დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, ბათუმში დააჯილდოვეს საზღვაო სფეროსთან დაკავშირებული პირები.
საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ:
- ლალი ხვედელიძე
- ანზორ დიასამიძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი
- ილგარ ალი ზადე
- არჩილ ინასარიძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი
- ალი სარიშვილი, უფროსი მექანიკოსი
- ანატოლი სიხარულიძე, უფროსი მექანიკოსი
- სოსლან ჩხაიძე
- ეკა ბარამიძე
ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ჯილდო გადაეცა შორეული ნაოსნობის ორ ქართველ კაპიტანს.
არქიმანდრიტი ილია კარტოზია ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 2015 წლის 28 დეკემბერს დაიღუპა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, საქართველოს რვა მოქალაქე. ილია კარტოზიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.
ილია კარტოზიას ჯილდო გადაეცა შორეული ნაოსნობის კაპიტანს, ვაჟა ჯანგველაძეს.
2024 წლის 20 იანვრის ღამეს ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემს კუნძულ კრეტასთან სამაშველო სამსახური დაუკავშირდა და მათთან ახლოს მყოფი მიგრანტების ნავის შესახებ შეატყობინა. ადამიანები შველას ითხოვდნენ. ქართველი კაპიტნის მეთაურობით დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რომლის შედეგადაც 34 ადამიანი გადაურჩა ზღვაში დაღუპვას.
ილია კარტოზიას ჯილდო გადაეცა შორეული ნაოსნობის კაპიტანს, ალექსანდრე სურმანიძეს.
2023 წლის 28 აგვისტოს კაპიტნის უფროსმა თანაშემწემ თენგიზ დიასამიძემ ატლანტის ოკეანეში მოდრეიფე ნავზე მყოფი ადამიანები შენიშნა. მიგრანტები მაროკოდან ესპანეთში ცდილობდნენ მოხვედრას, ამინდი გაუარესდა და დინებამ ნავი სხვა მხარეს გაიტაცა. ქართველმა მეზღვაურებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად 10 ადამიანი გადაარჩინეს.
ასევე, დღეს დაასახელეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კეთილი ნების საზღვაო ელჩების ვინაობა. კეთილი ნების ელჩები გახდნენ შორეული ნაოსნობის კაპიტნები: გიორგი ოვჩრენკო და მამუკა კუნჭულია.
დაჯილდოებულთა ფოტოები: