ვინ გახდება პატრიარქი, რა ვიცით პატრიარქობის კანდიდატებზე – ინტერვიუ თეოლოგთან

„პირდაპირ ვინმეზე ზეწოლა და წნეხი შეიძლება მართლაც არ არის, მაგრამ ამ წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ გასაგებად მიანიშნა იერარქებს, რა შეუძლია. მიუთითა: თვით პატრიარქსაც არ დავინდობთ და ვცადეთ მისი დისკრედიტაცია, თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუ შევამჩნევთ, რომ თქვენ არ აკეთებთ იმას, რაც ჩვენ გვსურსო,“ – გვიყვება თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას სინოდის სხდომასა და პატრიარქობის სამი …

ვინ შეიძლება გახდეს ახალი პატრიარქი – ინტერვიუ თეოლოგთან

„თუ გაიმარჯვებს მოსაყდრე შიო და გახდება პატრიარქი, ჩვენ გველოდება წინ ძალიან ხისტი ეპოქა რელიგიური კულტურისა საქართველოში. ხისტი და მუნჯი – ერთ მონონარატივზე დაყვანილი რელიგიურობის კულტურა, როცა ყველასთვის ადგილი ეკლესიაში არ არის,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მისი აზრით, მინიმალურია, მაგრამ მაინც არსებობს მოლოდინი, რომ პროევროპული ორიენტაციის პატრიარქი აირჩიოს სინოდმა. „ერთ-ერთი მთავარი საკითხი მოცემულ მომენტში არის …

„ოცნებამ“ ჯერ წააქეზა საპატრიარქო, შემდეგ იგივე იარაღი მას შეუტრიალა – ინტერვიუ თეოლოგთან 

„რუსეთშიც თავიდან ზუსტად სექსუალური უმცირესობების დევნის სეზონი გამოაცხადეს. ამ რეპრესიებს მოჰყვა რელიგიური უმცირესობების დევნა და ახლა უკვე პოლიტიკურ დისიდენტებსაც კი იჭერენ…“ – პარალელს რუსეთთან ავლებს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი, რომელსაც ვკითხეთ: რის დემონსტრირებას ცდილობს არალეგიტიმური ხელისუფლება საპატრიარქოსთან მჭიდრო თანამშრომლობით „ოჯახის სიწმინდის“ სახელით? 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა ხელისუფლება ჰომოფობიასთან გამიჯვნის და ადამიანების დაცვაზე ზრუნვის …

„სუვერენი მოისყიდის ეკლესიას, ის მოუპოვებს ვასალებს“ – თეოლოგი ეკლესიისთვის 35 მილიონის დამატებაზე

ეკლესიის მხარდაჭერის შესყიდვა პირდაპირი წესით, წინასაარჩევნოდ – ასე „გაშიფრა“ თეოლოგმა, მირიან გამრეკელაშვილმა ეკლესიისთვის დამატებით 35 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება. პრემიერ ირაკლი კობახიძის დავალებით განათლებისა სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებაზე უნდა მიმართოს. მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასევე ფინანსდება 25 მილიონი ლარით. ამ …

ვის და რატომ შეიძლება მოეწამლა მოსაყდრე შიო – ინტერვიუ თეოლოგთან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების შემცველობა დასაშვებზე მაღალი აღმოჩნდა. მოწამლეს თუ მოიწამლა შიო მუჯირი? ან ხომ არ არის ეს ყველაფერი ხელისუფლების ანტიდასავლური კამპანიის გაგრძელება? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან …

რატომ არის მორჩილება ქალისთვის მონობა და არა სამკაული

„ცოლმა ქმარს უნდა დაუჯეროს, ეს სამკაული თუ არ აქვს – „მორჩილება“ და „თავმდაბლობა“, მაშინ, მთელ დედამიწაზე რაც ოქროებია ყველაფერი რომ ჩამოჰკიდონ, არაფერი იქნება მისი სამკაული. ძალიან უშნოდ გამოიყურება ამ შემთხვევაში. მორჩილება ქალის სამკაულია“, – ასე ასწავლის პატარა გოგონებს ერთ-ერთ მართლმადიდებელი სასულიერო პირი ქალის როლს. ამ შინაარსის ვიდეო ფეისბუქში 15 მაისს ატვირთეს. სასულიერო პირი, ბიჭებს მომავალი …

ვინ არის „ეკლესიის მტერი“, ვინც ართმევს დამოუკიდებლობას, თუ ვინც აკრიტიკებს? – ინტერვიუ

რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ, კობახიძე-ღარიბაშვილი აქტიურად ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოაჩინონ „ეკლესიის მტრებად“, საზოგადოებად, რომელსაც, კობახიძის თქმით, სურს ქართული იდენტობის წაშლა. რას მიაღწევს „ქართული ოცნება“ კრემლისთვის დამახასიათებელი რიტორიკით და მით უფრო „სუსის ფაილების“ ცნობილი სკანდალის შემდეგ. ვინ შეიძლება აღიქმებოდეს „ეკლესიის მტრად“ – არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ის სისტემა, რომელიც 2021 წელს სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი ფაილების თანახმად, უსმენდა …

საპატრიარქო მონაზონზე ძალადობას აღიქვამს არა ქალზე, არამედ საკრალურზე თავდასხმად – ინტერვიუ

„დააკვირდით, ჯაღმაიძეს ამ განცხადებაშიც კი ფემიციდი საერთოდ არ უხსენებია, მონასტერზე საუბრის დროსაც ქალი არსად ფიგურირებს… ის, რომ მონაზონი იყო ქალი და ამის გამოც გახდა იგი ძალადობის მსხვერპლი, ის ამაზე საერთოდ არ ამახვილებს ყურადღებას. საპატრიარქო მონასტერში ჩადენილ დანაშაულსაც განიხილავს, როგორც რაღაც საკრალურზე თავდასხმად და არა ქალზე ძალადობად,“ – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის …

ილია II-ისგან კირილისთვის მილოცვა სამარცხვინოა – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი

საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ, რუსეთს პატრიარქ კირილს 24 მაისს კირილობა მიულოცა. კირილს, რომელიც ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს და ამბობს, რომ რუსეთის „წმინდა საზღვრების დაცვა“ მსხვერპლს ითხოვს, ილია მეორემ ჯანმრთელობა და კეთილდღეობაც უსურვა მსახურებაში. რატომ არ შეიკავა ილია მეორემ ომის ფონზე მაინც თავი მსგავსი მილოცვისგან და ნიშნავს თუ არა ეს საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ომის ფარულ …

„პატრიარქთან მიტროპოლიტ დიმიტრის მითოსური დამოკიდებულება აღარ აქვს“ – ინტერვიუ

„პატრიარქის კულტის მიმართ რომ არ არსებობდეს ეს შიში, ეპისკოპოსების უფრო წრფელ პოზიციებს მოვისმენდით,“ – ამ ფაქტორის გამო თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ ვერ გაფართოვდება მღვდელმთავრების წრე, ვინც ღიად დაუჭირა მხარი უკრაინას და რუსეთის პატრიარქი გააკრიტიკა. თეოლოგის დაკვირვებით, საპატრიარქომ ახლა „ოცნების“ ხელისუფლების მსგავსი პოზიცია არჩია – პოზიცია დამოკიდებულია ომის შედეგზე, საპატრიარქო გამარჯვებულის მხარეს დადგება. თეოლოგის აზრით, …

„მორჩილების“ ვიდეო, როგორც ნივთმტკიცება სხვისთვის საჩვენებლად – ინტერვიუ თეოლოგთან

21 თებერვალს სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია როგორ აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ანაფორით შემოსილი ერთი პირი მეორეს. ამასთან, მასალაში ისმის, რომ ძალადობის ერთ-ერთი მოტივი ჰომოფობიური შინაარსისაა. თავდამსხმელი, სავარაუდოდ სასულიერო პირი, დაშავებულს ანაფორის გახდას სთხოვს. დაშავებული პირი მოძალადეს სთხოვს, რომ შეწყვიტოს მისი ცემა, პირს კი, რომელიც ამ კადრებს იღებს, რამდენჯერმე მიმართავს თხოვნით, …

სასიყვარულო სამკუთხედებია გაშიფრული, შესაძლოა ვიდეოც ახლდეს – თეოლოგი ფარულ ფაილებზე 

„ვის შესახებაც მაქსიმუმი გავიგეთ, გამოეთიშებიან პროსახელისუფლებო კამპანიას და ოპოზიციას მიემხრობიან,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ინტერვიუს დროს ვკითხეთ, როგორ აისახება სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი ფაილები ხელისუფლებისა და სასულიერო პირების ურთიერთობაზე. თეოლოგს ეჭვი არ ეპარება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალებიც არსებობს. „ბათუმელებმა“ მირიან გამრეკელაშვილს ჰკითხა, რა გავლენა ექნება სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილ ფაილებს პოლიტიკურ პროცესებზე. ბატონო მირიან, …

რატომ დაადგნენ ეპისკოპოსები „სპირიდონის გზას“ – ინტერვიუ თეოლოგთან

„რუსები ხართ ყველანი“ – ეჭვის გაქარწყლება ძალადობაში საპატრიარქოს თანამონაწილეობასა და, შესაბამისად, რუსული დაკვეთის შესრულებაზე მთავარეპისკოპოსმა იაკობმა 12 ივლისის ქადაგების მერე ჟურნალისტებთან რუსული სტრატეგიით სცადა. მანამდე ეპისკოპოსს ტაძარში ერთმა ქალმა ქადაგება შეაწყვეტინა და უთხრა: „ეს არ არის ქადაგება, ეს არ არის ქრისტიანობა…“ თეოლოგები თუ საპატრიარქოს საქმეებში კარგად გარკვეული პირები აქამდეც აღნიშნავდნენ, რომ სასულიერო იერარქიის ძირითადი შემადგენლობა …

„საპატრიარქო ჩვეულებრივი ტერორისტული ორგანიზაციაა“ – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი

გაძლიერდა, თუ პირიქით, დასუსტდა ეკლესიის მიმართ ნდობა, რომელიც დღეს პირდაპირ მოძალადის როლში მოგვევლინა? – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ ეკლესიას ამჯერად უკვე არა მარტო ქრისტიანობის კრიზისი აქვს, არამედ ეს არის სოციალური მხარდაჭერის კრიზისი და „ეკლესია ვაბანკზე მიდის“. „ბათუმელებმა“ მირიან გამრეკელაშვილს დღეს მიმდინარე პროცესზე რამდენიმე კითხვა დაუსვა: ბატონო მირიან, რა გამოჩნდა დღეს – რა როლი აქვს …

„იმ სამღვდელოებას სცემეს, რომელმაც მეუფეს სექსუალური კადრები აჩვენა“ – ინტერვიუ თეოლოგთან

„ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირება აქამდე არსებული კონფლიქტის გაგრძელებაა… მეუფე სტეფანე წარმოადგენს საპატრიარქოს, რომელიც უპირისპირდება მეუფე პეტრეს. არავინ იცის, წავა თუ არა მეუფე პეტრე ვა-ბანკზე და როდის,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ. ბატონო მირიან, ბოლო პერიოდში სასულიერო პირებს შორის არაერთი ღია კონფლიქტი ვნახეთ. თქვენი ინფორმაციით, რა ხდება ამჯერად – …

რა სახის გაკვეთილია რელიგიური დაპირისპირება ბუკნარში – ინტერვიუ თეოლოგთან

გუშინ, 15 იანვარს, გურიის სოფელ ბუკნარში რელიგიური დაპირისპირება შერიგებით დასრულდა. რის გამო მოხდა ამჯერად დაპირისპირება გურიაში, რა აჩვენა მორიგმა რელიგიურმა კონფლიქტმა და რამდენად ადეკვატურია ხელისუფლება, რომელმაც ძირითადად დაპირისპირების განეიტრალებაზეა ორიენტირებული, ვიდრე პრობლემის მოგვარებასა და რეალურად თანასწორობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვაზე? – „ბათუმელებმა“ ინტერვიუ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან ჩაწერა. ბატონო მირიან, გურიაში, სოფელ ბუკნარში ქრისტიანებმა და მუსლიმებმაც …

„იაფფასიან მსახურად გაიხადა ხელისუფლებამ საპატრიარქო“ – თეოლოგი „დავით გარეჯის საქმეზე“

„საპატრიარქოსთვის კაპიტალის გადაცემით თუ შანტაჟის გზით ძალიან იაფფასიან მსახურად გაიხადა ხელისუფლებამ საპატრიარქო და ეკლესია,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკალშვილი „დავით გარეჯის საქმეზე“, სადაც ორი პირია ბრალდებული და მთავარი მოწმეები სასულიერო პირები არიან. „დავით გარეჯის საქმე“ არჩევნებამდე სამი კვირით ადრე გახადა ხელისუფლებამ აქტუალური, როცა მთავარმა პროკურატურამ ბრალი კარტოგრაფებს წარუდგინა. რა ჩანს სასულიერო პირების ჩვენებებიდან და მთავარეპისკოპოსების …

„პიკაპებზე ამხედრება უნდა იყოს ერთგვარი მიბაძვა ისლამური ხალიფატის“ ანუ ქუჩების კურთხევა 17 მაისს 

თუკი რამდენიმე წლის წინ საპატრიარქომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა, ამჯერად 17 მაისს საჯაროდ ქუჩების კურთხევა ვნახეთ – სასულიერო პირები ქუჩებში პიკაპებით გადაადგილდებოდნენ. რატომ გადაწყვიტა საპატრიარქომ ქუჩების კურთხევა 17 მაისსაც და რა გზავნილი აქვს ეკლესიას, როცა სასულიერო პირები ქუჩებში პიკაპებით ჩნდებიან ან ვერტმფრენიდან გვასხამენ ნაკურთხ წყალს? – „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა. ბატონო …

რატომ თქვა გახარიამ, რომ „ჩვენ ვართ მართლმადიდებლური სახელმწიფო“

„ჩვენ ხომ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე, როცა კორონავირუსის ზრდის გამო დამატებითი შეზღუდვები დაუწესა მოქალაქეებს. პრემიერმა დასძინა, რომ ეკლესიები არ დაიკეტება და პასუხისმგებლობის ტვირთი სახელმწიფომ, როგორც გახარია ამბობს, „ბრძენ მოქალაქეებს“ დააკისრა. საზოგადოების ნაწილი პრემიერს კონსტიტუციის გადაკითხვას ურჩევს. რა იგრძნობოდა პრემიერის ამ სიტყვებში – ეკლესიისადმი მორჩილება თუ გააზრებული რიტორიკა სეკულარიზმის წინააღმდეგ? …

„თანამოსაყდრის ქადაგება შესაძლოა, გახდეს ძალადობის შთაგონების წყარო“ – თეოლოგი

„ყველაფერში დამნაშავე ისევ ქალები და გეები ვყოფილვართ“, – ასეთი ან მსგავსი შინაარსის პოსტი ფეისბუქში ბევრი შეგხვდებოდათ. მწვავე რეაქცია პატრიარქის თანამოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის გუშინდელ ქადაგებას მოჰყვა, როცა მან კორონავირუსის გავრცელება დაუკავშირა არა, მაგალითად, ქალების კვლას, ან ზოგადად მკვლელობას, არამედ აბორტს და „სოდომის გამოცხადებას“. „…ეს ის ცოდვებია, ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის …

„ეკლესია ჯიბრში ჩაუდგა პანდემიას“ – ინტერვიუ თეოლოგთან ზიარების წესის შეცვლაზე 

ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ზიარების წესს არ ცვლის. ამ თემაზე ვირუსის შიშით სახლში გამოკეტილი ადამიანები ხშირად კამათობენ სოციალურ ქსელებში, თუმცა საპატრიარქო,  სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, არ ცვლის კონკრეტულ რელიგიურ რიტუალს, რომელიც ვირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნის. სინოდი ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას 20 მარტის სხდომაზე გეგმავს. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ კორონავირუსთან დაკავშირებით ეკლესიებში, პირადი ლოცვების …

თეოლოგი: პატრიარქის მიმართ ჰომოსექსუალობის ბრალდება ახალი არ არის

დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც მეუფე პეტრე მღვდელთმთავრის თანამდებობიდან გადააყენეს. სინოდის სხდომიდან გამოსულმა მეუფე პეტრემ, კითხვაზე, თუ რატომ დაატოვებინეს მას სასულიერო თანამდებობა, განაცხადა, რომ მან ამხილა „სინოდის თავმჯდომარე მამათმავლობაში“. რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს დღევანდელ განცხადებებს საპატრიარქოში და გაჩუმდება თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე, თუკი მას შეიწყალებენ? – საპატრიარქოში მიმდინარე …

„საპატრიარქო ახლა დენთით სავსე კასრია“ – თეოლოგის შეფასება ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე

„მეუფე იაკობი გააღიზიანა იმან, რომ ეგონა: მეუფე შიო, უბრალოდ იჯდება საპატრიარქოში და სტატუს-კვო იქნებოდა შენარჩუნებული, მაგრამ ეს ასე აღარ არის,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ვესაუბრეთ თემაზე, რა ხდება ამჯერად ეკლესიაში. 26 ოქტომბერს ბოდბელმა მთავარეპიკოსპოსმა თქვა, რომ მას ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები ივანიშვილის დავალებით პატრიარქის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ“. დღეს, 28 ოქტომბერს, ქორეპისკოპოსის პოზიცია მეუფე იაკობმა დატოვა. …

ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო – მითი და რეალობა 

მთავრობამ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრად ოფიციალურად გამოაცხადა. ამისთვის მან რიგგარეშე სხდომა მოიწვია და საკითხი განხილვის გარეშე, იმავე დღესვე დაამტკიცა პარლამენტმა. ოპონენტი მხარე აღნიშნავს, რომ მთავრობა-პარლამენტის განმარტება ამ საკითხის გაოფიციალურობაზე – რაშიც წელს 893 340 ლარი დაიხარჯა, სუსტი, არადამაჯერებელი და სასაცილოც კია. როგორია მითი და რეალობა საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის შესახებ და ვინ ვისი მსხვერპლია – მთავრობა, საპატრიარქოსი …

რა მოხდება, თუ დეკანოზი მამალაძე ვა-ბანკზე წავა და „გუდას თავს მოხსნის“ – თეოლოგის შეფასება

დეკანოზ გიორგი მამალაძის საავადმყოფოში მოხვედრამ და შემდეგ მისმა ზიარებამ სასულიერო იერარქების საჯარო გამოსვლები გააქტიურა. ისინი ღიად საუბრობენ ციხიდან დეკანოზის მუქარაზე და მის მიერ გამოგზავნილ „მამხილებელ წერილეებზე“. ეპისკოპოსები არ ამბობენ, კონკრეტულად რის მხილებით ემუქრება გიორგი მამალაძე საპატრიარქოს, თუმცა ამ ფრაზებით აღწერენ ციხიდან მიღებულ წერილს: „საეკლესიო ბედუკაძეობა“, „მკვლელობაზე უფრო დიდი დანაშაული,“ „მორალურ-ზნეობრივი ხასიათის დანაშაული,“ „ყურში არ შეიშვება“, …

დასავლეთი თუ კვლავ რუსეთის ორბიტა – რა ხდება მართლმადიდებელ ეკლესიაში

ეპისკოპოსებს შორის მორიგი დაპირისპირება უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის აღიარებამ  გამოიწვია. მანამდე მიტროპოლიტ პეტრეს ქორეპისკოპოსი იაკობი დაემუქრა, ხოლო შემდეგ ის სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა გააკრიტიკა ამ ფრაზის გამო: „პატრიარქის მწყემსი კეთილობა მითია“. რას ნიშნავს, როცა სასულიერო პირები ერთმანეთს ასე უპირისპირდებიან, რის გამო კამათობენ ეპისკოპოსები? რა ხდება ახლა ეკლესიაში და დარჩა თუ არა ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისთვის საკითხი, რაზეც …

რატომ ისაუბრა პატრიარქმა პირველად ეპისტოლეში ეკლესიის და სახელმწიფოს გამიჯვნაზე – ინტერვიუ

ეკლესია და სახელმწიფო – პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან ძირითადად ამ საკითხმა გამოიწვია საჯარო დისკუსია. სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქმა თქვა, რომ „ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს და არის კიდეც“. რას შეიძლება უკავშირდებოდეს პირველად პატრიარქის ეპისტოლეში ამ თემის გააქტიურება და რა გზავნილებია წლევანდელ სააღდგომო ეპისტოლეში? – „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა. ბატონო მირიან, თქვენთვის რა იყო …

ქრისტიანობის კრიზისი

საქართველოს მოსახლეობის 83,4 პროცენტი თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს – ასეთია 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგი. NDI-ის 2015 წლის კვლევის თანახმად, კიდევ უფრო მაღალია ნდობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მიმართ – 87 პროცენტი. რას ნიშნავს, როცა საზოგადოების ასეთი მაღალი ნდობის პარალელურად სასულიერო პირს პროკურატურა აკავებს ადამიანის ციანიდით მოწამვლის მცდელობის ბრალდებით, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში …

Exit mobile version