მთავარი,სიახლეები

ბოლო 6 წელში ანაფილაქსიური შოკის 352 შემთხვევა იყო საქართველოში – გამყრელიძე

19.03.2021
ბოლო 6 წელში ანაფილაქსიური შოკის 352 შემთხვევა იყო საქართველოში – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანაფილაქსიის შემთხვევები საქართველოში გასულ წლებშიც იყო და ეს არ უკავშირდებოდა ვაქცინაციის პროცესს. მან დღეს, 19 მარტს, ბრიფინგზე საქართველოში ანაფილაქსიური შოკის შემთხვევების ბოლო 6 წლის სტატისტიკა წარმოადგინა.

„პირადად ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ჩემი ცხოვრების აქტიური ნაწილი იმ დარგს მივუძღვენი, რომლის გართულებაზეც ახლაა საუბარი და ჩემი საექიმო პრაქტიკის განმავლობაში მინახავს ათეულობით შემთხვევა ანაფილაქსიური შოკის.

ჩვენ წლის განმავლობაში საქართველოში გვაქვს დაახლოებით რამდენიმე ათეული შემთხვევა.

სტატისტიკა ასეთია:

  • 2015 წელს 47 შემთხვევა და 1 გარდაცვალება
  • 2016 წელს 55 შემთხვევა და არც ერთი გარდაცვალება
  • 2017 წელს 63 შემთხვევა და 2 გარდაცვალება
  • 2018 წელს 69 შემთხვევა და 1 გარდაცვალება
  • 2019 წელს 78 შემთხვევა და 2 გარდაცვალება
  • 2020 წელს 40 შემთხვევა და არც ერთი გარდაცვალება

არც ერთი ეს შემთხვევა არ ყოფილა დაკავშირებული ვაქცინაციასთან, ეს მოხდა სხვადასხვა მიზეზით და უხშირესი მიზეზი არის მედიკამენტები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გუშინ, 18 მარტს, 27 წლის ექთანს ახალციხეში სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა კორონავირუსის ვაქცინით აცრის შემდეგ. პაციენტი გუშინვე კატასტროფის ბრიგადამ ახალციხიდან თბილისში გადმოიყვანა, თუმცა დღეს, 19 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ექთანი გარდაიცვალა. 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ამავე თემაზე: 

როგორ იწყება და ვითარდება ანაფილაქსია – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: