„დასანანია“ – ჰერჩინსკის თქმით, საქართველო აღარ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც EU-ში გაწევრიანების გზაზე წინ მიდიან

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, რომელიც ბათუმში ევროპის დღეების ღონისძიებას მასპინძლობს, სასტუმრო „ჰილტონში“ შეკრებილ არც თუ ისე მცირე აუდიტორიას სიტყვით მიმართა. ელჩმა ჰერჩინსკიმ ქართულად ისაუბრა და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველო აღარაა იმ ქვეყნებს შორს, რომლებიც ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე „წინ და წინ მიიწევენ“. „მოხარული ვარ, რომ ევროპის დღეს ისევ აქ, ბათუმში აღვნიშნავთ… შავი ზღვის …

როგორ აღინიშნება „ევროპის დღე“ ბათუმში 11 ივლისს – ღონისძიებების აფიშა 

2026 წლის 11 ივლისს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღეს ბათუმში აღნიშნავს. შეხვედრა სახელწოდებით – „ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“, 11 ივლისს, დღის 12:00 საათიდან, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. საინტერესო გამოფენები, პრაქტიკული ვორქშოფები, დისკუსიები და კულტურული აქტივობები არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რაც ევროპის დღეზე მისულებს დაგხვდებათ. ამ დღეს გამართული ყველა …

„მე სამ გზას ვხედავ საქართველოსთვის“ – ინტერვიუ პეტერ ფიშერთან

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტრე ფიშერი მალე თავის მისიას დაასრულებს. ელჩი ამბობს, რომ მისი 40-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში საქართველო სხვა ქვეყნებისგან იმით განსხვავდება, რომ საქართველოს გარდა, არც ერთი ქვეყანაში, სადაც ის მუშაობდა, არ მომხდარა „უკუსვლა“. „ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა პეტერ ფიშერთან. მას „ოცნების“ რიტორიკაზე, გერმანია-საქართველოს ურთიერთობაზე, უვიზო რეჟიმის შეჩერებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრეთ. ელჩმა ფიშერმა ასევე …

რატომ აკრიტიკებს „ოცნება“ ევროკავშირის ელჩს? – ინტერვიუ

„კოორდინირებული შეტევაა ევროკავშირის ელჩზე. სტრატეგიულად ორი ძირითადი ილეთია გამოყენებული: ვითომ, რას წარმოადგენს ასეთს ეს ელჩი, რა უფლებით ლაპარაკობს ასე და თუ ჩვენზე, მთავრობაზე, რაღაცას ამბობს, ესე იგი საქართველოს უბედავს. ევროკავშირის და შეერთებული შტატების ელჩი პრაქტიკულად არის ძალიან დიდი ძალა – ისინი აშშ-ს და ევროკავშირის სახელით ლაპარაკობენ“, – ამბობს პოლიტოლოგი, ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი. რატომ …

ევროპის ლიდერები სომხეთში, რა იცვლება საქართველოსთვის? – ინტერვიუ დიპლომატთან

„პოზიტიური ძვრებია მოსალოდნელი სამხრეთ კავკასიაში… აბსოლუტურად ახალი თანამშრომლობის და ურთიერთქმედების პოტენციალი გაიხსნა სამხრეთ კავკასიაში. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ რუსეთის საცეცები რეგიონში შეიკვეცება და მისი გავლენები შემცირდება უფრო მეტად. ეს პრაქტიკულად უკვე შეუქცევად ხასიათს მიიღებს,“ – ამბობს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელსაც სომხეთის სამიტზე ვესაუბრეთ. ვალერი ჩეჩელაშვილს ვკითხეთ ირაკლი კობახიძის გზავნილზეც: რას ცდილობს ამჯერად ბიძინა ივანიშვილი? …

ვისი ფულით აღდგა უძველესი ეკლესიები და ისტორიული შენობები

თბილისში, ბეთლემის ქუჩაზე მდებარე მუშარაბიან სადარბაზოში ფოტოების გადაღება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილია ფოტოსესიისათვის. საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის კი ვიტრაჟებიანი სადარბაზოს ნახვა, ქვეყანაში აუცილებლად სანახავ ობიექტთა სიაშია. რომ არა ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერა, თბილისს შეიძლება ვერ გადაერჩინა ძველი ქალაქის კულტურული მარგალიტი – მუშარაბიანი სადარბაზო. ეს არის ერთი მცირე ნიმუში იმისა, …

„იკეტება ოფისები, აღარ ინერგება სიახლეები“ – რას კარგავს შშმ თემი EU-ს დაფინანსების შეჩერებით

 

„კაცების გათხოვების პროპაგანდამ იმუშავა“ – რას ამბობენ აჭარის სოფლებში ევროინტეგრაციის შეჩერებაზე

„სოფელი რომ გაძლიერდეს, ქვეყანაც გაძლიერდება. ეს აშინებს რუსეთს, მისი ხელდასხმული მთავრობაა საქართველოში და ამიტომაც მოგვიჭრეს გზა ევროპისკენ, მაგას რა მიხვედრა უნდა?“ – გვიყვება ქედაში, სოფელ კოკოტაურში მცხოვრები ბაგრატ თავართქილაძე. ის ერთ-ერთია ასეულობით ადამიანს შორის, რომელმაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფელში ბიზნესი წამოიწყო. „ბათუმელები“ აჭარის რეგიონში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რამდენიმე მცირე მეწარმეს ესაუბრა: როგორ შეუწყო ევროკავშირმა ხელი სოფლებში …

საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იუწყება, რომ ევროკომისია საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს. „ახლა მათ შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას ვიზა უნდა ჰქონდეთ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზის შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენება. ეს გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების თანხმობის შემდეგ იქნა მიღებული“ – ვკითხულობთ განცხადებაში. ვიზის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა საქართველოს მიერ უვიზო …

“ნარკოტიკის უზარმაზარი ნაკადი ანგრევს ახალგაზრდობას” – საფრანგეთის ელჩი ბათუმის სემინარზე

დღეს ბათუმში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით რეგიონული სამინისტროთაშორისი სემინარი იმართება,  სახელწოდებით „პორტების უსაფრთხოება და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა შავი ზღვიდან ევროკავშირამდე“. სემინარში მონაწილეობენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ევროპის 13 ქვეყნიდან, ასევე საბაჟო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 75%-ის და შიდა ვაჭრობის 31%-ის დამუშავებით, პორტები ხელს უწყობენ კეთილდღეობას ევროკავშირსა და მესამე …

შარშან საქართველოს მოქალაქეობა 2361 რუსეთის მოქალაქეს მიენიჭა – ევროკომისიის ანგარიში

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 2361 პირს რუსეთიდან – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ევროკავშირის გაფართოების წლიურ ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა სულ 3587-მა პირმა მიიღო, აქედან უმრავლესობა იყო რუსეთიდან. „2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3587 პირს, რომელთაგან უმეტესობა იყო რუსეთიდან (2361), გერმანიიდან (251) და უკრაინიდან (175) – რაც 2023 წელთან შედარებით …

გზები, საავადმყოფოები, სკოლები – 2 მილიარდი ევრო დახარჯა ევროკავშირმა საქართველოსთვის

ბოლო 33 წლის განმავლობაში ევროკავშირმა საქართველოს 2 მილიარდ ევროზე მეტი გამოუყო სხვადასხვა პროექტებისათვის. „1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოსთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გრანტები გამოყო, რითაც დაფინანსდა ახალი ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილების შექმნა, განათლება და გარემოს დაცვა,“ – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ყოველი ინვესტირებული ევრო მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების …

ხალხი იძახდა, ივანიშვილის ფულს მოგცემს, ფულსო. ჯერ კიდევ 2012 წელს შემეშინდა მისი მოსვლის – ემიგრანტი

„დიახ, ევროპაში ქართველობა ვერ წამართვეს, გერმანიაში ნებისმიერ დროს შემიძლია მქონდეს ქართული დროშა მხრებზე, ასე ვიარო მთელი დღე და არავინ მაძლევს შენიშვნას ამის გამო. რა ქართველობის წართმევაზეა ლაპარაკი? – უბედურება და ყველაზე მტკივნეულია ის, რომ ამ პროცესში ვკარგავთ ადამიანებს. უკან რომ გავიხედავ, ვხედავ ვისთან აღარ მაქვს ურთიერთობა, ძალიან ახლობელი რომ იყო. ზოგი ნათესავია, ბავშვობის მეგობარი,ზოგთან შეიძლება …

„მასწავლებლის ხელფასი ესტონეთში 1900 ევროა“ – ემიგრანტი ქალი

თამარა სეხნიაშვილი-ლენგი 11 წელია ევროპაში, კერძოდ ესტონეთში ცხოვრობს. თავიდან ესტონეთში გაცვლითი პროგრამით ჩავიდა როგორც მასწავლებელი, ახლა კი სტარტაპერია და მუშაობს აპლიკაციაზე, რომელიც დაეხმარება კომპანიებს, ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინონ, აქვთ თუ არა თანამშრომლებს სამსახურებრივი გადაწვა და დაეხმაროს მათ ამ პრობლემის დაძლევაში. თამარას „ბათუმელები“ ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. „ესტონეთში 2015 წელს ჩამოვედი და ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოს …

„მზია ამ წინააღმდეგობის ხერხემალია, რეჟიმი უნდა გადატყდეს“ – ქართველი ემიგრანტი ნიდერლანდებიდან

„ჩემთვის მზია ამაღლობელი არის ბრძოლის, ამ წინააღმდეგობის ხერხემალი. ეს ხერხემალი არ უნდა გატყდეს – რეჟიმი უნდა გადატყდეს,“ – ამბობს მაია ადუაშვილი. ის უკვე 30 წელია ნიდერლანდებში ცხოვრობს, თუმცა ამბობს, რომ  მძიმე ეტაპების დროს ყოველთვის სამშობლოს უბრუნდება. მაია ადუაშვილი ახლაც თბილისშია, დღესაც რუსთაველზე აპირებს გასვლას. აღარ სურს, დაუბრუნდეს ევროპას, ვიდრე ბრძოლას არ მოიგებს! „1988 წელს გავხდი …

„ჩემი რამდენიმე მოსწავლე ამ ქვეყანამ გადაარჩინა ლეიკემიას, ახლაც აქ მკურნალობენ“ –  ემიგრანტი ავსტრიიდან

34 წლის სალომე სალაძე ავსტრიაში ცხოვრობს, ამჟამად ვენის უნივერსიტეტში მუშაობს. 9 წლის წინ აქ უკეთესი განათლების მისაღებად ჩამოვიდა. სალომე სალაძე ამბობს, რომ მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაა, როცა საქართველოში ვიზალიბერალიზაციის დაკარგვას ისე წარმოაჩენენ, თითქოს ეს ძირითადად ტურისტულ მიმოსვლაში შეაფერხებს საქართველოს მოქალაქეებს. სალომე წლებია ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებში საქმიანობს და ავსტრიაში სხვადასხვა მიზეზით ჩასულ ქართველ ემიგრანტებთან ხშირი შეხება …

„სამშობლოს ცვლიან ძალაუფლებაზე და ეს არის ღალატი“- ემიგრანტი ბელგიიდან

ეკატერინე კერესელიძე 27 წელია ევროპაში, კერძოდ, ბელგიაში ცხოვრობს. ის საქართველოდან 1998 წელს წავიდა, თუმცა სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. „ბათუმელებთან“ ეკატერინე კერესელიძე საუბრობს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობასა და იმ მითებზე, რითაც „ოცნების“ პროპაგანდა ხალხის მოტყუებას ცდილობს. „90-იანი წლების ბავშვი ვარ, ასე ვთქვათ და ძალიან კარგად მახსოვს, რა პერიოდები გამოიარა საქართველომ. უშუქობა, უწყლობა იყო თბილისში და, ზოგადად, საქართველოში. ბელგიაში …

„ოცნებას“ არ აწყობს ევროპა, ფულს ვეღარ მოიპარავენ“ – ყოფილი მეხანძრე და ემიგრანტი საფრანგეთიდან

„ქართულ ოცნებას“ არ აწყობს ევროპა, რადგან ფულს ვეღარ მოიპარავენ, თუ ევროპულ წესრიგს გაიზიარებენ. მაგათ უნდათ, ისე ჭამონ ხალხის ფული, როგორც ეს რუსეთში ხდება – არავინ გააკონტროლოს. საფრანგეთში იმდენად დიდია წესრიგი, ავტომატურად ყველა წესს და კანონს ემორჩილება. აი, ესაა ჩემთვის ევროპა! აქ არა მარტო ფრანგები, ჩვენ, ქართველი ემიგრანტები, თუ აფრიკის კონტინენტიდან ჩამოსული ხალხი, ავტომატურად ყველა, წესრიგს …

ვიზისთვის დრო რომ დამეკარგა, შეიძლება ახლა შავებში შემოსილი დედა ვყოფილიყავი – ემიგრანტი

„ვიზის მოსაძიებლად დრო რომ დამეკარგა, ვინ იცის, შეიძლება ახლა შავებში შემოსილი დედა ვყოფილიყავი. ამიტომაც ძალიან ვნერვიულობ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე საქართველოსთვის“ – გვეუბნება ემიგრანტი ქალი, ნინო ბრუნჯაძე ავსტრიიდან. მან ოჯახთან ერთად საქართველო 2018 წელს დატოვა. როგორც თავად გვიყვება, გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო სერვისისთვის მიიღეს: „სრულიად ჯანმრთელ ბავშვს უცებ დაეწყო ჩივილები. ლაბორატორიული გამოკვლევა ჩავუტარეთ, შედეგების მიხედვით ძალიან …

ახლა ყიდულობ ბილეთს და მიფრინავ ევროპაში. თუ უვიზოს დავკარგავთ, ასე აღარ იქნება – ემიგრანტი

დათო მახათაძე ორი წელია ოჯახთან ერთად ავსტრიაში, ქალაქ ვენაში ცხოვრობს. ემიგრაციაში სამუშაო ვიზით წავიდა, სადაზღვევო სფეროში მუშაობს. ამბობს, რომ სამსახურის გამო ევროპაში ადრეც უწევდა მცირე ვადებით წასვლა, მათ შორის იმ დროსაც, როცა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ჯერ კიდევ არ ჰქონდა. „როგორ იყო ეს ყველაფერი მანამდე? – კარგად მახსოვს იმიტომ, რომ არაერთ საელჩოში მომიწია ყოფნა… მარტივად …

„ჩემს შვილს მეორე სიცოცხლე გერმანიაში აჩუქეს. უვიზო მიმოსვლის გარეშე ამას ვერ შევძლებდი“

ეკატერინე გოგისვანიძე სამი შვილის დედაა. იგი სამი წლის წინ, თავის უმცროს ვაჟთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა ემიგრაციაში და თავშესაფარი მოითხოვა. 4 წლის გაბრიელს საქართველოში ეპილეფსია დაუდგინეს, თუმცა მისთვის დანიშნული მედიკამენტი ეფექტს არ იძლეოდა. გერმანიაში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ გაბრიელს, ჯერ კიდევ ჩვილობაში თავის ტვინში ორი სისხლჩაქცევა ჰქონდა გადატანილი, რაც საქართველოში ექიმებს გამორჩათ, სწორედ ამის გამო დამძიმდა …

როგორ იმოქმედებს უვიზო რეჟიმის გაუქმება შრომით მიგრანტებზე – ინტერვიუ

„უვიზო მიმოსვლის გაუქმების შემთხვევაში, დაბრუნდება ვიზის მოსაკრებელი, უამრავი საბუთი იქნება შესაგროვებელი, მერე თბილისში ჩასვლა მოუწევს ყველას ვინც დედაქალაქში არ ცხოვრობს, რიგში დგომა, ლოდინი და საბოლოოდ მიიღებენ თუ არა ვიზას არ ეცოდინებათ,“ – პოლონეთში მცხოვრები ემიგრანტი ვალერიან ქარჩავა დეტალურად ხსნის, თუ რა დაბრუნდება საქართველოს რიგითი მოქალაქის ცხოვრებაში, თუკი უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ. დღეს, 4 სექტემბერს გამოქვეყნდა CRRC-საქართველოს …

ქართველებისთვის პოლონეთში დასაქმება გართულდება – ემიგრანტი

„ჩემთვის, ემიგრანტისთვის ცოტა უხერხულია იმაზე ლაპარაკი, როგორ უნდა მოიქცეს ხალხი საქართველოში. ასე თუ ისე, მე უარი ვთქვი ამ პროცესებში მონაწილეობაზე, მაგრამ ევროკავშირის სიკეთეები ყველაზე მაღლა დგას ჩემთვის“, – გვითხრა ნინო მახარაძემ, როცა მას ვკითხეთ, კიდევ რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა, როგორ უნდა გააგონონ ხმა ხელისუფალს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებას საფრთხე არ დაემუქროს. ნინო მახარაძე უკვე 3 …

როგორ აისახა პოლონეთში დასაქმებაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე – ინტერვიუ ემიგრანტთან

ნანო მიქავა უკვე ოთხი წელია ვროცლავში ცხოვრობს. 2021 წელს პოლონეთში მოხალისეობრივი პროგრამით ჩავიდა, ახლა კი ამავე პროგრამის კოორდინატორია ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში. ამბობს, რომ ბოლო დროს ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე გავრცელებულმა გაფრთხილებებმა დიასპორაში შიში და უიმედობა გაზარდა – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უშუალოდ პოლონეთში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე დაიწყეს საუბარი. ნინო ამბობს, რომ თუ ეს მოხდება, საქართველოს …

„ევროპაში ქართველობა არავისთვის წაურთმევიათ“ – ემიგრანტი პროპაგანდაზე

„იმ ხალხსაც, რომელიც დღეს საჯარო სამსახურებში მუშაობს და ხელს უწყობს ანტიდასავლურ პოლიტიკას, ჰყავთ ემიგრაციაში ოჯახის წევრები; იმ ხალხსაც – ხინკალზე რომ დადიან ევროპიდან გამოგზავნილი, სხვისი მძიმე შრომით ნაშოვნი ფულით და უნდა დაინახონ, სად არის სიმართლე. როცა ამბობ, რომ „ევროპა მტერია“, „ოსებს ბოდიში უნდა მოუხადო“, რომ „ომი ჩვენ დავიწყეთ“ თურმე, ეს არის სამშობლოს ღალატი“ – ამბობს …

უვიზოს გაუქმება მშობლებს შვილების ნახვას კიდევ უფრო გაურთულებს – ემიგრანტი პოლონეთიდან

ნინო გოჩოლეიშვილი საქართველოდან პოლონეთში წასული შრომითი მიგრანტია. ამჟამად ვროცლავის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს დასუფთავების მიმართულებით, ხოლო საღამოობით, როცა დრო აქვს, მუშაობს საკუთარი მანქანით – მიტანის სერვისზე. მისი ემიგრაციის ისტორია 2012 წელს იწყება – მაშინ, როცა საქართველოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ევროპაში წასვლა დიდ ბიუროკრატიულ და ფინანსურ ბარიერებთან იყო დაკავშირებული. ნინოსთვის ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ …

„უვიზო თუ გაუქმდება, ყველაფერს დაკარგავს საქართველო“ – ემიგრანტი პოლონეთიდან

„მე ვხედავ აქ ბევრ იმედგამქრალ ქართველს, რომლებიც სამუშაოდ არიან ჩამოსულები. მუშაობენ მშენებლობებზე, სხვადასხვა საწარმოში და მეუბნებიან, „საქართველო აღარ არის“, ხმას არ გვაღებინებენ და იქ მომავალი არ გვაქვსო. ბევრი ასეთი გულდასაწყვეტი წინადადება მოვისმინე მათგან. გუშინაც ველაპარაკე ერთ-ერთს, უნდა დავბრუნდეო საქართველოში, მაგრამ რა ვაკეთო იქ არ ვიცი, ამაზე ფიქრი მკლავს, იქ ყველაფერს მოკლებული ვართო. უვიზო თუ გაუქმდება, …

რუსმა გენერალმა ტოტლებენმა პირველივე ბრძოლაში უღალატა ერეკლეს – პედაგოგი

კატასტროფაა ის, რასაც ამ ქვეყანას უპირებენ, რომ შესაძლოა დავკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, გამოგვაძევონ ევროსაბჭოდან და დავკარგოთ წვდომა ევროპულ სასამართლოზე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას უნდა ერთ კაცს ემსახუროს“, – ამბობს ხათუნა ყოჩაშვილი, მასწავლებელი რუსთავიდან. „ბათუმელები“ პედაგოგს ქვეყანაში არსებულ კრიზისზე ესაუბრა. „გარდა იმისა, რომ პედაგოგი ვარ, ვარ მოქალაქე, ადამიანი, რომელიც ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, არ შემიძლია ისე გავატარო, თითქოს …

„თხილის ფასი 6-7 ლარია, პროდუქციის 80 %-ი ევროკავშირის ბაზარზე გადის“ – ასოციაცია

„თხილის კარგი მოსავალი გვაქვს და ველოდებით, რომ ექსპორტი წელს საკმაოდ გაიზრდება – მინიმუმ 130 მილიონ დოლარამდე. ჩვენი პროდუქციის 80 პროცენტი კი ევროკავშირის ბაზარზე გადის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბიზნესმენი მერაბ ჭითანავა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოდან 100,7 მილიონი აშშ დოლარის თხილია გატანილი. „ნორმალურად მიდის მოსავლის აღება, ჯერჯერობით ექსპორტი არ დაწყებულა ჩვენთან, სექტემბერში …

თუ უვიზოს დავკარგავთ, ჩვენი ხალხის პასუხისმგებლობაც იქნება – ემიგრანტი საფრანგეთიდან

„გული მიჩუყდება, აქ, საფრანგეთში როცა მეუბნებიან, ძალიან ლამაზია თქვენი საქართველოო,“ – გვიყვება საფრანგეთის ქალაქ ნანტში მცხოვრები ინგა ცეკვაშვილი, რომელიც ემიგრაციაში 2018 წელს წავიდა. ინგა ცეკვაშვილს უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების საფრთხეზე ვესაუბრეთ – „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს, მას ვადა დემოკრატიის გზაზე დასაბრუნებლად 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე აქვს. საფრანგეთის ქალაქი ნანტი, სადაც არაერთი …

„საქართველოდან ახლაც მომწერეს, რომელ კლინიკას გვირჩევო“ – დოქტორანტი საფრანგეთიდან

„უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება ძალიან დიდი უკუსვლა იქნება… ხალხს უნდა ესმოდეს, რომ მთავრობა ემსახურება ხალხს და არა ხალხი ემსახუროს მთავრობას“ – ამბობს საფრანგეთში მცხოვრები ლაშა ხუბაშვილი. ის დოქტორანტია და მესამე წელია გრენობლში სწავლობს სამოქალაქო ინჟინერიას და ენერგეტიკულ პოლიტიკას. ლაშა ხუბაშვილს ვკითხეთ, რას ფიქრობს უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე – „ოცნების“ არალეგიტიმურ მთავრობას ევროკომისიამ კონკრეტული პირობების შესასრულებლად …

„თუ ევროპულ გზას ჩამოვშორდებით… გამოდის, ცარიელი სადღეგრძელოები ვართ“ – ფოტოგრაფი

„აი, თუნდაც ჩვენი საგამოფენო სივრცე ავიღოთ გორში. ეს სივრცე სწორედ ევროკავშირის დაფინანსებით გავაკეთეთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. იმ ადგილზე 10-15 წელი სრული ანტისანიტარია იყო, ნაგავი ეყარა და საპირფარეშოდ იყო ქცეული. ევროკავშირის დახმარებით შენობა დავასუფთავეთ, მოვაწესრიგეთ და ახალგაზრდების განვითარების კერად ვაქციეთ. მაგრამ ინსტალაციის – „ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!“ გამოფენის შემდეგ, გორის მერიამ წერილი მოგვწერა და სამ …

პოლონეთი აპირებს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმოს გამარტივებული წესით დასაქმების უფლება

პოლონეთი გეგმავს მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები დაკარგავენ პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმების უფლებას. პოლონეთში დღეს მოქმედი კანონმდებლობით საქართველო იმ 5 ქვეყანას შორისაა, რომლის მოქალაქეები მარტივად, ნაკლები ბიუროკრატიით საქმდებიან პოლონეთში. პოლონურ მედიაში გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 76 671 სამუშაო ნებართვა გაიცა საქართველოს 47 086 საქართველოს მოქალაქეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ერთმა და …

„ოცნების მიზანია ჩატყდეს ხიდები ევროპასთან. პროპაგანდამ მენტალური ნაგავი ზედაპირზე ამოიტანა“ – ინტერვიუ

„არ ჩანს არანაირი პერსპექტივა, რომ „ქართული ოცნების“ და მასთან დაკავშირებული ინტერესთა ჯგუფების მხრიდან, ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე იქნება არიდებული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ვიქტორ ყიფიანი, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე. როგორ აშორებს „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროკავშირს, დასავლეთს და რა უნდა გააკეთონ საქართველოს მოქალაქეებმა ამ დაშორების პრევენციისათვის – ეს არის საკითხები, რომელზეც „ბათუმელები“ ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა. ბატონო ვიქტორ, როგორ …

Exit mobile version