ვინ შეაკეთებს ბათუმის ქუჩებს

ბათუმის ასფალტირებული და არაასფალტირებული ქუჩების შეკეთებაზე ტენდერები მერიის სამსახურებს ახლა აქვთ გამოცხადებული. ქალაქის ბიუჯეტიდან ამ სამუშაოებისთვის ჯამში 440 ათას 140 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების დაწყება კი, მიმდინარე ტენდერების დასრულებაზეა დამოკიდებული. გზის პრობლემატურ მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგების [ასფალტის დაკერების] სამუშაოებზე ტენდერი 299 ათას 840 ლარით აქვს გამოცხადებული მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს. წინადადებების მიღება 29 ივლისს …

მერია ინასარიძის ქუჩაზე სკვერს უფულობის გამო ვერ აკეთებს – მილიონიანი პროექტი შეჩერდა

ბათუმის მერია ინასარიძის ქუჩის N3-ის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობას გეგმავდა, თუმცა სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. პროექტის მიხედვით, ახალი სკვერისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 18 ათას 130 ლარი დაიხარჯება. აქედან, ნახევარი მილიონი – 2020 წელს უნდა დახარჯულიყო, დანარჩენი კი – 2021 წელს. ტერიტორია ჯამში 3 165 კვ/მ-ია. „ბიუჯეტში გვქონდა გათვალისწინებული, მაგრამ პანდემიის მიზეზით …

სანიაღვრე არხად ქცეულ მდინარეს ბათუმში 2,3 მილიონად ჯებირებს უშენებენ

მდინარე მეჯინისწყლის ბეტონის ჯებირებში მოსაქცევად ბიუჯეტიდან 2,3 მილიონი იხარჯება. ეს მდინარე, რომელიც კახაბრის ვაკეზე, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მიედინება, სანიაღვრე არხის ფუნქციასაც ასრულებს. მდინარე ბინძურდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, მასში ხშირად ხვდება ფეკალიებიც, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელი რეაბილტირებული არ არის. მოუწესრიგებელი კალაპოტის გამო მომრავლებული იყო მღრღნელები და ქვეწარმავლები. მეჯინისწყალი სასტუმრო „ეუფორისას“ მიმდებარედ კვეთს ახალ ბულვარს და ზღვას …

სტადიონთან მისასვლელი გზების მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან 400 ათასამდე ლარი დაიხარჯება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონთან მისასვლელი სამანქანო გზების კეთილმოწყობის სამუშაოებზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 484 ათას 356 ლარია. ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 13 მაისს დაიწყება და 18 მაისს დამთავრდება. გზების კეთილმოწყობა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა დასრულდეს. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს, საბოლოო მიღება-ჩაბარების …

ვინ აღადგენს დაზიანებულ ქუჩებს ბათუმში – დავა 2 მილიონისთვის

ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო [IV ფაზის ] სამუშაოების გამო ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის, ინასარიძის, რუსთაველის ქუჩები და მიმდებარე ტერიტორიები გადაკეტილია. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩების მოასფალტებისთვის ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს, ჯერჯერობით, გამარჯვებული არ ჰყავს. საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ გზის აღდგენაზე ბათუმის მერიას 2 მილიონამდე ლარი აქვს გამოყოფილი. თუმცა უწყების მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში ორ …

რატომ იცვლება ლერმონტოვის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი

ბათუმში, ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, „სამშენებლო სამუშაოების დაწყების წინ, ირგვლივ არსებული საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა უკმაყოფილება ასაშენებელი ბაღის ადგილმდებარეობის გამო“, ამიტომ კორექტირება უნდა შევიდეს პროექტში. ბაღის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „ვექტორთან“ ხელშეკრულება 1 912 504 ლარზეა გაფორმებული, საიდანაც კომპანიას უკვე გადაუხადეს 527 …

აეროპორტის გზატკეცილიდან ახალ ბულვარამდე მეჯინისწყალი ბეტონის კედლებში მოექცევა 

ბათუმში, ახალი ბულვარიდან აეროპორტის გზატკეცილამდე, მეჯინის არხის [მდინარე მეჯინისწყალი] გასწვრივ კედლების მოწყობაზე ქალაქის ბიუჯეტიდან 2,2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. დოკუმენტების მიხედვით აღნიშნულ მონაკვეთში [24 სმ-მდე დიამეტრის] 100 ძირი ხეც მოიჭრება. მეჯინის არხზე ფერდსამაგრი კედლის მოწყობაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 287 533 ლარია. სამუშაოები, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 31 …

საახალწლო ნაძვის ხე ბათუმის ბულვარში 20 იანვრამდე დარჩება

საახალწლო ნაძვის ხის დემონტაჟი ბათუმის ბულვარში, როგორც მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გვითხრეს 20 იანვარს დაიწყება. მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ბათუმში საზეიმოდ 2019 წლის 26 დეკემბერს აანთეს. საახალწლო ღონისძიებები ბათუმში ამჯერად არა ევროპის მოედანზე, არამედ ბათუმის ბულვარში გაიმართა. აქვე, მრგვალ შადრევანზე დადგეს მთავარი ნაძვის ხეც. საახალწლო ღონისძიებები, დღეს, 7 იანვარს დასრულდება. დღეს, საღამოს 20:00 …

რამდენად უსაფრთხოა საახალწლო განათებები ბათუმში

ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან სპეციალური კარადა, რომელშიც ელექტროკაბელებია დაერთებული, ღიაა. ფოტო მოქალაქემ მოგვაწოდა, რომელიც გვწერს, რომ პარკის ტერიტორიაზე გარდა ამ კარადისა, რამდენიმე ადგილზე ელექტროკაბელები ისეა გადაბმული, რომ უსაფრთხოება დაცული არ არის, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის. ბათუმის გარეგანათებებს წინასაახალწლოდ დეკორატიული განათებაც ემატება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამონტაჟებს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა შპს „აჭარგანათებას“, თუმცა კომპანიაში გვითხრეს, რომ ეს …

ბათუმის მერია წელს 3 958 სხვადასხვა ზომის დროშას იყიდის

ბათუმის მერია 2020 წელს 3 958 ცალ სხვადასხვა ზომის დროშას იყიდის. დროშების შესყიდვაზე [მონტაჟითა და დემონტაჟით], მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 3 იანვარს დასრულდა. სატენდერო თანხა 84 ათას 57 ლარი იყო. მომსახურებას მერიას ზუსტად ამ თანხით სთავაზობს ტენდერში მონაწილე ინდმეწარმე გიორგი ასათიანი. მიმდინარე ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, თუმცა გიორგი …

ინასარიძის ქუჩაზე ახალი სკვერის მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მილიონი დაიხარჯება

ბათუმის მერია ინასარიძის ქუჩის N3-ის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 18 ათას 130 ლარი დაიხარჯება. აქედან, ნახევარი მილიონი – 2020 წელს, დანარჩენი კი – 2021 წელს. ტერიტორია ჯამში 3 165 კვ/მ-ია. ადგილი, სადაც სკვერი მოეწყობა, ინასარიძის ქუჩასა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსებთან [NN:2,3,5] არის ახლოს. ამ ტერიტორიაზე არის …

რატომ შეწყდა კონკურსი „ნატვრის ხის“ საუკეთესო ესკიზის გამოსავლენად

ბათუმის ცენტრალურ პარკში „ნატვრის ხის“ საუკეთესო ესკიზის გამოვლენასა და პროექტის შედგენაზე გამოცხადებული კონკურსი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს საკონკურსო კომისიამ შეწყვიტა. კონკურსი წინადადებების მიღების დასრულებიდან ორი დღის შემდეგ შეწყდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, კონკურსს მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა. საკონკურსო თანხა 5 ათასი ლარი იყო. ამ თემაზე: ბათუმის მერია ცენტრალურ პარკში „ნატვრის ხეს“ დგამს კონკურსი კომისიამ „საკონკურსო …

მერიის მიერ აშენებული კედელი გამვლელებს საფრთხეს უქმნის და დასაშლელია

ფერდსამაგრი კედელი, რომელიც ბათუმის მერიის დაკვეთით 2018 წელს აშენდა და რაშიც ბიუჯეტიდან 26 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, დასანგრევია. კედლის დემონტაჟისთვის ფული, 6 300 ლარი ისევ ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, დემონტაჟის შემდეგ კი, მერიამ ისევ ახალი კედელი უნდა ააშენოს. საუბარია მახინჯაურის დასახლებაში, ჰორტენზიის ქუჩა N4-ში არსებულ ფერდსამაგრ კედელზე, რომელიც დაზიანებულია. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით: …

საახალწლო ღონისძიებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები წელს ევროპის მოედანზე აღარ ჩატარდება. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ბულვარში, მრგვალ შადრევანზე დადგამენ, მთავარ სცენას კი, ასევე ბულვარში – საზაფხულო თეატრთან. ქალაქის გაფორმებისთვის და საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 700 373 ლარია გამოყოფილი. საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 22 ნოემბერს დაიწყება და 25 ნოემბერს …

გადათხრილი სკვერი და შეჩერებული სამუშაოები

ბათუმში, ბაგრატიონის, გურამიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მდებარე სკვერთან, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა, მოსახლეობის თქმით, სამუშაოები  შეჩერებულია, ტერიტორია კი გადათხრილია. „ბათუმელები“ სექტემბრის დასაწყისში წერდა, რომ აქ მრავალწლოვანი ნარგავები ამოთხარეს და შემცირდა სკვერის ტერიტორიაც, გურამიშვილის ქუჩის მხრიდან. ადგილზე დასაქმებულები მაშინ ამბობდნენ, რომ მათ აქვთ პროექტი მერიისგან, რომლის მიხედვითაც ტროტუარი უნდა გაფართოებულიყო, ამოთხრილ ხეებს კი, სკვერის …

ბათუმის მერია ცენტრალურ პარკში „ნატვრის ხეს“ დგამს

ბათუმის მერია ცენტრალურ პარკში, ტბასთან, მინიმუმ 4 მეტრი სიმაღლის, მონუმენტური „ნატვრის ხის“ დადგმას აპირებს. ნურის ტბასთან „ნატვრის ხის“ საუკეთესო ესკიზის გამოვლენასა და მის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ კონკურსი უკვე გამოაცხადა. საკონკურსო პირობის მიხედვით, „ნატვრის ხე“ უნდა იყოს მონუმენტური სახის, ლითონის კონსტრუქციის, ხოლო კვარცხლბეკი [თუ მსგავსი მოისაზრება] შესაძლებელია იყოს გრანიტის ან …

ჯავახიშვილის ქუჩაზე ბათუმის მერიამ 650-მეტრიანი არხი „აღმოაჩინა“

ქალაქის ბიუჯეტიდან 387 485 ლარის გაუთვალისწინებელი ხარჯი დასჭირდება იმ არხის რეაბილიტაციას, რომლის შესახებ ბათუმის მერიამ არაფერი იცოდა. ჯავახიშვილის ქუჩის მორიგი გადათხრისას მერიამ „აღმოაჩინა“, რომ მიწისქვეშ არის 650 მეტრი სიგრძის სანიაღვრე არხი, რომელსაც, თურმე, გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდება. ეს ქუჩა ერთხელ უკვე გადაითხარა, როცა აქ ახალი საკანალიზაციო ქსელი მოეწყო [სამუშაოები დასრულდა 2018 წელს], მორიგი სამუშაოები კი ახლა მიმდინარეობს, …

რატომ ვერ შეფუთა ბათუმის მერიამ რუსთაველის ქუჩაზე „ხრუშჩოვკის“ ფასადი

ბათუმში, დრამატული თეატრის მიმდებარედ, ხუთსართულიანი კორპუსის „ფასადის შეფუთვის სამუშაოებისთვის“ თანხა – 554 571 ლარი აჭარის მთავრობამ მერიას 2019 წლის აპრილში გამოუყო. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ეს თანხა ტენდერის გარეშე უნდა დახარჯულიყო, რისთვისაც მერიას შესაბამისი თანხმობაც ჰქონდა და კერძო კომპანიასთან ხელშეკრულებაც გაფორმებული, თუმცა სამუშაოები არ ჩატარდა. ბათუმში, რუსთაველის ქ. №10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადის შეფუთვის [იერსახის შეცვლა, …

რატომ ვერ დაიწყო ბარცხანის ავარიული ხიდის რეაბილიტაცია

ბათუმში ე.წ. ბარცხანის ხიდის სარეაბილიტაციო პროექტში, რომელიც ქალაქის მერიამ 2016 წელს 25 ათას ლარად შეისყიდა, ცვლილებებია შესატანი. ამ ცვლილებების გარეშე კი, როგორც ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო აცხადებს, ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ დაიწყება. ამასთან, ბარცხანის ხიდის „არსებული მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ძალზე კვალიფიციურობას მოითხოვს“. ამ ხიდის სიგრძე 366,3 მეტრია და …

ტენდერი, რომელშიც რუსული კომპანია მონაწილეობდა კომისიამ შეწყვიტა და ხელახლა გამოაცხადა

ბონის დასახლებაში მდებარე რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2019 წლის თებერვალში გამოაცხადა. შპს „გზებმა“ კი სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება, რომ შპს „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულების“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყო ტენდერის პირობებთან, კანონშეუსაბამოდ მიიჩნია და დავების საბჭოში იჩივლა. „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“ იმ რუსული კომპანიის დაწესებულებაა, რომელიც საქართველოში ადრე თავისი სხვა …

მერია „ყინულის შადრევანს“ შლის

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ იუსტიციის სახლთან მდებარე „ყინულის შადრევნის“ ნაწილობრივი დემონტაჟი დაიწყო. სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მონუმენტს მოშლილ დეტალებს მოხსნიან, რათა მიმდინარე სეზონზე ეს ადგილი უსაფრთხო იყოს. მონუმენტს მთლიანად შემოდგომაზე დაშლიან. სამმართველოს ხელმძღვანელის, სულხან ევგენიძის თქმით, შეიძენენ ახალ პროექტს, რომლის მიხედვითაც ამ ადგილზე ისევ მონუმენტი გაკეთდება: „იქნება ისევ გამჭვირვალე, თუმცა გაცილებით …

ქუჩების მოწყობა ბონის დასახლებაში – რატომ ანიჭებს რუსულ კომპანიას მერია უპირატესობას 

შპს „გზების“ განცხადებით, კანონშეუსაბამოა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთ ტენდერში შპს „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულების“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ტენდერის პირობებთან. შპს „გზებიც“ ამ ტენდერში მონაწილეობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“ იმ რუსული კომპანიის მუდმივი დაწესებულებაა, რომელიც საქართველოში ადრე თავისი სხვა ფილიალით საქმიანობდა. ეს ფილიალი კი შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა: …

ბათუმში ხუთი სახლის სახურავის შესაცვლელად ქალაქის ბიუჯეტიდან 300 ათასამდე ლარი დაიხარჯება

ხუთი მრავალბინიანი სახლის სახურავის რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 302 502 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. პრეტენდენტების წინადადებების მიღება 2019 წლის 12 მაისს დაიწყება და 17 მაისს დასრულდება. ამჯერად დაგეგმილია ბათუმში, გორგილაძის ქ. №78-ში, ოძელაშვილის ქ. №11-ა-ში, თამარის დასახლებაში – საცხოვრებელი სახლი №4, ნიჟარაძის ქ №21-სა და ჭავჭავაძის ქ. N113-ში მდებარე …

რუსთაველზე „ხრუშოვკის“ ფასადისთვის ბათუმის მერია 554 570 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს

ბათუმის მერია რუსთაველის ქუჩა N10-ში მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც 554 570 ლარის დახარჯვას ტენდერის გარეშე აპირებს. ფასადის რეაბილიტაციას მერია „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებად“ აფასებს, რასაც შემდეგნაირად ასაბუთებს: „ადგილი, სადაც ეს შენობა მდებარეობს, წარმოადგენს ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ტურისტულ ადგილს. მნიშვნელოვანია ამ სახლზე არსებული პრობლემების მოგვარება მოხდეს დროულად, ასევე იმ არქიტექტურული იერსახისა, რომლითაც ამ …

თავდადებულის 35-ში მდებარე სახლის რეაბილიტაციაში 782 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციისთვის 765 ათას 297 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს, რომელთანაც აღნიშნულ თანხაზე ხელშეკრულება 2019 წლის 17 აპრილს გაფორმდა. სამუშაოები 2020 წლის პირველ აპრილამდე უნდა დასრულდეს. სამუშაოებს საავტორო ზედამხედველობას „ძეგლებისა და ღირსშესანისნავი ადგილების საკითხების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კავშირი“ გაუწევს, რომელმაც ამ შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადა. ზედამხედველობისთვის კავშირს …

ორმო ბარცხანის ხიდზე და დაზიანებული მანქანა – მერიას ზარალის ანაზღაურებას მოსთხოვენ

ბათუმში, ბარცხანის ხიდზე დაზიანებული გზისა და შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის არარსებობის გამო ავტომანქანებიც ზიანდება. „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მძღოლი, გოდერძი პაქსაძე დაუკავშირდა, რომელსაც ხიდზე არსებული ორმოს გამო ავტომანქანა დაუზიანდა. „გუშინ, 17 აპრილს, საღამოს 9 საათისთვის გადავდიოდი მანქანით ბარცხანის ხიდზე, არანაირი მინიშნება არ იყო. ვერ შევამჩნიე, გზა ყოფილა ჩატეხილი და მანქანის საბურავი, ღერძი ისე დაზიანდა, გადაადგილება შეუძლებელი იყო. ახლობლის …

ქართული ასოები ანბანის კოშკთან ქვაფენილზეც განთავსდება – 2-მილიონიანი პროექტი

ბათუმის მერია ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 999 987 ლარია. ტერიტორიის რეაბილიტაცია ქვაფენილზე ქართული ანბანის ასოების განთავსებასაც გულისხმობს. პროექტი, რომლის მიხედვითაც ჩატარდება სამუშაოები, მერიის დაკვეთით, კერძო კომპანიის მიერაა მომზადებული. ანბანის კოშკის მიმდებარედ ერთ ადგილზე ბეჭდური ფილებით …

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ლერმონტოვის N96-ის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 159 100 ლარია გამოყოფილი. მშენებლობაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. ბაღის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 510 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2019 წლის 31 მარტს დაიწყება და 5 აპრილს შეწყდება. ბაღის შენობა ორსართულიანი იქნება და ის 150 …

„ჭაობში“ 8 ქუჩის კეთილმოწყობა დაგეგმილზე ექვსი თვით გვიან დასრულდება

„ჭაობის“ დასახლებაში 8 ქუჩის კეთილმოწყობაზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულ კომპანიასთან 25 თებერვალს გაფორმდა. თუმცა ორ დღეში ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და სამუშაოების დასრულების ვადა 6 თვით გახანგრძლივდა. 2019 წლის 2 ივლისის ნაცვლად ქუჩების მოწესრიგება  ამავე წლის 16 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ბაგრატიონის შესახვევი, გურამიშვილის ქუჩა, გურამიშვილის შესახვევი, მელიქიშვილის I შესახვევი, ოსტროვის I შესახვევი, სააკაძის ქუჩა, სააკაძის შესახვევი, …

ბათუმის მერიას ძველ ბულვარში 9 აპრილის მემორიალის დადგმის უფლება არ მისცეს

ბათუმის ბულვარში 9 აპრილის მემორიალის მოწყობაზე ქალაქის მერიამ ხელშეკრულება ინდმეწრმე თეიმურაზ მახარაძესთან 2018 წლის 21 მაისს გააფორმა, თუმცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბულვარში მემორიალის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადა. დღეს მემორიალი, რომლის ესკიზის ავტორიც თეიმურაზ მახარაძეა, ჟიული შარტავას ქუჩაზე, გმირთა ხეივანში შენდება. ამ ხეივანში რამდენიმე მონუმენტი დგას. მშენებარე მემორიალიდან ორ-სამ მეტრში კი დგას დაფა, …

„ჭაობში“ 30-მდე ქუჩა მოწესრიგდება – ბათუმის ბიუჯეტიდან 23 მილიონი ლარი დაიხარჯება

„ჭაობის“ დასახლებაში ქუჩების მოსაწესრიგებლად გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულები გამოვლენილია. ერთ შემთხვევაში ხელშეკრულებაც გაფორმდა, თუმცა ამ ტენდერთან დაკავშირებით გრძელდება სასამართლო დავაც. სამუშაოების დაწყებას სასამართლო დავა ხელს არ უშლის. ოთხი ტენდერით ჭაობში 30-მდე ქუჩა მოწესრიგდება, რაშიც ბათუმის ბიუჯეტიდან ჯამში 23 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. ბაგრატიონის შესახვევი; გურამიშვილის ქუჩა; გურამიშვილის შესახვევი; მელიქიშვილის I შესახვევი; ოსტროვის I შესახვევი; სააკაძის ქუჩა; …

სახლები ბათუმში, რომელთა ფასადებზე მერია ლითონის ფურცლებს ააკრავს

ბათუმში მდებარე მრავალსართულიან/მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე ბათუმის მერია დაზიანებულ აზბესტისა და ლითონის ფურცლებს ლითონის ახალი პროფილური ფურცლებით შეცვლის. 18 სახლზე ლითონის ფურცლების ასაკრავად და ორი კორპუსის სადარბაზოს შესასვლელების გადახურვის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტში 300 ათას 394 ლარია გათვალისწინებული. ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. აზბესტისა თუ ლითონის ფურცლები ამ ტენდერის ფარგლებში ბათუმში, შემდეგ მისამართებზე მდებარე სახლებზე შეიცვლება: …

4,9 მილიონი ჯავახიშვილის, „ჟილინის“ მიმდებარე ქუჩების მონაკვეთებისა და სკვერის მოსაწყობად

ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის [ოღონდ, ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან შ. ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთის] ასევე, ე.წ. „ჟილინის არხის” მიმდებარე ქუჩების [მათ შორის ინასარიძის ქუჩის გაგრძელების] კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში შედის სკვერის მოწყობა „ჟილინის არხის“ მიმდებარედ – ინასარიძისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა, სადაც, აღნიშნული …

ბონი-გოროდოკში ცხრა ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1,7 მილიონი დაიხარჯება – ტენდერი

ბათუმში, ბონი-გოროდოკის დასახლებაში, რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1,7 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 768 746 ლარია. ამ ტენდერის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება: ალ. ჩხაიძის ქუჩის (ფეხით სავალი ნაწილი ერთ მხარეს, ჯიბეები) და ქუჩის გაგრძელებას იაშვილის ქუჩიდან ერისთავის ქუჩამდე, იოსელიანის, ერისთვის შესახვევისა და II ჩიხის, …

900 ათასი ლარი მწვანე კონცხზე, კახაბერსა და გონიო-კვარიათში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ

ბათუმში, მწვანე კონცხის, კახაბრისა და გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა დროს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ ორი ტენდერია გამოცხადებული. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 900 797 ლარია. ტენდერები საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. იმ ტენდერით, გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობები და მისამართები, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 584 120 ლარია, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. მეორე ტენდერში კი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 316 677 …

5 მილიონი ლარი სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის სარეაბილიტაციოდ – ტენდერი

ბათუმში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის კეთილმოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტში 5 085 398 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხაში შედის, როგორც ორბელიანის ქუჩის მოწესრიგება მთლიანად [გენერალ აბაშიძის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე], ასევე ლერმონტოვის ქუჩის გაგრძელებაზე [გენერალ აბაშიძის ქუჩამდე, ხორც-კომბინატის მიმდებარედ] არსებული სანიაღვრე არხის მოწყობაც. აღნიშნული სამუშაოების ერთიანად შესყიდვაზე ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 …

Exit mobile version