17 წლამდე მოქალაქეები 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 17 წლამდე საქართველოს მოქალაქე ყველა ბავშვი, მიიღებს ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას სექტემბრამდე. თუმცა, ბრიფინგის შემდეგ, ოფიციალურ ტექსტში მთავრობამ ბავშვების ასაკი დააზუსტა და დაწერა, რომ 200 ლარიან დახმარებას 17 წლის მოზარდებიც მიიღებენ. „ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დახმარება ბავშვისთვის, კრიზისში სოციალური მხარდაჭერისთვის. ბავშვები კომპენსაციას მიიღებენ სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, – ამბობს გახარია. აღნიშნული განცხადება …

300-ლარიანი კომპენსაცია 80 ათას თვითდასაქმებულს დაერიცხება – გახარია

დღეს, 6 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს 80 ათასი მოქალაქე, რომელთაც ვერ მოასწრეს სრული დოკუმენტაციის შეგროვება თვითდასაქმებულებისთვის გათვალისწინებული 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად, მიიღებს ერთჯერად დახმარებას. „ვინც ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს ყველა ვარიანტში ეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი, ერთჯერადი დახმარება. ყველანაირი შეფერხების გარეშე ეს თანხა სექტემბრამდე დაერიცხებათ“, – განაცხადა გახარიამ მთავრობის …

„გახსენით თურქეთთან საზღვარი,“ – გიგი უგულავა გახარიას მიმართავს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს და მოუწოდებს თურქეთთან საზღვარი გახსნას. გიგი უგულავას თქმით, ხელისუფლებამ მსგავსი სისტემა უნდა დანერგოს, რაც ტრაილერის  მძღოლებთან მიმართებაში აქვს და საზღვარზე შემომსვლელი ყველა პირი შეამოწმოს. „უკვე წლებია ჩვენი თანამოქალაქეები, იმის გამო, რომ აქ ვერ შოულობენ სამუშაოს, დადიან თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე. მე ვსაუბრობ ათიათასობით ადამიანზე, რომლებსაც საკუთარი …

გახარია „ოცნების“ ყალბ გვერდებზე და „ტოქსიკურ“ მედიაზე

ბათუმის ნავსადგურში, იქ, სადაც დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს და მეზღვაურები დააჯილდოვეს კიდეც, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. პრემიერმა დამრიგებლური ტონი მოირგო და ჟურნალისტებს ურჩია, რომ „ნერვებს გაფრთხილებოდნენ“. “ჩვენ ხომ არჩევნები გველოდება წინ, ელემენტარულ ეთიკასა და ქცევაზე უნდა შეთანხმდეთ. დავალებების მიღება ჟურნალისტების მიერ იქიდან გამომდინარე, მე რას ვამბობ, არ შეიძლება. მე ხომ არასოდეს მედიასთან …

„საზღვრები მაშინ გაიხსნება, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება“ – გახარია

დღეს, 29 ივნისს, ბათუმში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, საზღვრები მაშინ გაიხსნება, „როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება“. „როგორც ვიცით, საუბარია მეორე, უფრო გართულებულ ტალღაზე და ამას მომზადებული უნდა შევხვდეთ,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „ჩვენ შევძელით პანდემიის, ვირუსის რისკების მართვა და ეს უნდა იყოს დაფასებული. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში საქართველო მიაღწევს საერთაშორისო …

საპენსიო ასაკის პედაგოგების სკოლიდან გასვლის პროგრამა უნდა გაგრძელდეს – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას, განათლების სფეროზე საუბრის დროს განაცხადა, რომ საპენსიო ასაკის პედაგოგების პროფესიიდან, ჯილდოს სანაცვლოდ გასვლის პროცესი, ისევ უნდა გაგრძელდეს. „საპენსიო ასაკის 4 8426 პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ იყო ღირსეულ პენსიაზე გაგზავნილი, ეს ფულადი ჯილდო მოიცავდა ორი წლის ხელფასს და ამასთან, ჩვენ ქართველ მასწავლებლებს სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნდათ ჯანდაცვის დაზღვევაც. …

იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე მთავრობა გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, მთავრობა დღეს, 25 ივნისს, მიიღებს გადაწყვეტილებას დადგენილების სახით. „თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძენს საცხოვრებელ ფართს წლის ბოლომდე, სახელმწიფო ნაწილობრივ უსუბსიდირებს იპოთეკურ სესხს 5 წლის ვადით. რაც მისცემს მოქალაქეებს შესაძლებლობას, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ის გადაწყვეტილება, რაც ჰქონდათ მიღებული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა, განახორციელონ“, – განაცხადა …

