ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ქობულეთის სოფელ კვირიკეში მთა დაშალეს. კუნძულის მშენებელი კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქვებს და ლოდებს აჭარაში სხვა ადგილებშიც მოიპოვებს. კომპანია ქვიშა-ხრეშს მდინარე ჭოროხის კალაპოტიდანაც იღებს. თითქმის ყველა შემთხვევაში კომპანია სასარგებლო წიაღისეულს ულიცენზიოდ მოიპოვებს – ლიცენზიისგან მას „ოცნების“ მთავრობა ათავისუფლებს განკარგულებებით, რომლებსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე …
Tag Archives: გარემოს დაცვა
არდაგანის ტბაში თევზები დაიხოცა – რას ამბობს გარემოს დაცვა
15 მაისს ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზების დახოცვის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას გარემოს დაცვის სამსახური ადასტურებს. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, დეპარტამენტში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გავიდნენ ბათუმში, არდაგანის ტბაზე, სადაც დაფიქსირდა თევზების დახოცვის ფაქტი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა შესაბამისი უწყების მიერ დაწყებულია მოკვლევა. თევზების დახოცვის მიზეზის დასადგენად, ჩატარდება ლაბორატორიული კვლევა“ – აცნობეს „ბათუმელებს“ უწყებიდან. ეს …
Continue reading “არდაგანის ტბაში თევზები დაიხოცა – რას ამბობს გარემოს დაცვა”
შუახევში სახლში დათვის ბელი შეიპარა – ოჯახმა 112-ში დარეკა
შუახევში, ერთ-ერთ სოფელში დათვის ბელი სახლში შეიპარა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ოჯახმა 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა: “ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა პატარა სტუმარი უსაფრთხოდ გამოიყვანეს სახლიდან, გამოკვებეს და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურს გადასცეს”.
ეგრისის ეროვნული პარკის პროექტზე 3 მლნ-მდე ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან
„ოცნების“ პარლამენტში ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისიამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, სამეგრელოში, კერძოდ, სამი მუნიციპალიტეტის – წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ 37 074 ჰა ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი უნდა მიენიჭოს. მომხსენებლის თქმით, ახალ პარკს, ეგრისის ეროვნული პარკი ერქმევა და მისი მიზანი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ეკოსისტემებისა და კირქვიანი მასივების ლანდშაფტების, …
Continue reading “ეგრისის ეროვნული პარკის პროექტზე 3 მლნ-მდე ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან”
7,7 მილიონი ბათუმისა და ქობულეთის პლაჟების დროებით შესანარჩუნებლად – დაუცველი სანაპირო
ბათუმისა და ქობულეთის პლაჟების შესანარჩუნებლად 2026 წელს აჭარისა და საქართველოს ბიუჯეტებიდან ჯამში 7,7 მილიონი ლარია გამოყოფილი. თანხა პლაჟების ხელოვნურ კვებას მოხმარდება – სანაპიროზე საერთო ჯამში 250 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა შეიტანონ. აქედან 140 ათასი კუბური მეტრი ქობულეთის პლაჟზე, 110 ათასი კი – ბათუმის პლაჟზე. სპეციალისტები უკვე წლებია აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ მხოლოდ ხრეშის პერიოდული შეტანა …
ბათუმის აეროპორტის გაფართოება გზშ-ს გარეშე გაგრძელდება
ბათუმის აეროპორტი თვითმფრინავების სადგომ ბაქანს და მგზავრთა მიმღები ტერმინალის შენობას აფართოებს. სამუშაოები აეროპორტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე დაიწყო, ვინაიდან ამ სამუშაოებისთვის გზშ-ს მომზადება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საჭიროდ არ მიიჩნია. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში აეროპორტმა სააგენტოს ისევ მიმართა. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ამჯერად დღის წესრიგში ბაქნის დამატებით 500 კვ/მეტრით გაფართოების აუცილებლობა დადგა. „2025 წლის 11 აგვისტოს გაცემული …
Continue reading “ბათუმის აეროპორტის გაფართოება გზშ-ს გარეშე გაგრძელდება”
„ამბასადორი“კუნძულისთვის ჭოროხიდან კიდევ 535 800 კუბ.მ ხრეშს ამოიღებს – კობახიძის ახალი განკარგულება
ბათუმში მშენებარე ხელოვნური კუნძულისთვის კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ჭოროხიდან ხრეშის ამოღებას კიდევ მინიმუმ ერთი წელი გააგრძელებს. „ოცნების“ მთავრობამ კომპანია ამჯერადაც გაათავისუფლა ლიცენზიისგან და კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ამოღების უფლება მისცა. 1 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშში კი მხოლოდ 1 ლარს და 30 თეთრს გადაიხდის. „ამბასადორი“ მთავრობის ნებართვით ხრეშს ულიცენზიოდ ჭოროხიდან აქამდეც იღებდა. სპეციალისტების მტკიცებით, ჭოროხიდან ხრეშის მშენებლობისთვის ამოღება …
ხელოვნური კუნძულისთვის „ამბასადორი“ ქობულეთში 1,5 მლნ კუბურ მეტრ მასალას მოიპოვებს ულიცენზიოდ
ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ამჯერად ულიცენზიოდ 1,5 მილიონ კუბურ მეტრ სასარგებლო წიაღისეულს ქობულეთის სოფელ კვირიკეს მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვებს. კომპანიას 1 კუბურ მეტრ წიაღისეულში მხოლოდ 24 თეთრის გადახდა მოუწევს. ბათუმში კი კომპანია ტროტუარის გასწვრივ ლითონის ღობეს აწყობს, მათ შორის ქალაქის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზეც. აქვს თუ არა შესაბამისი ნებართვა „ამბასადორს“? – ქალაქის მერიიდან პასუხი …
კუნძულისთვის ხრეშს ჭოროხიდანაც ამოიღებენ – მთავრობამ „ამბასადორს“ ადგილი 3 წლით გადასცა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს მდინარე ჭოროხის ნაპირიდანაც ამოიღებს. მთავრობის 2024 წლის 17 სექტემბრის განკარგულებით, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, „ამბასადორს“ მდინარე ჭოროხის მიმდებარედ, სოფელ ახალსოფელში 15 042 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთი 3 წლით, იჯარით გადაეცა. კომპანია ყოველწლიურად საიჯარო ქირას – 84 904 ლარს გადაიხდის. ამასთან, კომპანიას „შესაბამისი ხელშეკრულების …
„გზასაც კი არ გვიკეთებენ“ – რას ამბობენ სოფელში, სადაც ბათუმის ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან
„კარგია, თუ კეთდება კუნძული, მაგრამ გლეხისთვის არაფერი არ კეთდება, სოფელს ამით სარგებელი არ აქვს, სოფელს რამე ხომ უნდა წაადგეს?“ – ქობულეთში, სოფელ ხალაში მცხოვრები აკაკი ბერიძე ერთადერთი არაა, ვისაც ხელისუფლებასთან შეკითხვები აქვს. სოფელში, სადაც 10 წელზე მეტია ტონობით ინერტულ მასალას მოიპოვებენ, ამჯერად ახალი კარიერისთვის გზა გაჰყავთ მთებში – ახალი კარიერი მოსახლეობასთან ბევრად უფრო ახლოს იქნება, …
დანაგვიანებული გომისმთა – ფოტორეპორტაჟი
აჭარა-გურიის საზღვარზე არსებული ულამაზესი გომის მთა ზღვის დონიდან დაახლოებით 2755 მეტრზე მდებარეობს. გომისმთა ცნობილია თავისი ღრუბლებისა და ნისლების „ტბით“, რომლის საცქერლად აქ ასობით ტურისტი ამოდის. ღრუბლების ზღვაში ჩამავალი მზე თუ ნისლებში მზის ამოსვლა დაუვიწყარ სანახაობას ქმნის. თუმცა, ამ მწვანე და მშვენიერ კურორტზე შეხვდებით საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანებულ ადგილებსაც, რაც ერთგვარ დისონანს ქმნის. ნაგვის ურნები ძირითადად კურორტის …
მწვანე ტბასთან ინერტული მასალის მოპოვება განახლდება – მთავრობის განკარგულება
საქართველოს მთავრობამ კერძო კომპანია New Road ხულოში, მწვანე ტბის მიმდებარე ადგილებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. მთავრობის 2024 წლის 2 სექტემბრის განკარგულებით New Road-ს უფლება აქვს 2024 წლის 9 დეკემბრამდე რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯამში 198 701 კუბური მეტრი წიაღისეული- ანდეზიტის ლოდნარი მოიპოვოს. წიაღისეულის/ინერტული მასალის მოპოვება კომპანიას 3 ადგილზე შეუძლია და ლიცენზიისგან გათავისუფლების სანაცვლოდ ბიუჯეტში 596 ათას …
