ვინ იცავს ქართველ მეზღვაურებს? – რა საფრთხეს შეიცავს რუსეთის ჩრდილოვან ფლოტში მუშაობა

„გაბზარულ მილს, რომელსაც წესით შედუღება და სერიოზული რემონტი სჭირდებოდა, უბრალოდ სქელ საღებავს უსვამდნენ. მთავარი იყო, ინსპექტორს თვალი შეევლო და ეთქვა – კი, შეკეთებულია,“ – ასე იხსენებს ახალგაზრდა ქართველი მეზღვაური, სანდრო [სახელი შეცვლილია], თავისი ცხოვრების ყველაზე კოშმარულ რეისს ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტში“. როდესაც გემზე ადიოდა, ეგონა, რომ ეს ერთი რიგითი, სტანდარტული კონტრაქტი იქნებოდა. ადგილობრივი სააგენტოს გავლით დასაქმებულმა …

ხუთდღიანი შეღავათი მეზღვაურებისთვის – სააგენტო დოკუმენტებს უფასოდ გასცემს

22 ივნისიდან 26 ივნისის  ჩათვლით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს რიგ სერვისებს უფასოდ მიაწვდის. კერძოდ, 5 დღის განმავლობაში, უფასოდ გაიცემა მეზღვაურის კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი [მატროსი, მოტორისტი], მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკი და მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი. შესაბამისი ბრძანება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გამოსცა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განმარტავს, რომ მეზღვაურებს უფასოდ გაეწევათ ისეთი სერვისები, რომლის მისაღებადაც კანონით 7 …

ბათუმში მეზღვაურთა დღის აღსანიშნავად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება

მეზღვაურთა დღის აღსანიშნავ ღონისძიებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საზღვაო აკადემია ორგანიზებას ერთობლივად გაუწევენ და „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით ჯამში 576 164 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავენ. ასეთ გადაწყვეტილებამდე ღონისძიების ჩატარებას მხოლოდ სააგენტო გეგმავდა 534 239 ლარით. ღონისძიება 2026 წლის 25 ივნისს ბათუმში გაიმართება. სააგენტო აღნიშნავს, რომ „საქართველო 21 000-მდე მეზღვაურის სამშობლოა. მეზღვაურები მსოფლიოს სხვადასხვა …

3 ქართველი მეზღვაური აღმოჩნდა ტანკერზე, რომელიც ბრიტანელებმა ლა-მანშის სრუტეში დააკავეს

სამი ქართველი მეზღვაური აღმოჩნდა ლა-მანშის სრუტეში ბრიტანელი სამხედროების მიერ დაკავებულ სანქცირებულ ტანკერ Smyrtos-ზე. “ბიბისის” ცნობით, 14 ივნისს, დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ 6-საათიანი ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც დააკავეს კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი სანქცირებული ტანკერი Smyrtos, რომელიც მიჩნეულია, როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შემავალი ტანკერი. “ბიბისი” ავრცელებს სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეო კადრებს, რომელზეც ჩანს, რომ გემზე  დესანტი …

რას ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სპარსეთის ყურეში ჩარჩენილ ქართველ მეზღვაურებზე

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ქვეყნის სხვა პროფილურ უწყებებთან ერთად, მუდმივ კონტაქტზეა გემ ORINOCCO-ს გემთმფლობელ კომპანიასთან,“ – აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სპარსეთის ყურეში ჩარჩენილი 5 ქართველი მეზღვაურის შესახებ. მეზღვაურებმა დახმარების მოთხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 18 მარტს მიმართეს. მეზღვაურებმა დახმარებისთვის მიმართეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსაც. მეზღვაურები ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ORINOCCO [IMO: 9302994] არიან სპარსეთის ყურეში, რომელიც …

„მიმდინარეობს მეზღვაურთა რეპატრიაციის პროცესის ორგანიზება“ – სააგენტო

ერაყში, ქალაქ ბასრასთან, ნავთობტანკერზე მყოფი ქართველი მეზღვაურების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ მუშაობენ მეზღვაურების საქართველოში დაბრუნებაზე. დღეს, 12 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ირანული წყალქვეშა დრონების თავდასხმის შედეგად ერაყში, ქალაქ ბასრას პორტთან ცეცხლი გაუჩნდა ორ ნავთობტანკერს – მარშალის დროშის ქვეშ მცურავ Safesea Vishnu-ს და მალტის დროშის ქვეშ მცურავ Zefyros-ს. ბერძნული კომპანიის კუთვნილ …

გემს, რომელზეც 23 ქართველი მეზღვაური იყო, ირანული ჭურვები მოხვდა

12 მარტს, გამთენიისას, ერაყის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ ბასრასთან, ირანული ჭურვები მოხვდა ორ ნავთობტანკერს. ბიბისის ცნობით, ჭურვების მოხვედრის შემდეგ, მარშალის დროშის ქვეშ მცურავ Safesea Vishnu-ზე და მალტის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Zefyros-ზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რადიო თავისუფლების ცნობით, ნავთობტანკერ Zefyros-ზე, რომელზეც თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, 23 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა. ყველა მათგანი უსაფრთხოდაა. ყველა მათგანი გადარჩა და …

რა რისკს შეიცავს მეზღვაურისთვის ჩრდილოვან ფლოტში დასაქმება – ინტერვიუ

მეზღვაური რომ გემზე სამუშაოდ წავიდეს, ორი გზა აქვს, მიმართოს საკრუინგო კომპანიას, რომელიც მოუძებნის მისთვის შესაფერის ვაკანსიას, ან თავად, დამოუკიდებლად იპოვოს სამუშაო გემზე. პირველ შემთხვევაში, მეზღვაურთან ერთად რისკებს საკრუინგო კომპანიაც ინაწილებს, მეორე შემთხვევაში, კი მთელი რისკი და პასუხისმგებლობა მეზღვაურზე მოდის. მიმდინარე წლის იანვარში ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად მიჩნეული ორი ნავთობტანკერი დააკავეს, რომლის ეკიპაჟშიც ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ. ნავთობტანკერის …

რა მოხდება, თუ ქართველი მეზღვაურები სანქცირებულ გემებზე დასაქმდებიან – ცვლილება კანონმდებლობაში

სანქცირებულ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების კონტროლი მკაცრდება. კერძოდ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილება ეძლევა, გადაამოწმოს საკრუინგო კომპანიის მიერ სააგენტოში წარდგენილი ინფორმაცია გემებისა და გემთმფლობელების შესახებ და შეამოწმოს ეს პოტენციური დამსაქმებლები არიან თუ არა გაეროს, ევროკავშირის,   დიდი ბრიტანეთის ან აშშ-ის  სანქციების სიაში. შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა „საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა …

აშშ-ში ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენეს – მედია

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბრალი წაუყენა რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის Marinera-ს, იგივე Bella1-ს კაპიტანს, რომელსაც აშშ-ს სანაპირო დაცვა კვირების განმავლობაში დევნიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, ბრალდებები მოიცავს ნავთობტანკერის მიერ გაიანის დროშის ყალბად აღმართვას და სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობას – კერძოდ, გემის შეჩერებაზე უარს, რათა აშშ-ის ძალებს ბორტზე ასვლის შესაძლებლობა მისცემოდა. …

„Marinera-ს ქართველი კაპიტანი აშშ-ის სანაპირო დაცვის გემზე გადაიყვანეს“ – ადვოკატი

ნავთობტანკერ Marinera-ს ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე აშშ-ის სანაპირო დაცვის გემზე გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ კაპიტნის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. „ვენესუელასთან დაკავშირებული ნედლი ნავთობის ტანკერის კაპიტანი, რომელიც ამ თვეში შეერთებულმა შტატებმა დააკავა, ბრიტანეთის ტერიტორიული წყლებიდან გადაიყვანეს და ამჟამად აშშ-ის სანაპირო დაცვის გემზე იმყოფება,“ – წერს როიტერსი. აშშ-ის სანაპირო დაცვამ და აშშ-ის სამხედრო სპეციალურმა დანაყოფებმა, სასამართლო …

აშშ-ს მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნის მეუღლე ედინბურგის სასამართლოში ჩივის

აშშ-ის მიერ ჩრდილოეთის ზღვაში დაკავებულ ნავთობტანკერ Marinera-ს ქართველი კაპიტნის, ავთანდილ კალანდაძის მეუღლე ნათია ძაძამია ედინბურგის სასამართლოში ჩივის და სამართლებრივ ბრძოლას იწყებს ქმრის გასათავისუფლებლად. ბრიტანული გამოცემა გარდიანის თანახმად, ედინბურგში შეტანილ სარჩელის მოთხოვნაში ნათქვამია, რომ რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემის Marinera-ს კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე უკანონოდ არის დაკავებული. ნავთობტანკერი Marinera, რომელიც ადრე BELLA 1-ის სახელით იყო ცნობილი, ამჟამად …

ფინეთში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის ეკიპაჟის წევრი, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს – მედია

ფინეთში ჰელსინკის საოლქო სასამართლომ კაბელის დაზიანებაში ეჭვიმატნილი სატვირთო გემ Fitburg-ის ეკიპაჟის ერთი წევრის დაპატიმრების ორდერი გასცა – ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. დაკავებულია ეკიპაჟის წევრი, აზერბაიჯანის მოქალაქე. კიდევ ერთ, რუსეთის მოქალაქეს კი ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა. როგორც ცნობილია, ფინეთსა და ესტონეთის დამაკავშირებელი სატელეკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის ეკიპაჟზე 14 პირი იყო. მეზღვაურები რუსეთის, საქართველოს, ყაზახეთის და …

ფინეთში სასამართლომ შეწყვიტა ქართველი კაპიტნისა და მისი თანაშემწეების წინააღმდეგ აღძრული საქმე

ჰელსინკის საოლქო სასამართლომ დახურა ნავთობტანკერ Eagle S-ის ქართველი კაპიტნისა და მისი თანაშემწეების საქმე. ფინეთის პროკურატურა მათ ფინეთის ყურეში წყალქვეშა ელექტროსადენის დაზიანებას ედავებოდა. როგორც ფინური მედია წერს, ჰელსინკის საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ „მას არ აქვს იურისდიქცია გემის მიერ კაბელისთვის მიყენებული ზიანის განხილვაზე“. შემთხვევა 2024 წლის 25 დეკემბერს მოხდა, რუსული, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერმა Eagle S-მა ფინეთის …

რა ელით ქართველ მეზღვაურებს, თუ უვიზო რეჟიმი გაუქმდება

„ევროპაში ვიზით წახვალ თუ უვიზოდ, არ არის ეგზისტენციალური საკითხი“ – თქვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 17 ივლისს. ირაკლი  კობახიძის განცხადებას საზღვაო სფერო წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და არგუმენტები მოიყვანეს, თუ რამდენად გაართულებს მათ დასაქმებას უვიზო რეჟიმის გაუქმება. ქართველ მეზღვაურთა თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელზეც ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დრამატულად აისახება, სწორედ საზღვაო სფეროა. მეზღვაურები ღიად ამბობენ, რომ უვიზო …

გემის დატოვება აუკრძალეს ქართველ მეზღვაურებს, რომელთაც ფინეთის ყურეში კაბელის დაზიანებას ედავებიან

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს, რომ ფინეთის ყურეში დაკავებულ ნავთობტანკერზე საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფება, რომლებზეც სამგზავრო აკრძალვა ვრცელდება. კუკის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Eagle S ფინეთის ყურეში გასული წლის 26 დეკემბერს დააკავეს. ნავთობტანკერი, რომლის კაპიტანი დავით ვადაჭკორიაა, ხოლო ეკიპაჟის წევრები საქართველოს და ინდოეთის მოქალაქეები არიან, ეჭვმიტანილია ფინეთ-ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის Estlink 2-ის დაზიანებაში. გემების მიმოსვლის მეთვალყურე …

„გადაიღეთ ფოტო გემებიდან ბანერით და მხარი დაუჭირეთ პროტესტს“ – მეზღვაურების მიმართვა მეზღვაურებისადმი

ქართველი მეზღვაურები საქართველოში მიმდინარე პროევროპულ პროტესტს ეხმიანებიან და მხარდაჭერას უცხადებენ. “საქართველოს ძახილი ჩვენამდეც აღწევს!”  – მეზღვაურთა ერთი ჯგუფი განცხადებას ფეისბუქზე ავრცელებს და წერს, რომ მეზღვაურები თავს ვალდებულად თვლიან ხმა ამოიღონ „სამშობლოს ევროპული მომავლის დასაცავად“ და  იმ უსამართლო და არაადამიანური ქმედებების დასაგმობად, რომელიც თბილისის ქუჩებში ხდება. „დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენ, ქართველი …

გაზულუქდნენ ხალხის ზურგზე. აღარ იციან, სად წაიღონ შემოსავლები – მეზღვაურების პროტესტი | ვიდეო

„მეზღვაურის ერთ-ერთი მთავარი იარაღი სიმამაცეა. ტალღა თუ ვერ გვაშინებს, რომელიმე პოლიტიკური გუნდი, თუნდაც მმართველი – არაფერია,“ – ეს ნაწყვეტია ბათუმში ახალდაარსებული „ბათუმელ მეზღვაურთა კლუბის“ განცხადებიდან, რომელიც 17 ოქტომბერს გაავრცელეს. პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი მეზღვაურები ღიად გამოდიან და ქვეყნის კურსს აპროტესტებენ. „მეზღვაურები არასდროს არ ვერეოდით პოლიტიკაში. თვეობით ვართ ოჯახს მოწყვეტილი, მაგრამ ახლა ისე დაედარა, რომ ამ …

2 კაპიტანი ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვეს

დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, ბათუმში დააჯილდოვეს საზღვაო სფეროსთან დაკავშირებული პირები. საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ: ლალი ხვედელიძე ანზორ დიასამიძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი ილგარ ალი ზადე არჩილ ინასარიძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი ალი სარიშვილი, უფროსი მექანიკოსი ანატოლი სიხარულიძე, უფროსი მექანიკოსი სოსლან ჩხაიძე ეკა ბარამიძე ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ჯილდო გადაეცა შორეული …

„34 წლის ძმა როგორ ჩავდო მიწაში ისე, რომ არავინ აგოს პასუხი?” – ჩინეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა

ჩინეთში ტრაგიკულად დაიღუპა 34 წლის ქართველი მეზღვაური გიორგი წილოსანი. აფეთქება, რომელიც მეზღვაურის სიკვდილის მიზეზი გახდა, ნავთობტანკერ „ELIAK“-ზე იმ დროს მოხდა, როცა გიორგი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა. გიორგი წილოსანის ოჯახი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართავს და დახმარებას სთხოვს. კერძოდ, ოჯახი ითხოვს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში მიმართოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას …

მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში 34 ადამიანი გადაარჩინეს – რას ჰყვება კაპიტანი ვაჟა ჯანგველაძე

ხმელთაშუა ზღვაში ქართველმა მეზღვაურებმა 34 მიგრანტი გადაარჩინეს. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. მეზღვაურებთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ დღეს, 23 იანვარს, მოახერხა. „20 იანვარს, დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის თავისი მორიგეობის დროს, უფროს თანაშემწეს, როდამ ფუტკარაძეს, დაუკავშირდა კუნძულ კრეტას სამაშველო სამსახური და მიაწოდა ინფორმაცია ჩვენი გემის, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი Lider Halil-ის ახლოს იმყოფებოდა მიგრანტების ნავი, რომელზეც დაახლოებით …

დრონებით თავდასხმის შემდეგ ბათუმელი მეზღვაურები რუმინეთში მიდიან

ქართველი მეზღვაურებმა, რომლებიც უკრაინაში, რენის პორტში ბერძნულ გემზე იყვნენ პორტის დრონებით დაბომბვის დროს, გემი უკვე დატოვეს და რუმინეთში მიდიან. „უკრაინაში საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა, როგორც ქართველ მეზღვაურებთან, ასევე გემის ხელმძღვანელობასთან. მეზღვაურები გამოემგზავრნენ უსაფრთხო ადგილას,“ – მოგვწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან, სადაც დღეს, 24 ივლისს, ქართველი მეზღვაურების შესახებ ვიკითხეთ. „ჩვენით მოვდივართ“ – მოგვწერა ერთ-ერთმა ბათუმელმა მეზღვაურმა, …

ორი ქართველი მეზღვაური მეკობრეების ტყვეობიდან გაათავისუფლეს – სააგენტო

„ქართველი მეზღვაურები, რომლებიც მეკობრეებმა გაბონში გემიდან გაიტაცეს, თავისუფალნი არიან. ტყვეობიდან გამოხსნილი მეზღვაურები ნიგერიაში სამედიცინო შემოწმებას გადიან. პირველადი მონაცემებით, ორივე მეზღვაური თავს კარგად გრძნობს და რამდენიმე დღეში სამშობლოში დაბრუნდებიან,“ – ინფორმაციას ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ავრცელებს. ინფორმაცია მეზღვაურების გატაცების შესახებ 2 მაისს გახდა ცნობილი. სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საკონსულო იტყობინებოდა, რომ ღამის საათებში გემიდან, რომელიც გაბონის …

2 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს გემიდან გაბონის ტერიტორიულ წყლებში

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საკონსულოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2 მაისს, ღამის საათებში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს სამი მეზღვაური, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გემზე დარჩენილ მეზღვაურებს საფრთხე არ ემუქრებათ. „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობს, მათ შორის საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან ჩვენი მეზღვაურების …

ქართველმა მეზღვაურმა მექსიკაში მეთევზეების გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ქართველმა მეზღვაურმა არმაზ არძენაძემ სამაშველო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, რის შედეგად სამი მეთევზე გადაარჩინეს. „8 მარტს, 14:00 საათზე, მექსიკის წყლებში მეთევზეებმა დიდი რაოდენობით თევზი დაიჭირეს. ზედმეტი წონის გამო ნავი წყლით აივსო. ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე დარჩენილი მეთევზეები 12 საათის განმავლობაში ელოდნენ შველას. 9 მარტს, 04:00 საათზე, გემ MH COLUMBIA-ს ვახტაზე მყოფმა მატროსმა …

ქართველი მეზღვაური ესპანეთის ციხიდან მთავრობას დახმარებას სთხოვს

ესპანეთში დაკავებული 26 წლის ქართველი მეზღვაური ნუკრი გოგიტიძე სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ტვირთმზიდავი გემი 2020 წლის 5 დეკემბერს სტამბულიდან გავიდა, რომელიც დაახლოებით სამ თვეში, ესპანეთის საზღვართან დააკავეს. გემზე 3 ათასი კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ამის გამო ესპანეთის პოლიციამ მთელი ეკიპაჟი დააკავა. მათ შორისაა ნუკრი გოგიტიძე და საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე. ნუკრი …

ქართველმა მეზღვაურებმა 52 ადამიანი გადაარჩინეს ატლანტიკის ოკეანეში

ქართველმა მეზღვაურებმა ღია ზღვაში 52 ადამიანი გადაარჩინეს – ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს. „10 ივლისს მაროკოში ჩარტერულ რეისს ვასრულებდით. დაახლოებით საღამოს 6 საათზე ნავი დავინახეთ“ – უთხრეს სააგენტოს მეზღვაურებმა. ატლანტიკის ოკეანეში, 5-ბალიან შტორმში, გასაბერ მცურავ საშუალებაზე 52 ადამიანი, მათ შორის, 7 ქალი და 3 ბავშვი, წყლისა და საკვების გარეშე იმყოფებოდა. „მაშველებს 10 საათზე მეტი უშედეგოდ …

ბათუმში მეზღვაურთა დღე მსვლელობით აღნიშნეს [ფოტო]

დღეს, 26 ივნისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ტრადიციული საზეიმო მსვლელობით აღნიშნეს. საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებმა მსვლელობა ბათუმის ნავსადგურისკენ ცენტრალური პარკიდან დაიწყეს. მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში 2011 წლიდან აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა. დღესვე სააგენტო დააჯილდოებს საზღვაო სფეროს იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც  საზღვაო დარგის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

ომანში გაჩერებულ გემზე მყოფი 15 მეზღვაური დახმარებას ითხოვს

ომანში, სოჰარის პორტში გაჩერებულ გემზე მესამე თვეა 15 ქართველი მეზღვაურია, რომლებიც ვერც გემის დატოვებას ახერხებენ და ვერც სამშობლოში დაბრუნებას. მეზღვაურებს ჩამორთმეული აქვთ პასპორტები. ოფიციალური ინფორმაციით, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი პორტში გემის ბერძენ მფლობელსა და გემზე არსებული ტვირთის ომანელ მფლობელს შორის დავის გამო გაჩერდა. გემზე ქართველი მეზღვაურების ყოფნის შესახებ პირველი ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 22 …

ომანში გაჩერებულ გემზე მყოფი 15 მეზღვაური საქართველოში დაბრუნებას ითხოვს – სააგენტო

ომანში, სატვირთო გემზე მყოფი 15 მეზღვაური საქართველოში დაბრუნებას ითხოვს. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გვითხრეს, გემის გაჩერების მიზეზი გემთმფლობელსა და ტვირთის მესაკუთრეს შორის დავაა, რის გამოც გემი ორი თვეა ომანშია გაჩერებული. მეზღვაურებს პასპორტები ჩამორთმეული აქვთ და გემიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. როგორც სააგენტოში გვითხრეს, მათ ფაქტის შესახებ მეზღვაურებმა 19 იანვარს აცნობეს და დახმარება ითხოვეს. „ვმუშაობთ ყველა მხარესთან, …

მეკობრეობა – ვინ და როგორ მუშაობს დატყვევებული მეზღვაურების გათავისუფლებაზე

ბოლო 7 თვის განმავლობაში სამი შემთხვევა იყო, როდესაც მეკობრეებმა ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს. სამივე შემთხვევა დასავლეთ აფრიკაში მოხდა. გატაცების ფაქტის გახმაურების შემდეგ, მედიისთვის მშრალი ფაქტების გარდა, ღია წყაროებით არანაირი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. გატარებულ დღეებზე არც ტყვეობიდან დაბრუნებული მეზღვაურები ლაპარაკობენ ღიად. პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ მიზეზი ორია – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და  დამსაქმებელი კომპანია, რომელიც  …

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ტრადიციული მსვლელობის გარეშე აღინიშნება

დღეს, 25 ივნისს, საქართველოში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ტრადიციულად ამ დღეს ბათუმის ქუჩებში საზღვაო სასწავლებლების სტუდენტები საზეიმო მსვლელობას აწყობდნენ. თუმცა წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ეს დღე საზეიმოდ არ აღინიშნება. „მეზღვაურები საზღვაო სფეროს მამოძრავებელი ძალაა და მათი წვლილი გლობალურ ეკონომიკაში ძალიან დიდია. პანდემიის გამო შექმნილ უპრეცედენტო ვითარებაში სწორედ მეზღვაურების გამძლეობის, მოთმინებისა და ერთგულების წყალობით მსოფლიო ლოჯისტიკური …

მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურები საქართველოში დაბრუნდნენ

ნიგერიაში გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. მეზღვაურები დღეს, 7 ივნისს, სპეციალური ავიარეისით თბილისი-ლაგოსი-თბილისი ჩამოფრინდნენ. მეზღვაურებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი დახვდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მეზღვაურების გამოხსნის პროცესში და ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. პროცესის …

ქართველ მეზღვაურებს დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმება შეეძლებათ

დიდმა ბრიტანეთმა ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ მეზღვაურებს უფლება ექნებათ, დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმდნენ. საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერეს. „სახელმწიფოს ძალისხმევის შედეგად მივაღწიეთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მიერ ჩვენი მეზღვაურების აღიარებას. ეს არის უდიდესი გამოწვევა და შესაძლებლობა ჩვენი კერძო …

ნიგერიაში გატაცებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს

ნიგერიაში გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ “ბათუმელებს” საზღვაო  ტრანსპორტის სააგენტოში დაუდასტურეს. “გატაცებული მეზღვაურები რამდენიმე დღეში სპეციალური რეისით ნიგერიიდან საქართველოში დაბრუნდებიან. ჩვენს მეზღვაურებს ვულოცავთ გათავისუფლებას და მადლობას ვუხდით გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს…”, – ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი. მეზღვაურებმა ტყვეობაში 20 დღე გაატარეს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ამჟამად მუშაობენ ნებართვის …

ნიგერიაში 9 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

ნიგერიაში, გვინეის ყურეში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან მეკობრეებმა 10 მეზღვაური გაიტაცეს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გატაცებული 10 მეზღვაურიდან 9 საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ 4 მეზღვაურს, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან, საფრთხე არ ემუქრებათ. „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფება გემთფლობელთან, რომელიც არის კარგი რეპუტაციის მქონე, პასუხისმგებლიანი კომპანია. უკვე შევხვდით ოჯახის წევრებს და მივაწოდეთ ჩვენს …

Exit mobile version