დღეს, 20 აპრილს, ბათუმში მარათონი იმართება. მარათონი 18:40 საათზე დაიწყო და ამ დრომდე [21:30 სთ] გრძელდება. მარათონის გამო ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა პარალიზებულია, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. მარათონი ტარდება the Great Night Race-ს ორგანიზებით. ამავე წყაროს ცნობით, გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დასაჩუქრდებიან. პრიზების შესახებ ინფორმაცია და მარათონში მონაწილეობის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
Tag Archives: სპორტი
ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ახალი ბაზა აშენდება
ჩაქვში, აბაშიძის ქუჩა №2-ში მდებარე 3300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ძალოსნობის სავარჯიშო ბაზა აშენდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ დეტალური სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 110 ათასი ლარია. დაბა ჩაქვში ძალოსნები უკვე რამდენიმე წელია ისეთ დარბაზში ვარჯიშობენ, სადაც არც შუქი აქვთ და არც საშხაპე ცხელი წყლით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ …
Continue reading “ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ახალი ბაზა აშენდება”
ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს
ბათუმი ძალოსანთა ევროპის 50-ე საიუბილეო ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატი ბათუმის სპორტის სასახლეში დღეს, 6 აპრილს გაიხსნა. ჩემპიონატში მონაწილეობას 42 ქვეყნის 400-მდე ძალოსანი მიიღებს, სულ გათამაშდება 180 სინჯის მედალი. გარდა ევროპის ჩემპიონის ტიტულისა, ძალოსნები ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებისთვისაც იბრძოლებენ. აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „პირველობაზე ქართველი და უცხოელი 100-მდე ჟურნალისტია აკრედიტირებული და ჩემპიონატის პირდაპირი …
Continue reading “ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს”
ბათუმელი ექიმი მეთერთმეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში
29 წლის ბათუმელი ექიმი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი დარინა ცეცხლაძე მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონი მეთერთმეტედ გახდა. 2019 წლის 20-24 მარტს გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში დარინამ ტრავმების მიუხედავად იასპარეზა და აბსოლუტურ წონაში გახდა ჩემპიონი. „ტრავმები მქონდა ვარჯიშის და გადატვირთული გრაფიკის გამო. ექიმი ვარ, ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა, იმდენს ვერ ვვარჯიშობდი, რამდენიც საჭირო იყო, რაც სამ-ოთხ თვეში იყო გასაკეთებელი, მინდოდა ერთ …
Continue reading “ბათუმელი ექიმი მეთერთმეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში”
საერთაშორისო სპორტულ და სახელოვნებო პროექტებს მონიტორინგის ჯგუფი გააკონტროლებს
დღეს, 22 მარტს, ბათუმის საკრებულომ ცვლილება შეიტანა საერთაშორისო სპორტული და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამაში. კონკრეტულად – დაზუსტდა ანგარიშგების წესი და პირობები. შესრულებულ პროექტებს – საერთაშორისო ფესტივალებისა და ტურნირების შესახებ ანგარიშგების, აქამდე არსებული პრაქტიკით, მხოლოდ შესაბამისი სამსახური იბარებდა. ახალი წესის მიხედვით, შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი. მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის, მერაბ ქიძინიძის განცხადებით, შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი, …
Continue reading “საერთაშორისო სპორტულ და სახელოვნებო პროექტებს მონიტორინგის ჯგუფი გააკონტროლებს”
20 აპრილს ბათუმში ღამის მარათონი ჩატარდება
2019 წლის 20 აპრილს ბათუმში გაიმართება მარათონი გარბენში. მარათონში მონაწილეობა უფასოა მხოლოდ 13 წლამდე ბავშვებისთვის. ზრდასრულთათვის გარბენში მონაწილეობა (14 წლიდან) 10 კმ გარბენზე 25 ლარი, 16 წელს გადაცილებულთათვის 21,1 კმ ნახევარმარათონში მონაწილეობა 50 ლარი ღირს. ზრდასრულების მარათონი 19:30 საათზე დაიწყება, არასრულწლოვნების კი – 18:40 საათზე. მარათონი ტარდება the Great Night Race-ს ორგანიზებით. ამავე წყაროს ცნობით, …
Continue reading “20 აპრილს ბათუმში ღამის მარათონი ჩატარდება”
ორი ნათურა და ცივი შხაპი ავარიულ შენობაში – სად ვარჯიშობენ ჩაქველი ძალოსნები
დაბა ჩაქვში ძალოსნები კვლავ ნახევრად დანგრეულ შენობაში ვარჯიშობენ. 2015 წლიდან, როცა „ბათუმელებმა“ ჩაქველ ძალოსნებზე მოამზადა სტატია – „ივარჯიშე სანამ დაღამდება“ , დღემდე მათთვის მხოლოდ ის შეიცვალა, რომ თუ აქამდე შენობაში დენი არ იყო და სპორტსმენებს დღის შუქზე უნდა მოესწროთ ვარჯიში, ახლა შენობას ელექტროენერგია აქვს, ოღონდ მეზობელი შენობიდან გადმოყვანილი. „პარკთან დანგრეული შენობა დგას, მის უკან კიდევ ერთი …
Continue reading “ორი ნათურა და ცივი შხაპი ავარიულ შენობაში – სად ვარჯიშობენ ჩაქველი ძალოსნები “
მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გელა ბოლქვაძემ ოქროს, რამაზ ზოიძემ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა
ბუქარესტში 23-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გელა ბოლქვაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა მოჭიდავემ 82-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში რუმინელ მეტოქეს, ნიკუ სამუელ ოჯოგს სძლია. ბოლქვაძე 3:0-ს აგებდა, მაგრამ 30 წამით ადრე შეხვედრის შემოტრიალება მოახერხა და ოქროს მედალს დაეუფლა. მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთმა ადგილობრივმა სპორტსმენმა, რამაზ ზოიძემ (72 კგ) მოიპოვა ვერცხლის მედალი. რამაზ ზოიძემ მეოთხე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება …
ქედელი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია
21 წლის მარად გორგაძე აბა ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია. 2018 წლის სექტემბერში, თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ მე-9 მსოფლიო ჩემპიონატზე, ქედელი მოჭიდავე, საქართველოს სახელით წარსდგა და 60 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი მოიპოვა. ჩემპიონატში მსოფლიოს 40 ქვეყანა მონაწილეობდა. მსოფლიო პრიზიორი მწვრთნელებთან და სასპორტო სკოლის დირექციასთან ერთად, დღეს მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მიიღეს. შეხვედრაზე მადლობა გადაუხადეს შრომისთვის, ქართველი ქომაგების გახარებისა …
Continue reading “ქედელი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია”
72 წლის მხედარი 18 ცხენს და 30 ბავშვს წვრთნის
დილის ოთხ საათზე დგება, 5 ცხენს ავარჯიშებს, ამასობაში ბიჭებიც მოდიან და დანარჩენ ცხენებსაც ავარჯიშებენ. 72 წლის ცხენოსანი, პავლე კაპანაძე სამტრედიის საცხენოსნო კლუბის არაბული, ინგლისური და ამერიკული ჯიშის 18 ცხენს უვლის. მთელი დღე 8-დან 18 წლამდე ახალბედა ცხენოსნებს ავარჯიშებს. როგორც პავლე კაპანაძე გვეუბნება, თუ, მაგალითად, ინგლისურ ცხენს სამი დღე არ ავარჯიშებ, მთელი წლის შრომა წყალში იყრება, …
Continue reading “72 წლის მხედარი 18 ცხენს და 30 ბავშვს წვრთნის”
ბათუმში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება
ბათუმი 2019 წელს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით, ბათუმში სპეციალური ვიზიტით, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კომისია იმყოფება. ევროპის ძიუდოს ფედერაციის გენერალურ მდვანს ჰასან აკკუს, ფედერაციის სატელევიზიო დირექტორს დევიდ გოლდსტრომს, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ, სადაც ჩემპიონატის ჩატარების დეტალები განიხილეს. ჩემპიონატი 2019 წლის აპრილში გაიმართება, რომელშიც 450 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ევროპიდან. ბათუმს ჩემპიონატის ფარგლებში 1000-მდე სტუმარი ეწვევა, …
Continue reading “ბათუმში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება”
პუტინის ყოფილი ვიცე-პრემიერი ბათუმში „ფიდეს“ ახალ პრეზიდენტად აირჩიეს
დღეს, 3 ოქტომბერს, ბათუმში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის 89-ე კონგრესზე ცნობილი გახდა „ფიდეს“ ახალი პრეზიდენტის ვინაობა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციას არკადი დვორკოვიჩი [რუსეთი] უხელმძღვანელებს. „ფიდეს“ ხელმძღვანელი კენჭისყრის შედეგად აირჩიეს – 185 ხმიდან 103 ხმით. „ფიდეს“ პრეზიდენტობის პოსტისთვის კიდევ ორი კანდიდატი იბრძოდა: გეორგიოს მაკროპულოსი და ნაიჯელ შორტი, თუმცა ამ უკანასკნელმა კენჭისყრის წინ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მაკროპულოსმა …
Continue reading “პუტინის ყოფილი ვიცე-პრემიერი ბათუმში „ფიდეს“ ახალ პრეზიდენტად აირჩიეს”
რა მოეთხოვებათ სპორტის მასწავლებლებს ახალი კანონპროექტის მიხედვით
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ ახალი კანონპროექტი მუშავდება, რომლის წარდგენასაც პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საშემოდგომო სესიაზე აპირებს. იმ შემთხვევაში, თუკი კანონპროექტი დამტკიცდება, 2019 წლის პირველი იანვრიდან ფიზიკური აღზრდის არც ერთ პედაგოგს, ვინც დღეს სკოლაშია დასაქმებული, არ ექნება საშუალება, ბავშვები და მოზარდები სპორტის ნებისმიერ სახეობაში გაწვრთნას, თუ არ ექნება შესაბამი კვალიფიკაცია. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის …
Continue reading “რა მოეთხოვებათ სპორტის მასწავლებლებს ახალი კანონპროექტის მიხედვით”
საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი დღის შედეგები – საქართველოს ექვსივე ნაკრების გამარჯვება
მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი ტურის შეხვედრებში საქართველოს ექვსივე ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის სახელით ოლიმპიადაზე 3 ქალთა და 3 ვაჟთა ნაკრები თამაშობს. 24 სექტემბერს საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები პირველ ტურში სამხრეთ კორეის გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა. პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით, ხოლო მესამეზე ასევე თეთრებით გაიმარჯვა ბელა ხოტენაშვილმა. შავი ფიგურებით მოთამაშე მერი …
ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო
დღეს, 24 სექტემბერს, ბათუმის სპორტის სასახლეში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო, რომელშიც 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. პირველი სიმბოლური სვლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად შეასრულა. საქართველო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ვაჟთა და ქალთა 3-3 ნაკრებითაა წარმოდგენილი. 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში ორი კვირის მანძილზე, 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება. _____________ ფოტო: აჭარის მთავრობა
რას შეცვლის ბათუმისთვის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი
ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭეს. გადაწყვეტილება ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ – ACES Europe აგვისტოში მიიღო. ბათუმი ამ სტატუსის მქონე 2019 წელს იქნება. რას შეცვლის სპორტის ქალაქის სტატუსი ბათუმისთვის? „2019 წლიდან სტატუსის ფარგლებში ბათუმში ინტენსიურად უნდა გაიმართოს მასობრივი სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რისი მდიდარი გამოცდილებაც საქართველოს ზღვისპირა ქალაქს უკვე აქვს…“ – აღნიშნულია წერილში, …
Continue reading “რას შეცვლის ბათუმისთვის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი”
„საქართველოს მოქალაქეობა მინდა“ – ინგილო სპორტსმენი, რომელიც რუსეთში ქართული დროშით გამოვიდა
„საქართველოში მინდა ჩამოსვლა, მოქალაქეობის მიღებას ვაპირებ,“ – გვითხრა სურაჯ გასანოვმა. სურაჯი ინგილო სპორტსმენია, რომელიც რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში, რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ არენაზე საქართველოს დროშით გამოვიდა, კამერებს კი ჩასძახა: „გაუმარჯოს საქართველოს“ „საინტერესოა, რატომ დარბის საქართველოს დროშით? სახელი და გვარი ქართული არ აქვს, ალბათ საქართველოში დაიბადა,“ – იკითხა რუსმა კომენტატორმა პირდაპირ ეთერში. სურაჯ გასანოვი საინგილოში დაიბადა. მან …
„დინამო ბათუმი” გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს
„დინამო“ ბათუმი მხარდაჭერას უცხადებს გურამ კაშიას და გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ფეხბურთით დატკბეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, საიდან ხარ და როგორ თამაშობ, ეს თანასწორი თამაშია”. წარმატებები გურამს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად #გურამშენთანვართ #EQUALGAME #37GK #არაძალადობას“, – ეს განცხადება „დინამო ბათუმმა“ დღეს სოციალურ ქსელ ფეისბუქში საკუთარ გვერდზე გაავრცელა. #გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში …
Continue reading “„დინამო ბათუმი” გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს”
სკაუტები აჭარიდან ინგლისში, თურქეთსა და საბერძნეთში წავიდნენ
ავტორი: აიდან იუსუბი საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ოგანიზაციის წევრები დღეს უცხოეთში, სკაუტთა ბანაკებში მიემგზავრებიან. „ბათუმელებს“ მათ სარფში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეხვდა. შორენა ლომაძე, სკაუტური ორგანიზაციის დამფუძნებელი და ორგანიზაციის პრეზიდენტი: „34 სკაუტი მივემგზავრებით დღეს უცხოეთში, ნაწილი მიდის თურქეთის რესპუბლიკაში, მეორე ნაწილი საბერძნეთში, კვიპროსზე, ზოგიერთი კი ინგლისის საერთაშორისო სკაუტურ ბანაკში“. სკაუტები არიან ადამიანები, რომლებიც ერთობლივად ეუფლებიან ექსტრემალურ სიტუაციებში …
Continue reading “სკაუტები აჭარიდან ინგლისში, თურქეთსა და საბერძნეთში წავიდნენ”
“საქართველოს რკინიგზამ” პარა ტაიკვანდოს სპორტსმენებს ახალი ფორმები გადასცა
დღეიდან პარა ტაიკვანდოს სპორტსმენები ახალი ფორმებით ივარჯიშებენ. სპეციალური სამოსი მათთვის საქართველოს რკინიგზამ შეიძინა. პარა ტაიკვანდოს ფედერაცია, ახლად დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც სპორტსმენების განვითარებასა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას უწყობს ხელს. პარა ოლიმპიურ ცენტრში სპორტსმენები სისტემატიურად ვარჯიშობენ. საქართველოს რკინიგზის დახმარებით, ისინი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას შეძლებენ. ახალი ფორმები და სპეციალური სიგელები პარა სპორტსმენებს დღეს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, …
Continue reading ““საქართველოს რკინიგზამ” პარა ტაიკვანდოს სპორტსმენებს ახალი ფორმები გადასცა”
რა ჩემპიონატები ჩატარდება ბათუმში საპლაჟო ფეხბურთში
პირველი ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით ბათუმის ქვიშის მოედანზე („მაგნოლიას“ მოპირდაპირე მხარეს) გაიმართება აჭარის ღია ჩემპიონატი საპლაჟო ფეხბურთში. გარდა ამისა, 7-9 ივლისს ბათუმის ქვიშის მოედანზე გაიმართება საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი [საკვალიფიკაციო] ქვიშის ფეხბურთში. ჩემპიონატის მეორე ეტაპი [პლეიოფები] გაიმართება 3-5 აგვისტოს. ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი გუნდები მოიპოვებენ საგზურს 2019 წლის ევროპის ჩემპიონთა თასზე. ჩემპიონატში მონაწილეობენ: ბსუ (ბათუმი), თელავი …
Continue reading “რა ჩემპიონატები ჩატარდება ბათუმში საპლაჟო ფეხბურთში”
კონტაქტურ კარატეში გამარჯვებულმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე წასასვლელი ლიცენზია მიიღეს
9-10 ივნისს ბათუმში, კონტაქტურ კარატეში კუმიტესა და კატაში აჭარის ღია პირველობა გაიმართა. შეჯიბრი ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და მასში 187 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას საქართველოს რეგიონებიდან. ასპარეზობა სულ 23 წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა. გამოვლინდა რვა გამარჯვებული სპორტსმენი, რომლებმაც ნოემბერში, ბუდაპეშტში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე წასასვლელი ლიცენზია მოიპოვეს. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები თასებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. …
ბათუმელი რამაზ ზოიძე ევროპის ჩემპიონია
სტამბულში დასრულდა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი ბერძნულ ჭიდაობაში, ფინალურ ბლოკში 2 ქართველი ფალავანი ასპარეზობდა. საქართველოსა და აჭარის ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ 3-2 მოუგო თურქ ჩენგიზ არსლანს. ეს მის კარიერაში მეოთხე ევროპული ოქროს მედალია. ფინალურ ბლოკში მოასპარეზე დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ) მინიმალური ანგარიშით დაამარცხა უკრაინელი ვიქტორ პეტრიკი და ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. სტამბულში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის …
ლევან გორგაძემ სუმოს ცოცხალ ლეგენდად მიჩნეული სპორტსმენი დაამარცხა
ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ, მონღოლი სპორტსმენი, იოკოძუნა ჰაკუჰო დაამარცხა, რომელიც სუმოს ცოცხალ ლეგენდად მიიჩნევა. ტოჩინოშინი და ჰაკუჰო აქამდე 25-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა შეხვედრა მონღოლი სპორტსმენის გამარჯვებით სრულდებოდა, თუმცა ამჯერად ტოჩინოშინმა გამარჯვების მოპოვება შეძლო. ლევან გორგაძე მე-12 დღეა გაზაფხულის ტურნირის ლიდერია, მან 12 შეხვედრიდან ყველა მოიგო. ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) წელს იანვრის ბაშოს (იმპერატორის თასის) გამარჯვებული გახდა. …
Continue reading “ლევან გორგაძემ სუმოს ცოცხალ ლეგენდად მიჩნეული სპორტსმენი დაამარცხა”
ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი წვრილმანი ხულიგნობისთვის 100 ლარით დაჯარიმდა
ბათუმის „დინამოს“ ერთ-ერთი ფეხბურთელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა. ის წვრილმანი ხულიგნობისთვის გუშინ ღამით დააკავეს. ფეხბურთელი თანმხლებ სამ პირთან ერთად ბათუმის ბულვარში დააკავეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ჩაიწერა, რომ ფეხბურთელი უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას. წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განიხილა. დანარჩენ სამ პირზე სასამართლო დღის …
