1500-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს პეტიციას, რომლითაც მასწავლებლები მოითხოვენ, გაიზარდოს კლასის დამრიგებლის ხელფასი. ნატო ტიღაშვილი თბილისის 70-ე საჯარო სკოლაში ასწავლის. იგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი და დამრიგებელია. როგორც დამრიგებელს, ანაზღაურების სახით 79 ლარი და 38 თეთრი ერიცხება, მაშინ როცა მისი ყურადღება და პასუხისმგებლობა 27 ბავშვზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს. ნატო ტიღაშვილის თქმით, მძიმე შრომის, მაღალი პასუხისმგებლობისა და …
Tag Archives: მასწავლებლის ხელფასები
„მასწავლებელთა უმრავლესობას შემცირებული ხელფასი ექნება სექტემბერში “- მანანა რატიანი
განათლების სამინისტრო 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლებას აძლევს ერთი საგნის გამოცდის გარდა, კიდევ დარეგისტრირდნენ არა უმეტეს სამი საგნის გამოცდაზე და ერთდროულად დაადასტურონ ამ საგნებში კომპეტენცია. რა მიზანი აქვს რეალურად სამინისტროს და რა მოხდება მაშინ, თუკი არჩეულ საგნებში მასწავლებლები ვერ დაადასტურებენ საგნობრივ კომპეტენციას? ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების ექსპერტს, მანანა რატიანს ესაუბრა. ქალბატონო მანანა, როგორ …
მასწავლებლის ანაზღაურების წესში ცვლილება შევიდა
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა ანაზღაურების წესში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად არჩევითი საგნების სწავლება ახალი სახელფასო ფორმულით ანაზღაურდება. „მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებისა და მათი ცოდნის გამდიდრების მიზნით, ეროვნული სასწავლო გეგმა საშუალო საფეხურზე განსაზღვრავს არჩევითი საგნების მრავალფეროვან ჩამონათვალს და ასევე, სკოლას აძლევს შესაძლებლობას, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, ჩამონათვალისგან განსხვავებული კურსი შეადგინოს და სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ სასწავლო პროცესში ჩართოს. არჩევითი …
Continue reading “მასწავლებლის ანაზღაურების წესში ცვლილება შევიდა”
კობახიძემ პედაგოგებს არ უპასუხა – „ვაპირებთ მივმართოთ სახალხო დამცველს და სასამართლოს“
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საჯარო სკოლის მასწავლებლებს ოფიციალურად გაგზავნილ წერილზე არ უპასუხა. პედაგოგები კობახიძეს ახალი სახელფასო ფორმულის გადახედვას, მასწავლებლის სტატუსის აღდგენას და სახელფასო დოკუმენტში ფუნქციური დანამატის განსაზღვრას სთხოვდნენ, თუმცა, 69 პედაგოგის ხელმოწერილი წერილი პრემიერ-მინისტრმა უპასუხოდ დატოვა. წერილი მასწავლებლებმა პრემიერის სახელზე ჯერ კიდევ 18 ივლისს გააგზავნეს. როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი პედაგოგი, ეკატერინე წულუკიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, პედაგოგები …
ააყვირეს ის პედაგოგებიც კი, რომლებსაც არაფერზე ხმა არ გაუღიათ – მენტორი მასწავლებელი ხელფასებზე
„დამაკლდა და რომ არ გავბრაზდე და ძალიან ბევრი არ ვიყვირო, ამიტომ მიმატებენ ამ 200 ლარს, რომელიც იბეგრება და ხელზე ავიღებ სადღაც 156 ლარს. ტყუილი არის პრობლემა“, – ამბობს მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ სადახლოს მე-2 საჯარო სკოლის მენტორი პედაგოგი ნათია მანია. მას „ბათუმელები“ მასწავლებლების ახალ სახელფასო ფორმულაზე ესაუბრა, რომელმაც პედაგოგების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ხელისუფლების მიერ დაანონსებული …
პედაგოგმა განათლების მინისტრს 41 ლარი გადაურიცხა – პროტესტი სახელფასო პოლიტიკას
განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს, კიდევ ერთმა პედაგოგმა გადაურიცხა თანხა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა როლანდ შავაძემ, სიმბოლური „41“ ლარი გადაურიცხა განათლების მინისტრს და ამ ფორმით გამოხატა პროტესტი მასწავლებლების ახალი სახელფასო პოლიტიკის მიმართ, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლის პედაგოგების ნაწილს, ზრდის ნაცვლად, ხელფასები დააკლდათ. „განათლების მინისტრს სიმბოლურად „41“ ლარი გადავურიცხე. მინდა გაიაზროს, რომ ძალაუფლების სათავეში ყოფნის სანაცვლოდ …
Continue reading “პედაგოგმა განათლების მინისტრს 41 ლარი გადაურიცხა – პროტესტი სახელფასო პოლიტიკას”
პედაგოგმა მინისტრს 157 ლარი დაუბრუნა – „თავმოყვარეობა არ მომცემს უფლებას, ეს შემწეობა მივიღო“
დღეს, 9 ივლისს, საჯარო სკოლის პედაგოგმა მანანა მიქავამ ახალი სახელფასო ფორმულის შედეგად მიღებული 157 ლარი საქართველოს განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს უკან გადაურიცხა. „ჩემი თავმოყვარეობა არ მომცემს უფლებას ეს შემწეობა მივიღო“- წერს ფეისბუქზე სოფელ ონარიის საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა მიქავა და თანხის გადარიცხვის ქვითარსაც აქვეყნებს. საჯარო სკოლის მასწავლებელი ამ ფორმით აპროტესტებს განათლების სამინისტროს მიერ ამოქმედებულ ახალ …
ეს გამოიწვევს დიდ დაპირისპირებას სკოლებში – დისკუსია ახალ სახელფასო ფორმულაზე | ვიდეო
„რატომ ვარ ამ დღეში მე, როგორც ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც ამ სისტემაში ვარ და მინდა განვვითარდე. ჩავაბარე ყველა გამოცდა, რაც სახელმწიფომ დამიწესა, წარვადგინე პროფესიული პორტფოლიო, ყველაფერი გავაკეთე, რაც კი ამ სქემის ფარგლებში მევალებოდა. და უცებ, ამ „სამართლიანი ფორმულით“, როგორც სამინისტროში უწოდეს, მე მაკლდება ხელფასი მომატების ნაცვლად“, – ამბობს დაწყებითი განათლების წამყვანი მასწავლებელი, მინდია ფუტკარაძე. რატომ გამოიწვია …
ახალი მოდელით ხელფასი არა 500, არამედ 156 ლარით გამეზარდა – პედაგოგი
ნინო მელიქიშვილი დაბა კაზრეთში ინგლისურ და ფრანგულ ენებს ასწავლის. ახალი სახელფასო მოდელით მას ხელფასი არა 500, არამედ 156 ლარით გაეზარდა. ორი წლის შემდეგ კი ასე „გაზრდილ ხელფასსაც“ ვეღარ აიღებს, რადგან ახალი მოდელი ამ დანამატის გაუქმებას ითვალისწინებს. პედაგოგი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ დარიგებული „საჩუქრების“ გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ის „ბათუმელებთან“ ახალი სახელფასო პოლიტიკის ნეგატიურ მხარეებზე საუბრობს. ქალბატონი …
Continue reading “ახალი მოდელით ხელფასი არა 500, არამედ 156 ლარით გამეზარდა – პედაგოგი”
იცით რას ნიშნავს 25 საათი კვირაში? არ უნდა ამოისუნთქო – პედაგოგი სახელფასო პოლიტიკაზე
თბილისის 126-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ნათია უჩავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2024 წლის საუკეთესო ათეულის წევრია. „ბათუმელები“ პედაგოგს განათლებაში არსებულ პრობლემებსა და იმ იმედგაცრუებაზე ესაუბრა, რასაც დღეს პედაგოგების დიდი ნაწილი, სამინისტროსგან დაპირებული და არ შესრულებული ხელფასების ზრდის გამო განიცდის. ქალბატონო ნათია, დაწყებითი საფეხური ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებაში, ალბათ ამიტომაც არის, რომ პირველ ეტაპზე მშობლები დიდი …
„საერთოდ არ ვიცნობ, ვინ არის სუსი“ – სკოლის დირექტორი რეფორმასა და არჩევნებზე
„პროცესის პოლიტიზების მე არაფერი მინახავს ნამდვილად. არ შემიმჩნევია, რადგან არ არსებობს ასეთი რამ“ – ამბობს მარინა ბერიანიძე, წალკის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, რომელიც ამავე სკოლაში წელს მეორედ გახდა დირექტორი. „ბათუმელები“ მას, როგორც განათლების სამინისტროს მიერ წელს დაჯილდოებულ მასწავლებელს, სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ესაუბრა. ქალბატონო მარინა, არის თუ არა ის რეფორმები თქვენთვის გასაგები და …
Continue reading “„საერთოდ არ ვიცნობ, ვინ არის სუსი“ – სკოლის დირექტორი რეფორმასა და არჩევნებზე”
ვისაც სრული დატვირთვა არ აქვს, მას ხელფასი საათების მიხედვით გაეზრდება – ამილახვარი
დღეს, 12 დეკემბერს, განათლების მინისტრმა განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. ის შეეხო მასწავლებლის პროფესიულ სქემასაც. ამილახვრის თქმით, სქემა კი არ გაუქმდება, არამედ გაუმჯობესდება. „მასწავლებლები ამბობენ, რომ სქემაში იმიტომ ერთვებიან, რომ სჭირდებათ მაღალი ხელფასი. ჩვენ ეს ორი პროცესი გვინდა გავყოთ და ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა და ცალკე – კარიერული განვითარება. ყველა პედაგოგს განესაზღვრება ღირსეული ანაზღაურება სტატუსის …
ხელფასს არ ვუზრდით ფიზიკის მასწავლებელს, რომელიც გაქცევაზეა სკოლიდან?! – აფხაზავა
შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, განათლების მინისტრმა კი მასწავლებლის ხელფასების მატება, სწორედ საშვებულებო პერიოდს დაამთხვია. მან თქვა, რომ „შესაბამისი საკანონმდებლო ერთჯერადი ცვლილებაა საჭირო, სამართლებრივი საფუძველი გაჩნდეს, რომ დავარიგოთ ეს ხელფასები შვებულებაში“. რატომ არღვევს განათლების მინისტრი კანონს და რა პრინციპით უნდა გაზრდილიყო ხელფასები, რომ მასწავლებლის სოციალური მდგომარეობის …
Continue reading “ხელფასს არ ვუზრდით ფიზიკის მასწავლებელს, რომელიც გაქცევაზეა სკოლიდან?! – აფხაზავა”
ახალი სახელფასო ფორმულა 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება – ამილახვარი
დღეს, 24 ნოემბერს, განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საჯარო სკოლის მასწავლებელთა ხელფასებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მინისტრის თქმით, მასწავლებელთა ხელფასების გაზრდის ახალი ფორმულა 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. „2024 წლის ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა. ეს 6 თვის პირობებშიც კი პედაგოგებისთვის იქნება ოთხჯერ მეტი გაზრდილი შემოსავალი წლიურ ჭრილში, ვიდრე იანვრიდან გაზრდილი 125-ლარიანი დანამატი. სტატუსის ამაღლების შემთხვევაში, მასწავლებლებს …
Continue reading “ახალი სახელფასო ფორმულა 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება – ამილახვარი”
ჩვენი მოთხოვნაა, ყველა პედაგოგს ხელფასი მოემატოს თანაბრად – მასწავლებელი
„დასრულდეს გაურკვევლობა და საბაზო ანაზღაურების მატება აისახოს 2024 წლის იანვრიდან“ – ამ მოთხოვნით, მასწავლებლები ხელმოწერებს აგროვებენ. მომზადდა პეტიციაც, რომელსაც ამ დროისთვის ორი ათსზე მეტი პედაგოგი აწერს ხელს. ხელისუფლების მიერ მასწავლებელთა ხელფასების მატების თემაზე „ბათუმელები“ ერთ-ერთ პედაგოგს თამარ ცანავას ესაუბრა, რომელმაც განათლების სამინისტროში 400-ზე მეტი მასწავლებლის ხელმოწერა შეიტანა იმ მოთხოვნით, რომ პედაგოგებს ხელფასები გაეზარდოთ თანაბრად და …
Continue reading “ჩვენი მოთხოვნაა, ყველა პედაგოგს ხელფასი მოემატოს თანაბრად – მასწავლებელი”
გაგვარკვიონ რას ემატება, რამდენი ლარი და როდის? – ბათუმელი პედაგოგი ხელფასების მატებაზე
ხელისუფლება მასწავლებლებს ხელფასის მატებას დაჰპირდა, თუმცა ამ განცხადებას ბევრი კითხვა და ბუნდოვანება მოაყოლა. ითქვა, რომ მომავალ წელს საშუალოდ, 500 ლარით გაიზრდება პედაგოგის ხელფასი, მაგრამ არავინ განმარტა, ზრდა დაიწყება 2024 წლის პირველი იანვრიდან თუ სექტემბრიდან. როგორ გაიგეს სკოლებში ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება და ვის ემატება რეალურად ხელფასი? ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელს, …
რომელ მასწავლებლებს ეზრდებათ ხელფასები – სამინისტროს განმარტება
დღეს, 15 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ისაუბრა. ის შეეხო საჯარო სკოლებში მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების საკითხსაც. მინისტრის თქმით, დაახლოებით ორი კვირის წინ, განათლების მინისტრმა მასწავლებლებს წარუდგინა ხელფასის გაანგარიშების ახალი მოდელი, რომლის მიხედვითაც ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებული იქნება საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე. „2024-2025 სასწავლო წელს, სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, გაიზრდება 500 …
Continue reading “რომელ მასწავლებლებს ეზრდებათ ხელფასები – სამინისტროს განმარტება”
თუ დეპუტატებს მაღალი ხელფასი სჭირდებათ, ჩვენც გვჭირდება – პედაგოგი სქემასა და გამოწვევებზე
„პარლამენტარი უფრო კარგ საქმეს აკეთებს, თუ მასწავლებელი, რომელიც თაობებს გვიზრდის? თუ მათ სჭირდებათ მაღალი ხელფასები, მაშინ ჩვენც გვჭირდება, რადგან გიჟური შრომაა ის, რასაც დღეს ვაკეთებთ და ამას სჭირდება სათანადო დაფასება“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სკოლა „ევრო 2000“-ის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, თამარ ბაუჟაძე. მას პედაგოგის პროფესიული განვითარების სქემასა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურებაზე ვესაუბრეთ. ქალბატონო თამარ, რადგან კარიერული …
მთელი ღამე მთავრობის გვერდზე ვწერდით კომენტარებს, ისინი შლიდნენ – პედაგოგი ხელფასის მატებაზე
„სამთავრობო გვერდზე დავიწყეთ კამპანია ჰეშთეგით #ღირსეულიპენსიაპედაგოგებს და დაწერიდან ზუსტად 5 წუთში დაიწყეს კომენტარების წაშლა. მთელი ღამე, სადღაც 12 საათამდე, ვისხედით და ვწერდით კომენტარებს, ისინი კი შლიდნენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ თამარ ცანავამ. ის ინგლისური ენის პედაგოგია. გუშინ ათეულობით მასწავლებლებმა საქართველოს მთავრობის ფეისბუქის გვერდზე კომენტარი დაწერა ჰეშთეგით – „ღირსეულიპენსიამასწავლებლებს“, თუმცა პედაგოგების კომენტარები მთავრობის გვერდიდან მალევე წაშალეს. მასწავლებლები …
პედაგოგების სტატუსის დანამატი იანვრიდან 125 ლარით იზრდება – ახალი ბრძანება
2023 წლის იანვრიდან მასწავლებლები სტატუსის გაზრდილ დანამატებს მიიღებენ. შესაბამისი ცვლილება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში შევიდა. ახალი ცვლილებით, მიმდინარე წლის იანვრიდან, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა იქნება: უფროსი მასწავლებლისათვის – 795 ლარი [იყო 670 ლარი]; წამყვანი მასწავლებლისათვის – 1175 ლარი [იყო 1050 ლარი]; …
Continue reading “პედაგოგების სტატუსის დანამატი იანვრიდან 125 ლარით იზრდება – ახალი ბრძანება”
სომხური და აზერბაიჯანული ენის მასწავლებლები სრულ დანამატს მიიღებენ – მინისტრის ბრძანება
განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით, საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ეთნიკური უმცირესობების ენებში: სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაში და მინიჭებული აქვს უფროსის, მენტორის ან წამყვანის სტატუსი, სრული დანამატი მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში აღნიშნული ენისთვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა, ნაკლებია სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე. …
სამინისტრო პედაგოგების ხელფასზე კითხვებს უპასუხოდ ტოვებს, პოსტების რეკლამაში $6 ათასს ხარჯავს
რატომ ვერ იღებენ პედაგოგები სტატუსის სრულ დანამატს და რატომ აისახება საათების რაოდენობა დანამატის მიღებაზე, მაშინ, როცა სტატუსის ასამაღლებლად და იმისთვის, რომ ხელფასი გაეზარდოთ, პედაგოგებს პროფესიული გამოცდების ჩაბარება უწევთ? ეს და სხვა კითხვები თავად მასწავლებლებს აქვთ და ამაზე სოციალურ ქსელშიც წერენ ხოლმე ღიად. ამბობენ, რომ კითხვებს სამინისტროსაც უსვამენ, თუმცა ვერ იღებენ პასუხებს. საქართველოს კანონმდებლობით ამ კითხვებზე …
პედაგოგების ხელფასები 100 ლარით იზრდება – სტატუსის დანამატი I მინისტრის ბრძანება
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში, 2021 წლის 30 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით, მასწავლებლები მიმდინარე წლის იანვრიდან გაზრდილ დანამატებს მიიღებენ. დადგენილებაში შეტანილი ახალი ცვლილებით, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა: უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 670 ლარით [იყო 570]; წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1050 ლარით [იყო 950]; მენტორის …
Continue reading “პედაგოგების ხელფასები 100 ლარით იზრდება – სტატუსის დანამატი I მინისტრის ბრძანება”
რამდენმა მასწავლებელმა აიმაღლა სტატუსი 2021 წლის იანვრიდან
მასწავლებელთა სახლის ინფორმაციით, 2021 წლის იანვრისთვის სტატუსი ყველა კატეგორიის მასწავლებელმა აიმაღლა. მაგალითად, უფროსის სტატუსს იანვრიდან მიიღებს 500 მაძიებელი პედაგოგი, წამყვანის სტატუსს კი 2900 უფროსი მასწავლებელი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ისინი „ახლა სტატუსის მოლოდინის რეჟიმში არიან“. შესაბამისად, ეს მასწავლებლები ახალი წლიდან განსხვავებულ ანაზღაურებას მიიღებენ. მაგალითად, უფროს მასწავლებელს საათობრივ ანაზღაურებაზე დაემატება სტატუსისთვის განკუთვნილი 470 ლარი, წამყვან …
Continue reading “რამდენმა მასწავლებელმა აიმაღლა სტატუსი 2021 წლის იანვრიდან”
ჩვენ მასწავლებლები არ ვართ? – რატომ არ ემატებათ სპეციალურ მასწავლებლებს ხელფასი
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე ყველა პედაგოგს, ვისაც 15 საათი აქვს, 100 ლარი დაემატება ხელფასზე. ვისაც უფრო ნაკლები საათები აქვთ, მათი დანამატი საათების პროპორციული იქნება. სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას სპეციალური მასწავლებლები სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან მათ სახელმწიფომ მთელი წლის განმავლობაში არ მისცა შესაძლებლობა სტატუსი აემაღლებინათ …
Continue reading “ჩვენ მასწავლებლები არ ვართ? – რატომ არ ემატებათ სპეციალურ მასწავლებლებს ხელფასი”
რამდენი ლარი დაემატება პედაგოგს საათების მიხედვით და ვინ მიიღებს 100 ლარს – იხილეთ ცხრილი
განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული პედაგოგების ხელფასების 100 ლარით გაზრდა ნიშნავს თუ არა ხელფასის 100 ლარით ზრდას ყველა პედაგოგისთვის? – ეს კითხვა მას შემდეგ უფრო აქტუალური გახდა, რაც განათლების სამინისტრომ ამ საკითხზე კიდევ ერთი განმარტება გაავრცელა პირველ დეკემბერს. გუშინ არაერთი პედაგოგი წერდა, რომ მათთვის მაინც გაურკვეველია, მიიღებდნენ თუ ვერა ახალი წლიდან მომატებულ ხელფასს. პედაგოგები გამოქვეყნებული მასალის …
მასწავლებლების ხელფასების ზრდაზე სამინისტროს კიდევ ერთი განმარტება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის ბიუჯეტში მასწავლებლების ხელფასების ზრდა 100 ლარითაა განსაზღვრული. ამის შესახებ დამატებითი განმარტება განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ გააკეთა. „2021 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია, რომ მომავალი წლის იანვრიდან სრული დატვირთვის – 15 საათის მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ. სახელფასო დანამატი გაეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვს, სრული …
Continue reading “მასწავლებლების ხელფასების ზრდაზე სამინისტროს კიდევ ერთი განმარტება”
პედაგოგების ხელფასი 2021 წლის იანვრიდან 100 ლარით უნდა გაიზარდოს – ბიუჯეტის პროექტი
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია, 2021 წლის იანვრიდან „სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით არის გათვალისწინებული“. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა პედაგოგს, ვისაც უკვე მოპოვებული აქვს მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული სავალდებულო სტატუსი (უფროსი, წამყვანი, მენტორი), ხელფასზე 100 ლარი დაემატება იანვრიდან. 2021 წლის ბიუჯეტის პარამეტრების …
დაემატებათ თუ არა მასწავლებლებს 150 ლარი ხელფასზე სექტემბრიდან – გახარიას დაპირება
სრულ განაკვეთზე დასაქმებული მასწავლებლების ანაზღაურება 300 ლარით რომ გაიზრდებოდა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში განაცხადა. მისი თქმით, 150 ლარი უნდა დამატებოდა უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს იმავე წლის სექტემბერში, ხოლო 2020 წლის სასწავლო წლის დასაწყისში ასევე 150 ლარით უნდა გაზრდოდათ ხელფასები პედაგოგებს. იგივე ჩანაწერია „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” …
ქიმიის და ფიზიკის პედაგოგები: სამინისტრო დისკრიმინაციულად გვეპყრობა
საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი აიმაღლეს და გახდნენ უფროსი ან წამყვანი მასწავლებლები, ამ სტატუსით განსაზღვრულ დანამატს სრულად მაინც ვერ იღებენ. სრული დანამატის მიღება მხოლოდ იმ პედაგოგებს შეუძლიათ, ვისაც მინიმუმ 15 საათი აქვს. პედაგოგების აზრით, ეს არის უსამართლობა და დისკრიმინაცია, რადგან ბევრ სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნებში საათები მცირეა და ხშირად პედაგოგები 15 საათს, არჩევითი საგნების …
Continue reading “ქიმიის და ფიზიკის პედაგოგები: სამინისტრო დისკრიმინაციულად გვეპყრობა”
როგორ შეიცვალა პედაგოგთა ხელფასები ოქტომბრიდან – სამინისტროს განცხადება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბრიდან პედაგოგების ხელფასები გაიზარდა. სამინისტროს განცხადებით, ხელფასის ზრდა პირდაპირ კავშირშია პედაგოგის კომპეტენციის დადასტურებასა და სტატუსის ამაღლებასთან. „2019 წლის ოქტომბრიდან უკვე დაიწყო პედაგოგთა ანაზღაურების ზრდის პროცესი, რომელიც უწყვეტად გაგრძელდება და 2022 წელს მასწავლებლის ანაზღაურება საშუალოდ 1500-1800 ლარს მიაღწევს. პირველ ეტაპზე 30 000-მდე უფროს, წამყვან და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელს, რომელსაც აქვს მინიმუმ …
Continue reading “როგორ შეიცვალა პედაგოგთა ხელფასები ოქტომბრიდან – სამინისტროს განცხადება”
სპეცმასწავლებლები 20%-ით გაზრდილ ხელფასს 2019 წელს ვერ აიღებენ
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებლები 20 პროცენტით გაზრდილ ხელფასს ვერც ოქტომბერში აიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ ხელფასების ზრდის შესახებ განათლების მინისტრმა 27 აგვისტოს განაცხადა. განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ დღეს, 30 სექტემბერსაც, უთხრეს, რომ მინისტრის ბრძანება უკვე შევიდა ძალაში და სპეცმასწავლებლები გაზრდილ ხელფასს ოქტომბრიდან მიიღებენ, თუმცა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საპირისპიროს აცხადებენ. …
Continue reading “სპეცმასწავლებლები 20%-ით გაზრდილ ხელფასს 2019 წელს ვერ აიღებენ”
რამდენით იზრდება პედაგოგების ხელფასები ამ სასწავლო წელს – მინისტრის განცხადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე იმაზე ისაუბრა, თუ რამდენით გაეზრდებათ ხელფასები მასწავლებლებს სტატუსის მიხედვით ახალი სასწავლო წლიდან. მინისტრმა კონკრეტული თანხა დაასახელა. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, „2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და აქვს მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით. უფროსი მასწავლებელი, სტატუსის გარდა, მიიღებს საათობრივ …
Continue reading “რამდენით იზრდება პედაგოგების ხელფასები ამ სასწავლო წელს – მინისტრის განცხადება”
მამუკა ბახტაძე პედაგოგების ხელფასების მატებაზე
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს პედაგოგებს ხვდება. ბახტაძის თქმით, შეხვედრას ესწრებიან რეგიონებიდან ჩასული პედაგოგებიც. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება. პრემიერი აცხადებს, რომ 2022 წლისთვის უფროსი მასწავლებლის ხელფასი მიაღწევს 1700 ლარს, წამყვანი მასწავლებლის ხელფასი იქნება 2150 ლარი, მენტორი პედაგოგების ხელფასი კი – 2450 ლარი. მამუკა ბახტაძეს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, გაიზრდება თუ არა წლევანდელ სასწავლო წელს პედაგოგების …
Continue reading “მამუკა ბახტაძე პედაგოგების ხელფასების მატებაზე”
როგორ გაიზრდება მასწავლებლის ხელფასი სტატუსის მიხედვით სექტემბრიდან – მინისტრის განცხადება
დღეს, 13 მაისს, საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „განათლების კომპლექსური რეფორმის“ ეტაპებზე ისაუბრა. მან ამ საკითხზე საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების მიმართულებით ცვლილებების შემდეგ ეტაპს იწყებს. „რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. …
მიხეილ ბატიაშვილი: ყველა პედაგოგს ყოველწლიურად გაეზრდება საბაზისო ხელფასი
დღეს, 22 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ „ყველა პედაგოგს ყოველწლიურად გაეზრდება საბაზისო ხელფასი, ხოლო წარმატებული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან“. მისი თქმით, დღეს არსებული სისტემა პრობლემებს იწვევს, რადგან არ არის წახალისებული თანამშრომლობა მოსწავლისა და სკოლის განვითარების მიმართულებით, არ ხდება მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობა და სხვა. „მასწავლებელი ორიენტირებულია მხოლოდ საგაკვეთილო საათების …
Continue reading “მიხეილ ბატიაშვილი: ყველა პედაგოგს ყოველწლიურად გაეზრდება საბაზისო ხელფასი”