სიახლეები,სპორტი

ვლადიმერ მამუჩაშვილმა „დინამო ბათუმი“ დატოვა

13.08.2024 •
ვლადიმერ მამუჩაშვილმა „დინამო ბათუმი“ დატოვა

„დინამო ბათუმი“ ოფიციალურად დატოვა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა. ის თავისუფალი აგენტის სტატუსით მოლდოვაში გადავიდა და ტირასპოლის „შერიფში“ ითამაშებს.

მამუჩაშვილმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.  ტრანსფერი „შერიფმაც“ დაადასტურა.

ვლადიმერ მამუჩაშვილი „დინამო ბათუმში“ 2018 წელს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოდან“( ახლა „იბერია“) გადმოვიდა.

იგი „დინამო ბათუმის“ შემადგენლობაში გახდა საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ჩაატარა 222 მატჩი, გაიტანა 52 გოლი და გააკეტა 25 საგოლე გადაცემა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: