სურსათის სააგენტო მიკროავტობუსებს იყიდის და შიგ გალიებს ჩაამონტაჟებს – ტენდერი 1,4 მილიონით

სურსათის ეროვნული სააგენტო 13 სატვირთო მიკროავტობუსს იყიდის და შიგ რკინის გალიებს ჩაამონტაჟებს. მიკროავტობუსების შესყიდვაზე სააგენტომ ტენდერი 1,4 მილიონი ლარით გამოაცხადა. „შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2025 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 200კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. სააგენტოსთვის ავტობუსების გადაცემის შემდეგ, მიმწოდებელმა …

სურსათის სააგენტო ძაღლების საიდენტიფიკაციო 102 092 მიკროჩიპს ყიდულობს

სურსათის ეროვნული სააგენტო 102 ათასზე მეტ ძაღლების საიდენტიფიკაციო მიკროჩიპს და მიკროჩიპის 341 ცალ წამკითხველს ყიდულობს. შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 434 ათას 161 ლარით გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 22 მაისს დაიწყება და 25 მაისს დასრულდება. „ცხოველების საიდენტიფიკაციო მიკროჩიპი უნდა იყოს ანტიმიგრაციული [არ იწვევდეს მის გადაადგილებას ცხოველის ორგანიზმში] ბიო შუშის; იმპლანტანტი შეიყვანება კანქვეშ; წყალგაუმტარი, კოროზიისგან …

აჭარაში წელს 479 პატრონიანი ძუ ძაღლის სტერილიზაცია იგეგმება – სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარის მუნიციპალიტეტებში [ბათუმის გარდა] პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის, პოსტოპერაციული მოვლისა და საჭიროების შემთხვევაში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა. დაგეგმილია ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 479 პატრონიანი ძუ ძაღლის სტერილიზაცია, პოსტოპერაციული მოვლა და საჭიროების შემთხვევაში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 3 მაისს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება. მომსახურების გაწევის …

სურსათის სააგენტო ძაღლის საიდენტიფიკაციო საყურეს და დასაჭერ მარყუჟებს 481 00 ლარად ყიდულობს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძაღლის საიდენტიფიკაციო საყურეების [ბირკა/საჭდე] და საყურის დასამაგრებელი ხელსაწყოს – აპლიკატორის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სააგენტო 43 500 კომპლექტს საყურეს და 30 ცალ აპლიკატორს მაქსიმუმ 44 237 ლარად იყიდის. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 12 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს დასრულდება. ტენდერის პირობის მიხედვით: „საყურე ნიშანი უნდა შედგებოდეს ყვითელი ფერის, ერთი და იგივე …

ტოვებენ ხრიოკ ადგილას, რომელსაც „სიკვდილის გზას“ ვეძახით – რას ითხოვენ ცხოველთადამცველები

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს მიუსაფარი ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, კასტრაცია/სტერილიზაციას და ერთიან ბაზაში რეგისტრაციას. თუმცა, როგორც ცხოველთა უფლებადამცველები აცხადებენ, სააგენტო ქუჩიდან აყვანილ ძაღლებს ბუნებრივ არეალში აღარ აბრუნებს და ხშირად მიტოვებულ ადგილებში ტოვებს, რაც ცხოველების მიმართ არაჰუმანური მოპყრობაა. ფეისბუქშიც ამ თემაზე ძალიან ბევრმა ცხოველთა დამცველმა გამოაქვეყნა კრიტიკული …

„ამოიღეთ ძაღლების გაქრობის მუხლი კანონიდან“ – ცხოველთა დამცველების პროტესტი ბათუმში

დღეს, 29 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია გამართეს ცხოველთა მოყვარულებმა, დამცველებმა და კინოლოგებმა. მათი მთავარი მოთხოვნაა კანონმდებლობიდან ამოიღონ ის ჩანაწერი, რომელიც ქუჩაში აყვანილი ცხოველის გარკვეულ ლოკაციაზე უკან დაბრუნებას გამორიცხავს – მათ შორის საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან, სკოლებთან. აქციის მონაწილეთა თქმით, მათთვის ბუნდოვანია, თუ რას უპირებენ ასეთ ადგილებში აყვანილ ძაღლებს და შესაბამისად, ეს ჩანაწერი …

სურსათის სააგენტო ძაღლის დასაჭერ მარყუჟებს ყიდულობს – ტენდერი 436 800 ლარით

სურსათის ეროვნული სააგენტო 364 ცალ ძაღლის დასაჭერ სახელურიან მარყუჟს ყიდულობს. მარყუჟების შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 436 800 ლარით გამოაცხადა, ანუ 1 ცალი მარყუჟის შესყიდვის მაქსიმალური ფასი 1 200 ლარია. „364 ცალი ძაღლის დასაჭერი სახელურიანი მარყუჟი / მახასიათებლები: ლასო – ფოლადის იზოლირებული ბაგირით, 360°-ით მბრუნავი თავით, ფიქსატორით, სათადარიგო ბაგირით და მარყუჟის ქვედა ნაწილი პლასტმასით ან ალუმინით. …

ბათუმში ისევ შეჩერდა მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა – „გრუნტი შესასწავლია“

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მოწყობა ისევ გადაიდო – მშენებლობა დაწყებული იყო, მაგრამ მალევე „აღმოაჩინეს“, რომ შესასწავლია საპროექტო ტერიტორიის გრუნტი, რაც პირდაპირ კავშირშია ასაშენებელი ნაგებობების უსაფრთხოებასთან. ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ 30 მარტს უნდა განიხილოს, ვიგებთ, რომ ტენდერი შეწყვეტილია და პროექტისთვის გამოყოფილი თანხა 8,6 მილიონი ლარი გამოთავისუფლდა. შესყიდვების პორტალზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, ბათუმის მერიამ …

სად აშენდება ძაღლების თავშესაფარი ბათუმში – ხელშეკრულება 8,9 მილიონზეა გაფორმებული

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი ჩაქვის დასახლებაში, თამარ მეფისა და თბილისის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიაზე უნდა მოაწყონ. ეს ადგილი ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან ახლოს [ჩაქვის მხარეს] მდებარეობს. მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარზე ბათუმის მერია მეექვსე წელია საუბრობს, რამდენჯერმე ტენდერიც გამოაცხადეს, მაგრამ შეწყვიტეს. ამჯერად „ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობის სამუშაოებზე“ – ხელშეკრულება მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს …

ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის მოწყობაზე ბათუმის მერიამ მორიგი ტენდერი გამოაცხადა

ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობის სამუშაოებზე მერიამ მორიგი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ამჯერად 9 მილიონ 608 515 ლარია. ტენდერით გათვალისწინებული პირობების მიხედვით წინადადებების მიღება 2025 წლის 7 დეკემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 12 დეკემბერს დასრულდება. მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრისა და იპოდრომის მოწყობა ბათუმში იქცა გამოწვევად, რომელსაც ბათუმის მერიამ წლების განმავლობაში თავი ვერ …

ბათუმიდან წაიყვანეს აცრილი ძაღლები, პროგრამაზე კი 4,8 მილიონს ხარჯავენ – ცხოველთა დამცველები

ბათუმში ცხოველთა მოყვარულებმა, დამცველებმა და კინოლოგებმა 23 აგვისტოს ბათუმის ბულვარში ერთობლივი აქცია გამართეს. მათ მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა გააპროტესტეს, რომელიც, მათივე თქმით, დაუგეგმავად დაიწყო და გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. მეტიც, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საპილოტე პროგრამის ამოქმედების შემდეგ „ბათუმში ასობით ძაღლი გაქრა და მათ ვერსად მიაგნეს“. ამ პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,8 მილიონი ლარი იხარჯება. პროგრამას …

ბათუმის ქუჩის ძაღლები ორი „პატრონის“ ხელში – რაში იხარჯება 832 ათასი ლარი ბიუჯეტიდან

ბათუმში მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ამოქმედების შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, თუმცა პროგრამის დეტალების შესახებ სააგენტო „ბათუმელების“ შეკითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს. შეკითხვებს არ პასუხობს არც ბათუმის მერია, რომელიც საპილოტე პროგრამაშიცაა ჩართული და თავის მხრივ ცალკე ანალოგიურ მუნიციპალურ პროგრამასაც ახორციელებს. საპილოტე პროგრამის ფარგლებში ბათუმისთვის 335 500 ლარია გათვალისწინებული სახელმწიფო …

ძაღლისა და კატის რეგისტრაცია ბათუმში – რას ამატებს მერია 10 წლის წინ მიღებულ წესში

ბათუმის მერიას „ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის წესში“ ცვლილება შეაქვს, რითაც აღნიშნული წესის „სრულყოფას“ გეგმავს. ამ მიზნით მერია მიკედლებული ცხოველის რეგისტრაციის, ასევე მონაცემთა ბაზის წარმოების მეთოდს აკონკრეტებს და არსებულ წესში ცალკე მუხლად ამატებს. „ბათუმში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი“ ბათუმის საკრებულომ 2014 წლის თებერვალში დაამტკიცა და ის იმავე წლის ივლისიდან ამოქმედდა. ამ …

„წამოვიყვან ჩემს 400 ძაღლს და მერიასთან დავდგები“ – რატომ ანგრევენ ბათუმში ცხოველთა თავშესაფარს 

„გამოდის, 500 მიუსაფარი ძაღლი და კატა უნდა დაუბრუნდეს ქალაქის ქუჩებს, ეს იქნება კატასტროფა,“ – ამბობს თინა დიასამიძე, რომელსაც ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე ჩააბარა წერილი ძაღლების თავშესაფრის „პირვანდელ მდგომარეობაში“ დაბრუნებაზე. ეს მოთხოვნა პრაქტიკულად ბათუმში არსებული ერთადერთი თავშესაფრის დემონტაჟს ნიშნავს. ბათუმის მერიაში არ აქვთ პასუხი: როდის გამოცხადდება ტენდერი თავშესაფრის მოწყობაზე, ან სად უნდა წაიყვანონ 500-მდე მიუსაფარი ცხოველი …

ძაღლების თავშესაფრის აშენებაზე 32,9 მილიონი ლარით ხელახალი ტენდერი გამოაცხადეს

ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრისა და იპოდრომის მოსაწყობად მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ ბოლოს გამოცხადებული ტენდერი არ  შედგა. შესაბამისად, სამმართველომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. სატენდერო თანხა, როგორც არშემდგარ, ასევე ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში ერთი და იგივეა – 32 948 540 ლარი. პირობის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წელში უნდა დასრულდეს. ახალ ტენდერში წინადადებების მიღება კი, …

ძაღლების თავშესაფრის და იპოდრომის აშენებას 32 მილიონი ლარი დასჭირდება – ტენდერი

ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრისა და იპოდრომის მოსაწყობად, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მორიგი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 32 948 540 ლარია. ტენდერის ფარგლებში უნდა მოეწყოს ძაღლების თავშესაფარი და იპოდრომი, ასევე სარეკრეაციო სივრცე შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სარეკრეაციო სივრცისა და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 18 ოქტომბერს დაიწყება და 23 ოქტომბერს …

ძაღლის დაკბენით 4607-მა ადამიანმა მიმართა ექიმს – რატომ ვერ აშენებს მერია თავშესაფარს

რატომ ვერ აშენდა ცხოველთა თავშესაფარი? – ამ კითხვით ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, მერს, არჩილ ჩიქოვანს მიმართეს. საკრებულოს წევრმა ნატალია ძიძიგურმა სხდომაზე წაიკითხა რესპუბლიკური საავადმყოფოდან მიღებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძაღლის დაკბენის შედეგად დაზარალებულმა 4607-მა ადამიანმა მიმართა ექიმს. „ეს არის კატასტროფა, ქალაქი არის ოსკარის მფლობელი, მზარდი ტურიზმით. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება არის უპირატესი, ჩვენ …

აქცია ბათუმში მიუსაფარი ცხოველების დასაცავად

დღეს, 29 იანვარს, ბათუმში ცხოველთა დამცველები და მოყვარულები შეიკრიბნენ და იუსტიციის სახლთან აქცია გამართეს. შეკრებილების მთავარი მოთხოვნა, როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ გვითხრა, არის ის, რომ კანონის შესაბამისად დაისაჯოს პირი, რომელმაც, ბათუმში პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რომელიც შემდეგ დაიღუპა. ბათუმის  მერიისგან კი, მოქალაქეები  მოითხოვენ დაიცვას მიუსაფარი ცხოველები და დროულად აშენდეს ძაღლების ახალი თავშესაფარი. შინაგან საქმეთა …

ბათუმში მიუსაფარი ძაღლის წამებისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 22 იანვარს, ბათუმში, ბრალდებულმა პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა – ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა …

ბათუმში ძაღლების ახალი თავშესაფრის პროექტი მაისამდე უნდა მომზადდეს – 587 000 ლარად

ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში, სარეკრეაციო სივრცის, მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობისა და შენობების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე მერიის სამმართველოს ხელშეკრულება 587 ათას ლარზე აქვს გაფორმებული. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს „აჭარკაპმშენს“ შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ძაღლთსაშენის, იპოდრომისა და სარეკრეაციო სივრცის სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2023 წლის 31 მარტამდე უნდა მოამზადოს. სწორედ დეტალური პროექტირების შემდეგ დადგინდება, …

ბათუმში მიუსაფარი ცხოველების პატრონობისთვის 400 ათასი ლარია გამოყოფილი

400 ათასი ლარია გათვალისწინებული ბათუმის ბიუჯეტში 2023 წლის განმავლობაში ქალაქის ტერიტორიაზე „უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებებისთვის“. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი ბათუმის მერიამ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2022 წლის 24 დეკემბერს დაიწყება და 29 დეკემბერს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება, უზრუნველყოს  „ქალაქის ტერიტორიიდან [სულ – 2600] უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების [ზრდასრული ძაღლი, …

რატომ არ იწყებს ბათუმის მერია ძაღლების თავშესაფრის მშენებლობას

ბათუმში, ძაღლსაშენისა და იპოდრომის მოწყობა ქალაქის მერიამ ორი წლის წინ დააანონსა, 10 თვის წინ კერძო კომპანიასთან ხელშეკრულებაც გააფორმა, თუმცა, დღეს, არათუ მშენებლობის დაწყება, დეტალური პროექტიც არ აქვს. მერიის სამმართველომ ამჯერად ტენდერი მხოლოდ პროექტის მომზადებაზე, ხელახლა გამოაცხადა. წინა ტენდერი, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული, შერჩევა-შეფასების ეტაპზე შეწყდა, სადაც ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას …

ძაღლების თავშესაფრისა და იპოდრომის აშენებაზე 12-მილიონიანი ხელშეკრულება შეწყდა – ახალი ტენდერი

ძაღლების თავშესაფრისა და იპოდრომის მოსაწყობად ბათუმის მერიის სამმართველოსა და შპს „საბა კონსტრაქშენს“ შორის გაფორმებული 12-მილიონიანი ხელშეკრულება შეწყდა. კომპანიას დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება, ასევე, მშენებლობა ევალებოდა. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, „საბა კონსტრაქშენმა“ ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულება შეუწყვიტეს, კომპანიამ კი,  სასამართლოს მიმართა. ხელშეკრულების შეწყვეტიდან სამი თვის შემდეგ მერიის სამმართველომ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა, …

6 სახლი მიუსაფარი ცხოველებისთვის ბათუმში – სტუდენტების ინიციატივა

ბათუმში სტუდენტებმა მიუსაფარი ძაღლებისთვის ექვსი სახლი დადგეს. ამ ინიციატივის ავტორები არიან „ჯიპას“ სტუდენტები  – ზურა დევაძე, დავით გელაძე და თემო ბერიძე. „ბევრი მიუსაფარი ცხოველია ბათუმში. ზამთარი მოდის. მოვიფიქრეთ, რომ დავკავშირებოდით სამშენებლო კომპანიებს და მათი დახმარებით დაგვემზადებინა სახლები მიუსაფარი ძაღლებისთვის. ბევრ კომპანიასთან გვქონდა მოლაპარაკება, ბევრგან გვითხრეს, რომ დაგვიკავშირდებოდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში 3 კომპანია დაგვეხმარა: „კალიგრაფი თაუერსი“, …

ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის მეპატრონე შესაძლოა დაჯარიმდეს

შინაური ცხოველების, რეგისტრირებული კატის და ძაღლის მიტოვება შესაძლოა ადმინისტრაციულად დასჯადი გახდეს. კანონპროექტი დღეს, 22 ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს პირველი მოსმენით გააცნო. კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქართველოში კომპანიონი ცხოველების – ძაღლებისა და კატების უმრავლესობა არ არის რეგისტრირებული მეპატრონის მიერ. ცვლილებას …

დაკარგული ძაღლი 3 წლის შემდეგ დაბრუნდა სახლში

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში ძაღლი, სახელად „გუგლი“ დაკარგვიდან 3 წლის შემდეგ დაბრუნდა სახლში. ძაღლი, რომელიც ლეკვობიდან ირემაძეების ოჯახში იზრდებოდა 3 წლის წინ მოულოდნელად დაიკარგა. ოჯახი ძაღლს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა, თვლიდნენ, რომ „გუგლი“ მოიპარეს ან მოკლეს. 3 წლის შემდეგ კი, დღეს, 13 ნოემბერს, „გუგლი“ სახლში დაბრუნდა. „აქამდე მეგონა, რომ მსგავსი ამბები მხოლოდ ფილმებში ხდებოდა. სამი …

ძაღლების თავშესაფრისა და იპოდრომისთვის ბათუმი დახარჯავს არა 9, არამედ 15 მილიონს

ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის, იპოდრომისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან 9,7 მილიონი ლარის ნაცვლად 16 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი, 15 985 599 ლარით, ხელახლა გამოაცხადა. წინა ტენდერი, სადაც სატენდერო თანხა თითქმის 6 მილიონი ლარით ნაკლები –  9 723 999 ლარი იყო, იმ მიზეზით არ შედგა, რომ მასში …

რა მიუსაჯა სასამართლომ კაცს, რომელმაც ძაღლი ბავშვების თვალწინ მოკლა

2021 წლის ივლისში ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი მოკლა ბავშვების თვალწინ. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 27 ივლისს მიიღო. „27 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით ერთი წლის გამოსაცდელი …

9,7 მილიონი ლარი ჩაქვში ძაღლების თავშესაფარისა და იპოდრომის მოსაწყობად

9 723 999 ლარია გათვალისწინებული ბათუმის ბიუჯეტიდან ჩაქვის დასახლებაში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის, იპოდრომისა და სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიის ოფისების ასაშენებლად. აქვე მოეწყობა სარეკრეაციო სივრცეც. მთლიანი ტერიტორიის ფართობი 12 000 კვადრატული მეტრია. მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, შენობების დეტალური პროექტის მომზადებასა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოები, მშენებლობის ჩათვლით, …

ძაღლების ჯოჯოხეთი ბათუმის ნაგავსაყრელზე | ფოტო

2021 წლის ტურისტულ სეზონზე ბათუმის ცენტრიდან მიუსაფარი ძაღლები ბათუმის ნაგავსაყარზე წაიყვანეს, ტურისტების თვალს მოარიდეს. ამ ძაღლებს მართალია პატრონი არ ჰყავთ, მაგრამ ბევრ მათგანზე ბათუმელი ცხოველისმოყვარულები ზრუნავდნენ, მოქალაქეები, რომელთაც ეცოდებათ მიუსაფარი ცხოველები, ცდილობენ საკვები მიაწოდონ და საჭიროების შემთხვევაში უმკურნალონ კიდეც, საკუთარი სახსრებითა და სხვა ცხოველისმოყვარულების დახმარებით. ქალაქის ცენტრიდან რომ მიუსაფარი ძაღლები მერიამ ნაგავსაყრელზე გადაიყვანა, ეს ბათუმელმა …

როგორ გაემგზავრა უპატრონო დალმატინელი ბათუმიდან ფლორიდაში – ამბავი ისააკზე

დალმატინელის ჯიშის ძაღლი, რომელიც საქართველოში უპატრონო იყო და შიმშილისგან ძვლებად იყო ქცეული, ამერიკის შეერთებულ შტატებში აიყვანა ოჯახმა. ისააკი – ახლა უკვე ასე ჰქვია ხვად დალმატინელს, რომელიც გასული წლის ზაფხულში სოფლის გზაზე ეძებდა ლუკმას. როგორ აღმოჩნდა ძაღლი ქუჩაში უცნობია, თუმცა მის შესახებ ბათუმის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს აცნობეს – „ძაღლი მოგვაშორეთო“. დადგენილი წესის თანახმად, ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს …

„კუპატას“ სახელობის ცხოველთა თავშესაფარი – მთავრობა ახალ პროექტს აანონსებს ჩაქვში

დღეს, 27 ოქტომბერს, ჩაქვში მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის მოწყობა დაანონსდა. პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში 13 ჰა ტერიტორიაზე დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა. „მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევა, რომელიც აწუხებდა ბათუმელებს, ცხოველთა დამცველებს, თითოეულ ჩვენგანს, ტურისტებს, იქნება ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილი როგორც …

2 მიუსაფარი ძაღლი ბათუმიდან დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მიჰყავთ

ბათუმში მცხოვრები ორი მიუსაფარი ძაღლი, სეტერი – ჯორჯი და დალმატინელი სააკი საზღვარგარეთ გააჩუქეს. ძაღლები სავარაუდოდ პატრონებმა გამოაგდეს სახლებიდან პანდემიის დროს. ძაღლების საზღვარგარეთ გაჩუქება ფეისბუქით მოხერხდა: „მიუსაფარ ცხოველთა დახმარების ჯგუფი ბათუმში“ ბათუმელმა თეონა ყურშუბაძემ შექმნა და ეს ჯგუფი არაერთ მიუსაფარ ცხოველს ეხმარება. „არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჯგუფში დაიდო პოსტი ერთ სეტერზე, რომელიც იმყოფებოდა მახოს …

„ბეიკერის ორმო“ – ხოცავენ თუ არა ქუჩაში მყოფ ცხოველებს გაზაფხულის რეიდებზე ბათუმში

ბათუმში, გონიოს ხიდთან მდებარე ე.წ. „ბეიკერის ორმოს“ ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა დღეს ფეისბუქზე. მოქალაქეები წერენ, რომ ბათუმში ცხოველები ქუჩებიდან მიჰყავთ და სტერილიზაციის შემდგომ ისევ ქუჩაში დაბრუნების ნაცვლად ხოცავენ და ბეიკერის ორმოში ყრიან. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, ამბობს, რომ დღეს სწორედ ამ ორმოში იპოვა საკუთარი კატა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიკარგა. …

„მათ გამიზნულად აზიანებენ ცხელი წყლითა და ზეთით“ – ამბავი ძაღლების თავშესაფრიდან

არავინ აკითხავთ. არავინ იცის, საიდან მოვიდნენ, ვინ პატრონობდათ ან რა გზა გაიარეს ქუჩაში. ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს: ცხოველთა თავშესაფარში აღმოჩნდნენ და არცერთს არ აქვს სახელი, ყველას ერთი, ზოგადი სახელი ჰქვია: ძაღლი. ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში 150 ძაღლსა და 40 კატას უვლიან. თავშესაფარში ცხოველები ორი გზით ხვდებიან: ხშირად პატრონებს აღარ სურთ ძაღლის მოვლა სხვადასხვა მიზეზის გამო …

Exit mobile version