთო“

„არ შეიძლება მშობელს უთხრა ბავშვის გასაგონად: „ამოიყვანე აუზიდან, ფულს გიბრუნებ და წადით“, „შენ არ გითქვამს, რომ ასეთი აუტისტი იყო, თორემ არ მიგიღებდით“, „არ ვარ ვალდებული აგიტანოთ“, – ამბობს 12 წლის ქეთი ლიპარტელიანის დედა, გვანცა გულიაშვილი „ბათუმელებთან“. ქეთი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია და დედასთან ერთად სურამში უნდა დაესვენა 5 დღით, მერიისგან მიღებული ვაუჩერით. თუმცა როგორც დედა, …

„მოვითხოვთ სტიკერების დაუყოვნებლივ შეცვლას და ბოდიშს“- დისკრიმინაციული სტიკერი ბათუმის ავტობუსში

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე გაკრულია სტიკერები, სადაც გამოყენებულია დისკრიმინაციული ტერმინი „ინვალიდი“. „შშმ პირებისადმი უპატივცემულობა კიდევ ერთხელ გვაჩვენა „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ – ასე გამოეხმაურნენ აღნიშნულ ფაქტს ბათუმში მცხოვრები შშმ პირები. თათო მახარაძე ეტლით მოსარგებლე პირია. როგორც „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, დისკრიმინაციული სტიკერები გაკრულია N16 ავტობუსში, რომელიც მოქალაქე ნანუკა დიასამიძემ გადაიღო და გაავრცელა. თათო მახარაძემ დღეს, …

ბოდიში გენდერული დისკრიმინაციის გამო – სასამართლო მორიგებით დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგებით დასრულდა დავა უფლებადამცველ, უსინათლოთა კავშირის წევრ ესმა გუმბერიძესა და უსინათლოთა კავშირის მესამე ფილიალის ხელმძღვანელს, ირმა ჩიხლაძეს შორის. ირმა ჩიხლაძემ, რომელსაც ესმა გუმბერიძემ გენდერული დისკრიმინაციისა და შევიწროებისთვის უჩივლა, ბოდიში მოიხადა: „მე, ირმა ჩიხლაძე ბოდიშს ვუხდი ესმა გუმბერიძეს, მის მიმართ, ჩემი მხრიდან სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გაკეთებული არაკორექტული კომენტარის გამო, რამაც გამოიწვია ესმა გუმბერიძის დამცირება …

„მეხუთედ მოგვივარდნენ“ – მუსლიმებს ლოცვის გამო ადიგენში აქციას უმართავენ

„მეხუთედ მოგვივარდნენ, მუსლიმებს გზა გადაუკეტეს და სალოცავად მოსვლის საშუალებას არ აძლევენ… ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ სიმშვიდეს და კანონით ჩვენთვის მონიჭებული უფლებების დაცვას,“ – ამბობს მერაბ მიქელაძე, ადიგენში მცხოვრები მუსლიმი. მის სახლში მუსლიმები დღეს, 5 აპრილს პარასკევის ლოცვაზე შეიკრიბნენ. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი და მართლმადიდებელი სასულიერო პირები საპროტესტო აქციას მერაბ მიქელაძის სახლთან მართავენ. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მუსლიმების შეკრებას, …

სახალხო დამცველის განცხადება თანამშრომელზე, რომელიც მას სასამართლოში უჩივის

„სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის, ლევან პაპავას მხრიდან მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სამსახურში დისკრიმინაციული გარემოს შექმნასა და საქმიანობის დაბალი ქულით შეფასებასთან დაკავშირებით, ემსახურება მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობას,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც დღეს, 13 მარტს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ავრცელებს. „ბათუმელებმა“ გუშინ, 12 მარტს, გამოაქვეყნა სტატია სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის შესახებ, რომელიც ლევან იოსელიანს სასამართლოში …

რაზე მოელაპარაკნენ ადიგენში მუსლიმებს – რას ჰყვება ტარიელ ნაკაიძე დახურული შეხვედრის შესახებ

