სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, საქართველოში ჯამში 3825 – მა თინეიჯერმა [13-დან 19 წლამდე პირმა] გაიკეთა აბორტი. მათგან, ამავე პერიოდის კვლევით: აბორტი გაიკეთა 15 წლამდე ასაკის 29 გოგომ. 2018, 2019 წლებში 15 წლამდე ასაკის გოგოებში აბორტის შემთხვევები საქსტატის კვლევების მიხედვით არ დაფიქსირებულა, თუმცა აბორტი გაიკეთა: 2015 წელს …
Tag Archives: მოზარდები
საქართველოში 15 წლის ბიჭების 14%-ს მარიხუანა ერთხელ მაინც მოუწევია – ჯანმოს კვლევა
ჯანმოს ევროპის რეგიონის ბიურომ ახლახან გამოაქვეყნა კვლევა “მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შესახებ”, რომელიც 45 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მონაცემებსაც მოიცავს. კვლევის ფარგლებში 11, 13 და 15 წლის 227 441 მოზარდი გამოიკითხა. კვლევის ერთი კითხვა მოზარდებში მარიხუანის მოხმარებას ეხება, კერძოდ – მოუწევიათ თუ არა ერთხელ მაინც მარიხუანა, რაზედაც 15 წლის მოზარდების 13% დადებითად პასუხობს. ეს შვიდიდან …
რას ამბობს გლობალური კვლევა 11, 13 და 15 წლის მოზარდების ჯანმრთელობაზე
ჯანმოს ევროპის რეგიონის ბიურომ ახლახან გამოაქვეყნა კვლევა “მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შესახებ”, რომელიც 45 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მონაცემებსაც მოიცავს. კვლევის თანახმად, წინა წლებთან შედარებით, მოზარდებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები მომატებულია. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არაჯანსაღი კვება და შემცირებული ფიზიკური აქტივობაა – “ფიზიკური აქტივობების მაჩვენებლები რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში პრაქტიკულად საერთოდ არ გაუმჯობესებულა: გლობალურ რეკომენდაციას …
Continue reading “რას ამბობს გლობალური კვლევა 11, 13 და 15 წლის მოზარდების ჯანმრთელობაზე”
11 და 13 წლის მოზარდებში ალკოჰოლით თრობის მაქსიმალური მაჩვენებელი საქართველოშია – ჯანმო
მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შემსწავლელი გლობალური კვლევა, რომელიც ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ხელშეწყობით 45 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ჩატარდა, მოიცავს ინფორმაციას 11, 13 და 15 წლის მოზარდების ფიზიკური ჯანმრთელობის, სოციალური ურთიერთობებისა და ფსიქიკური კეთილდღეობის შესახებ. კვლევაში 227 441 მოზარდი გამოიკითხა. კვლევის შედეგების მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მოზარდების ჯანმრთელობის მხრივ არაჯანსაღი კვება და შემცირებული ფიზიკური აქტივობა …
„თუ იქნება მითითება, ჩავერთვებით“ – ბათუმის მერი პროგრამაზე, რომელიც მოზარდებს სჭირდებათ
„ამ კატეგორიის ბავშვებთან მუშაობა ყველაზე ნაკლები კომპეტენციაა თვითმმართველობის“, – გვიპასუხა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. მას კანონთან კონფლიქტში მყოფი, ასევე რთული ქცევის მქონე ბავშვების შესახებ ვკითხეთ – ხედავს თუ არა ადგილობრივი მთავრობა საკუთარ როლს, შეისწავლოს და შესთავაზოს მოზარდებს სპეციალურ პროგრამებში ჩართვა? ბოლოს, ერთ-ერთი ასეთი მოზარდის შესახებ „ბათუმელები“ რამდენიმე დღის წინ წერდა – 13 წლის გოგოზე, რომელიც …
მოზარდებს იზოლაცია განსაკუთრებით უჭირთ, როგორ მოვიქცეთ? – ინტერვიუ ფსიქოლოგთან
„სტრესის ჰიგიენაც მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა მოზარდებზე საუბრისას. მოზარდები ახლა ყველა დანარჩენის მსგავსად, იზოლაციაში არიან და შინ, ერთფეროვან გარემოში ყოფნა განსაკუთრებით უჭირთ. „ბათუმელები“ მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის [ GCRT ] ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტს, მაია ცირამუას ესაუბრა იმაზე, თუ რა უნდა გაითვალისწინონ მოზარდებმა იზოლაციის პირობებში დეპრესიისგან და ასევე, ძალადობისგან თავის დასაღწევად. …
Continue reading “მოზარდებს იზოლაცია განსაკუთრებით უჭირთ, როგორ მოვიქცეთ? – ინტერვიუ ფსიქოლოგთან”
რატომ ამბობენ უარს ბავშვები სკოლაში სიარულზე? – ინტერვიუ ფსიქოთერაპევტთან
Unicef -ის ბოლო კვლევის მიხედვით, სკოლის სრული საშუალო საფეხურის ასაკის ბავშვებში გაკვეთილებს 85 პროცენტი ესწრება. მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალია დაწყებით და არასრული საფეხურის შემთხვევაში. რატომ არ მოსწონთ ბავშვებს სკოლაში სიარული და რა პრობლემებზე საუბრობენ ისინი ფსიქოლოგთან? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ფსიქოთერაპევტ ნათია კუჭუხიძეს ესაუბრა. ქალბატონო ნათია, რა მიზეზებზე საუბრობენ ის ბავშვები, ვისაც არ …
Continue reading “რატომ ამბობენ უარს ბავშვები სკოლაში სიარულზე? – ინტერვიუ ფსიქოთერაპევტთან”
წერილი ნატალიას, რომელსაც მშობლები თავიდან იშორებენ
ავტორი: გელა შათირიშვილი. ბათუმი. ფიზიკა-მათემატიკის [მე-6] საჯარო სკოლა. მე-8 კლასი გამარჯობა, ნატალია! სულ რამდენიმე დღეა, რაც შენი ამბავი გავიგე და მას შემდეგ მოსვენება დამეკარგა; ძალიან აღვშფოთდი დედაშენის საქციელის გამო. მოულოდნელობის ეფექტს პირველივე ფრაზით მიაღწია: ,„მიშველე, ჩემო მწყალობელო!.. იცხონე სული… მოისხი ჩემი შვილების მადლი!.. ერთი, ერთი ვინმე… რას დავეძებ, ვინ იქნება, სახლში სიძედ შემომაყვანიე და გაჭირვებისაგან …
Continue reading “წერილი ნატალიას, რომელსაც მშობლები თავიდან იშორებენ”
აშშ-ში ორკვირიანი პროგრამა 15-18 წლის მწერალი მოზარდებისთვის
აშშ საელჩო საქართველოში 15-18 წლის მოზარდებისთვის ორკვირიან პროგრამაში მონაწილეობაზე კონკურსს აცხადებს. საერთაშორისო პროგრამაში „ხაზებს შორის“, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 30 მწერალი მოზარდი შეიკრიბება იუნესკოს მიერ ლიტერატურულ ქალაქად წოდებულ აიოვა სითიში. პროფესიონალებთან, მწერლებთან და მასწავლებლებთან მუშაობის პროცესში მოზარდები გაიფართოვებენ თვალსაწიერს ლიტერატურაში, ასევე აიმაღლებენ ცოდნას განსხვავებული კულტურების მიმართ, გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის უნარებს. პროექტს „ხაზებს შორის“ აფინანსებს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის …
Continue reading “აშშ-ში ორკვირიანი პროგრამა 15-18 წლის მწერალი მოზარდებისთვის”
დოკუმენტური ფილმი 11 მოზარდის შესახებ, რომლებიც თემში ცხოვრებას ცვლიან
დღეს 28 დეკემბერს, ბათუმში კინოთეატრ „აპოლოში“, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები 11 ახალგაზრდას შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა, რომლებიც თავიანთ თემში გამოირჩევიან სამოქალაქო აქტივიზმით, შემოქმედებითობით და აძლევენ მოტივაციას თანატოლებს, იმ გამოწვევებისა და თუ სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, რომელიც მათ რეგიონებში არსებობს. ფილმში მოხვდა ბათუმელი ლუკა ხინკილაძეც, რომელიც 19 წლის წარმატებული მზარეულია. თუმცა ლუკა პრეზენტაციას ვერ დაესწრო, რადგან …
Continue reading “დოკუმენტური ფილმი 11 მოზარდის შესახებ, რომლებიც თემში ცხოვრებას ცვლიან”
ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლე პოსტერების კონკურსში ჟიურის რჩეული გახდა – „არა ბულინგს“
პოსტერების კონკურსში – „არა ბულინგს“, ჟიურის რჩეული გახდა სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე შალვა ხილაძე. პოსტერის შუაგულში სარკეა მოთავსებული, შალვა ამბობს, რომ სარკის მიზანია, ყველა ადამიანი, ვინც შიგ ჩაიხედავს, საკუთარი თავი დაინახოს და წარმოიდგინოს დაჩაგრული ადამიანის ადგილზე. „სარკის ზემოთ არის ადამიანის ხელები, რომელიც სარკისკენ არის გამოშვერილი, ხელის თითებზე ის სიტყვებია წარწერილი, რითაც ჩაგრავენ …
სააგენტო 16 წლის მოზარდის კომაში ყოფნაზე: „კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა ხარვეზები“
სოციალურ ქსელში დღეს, 26 ივლისს, გავრცელდა პეტიცია რეანომობილის მოთხოვნით. პეტიციის ტექსტში წერია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს, კერძოდ, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს არ ჰყავს კატასტროფის ბრიგადა, რის გამოც პრობლემა ექმნება ადამიანის სიცოცხლეს. პეტიციის ავტორი ლამარა ბოჭორიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ რეანომობილის არქონის გამო, 16 წლის მოზარდი, რომელიც დროულად ვერ გადაიყვანეს კლინიკაში, ისევ კომაშია. მოზარდი 22 …
როცა მოზარდს სკოლაში წასვლა არ უნდა – ფსიქოლოგის რეკომენდაციები მშობლებს
რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა, როცა ბავშვი სკოლაში წასვლაზე უარს აცხადებს? რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? „ბათუმელები“ ამ თემაზე პრაქტიკოსს, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს, ირმა ფეიქრიშვილს ესაუბრა. როცა ბავშვი ხშირად იშველიებს სხვადასხვა მიზეზს, რომ სკოლაში წასვლას აარიდოს თავი, რაზე შეიძლება ეს მიუთითებდეს? უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიგოთ, რატომ არ უნდა ბავშვს სკოლაში წასვლა. …
Continue reading “როცა მოზარდს სკოლაში წასვლა არ უნდა – ფსიქოლოგის რეკომენდაციები მშობლებს”
რა ზიანი მოაქვს სუიციდის არასწორ გაშუქებას
რაზე არ უნდა ისაუბროს მედიამ, როდესაც საქმე მოზარდის სუიციდს შეეხება. როგორი ენა უნდა გამოიყენოს მედიამ, ასევე, იმ ადამიანებმა, რომლებიც სოციალური ქსელებით თუ სხვა ფორმით, სუიციდის თემაზე საუბრობენ, წერენ, აკომენტარებენ და რამდენად დიდი შეიძლება იყოს ზიანი, რომელიც შეიძლება ამ თემის „გაყვითლებამ“ გამოიწვიოს. რისკებსა და გაშუქების ფორმაზე „ბათუმელებთან“ ფსიქოლოგი მაია ცირამუა საუბრობს. ცნობილია მასობრივი მიბაძვითი სუიციდის ფენომენი, …
Continue reading “რა ზიანი მოაქვს სუიციდის არასწორ გაშუქებას”
ამერიკული გაცვლითი პროგრამის FLEX-ის ფინალისტები აჭარიდან
FLEX-ის, ანუ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის 2019 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. „ბათუმელები“ სამ გამარჯვებულს ესაუბრა, ისინი სექტემბრიდან აშშ-ში ერთი წლით გაემგზავრებიან, იცხოვრებენ ადგილობრივების ოჯახებში და განათლებას მიიღებენ ამერიკულ სკოლაში. ერთ-ერთი გამარჯვებული 16 წლის თამარ წითელაძეა. ის სოფელ კირნათში, მეთერთმეტე კლასში სწავლობს. FLEX-ში მონაწილეობა გასულ წელსაც მიიღო, მაგრამ ფინალში მეორე მცდელობისას გადავიდა. თამარის აზრით, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა …
Continue reading “ამერიკული გაცვლითი პროგრამის FLEX-ის ფინალისტები აჭარიდან”
PHR: სქესობრივი განათლების შესახებ ჩანაწერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ბავშვთა უფლებებს
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტის განხილვას და შედეგად, დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებს ეხმიანება. ახალი ცვლილებებით, გაიზარდა რელიგიური ორგანიზაციების როლი ბავშვთა ზრუნვისა და აღზრდის სფეროში. კერძოდ, კოდექსის პროექტის ამჟამინდელი ჩანაწერით (მუხლი 28.9) „ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისას, ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია ჩაერთოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ან სხვა შესაბამისი რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი ბავშვზე ზრუნვის უნარების გაძლიერების …
მოზარდები პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ [ვიდეო]
მოზარდები სკოლაში არა მარტო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ, არამედ სქესის ნიშნის მიხედვით ძალადობასაც რომ განიცდიან, ეს კვლევითაც დასტურდება. რამდენიმე დღის წინ კი, ერთ-ერთი ბათუმელი მოზარდის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა დახურულ ჯგუფში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კონკრეტული ფაქტის შესახებ შეიტყო საზოგადოებამ. საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ დაისჯება თუ არა ვინმე, ჯერჯერობით, გაურკვეველია. მოზარდები, რომლებსაც ამ საკითხზე „ბათუმელები“ სხვადასხვა ფორმატში …
Continue reading “მოზარდები პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ [ვიდეო]”
რამდენმა ბავშვმა და მოზარდმა მიმართა 2018 წელს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს
2018 წელს, ქვეყნის მასშტაბით, მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს 2 795-მა სკოლის მოსწავლემ მიმართა. მანდატურის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ წინა წლებთან შედარებით ფსიქოლოგებთან მოზარდების მიმართვის რაოდენობა გაზრდილია. „2016 წელს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში სულ 1593 ახალი შემთხვევა იყო შესული, 2017 წელს კი, 2451 შემთხვევა“. 2016 წელს ბათუმში ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს 371-მა ბავშვმა და მოზარდმა მიმართა. …
Continue reading “რამდენმა ბავშვმა და მოზარდმა მიმართა 2018 წელს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს”
რატომ არ აქვთ მოზარდებს მშობლების მხარდაჭერის იმედი – კვლევა
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევის მიხედვით, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა და მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობას შეეხება, ნათქვამია, რომ ბავშვებს ცხოვრების საკმაოდ ადრეულ ეტაპზევე უწევთ ძალადობასთან შეხება, რომ მოზარდები ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი ძირითადად ოჯახში, სკოლასა და უბანში ხდებიან. კვლევამ – „მოზარდთა მშობლობა“ აჩვენა, რომ „ბულინგი“ სერიოზული პრობლემაა და ბიჭების ცხოვრებაში ხშირად გვხვდება ადრეული მოზარდობის პერიოდიდან. …
Continue reading “რატომ არ აქვთ მოზარდებს მშობლების მხარდაჭერის იმედი – კვლევა”
როგორ რეაგირებენ სკოლები მოზარდის მიერ მარიხუანას მოხმარების ფაქტებზე
სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებამ გაზარდა მისი მოხმარების შემთხვევები არასრულწლოვნებში. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორია ამ მხრივ ვითარება სკოლებში და რა პრევენციულ ზომებს ატარებს სკოლების ადმინისტრაცია იმისთვის, რომ არასრულწლოვნებმა არ მოიხმარონ მარიხუანა. იციან თუ არა მოზარდებმა, რა შეიცვალა რეალურად კანონში მას შემდეგ, რაც მარიხუანას მოწევა აღარ არის დასჯადი. მაგალითად, ბათუმის მე-17 საჯარო …
Continue reading “როგორ რეაგირებენ სკოლები მოზარდის მიერ მარიხუანას მოხმარების ფაქტებზე”
მშობელი პედაგოგს მეხუთეკლასელი ბიჭის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გუშინ, 18 სექტემბერს, გავრცელდა ერთ-ერთი მშობლის პოსტი, სადაც ის წერს, რომ ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა მისი მეხუთეკლასელი შვილის მიმართ ვერბალური ბულინგი განახორციელა. მშობელი წერს, რომ პედაგოგმა მისი ბიჭის მისამართით კლასს საჯაროდ დაუსვა კითხვა იმის გასარკვევად, ახალი მოსწავლე გოგო იყო თუ ბიჭი. და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ბიჭი მოგრძო თმას ატარებს. მშობლის …
Continue reading “მშობელი პედაგოგს მეხუთეკლასელი ბიჭის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს”
ბიჭები მინდობით აღზრდიდან
ცოტნე მალე 18 წლის გახდება. ეს მისთვის ორმაგად ემოციური დაბადების დღეა – ხდება სრულწლოვანი და მიდის იმ სახლიდან, სადაც 4 წელი ცხოვრობდა მინდობით. ძალიან უნდა, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს, მაგრამ მას კიდევ 7 და-ძმა ჰყავს და მათთან დაშორებაზე ფიქრი არ ასვენებს. ცოტნეს მსგავსად შემოდგომაზე სხვა ბიჭებს და გოგოებსაც უსრულდებათ 18 წელი – ისინიც მინდობით აღზრდაში …
ქობულეთში 14 წლის ბიჭი გაუჩინარდა
გუშინ, პირველ ივნისს, ქობულეთში 14 წლის მოზარდი გაუჩინარდა. „14-ისაა ბავშვი ეზოში ჩავიდა დღის 2 საათზე და აღარ ჩანს. ტელ.გამორთულიაა“, – წერს სოციალურ ქსელში მოზარდის ნაცნობი. იგივე წყაროს თქმით, მოზარდს თან ჰქონდა ტელეფონი, რომელიც გამორთულია. არასრულწლოვანის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს ინფორმაციით, …
„შენ მუდამ ჩემი ქურდი ლეო იქნები“- მასწავლებლის შეფასება
„შენ მუდამ ჩემი ქურდი ლეო იქნები“ – ეს წარწერა ერთ-ერთმა მოსწავლემ პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ფოტოზე გააკეთა. კონფლიქტის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოზარდებს შორის კონფლიქტისა და აგრესიის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. გახშირებულია შემთხვევები, როცა მოზარდები გარჩევების დროს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ლექსიკით საუბრობენ. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი …
Continue reading “„შენ მუდამ ჩემი ქურდი ლეო იქნები“- მასწავლებლის შეფასება”
ჩემი ხუთი დღე
თაკო ჭანიძე, მე-11 კლასის მოსწავლე პირველად როცა გავიგე, რომ მწვანე ბანაკში მიმიღეს, სიხარულისგან ადგილს ვერ ვპოულობდი. მახსოვს, რამდენიმე ჩემს მეგობარსაც ვახარე ეს ამბავი. ერთი სული მქონდა იქ როდის ჩავიდოდი – ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, რომ საინტერესო თავგადასავალი მელოდა. ბანაკი იმაზე განსხვავებული აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი – დასაწყისში გამიჭირდა იქ ყოფნა, გამიჭირდა, რადგან არ ვიყავი მიჩვეული ბანაკურ …