„ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება“ – გაეროს სპეცმომხსენებელი წამების საკითხებში BBC-ის გამოძიებაზე

გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ელის ედვარდსი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა BBC-ის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენებას ეხება და დღეს გამოქვეყნდა. „ჩემთვის პატივია მონაწილეობა BBC-ის დოკუმენტურ ფილმში „როცა წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“. ფილმი შეეხება 2024 წლის პროტესტს, რომელსაც ასობით ადამიანის დაშავება მოჰყვა და ბრალდებას, რომ პოლიციამ წყლის ჭავლში უცნობი ქიმიური ნივთიერება …

ჩინეთმა გაეროში მხარი არ დაუჭირა დევნილების დაბრუნებას აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში

3 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნებაზე. რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს და წელს მას რეკორდული რაოდენობის — 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა რუსეთმა და მისმა მოკავშირე 8 ქვეყანამ: ბელარუსმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ეკვატორული გვინეამ, მალიმ, ნიკარაგუამ, სუდანმა და …

ქალების 11.9% ამბობს, რომ პარტნიორს მათთვის მიუყენებია შეურაცხყოფა – კვლევა

„საქართველოში გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებები დადებითია. მიუხედავად ამისა, ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ოჯახში საქმიანობების გადანაწილება, ბავშვზე ზრუნვის საკითხები და ქალისა და კაცის როლები, მოსახლეობა კვლავ კონსერვატიული ნორმების ერთგული რჩება. მაგალითად, ქალების კარიერული და პოლიტიკური განვითარება კვლევის მონაწილეების მიერ მხარდაჭერილია, თუმცა, არა როგორც პრიორიტეტი, არამედ საოჯახო როლთან შეთავსებული საქმიანობა“ – ვკითხულობთ გაეროს მოსახლეობის ფონდისა …

საქართველოში რეპრესიები შეიძლება გამწვავდეს – გაეროს ექსპერტები

გაეროს ექსპერტები შეშფოთებულნი არიან საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ადამიანის უფლებების დარღვევით – ამის შესახებ ნათქვამია 13 დეკემბერს გავრცელებულ პრესრელიზში. „ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების ყოველდღიურ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მასობრივ თვითნებურ დაპატიმრებებსა და მათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, მთავრობისა და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიას მომიტინგეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა …

რუსეთის ლანჩი კიევური კატლეტით, უკრაინის დაბომბვის გამო გაეროში გამართული სხდომის შემდეგ

გუშინ, 9 ივლისს, გაეროში გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც რუსეთის სარაკეტო თავდასხმა განიხილებოდა კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე. თავდასხმის დროს საავადმყოფოში 600 ბავშვი იყო, პაციენტები. სწორედ ამ სხდომის შემდეგ გაეროში რუსეთის ფედერაციამ გამართა ლანჩი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ გახდომასთან დაკავშირებით [2024 წლის ივლისში რუსეთი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, საბჭოს ხელმძღვანელობს]. უკრაინული გამოცემის, „უკრინფორმის“ ცნობით, რუსეთის …

ზოგიერთი პარტნიორის თხოვნის მიუხედავად, ირანმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არაერთხელ დაუჭირა მხარი

გუშინ, 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ თავი შეიკავა „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან და, შესაბამისად, მას მხარი არ დაუჭირა. რატომ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა ირანმა? – „ნეტგაზეთმა“ ამ კითხვით მიმართა ირანის საელჩოს საქართვლოში. ირანის საელჩოს პრესსამსახურის წერილობითი …

ჩინეთის მსგავსად არც ირანმა დაუჭირა გაეროში აფხაზეთსა და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუციას 

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, სადაც საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი ბოლო ვიზიტით იმყოფებოდა ამ ქვეყნის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე, გაეროში მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნებას ეხება. ირანმაც, ჩინეთის მსგავსად, რომელიც საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორია, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან [სამხრეთ ოსეთი], საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ …

ვწუხვართ კანონის მიღების გამო – გაეროს საქართველოს წარმომადგენლობა

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში წუხილს გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო. „კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას. სხვა საფრთხეებთან ერთად, ამ კანონმა შეიძლება დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება. აუცილებლად მიგვაჩნია ძალადობისა და დაშინების ყველა შემთხვევის …

საქართველოში შშმ ბავშვების 23% გახდა დისკრიმინაციის ან შევიწროების მსხვერპლი – UNICEF

გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დაახლოებით 23% გამხდარა დისკრიმინაციის ან შევიწროების მსხვერპლი. ამავე ანგარიშის თანახმად საქართველოში, მაღალ კლასებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 5-დან 1 ბავშვს არ მიუწვდება ხელი განათლებაზე. ანგარიში მოიცავს საერთაშორისო, შედარებად მონაცემებს ევროპისა და ცენტრალური აზიის 9 ქვეყნიდან. ეს …

„ეს ჩემთვის დასაქმების შანსი იყო“ – Links -ის პროექტში 800-მდე ახალგაზრდა ჩაერთო

„ეს პროექტი ჩემთვის დიდი შესაძლებლობა და შანსი იყო, რათა უფრო განვითარებული და უფრო მეტად თავდაჯერებული გავმხდარიყავი. ამ ცოდნითა და გამოცდილებით წინსვლა უფრო გამიადვილდება“, – ამბობს ანა ცივაძე, რომელმაც ევროკავშირის დაფინანსებული პროექტში მონაწილეობდა. ანას მსგავსად „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS)“ პროექტში 800-მდე ახალგაზრდას სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობასა და ტრენინგში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა, მათ …

გაერო: რუსეთმა უკრაინაში სიკვდილით დასაჯა 77 სამოქალაქო პირი

გაეროს ახალი კვლევის თანახმად, ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინაში სიკვდილით დასჯა 70-ზე მეტი სამოქალაქო პირი, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებოდნენ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ახალი კვლევა მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 23 მაისამდე პერიოდს და ეფუძნება უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის (HRMMU) დასკვნებს. „გაერო სერიოზულად არის შეშფოთებული 77 სამოქალაქო პირის (72 კაცი და 5) სიკვდილით …

საერთაშორისო ორგანიზაციები ლგბტქ პირების უფლებებზე – „გვაშფოთებს, რომ წინსვლა შეფერხდა“

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ხვალ, 17 მაისს, აღინიშნება. „ლგბტქი+ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას, აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ძალადობას. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, იცხოვრონ ღირსეულად, როგორც ქართული საზოგადოების თავისუფალმა და თანასწორმა წევრებმა. ჩვენ მივესალმებით …

დღეს უკრაინა რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოდან გარიცხვის საკითხს დააყენებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, 26 დეკემბერს უკრაინა ოფიციალურად დააყენებს რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოდან გარიცხვის საკითხს, იუწყება „ინტერფაქს-უკრაინა“. „საკითხი ძალიან მარტივია: აქვს კი რუსეთს უფლება, დარჩეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად და, ზოგადად, გაეროს წევრი იყოს? გვაქვს ძალიან დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი – არა“, – განაცხადა მინისტრმა. კულებას აზრით, ომში დამარცხების შემდეგ რუსეთის …

ხვალ დედამიწის მოსახლეობა 8 მილიარდი გახდება – გაერო

ხვალ, 15 ნოემბერს, გაეროს პროგნოზით, მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდ ადამიანს მიაღწევს. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტარეშის თქმით, ეს უპრეცედენტო ზრდა გამოწვეულია მეცნიერული მიღწევებით, ასევე კვების დარგში, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სანიტარული პირობების გაუმჯობესებით. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ასევე არის შობადობის მაღალი და მდგრადი მაჩვენებლის შედეგი. „მაგრამ რაც უფრო ფართოვდება ჩვენი ადამიანური ოჯახი, ის ასევე უფრო დაყოფილია“, – …

აშშ: უკრაინიდან გაყვანილია 1,6 მილიონი პირი, ფილტრაციას პუტინის ჩინოვნიკები აკონტროლებენ

ფილტრაციის პროცესს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები ხელმძღვანელობენ – ამის შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სწორედ რუსი ჩინოვნიკები ადგენენ იმ უკრაინელთა სიებსაც, ვინც ფილტრაცია უნდა გაიაროს. „შეფასებები სხვადასხვა წყაროსგან, მათ შორის ხელისუფლებისგან, მიუთითებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაჰკითხა, დააკავა და რუსეთში იძულებითი …

უკრაინამ, რუსეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს სურსათის ექსპორტის შეთანხმებას – გუტიერეში

გაეროს ეგიდით უკრაინამ, რუსეთის ფედერაციამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს შავ ზღვაში სურსათის კომერციული ექსპორტის შეთანხმებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში Twitter-ზე ავრცელებს. გუტიერეშის თქმით, სტამბულში ხელმოწერილი შეთანხმება მსოფლიოს მილიონობით ადამიანისთვის სურსათის დეფიციტით გამოწვეული კატასტროფის თავიდან არიდებაში დაეხმარება. „გაეროს ეგიდით უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ხსნის გზას შავ ზღვაში სურსათის …

უკრაინაში რუსეთის ომის დროს სექსუალური ძალადობის 124 შემთხვევა დაფიქსირდა – გაერო

3 ივნისის მდგომარეობით, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო ანგარიშები უკრაინაში ომთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის 124 სავარაუდო ფაქტის შესახებ ქალების, გოგონების, კაცებისა და ბიჭების მიმართ. სექსუალური ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა ჩერნიგოვში, დნეპროპეტროვსკში, დონეცკში, ხარკოვში, ასევე ხერსონის, კიევის, ლუგანსკის, მიკოლაივის, ვინიცას, ზაპოროჟიეს, ტრანსკარპატებისა და ჟიტომირის რეგიონებში. ამის შესახებ 10 ივლისს, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა …

2022 წლის 15 ნოემბერს მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდს მიაღწევს – გაერო

2022 წლის 15 ნოემბერს მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდს მიაღწევს. მსოფლიო მოსახლეობის ზრდის ტემპების დაცემის ფონზე, გლობალური მოსახლეობა 2080-იან წლებში დაახლოებით 10,4 მილიარდი იქნება – ამის შესახებ გაეროს უახლეს ანგარიშში წერია. 2023 წელს ინდოეთი გადაასწრებს ჩინეთს და გახდება ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა მსოფლიოში. გაეროს უახლესი პროგნოზით, მსოფლიოს მოსახლეობა შეიძლება გაიზარდოს დაახლოებით 8,5 მილიარდამდე 2030 წლისთვის და …

არის ცნობები, რომ დონბასიდან ბავშვებს იძულებით აგზავნიან რუსეთში გასაშვილებლად – გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, მიშელ ბაჩელეტი, შეშფოთებულია ცნობებით იმის შესახებ, რომ უკრაინელი ბავშვები იძულებით გადაიყვანეს აღმოსავლეთ უკრაინიდან, დონბასიდან და გაგზავნეს რუსეთში გასაშვილებლად. ბაჩელეტმა ადამიანის უფლებათა საბჭოს განუცხადა, რომ მისი ოფისი ამჟამად იძიებს ამ ინფორმაციას. „OHCHR [გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი] ჯერ ვერ ადასტურებს ამ ინფორმაციას ან ბავშვების ზუსტ რაოდენობას, რომლებიც შესაძლოა ამ სიტუაციაში იყვნენ. …

„წარმოვიდგენ ჩემს ოჯახს დანგრეულ სახლში“ – გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა

„წარმოვიდგენ ჩემს ოჯახს ერთ-ერთ იმ სახლში, რომელიც ახლა დანგრეულია. ვხედავ, როგორ გარბიან ჩემი შვილიშვილები პანიკაში, ოჯახის ნაწილი საბოლოოდ დაიღუპა…  ომი აბსურდია 21-ე საუკუნეში. ომი ბოროტებაა. ომი არანაირად არ არის მისაღები 21-ე საუკუნეში“, – თქვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დღეს უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში ვიზიტისას. ის უკრაინაში მოსკოვიდან, პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩავიდა. ბოროდიანკა, ქალაქი, …

უკრაინაში 2 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაერო

გაეროს ცნობით, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 17 აპრილის შუაღამემდე, უკრაინაში 2072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2818 დაშავდა. დაღუპულთა შორის არის 537 კაცი და 327 ქალი, ასევე არიან ბავშვები – 38 გოგონა და 60 ბიჭი. გაერო იუწყება კიდევ 1039 ზრდასრულისა და 71 ბავშვის დაღუპვის შესახებ, რომელთა სქესი უცნობია. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი …

კლიმატის ცვლილება სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – გაერო

7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. გაერო საქართველოში ამ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბრობს გლობალურ გამოწვევებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს პლანეტას. „ტემპერატურის მატება, წყალდიდობა და ექსტრემალური ნალექი გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე, იწვევს ჰუმანიტარულ კატასტროფებს, ართმევს ადამიანებს თავშესაფარს და საარსებო წყაროს და იწვევს იძულებით მიგრაციასა და გადაადგილებას. კლიმატის ცვლილება სერიოზულ გავლენას ახდენს სექსუალურ და რეპროდუქციულ …

შეწყდეს თავდასხმა სამედიცინო დაწესებულებებზე – მიმართვა რუსეთის ხსენების გარეშე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, იუნისეფი და UNFPA ერთიანი ძალებით მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყდეს თავდასხმა უკრაინის ჯანდაცვის დაწესებულებებზე, თუმცა განცხადებაში რუსეთი ნახსენები არ არის. „დღეს ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა თავდასხმა უკრაინაში ჯანდაცვაზე. ამ საშინელი თავდასხმების შედეგად კვდებიან და სერიოზულ დაზიანებებს იღებენ პაციენტები და ჯანდაცვის მუშაკები, ნადგურდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურა და ათასობით ადამიანს ეზღუდება ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა, …

ტყეებში ხანძარი გახშირდება, მთავრობები მზად არ არიან – გაეროს ექსპერტები

ტყეებში ხანძრის შემთხვევები 21-ე საუკუნის ბოლოს 50%-ით უფრო ხშირი მოვლენა იქნება – ნათქვამია გაეროს უახლეს ანგარიშში.  გაერო გვაფრთხილებს ტყეების უკონტროლო ხანძრის შესახებ, რომელიც ემუქრება პლანეტის იმ ადგილებს, რომელთაც აქამდე ხანძარი საერთოდ არ შეხებია. ნაირობიში გამართული გარემოსდაცვითი ასამბლეის წინ გაეროს ექსპერტებმა თქვეს, რომ არქტიკაც კი, რომელიც მანამდე ამ მხრივ იმუნური იყო, ახლა დგას ტყეებში ხანძრის მზარდი …

ტუვალუს მინისტრმა ოკეანიდან მიმართა გაეროს კონფერენციას კლიმატის ცვლილებებზე

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყნის, ტუვალუს მთავრობამ გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე – COP26 – უჩვეულო გამოსვლით მიიქცია ყურადღება. გაეროს კონფერენციაზე ნახეს ვიდეომიმართვა, რომელშიც წყნარ ოკეანეში მდებარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საიმონ კოფე ოკეანეში, მუხლებამდე წყალში იდგა ტრიბუნასთან, აკაპიწებული შარვლით. მან თქვა, რომ იმ ადგილას, სადაც ახლა დგას, ადრე მიწა იყო. ამ ფორმით მან აჩვენა, თუ …

ავღანეთში 23 მილიონ ადამიანს შიმშილი ემუქრება, მათ შორის, 3 მილიონზე მეტი ბავშვია

ავტორი: ანა შენგელია  ავღანეთი ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა. გაეროს ცნობით, ავღანეთს ნოემბერში მასშტაბური შიმშილი ემუქრება და ამის თავიდან ასაცილებლად გადაუდებელი ზომების მიღებაა საჭირო.  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით, ავღანეთის მოსახლეობის ნახევარს, თითქმის 23 მილიონ ადამიანს, საკვების მწვავე დეფიციტი აქვს.  როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი კუ დონჟუ აცხადებს, საჭიროა …

„კაცები ზრუნავენ“ კამპანიის ფარგლებში „მამების სკოლა“ იხსნება

პირველად საქართველოში „მამების სკოლა“ იხსნება. სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. „მამების სკოლა“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ ინიციატივით გაიხსნება, კამპანიის ფარგლებში – „კაცები ზრუნავენ“. “მამების სკოლის” პროგრამა  დაეხმარება კაცებს, მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის შესახებ და ასევე …

34 მილიონ ადამიანს შიმშილით სიკვდილი ემუქრება – გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ პლანეტაზე მცხოვრებ 34 მლნ ადამიანს უკვე დღეს ემუქრება შიმშილით სიკვდილი. ორგანიზაცია ეყრდნობა უახლეს ანგარიშს, რომელიც მომზადებულია გლობალური ქსელის ექსპერტების მიერ. ამ ქსელში შედიან: გაერო, ევროკავშირი და, ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ, 2020 წელს, მინიმუმ 155 მლნ ადამიანს მსოფლიოს 55 ქვეყანაში არ ჰქონდა საკმარისი საკვები. ეს 20 …

ქალების თითქმის ნახევარს არ ეძლევა სექსზე უარის თქმის უფლება – გაერო

57 ქვეყანაში მცხოვრები ქალების თითქმის ნახევარს უფლება არ აქვს თავად გადაწყვიტოს, ჰქონდეს თუ არა სექსი თავის პარტნიორთან, გამოიყენოს თუ არა კონტრაცეპტივები ან სამედიცინო დახმარება მოიძიოს – ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2021 წლის საფლაგმანო ანგარიშში „მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობა“. პრესრელიზის თანახმად, პირველად ხდება, რომ გაერო თავის ანგარიშში სხეულის ავტონომიაზე ამახვილებს ყურადღებას; ეს გულისხმობს საკუთარ სხეულთან დაკავშირებით …

„2021 წელი გადამწყვეტია ჩვენი პლანეტისთვის“ – გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მოხსენება სახელწოდებით – „შერიგება ბუნებასთან“. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჰაერის საშუალო ტემპერატურა პლანეტაზე ამ ასწლეულში შესაძლოა 3 გრადუსით გაიზარდოს, რაც კატასტროფა იქნება კაცობრიობისთვის იმ პირობებში, როცა ცხოველებისა და მცენარეების მილიონზე მეტი სახეობა გაქრობის პირასაა. გაერო წერს, რომ ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეული ავადმყოფობები ყოველწლიურად იწვევს 6,5 მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს, ხოლო 1,8 მილიონი …

კაცობრიობას აქვს “ომი” ბუნებასთან, ოკეანეები იხრჩობიან პლასტმასის ნარჩენებით | გუტერეში 

„ჩვენი პლანეტა გატეხილია“, – განაცხადა დღეს, 2 დეკემბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა. მისივე თქმით, კაცობრიობა ბუნებასთან „სუიციდურ“ ომს აწარმოებს. გუტერეშს სურს კლიმატის ცვლილების საკითხების მოგვარება გაეროს გლობალური მისიის ცენტრში მოაქციოს. პლანეტის მდგომარეობის შესახებ სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი მომავალ წელს, ემისიების ნულამდე შემცირების აუცილებლობის გარშემო, გლობალური კოალიციის შექმნა იქნება. ნულამდე იგი …

რა არის ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზები – წინასწარი კვლევის შედეგები

მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩატარებული მასშტაბური კვლევის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მაღალი აქვს, გაეროს ბავშვთა ფონდმა, ტყვიის სავარაუდო წყაროების დადგენის მიზნით, მოკვლევა დაიწყო. წინასწარი კვლევის შედეგებით გამოიკვეთა, რომ საქართველოში, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის მიზეზად, სავარაუდოდ არსებობს ტყვიის ექსპოზიციის არა ერთი, არამედ ერთდროულად რამდენიმე წყარო. ტყვიის უფრო ზუსტი წყაროებისა და …

პანდემიამ შესაძლოა გამოიწვიოს ადრეული ქორწინების რისკის ზრდა – UNFPA-ს 2020 წლის ანგარიში

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტომ 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, მილიონობით გოგონა ხდება საზიანო და მანკიერი პრაქტიკის მსხვერპლი, რაც მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს და ეს ხდება მათივე ოჯახების, მეგობრებისა და საზოგადოების თანხმობით. სულ მცირე 19 საზიანო პრაქტიკა, დაწყებული მკერდის გაკვრით და …

გაერო: ვირუსის მასიურ გავრცელებას ქვეყნებს შორის კოორდინაციის არარსებობამ შეუწყო ხელი

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშიმ BBC-სთან ინტერვიუში პანდემიის მძიმე შედეგების მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნებს შორის კოორდინაციის სიმცირემ გამოიწვია. მან ასევე უპასუხა კითხვებს ჯანმოს კრიტიკასთან დაკავშირებით და განმარტა, თუ როგორი უნდა იყოს მსოფლიო პანდემიის შემდეგ. როგორ გაუმკლავდა კორონავირუსს მსოფლიო? შოკირებული? – აშკარად ვარ, ძალიან დრამატულია, ხედავდე, რომ ამდენი ადამიანი კვდება, ხედავდე, როგორი დამანგრეველი …

გაერო: ცეცხლი ყველგან უნდა შეწყდეს, ვებრძოლოთ დაავადებას, რომელიც ებრძვის ჩვენს სამყაროს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მსოფლიო ლიდერებს კონფლიქტების შეწყვეტისკენ მოუწოდა და 25 მარტს გამართულ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ მხრივ პოზიტიური ძვრები უკვე დაიწყო. „გაეროს წარმომადგენლები სირიაში, იემენში თუ სხვაგან, დიპლომატიური ინიციატივებით გამოდიან დაპირისპირებულ მხარეებთან – მთავრობებთან და სხვადასხვა შეიარაღებულ ჯგუფებთან, რომ დავადუმოთ იარაღი,” – განაცხადა 25 მარტს ონლაინკონფერენციაზე ანტონიო გუტერეშმა. „დროა, შეწყდეს შეირაღებული კონფლიქტები და …

მსოფლიოში ბავშვთა ქორწინების შესამცირებლად 35 მილიარდი დოლარია საჭირო – UNFPA

ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაეროს მსოფლიო მოსახლეობის ფონდი UNFPA ყველა ქვეყანას მოუწოდებს, მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმონ არასრულწლოვანთა ქორწინების შემცირებას. ნაადრევი ქორწინება პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის და როგორც კვლევები ცხადყოფს, არასრულწლოვანთა ქორწინების შემცირება, გოგოებისთვის სკოლის დამთავრებისა და, ზოგადად, განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემა, ასევე დედობის გადავადება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას.  UNFPA-ს კვლევების მიხედვით, თანამედროვე მსოფლიოში მცხოვრები 650 …

Exit mobile version