Batumelebi | კოვიდზე აცრილების მხოლოდ 0,2 პროცენტი დაინფიცირდა – გამყრელიძე კოვიდზე აცრილების მხოლოდ 0,2 პროცენტი დაინფიცირდა – გამყრელიძე – Batumelebi
RU | GE  

კოვიდზე აცრილების მხოლოდ 0,2 პროცენტი დაინფიცირდა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით ორი დოზით აცრილების კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 0,2 პროცენტია.

„ორი დოზით აცრილებში გვაქვს 0,2 პროცენტი ინფიცირების, ერთი დოზით აცრილებში კი ეს პროცენტია დაახლოებით 0,8. უმრავლესი შემთხვევები არის მხოლოდ მსუბუქი, ბინაზე მკურნალობით,“ – განაცხადა დღეს, 15 ივნისს, ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსზე ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და სიკვდილის რისკს.

დღეის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარდა 212 163 აცრა, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 69 197 ადამიანი.

ამავე თემაზე: 

აცრილი ადამიანები არ იღუპებიან კოვიდით და დაავადება არ უმძიმდებათ – კულუმბეგოვი

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com