მთავარი,სიახლეები,სპორტი

ბათუმში სულ სხვა თამაშს ვიხილავთ – მწვრთნელის კომენტარი „დინამო ბათუმის“ დამარცხების შემდეგ

11.07.2024
ბათუმში სულ სხვა თამაშს ვიხილავთ – მწვრთნელის კომენტარი „დინამო ბათუმის“ დამარცხების შემდეგ

10 ივლისს „დინამო ბათუმი“ დამარცხდა „ლუდოგორეცთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართულ მატჩზე ანგარიშით – 3:1.

თამაში ბულგარეთში გაიმართა. შეხვედრაში „დინამოელების“ მხრიდან ერთადერთი გოლი ლადო მამუჩაშვილმა გაიტანა.

ანდრეი დემჩენკო, „დინამო ბათუმის“ მწვრთნელი

მატჩის შემდეგ „დინამო ბათუმმა“ ფეისბუქზე გუნდის მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს კომენტარი გაავრცელა. დემჩენკო აღნიშნავს, რომ შეხვედრის პირველი ტაიმი „ლუდოგორეცის“ უპირატესობით წარიმართა:

„ჩვენი ბიჭების უმეტესობას ამ დონის გამოცდილება არ აქვს, ცოტას ნერვიულობდნენ, განიცდიდნენ. პირველი ტაიმი უნდა შევიტანოთ „ლუდოგორეცის“ აქტივში.

მეორე ტაიმში უფრო თავდაჯერებულები გამოვედით, გავიტანეთ გოლი, გვქონდა მომენტები… გარკვეულ ეპიზოდებში არ გაგვიმართლა, ასე რომ ვფიქრობ მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ.

შეიძლება ითქვას, რომ მესამე გოლმა ცოტა გაგვტეხა. ეს გოლი ჩვენი შეცდომის გამო მივიღეთ და ვფიქრობ „ლუდოგორეცმა“ ამ გოლით დამატებითი ენერგია მიიღო, ჩვენ კი პირიქით – თავდაჯერება დავკარგეთ.

შემდეგ მატჩს სახლში ვთამაშობთ. გავაანალიზებთ საკუთარ შეცდომებს, რომლებიც ამ თამაშში დავუშვით. მინდა ასევე დავძინო, რომ ამ თამაშმა ჩვენ ფეხბურთელებს გარკვეული გამოცდილება შესძინა. განმეორებით შეხვედრაში უფრო თამამები ვიქნებით. ბათუმში სულ სხვა თამაშს ვიხილავთ“.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ბათუმში 17 ივლისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს სვლას, ხოლო დამარცხებული უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო გათამაშებაში გადაინაცვლებს.

________________________

ფოტო: dinamo Batumi/facebook

ამავე თემაზე: 

„დინამო ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რაზგრადის „ლუდოგორეცს“ შეხვდება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: