მთავარი,სიახლეები

კარგია, რომ სამალავიდან გამოსვლა მოახერხა – გახარია ივანიშვილზე

30.12.2023
კარგია, რომ სამალავიდან გამოსვლა მოახერხა – გახარია ივანიშვილზე

„კარგია, რომ ივანიშვილმა საბოლოოდ მოახერხა სამალავიდან გამოსვლა. საბაბი სუსტი იყო. გამოწვევა მიღებულია“ – ასე გამოეხმაურა X-ზე [ყოფილი ტვიტერი] გიორგი გახარია, პარტია „გახარია -საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, დღეს, 30 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებას.

დღეს, 30 დეკემბერს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის რანგში. პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობაზე დღეს მან გიორგი გახარია მოიხსენია, როგორც მოღალატე.

„ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა“ – განაცხადა ივანიშვილმა.

ამავე თემაზე: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/510860/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: