მთავარი,სიახლეები

ფეხბურთელების საშუალო შეფასებით საქართველო მე-3 ადგილზეა – Sky Sports

20.06.2024
ფეხბურთელების საშუალო შეფასებით საქართველო მე-3 ადგილზეა – Sky Sports

ბრიტანული „სქაი სპორტსის“ მიხედვით, ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ, ფეხბურთელების საშუალო რეიტინგით საქართველო მე-3 ადგილზეა.

სიას სათავეში უდგას სლოვაკეთის ნაკრები, რომლის ფეხბურთელთა საშუალო რეიტინგია – 7,94. სლოვაკებმა პირველ ტურში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ბელგიის ნაკრებს სძლიეს ანგარიშით 0-1.

მეორე ადგილზეა რუმინეთის ნაკრები, რომლის ფეხბურთელთა საშუალო რეიტინგია – 6,94. რუმინეთის ნაკრებმა, ყველასთვის მოულოდნელად უკრაინის ნაკრები დაამარცხა 3-0.

რაც შეეხება საქართველოს, ნაკრების ფეხბურთელთა საშუალო რეიტინგია – 6,89 მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურში  წააგო თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან.

საქართველოს ნაკრების მეტოქეებიდან ჩეხეთის ნაკრები მე-7 ადგილზეა – 6,33 ქულით, თურქეთის ნაკრები მე-9 ადგილზე – 6,26 ქულით, ხოლო პორტუგალიის ნაკრები საშუალო 6,1 ქულით მე-14 ადგილზეა.

პირველი ტურის ყველაზე დაბალრეიტინგული გუნდი „სქაის“ მიხედვით შოტლანდიის ეროვნული ნაკრებია.

რაც შეეხება ფეხბურთელთა ინდივიდუალურ შეფასებას, აქ ყველაზე მაღალი ქულა, ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ჯუდ ბელინგემს აქვს – 8,3. მეორე ადგილზე 8,2 ქულით ერთბაშად 4 ფეხბურთელია: გერმანიის ეროვნული ნაკრების  ფეხბურთელი ჯამალ მუსიალა, სლოვაკეთის ნაკრებიდან მარტინ დუბრავკა, ასევე სლოვაკეთის ნაკრებიდან მილან შკრინიანი და სტანისლავ ლობოტკა.

„სქაი სპორტსის“ მიხედვით, ქართველი ფეხბურთელებიდან საუკეთესო შეფასება ჟორჟ მიქაუტაძეს აქვს – 7,7 ქულა, მას მოსდევენ გიორგი ჩაკვეტაძე და ანზორ მექვაბიშვილი 7,4 ქულით.

მთავარი ფოტო : nakrebi.ge

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: