მთავარი,სიახლეები

ზოგიერთი პარტნიორის თხოვნის მიუხედავად, ირანმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არაერთხელ დაუჭირა მხარი

05.06.2024
ზოგიერთი პარტნიორის თხოვნის მიუხედავად, ირანმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არაერთხელ დაუჭირა მხარი

გუშინ, 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ თავი შეიკავა „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან და, შესაბამისად, მას მხარი არ დაუჭირა.

რატომ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა ირანმა? – „ნეტგაზეთმა“ ამ კითხვით მიმართა ირანის საელჩოს საქართვლოში.

ირანის საელჩოს პრესსამსახურის წერილობითი პასუხის თანახმად, ზოგიერთი პარტნიორის თხოვნის მიუხედავად,  საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა ტერიტორიულ მთლიანობას ირანმა არაერთხელ დაუჭირა მხარი.

„ქვეყნების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა არის ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი. ზოგიერთი პარტნიორის თხოვნის მიუხედავად, ირანმა არაერთხელ გამოაცხადა თავისი მკაფიო და გამჭვირვალე პოზიცია საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი გამოკვეთილი მიმართულება არის ურთიერთდახმარება საერთაშორისო ორგანიზაციებში, რის საფუძველზე ორივე ქვეყანა თავს იკავებს ერთმანეთთან დაკავშირებული რეზოლუციების კენჭისყრის დროს.

ამასთან, ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამის მაგალითია სულ ახლახანს, გაეროს ადამიანის უფლებათა და ბავშვის უფლების კომიტეტების წევრთა არჩევნებში საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატების მიმართ გამოხატული მხარდაჭერა“, – მოგვწერეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს პრესსამსახურიდან.

____

ამავე თემაზე:

ჩინეთის მსგავსად არც ირანმა დაუჭირა გაეროში აფხაზეთსა და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუციას 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: