„პედაგოგი მშობელს აბრალებს, მშობელი – პედაგოგს და ბავშვი რჩება გვერდზე“ – ინტერვიუ მოზარდების ძალადობაზე

„იცით როგორი სურათი დამინახავს? განსაკუთრებით იქ, სადაც ძალიან მწვავედ დგას ბავშვის ქცევითი პრობლემები და ბავშვის ქცევა არის უმართავი. მე ამას „ცხელი კარტოფილის ეფექტს“ ვეძახი, როცა ერთი უწყება გადაისვრის ბავშვს მეორეში, მესამეში და საბოლოო ჯამში ბავშვი უფრო რთული მდგომარეობით გამოდის ამ პროცესიდან, ვიდრე იყო დასაწყისში“- ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა. მას „ბათუმელები“ მოზარდების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე და …

თერჯოლაში მოზარდი დაიღუპა

თერჯოლაში 15 წლის მოზარდი ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია დღეს, 9 ნოემბერს გაავრცელა „ინფო იმერეთმა“. ამავე წყაროს ცნობით, მოზარდები მიტოვებულ შენობაში შევიდნენ, ერთ-ერთს სამშენებლო მასალა დაეცა. შს სამინისტრომ ფაქტი „ბათუმელებთანაც“ დაადასტურა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

„თუ სიტყვის თავისუფლება შეწყდება, აზროვნება საიდან დაიბადება?“ – მასწავლებელი

გაეროს ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ახალგაზრდების უნარებსა და კომპეტენციებს იკვლევდა, ნათქვამია, რომ ქართველი მოზარდები აწყდებიან მნიშვნელოვან გამოწვევებს წიგნიერებაში. „განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი აზრების მკაფიოდ გამოხატვა, წერა და კრიტიკული აზროვნება“ – ვკითხულობთ კვლევის მთავარ მიგნებებში. იგივე შეფასებას დებდნენ წლების წინ სხვა, საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციებიც. რა ახდენს გავლენას მოზარდებზე და რა გარემოებები უშლის ხელს მათში თავისუფალი აზროვნების …

21-ე დღეა ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ

დღეს, 6 თებერვალს, 21-ე დღეა, რაც ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ. მეცხრეკლასელი ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვრის ღამეს, 22:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა. ამ დროის განმავლობაში, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, სამძებრო სამუშაოები ზღვაში მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, ძებნა არ შეწყვეტილა, თუმცა დაკარგული მოზარდის კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. ზღვაში სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, როცა …

ბათუმში დაკარგულ მოზარდს მერვე დღეა ეძებენ – „გამოძიებას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს“

ბათუმში მერვე დღეა დაკარგულ მოზარდს ეძებენ. მეცხრეკლასელი ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა. ახლობლების ინფორმაციით, ალექსანდრე მიქელაძის პირადი ნივთები და ტელეფონი ბათუმის ზღვის სანაპიროზე იპოვეს. შესაბამისად, სამძებრო სამუშაოები ზღვაში და სანაპირო პერიმეტრზე მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძებნაში ჩართული არიან მყვინთავებიც. „ბათუმელები“ დაკარგული მოზარდის დედას ესაუბრა და ჰკითხა, ხომ …

ბათუმში მეოთხე დღეა დაკარგულ არასრულწლოვანს ეძებენ

ბათუმში მეოთხე დღეა არასრულწლოვან ალექსანდრე მიქელაძეს ეძებენ, რომელიც ახლობლების თქმით, 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე მიქელაძის პირადი ნივთები და ტელეფონი ბათუმის ზღვის სანაპიროზე იპოვეს. მოზარდი მეცხრეკლასელია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, ზღვაში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ფეისბუქში წერენ, შექმნილია მოხალისეთა ჯგუფიც, რომელიც ასევე აპირებს …

მოზარდების ქორწინების პროპაგანდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებაზე

„ქართულ ოცნებას“ თავის საარჩევნო კამპანიაში არასრულწლოვნები ჰყავს ჩართული. ამის არაერთი მაგალითია. ერთ-ერთი შემთხვევაში კი – ქუთაისში გამართული საარჩევნო ღონისძიებაზე, არასრულწლოვანმა, 17 წლის ბიჭმა, ასევე არასრულწლოვან გოგოს ხელი საჯაროდ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატის ფონზე სთხოვა. „მაგარი ამბავი იწყება“, – შესძახა ღონისძიების წამყვანმა. ამ დროს სცენაზე მდგომმა ბიჭმა დაუძახა დარბაზში მყოფ გოგონას, რომელიც ასევე არასრულწლოვანია და აჩუქა …

13 წლის არის ჩემი შვილი, ნარკოტიკებს უკვე აღარ მოიხმარს – მშობელი

„ახლა ჩემი შვილი 13 წლისაა. ამ ეტაპისთვის ნარკოტიკებს არ მოიხმარს.  ამ ყველაფერმა მძიმე შედეგები გამოიღო. ცუდი ქცევები აქვს, სულ გარეთ უნდა ყოფნა. როცა უნდა მიდის, როცა უნდა მოდის. ყველაფერს თვითნებურად წყვეტს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი მოზარდის მშობელი, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებთ.  დედა შიშობს, რომ რადგან ნარკოტიკებზე ადვილად მიუწვდებათ მოზარდებს ხელი, დიდი რისკია ბავშვების გვიანობამდე ქუჩაში …

„ჩემი 17 წლის შვილი 1 თვეა სახლში არ მოსულა, დარწმუნებული ვარ, ბევრ დედას არ სძინავს ჩემსავით“

„თებერვლის შემდეგ სახლში არ მოსულა. არ ვიცი სად არის, ვისთან ერთადაა და რა მდგომარეობაშია.   ერთადერთი კავშირი მასთან მესინჯერია, როცა საიტზე მწვანე აციმციმდება, მაშინ ვმშვიდდები ცოტათი, რადგან ის მაინც ვიცი, რომ ცოცხალია“, – ამბობს 17 წლის მოზარდის დედა.  38 წლის ქალი დღე და ღამ ქუჩა-ქუჩა, უბან-უბან დადის და თავის უფროს გოგონას დაეძებს. დედა ამბობს, რომ მისი …

მეგობრები იპარავდნენ, მეც მინდოდა იგივე მექნა – 16 წლის მოზარდი ბათუმიდან

„14 წლის ვიყავი პირველად რომ მოვიპარე. ვსეირნობდით მე და დაქალი, როცა გზაში მისი მეგობრები შეგვხდნენ. სიგარეტი არ ჰქონდათ და სიგარეტი ვიყიდოთ, თან წვენები დავითრიოთო. მე ხმას არ ვიღებდი. წავიდნენ მაღაზიაში, გამოიტანეს რაღაცები და გაიქცნენ. დაქალი მეუბნება, წამო, არ გინდა ჩვენც გავაკეთოთო? მე მეშინია-მეთქი. ძალიან ცუდად მითხრა – „მშიშარა ხარ“. არ ვარ მშიშარა-მეთქი. შევედით მაღაზიაში. დაქალმა [ჯიბეებში] …

როგორ ცდილობენ გოგოები ხელვაჩაურიდან შშმ ადამიანებს დაეხმარონ

თიკო ვანაძე და ელისაბედ ბლაგიძე სალიბაურის საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასში სწავლობენ. გოგოები სასკოლო კლუბ „თემიდას“ აქტივისტებიც არიან, სადაც თანატოლებთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტზე მუშაობენ. ახლახან კი, გოგონებმა გადაწყვიტეს ინკლუზიური გარემოს გაჯანსაღებაზე უფრო მეტად იზრუნონ და ამ მიზნით პეტიციაც შეადგინეს. გოგონების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ქალაქი შშმ ადამიანებისთვის ადაპტირებულია, სინამდვილეში, შშმ ადამიანები ბევრ …

მოვიპარე ერთხელ, ორჯერ… ვიპარავდი ტანსაცმელს, სხვა გამოსავალი არ მქონდა – 14 წლის გოგოს ისტორია

