მდინარე ბზანამ კალაპოტი იცვალა

 

 

წუხელ განვითარებული ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე ბზანამ კვლავ იცვალა კალაპოტი და სოფელ დოლოგანში, საფარიძეების უბანში 4 ოჯახის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სავარგულები წაიღო. 

აჭარის მთავრობაში სტიქიის დროს შექმნილი შტაბის სხდომა მიმდინარეობს

 

პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბს დღეს მინდია ჯანელიძე უხელმძღვანელებს. მინდია ჯანელიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანია. ის ამ წუთებში ოპერატიულ თათბირს მათავს აჭარის მთავრობაში.

 

დატყვევებული მურა დათვების გაურკვეველი მომავალი


მურა დათვი საქართველოს წითელ ნუსხაშია შეყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახეობა განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა, ბრაკონიერობის საფრთხე მაინც დიდია. საქართველოში ხშირად მურა დათვი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რესტორნების ეზოებში გვხვდება. „ბათუმელები“ დაინტერესდა არსებობს თუ არა ხედვა ან გეგმა, როგორ უნდა დააბრუნონ დატყვევებული ცხოველები გარემოში. ამ საკითხის მოგვარება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოვალეობაშია.


<!** Image 1 align="left" alt="მურა დათვი, რომელიც ქობულეთის პლაჟზე დაყავდათ" sub="მურა დათვი, რომელიც ქობულეთის პლაჟზე დაყავდათ" width="300" height="512" > 

როგორ მოხდება ჟილინის არხის რეკონსტრუქცია

 

ბათუმში „ჟილინის არხის“ კაპიტალური რეკონსტრუქცია 2016 წლამდე უნდა დასრულდეს. რადგან არხი მიმდებარე ტერიტორიებისთვის ანტისანიტარიის ძირითად კერას წარმოადგენს, მიღებულია გადაწყვეტილება მისი დახურული სისტემით შეცვლის შესახებ. ამ გადაწყვეტილების განხორციელებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონ 323 ათასამდე ლარი დაიხარჯება.

 

<!** Image 1 align="left" alt="ჟილინის არხი ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე" sub="ჟილინის არხი ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე" width="300" height="576" >

მერობის კანდიდატები ბათუმის მწვანე მომავალზე

 

რას გააკეთებთ ბათუმში გარემოსდაცვის კუთხით, თუკი ქალაქის მერი გახდებით? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ ბათუმის მერობის 11 კანდიდატს დაუსვა. მერობის კანდიდატებმა ასევე უპასუხეს კითხვებს – რას გააკეთებენ არჩევის შემთხვევაში ნარჩენების მართვისა და ჰაერის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 

სამი ახალი ნავთობრეზერვუარი ორის ნაცვლად

 

 

ბათუმში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესანახი ახალი რეზერვუარების პარკის მშენებლობა იგეგმება. სარეზერვუარო ვოლსკის ქუჩაზე, ბათუმის ნავთობტერმინალის კუთვნილ ტერიტორიაზე შენდება, რომელიც არაბულ კომპანიაზე იჯარითაა გაცემული. ნავთობტერმინალმა გასულ წელს მიიღო ნებართვა 20 ათასი მ/კუბის მოცულობის ორი რეზერვუარის აშენებაზე. ამჟამად ორის ნაცვლად სამი რეზერვუარი აშენდება, თითოეული 12 ათასი მ/კუბის მოცულობით. ახალ რეზერვუარებს ძველი, ამორტიზირებული რეზერვუარების ადგილას აშენებენ. მშენებლობას არაბთა გაერთიანებულ ემირატებში დარეგისტრირებული ინვესტორი კომპანია „Vibro Diagnostik FZE“ განახორციელებს.

ნაპირგამაგრებას გადაშენების პირას მყოფი მცენარეები ეწირება

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობა მიეცა.

ვინ ჩამოიტანს საკურას ბათუმში


საკურას შესაძენად გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩავარდა. განმეორებით ტენდერში კი კომპანია „ვანის სათბურებმა“ გაიმარჯვა. ბათუმში საკურას ხეივნის გაშენება დრამატული თეატრის უკან, ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი. თუმცა როგორც გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი ეთერ მაჭუტაძე ამბობს, შესაძლოა საკურას ხეივნის გაშენების ადგილი ისევ შეიცვალოს.

ჯარიმა ბზის მოჭრისთვის

 

 

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს თავი შეიკავონ ბზის მოჭრისაგან.

ვის მოხვდება „მწვანე მუშტი“

 

„დროა, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის“  – ეს სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ დევიზია. „მწვანე მუშტს“ არ ჰყავს ლიდერი, არ არის ორგანიზაციულ სტრუქტურად ჩამოყალიბებული. დაახლოებით 100 სტუდენტი ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა და საქართველოში უპრეცედენტო, სტუდენტური მწვანე მოძრაობა დაიწყო. 

დღეს ბათუმში ერთი საათით ელექტროენერგია გაითიშება

 

ბათუმში დღეს „დედამიწის საათის“ აღსანიშნავად საღამოს ცხრის ნახევრიდან ათის ნახევრამდე სასტუმრო „შერატონსა“ და ქალაქის გარე განათებებში ელექტროენერგია გამოირთვება.