მე-12-კლასელები სასწავლო წელს 20 მაისს დაასრულებენ – გახარია

დღეს, 15 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა. გიორგი გახარიას თქმით,  მე-12-კლასელები მიმდინარე სასწავლო წელს 20 მაისს დაასრულებენ, პირველკლასელები კი – 27 მაისს, დანარჩენები კი – 15 ივნისს. პრემიერის თქმით, ონლაინგაკვეთილებმა და ტელესკოლის დანერგვამ უზრუნველყო ის, რომ 2020 წლის სასწავლო წელი არ ჩავარდა.  „საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ,  ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდა და …

5 მაისიდან სამშენებლო სექტორი მუშაობას განაახლებს – გახარია

დღეს, 4 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალიდან, 5 მაისიდან, სამშენებლო სფეროში მომუშავე ყველა კომპანიას მუშაობის განახლება შეუძლია. ასევე, იმ კომპანიებს, რომლებიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით. „ყველა ის კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სამშენებლო ბიზნესთან, ხვალიდან მუშაობას შეძლებენ. თუმცა შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს სპეციალური გუნდი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე, გააგრძელებს მუშაობას. მოვუწოდებთ …

თვეში 200 ლარს მიიღებს ის, ვინც სამსახური დაკარგა – გახარია

დღეს 24 აპრილს საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა ის პირი, რომელმაც კრიზის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში. „რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. ჩვენ …

10 დღით ბათუმში, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში შესვლა-გამოსვლა იკრძალება – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალ 15 აპრილის 21:00 საათიდან, 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა იკრძალება. „ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსხვილ ქალაქებში მობილურობის დოზა კიდევ უფრო დავწიოთ ქვევით. გარდა ამისა, ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის ქვეყნის მასშტაბით გაგრძელების თაობაზე …

ბათუმის პორტში 63 000 კგ საკვები პროდუქტი და მედიკამენტები შემოვიდა

დღეს, 4 აპრილს, ბათუმის პორტში ორი გემით 63 000 კგ საკვები პროდუქტი და მედიკამენტები შემოვიდა. გემს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თრონიკე რიჟვაძე დახვდნენ. ერთ გემზე 40 000კგ საკვებ პროდუქტი იყო დატვირთული, ხოლო მეორე გემზე 23 000კგ საკვები და მედიკამენტები. პრემიერის განცხადებით, საქართველოს პორტებში უზრუნველყოფილია გემების უსაფრთხო და დროული …

ქალაქში გადაადგილებისას უნდა გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან, 31 მარტიდან, საქართველოში კარანტინი და კომენდანტის საათი ცხადდება, რის ფარგლებშიც ძალაში შედის გარკვეული აკრძალვები. გახარიას განცხადებით, ხვალიდან 21 აპრილამდე ნებისმიერი მოქალაქეს ნებისმიერ დროს, ქალაქში გადადაგილებისას, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, ცხადდება კომენდანტის საათი 31 მარტიდან 21 აპრილამდე და 21 საათიდან  დილის 6 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით გადაადგილება …

რა იკრძალება 31 მარტიდან საქართველოში – კარანტინი და კომენდანტის საათი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 30 მარტს, ქვეყანაში ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი გამოაცხადა. პრემიერის განცხადებით, ხვალ, 31 მარტს, ძალაში შედის შემდეგი აკრძალვები: სრულიად იკრძალება ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და  მუნიციპალიტეტებში, ასევე, ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს …

იკრძალება 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების სახლიდან გასვლა – გახარია

„აკრძალურია 70 წელს გადაცილებული ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქში, ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე. მან ქვეყანაში კარანტინი და კომენდანტის საათი გამოაცხადა, რაც გულისხმობს საღამოს 9 საათიდან დილის ექვს საათამდე ქუჩაში გადაადგილების შეზღუდვას, როგორც ფეხით, ისე …

საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე ქუჩაში გადაადგილება იკრძალება – კომენდანტის საათი

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა. კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება. პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე ცხადდება კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ. „ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი სწრაფი, თამამი გადაწყვეტილებებია,“ – თქვა გახარიამ.  

„გახარია თვალთხარია“ – ბათუმში პრემიერს ალტერნატივა ისევ პროტესტით დახვდა

„გახარიას ბათუმში ყველა ჩამოსვლაზე დისკომფორტს შევუქმნით,“ –  აცხადებენ „ალტერნატივას“ წევრები, რომლებიც პრემიერ გიორგი გახარიას სასტუმრო „ჰილტონთან“ დახვდნენ. პოლიციამ „ალტერნატივას“ წევრებს გიორგი გახარიასთან მიახლოების შესაძლებლობა არ მისცა. პოლიციამ კორდონი ისე მოაწყო, რომ „ალტერნატივას“ საპროტესტო პლაკატები გიორგი გახარიას არ დაუნახავს. ____ გიორგი გახარია დღეს ბათუმში იმყოფება შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად. ის დილით აჭარის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებოდა, …

გახარია აქციის დაშლაზე: ადრეც ჩემი პასუხისმგებლობა იყო, როგორც შს მინისტრის და ახლაც

პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, ის, რაც გუშინ განხორციელდა საპოლიციო ძალების მხრიდან რუსთაველის ქუჩაზე, როცა საპროტესტო აქცია დაშალა სპეცრაზმმა, იყო კანონიერი. გახარიას თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან რაც ხდებოდა, იყო უკანონობა. „ან საბედნიეროდ, ან სამწუხაროდ ეს შეკითხვა – ვინ გასცა ბრძანება, რაღაც მეორდება. ადრე ის, რაც ხდებოდა, იყო ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც …

გახარია ნატოს საბჭოს შეხვედრაზე: საქართველოს წევრობას ნატოში მხარს უჭერს მოქალაქეების 71%-ზე მეტი

ამ წუთებში ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა იმართება. რამდენიმე წუთის წინ ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის გამოსვლის შემდეგ, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა გიორგი გახარია, რომელმაც მადლობა გადაუხადა ნატოს წევრ ქვეყნებს იმისთვის, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ …

პრემიერ გახარიას პირველი კომენტარი: ვერ ვხედავ რა განსხვავებაა გავრილოვსა და სერგი კაპანაძეს შორის

მას შემდეგ, რაც დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა 98-ი ხმით, გახარიამ ჟურნალისტებთან პრემიერის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა. მან ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და თქვა, რომ ამ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის მოსმენაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ მოკურცხლა დარბაზიდან…“ გახარიამ ასევე ისაუბრა „ევროპულ საქართველოზეც“ და ამ პარტიის წევრსა და რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. „ევროპულმა …

„გახარია წადი“ – ბეშუმში პრემიერს საპროტესტო აქციით დახვდნენ

„გახარია წადი“ – ამ ლოზუნგით ბეშუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა შუამთობის დღესასწაულზე მისულ პრემიერ მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მიხეილ ბოლქვაძის თქმით, პოლიციელები პრემიერთან მიახლოვების საშუალებას არ აძლევდნენ მოქალაქეებს. „ჩვენ გვერდი ავუარეთ პოლიციის კორდონს და მივაწვდინეთ ჩვენი ხმა პრემიერს. ის იძულებული …

ივანიშვილი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს: რუსთავი 2-ის ფილიალი ხართ

ბიძინა ივანიშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, რომელიც მას კითხვებს უსვამდა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაზე, უთხრა: „დაწყნარდით შვილო, ნუ უზრდელობ.  როგორ ერთმანეთს გავხართ (იგულისხმა, საზოგადოებრივი მაუწყებელი და რუსთავი 2),  გიორგი გახარიამ დაიცვა რუსთავი 2-ის მეპატრონეები, თქვენიც (საზ.მაუწყებლის),“-განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, სადაც ის პარტიულ შეხვედრას დახურულ ფორმატში მართავდა. ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან  დაკავშირებით განაცხადა, …

ჩაქვში „წადი გახარია“ ბანერის გამოფენისთვის ზედამხედველობამ აქტივისტები 7-ჯერ დააჯარიმა

ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე, აქტივისტების მიერ გამოფენილი ბანერის – „წადი გახარიას“ გამო ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახური აქტივისტებს აჯარიმებს. „ყოველდღე მოდიან, გვთხოვენ პირადობის მოწმობებს, მაგრამ ჩვენ არ ვაძლევთ. წერენ რაღაც ოქმებს და გვეუბნებიან, რომ ჯარიმები მოგვივა. თუმცა კონკრეტულად ვის სახელზე წერენ ჯარიმას, არ ვიცით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი აქტივისტი, ხათუნა ბერიძე. მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახური მათ ეუბნება, …

Exit mobile version