8 მარტის ინციდენტის შემდეგ, ადიგენის მერი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი მუსლიმებს შეხვდნენ. ეს დახურული შეხვედრა მუსლიმებთან გუშინ, 12 მარტს, გამართეს. „ბათუმელები“ ორი დღეა ცდილობს გაარკვიოს, რაზე შეუთანხმდა სახელმწიფო მერაბ მიქელაძეს, ანუ იმ მუსლიმ სასულიერო პირს, ვისაც 8 მარტს დაბა ადიგენში მცხოვრები მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი და რამდენიმე სასულიერო პირი მიეჭრა კერძო საკუთრებაში ლოცვის დროს …

ადიგენში მუსლიმების დევნის ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, დაბა ადიგენში ქართველი მუსლიმების დევნის გამოძიების მოთხოვნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა და 8 მარტს განვითარებული მოვლენების სამართლებრივი შეფასება და სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის საფუძველზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის ინტერესებს წარმოადგენს. ორგანიზაცია შემდეგი შინაარსის მიმართვის ტექსტს ავრცელებს: „საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი 2024 წლის 8 მარტს გავრცელებული …

რა ხდება ადიგენში მცხოვრებ მუსლიმებთან – დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა

დღეს, 11 მარტს, ადიგენის მერი მუსლიმი თემის წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა. ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის თქმით, შეხვედრა მუსლიმების თხოვნით გადაიდო. „დღეს არ იქნება შეხვედრა. მუსლიმებმა ითხოვეს, რომ კიდევ ერთი დღე მისცემოდათ კონსულტაციებისთვის. ნურც ხვალ დაგვირეკავთ, თუკი რაიმე საინტერესო იქნება, პრესკონფერენციას გავმართავთ და იქ ვუპასუხებთ კითხვებს“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში „ბათუმელებს“ ადიგენის …

მამა სახლში ჩაკეტვით დაემუქრა შვილს, თუ არ დაშორდებოდა შეყვარებულს – რა თქვა სასამართლომ

რა მიდგომა აქვთ მოსამართლეებს, როცა სისხლის სამართლის საქმეებში დისკრიმინაციის მოტივი იკვეთება?  – „ბათუმელები“ უზენაესი სასამართლოს ინტერნეტგვერდზე 2023 წელს მიღებულ რამდენიმე განაჩენს გაეცნო, სადაც საქმე ეხება დანაშაულის ჩადენას დისკრიმინაციის მოტივით. გამოჩნდა, რომ დისკრიმინაციით მოტივირებულ დანაშაულები ძირითადად უკავშირდება გენდერულ სტერეოტიპებს და გენდერულ იდენტობას. დისკრიმინაციის მოტივი ძირითადად ოჯახში ძალადობის საქმეებს ეხება, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს. ოჯახში …

კაცი, რომელმაც გარეგნობის გამო 2 მოზარდს სცემა 2.6 წლით ციხეში გაუშვეს

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა თეიმურაზ შაინიძეს ქუჩაში 16 წლის გოგოებზე გარეგნობის გამო ფიზიკური ძალადობისთვის. ძალადობის ეს შემთხვევა ბათუმში გასული წლის ბოლოს მოხდა – ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთასთან კაცი ქუჩაში მიმავალ ორ არასრულწლოვან გოგოს თავს დაესხა – აგინა და სცემა. „ქართველ გოგოს წითელი და მწვანე თმა რატომ უნდა …

როგორ იქცა 13 წლის ვიქტორია დიასახლისად – „პასუხისმგებლობა მაკისრია ოჯახის წინაშე“

ჯერ მხოლოდ 13 წლისაა, მაგრამ ყველაზე ხშირად საკუთარი ოჯახის წევრებზე – 12 და 7 წლის ძმებზე, დედაზე, შშმ მამასა და ბებიაზე გვესაუბრება – ადამიანებზე, ვისზეც ყოველდღიურად უწევს ზრუნვა. გვიყვება, როგორ მიჰყავს სკოლაში თავისი პატარა ძმა ნიკოლოზი, შემდეგ კი უკან მოჰყავს, როგორ ალაგებს – „სტუმარი რომ მოვიდეს, ბინძურ სახლს ხომ არ დაახვედრებ?“ გვიყვება უსინათლო მამაზე, რომელსაც …

სამირა ბაირამოვა მოსამართლეს დისკრიმინაციაზე უჩივლებს – ინტერვიუ

„პირველივე წუთიდან ვიგრძენით მოსამართლის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. ის ჩვენ არ გვისმენდა, აიგნორებდა ჩვენს გამოსვლას. შემდეგ კი იყო კითხვა: აზერბაიჯანში რა ხდება, აზერბაიჯანში აძლევენ ქრისტიანებს ფულსო? – ვუთხარი, რომ მე არა ვარ აზერბაიჯანის მოქალაქე და არ ვიცი. მერე დაამატა, შენც ხომ ეთნიკური უმცირესობაო ხარო“. სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლეილა მამულაშვილმა სასამართლო …

პატრონი ჰყავს? გათხოვილია? – როგორ ესხმიან თავს საჯარო მოხელეები და „ოცნების აქტივი“ ქალს

სამოქალაქო აქტივისტი ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პროტესტის ნიშნად მაგიდაზე აბრახუნებს – ამ პროცესის ამსახველ ვიდეოკადრებს, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით, ფეისბუქის გვერდზე საჯარო მოხელეები და „ოცნების“ აქტივი ავრცელებს. გვერდი „ფსიქიატრიული ოთახი 5.2.5“ კი ვიდეოს ავრცელებს წარწერით: „ჩვენი ბათუმელი პაციენტი ნაციონალური მოძრაობიდან“. ამავე წარწერით კადრებს ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, თენგიზ აფხაზავა, საკუთარ გვერდზე აზიარებს. როცა სისტემა ერთი მოქალაქის …

„გათხოვდი, ქიმია გირტყამს“ – უსინათლოთა კავშირის წევრის დისკრიმინაციული მიმართვა

უსინათლოთა კავშირის წევრი, სამოქალაქო აქტივისტი, ესმა გუმბერიძე ამბობს, რომ კავშირის მესამე ფილიალის ხელმძღვანელმა, ირმა ჩიხლაძემ, მას გენდერული ნიშნით შეურაცხყოფა მიაყენა. ესმა გუმბერიძის თქმით, ირმა ჩიხლაძემ მას შშმ პირთა ჯგუფში კრიტიკული მოსაზრებების გამო შემდეგი კომენტარი დაუწერა – „გათხოვდი, თორემ ხომ ხედავ, ტვინში გირტყამს ქიმია“. ესმა გუმბერიძე ამბობს, რომ მსგავსი კომენტარი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე მიუთითებს. „ეს არის …

“სასიამოვნო გარეგნობის მდივანი” – დისკრიმინაცია ვაკანსიების განცხადებებში

შრომის ინსპექციის სამსახურმა მიმდინარე წელს წინასახელშეკრულებო და შრომითი ურთიერთობის დროს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები დაადგინა. შრომის ინსპექციამ შეამოწმა საჯარო წესით გამოქვეყნებული 100 ვაკანსიის შესახებ განცხადებების მოთხოვნების შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა. განცხადებები შემოწმდა როგორც მოქალაქის მიმართვის, ისე ინსპექციის ინიციატივის საფუძველზე. შესაბამისად, დადგინდა, რომ დამსაქმებლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ასაკის, სქესის, გარეგნობისა და ა.შ. ნიშნით დისკრიმინაციას დასაქმების მსურველ პირებთან მიმართებით. …

ქართველი მუსლიმები: უნდა დასრულდეს ჩვენი საფრთხედ მიჩნევა და დისკრიმინაცია

„მე ვკითხულობ ყურანს და ვარ ქართველი“, „მე ვატარებ ჰიჯაბს და ვარ ქართველი“ – ამ ფრაზების გამეორება ხშირად უწევთ ქართველ მუსლიმებს. ეს ფრაზები გაიმეორეს „სოლიდარობის თემის“ წევრებმა მოცეკვავე თეა დარჩიას საპასუხოდ. მან „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ აჭარელ მუსლიმებში, რომლებიც ყურანს კითხულობენ, „აღარაფერი ქართული აღარ დარჩა“. ქართველი მუსლიმები ამბობენ, რომ მათი დისკრიმინაცია და საფრთხედ მიჩნევა უნდა დასრულდეს …

TDI-ის განცხადება ინდოელ სტუდენტებზე და ბსუ-ს პასუხი

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ინდოელი სტუდენტების დისკრიმინაციაზე საუბრობს. ორგანიზაციის განცხადებით, უნივერსიტეტმა უნდა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას. „უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 20 აპრილის დადგენილებით განისაზღვრა, რომ დისტანციურ სასწავლო პროცესში დაუშვას მხოლოდ საქართველოში მყოფი ბსუ-ს სტუდენტები. ამავე დადგენილებით, ის სტუდენტები, რომლებიც 2021 წლის 13-14 მაისს ვერ გამოცხადდებიან ფაკულტეტის დეკანის ოფისში აკადემიური რეგისტრაციის მოწმობაზე …

ბათუმის მერიას დისკრიმინაცია მეჩეთის აშენების საქმეზე სააპელაციო სასამართლომაც დაუდგინა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დღეს, 13 აპრილს, მიიღო. „სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება, რომ ბათუმის მერიამ უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო მუსლიმების მიმართ და მშენებლობის პირველ სტადიაზე ნათქვამი უარი უსამართლო იყო. ეს არის მუსლიმი თემის წლების განმავლობაში ბრძოლის და ქვემოდან უნიკალური თვითორგანიზების შედეგი,“ – …

როცა ქალზე იმიტომ ძალადობ, რომ ქალია – ინტერვიუ

ორი დღის წინ, როცა პროკურატურამ მორიგ ქალზე ძალადობის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, იქვე აღნიშნა, რომ „პროკურატურა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრად რეაგირებს. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 208 პირის მიმართ“. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობა, როგორც სასჯელის დამამძიმებელი გარემოება, სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წელს გაჩნდა. პროკურატურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ 2019 წელს …

რატომ ეზღუდებათ ეთნიკურ უმცირესობებს უფასოდ სწავლა ქართულ უნივერსიტეტებში

საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებიც 1+4 პროგრამით არიან ჩარიცხულნი უნივერსიტეტებში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე უფასოდ სწავლის შესაძლებლობა არ აქვთ. ეთნიკური უმცირესობები მიიჩნევენ, რომ ეს დისკრიმინაციაა და განათლების მინისტრს ამ პრობლემის გამოსწორებას სთხოვენ. სახელმწიფო პროგრამა 1+4 საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის შეიქმნა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით. პროგრამის ფარგლებში არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები უმაღლესში მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდით ირიცხებიან, …

სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა

შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა და პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა სახალხო დამცველმა „აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების საქმეზე“. ტელევიზიიდან გიორგი კოხრეიძის მენეჯმენტის პირობებში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორების ან რედაქციიდან ჩამოცილების საქმეები სასამართლოში უკვე განიხილება. „სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის მიერ თეონა თურმანიძისთვის დისციპლინური სანქციის დაკისრება, მალხაზ რეხვიაშვილის დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლება და სოფიო ჟღენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს …

„ქალი კაცებთან ასე არ უნდა მოიქცესო“ – რესტორნის ყოფილი თანამშრომელი დამსაქმებელს უჩივის

„ქალი ასე არ უნდა მოიქცეს სუფრასთან, სადაც მამაკაცები არიანო… მაგ ბოთლს გაგთხრი ერთ ადგილზეო… სხვა სუფრასთან რომ მოხვდე, მამაკაცები ამას სხვანაირად მიიღებენ, ხელითაც შეგეხებიან და სხვა რამესაც გიზამენო…“ – ამას ბათუმში, რესტორან ROUTE 66-დან გათავისუფლებული თანამშრომელი, ქრისტინა ნანიკაშვილი ამბობს. მისი თქმით, ის დისკრიმინაციული ნიშნით შეურაცხყო რესტორნის მფლობელმა – ირაკლი გოგინავამ და ამავე მოტივით დაითხოვა სამსახურიდან. …

„ძალიან გვწყინს, როცა წერენ, „წავიდნენ თავიანთ აზერბაიჯანში“ – სიძულვილის კამპანია FB-ში

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ სოციალურ ქსელებში იმატა ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებმა. აქტივისტები, რომლებმაც ფეისბუქში სიძულვილის ენის საპასუხოდ კამპანია წამოიწყეს, ამბობენ, რომ სოციალურ ქსელებში იწერება უამრავი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი კომენტარი. ამის საპასუხოდ, აქტივისტები და მხარდამჭერები კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში აზიარებენ ტექსტს …

„ლექტორებიც ჰომოფობიურად აზროვნებენ“ – ბსუ-ს სტუდენტები დისკრიმინაციის დადგენაზე

რას ფიქრობენ ბსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტის მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაზე? – კითხვა სტუდენტებს დღეს, 21 თებერვალს, იმ დისკუსიის შემდეგ დავუსვით, სადაც ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ დისკრიმინაციის და თანასწორობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრა უნივერსიტეტის 21-ე აუდიტორიაში შედგა. ზუსტად ეს აუდიტორია არ დაუთმო უნივერსიტეტმა გასულ წელს „იდენტობას“ ლგბტქ თემის პრობლემებზე სასაუბროდ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახალხო დამცველმა 2020 წლის 31 იანვარს …

ბსუ-ში დისკრიმინაციის თემაზე დისკუსია გაიმართება

ხვალ, 21 თებერვალს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკრიმინაციის თემაზე დისკუსია გაიმართება. შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება. დისკუსიის მომხსენებელი ფსიქოლოგი მაია ცირამუა ისაუბრებს იმაზე, თუ რა განსაზღვრავს დისკრიმინაციულ ქცევას და როგორ მუშაობს წინასწარგანწყობა, ასევე სტერეოტიპები. დისკუსიის თემა იქნება: როგორ მივაღწიოთ თანასწორობას. დისკუსია უნივერსიტეტის 21-ე აუდიტორიაში შედგება და მისი ორგანიზატორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. დასწრება თავისუფალია.

სახალხო დამცველმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ბსუ-ს დისკრიმინაციის ფაქტი დაუდგინა 

საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სექსუალური ორიენტაციისა და საქმიანობის სფეროს ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაუდგინა. საქმე ეხება ბათუმში გასული წლის 18 მაისს “იდენტობის ბათუმის რესურსცენტრის” მიერ ორგანიზებულ ლექციის – “17 მაისი – თავისუფლების ილუზია”  – ჩაშლას. ლექცია უნდა ჩატარებულიყო “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი “ანარესის აკადემიის” ფარგლებში. საჯარო ლექციის ორგანიზატორები თავდაპირველად …

სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის საკითხებზე ბათუმში შეხვედრა გაიმართება

25 სექტემბერს, 13:00 საათზე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის ოფისში, სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართება. დისკუსიას გაუძღვებიან საქართველოს პარლამენტის, შსს-ს და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. მომხსენებლები იქნებიან საქართველოს პარლამენტის წევრი: ნინო წილოსანი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, თანასწორობის დეპარტამენტის იურისტი – დიანა დავითაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის …

ასაკის გამო დაზღვევაზე უარი – სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა

სადაზღვევო კომპანია „არდის“ წინააღმდეგ სახალხო დამცველმა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. ამ კომპანიამ 1943 წელს დაბადებულ ს. ხ.-ს და 1937 წელს დაბადებულ ა. გ.-ს სამოგზაურო დაზღვევაზე უარი უთხრა. კომპანიის განმარტებით, შიდა პოლიტიკის დოკუმენტითაა დადგენილი ზღვრული ასაკი, რაც „დაზღვევის მომსახურებაზე ერთმნიშვნელოვანი უარის თქმის საფუძველია“. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, მსგავსი დამოკიდებულება ასაკოვანი ადამიანების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს ეფუძნება. „ამასთან, სადაზღვევო …

28 წლის გიორგი გარეგნობის გამო სამსახურს ვერ იწყებს – დისკრიმინაცია

„ტელევიზიები ხშირად აპიარებენ სხვადასხვა კომპანიას, რომ თითქოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ასაქმებენ, ვითომ გარეგნობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დასაქმებისას და ა.შ. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი ტყუილია. უამრავ კომპანიაში მიცდია მუშაობის დაწყება, თუმცა ამაოდ. მიზეზი სახეზე მუქი შეფერილობის ლაქაა, რასაც ჩემთვის ბევრი პრობლემა მოაქვს სამსახურის ძებნისას და არამხოლოდ“, – ამბობს 28 წლის გიორგი თედეევი, რომელიც წლებია …

„იდენტობა“: ბათუმში ექიმები ლგბტ ჯგუფს ფასიან კონსულტაციაზეც უარს ეუბნებიან

„საინფორმაციო შეხვედრის ჩატარებას ვთხოვთ მერამდენე თვეა ბათუმში მომუშავე კლინიკების ექიმებს. თითქმის ყველა კლინიკაში დავრეკეთ, ან მივწერეთ. „მაგნაირებთან არ მაქვს ურთიერთობაო” გვეუბნებიან,“ – ამ განცხადებას „ფეისბუქში“ ორგანიზაცია „იდენტობის“ ბათუმის ოფისის მენეჯერი, მარიამ ქაჯაია ავრცელებს. მარიამ ქაჯაიას თქმით, სექსუალურ უმცირესობებთან კონსულტაციაზე უარი ბათუმში მომუიშავე ექიმებმა თქვეს. საუბარია საინფორმაციო ხასიათის ერთჯერად შეხვედრაზე, სადაც ორგანიზაცია ექიმს მცირედ ჰონორარსაც გადაუხდის. …

ქობულეთის მერიას მუსლიმთა პანსიონის გამო სახალხო დამცველმა სასამართლოში უჩივლა

სასამართლოს გადაწყვეტილების, დისკრიმინაციის დადგენის და სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, ქობულეთში მუსლიმი თემი საკუთარი პანსიონით ისევ ვერ სარგებლობს. საუბარია პანსიონზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა 2014 წელს საპროტესტო აქციებს მართავდა და შესასვლელ კარზე ღორის თავი მიაჭედეს. ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმის განხილვა ხელახლა დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 2016 წლის 19 სექტემბერს ქობულეთის პანსიონის საქმეზე დისკრიმინაციის ფაქტი …

ორი წლის განმავლობაში სახალხო დამცველს ხუთმა პირმა სთხოვა რასობრივი დისკრიმინაციის დადგენა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, 8 აპრილს მომხდარ ინციდენტზე გამოძიებას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. შავკანიანი სტუდენტების სტადიონიდან გაძევების და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. სტადიონიდან შავკანიანი სტუდენტების გაძევების შემდეგაც სოციალურ ქსელში ადამიანები წერდნენ, რომ რასობრივი დიკრიმინაცია საქართველოში არ ხდება. არც გამოძიება დაწყებულა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო და გრძელდება. სახალხო დამცველთან 2016 და 2017 წლებში …

Exit mobile version