 

ჯარიმები ხე-ტყისა და ხრეშის უკანონო მოპოვებისთვის

 

შუახევის მუციპალიტეტში, სოფელ პაპოშვილებში, გარემოს დამცველებმა 1500 ლარით დააჯარიმეს მოქალაქე, რომელმაც ბებიის სასაფლაოს მოსაპირკეთებლად მდინარიდან ქვა-ღორღი ამოიღო. გასული სამი წლის განმავლობაში ინერტული მასალისა და გათბობის მიზნით ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის გამო აჭარაში ათეულობით ადამიანი დააჯარიმეს. ჯარიმების ოდენობა საშუალოდ ნახევარ-მილიონზე მეტი ლარია.  

წყლის დაცვის დღეს ჭოროხის დელტა დაასუფთავეს

 

  წყლის დღესთან დაკავშირებითა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ და ,,მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრებმა“ ერთობლივი აქციის ფარგლებში ჭოროხის დელტა დაასუფთავეს. 

„ეკო პროექტი“ მოსწავლეებისთვის

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, 2014 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით, განახორციელებს პროექტს „ეკო პროექტი“, რომელიც მიზნად ისახავს 13-დან 15 წლამდე მოზარდებში ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას. პროექტი ხორციელდება საქართველოს ხუთი ქალაქში: თბილისი, თელავი, ქუთაისი, ბათუმი და ახალციხე. 

ბათუმში ჰაერში მტვერი დასაშვებ ნორმაზე მეტია

 

ბათუმში, ატმოსფერულ ჰაერში მტვერი დასაშვებ ნორმაზე მეტია. გარემოს ეროვნული  სააგენტოს მიერ 2014 წლის იანვარში ჩატარებული გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგების  მიხედვით მტვერი დასაშვებ ნორმაზე მეტი საქართველოს კიდევ ოთხ ქალაქშია: თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და რუსთავში. 

სოფელ ღურტაში მთავრობა არ შეუშვეს

 

ხულოს მუნციპალიტეტის სოფელ  ღურტაში მცხოვრები ოთარ  იაკობაძის ინფორმაციით, ერთი საათის წინ მოსახლეობამ გზა გადაკეტა იმ ადგილას, სადაც კაშხლები და გვირაბი უნდა აშენდეს. მოსახლეობასა და აჭარის მთავრობის წრამომადგენლებს შორის დაპირისპრება იმით დასრულდა, რომ არჩილ ხაბაძე და მისი თანმხლები პირები სოფელში არ შეუშვეს. 

მეციტრუსეები შესაძლოა დააჯარიმონ

 

 

მეციტრუსეები, რომლებმაც რეალიზაციის გარეშე დარჩენილი მანდარინი მდინარესა და სანიაღვრე არხებში გადაყარეს, შესაძლოა  დაჯარიმდნენ. ამის თაობაზე კომენტარს გაზეთ „ბათუმელებთან“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვახტანგ ღოღობერიძე აკეთებს. 

 

ბათუმის ნაპირგამაგრების პროექტში „აჭარ ენერჯი 2007“ ერთვება

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="760" >


თურქულმა კომპანიამ „აჭარ ენერჯი 2007“-მა, რომელიც მდინარე ჭოროხზე ჰიდროპროექტებს ახორციელებს, იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც პროექტების განხორციელების შემთხვევაში წყლით დაიფარება, ქვიშა-ხრეშის ამოღების ლიცენზია მიიღო. ჭოროხზე ჰიდროპროექტების განხორციელებას გარემოსდამცველი ორგანიზაციები და ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება. უფრო მეტიც, ოჯახების დიდ ნაწილს, რომლებიც დატბორვის არეალში ხდებიან, კომპანია საკუთრების დათმობაზე ჯერ კიდევ არ შეთანხმებია. 


როგორ დავაბრუნოთ დათვი და შველი გარემოში


გარემოს დაცვის სამინისტრომ მტირალას ეროვნულ პარკში ახლახან შვლები გაუშვა. შვლები  ბათუმის ზოოკუთხეში სხვადასხვა დროს მიიყვანეს, სადაც უვლიდნენ და კვებავდნენ. როგორ უნდა დავაბრუნოთ  გარეული ცხოველები ბუნებაში ისე, რომ გარემოსთან ადაპტაცია შეძლონ, რომელი ცხოველების დაბრუნებაა ბუნებაში პრობლემატური და რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ისინი და თავად ადამიანები? „ბათუმელები“ ამ საკითხით დაინტერესდა. 


<!** Image 1 align="left" width="300" height="509" >

„გლეხები ვართ და არა შტერები“

 

<!** Image 1 align="left" alt="შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" sub="შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" width="600" height="347" >


„გლეხები ვართ და არა შტერები, ყველაფერს გვართმევთ, საძოვარი აღარ გვექნება და ჰაერი“, – უთხრა სოფელ კირნათის მკვიდრმა მუხამედ ცინცაძემ ჰესების მშენებელ კომპანია „აჭარენერჯი 2007“-ის წარმომადგენელს დღეს გამართულ საჯარო დისკუსიაზე. კომპანიისა და მთავრობის წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვერდა იუესაიდის ბათუმის ოფისმა  დაგეგმა.

Exit mobile version