Continue reading “მწვანე ტბასთან ინერტული მასალის მოპოვება განახლდება – მთავრობის განკარგულება “
არასდროს დავრეგისტრირდებით რუსული კანონის რეესტრში – ასოციაცია „ფლორა და ფაუნა“
ასოციაცია „ფლორა და ფაუნა“ უცხადებს, რომ არ დარეგისტრირდება რუსული კანონის რეესტრში. „ასოციაცია „ფლორა და ფაუნა“, არც ახლა და არც არასდროს არ დარეგისტრირდება რუსული კანონის რეესტრში. ეს ჩვენთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად მიუღებელი. შესაბამისად, ვაჩერებთ საქმიანობას ფინანსური კუთხით (რადგან დაგვაჯარიმებენ და დაგვაყადაღებენ), თუმცა თემატურად ისევ აქტიურები ვიქნებით“, – აცხადებს ორგანიზაცია და განცხადებას ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს. …
Continue reading “არასდროს დავრეგისტრირდებით რუსული კანონის რეესტრში – ასოციაცია „ფლორა და ფაუნა“”
ბათუმში, ვარშანიძის ქუჩაზე, ხეები ჩააბეტონეს – რას ამბობს მუნიციპალური ინსპექცია
ბათუმში, ვარშანიძის ქუჩაზე, ხეები დააბეტონეს. მერიის გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, ინფორმაციის მიღების შემდეგ ისინი დაუკავშირდნენ მუნიციპალურ ინსპექციას. „მე როგორც გადმომცეს, ინფორმაცია მიწოდებული აქვს მუნიციპალურ ინსპექციას და რეაგირება იქნება. ვინ ჩააბეტონა ხეები, ვერ გეტყვით, არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. როგორც ვიცი, კერძო საკუთრებაშია ტერიტორიის გარკვეული ნაწილი და ორი ხე იყო მხოლოდ ქალაქის ნაწილში“ – ამბობს ბათუმის მერიის გამწვანების …
Continue reading “ბათუმში, ვარშანიძის ქუჩაზე, ხეები ჩააბეტონეს – რას ამბობს მუნიციპალური ინსპექცია”
მარტვილში საპროტესტო აქციას „ბალდის კანიონის გადასარჩენად”, სხვა ქალაქებიდანაც უერთდებიან
ამ წუთებში, მარტვილში, მერიის შენობასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია “ბალდის კანიონის გადასარჩენად”. მოსახლეობა ბალდის კანიონის კერძო ინვესტორისთვის გადაცემას გასული წლის შემოდგომიდან აპროტესტებს. სოფელში კარავია გაშლილი, სადაც ადგილობრივები ღამეს ათევენ. დღეს საპროტესტო აქციას მარტვილის ცენტრში, სხვა ქალაქებიდანაც უერთდებიან. „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ 2022 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალდის კანიონი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ბუნების ძეგლია, კერძო კომპანიას – 40 …
ბათუმში 564 მძღოლი დააჯარიმეს ავტომანქანის მავნე გამონაბოლქვის გამო
2023 წლის 4 სექტემბრიდან 2024 წლის 23 იანვრამდე, საქართველოში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3243 პირი დააჯარიმეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ახორციელებს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 1502 ჯარიმა დაწერეს თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე; 707 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 564 – …
Continue reading “ბათუმში 564 მძღოლი დააჯარიმეს ავტომანქანის მავნე გამონაბოლქვის გამო”
თევზჭერის ელექტროშოკური აპარატის დამზადება და შენახვა დასჯადი ხდება – პროექტი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს თევზჭერის იარაღების რეგულირებას და დადგენილი წესების დარღვევისთვის შესაბამის პასუხისმგებლობებს განსაზღვრას. ცვლილებების პროექტი მთავრობამ 25 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მოიწონა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ მართალია, წელს ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერა გახდა …
Continue reading “თევზჭერის ელექტროშოკური აპარატის დამზადება და შენახვა დასჯადი ხდება – პროექტი”
შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება
შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება, 65 000 ლარიანი ჯარიმა იზრდება და 100 000 ლარი ხდება – ამის შესახებ 25 დეკემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა. მან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევაზე სანქციები მკაცრდება. სამინისტროს ცნობით, საქართველოს ტერიტორიულ წლებში შავი ზღვის დაბინძურების …
Continue reading “შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება”
გარემოსდაცვის ექპერტი: ხელოვნური კუნძულის გზშ-მ ბევრი კითხვა გამიჩინა
„შეიძლება, კუმულაციურად რისკის ქვეშ დააყენოს სხვა ტერიტორიები, ვგულისხმობ იმას, რომ ზღვის დინამიკა შეიცვალოს მთლიანად და აქ თუ არ მოხდა დაწოლა, სხვაგან მოხდეს დაწოლა… მიზანშეწონილობა უნდა გამოვიდეს აქედან: კუმულაციურად ამან ხომ არ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კოლაფსი ბათუმის განვითარებაში?“ – კითხულობს ნინო ჩხობაძე, ექსპერტი გარემოსდაცვით საკითხებში და არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი. ნინო ჩხობაძეს …
Continue reading “გარემოსდაცვის ექპერტი: ხელოვნური კუნძულის გზშ-მ ბევრი კითხვა გამიჩინა”
„აუტანელი სუნია და ხმაური“ – ავტოსახელოსნოს მეზობლები, როცა ჯარიმა არაფერს ცვლის
„აუტანელი სუნია და ხმაური, ვერ შეისუნთქავ, ფანჯარას ვერ გამოაღებ,“ – გვიყვება ნინო შავიშვილი, რომელიც მეზობლებთან ერთად ბათუმში, ვარშანიძის ქუჩაზე ავტოსახელოსნოს არსებობას აპროტესტებს. ვარშანიძის ქუჩაზე ჯერ კიდევ ორსართულიანი სახლების დასახლებაა შემორჩენილი. ერთ-ერთი სახლის ნაცვლად კი, რკინის დიდი კონსტრუქცია გაჩნდა. 2023 წლის დასაწყისში ვარშანიძის #38-ის სამეზობლო ცემენტის დისტრიბუციას აპროტესტებდა. ცემენტის საბითუმო ვაჭრობა პროტესტის შემდეგ დაიხურა, რამდენიმე თვის …
Continue reading “„აუტანელი სუნია და ხმაური“ – ავტოსახელოსნოს მეზობლები, როცა ჯარიმა არაფერს ცვლის”
4 ქალაქში ავტომანქანების გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო – ჯარიმა 100 ლარიდან იწყება
საქართველოს ოთხ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში ავტოტრანსპორტის ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო. გამონაბოლქვს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გააკონტროლებს. აღნიშნული ქალაქების ტერიტორიაზე ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, პირველ შემთხვევაში გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარით. 100 ლარით დაჯარიმდება მძღოლი იმ შემთხვევაშიც, თუ ხილული გამონაბოლქვის მქონე …
უკანონო ნადირობის 97 ფაქტი 13 დღეში – დაფიქსირდა აკრძალული იარაღით ნადირობაც
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნადირობის სეზონის დაწყებიდან [19 აგვისტოდან] 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოავლინეს. „უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 30 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში. 26 ფაქტია გამოვლენილი იმერეთში, 11 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10 – შიდა ქართლში, 7 – კახეთში, ასევე 7 ფაქტია აღკვეთილი სამცხე-ჯავახეთში, 3-3 ფაქტი …
Continue reading “უკანონო ნადირობის 97 ფაქტი 13 დღეში – დაფიქსირდა აკრძალული იარაღით ნადირობაც”
რას დგამენ ბათუმის ცენტრალური პარკში, სადაც მინდორი დააბეტონეს
ბათუმის ცენტრალურ პარკში, კოლონადების უკან, შუა მინდორში ბეტონი დააგეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით აქ ჰაერის მონიტორინგის ჯიხური უნდა განთავსდეს. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ქალაქის მერიას დავუკავშირდით. ბათუმის მერიამ მთელი დღის განმავლობაში არ მოგვაწოდა პასუხი კითხვებზე – რა შენდება ამ ადგილზე, რატომ შეირჩა კონკრეტულად ეს ადგილი და სამუშაოები შეთანხმებულია თუ არა მერიის შესაბამის სამსახურებთან. გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაგვიდასტურეს, რომ …
Continue reading “რას დგამენ ბათუმის ცენტრალური პარკში, სადაც მინდორი დააბეტონეს”
Okaidi X სადაგი – ერთად ვიზრუნოთ შავ ზღვაზე!
გარემოს დაცვის ღონისძიება ბათუმში, საბავშვო ტანსაცმელების ბრენდი Okaidi-ს ორგანიზებით. თანამედროვე სამყაროში გარემოს დაცვა და განსაკუთრებით წყლის დაბინძურება უზარმაზარ პრობლემად იქცა, საქართველოშიც ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით ბინძურდება სანაპირო ზოლი, რასაც ნაპირზე უყურადღებოდ დატოვებული ნარჩენი იწვევს. ნარჩენების წყალში მოხვედრა აზიანებს როგორც ზღვის ბინადრებს ასევე უარყოფით გავლენას ახდენს მთლიან ციკლზე და ადამიანზეც. კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის გაცნობიერება და გარემოსდაცვითი …
Continue reading “Okaidi X სადაგი – ერთად ვიზრუნოთ შავ ზღვაზე!”
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ დედამიწის დღის კვირეულს აღნიშნავს
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ყოველწლიურად დედამიწის დღის კვირეულს აღნიშნავს. კვირეულის ფარგლებში კომპანიის გარემოსდაცვითი გუნდის თანამშრომლები ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის, ხვდებიან „შუახევიჰესის“ არეალში მდებარე სკოლების მოსწავლეებს, რათა გაუზიარონ ინფორმაცია გარემოსდაცვით საკითხებზე. დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კომპანიის მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შუახევის საჯარო სკოლას ესტუმრნენ. „ჩვენი კომპანიის გარემოსდაცვითი გუნდი აქტიურად მუშაობს ახალგაზრდა თაობასთან, რათა გავზარდოთ ცნობიერება გარემოსდაცვით …
Continue reading “კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ დედამიწის დღის კვირეულს აღნიშნავს”
„ვიხრჩობით ცემენტში“ – მოქალაქე ბათუმში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ბიზნესის წინააღმდეგ
„ვიხრჩობით ცემენტში, საშინელი მტვერია, მთელი დღე ფანჯარას ვერ გააღებ, ზოგჯერ ღამითაც მუშაობს ტრაქტორი, ტრაილერები იცლებიან, ხმაურია,“ – ამბობს ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩაზე მცხოვრები მადონა ვარშანიძე. იგი თავისი სახლის გვერდით და მჭიდროდ დასახლებულ უბანში ცემენტის საწყობის არსებობას აპროტესტებს. „აქედან მარაგდება სხვა მაღაზიებიც, როგორც გავიგე, ბაგრატიონის ქუჩაზე პირდაპირ ქუჩაში ცლიან მანქანებს. სხვა რეგიონებშიც ამ საწყობიდან მიაქვთ ცემენტი“ …
დიზელის სინჯებში დარღვეულია გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ცნობით, საქართველოში 29 ავტოგასამართ სადგურზე დიზელის საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა. ნიმუშებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აიღეს საავტომობილო ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯი, მათში ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელობების მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. უწყების …
ზღვის დონის მატება 27 სმ-ით გარდაუვალია გრენლანდიის ყინულის დნობის გამო – კვლევა
გრენლანდიის ყინულის დნობით გამოწვეული ზღვის დონის მნიშვნელოვანი მატება „გარდაუვალია“, წერს ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ბრიტანული „გარდიანი“. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გრენლანდიის ყინულის დნობის შედეგად ზღვის დონის მინიმუმ 27 სანტიმეტრით მატება გარდაუვალია, რადგან გლობალური დათბობის გამო 110 ტრილიონზე მეტი ტონა ყინული დნება. მეცნიერები ასკვნიან, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კლიმატის კრიზისის გამომწვევი წიაღისეული საწვავის წვა ერთ ღამეში …
Continue reading “ზღვის დონის მატება 27 სმ-ით გარდაუვალია გრენლანდიის ყინულის დნობის გამო – კვლევა”
თურქეთში მარმარილოს ზღვიდან 53 ტონა ნაგავი ამოიღეს, დიდი ნაწილი პლასტმასაა
თურქეთში, მარმარილოს ზღვაში, გარემოსდამცველმა აქტივისტებმა 9 თვეში 53 ტონა ნაგავი შეაგროვეს – წერს თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“. გამოცემის ცნობით, მარმარილოს ზღვაში აღმოჩენილი ნარჩენების დიდი ნაწილი პლასტმასაა. აქტივისტები მუშაობდნენ კამპანიის – „ლურჯი სუნთქვა“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ზღვის დაბინძურებისა და მისი გაწმენდის გზების შესახებ. მარმარილოს ზღვაში 9 თვის განმავლობაში შეგროვებული ნარჩენები დაახლოებით 46 000 …
Continue reading “თურქეთში მარმარილოს ზღვიდან 53 ტონა ნაგავი ამოიღეს, დიდი ნაწილი პლასტმასაა”
ბათუმის ცენტრალურ პარკში ჰაერის მონიტორინგის სადგურს განათავსებენ
ბათუმის ცენტრალურ პარკში გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატურ სადგურს განათავსებს. სადგური, რომელიც შეიცავს სხვადასხვა მოწყობილობას, სენდვიჩ პანელისაგან დამზადებულ ჯიხურში იქნება მოთავსებული. სადგური ჰაერის ხარისხს რამდენიმე დამაბინძურებელზე ავტომატურად გააკონტროლებს. გარემოს ეროვნული სააგენტო ასეთ სადგურს ბათუმის გარდა კიდევ 7 ადგილზე დაამონტაჟებს – თბილისში, რუსთავში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და მესტიაში. სააგენტო ასევე შეიძენს ერთ …
Continue reading “ბათუმის ცენტრალურ პარკში ჰაერის მონიტორინგის სადგურს განათავსებენ”
რა დარღვევები აღმოაჩინეს მდინარე ბარცხანასთან არსებულ ფარმაცევტულ საწარმოში
ბოლო ორი კვირის განმავლობაში მდინარე ბარცხანამ მინიმუმ ორჯერ მიიღო ლილისფერი. მდინარის დაბინძურების მიზეზის დასადგენად „ბათუმელები“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა, რის შემდეგაც უწყების რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, ბაქრაძის ქუჩისა და მდინარე ბარცხანის დასახლების მიმდებარედ განთავსებული საწარმოები გადაამოწმეს. ვინაიდან, ადგილობრივი მოსახლეობა მდინარის დაბინძურებას უკავშირებდა მიმდებარედ განთავსებულ ზეთის საწარმოსა და ფარმაცევტული საწარმოს საქმიანობას, დეპარტამენტმა ეს ორი საწარმო შეამოწმა. …
Continue reading “რა დარღვევები აღმოაჩინეს მდინარე ბარცხანასთან არსებულ ფარმაცევტულ საწარმოში”
სად გადავყაროთ ნაგავი ხულოში? – „არ ვითხოვთ ძვირადღირებულ ნაგვის ურნებს“
ხულოში მოსახლეობა ნაგვის ურნების სიმცირეზე საუბრობს. მუნიციპალიტეტში არ არის ნაგვის ურნების საკმარისი რაოდენობა და არსებული ურნების დაცლაც ხშირად დროულად არ ხდება. სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სოფელ რიყეთიდან, მაია კოჩალიძე ამბობს, რომ რიყეთში დაახლოებით 7-8 ნაგვის ურნაა და ყველა მათგანი სოფლის ცენტრალურ გზაზეა. მისი თქმით, არ ხდება ნაგვის ურნების დროული დაცლა, ამასთან, ნაგვის ურნები არ დგას სოფლის …
Continue reading “სად გადავყაროთ ნაგავი ხულოში? – „არ ვითხოვთ ძვირადღირებულ ნაგვის ურნებს“”
ნარჩენების დახარისხება – რა აჩვენა ექსპერიმენტმა ბათუმსა და თბილისში
რამდენად მზად არის საქართველოში მოსახლეობა ნარჩენების დახარისხებისთვის [სეპარირებისთვის]? – საპილოტე პროექტის ფარგლებში ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელიც ამის შემოწმებას ისახავდა მიზნად, საქართველოს ორ დიდ ქალაქში, ბათუმსა და თბილისში შედგა, გაეროს განვითარების პროგრამისა და ბათუმისა და თბილისის მერიების თანამშრომლობით. ექსპერიმენტი 8 კვირას გაგრძელდა. პლასტმასის ბოთლების შესაგროვებლად ბათუმში 15 ურნა დაიდგა, თბილისში კი – 25. ბათუმში ექსპერიმენტის ავტორებმა ურნები …
Continue reading “ნარჩენების დახარისხება – რა აჩვენა ექსპერიმენტმა ბათუმსა და თბილისში”
„ქვიშა-ხრეშს საქვირითე ადგილებშიც კი მოიპოვებენ“ – როგორ ნადგურდება მდინარეები და თევზები
საქართველოს დიდსა თუ პატარა მდინარეების აუზში ქვიშა-ხრეშის, ეგრეთ წოდებული ინერტული მასალების მოპოვება გახშირდა. ეს პროცესი ხშირად უკონტროლო და დაურეგულირებელია. მდინარეების პირდაპირ ცოცხალი კალაპოტიდან ინერტული მასალების მოპოვება მავნედ ზემოქმედებს მდინარის ეკოსისტემაზე. გავლენა იმდენად დიდია, რომ ხშირად დაღრმავებული ფსკერის აღდგენას მდინარე ვეღარ ახერხებს პირვანდელი სახით. როგორ ზიანდება მდინარის ეკოსისტემა ქვიშა-ხრეშის მოპოვებით, რამდენად სთხოვს სახელმწიფო, გარემოს დაცვის სააგენტო …
გაზის მძაფრი სუნი ბათუმში – რა გაარკვია გარემოსდაცვამ
მიმდინარე წლის 8 იანვარს, ბათუმში გავრცელებული გაზის მძაფრი სუნის მიზეზებზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ფაქტობრივად ვერაფერი გაარკვია. დეპარტამენტმა შესწავლა დაასრულა, მძაფრი სუნის გამომწვევი მიზეზი კი მაინც გაურკვეველი დარჩა. დეპარტამენტის მიერ ამ ფაქტის მოკვლევის შედეგებს „ბათუმელები“ თითქმის ერთი თვე ელოდებოდა. ბათუმში ნავთობის გაზის მძაფრი სუნის გავრცელება 8 იანვარს, დაახლოებით შვიდი საათისთვის დაიწყო. მოქალაქეები სოციალურ ქსელში იმასაც წერდნენ, …
Continue reading “გაზის მძაფრი სუნი ბათუმში – რა გაარკვია გარემოსდაცვამ”
შავი ზღვის ორაგული აჭარაში „ხელვაჩაური 1“ ჰესის გამო გაქრა – რა ელის სხვა სახეობებს
შავი ზღვის ორაგული მხოლოდ შავი ზღვის აუზში გავრცელებული თევზის ენდემური სახეობაა, მსოფლიო იქთიოლოგებმა ის დამოუკიდებელ სახეობად გამოყვეს და მისი ლათინური სახელწოდებაა Salmo labrax. შავი ზღვის აუზის გარდა სხვაგან არსად გვხვდება თევზის ეს სახეობა. საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში შავი ზღვის ორაგული აფხაზეთის გარდა ყველგან გაქრა. მისი წონა 16, 20 კილოგრამს აღწევს და ძვირფას თევზად მიიჩნევა. …