Continue reading “ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი წვრილმანი ხულიგნობისთვის 100 ლარით დაჯარიმდა”
ბათუმის „დინამომ” მარტვილის „მერანი” 1:0 დაამარცხა [ფოტო]
დღეს, პირველ მაისს, ბათუმში, დინამოს სპორტულ ბაზაზე ბათუმის „დინამო” მარტვილის „მერანს” დაუპირისპირდა და გაიმარჯვა კიდეც. ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე „დინამოს“ ფორვარდმა, ამირან აბუსერიძემ გაიტანა. საფეხბურთო მატჩი ანგისის ახალი სპორტული ბაზის მოედანზე გაიმართა, სადაც შეხვედრის დაწყებამდე სპორტული ბაზის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. გახსნის ცერემონიალზე „ნიკოლშოუმ“ ბათუმისადმი მიძღვნილი ორი ჰიმნი შეასრულა. მატჩის დაწყებამდე ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრები საყვირებით …
Continue reading “ბათუმის „დინამომ” მარტვილის „მერანი” 1:0 დაამარცხა [ფოტო]”
დიდი ფული არც ისე დიდი სტადიონისთვის
ბათუმში მშენებარე სტადიონისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა წლიდან წლამდე იზრდება. პროექტი 2020 წელს უნდა დასრულდეს. აჭარის მთავრობას კი ამ ეტაპზე არ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ და ვინ უნდა გამოიყენოს 157 მილიონ ლარად ღირებული ნაგებობა. 12 წლის წინ ბათუმის ერთადერთი დიდი საფეხბურთო მოედანი ბათუმის ბულვარში სასტუმროს მშენებლობას შეეწირა. მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბათუმელებს ახალ, თანამედროვე სტანდარტების …
ბათუმის „დინამო“ აკურთხეს
12 აპრილს ანგისის დასახლებაში არსებული ბათუმის „დინამოს“ სტადიონი და გუნდი აკურთხეს. „გუშინ მოედანი დახაზეს და პირველად ივარჯიშა „დინამომ“ ბუნებრივსაფარიან მოედანზე. მამა სერგი მოვიდა და მოედანი აკურთხა. გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით, დგინდება ეს საკითხი. მოედანს ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვერ იყენებენ ფეხბურთელები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კლუბის პრესსამსახურში. გუნდისა და სტადიონის კურთხევის ამსახველი ფოტოები გუნდის პიარისა …
საქართველოს ეროვნული ნაკრები ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონისთვის ემზადება
საქართველოს ეროვნული ნაკრები ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის შეხვედრებისთვის ემზადება, რომელიც 16-22 აპრილს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართება. ნაკრები 3-13 აპრილის ჩათვლით ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის მოედანზე გადის შეკრებას. ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში 14 აპრილს გაემგზავრება. ნაკრების შემადგენლობა: №1 – ამბროლავა კახა (მეკარე) №23 – დავითაშვილი მიხეილ (მცველი) №7 – დუმბაძე ვიტალი (ფორვარდი) №21 – ფილიმონოვი …
გიორგი ჩხარტიშვილი სტამბულის თასის პრიზიორია – ცხენოსნობა
ბათუმის საცხენოსნო კლუბის სპორტსმენმა, გიორგი ჩხარტიშვილმა, გუშინ, 25 მარტს, სტამბულში გამართულ შეჯიბრებაზე პირველი ადგილი დაიკავა. კლუბის წარმომადგენლის, ბექა ხაბაძის თქმით, სტამბულის თასზე სპორტსმენები მხოლოდ თურქეთის მასშტაბით იყვნენ წარმოდგენილნი, საქართველო კი გამონაკლისი იყო და მხოლოდ გიორგი ჩხარტიშვილი მონაწილეობდა. „გიორგი ჩხარტიშვილი წელს ამიერკავკასიის თასის მოპოვებასაც გეგმავს. ამიერკავკასიის თასის გათამაშება, ივლისშია დაგეგმილი თბილისის იპოდრომზე. აგვისტოში კი აზერბაიჯანში გაიმართება …
Continue reading “გიორგი ჩხარტიშვილი სტამბულის თასის პრიზიორია – ცხენოსნობა”
32:29 – „ბათუმმა“ თბილისის „ლელო სარასენსი“ დაამარცხა [ფოტო]
დიდი 10-ის მეთექვსმეტე ტურის ბოლო მატჩი დღეს ბათუმში გაიმართა. სარაგბო კლუბი “ბათუმი” თბილისის “ლელო სარასენს” შეხვდა და 32:29 დაამარცხა. თამაში დაძაბული და ტრავმებით სავსე აღმოჩნდა “ბათუმისთვის”. ბათუმური კლუბის ერთ-ერთი მორაგბე, ვანო ფუტკარაძე, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ სტადიონზე ვეღარ დაბრუნდა. ტაიმებს შორის მონაკვეთში ის სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა. ტრავმა მიიღო ნუკრი ფერსელიძემაც. მიუხედავად ამისა, “ბათუმი” მთელი …
Continue reading “32:29 – „ბათუმმა“ თბილისის „ლელო სარასენსი“ დაამარცხა [ფოტო]”
14 წლამდე ასაკის მორაგბეები ბათუმიდან
სარაგბო კლუბ „ბათუმის“ 14-წლამდე ასაკის მორაგბეებმა 24 მარტს გამართულ მატჩში ფოთის გუნდი „კოლხეთის რაინდები“ დაამარცხეს. მიმდინარე საფესტივალო სეზონზე ეს ბათუმის მეორე გამარჯვებაა. ეს სარაგბო კლუბ „ბათუმისთვის“ პირველი 14 წლამდე ასაკის მორაგბეთა კლუბია, რომელსაც საკლუბო თამაშისთვის ამზადებენ. 2004-2005 წლებში დაბადებული მორაგბეებიდან მწვრთნელები რამდენიმე თვის მანძილზე არჩევდნენ საუკეთესოებს – ვიდეოზე იწერდნენ ვარჯიშებს და ეძებდნენ მოთამაშეებს, რომლებსაც კარგი …
ბათუმში მშვილდოსნობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო
დღეს, 23 მარტს, ბათუმში დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მშვილდოსნობაში. ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 40-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის 5 პარასპორტსმენი. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩემპიონატი 3 დღეს გაგრძელდება და გამარჯვებული 25 მარტს გამოვლინდება. ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი
ნაღმზე აფეთქების შემდეგ პარაოლიმპიურ სპორტში – აგვისტოს ომისა და სამი მისიის მონაწილე
ბათუმის ცენტრალურ პარკში, კარგ ამინდში, ტბაში, აუცილებლად შენიშნავთ ორ კაიაკს. დილაობით აქ პარაოლიმპიელი სპორტსმენი, ჯონი თოფურია ნიჩბოსნობაში ვარჯიშობს მწვრთნელთან ერთად. ჯონი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებისთვის ემზადება. ახლო მომავალში დაგეგმილ შეჯიბრებებზე იგი ბათუმის სახელით გამოვა. „ფეისბუქზე“ გავრცელდა ფოტო, რომელზეც პარკში, ტბასთან ახლოს მყოფი მანქანაა გადაღებული. ამ მანქანით ჯონი, რომელსაც ქვედა კიდურები არ აქვს, ტბასთან ახლოს მიჰყავთ. …
0:3 ბათუმმა რაგბიში აკადემიას სძლია
დიდი 10-ის მეთხუთმეტე ტურის მატჩში სარაგბო კლუბმა “ბათუმი” დღეს თბილისის “აკადემია” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 0:3 დაფიქსირდა. ამ გამარჯვებით “ბათუმი” მეხუთე ადგილიდან მეოთხე პოზიციაზე გადავიდა. ამასთან ამ მოგებით გუნდს პლეიოფში თამაში გარანტირებული აქვს. “ბათუმს” მიმდინარე სეზონზე სულ ორი ისეთი თამაში აქვს მოგებული, როცა მოწინააღმდეგე გუნდმა 0 ქულა მიიღო.
„ბათუმის“ ორი მორაგბე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშებს
სარაგბო კლუბ „ბათუმის“ ორი მორაგბე საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს. გიორგი მენაბდემ და დურმიშხან (დუსკა) ჯაბნიძემ ნაკრებთან ერთად პირველი თამაში საფრანგეთში ჩაატარეს. „13 წლის ვიყავი ვარჯიში რომ დავიწყე. ანგისაზე ვვარჯიშობდი. თავიდან ვაცდენდი, მერე შერჩევებზე რომ დავდიოდი იქ უფრო სხვა სიტუაცია დამხვდა და მომეწონა. ძალიან მოვინდომე და აი, შედეგიც გამოჩნდა. ნაკრებში თამაში განვითარებაში დამეხმარება,“ – …
Continue reading “„ბათუმის“ ორი მორაგბე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშებს”