სიახლეები,სპორტი

UEFA-მ თურქი ფეხბურთელი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა ჟესტის გამო

05.07.2024 •
UEFA-მ თურქი ფეხბურთელი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა ჟესტის გამო

უეფამ ორი მატჩის გამოტოვებით დასაჯა თურქი ფეხბურთელი მერიჰ დემირალი ევროპის ჩემპიონატზე, მერვედფინალში გოლის აღნიშვნის დროს გამოყენებული ულტრანაციონალისტური  ჟესტისთვის.

დისკვალიფიკაციის გამო, დემირალი შაბათს, თურქეთის ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება მეოთხედფინალურ მატჩში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ და ნახევარფინალშიც, იმ შემთხვევაში, თუ თურქეთის ნაკრები მოახერხებს ნიდერლანდების ნაკრების დამარცხებას.

ამ ფაქტის გათვალისწინებით, AP წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააუქმა აზერბაიჯანში ვიზიტი და გუნდის მხარდასაჭერად, შაბათს, თამაშზე დასასწრებად გაემგზავრება.

2 ივლისს, თურქეთის ნაკრების ფეხბურთმა მერიჰ დემირალმა ავსტრიის ნაკრების კარში გატანილი მეორე გოლი აღნიშნა ე.წ. „მგლის მისალმებით“, ჟესტით, რომელიც დაკავშირებულია ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან – „რუხი მგლები“.

დემირალმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ მისალმება, რომელიც ავსტრიასა და საფრანგეთში აკრძალულია, წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი გოლის გატანის შემთხვევაში:

„ძალიან ვამაყობ, რომ თურქი ვარ, გოლის შემდეგ ეს ძლიერად ვიგრძენი, მინდოდა ეს გამეკეთებინა და მიხარია, რომ ეს გავაკეთე“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: