საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საკუთარი თანაპარტიელების ცემას „ოცნების“ დეპუტატების მიერ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „ჩვენ პარლამენტში შევედით არა იმისთვის, რომ მოქალაქეები – მათ შორის ისინიც, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა – თავიანთი საჭიროებებისა და პრობლემების პირისპირ მარტო დაგვეტოვებინა. ჩვენი მიზანი იყო პარლამენტის ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენება ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და იმისთვის, …
Tag Archives: გახარია
გახარია: საქართველო, საზიანო პოლიტიკის შედეგად, სომხეთმა ჩაანაცვლა
გიორგი გახარია X-ზე [ყოფილი ტვიტერი] ეხმიანება სომხეთში გამართულ სამიტს და „ოცნების“ პოლიტიკას აკრიტიკებს. გახარია წერს, რომ სამხრეთ კავკასიის ლიდერი ქვეყანა, საქართველო, ფაქტობრივად სომხეთმა ჩაანაცვლა. „საქართველოს მთავრობის ანტიევროპული პოლიტიკის გამო, სამიტის მონაწილე არცერთ ლიდერს თავის გამოსვლაში საქართველო არ უხსენებია. ამავდროულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც სამიტს ესწრებოდა, ქვეყნის ინტერესების დასაცავად სიტყვაც არ დაუძრავს. ოდესღაც რეგიონული ლიდერი საქართველო, დღეს, …
Continue reading “გახარია: საქართველო, საზიანო პოლიტიკის შედეგად, სომხეთმა ჩაანაცვლა”
ვინ არის 12 დეპუტატი, რომლებიც გახარიას პარტიიდან პარლამენტში შედიან
დღეს, 20 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის. გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, რუსუდან თევზაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი, სოფო ხორგუანი – ეს იმ დეპუტატთა ჩამონათვალია, რომლებიც გახარიას პარტიის სახელით, პარლამენტში შევლენ. პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება „საქართველოსთვის“ წევრმა …
Continue reading “ვინ არის 12 დეპუტატი, რომლებიც გახარიას პარტიიდან პარლამენტში შედიან”
„ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს“ – გახარია
„ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს. ის ყველას მიუკაკუნებს კარზე, მათ შორის, მათ, ვინც დღეს ჩუმადაა, ფიქრობს, რომ მას არაფერი შეეხება და თავისი სიჩუმით ახალისებს მოძალადე რეჟიმს. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – წერს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია. ის ამ განცხადებით თბილისში დღეს, პირველ თებერვალს მიმდინარე პროცესებს …
ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილე დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე ამ დრომდე არ დაუკავებიათ
15 იანვრის ღამეს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, ასევე აჭარის არალეგიტიმური მთავრობის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ჯგუფურად ჯერ თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, შემდეგ კი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენეს. შემთხვევა 15 იანვარს, 00:00 საათის შემდეგ მოხდა. პოლიციას ამ დრომდე არავინ …
„ოცნება“ აქციას არაფორმალური დანაყოფებით არბევს, ისინი მაროდიორობენ კიდეც“ – გახარია
დღეს, 3 დეკემბერს, პარტია „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა, გიორგი გახარიამ განაცხაა, რომ „ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეციალურად შექმნილი არაფორმალური დაჯგუფებების მეშვეობით არბევს. „ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან, სპეციალური, სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფებების წევრები და არ განეკუთვნებიან შს სამინისტროს საპოლიციო ქვედანაყოფებს. ეს არაფორმალური დაჯგუფებები დიდი ალბათობით წარმოადგენენ კერძო დაცვის კომპანიებს. ჩვენ …
„ოცნებამ“ ქვეყნის დასავლური კურსი ოფიციალურად შეცვალა – გახარია
„გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით, რაც გაახმოვანა არალეგიტიმური პრემიერის, კობახიძის ენით“ – წერს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და ამ პროცესში მონაწილე პირების პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს: „გასაგებია, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მოღალატეობრივი ამ ნაბიჯის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეროვნული …
Continue reading “„ოცნებამ“ ქვეყნის დასავლური კურსი ოფიციალურად შეცვალა – გახარია”
არ დაესწროთ პარლამენტის პირველ სხდომას – გახარია ელჩებს მიმართავს
გიორგი გახარია საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს მიმართავს, არ დაესწრონ ახალი პარლამენტის პირველ სხდომას და არ მისცენ ლეგიტიმაცია ახალ პარლამენტს იმ ფონზე, როცა საქართველოს მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს, 21 ნოემბერს განაცხადა ბრიფინგზე. „მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატურ კორპუსს, პირველ რიგში აშშ-ის ელჩს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს – მინდა გთხოვოთ, რომ …
Continue reading “არ დაესწროთ პარლამენტის პირველ სხდომას – გახარია ელჩებს მიმართავს”
მოვითხოვთ, ცესკომ ამომრჩეველს მისცეს წვდომა ინფორმაციაზე სად და როდის მისცა ხმა – გახარია
პარტია „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი გიორგი გახარია ცესკოსგან მოითხოვს, გასაჯაროვდეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 76 791 ამომრჩევლის სრული ბაზა. ეს ბაზა უნდა გადაეცეს ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინდივიდუალურად უნდა შეეძლოს, გადაამოწმოს შემდეგი მონაცემები: მიიღო თუ არა მონაწილეობა არჩევნებში; რომელ უბანზე მიიღო მონაწილეობა; და რომელ საათზე მისცა ხმა. „დღეს ცესკო გამოვარდა და თქვა, …
„გახარია საქართველოსთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სია წარადგინა
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის 29 წევრი დაასახელა. დღეს, 26 სექტემბერს, „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის 29 წევრი წარადგინა, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, რომელიც 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება რეგიონში. სიის პირველი ნომერი გოჩა გუგუნავაა, სიაში სულ 14 ქალია. კოალიციის საარჩევნო ნომერია – 25. „გახარია საქართველოსთვის“ უმაღლესი საბჭოს სია: 1. …
Continue reading “„გახარია საქართველოსთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სია წარადგინა”
ჯემალ ანანიძე და აკაკი გვიანიძე გახარიას პარტიის საპარლამენტო სიაში არიან
დღეს, 25 სექტემბერს, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა. ამ სიაში ორი პირი არის ბათუმიდან – ჯემალ ანანიძე, ბათუმის ყოფილი მერი და აკაკი გვიანიძე, ბათუმის საკრებულოს მოქმედი წევრი. „გახარია საქართველოსთვის“ პარტიულ სიაში, 29 კანდიდატს შორის ცხრა ქალია. გიორგი გახარია; ნათია მეზვრიშვილი; დიმიტრი ცქიტიშვილი; კახაბერ ქემოკლიძე; ზვიად ძიძიგური; ზაზა თავაძე; ანა ბუჩუკური; ბერდია სიჭინავა; …
Continue reading “ჯემალ ანანიძე და აკაკი გვიანიძე გახარიას პარტიის საპარლამენტო სიაში არიან”
კარგია, რომ სამალავიდან გამოსვლა მოახერხა – გახარია ივანიშვილზე
„კარგია, რომ ივანიშვილმა საბოლოოდ მოახერხა სამალავიდან გამოსვლა. საბაბი სუსტი იყო. გამოწვევა მიღებულია“ – ასე გამოეხმაურა X-ზე [ყოფილი ტვიტერი] გიორგი გახარია, პარტია „გახარია -საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, დღეს, 30 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებას. დღეს, 30 დეკემბერს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის რანგში. პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობაზე დღეს მან გიორგი გახარია …
Continue reading “კარგია, რომ სამალავიდან გამოსვლა მოახერხა – გახარია ივანიშვილზე”
გახარია გმობს კობახიძის განცხადებას ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, გიორგი გახარია ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გმობს საქართველოს მთავრობის მიერ ელჩებზე [კელი დეგნანი; კარლ ჰარცელი] სიტყვიერი თავდასხმის ფაქტებს. გიორგი გახარია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროკავშირის მოქმედ ელჩს, კარლ ჰარცელს თავისი ვადა ამოეწურა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ის გააკრიტიკა. კობახიძის თქმით, …
Continue reading “გახარია გმობს კობახიძის განცხადებას ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით”
გახარიას პარტიიდან ნატალია ძიძიგური ბათუმის საკრებულოში ნინო ბაციაშვილს შეცვლის
პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებით, ბათუმის საკრებულოში ნინო ბაციაშვილს ნატალია ძიძიგური შეცვლის. ბაციაშვილმა საკრებულოს დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა თავის ფეისბუქგვერდზე. ნინო ბაციაშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარიას პარტიას არ ტოვებს, თუმცა სპორტული საქმიანობიდან გამომდინარე საკრებულოში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს. რაც შეეხება საკრებულოს ახალ წევრს, პარტიული სიის მიხედვით ბათუმის საკრებულოში თამილა ფაღავა უნდა შესულიყო, თუმცა როგორც პარტიის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა ირაკლი …
Continue reading “გახარიას პარტიიდან ნატალია ძიძიგური ბათუმის საკრებულოში ნინო ბაციაშვილს შეცვლის”
რა მოხდება ხვალ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე გახარიას გუნდის გარეშე
ვინ აირჩევს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს მაშინ, როცა უმრავლესობა „ოცნებას“ არ აქვს – ახლა ბათუმში ამომრჩევლის მთავარი ინტერესი სწორედ ამ საკითხისკენ არის მიმართული. ახალარჩეული საკრებულოს სხდომა, ცესკოს განკარგულების შესაბამისად, ბათუმში, ისევე როგორც სხვა თვითმმართველ ქალაქებში ხვალ, 3 დეკემბერს, უნდა გაიმართოს. სხდომებს შესაბამისი საოლქო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან, შემდეგ კი, თავმჯდომარის არჩევამდე, პირველი სხდომის წაყვანის უფლებამოსილება საკრებულოს უხუცეს …
Continue reading “რა მოხდება ხვალ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე გახარიას გუნდის გარეშე”
„ქართული ოცნების“ ლიდერები მარიონეტები არიან, ვერ გამამწარებენ – გახარია
დღეს, 7 ოქტომბერს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ მედიასთან საუბრისას „ქართული ოცნების“ ლიდერებს მარიონეტები უწოდა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან შესაძლოა მისი მისამართით ბრალდებები ისევ გაჟღერდეს, თუმცა „ოცნება“ მას მაინც ვერ გაამწარებს. „ქართული ოცნება“ ვერ გამამწარებს მარტივი მიზეზის გამო – იქ ვინც დღეს არიან ბოსები და ვინც „ქართული ოცნების“ სახელით საუბრობს, ამ ადამიანებს თავისი აზრის …
Continue reading “„ქართული ოცნების“ ლიდერები მარიონეტები არიან, ვერ გამამწარებენ – გახარია”
40 დღეში გახარიას პარტიას 700 000 ლარი შესწირეს, „ოცნებას“ – 8 მილიონამდე
2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიამ შემოწირულობის სახით 755 711 ლარი მიიღო. თითქმის ამდენივე იყო პარტიის ხარჯიც იგივე პერიოდში. რეკლამისთვის პარტიამ „საქართველოსთვის“ 336 566 ლარი დახარჯა, 367 038 კი სხვა ხარჯებზე გადაანაწილა. საერთო ჯამში კი, სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით, 703 604 – …
Continue reading “40 დღეში გახარიას პარტიას 700 000 ლარი შესწირეს, „ოცნებას“ – 8 მილიონამდე”
გახარია დებატებში იწვევს კალაძეს და მელიას
თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია თბილისის მერობის ორ კანდიდატს – კახა კალაძეს და ნიკა მელიას დებატებში იწვევს. “დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა! ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში!” – წერს გიორგი გახარია თავის ფეისბუქის …
Continue reading “გახარია დებატებში იწვევს კალაძეს და მელიას”
რას პასუხობს ტიტე აროშიძე გახარიას გუნდს კანდიდატების მოსყიდვაზე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ტიტე აროშიძე, თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატების მოსყიდვისა და შანტაჟთან დაკავშირებით გიორგი გახარიას გუნდს პასუხობს. ამის შესახებ გახარიას პარტიის ბათუმის ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართა. „დღეს გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ გააკეთა განცხადება, თითქოს სახელისუფლებო პარტიის სახელით აშინებენ მათ თანაგუნდელებს და მოუწოდებენ ფულის შეთავაზების სანაცვლოდ დატოვონ პარტია. მათთვის მნიშვნელოვანია გადააბრალონ ხელისუფლებას …
Continue reading “რას პასუხობს ტიტე აროშიძე გახარიას გუნდს კანდიდატების მოსყიდვაზე”
გახარიას პარტიის საარჩევნო ნომერი 25 იქნება
პარტიამ „საქართველოსთვის” 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია გაიარა და მისი საარჩევნო სახელწოდება იქნება „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიამ ასევე, მონაწილეობა მიიღო წილისყრის პროცედურაში და მას საარჩევნო რიგითი ნომერი – 25 მიენიჭა. 2021 წლის თვითმმართველობის საარჩევნო ბიულეტენში პარტია შემდეგი სახით იქნება წარმოდგენილი – №25 გახარია – საქართველოსთვის. გახარიამ მთავრობის მეთაურის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა „ქართული …
Continue reading “გახარიას პარტიის საარჩევნო ნომერი 25 იქნება”
გახარიას გუნდის წევრები – სია
ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს, 29 მაისს, პოლიტიკური მოძრაობა – “საქართველოსთვის” ყრილობაზე საზოგადოებას თავისი გუნდის წევრებიც წარუდგინა. შესაბამისად, გახარიას პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრები არიან: გიორგი ხოჯევანიშვილი – პარლამენტის წევრი; ანა ბუჩუკური – პარლამენტის წევრი; მიხეილ დაუშვილი – პარლამენტის წევრი; ბექა ლილუაშვილი – პარლამენტის წევრი; ალექსანდრე მოწერელია – პარლამენტის წევრი; ნათია მეზვრიშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი …
გახარიას თქმით, პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების დევნა ან წახალისება უნდა დასრულდეს
საკუთარი პარტიის პრეზენტაციაზე, დღეს 29 მაისს, გიორგი გახარიამ ზოგადად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც მისი აზრით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს იმისთვის რომ ქვეყანა განვითარდეს. მისი თქმით, სახელმწიფო მმართველობისა და ბიუროკრატიის რეფორმის გარეშე, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა შეუძლებელია. „ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების დევნა, დაყოფა ან წახალისება. დემოკრატიულ სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი საპარლამენტო დემოკრატიაში …
რაზე უნდა ვიდაოთ, როცა მოქალაქეებმა უკვე გადაწყვიტეს ევროპული მომავალი – გახარია
ამ წუთებში, თბილისში მე-11 პავილიონში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია მიმდინარეობს. გამოსვლისას გიორგი გახარიამ ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე ისაუბრა. „ჩვენ გვჭირდება ისეთ საკითხებზე საყოველთაო პოლიტიკური შეთანხმება, ყველა პოლიტიკური ძალის, ყველა პოლიტიკური პარტიის, ისეთ ზეპარტიულ საკითხებზე მაინც, რომელზეც ჩვენი მოქალაქეები დიდი ხანია უკვე შეთანხმდნენ. მაგალითად გაურკვეველია, რაზე უნდა იდაონ პოლიტიკურმა პარტიებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა როდესაც რუსულ ოკუპაციაზე …
Continue reading “რაზე უნდა ვიდაოთ, როცა მოქალაქეებმა უკვე გადაწყვიტეს ევროპული მომავალი – გახარია”
ბათუმის საკრებულოს წევრი გახარიასთან მიდის „ნაციონალებთან დაუსრულებელი კოჰაბიტაციის გამო“
ბათუმის საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ჭეიშვილი „ოცნებას“ ტოვებს და გახარიას გუნდში გადადის. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. საკრებულოს წევრი გადაწყვეტილების მიზეზად „დაუსრულებელ კოჰაბიტაციას“ ასახელებს და წერს, რომ არ დაივიწყებს ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ როლსაც. „რასაკვირველია, არ დამავიწყდება თავად ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” როლი, რისთვისაც ვარ მადლიერი და არაერთხელ აღმინიშნავს, თუმცა …
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხვალ დასახელდება – კობახიძე
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყება ხვალ, 19 თებერვალს და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში. „სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, 18 თებერვალს, სპეციალურ ბრიფინგზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე გააკეთა. გახარიამ თანამდებობიდან წასვლის მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა …
Continue reading “პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხვალ დასახელდება – კობახიძე”
8 თებერვლიდან ბაზრობები გაიხსნება
8 თებერვლიდან ბაზრობები იხსნება. ამის შესახებ დღეს, 4 თებერვალს, პრემიერმა გიორგი გახარიამ ისაუბრა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე. პრემიერის თქმით, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 4 პროცენტამდე ჩამოვიდა, რაც რიგი შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი გახდა. ყველა ტიპის ბაზრობის გახსნა 15 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი. ბათუმში, ყოფილი „უნივერსამის“ სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდნენ.
პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისას ჯარიმა გაორმაგდება – გახარია
„დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის შესახებ იმაზე, რომ როდესაც, მაგალითად, პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გაორმაგდეს,“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე დღეს, 4 თებერვალს. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარია. პრემიერის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვაც უნდა გამკაცრდეს. „ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ვერავინ …
Continue reading “პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისას ჯარიმა გაორმაგდება – გახარია”
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერჯერობით არ იმოძრავებს – გახარია
8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი საქართველოს ყველა ქალაქში ამოქმედდება, ასევე 15 თებერვლიდან სწავლა დაიწყება საკლასო ოთახებში. ამის შესახებ დღეს, 4 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. მანვე თქვა, რომ ჯერჯერობით არ იხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა არ განახლდა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, აქ ასევე არ დაწყებულა სასწავლო პროცესი სკოლებში. გიორგი გახარიას თქმით, ბოლო დღეების …
Continue reading “საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერჯერობით არ იმოძრავებს – გახარია”
სრული ლოქდაუნი არ იქნება – გახარია
დღეს, 29 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 3 იანვრის შემდეგ, ქვეყანაში სრული შეზღუდვის გამოცხადება არ იგეგმება. „როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. ამ გეგმაში არაფერი არ შეიცვლება. არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“, არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილებით, თუ ფეხით. ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება“, – ამბობს …
დენის გაზრდილ ტარიფს 2021 წელს სახელმწიფო დაასუბსიდირებს – გახარია
ელექტროენერგიის და წყლის გადასახადი გაიზრდება, – განაცხადა დღეს, 29 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ. თუმცა, მისი განცხადებით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ელექტროენერგიაზე „ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ“. „ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გახარიას თქმით, ტარიფების …
Continue reading “დენის გაზრდილ ტარიფს 2021 წელს სახელმწიფო დაასუბსიდირებს – გახარია”
ბიზნესისთვის დღგ-ს ავტომატურად დაბრუნება იწყება – გახარია
დღეს, 19 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო იწყებს ბიზნესისთვის დღგ-ს ავტომატური დაბრუნების პროექტის განხორციელებას, რაც პანდემიის პირობებში ბიზნესს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. „ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 150 ათას კომპანიას ექნება შესაძლებლობა ავტომატურად დაიბრუნოს დღგ. ყოველწლიურად, დაახლოებით მილიარდი ლარი მომენტალურად დაუბრუნდება ბიზნესს. ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სამუშაო …
Continue reading “ბიზნესისთვის დღგ-ს ავტომატურად დაბრუნება იწყება – გახარია”
თუ წესებს არ იცავენ, ასე სწავლის გაგრძელება არ შეიძლება – გამყრელიძე უნივერსიტეტებზე
საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, სკოლებისა და უნივერსიტეტების გადასაწყვეტია, ისინი სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ, თუ აუდიტორიებში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ როგორც სკოლებში, ასევე სასწავლო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებში სწავლის განახლება ინდივიდუალური გადაწყვეტილების საგანია. „შესაბამისი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ უნდა შეფასდეს, რა მასშტაბის დაზიანებაა ამა თუ იმ სკოლაში, უნივერსიტეტში და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება, ონლაინსწავლებაზე გადადის მხოლოდ ერთი …
19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება – გახარია
19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, მათ შორის საქალაქთაშორისოც. ამის შესახებ დღეს, 15 ოქტომბერს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ. მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნა ეპიდსიტუაციის სტაბილურობას უკავშირდება. სამაგიეროდ, როგორც გახარია ამბობს, ხვალიდან თბილისსა და ქუთაისში 22:00 საათის შემდეგ შეიზღუდება რესტორნების და ყველა გასართობი ცენტრების მუშაობ,. „ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ,“- …
Continue reading “19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება – გახარია”
ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა იწყება – გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება თანდათან იცვლება და როგორც მოსალოდნელი იყო, შემოდგომაზე ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა იწყება. გახარია აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს: „57 შემთხვევა, რომელიც გვქონდა დღეს და გუშინდელი 44 შემთხვევა პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება. თუმცა, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, …
Continue reading “ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა იწყება – გახარია”
ბათუმსა და ქობულეთში 1-ელ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურად დაიწყება – გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმსა და ქობულეთში სწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არა 15 სექტემბერს, არამედ 1-ელ ოქტომბერს დაიწყება. პრემიერის განცხადებით, მანამდე მოსწავლეები და სტუდენტები ბათუმში დისტანციურად ისწავლიან. „ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე, ბათუმში და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება, იქნება დისტანციურად, პირველი ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქობულეთში და ბათუმში ბავშვები კლასში …
Continue reading “ბათუმსა და ქობულეთში 1-ელ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურად დაიწყება – გახარია”
„მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, ბათუმს სჭირდება განაშენიანების გეგმა“ – გახარია
დღეს, 29 აგვისტოს, ბათუმის პორტში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა. თავის სიტყვაში გიორგი გახარიამ ბათუმში მიმდინარე მშენებლობებსა და ქალაქის განვითარების გეგმაზეც ისაუბრა. „ბოლო წლების განმავლობაში ბათუმში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ზუსტი გეგმა გვაქვს ყოველდღიური გაწერილი და ეს ბათუმის მშენებლობის ტემპებსაც ეტყობა. უნდა გვქონდეს ბათუმის განაშენიანების გენერალური …
Continue reading “„მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, ბათუმს სჭირდება განაშენიანების გეგმა“ – გახარია”