ბათუმელი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადი ბადის მეორე წრეში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და Wimbledon-ის ძირითადი ბადის პირველი წრე წარმატებით გაიარა. საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ცნობით, 28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 94-ე ნომერი, ავსტრალიელი ჩოგბურთელი ანგარიშით – 6:2, 2:6, 6:4 დაამარცხა და კარიერაში პირველად უიმბლდონის ძირითადი ბადის მეორე წრეში გავიდა. მარიამ ბოლქვაძე ბათუმელია. ჩოგბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, …

ბათუმი საფეხბურთო მატჩს, დიდი 10-ის ფინალსა და ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

18 აპრილიდან ბათუმი სპორტულ სეზონს მასშტაბურად ხსნის და 26 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა სპორტის სახეობებში გულშემატკივრებს არაერთ ღონისძიებაზე დასწრების საშუალება მიეცემათ – ქალაქი საფეხბურთო მატჩს, დიდი 10-ის ფინალსა და ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. აღნიშნულ პერიოდში საინტერესო საფეხბურთო მატჩი გაიმართება ბათუმის სტადიონზე, სადაც დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ეგიდით, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, იბერია 1999-ს მიიღებს. 19-დან …

აჭარის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნაში

19-26 აპრილს ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაა დაგეგმილი. ღონისძიების გახსნის ოფიციალური ცერემონიისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება. შესაბამის მომსახურებას აჭარის კულტურის სამინისტრო ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდის „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით. სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მისაღებად უკვე მიმართა. „აჭარის კულტურის სამინისტროში 2026 წლის 25 და 31 მარტს შემოვიდა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის …

ვლადიმერ მამუჩაშვილმა „დინამო ბათუმი“ დატოვა

„დინამო ბათუმი“ ოფიციალურად დატოვა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა. ის თავისუფალი აგენტის სტატუსით მოლდოვაში გადავიდა და ტირასპოლის „შერიფში“ ითამაშებს. მამუჩაშვილმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.  ტრანსფერი „შერიფმაც“ დაადასტურა. ვლადიმერ მამუჩაშვილი „დინამო ბათუმში“ 2018 წელს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოდან“( ახლა „იბერია“) გადმოვიდა. იგი „დინამო ბათუმის“ შემადგენლობაში გახდა საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ჩაატარა 222 …

„დინამო ბათუმი“ ტუზის „დეჩიჩს“ შეხვდება – კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი

ხვალ, 24 ივლისს, ბათუმის სტადიონზე „დინამო ბათუმი“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგოს „დეჩიჩს“ შეხვდება. განმეორებითი შეხვედრა 30 ივლისს, მონტენეგროში შედგება. გამარჯვებული კი ორი მატჩის ჯამის შედეგად გამოვლინდება. თამაში ბათუმში საღამოს, 21:00 საათზე დაიწყება. „დეჩიჩი“ მონტენეგროში მდებარე პატარა ქალაქის, ტუზის გუნდია. ტუზში ბოლო აღწერით 13 000 -მდე ადამიანი ცხოვრობს. საფეხბურთო კლუბი „დეჩიჩი“ 1926 წელსაა დაფუძნებული. …

„დინამო ბათუმი“ დღეს რაზგრადის „ლუდოგორეცთან“ განმეორებით შეხვედრას გამართავს

დღეს, 17 ივლისს, „დინამო ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რაზგრადის „ლუდოგორეცთან“ განმეორებით შეხვედრას გამართავს. მატჩი ბათუმის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ბულგარეთში გაიმართა და ის მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით – 3:1 დასრულდა. შემდეგ ეტაპზე გამარჯვებული ორი მატჩის ჯამში ნაჩვენები შედეგის მიხედვით გამოვლინდება. შესაბამისად, ბათუმის დინამოს მინიმუმ 2-ბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება თამაშის პენალტების …

საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 4 საგზური მოიპოვა

საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და ისტორიაში პირველად მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოთხი საგზური მოიპოვა. კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ეს საქართველოს წყალში ხტომის ისტორიაში უპრეცედენტო შედეგია. მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას მარიამ შანიძე, თეკლა შარია, გიორგი წულუკიძე და ალექსანდრე ცხომელიძე დაიცავენ. კონტინენტის პირველობაზე 14 წლის ალექსანდრე ცხომელიძემ 3 მეტრი ტრამპლინიდან ხტომაში …

