მთავარი,სიახლეები

გახარიას პარტიის საარჩევნო ნომერი 25 იქნება

08.08.2021
გახარიას პარტიის საარჩევნო ნომერი 25 იქნება

პარტიამ „საქართველოსთვის” 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია გაიარა და მისი საარჩევნო სახელწოდება იქნება  „გახარია – საქართველოსთვის“

პარტიამ ასევე, მონაწილეობა მიიღო წილისყრის პროცედურაში და მას საარჩევნო რიგითი ნომერი – 25 მიენიჭა.

2021 წლის თვითმმართველობის საარჩევნო ბიულეტენში პარტია შემდეგი სახით იქნება წარმოდგენილი –  №25 გახარია – საქართველოსთვის.

გახარიამ მთავრობის მეთაურის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა „ქართული ოცნების“ და მთავრობის სხვა ლიდერებთან შეუთანხმებლობის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით.

ახალი პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ გიორგი გახარიამ 29 მაისს წარადგინა.

ამავე თემაზე: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/349963/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: