Batumelebi | 900 ათასი ლარი მწვანე კონცხზე, კახაბერსა და გონიო-კვარიათში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 900 ათასი ლარი მწვანე კონცხზე, კახაბერსა და გონიო-კვარიათში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ – Batumelebi
RU | GE  

900 ათასი ლარი მწვანე კონცხზე, კახაბერსა და გონიო-კვარიათში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ

ბათუმში, მწვანე კონცხის, კახაბრისა და გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა დროს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ ორი ტენდერია გამოცხადებული. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 900 797 ლარია. ტენდერები საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა.

იმ ტენდერით, გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობები და მისამართები, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 584 120 ლარია, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მეორე ტენდერში კი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 316 677 ლარია. მისამართები და სამუშაოების მოცულობები ნახეთ ბმულზე.

ორთავე ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 15 თებერვალს შეწყდება.

აღნიშნულ დასახლებებში არაერთ ადგილზე სხვადასხვა სახის, ძირითადად გამაგრებითი [სანიაღვრეები, კედლები] სამუშაოებია ჩასატარებელი. კონკრეტული სამუშაოების პროექტები და ხარჯთაღრიცხვა თან ახლავს სატენდერო პირობებს.

სამუშაოები, რომლის საგარანტიო ვადა ორი წელი იქნება, გამარჯვებულებთან ხელშეკრულების დადებიდან 210 დღეში უნდა დასრულდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com