უნდა, რომ მისი ოთახის კედლები მწვანე ფერის იყოს. ისიც ზუსტად იცის, რომელ კუთხეში რომელ ნივთს დადგამს. საკუთარ ოთახზე ბევრი აქვს ნაფიქრი, თუმცა არასდროს ჰქონია. 14 წლისაა და ამდენივე წელია, რაც ქირით ცხოვრობს ბათუმში. თუ გაუმართლებდა, ნაქირავები ბინის მომცრო მისაღებ ოთახში ეძინა ბებიასთან ერთად. ახლაც ასეა. მისაღებში სძინავს და მწვანეკედლებიან ოთახსა და მომღერლობაზე ოცნებობს. კიდევ ბევრი …

ქობულეთში შშმ მოზარდის გაუპატიურების ფაქტზე 1 კაცი დააკავეს – რა გააკეთა სახელმწიფომ მის დასაცავად

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. მოზარდი სოფელში ცხოვრობს. ბრალდებული კი სავარაუდოდ, მეზობელი სოფლიდანაა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 137-ე მუხლით, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. მსხვერპლი მოზარდი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და აქვს სხვა ტიპის პრობლემებიც. მოზარდის ბებია „ბათუმელებთან“ ჯერ კიდევ გასულ წელს …

რკინა მოვიპარე, ჯართში ჩავაბარე და ფეხსაცმელი ვიყიდე სკოლაში რომ მევლო – 16 წლის მოზარდი

„თითქმის ერთი თვე ვერ დავდიოდი სკოლაში უფეხსაცმლოების გამო. არც არავინ იყო ისეთი, ვინც დამეხმარებოდა. მეგობარს ვთხოვე ფეხსაცმელი, მაგრამ მეც ერთი მაქვსო, მითხრა. არც სხვებს ჰქონდათ რაიმე. ვერც ოჯახი დამეხმარა. იმ პერიოდში დედა ავად იყო, ბაბუაც ახალგარდაცვლილი იყო და ფინანსური პრობლემები გვქონდა ოჯახში. მაგრად გაგვიჭირდა. მამამ მითხრა, როცა მექნება ფული, მერე გიყიდი ფეხსაცმელსო. რა უნდა მექნა? …

როცა მოზარდი ქუჩას ირჩევს, ანუ რას სთავაზობენ კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს – ინტერვიუ

„ცურვაზე უფასოდ ვერავინ ივლის, ცურვა და ჩოგბურთი ძვირადღირებულ სპორტად ითვლება. ისეთი ფასებია, მართლა ფუფუნებად ითვლება და ეს ძალიან სამწუხაროა,“ – გვიყვება სოციალური მუშაკი მაია ჯაში, რომელსაც სერვისებზე ვესაუბრებით: რას ვთავაზობთ კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებს. სოცმუშაკი კონკრეტულ პირობების შესახებ გვიყვება, რის გამოც მოზარდი ზოგჯერ ქუჩაში წასვლას ამჯობინებს, მაგალითად, მშობლის სამუშაოდ საზღვარგარეთ ყოფნა, ან ის, რომ მშობელი …

რატომ არის საზიანო მოზარდებისთვის ენერგეტიკული სასმელები

არაჯანსაღი კვება ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნისა და სხვადასხვა დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. როგორც საერთაშორისო კვლევები მოწმობს, მოზარდების არაჯანსაღი დიეტის ერთ-ერთი გავრცელებული პროდუქტი ენერგეტიკული სასმელებია. ამ სახის პროდუქტებს  შეფუთვაზეც აქვს გაფრთხილება, რომ ის „არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის და კოფეინის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებისთვის“. ამავდროულად, კანონში არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა ამ პროდუქტების მოზარდებისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით. ევროპის …

ჩემი კლასელები „ვეიფს“ ეწევიან – ელსიგარეტის მოხმარების მზარდი ტენდენცია მოზარდებში

ჯანდაცვის სპეციალისტები მსოფლიო მასშტაბით, ბოლო რამდენიმე წელია, მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების საგანგაშოდ მზარდ ტენდენციაზე საუბრობენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. მე-7 კლასელი ლიკა, ბათუმის ერთ-ერთი სკოლიდან ამბობს, რომ მისი თანა და უფროსკლასელები ელექტრონულ სიგარეტს მასიურად მოიხმარენ. ეგრეთ წოდებული „ვეიფის“ კომპაქტურობის, რთულად ამოსაცნობი ფორმისა და კლასიკური თამბაქოსგან განსხვავებული სუნის გამო, მისი გამოყენება მოზარდებისთვის ხალხმრავალ ადგილებშიც მოსახერხებელია. …

როცა 12 წლის ბავშვი ბავშვს აჩენს, სახელმწიფო კი ისევ დუმს სქესობრივ განათლებაზე

12 წლის ბავშვმა ბავშვი გააჩინა. ფაქტი გუშინ, 23 ნოემბერს, დაფიქსირდა თბილისში; მანამდე, სამი დღით ადრე, 14 წლის გოგოს მამამ სასტიკად სცემა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მის შვილს სქესობრივი კავშირი ჰქონდა მასზე ბევრად უფროს კაცთან; 6 წლის გოგო ბიძის მხრიდან გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ეს შემთხვევაც ამ დღეებში მოხდა. შარშან 13 წლის გოგომ გააჩინა ბავშვი …

რა იწვევს მოზარდებში აგრესიას და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი – ფსიქოლოგის რჩევები

თინეიჯერების ბრაზი ზოგჯერ მშობლების ან თანატოლების მიმართ ძალადობრივ ქცევად გარდაიქმნება. რა ხდება ყველაზე ხშირად მოზარდების ბრაზის მიზეზი და რის გაკეთება შეუძლია მშობელს ამ დროს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბავშვთა ფსიქოლოგს, ირმა ფეიქრიშვილს ესაუბრა. ქალბატონო ირმა, რატომ არის ბრაზი და აგრესია ხშირი მოზარდობისას? დავიწყოთ იქიდან, რომ მოზარდობის ხანა ყველაზე რთული პერიოდია, რომელსაც ადამიანი გადის თავისი ცხოვრების …

რატომ არ მოსწონს მოზარდს, როცა მის ცხოვრებაში ზედმეტად ვერევით – რჩევები მშობლებს

მოზარდობის, ე.წ. თინეიჯერობის წლები ზრდასრულობისკენ გარდამავალი ეტაპია. ამ დროს მოზარდებს მხარდაჭერა სჭირდებათ, თუმცა ამ პერიოდში უფროსები ხშირად უშვებენ ისეთ შეცდომებს, რომლებიც კიდევ უფრო ართულებენ მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობას. ბავშვთა ფსიქოლოგი ქეთი დევაძე ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ შვილის მოზარდობის ასაკი მშობლებისთვისაც კრიზისულ პერიოდს წარმოადგენს. მოზარდობის ასაკში ბავშვები დიდი გამოწვევების წინაშე დგებიან, მაგრამ …

17 წლის ქეთი – ქიმიაში საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული

ჩინეთში, ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 17 წლის ქეთი პერანიძემ პირველი ვერცხლის მედალი აიღო. საქართველო ამ ოლიმპიადაში 2014 წლიდან მონაწილეობს, თუმცა ვერცხლი წელს პირველად შეგვხვდა. ოლიმპიადაში 84 ქვეყანა მონაწილეობდა. ქეთი პერანიძე თბილისში, ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლაში სწავლობს. ის „ბათუმელებთან“ ოლიმპიადაზე, ქიმიაზე და თავის ინტერესებზე საუბრობს. ქეთი, რამდენად რთულია ოლიმპიადაში მონაწილეობა, გამარჯვება და რა აქტივობებს …

რატომ უვითარდებათ მოზარდებს აკნე და როგორ ვიმკურნალოთ – ექიმის რჩევები

აკნე კანის ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც სხვადასხვა ასაკში ადამიანთა უმრავლესობას აწუხებს, თუმცა ყველაზე ხშირად [95%] ის მოზარდებსა და ახალგაზრდებშია გავრცელებული. აკნე ვლინდება სხვადასხვა სახის გამონაყრის სახით: შავი წერტილები, თეთრი წერტილები, მუწუკები ან ცისტები. დერმატოლოგ მანანა ამაღლობლის განმარტებით, მოზარდობის პერიოდში აკნეს მიზეზი ძირითადად ჰორმონალური ცვლილებებია და როგორც წესი, აკნე თითქმის მთლიანად ქრება მოზარდობის პერიოდის შემდეგ, თუმცა …

ძმების მდგომარეობას სოციალური მუშაკი მეურვის დანიშვნის შემდეგ შეისწავლის – სააგენტო

11 და 15 წლის კახას და ანრის შესახებ, რომლებიც მშობლების გარეშე დარჩნენ, ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სააგენტოს ვკითხეთ – დაინტერესდა თუ არა ძმების მდგომარეობით და სწავლობს თუ არა სოციალური მუშაკი ბავშვების გარემოს, სოციალურ პირობებს და მდგომარეობას? ბავშვების დედა ერთი თვის წინ, კორონავირუსით გარდაიცვალა, მამა კი წლების წინ ავარიაში დაიღუპა.  როგორც ბავშვზე ზრუნვის სააგენტოში გვითხრეს, უწყებას ბავშვების …

ძმები, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავტოავარიით I VIDEO

ანრი 11 წლისაა, კახა – 15-ის. მოზარდები „ოცნების ქალაქში“, პატარა ქოხში ცხოვრობენ. ბავშვების დედა 1 თვის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა, მამა კი წლების წინ დაიღუპა ავტოავარიაში. ანრი და კახაც კოვიდსასტუმროში იყვნენ, როცა დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. ბოლო რჩევა, რაც დედისგან მოისმინეს იყო – „კარგად ისწავლეთ“. „ჩვენ სასტუმროში ვიყავით, დედა კი – საავადმყოფოში. ბოლოს რომ დავურეკეთ, ვკითხეთ: …

სკოლებში კონფლიქტების მოსაგვარებლად სამინისტრო მედიაციის პროგრამას იწყებს

მანდატურის სამსახური სკოლებში მედიაციის საპილოტე პროგრამას იწყებს. პროექტის მიზანი მოსწავლეებს შორის კონფლიქტის მოგვარებაა. როგორც მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე, ნინო შატბერაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, საქართველოში აქამდე არ არსებობდა სასკოლო მედიაციის პრეცედენტები. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში გვაქვს ამის გამოცდილება, თუმცა სასკოლო სისტემაში – არა. გავწევრიანდი ევროპის სკოლის მედიატორთა სამუშაო ჯგუფში, რომელიც ევროპული ფორუმის ქვეშაა; მოვუსმინე ექსპერტებს მსოფლიოდან, ვისაც ძალიან …

შემოდგომაზე 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვების აცრას ვგეგმავთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, დღეს 18 აგვისტოს, ონლაინკონფერენციაზე განაცხადა, რომ შემოდგომაზე 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდების „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლოა დაიწყოს. „ბევრმა ქვეყანამ, თავიანთი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლიდან და ზემოთ მოზარდებს, „ფაიზერით“ და „მოდერნათი“, რადგან კლინიკური კვლევები ამ ორ ვაქცინაზე დიდი ხანია დამთავრებულია და ვაქცინაცია საკმაოდ ეფექტურია. …

„жизнь ворам” – სამინისტროს განცხადებით, მოსწავლე მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა

განათლების სამინისტროს განცხადებით, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მანდატურის სამსახურის უფროსის სტუმრობისას საკლასო დაფაზე არსებული წარწერის – „жизнь ворам”  მედიით გაშუქების გამო სკოლის კონკრეტული მოსწავლე რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. „ასევე, მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან მისი თანაკლასელებიც,“- წერს სამინისტრო. სამინისტროს განცხადებით, მედიასაშუალებებმა განსაკუთრებული სიფრთხილე და პროფესიონალიზმი უნდა გამოიჩინონ მოზარდებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გაშუქებისას, – „არ დაარღვიონ მათი უფლებები, …

„ფლექსის“ გამარჯვებული მოსწავლე ბათუმიდან

ბათუმელი თაკო შანთაძე ახალ სასწავლო წელს ამერიკაში დაიწყებს. ის მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში (FLEX) შეარჩიეს. თაკო წელს მეათე კლასს ამთავრებს, ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში სწავლობს და ამბობს, რომ ყოველთვის უნდოდა ამერიკაში მოგზაურობა. პიროვნული სიძლიერე, თავდაჯერებულობა, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარი – ამ თვისებებს აქცევენ  ყურადღებას პროგრამაში შერჩევისას. „ოჯახის გარეშე შორს დიდი ხნით არ მიცხოვრია და ბუნებრივია, აშშ-ში …

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 12 წლის გოგოები – რეალური ისტორიები

„მეშინოდა“ – ამ ფრაზას ახსენებენ ყველაზე ხშირად ბავშვები, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. მოზარდებს აშინებენ პედოფილები, რომ ჩუმად უნდა იყვნენ და „ეს მათი განსაკუთრებული საიდუმლოა“, რომლის დაძლევასაც მერე ხშირად წლები სჭირდება. მოზარდებს აშინებთ მშობლების და მათი ახლობელი ადამიანების რეაქციაც. მათ აქვთ განცდა, რომ „რაღაც ცუდი მოხდა“. ჩვენი ერთ-ერთი გმირი 12 წლის ნინია. არც მას სურდა …

შეამოწმე, როგორ გესმის თინეიჯერების ენა [ტესტი]

ენა ყოველდღიურად ვითარდება, ჩნდება ბევრი ახალი სიტყვა, მათგან ზოგი რჩება, ზოგიც ქრება. ენისთვის ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესია. ხშირად ახალგაზრდების, თინეიჯერების მეტყველება ბევრად განსხვავდება უფროსების მეტყველებისგან, თინეიჯერები ბევრ ისეთ ახალ სიტყვას იყენებენ, რაც სოცქსელებშია გავრცელებული, მათი უმრავლესობა ინგლისური სიტყვების ანალოგია. შეამოწმეთ, როგორ გესმით თინეიჯერების ლექსიკა.

შფოთვა, დეპრესია, კომპიუტერზე დამოკიდებულება – როგორ ეხმარებიან მოზარდებს უფასოდ ბათუმში

,,სინერგია“ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის უფასო ცენტრია, სადაც 14-დან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს დახმარებას უწევს ფსიქოტრავმატოლოგების, ადიქტოლოგების, ფსიქოსომატოლოგების, საჭიროების შემთხვევაში კი ფსიქიატრებისგან შემდგარი მულტიდისციპლინური გუნდი. ცენტრი არ არის განკუთვნილი მძიმე ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონეთათვის, რასაც სხვა სპეციფიკა აქვს. ,,სინერგიაში“ ეხმარებიან ახალგაზრდებს გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, როგორიცაა შფოთვები, დეპრესიისკენ მიდრეკილება, თამაშდამოკიდებულება, ემოციის …

ჩაქვის №1 სკოლა აშშ-ის დაფინანსებულ პროექტში შეარჩიეს – გენდერული თანასწორობა

საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი პროგრამა – SHE’s GREAT-ი იწყება, რომლის მიზანი გენდერული სტერეოტიპების გარდაქმნა და ახალგაზრდებში ინკლუზიური საზოგადოების შექმნაა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოსწავლეები  გაივლიან ტრენინგებს გენდერულ ნორმებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პროექტი გლობალური პროგრამის ნაწილია, რომელსაც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად განახორციელებს. მოსწავლეები გაწევრიანდებიან „გენდერი და ჩემი …

მოზარდები ყველაზე ხშირად ტანსაცმელსა და ტკბილეულს იპარავენ საქართველოში

საქართველოში მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებლი კვლავაც მაღალია. პროკურატურის ბოლო მონაცემებით, მოზარდები ხშირად [75.4%] „საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს“ სჩადიან. არასრულწლოვნები ყველაზე ხშირად სავაჭრო ობიექტებში ტანსაცმელსა და ტკბილეულს იპარავენ – ამის შესახებ კანონთან კონფლიქტში მყოფ „არასრულწლოვანთა მახასიათებლების კვლევის ანგარიშში“ ვკითხულობთ. ანგარიში პროკურატურამ მოამზადა 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით. ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოიკვეთა, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში …

Exit mobile version