Batumelebi | მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურები საქართველოში დაბრუნდნენ მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურები საქართველოში დაბრუნდნენ – Batumelebi

მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურები საქართველოში დაბრუნდნენ

ნიგერიაში გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

მეზღვაურები დღეს, 7 ივნისს, სპეციალური ავიარეისით თბილისი-ლაგოსი-თბილისი ჩამოფრინდნენ. მეზღვაურებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი დახვდა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მეზღვაურების გამოხსნის პროცესში და ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. პროცესის წარმატებით დასრულებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა გემთმფლობელმა კომპანიამ.

ნიგერიაში, გვინეის ყურეში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან მეკობრეებმა 10 მეზღვაური 30 აპრილს გაიტაცეს. გატაცებულთაგან 9 საქართველოს მოქალაქე იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი