ბათუმში კოვიდზე აცრას დღეიდან „მეტრო სითისა“ და „ბათუმი მოლშიც“ შეძლებთ

დღეიდან ვაქცინაცია „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ ბათუმში დამატებით ორ ადგილზე იქნება შესაძლებელი: „მეტრო სითიში“ და „ბათუმი მოლში“. ვაქცინაციისთვის ელექტრონული ჯავშანი საჭირო არ არის. ამ ორ ადგილას ვაქცინაციის პროცესი დღეს, 27 ივლისს დაიწყო. აცრის მსურველმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა, ადგილზე ჩატარდება ინტერვიუ და ექიმი გადაწყვეტს, ექვემდებარებით თუ არა ვაქცინაციას. დღეს აჭარაში კორონავირუსის 378 ახალი შემთხვევა დადასტურდა, …

ბათუმსა და თბილისში „ფაიზერის“ ყველა დოზა დაჯავშნილია

დღეს, 14 ივლისს, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა შემოიტანეს და დღეს, დღის 3 საათზე, დაიწყო რეგისტრაცია ვაქცინაზე. მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის ვებგვერდი შეფერხებით ან საერთოდ არ მუშაობდა, ამ დროისთვის [20:20 სთ] აჭარაში „ფაიზერის“ ყველა ვაქცინა დაჯავშნილია. „ფაზერის“ ყველა დოზა უკვე დაჯავშნილია თბილისშიც. „ფაიზერის“ აცრა ბათუმში მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია შესაძლებელი. დღეს საქართველოში შემოვიდა „ფაიზერის“ ვაქცინის 28 …

შემოსულია „ფაიზერის“ 14 ათასი ადამიანისთვის საკმარისი დოზა – გამყრელიძე

[crosslist] Item 1 Item 2 Item 3 [/crosslist] დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე შემოსულია „ფაიზერის“ 28 ათასი დოზა, რაც საკმარისია 14 ათასი ადამიანის ასაცრელად. ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“ ეს პარტია საქართველომ მიიღო სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად. „ესაა პირველი პარტია მილიონდოზიანი ხელშეკრულების, მეორე-მესამე პატრია უნდა …

„ფაიზერით“ აცრა ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნება შესაძლებელი

დღეს, 14 ივლისს, საქართველოში შემოვიდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ფაიზერი“. ამ დრომდე უცნობია „ფაიზერის“ კონკრეტულად რამდენი დოზაა შემოტანილი ქვეყანაში. „ფაიზერით“  იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ესენია: „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“ „კავკასიის მედიცინის ცენტრი“ „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“ „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“ ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ …

16 ივლისს იწყება „ფაიზერით“ აცრა, ვაქცინა საქართველოშია – სამინისტრო

დღეს, 14 ივლისს, საქართველოში შემოვიდა „ფაიზერის“ ვაქცინა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. „ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. „ფაიზერით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. __________ ინფორმაცია განახლდება.

კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელი 0,3 პროცენტია ორჯერ ვაქცინირებულ პირებში – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსზე ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია. „ორჯერ ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ასევე დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი ერთჯერ ვაქცინირებულ პირებში. კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 0,3 პროცენტია ორჯერ ვაქცინირებულ პირებში და 0, 8 – ერთხელ ვაქცინირებულ პირებში, რაც არის კიდევ ერთი დასტური იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და რამდენად რეალურად …

ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოშია – მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის 1 მილიონი დოზა შემოიტანეს. მისივე თქმით, მასობრივი ვაქცინაცია ორშაბათიდან, 5 ივლისიდან, დაიწყება. საუბარია ჩინური წარმოების „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებზე. შემდეგი დოზების შემოტანასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დამატებით ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმის“ და ნახევარი მილიონი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინებს საქართველო რამდენიმე კვირაში ელოდება. „ამას გარდა, „ფაიზერთან“ გაფორმებულია კონტრაქტი …

თურქეთში ვაქცინა „თურქოვაკის“ გამოცდის მესამე ფაზა დაიწყო

თურქეთში დაიწყეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ადგილობრივი ვაქცინის, TURKOVAC-ის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა. ვაქცინა TURKOVAC-ი შექმნეს ერჯიესის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ჯანდაცვის ინსტიტუტის თანამშრომლობით. თურქული მედიის ცნობით, კლინიკური კვლევების მესამე ფაზის ფარგლებში TURKOVAC-ის ვაქცინით 22 ივნისს აცრეს მოხალისეები ანკარაში. კვლევის ფარგლებში ახალი ვაქცინით თურქეთში 18-დან 55 წლამდე ასაკის 40 800 მოხალისეს აცრიან.  მოხალისეები არ უნდა …

კოვიდზე აცრილების მხოლოდ 0,2 პროცენტი დაინფიცირდა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით ორი დოზით აცრილების კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 0,2 პროცენტია. „ორი დოზით აცრილებში გვაქვს 0,2 პროცენტი ინფიცირების, ერთი დოზით აცრილებში კი ეს პროცენტია დაახლოებით 0,8. უმრავლესი შემთხვევები არის მხოლოდ მსუბუქი, ბინაზე მკურნალობით,“ – განაცხადა დღეს, 15 ივნისს, ამირან გამყრელიძემ. კორონავირუსზე ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა …

„სინოვაკმა“ ჯანმოს ავტორიზაცია მიიღო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. საუბარია ჯანმოს „გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაციაზე“, რაც უკვე ჰქონდა „სინოფარმს“, „ასტრაზენეკას“ და სხვა რამდენიმე ვაქცინას. „სინოვაკით“ ვაქცინაცია საქართველოში მაისის ბოლოს დაიწყო. ქვეყანამ „სინოვაკის“ 100 000 დოზა „სინოფარმის“ ამდენივე დოზის ყიდვისას ჩინეთისგან უსასყიდლოდ მიიღო. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.

დღეს „სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია იწყება

დღეს, 21 მაისს, 12 საათიდან იწყება ჩინური „სინოვაკის“ ვაქცინით რეგისტრაციის პროცესი. მოქალაქეების „სინოვაკით“ აცრა დაიწყება 24 მაისიდან. „სინოვაკი“, „სინოფარმისგან“ განსხვავებით, არ არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა. „სინოვაკის ვაქცინა, სინოფარმის მსგავსად, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა. სინოვაკის ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ“ …

კოვიდზე აცრილები ხულოდან, ქედიდან და შუახევიდან

აჭარის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. ვაქცინაციაზე დარეგისტრირება ამ დროისთვის არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არის შესაძლებელი, ადგილები დაჯავშნილია. ნარგიზ დეკანაძე ხულოს საკრებულოს წევრი და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. ის რამდენიმე დღის წინ „სინოფარმით“ აიცრა. იგი ფიქრობს, რომ ვირუსისგან დასაცავად ეს ერთადერთი გზაა და სხვებსაც მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დარეგისტრირდნენ და აიცრან. ნარგიზ დეკანაძის თქმით, განსაკუთრებით …

დღეიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 45 წელს გადაცილებული პირებიც დაჯავშნიან

დღეს, 12 მაისს, 20 საათიდან კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ აცრისთვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება უკვე 45 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის. აქამდე „ასტრაზენეკას“ ვაქინით აცრა დაშვებული იყო მხოლოდ 55 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის დასაშვები ინტერვალია 4 კვირიდან (28 დღე) – 12 კვირამდე (84 დღე) პერიოდი. ამასთან, 8-12-კვირიანი (56-84 დღე) ინტერვალი ოპტიმალურია უფრო …

აჭარაში „სინოფარმი“ ხულოსა და შუახევშიც სრულად დაჯავშნილია

აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში დაჯავშნილია ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინა. booking.moh.gov.ge-ს მონაცემებით, ამ დროისათვის [13:30 სთ] „სინოფარმის“ მხოლოდ ერთი დოზაა დარჩენილი ხულოში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 12 მაისს იხსნება დამატებით ორი კაბინეტი ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალში და ორიც – ქობულეთში, სადაც „სინოფრამით“ აცრა იქნება შესაძლებელი, თუმცა ამ კაბინეტებშიც ადგილები უკვე დაჯავშნილია. „იმ კვირაში აჭარაში კიდევ დაემატება აცრის …

როგორ უნდა დარეგისტრირდეთ აცრაზე ტელეფონით

დღეს, 11 მაისს, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ვერ ახერხებენ ინტერნეტით აცრაზე რეგისტრაციას, შეუძლიათ სატელეფონო ზარის საშუალებით დარეგისტრირება. „იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი – 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ …

მიტროპოლიტი დიმიტრი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

დღეს, 10 მაისს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. მიტროპოლიტი დიმიტრი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში პირველი მაღალი იერარქიის სასულიერო პირია, რომელიც კოვიდზე საჯაროდ აიცრა.

30 დღეში საქართველოში 18 287 ადამიანი აიცრა კოვიდზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 10 აპრილის მდგომარეობით საქართველოში 18 287 ადამიანი აიცრა კოვიდზე. საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, შესაბამისად, 18 287 ადამიანი 30 დღის განმავლობაში აიცრა. თუ ვაქცინაცია ამ ტემპით გაგრძელდება, ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მხოლოდ 220 ათასამდე ადამიანი აიცრება კოვიდზე. თავდაპირველად ვაქცინაცია მხოლოდ მედმუშაკებისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა თანდათან ვაქცინაციის მიმღებთა …

ტყუილია, რომ ზაალ მიქელაძე კოვიდზე აცრის შემდეგ ცუდად არის

სიმართლეს არ შეესაბამება ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინაციის შედეგად მძიმე გართულებები გამოუვლინდა ზაალ მიქელაძეს, აჭარის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრს. „ბათუმელები“ დღეს ესაუბრა ზაალ მიქელაძეს. მან გვითხრა, რომ გაუგებარია, რას უკავშირდება აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება. „ჩემი ოჯახის წევრებმა ბოლო 24 საათში ალბათ 200 ზარს უპასუხეს, მე ალბათ 500 ზარზე მომიწია პასუხი …

ვინც მერყეობს, უნდა დავარწმუნოთ, რომ კოვიდზე აცრა აუცილებელია – გამყრელიძე

„ვინც მერყეობს, ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ კოვიდზე აცრა აუცილებელია“ – განაცხადა დღეს, 25 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე. „ჩვენ დღესაც, 24 საათში, გარდაგვეცვალა 10 ადამიანი კოვიდით. ყოველ დღე გვაქვს 4, 5, 7, 10 გარდაცვალება. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების ყველაზე დიდი ეფექტი პირველ რიგში არის, რომ ადამიანი არ მძიმდება, თუ ის ვაქცინირებულია ორჯერადად და …

არ გვეშინია, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება – ჯანდაცვის მინისტრი

„არ გვეშინია, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება“ – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 25 მარტს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „საბჭოს გააჩნია თავისი კალენდარი, რომლის მიხედვითაც ვხელმძღვანელობთ, საბჭო ყოველი კვირის ბოლოს იკრიბება და იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი. ჩვენი, ჩემი პირადი სტრატეგია არის შემდეგი, რომ რეგიონულ დონეზე მე …

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვიდა

დღეს, გამთენიისას, საქართველოში შემოიტანეს „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ არჩევანი გააკეთონ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის აცრის წინ. აცრა ნებაყოფლობითია. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ბრიტანულ-შვედური კომპანიის ნაწარმია, „ფაიზერი“ კი – გერმანულ-ამერიკული კომპანიის. დღეიდან, 25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

რას ამბობს ბათუმელი ექიმი, რომელიც მედდის გარდაცვალების დღეს აიცრა კოვიდზე

დიანა გორგოშაძე შინაგანი მედიცინის 27 წლის რეზიდენტი – უმცროსი ექიმია. ,,ასტრაზენეკათი“ ის ზუსტად იმ დღეს აიცრა, როცა ახალციხის კლინიკა ,,იმედის“ მედდა, მეგი ბაქრაძე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცრის შემდეგ გარდაიცვალა. ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ დიანას აცრაზე უარი ვერ ათქმევინა. დიანა ყოველდღე კლინიკაში მუშაობს, შინ ჰყავს 6 თვის შვილი და ასაკოვანი, დიაბეტიანი დედამთილი. ამბობს, რომ ვაქცინის შემოსვლას …

მოქალაქეებს შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 25 მარტიდან ვაქცინაცია 65 წელს გადაცილებული  საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სამინისტროს განცხადებით, საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის შემოტანის შემდეგ მოქალაქეებს ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, მათ შეეძლებათ აირჩიონ „ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის „ასტრაზენეკას“ წარმოებული ვაქცინით სამედიცინო სფეროში დასაქმებული 3 843 ადამიანი …

კოვიდზე აცრა ხელმისაწვდომი იქნება 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის – ტიკარაძე

საქართველოში კოვიდზე ვაქცინაციის პროცესში ცვლილებებია. ექიმების ჯგუფს დაემატება ასაკობრივი ჯგუფები და კოვიდზე უფასო აცრა ხელმისაწვდომი იქნება 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის. „ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ჯგუფები გახლავთ მოწყვლადი ჯგუფები, რომელთათვის კოვიდინფექცია არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში. აქედან გამომდინარე ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა,“ – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 22 მარტს. …

ბოლო 6 წელში ანაფილაქსიური შოკის 352 შემთხვევა იყო საქართველოში – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანაფილაქსიის შემთხვევები საქართველოში გასულ წლებშიც იყო და ეს არ უკავშირდებოდა ვაქცინაციის პროცესს. მან დღეს, 19 მარტს, ბრიფინგზე საქართველოში ანაფილაქსიური შოკის შემთხვევების ბოლო 6 წლის სტატისტიკა წარმოადგინა. „პირადად ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ჩემი ცხოვრების აქტიური ნაწილი იმ დარგს მივუძღვენი, რომლის გართულებაზეც ახლაა საუბარი და ჩემი საექიმო …

კოვიდზე ვაქცინაცია გაგრძელდება მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსზე ვაქცინაცია გაგრძელდება მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში. „ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ექსპერტების რეკომენდაციით, სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ისევე როგორც ეს იყო „ფაიზერისთვის“ მომზადებული, გაგრძელდეს მრავალპროფილური სტაციონარის დონეზე. გუშინდელმა შემთხვევამ დაგვანახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა …

როგორ იწყება და ვითარდება ანაფილაქსია – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინაზე მსოფლიოში დაფიქსირებული რეაქციების 90 პროცენტი ვლინდება ვაქცინის გაკეთებიდან პირველ 30 წუთში. „პაციენტს პირველ რიგში ეწყება კანის ალერგიული რეაქცია. უვითარდება სიწითლე, ე.წ. ჭინჭრის ციება, შეიძლება ამას ახლდეს ძლიერი ქავილის შეგრძნება მთელს სხეულზე. ანაფილაქსიისთვის მხოლოდ კანზე გამონაყარი საკმარისი არ არის, თუმცა კანზე გამონაყარი და შეშუპების განვითარება აუცილებელია. ანაფილაქსიის დროს კანის …

კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში ჩამოიტანეს

დღეს, 13 მარტს, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა. სამინისტროს ცნობით, COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ 129 600 დოზა, ხოლო „ფაიზერის“ 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება. ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში …

არა 25 მილიონი, 25 ათასი… მხოლოდ 25 დოზა ერგო ერთ-ერთ დაბალი შემოსავლის ქვეყანას – ჯანმო

”მსოფლიო Covid 19-ის ვაქცინების განაწილების პროცესში” კატასტროფული მორალური მარცხის ზღვარზეა ”, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ღებრეისუსმა და დასძინა, რომ ”სამართლიანი ხელმისაწვდომობის დაპირება სერიოზული რისკის ქვეშ არის”. “ამ დროისთვის ვაქცინის 39 მილიონი დოზა შევიდა სულ ცოტა 49 მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანაში. მხოლოდ 25 დოზა ერგო ერთ ყველაზე დაბალი შემოსავლის ქვეყანას. არა 25 მილიონი, არა …

მდიდარი ქვეყნები ყიდულობენ კოვიდის ვაქცინის ზედმეტ დოზას, მაგრამ რა ელით ღარიბ ქვეყნებს?

მდიდარმა ქვეყნებმა იყიდეს კორონავირუსის  ვაქცინის იმ რაოდენობის დოზა, რომ შეუძლიათ საკუთარი მოსახლეობა სამჯერ აცრან – აცხადებს „სახალხო ვაქცინების ალიანსი“, რომელიც ვაქცინების თანაბრად გადანაწილების ზედამხედველობის საერთაშორისო ორგანიზაციაა და წარმოადგენს ისეთი ორგანიზაციების კოალიციას, როგორიცაა: Oxfam, Amnesty International, UNAIDS და სხვ. 67 ღარიბ ქვეყანაში ყოველი 10 ადამიანიდან ერთს აქვს იმედი, რომ მიიღებს ვაქცინას მომავალი წლის ბოლოსთვის – „სახალხო …

როგორ მოქმედებს ახალი კორონავირუსის ვაქცინა

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასასრული კოვიდის ახალ ვაქცინებს უკავშირდება, ვაქცინის შემადგენლობის შესახებ დღემდე უამრავი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, არსებობს რამდენიმე ტიპის კოვიდვაქცინა, მათ შორის: ერთ-ერთია დეაქტივირებული ან დასუსტებული ვირუსის ვაქცინა, რომელიც გააუვნებელყეს ან დაასუსტეს ისე, რომ არ იწვევს დაავადებას, მაგრამ წარმოქმნის იმუნურ რეაქციას. ცილებზე დაფუძნებული ვაქცინები – იყენებენ ცილებს ან ცილის გარსების უვნებელ ფრაგმენტებს, …

თურქი ემიგრანტი ექიმების წყვილი, რომელთა შექმნილ ვაქცინას მსოფლიო ელის

9 ნოემბერს გერმანულმა კომპანია BioNTech-მა და ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ მათ შექმნეს ახალი კორონავირუსის ვაქცინა, რომლის ეფექტურობა 90 პროცენტია. 2020 წლის იანვრიდან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ეს ყველაზე ოპტიმისტური განცხადებაა, რომელმაც მილიარდობით ადამიანს მისცა იმედი, რომ მალე კორონავირუსის პანდემიას კაცობრიობა დაამარცხებს. ვაქცინის ტესტირება ნოემბრის მესამე კვირამდე გაგრძელდება, შემდეგ კი პრეპარატი მარეგულირებლებს გაეგზავნება …

აშშ-ის მთავრობა შტატებს მოუწოდებს, მოემზადონ ვაქცინაციისთვის ნოემბერში

ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაციები აშშ-ს ორმოცდაათ შტატს და რამდენიმე დიდ მეგაპოლისს მიმართავენ, რომ მოემზადონ SARS-COV-2-ს საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ნოემბრის დასაწყისში, 3 ნოემბრის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ეს დოკუმენტი რამდენიმე ამერიკულმა საინფორმაციო საშუალებამაც მიიღო. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრები მოითხოვენ, სახელმწიფომ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რათა მომავალი ვაქცინის გამანაწილებელ ცენტრებში „ყველაფერი მზად იყოს 2020 წლის პირველი ნოემბრისთვის“, – მისწერა შტატების ხელმძღვანელებს …

Exit mobile version