ბათუმში სულ სხვა თამაშს ვიხილავთ – მწვრთნელის კომენტარი „დინამო ბათუმის“ დამარცხების შემდეგ

10 ივლისს „დინამო ბათუმი“ დამარცხდა „ლუდოგორეცთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართულ მატჩზე ანგარიშით – 3:1. თამაში ბულგარეთში გაიმართა. შეხვედრაში „დინამოელების“ მხრიდან ერთადერთი გოლი ლადო მამუჩაშვილმა გაიტანა. მატჩის შემდეგ „დინამო ბათუმმა“ ფეისბუქზე გუნდის მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს კომენტარი გაავრცელა. დემჩენკო აღნიშნავს, რომ შეხვედრის პირველი ტაიმი „ლუდოგორეცის“ უპირატესობით წარიმართა: „ჩვენი ბიჭების უმეტესობას ამ დონის გამოცდილება არ აქვს, ცოტას …

„დინამო ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რაზგრადის „ლუდოგორეცს“ შეხვდება

10 ივლისს, ბულგარეთში, „დინამო ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რაზგრადის „ლუდოგორეცს“ შეხვდება. გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ბათუმში 17 ივლისს გაიმართება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს სვლას, ხოლო დამარცხებული უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო გათამაშებაში გადაინაცვლებს. „დინამო ბათუმის“ შემდეგი მეტოქეები, როგორც მოგების, ასევე წაგების შემთხვევაში ცნობილია. „ლუდოგორეცის“ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, „დინამო …

UEFA-მ თურქი ფეხბურთელი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა ჟესტის გამო

უეფამ ორი მატჩის გამოტოვებით დასაჯა თურქი ფეხბურთელი მერიჰ დემირალი ევროპის ჩემპიონატზე, მერვედფინალში გოლის აღნიშვნის დროს გამოყენებული ულტრანაციონალისტური  ჟესტისთვის. დისკვალიფიკაციის გამო, დემირალი შაბათს, თურქეთის ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება მეოთხედფინალურ მატჩში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ და ნახევარფინალშიც, იმ შემთხვევაში, თუ თურქეთის ნაკრები მოახერხებს ნიდერლანდების ნაკრების დამარცხებას. ამ ფაქტის გათვალისწინებით, AP წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააუქმა …

უეფა იძიებს თურქეთის ნაკრების ფეხბურთელის ულტრანაციონალისტურ ჟესტს გოლის გატანის შემდეგ

„ბიბისის“ ცნობით, უეფამ გამოძიება დაიწყო თურქეთის ეროვნული ნაკრების მცველის, მერიჰ დემირალის საქციელზე, რომელმაც ავსტრიასთან მერვედფინალური მატჩის დროს ულტრანაციონალისტური ჟესტი გამოიყენა. კერძოდ, ფეხბურთელმა მეორე გოლი აღნიშნა ე.წ. „მგლის მისალმებით“, ჟესტით, რომელიც დაკავშირებულია ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან – „რუხი მგლები“. ეს დაჯგუფება დაკავშირებულია თურქეთის მმართველ კოალიციურ „ნაციონალური მოძრაობის პარტიასთან“. დემირალმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ მისალმება, რომელიც ავსტრიასა და …

მირანდა კაპანაძე პირველი ქართველი ქალია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა ჭიდაობაში

ქართველმა მოჭიდავემ, მირანდა კაპანაძემ სერბეთში, ნოვი სადში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და გახდა ევროპის კონტინენტის პირველი ქართველი ჩემპიონი ქალი. ინფორმაციას ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს. „მირანდამ ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! აქამდე, საქართველოს ქალთა ეროვნულ და არც ერთ ასაკობრივ ნაკრებს, ქალთა ჭიდაობაში, ამ რანგის შეჯიბრებაზე ჩემპიონი არ …

ლაშა გობაძე პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

ლაშა გობაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იჭიდავებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს. ფედერაციის ცნობით, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების გადაწყვეტილებით, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოლიმპიადას ჩამოშორებული ბელარუსი სპორტსმენის – მასკევიჩის ადგილს ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი დაიკავებს პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამი სპორტსმენით გამოვა. ლაშა გობაძის გარდა, ოლიმპიადაზე იჭიდავებენ რამაზ ზოიძე …

ფეხბურთელების საშუალო შეფასებით საქართველო მე-3 ადგილზეა – Sky Sports

ბრიტანული „სქაი სპორტსის“ მიხედვით, ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ, ფეხბურთელების საშუალო რეიტინგით საქართველო მე-3 ადგილზეა. სიას სათავეში უდგას სლოვაკეთის ნაკრები, რომლის ფეხბურთელთა საშუალო რეიტინგია – 7,94. სლოვაკებმა პირველ ტურში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ბელგიის ნაკრებს სძლიეს ანგარიშით 0-1. მეორე ადგილზეა რუმინეთის ნაკრები, რომლის ფეხბურთელთა საშუალო რეიტინგია – 6,94. რუმინეთის ნაკრებმა, ყველასთვის მოულოდნელად უკრაინის ნაკრები დაამარცხა 3-0. …

ბათუმში ხვალ აფროსნობის ტურნირი იწყება

21-23 ივნისს ბათუმში აფროსნობის ტურნირი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის, ფოთისა და თბილისის აფროსანთა კლუბები. ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონია, 21 ივნისს, 12 საათზე გაიმართება ე.წ. „მელკიმორიაზე“, ბაქოს ქუჩის 33-ში.  ტურნირის ორგანიზატორია აჭარის აფროსანთა ფედერაცია, რომელიც 2023 წელს დაფუძნდა. პრესრელიზის თანახმად, ფედერაციის მიერ ორგანიზებულ აფროსნობის სკოლაში, მოზარდებს საშუალება აქვთ უფასოდ დაეუფლონ სპორტის ამ სახეობას და მიიღონ …

საქართველოს ნაკრები შაბათს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება ევროპის ჩემპიონატზე

ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დრამატული სადებიუტო მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების შეხვედრა შაბათს, 22 ივნისს, ჰამბურგში, „ვოლკსპარშტადიონზე“ შედგება. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებს საქართველოს ნაკრები არსებობის მანძილზე პირველად ეთამაშება. როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, ჩეხეთისა …

16-წლამდე გოგონათა ნაკრები სან მარინოში ჩატარებული უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ნაკრები სან-მარინოში ჩატარებული უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში სალომე ხუბულურის გუნდმა ესტონეთის ნაკრებს 5:2 სძლია. საქართველოს ნაკრების რიგებში დუბლი სოფი ხელაშვილმა შეასრულა. თითო გოლი ქეთევან ჭურკვეიძის, ანანო წიქარიძის და ლოლიტა კალოიანის ანგარიშზეა. საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ტურნირის სამივე მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო. სასტარტო …

„დინამო ბათუმის“ ფეხბურთელი: „უკლუბოდ ყოფნის დროს, უარი ვთქვი რუსულ ფულზე, წინ ევროპისკენ“

ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი, ლევან კუტალია რუსულ კანონს აპროტესტებს. ფეისბუქში ეხმიანება „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებულ კანონს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ და წერს: „საქართველო ევროპაში. ჩვენს არჩევანს ალტერნატივა არ აქვს. გვახსოვს ისტორია, გვტკივა ოკუპაცია. მე როგორც ფეხბურთელმა, უკლუბოდ ყოფნის დროს, უარი ვთქვი რუსულ ფულზე და რუსული კლუბის შემოთავაზებაზე. არ მინდა წარსულში – წინ ევროპული მომავლისკენ!“ – …

ბატუტზე ხტომაში გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

ისტორიაში პირველად ბატუტზე ხტომაში გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომაში წარმატებით იასპარეზა გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნინო ქორიძის, ანა ლაპიაშვილისა და მაია ბოჭორიძის შემადგენლობით. ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა და ვერცხლის მედლები მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა ლუბა გოლოვინას, მარიამ რაგიმოვის, ანანო აფაქიძისა და თეონა ჯანჯღავას შემადგენლობით. ტურნირზე ფინალური ბრძოლა …

„პრინციპული თამაშია, გელით ყველას“ – „დინამო ბათუმი“ VS „ტორპედო“

დღეს, 29 მარტს, ბათუმში, „დინამო ბათუმი“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება ეროვნული ლიგის გათამაშების ფარგლებში. მატჩი საღამოს, 21 საათზე დაიწყება. „პრინციპული თამაშია და იმედია ატმოსფერო იქნება ძალიან მაგარი სტადიონზე, გელოდებით ყველას, კიდევ ერთი გამარჯვება გვჭირდება“ – ასე მიმართა საქართველოს ნაკრების წევრმა, „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა გულშემატკივრებს. დღეის მონაცემებით, „დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის სიის სათავეშია. გუნდმა გათამაშების …

ფიგუ, ძანეტი, ქეცბაია და სხვა ლეგენდები დღეს ბათუმში ითამაშებენ

დღეს, 7 მარტს, ბათუმში ლეგენდების სერიის პირველი მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს „საქართველოს ლეგენდების ნაკრები“ და მილანის „ინტერის“ ლეგენდების გუნდები დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ: შოთა და აჩი არველაძეები, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე და სხვა არაერთი ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი. მილანის „ინტერის“ გუნდში იქნებიან: ლუიშ ფიგუ, ესტებან კამბიასო, ხავიერ ძანეტი, …

ილია თოფურია UFC-ის ჩემპიონი გახდა

ქართველი შერეული ორთაბრძოლების [MMA], მებრძოლი ილია თოფურია UFC-ას ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. დღეს, თბილისის დროით 18 თებერვალს, მან მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი. ილია თოფურიამ MMA-ში 15 ბრძოლა ჩაატარა დღევანდელის ჩათვლით და ყველა მოიგო. UFC-ში დღეს გამარჯვება ორმა ქართველმა მებრძოლმა იზეიმა. მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა, ილია თოფურია კი პირველი …

„44 წელი პედაგოგი ვარ, „ლელოს“ მხარდაჭერის გამო გამათავისუფლეს“ – შემთხვევა ხელვაჩაურში

„გამათავისუფლეს იმიტომ, რომ „ლელოს“ ვუჭერ მხარს, პედაგოგად მუშაობის 44-წლიანი გამოცდილება მაქვს, ბოლო 13 წელია ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელი ვარ,“ – ამბობს დავით დევაძე. ის საფეხბურთო კლუბი „მაჭახელას“ მწვრთნელად მუშაობდა თვეში 360 ლარად. „დირექტორმა დამიბარა და მითხრა, ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ გიგრძელებთ ხელშეკრულებასო. ვუთხარი, ბავშვები ცოდვა არიან-მეთქი და ჩვენ მივხედავთო. სხვა მწვრთნელებს გაუფორმეს ხელშეკრულება. „მაჭახელა“ ხელვაჩაურის სასპორტო …

22 წლის ბათუმელი გოგო მსოფლიო ჩემპიონია მკლავჭიდში

22 წლის მარიამ ნოდიამ მკლავჭიდში უკვე მიაღწია დიდ წარმატებებს. პირველად 18 წლის ასაკში გახდა მსოფლიო ჩემპიონი და მას შემდეგ ევროპის ჩემპიონობაც არაერთგზის მოიპოვა. სპორტი სულ უყვარდა, თამაშობდა ხელბურთს, ფრენბურთს და ფეხბურთშიც სცადა ბედი, თუმცა, საბოლოოდ არჩევანი მკლავჭიდზე შეაჩერა. 2023 წელს მარიამმა ორივე მკლავით იასპარეზა და ორი ოქრო აიღო მსოფლიო ჩემპიონატზე. გამოვიდა უფროსი ასაკის კატეგორიაშიც, სადაც …

როგორ აღმოჩნდნენ ქართველი ფრენბურთელი დები გერმანულ კლუბში

ფრენბურთელი დები – ლიზი და ნანუკა ლობჟანიძეები კარიერას გერმანიის „ბუნდესლიგა 2“-ის კლუბ Nawaro Straubing-ში აგრძელებენ. ლიზი ძირითად გუნდში ითამაშებს, ნანუკა კი – ახალგაზრდულში. ლიზი [190 სმ] 23 წლისაა, ნანუკა – 15-ის [180 სმ]. ლიზი ლობჟანიძე 2018 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია და „საქართველოს უნივერსიტეტში“ გოგონების და ვაჟთა გუნდების მთავარი მწვრთნელიცაა. როგორც ლიზი „ბათუმელებთან“ ამბობს, მან …

გვინდა ოლიმპიური ჩემპიონები გავხდეთ – მოცურავეები აუზს და დაფინანსებას ითხოვენ

ქართველი ახალგაზრდა მოცურავეები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ სახელმწიფო მათ სათანადო პირობებს არ უქმნის განვითარებისთვის. მოცურავეები ამბობენ, რომ საქართველოში ცურვას, როგორც პერსპექტიულ სახეობას, არ აღიარებენ და არც აფინანსებენ ისე, როგორც, მაგალითად, წყალბურთს ან სხვა რომელიმე სახეობას. მოცურავეები ფაქტობრივად აუზის გარეშე არიან, რადგან ის კერძო აუზები, რომლის ქირაობასაც დღეს ასე თუ ისე ახერხებენ, ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს. …

„დაგვიტოვეთ სპორტული მოედანი“ – აქცია ბათუმში

„ჩვენ ვითხოვთ სპორტული მოედანი დაგვიტოვონ,“ – ამბობს თამარის დასახლებაში, დევნილების კორპუსების მახლობლად მცხოვრები დავით ბერიძე. აქ მცხოვრებმა მოქალაქეებმა დღეს, 23 თებერვალს, მოედანზე შესვლის საშუალება არ მისცეს მიწის მესაკუთრე კომპანიის ტრაქტორს. ადგილზე იყო პოლიციაც. „წინასაარჩევნოდ გვითხრეს, რომ მიწას გაყიდდნენ იმ პირობით, რომ მოედანი მოედნად დაგვრჩებოდა და პირიქით, კეთილმოაწყობდნენ. ახლა კი, ტექნიკა პირდაპირ მოედნის ადგილზე იწყებს მუშაობას“, …

„არამეგობარ მოლდოვაში“ ვიზიტი? – რატომ გაუშვეს სამსახურიდან აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი

აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი და მისი მოადგილე მინდია ქათამაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამის მიზეზი დეპარტამენტის უფროსის მოლდოვაში ვიზიტი გახდა, მისი მოადგილე კი, მინისტრის გინებისთვის გაათავისუფლეს. „ჭორებს შევეშვათ, არანაირი მიზეზი არ ყოფილა,“ – ასე გვიპასუხა ლაშა ჩავლეშვილმა, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა დირექტორმა, როცა მას მოლდოვაში ვიზიტთან დაკავშირებით ვკითხეთ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მისი თანამდებობიდან …

სპორტი, როგორც ფუფუნება – რატომ ღირს ფიტნესკლუბები საქართველოში ევროპაზე ძვირი

„18 ევრო ღირს ჩემი სახლის გვერდით სპორტული ცენტრი, სადაც ფიტნეს დარბაზია და საცურაო აუზიც,“ – გვიყვება ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში მცხოვრები ალექსანდრე სანაძე. ნათია ვიტი, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტიდან კი ამბობს, რომ 15 – 20 ევროდან არის შესაძლებელი ფიტნესდარბაზით სარგებლობა, ერთთვიანი აბონემენტი. ამ ფასად, მაგალითად, ბათუმსა და თბილისში არათუ საცურაო აუზით, მხოლოდ ტრენაჟორებითაც ვერ ისარგებლებ. დაბალი შემოსავლებისა …

ჩოგბურთელები ხულოს სოფლიდან ფორმის, ხარისხიანი მაგიდისა და ბურთების გარეშე

ხულოელი სამი ახალგაზრდა წელს პირველად ასპარეზობდა მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ჩემპიონატში. სამივე მათგანი ხულოს სოფელ ვაშლოვანიდანაა. მათგან ორი  – თაკო და მარი რიჟვაძეები დები არიან. 19 წლის თაკო რიჟვაძე გვიყვება, როდის დაიწყო მაგიდის ჩოგბურთის თამაში, რა მიღწევები ჰქონია აქამდე და რა გეგმები აქვს სამომავლოდ. ის საუბრობს იმ საჭიროებებსა და პრობლემებზეც, რაც სპორტის ამ სახეობაში კიდევ უფრო …

ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი ექსკლუზიურად „სილქ უნივერსალზე“ მიმდინარეობს

6-დან 13 ოქტომბრის ჩათვლით მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში ტაშკენტი (უზბეკეთი) უმასპინძლებს. სპორტის მოყვარულები საქართველოს 11 რჩეული სპორტსმენის ასპარეზობას ექსკლუზიურად  „სილქ უნივერსალზე“  მიადევნებენ თვალს: ლუხუმ ჩხვიმიანი – 6 ოქტომბერი ვაჟა მარგველაშვილი  – 7 ოქტომბერი ლაშა შავდათუაშვილი  – 8 ოქტომბერი ეთერ ლიპარტელიანი – 8 ოქტომბერი ტატო გრიგალაშვილი – 9 ოქტომბერი ლაშა ბექაური – 10 ოქტომბერი ლუკა მაისურაძე – …

როგორ ვითარდება აჭარაში ბავშვთა ფეხბურთი და რამდენს ხარჯავენ ამისთვის

არასაკმარისი, არასტანდარტული და ხშირ შემთხვევაში უხარისხო საფეხბურთო მოედნები – აჭარაში მომუშავე ფეხბურთის მწვრთნელები მიიჩნევენ, რომ ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც აჭარის რეგიონში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას უშლის ხელს. დღეისათვის ბათუმში 7 კერძო საფეხბურთო სკოლაა, სადაც 6-12 წლამდე ასაკის ბავშვები ფეხბურთს სწავლობენ – გადიან წვრთნას და ვარჯიშობენ. ინტერესი ფეხბურთის მიმართ მზარდია. მწვრთნელთა თქმით, ბოლო ორ წელში ბათუმში ფეხბურთის …

რა უნდა იცოდეთ, სანამ თქვენს შვილს ფეხბურთზე შეიყვანთ – რჩევები მწვრთნელებისგან

ბათუმში ბავშვთა ფეხბურთზე მზარდი მოთხოვნაა. ქალაქში 7 კერძო საფეხბურთო სკოლაა, სადაც ასობით ბავშვი სწავლობს. რა სჭირდება ბავშვთა ფეხბურთს განვითარებისთვის და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, სანამ შვილს ფეხბურთზე შეიყვანენ, ჰკითხა „ბათუმელებმა“ ორი საფეხბურთო სკოლის, „დელფინის“ მწვრთნელს იურა ალეფირენკოს  და „პორტუსის“ პრეზიდენტს, ჯაბა ჭანტურიას. „20 წელია ამ სფეროში ვარ და მსგავსი არ მახსოვს,“ – ბავშვების მხრიდან …

„ქალი კაცის პრიზს ვერ აიღებს“ – მერიის თასი და დისკრიმინაცია ჭადრაკში

„ქალი კაცთა პრიზს  ვერ აიღებს“ – მოჭადრაკე თამარ ესაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ ასე უთხრეს საჭადრაკო ფესტივალზე, „ბათუმის მერიის თასზე“. მან ღია ჩემპიონატზე მეორე ადგილი მოიპოვა, თუმცა ქალებისთვის გათვალისწინებული საპრიზო თანხა შესთავაზეს, გაცილებით ნაკლები, რასაც მისი პროტესტი მოჰყვა. „მთლიანი ოფენ ტურნირის მეორე ადგილი დავიკავე  (სადაც პრიზი იყო 1300 ლარი) და დამაჯილდოვეს, როგორც ქალთა 1 ადგილზე გასული …

რატომ გაუშვეს „დინამო“ ბათუმიდან მეკარე ლაზარე კუპატაძე

„ოფიციალურად დღეიდან ბათუმის დინამოს ფეხბურთელი აღარ ვარ,“ – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ბათუმის „დინამოს“ მეკარე ლაზარე კუპატაძე. ის არ აკონკრეტებს, რის გამო დატოვა „დინამო“, თუმცა ფეისბუქსტატუსში უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვერსიას კლუბის მფლობელთან შელაპარაკებაზე. „ბათუმის დინამომ“ წარუმატებელი სვლა კუპატაძეს დააბრალა და გუნდიდან გაუშვა. ლაზარეს და კლუბის მფლობელს შორის შელაპარაკება მოხდა, ბათუმელი მეკარე კი შეხვედრის ადგილიდან დაცვის …

რუს მოჭადრაკეებს ქვეყნის სახელით არ შეუძლიათ მონაწილეობა ბათუმში ჩემპიონატზე – ფედერაცია

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ფეისბუქის გვერდზე ეხმიანება 15-28 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილ მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსი მოჭადრაკეებიც. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია აცხადებს, რომ რუსი და ბელარუსი მოჭადრაკეები ჩემპიონატზე საკუთარი ქვეყნის სახელით ვერ გამოვლენ. „ბათუმში 15-28 სექტემბერს დაგეგმილი მსოფლიოს კადეტთა (8;10;12 წწ) ჩემპიონატი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, FIDE -ს ეგიდით ტარდება, სადაც რუსი და ბელარუსი მოჭადრაკეები FIDE …

Exit mobile version