სიახლეები

თურქეთში ვაქცინა „თურქოვაკის“ გამოცდის მესამე ფაზა დაიწყო

28.06.2021
თურქეთში ვაქცინა „თურქოვაკის“  გამოცდის მესამე ფაზა დაიწყო

თურქეთში დაიწყეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ადგილობრივი ვაქცინის, TURKOVAC-ის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა.

ვაქცინა TURKOVAC-ი შექმნეს ერჯიესის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ჯანდაცვის ინსტიტუტის თანამშრომლობით.

თურქული მედიის ცნობით, კლინიკური კვლევების მესამე ფაზის ფარგლებში TURKOVAC-ის ვაქცინით 22 ივნისს აცრეს მოხალისეები ანკარაში.

კვლევის ფარგლებში ახალი ვაქცინით თურქეთში 18-დან 55 წლამდე ასაკის 40 800 მოხალისეს აცრიან.  მოხალისეები არ უნდა იყვნენ აცრილი კოვიდის სხვა ვაქცინით და არ უნდა ჰქონდეთ გადატანილი კორონავირუსი.

კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა თურქეთში 2020 წელს დაიწყეს. ჩინური ვაქცინის მსგავსად, თურქული ვაქცინაც ინაქტივირებული ვირუსის ტექნოლოგიას ეყრდნობა.

_______________

ფოტო: ანადოლუ 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: