300 ლარს მინისტრები 1 ნივთში იხდიან, ჩვენ თვეში ვიკმაროთ? – სოციალურად დაუცველები დასაქმების პროგრამაზე

საქართველოს მთავრობა პირველი მარტიდან ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას გულისხმობს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს  ღარიბი ოჯახების გაძლიერებას, რის შემდეგაც მინიმუმ 4 წელში მათ სახელმწიფო შემწეობა აღარ უნდა დასჭირდეთ. რამდენად რეალურია მთავრობის პროგნოზი და რას ფიქრობენ სოციალურად დაუცველი ოჯახები ამ ინიციატივაზე? „ბათუმელები“ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ესაუბრა. ინგა შერვაშიძე …

სად დაასაქმებენ სოციალურად დაუცველებს – რას ამბობენ აჭარის სააგენტოებში

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის დასაქმების პროგრამას იწყებს. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რა პროცესები მიმდინარეობს აჭარაში აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით და სად უპირებენ სოციალურად დაუცველებს დასაქმებას. ასევე, რამდენად არის პროექტის განხორციელებაში აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტო ჩართული და რა ინფორმაცია აქვთ ამ დროისთვის შეგროვებული. სააგენტოს ხელმძღვანელს, ვაჟა ფუტკარაძეს ვკითხეთ, თუ აქვს სააგენტოს …

თუ სოციალურად დაუცველი არ დათანხმდება სამუშაოს, ოჯახი გადამოწმდება – ღარიბაშვილი

დღეს, 14 თებერვალს, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით, წელსვე დაიწყება დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებში მინიმუმ 50 ათასი სოციალურად დაუცველი დასაქმდება. „200 ათასი შრომისუნარიანი მოქალაქე არ მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. მათ სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ რეალიზაცია. სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება სამუშაო ადგილები, სადაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს შეეძლება დასაქმება. პროგრამა …

როგორ გასცემენ სტიპენდიებს ბიუჯეტიდან უცხოეთში სწავლისთვის – აუდიტის კრიტიკული დასკვნა

განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში სწავლის დაფინანსება 2014 წლიდან დაიწყო. აქედან დღემდე, ცენტრმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 800-ზე მეტი სტუდენტის სწავლა დააფინანსა საზღვარგარეთ. 2019 წლის ჩათვლით, პროგრამის ბიუჯეტი 33 456 451 ლარი იყო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრის საქმიანობა შეისწავლა, რომელიც 2014-2019 წლებს მოიცავს. აუდიტის მასალების მიხედვით, ცენტრის მიერ დაფინანსებული ბენეფიციარების 30%-ის მიერ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის ქვეყანაში …

პროდუქციის აღწერა-აწონა, იატაკის ხეხვა – კიდევ რას აკეთებდა 18 წლის კონსულტანტი 390 ლარად

„ბევრი ვერ მოდის სამსახურიდან იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ის ანაზღაურება, რასაც გამოიმუშავებენ თუნდაც შეუსაბამო და დამამცირებელ პირობებში. შვილები ჰყავთ, საკვების ფული, ზოგი ქირაში ცხოვრობს, ზოგს სწავლის საფასური აქვს… ამიტომ ხუჭავენ თვალს და ირჩევენ გზას, რასაც ჰქვია დუმილი.  სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც მთლიანად ამ ანაზღაურებაზე არიან დამოკიდებული. მათიც მესმის”, – ამბობს 18 წლის ალექსანდრე ფაცაცია. …

უმუშევრობის დონე საქართველოში 22,1 პროცენტია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით საქართველოში 2021 წლის მეორე კვარტლისთვის უმუშევრობის დონემ 22, 1 პროცენტამდე აიწია. იმავე წყარო ცნობით, 2020 წელს უმუშევრობის დონე 18,5 პროცენტი იყო, 2017 წელს კი – 17,6 %. საქსტატისვე მონაცემებით, სამუშაო ძალის მაჩვენებლები სქესის მიხედვით ასე ნაწილდება:  ქალების უმუშევრობის დონე არის 18, 9%, მამაკაცების უმუშევრობის დონის პროცენტული რაოდენობა კი 24,5-ია. უმუშევარი ქალების …

რატომ მივიდა 1000 ვაკანსიაზე 450 ადამიანი – დასაქმება ქართულად

„დასაქმებული მქვია. ჩემი ხელფასი მხოლოდ 400 ლარია. წლებია მრეცხავად ვმუშაობ. პანდემიის დროს უმუშევარი დავრჩი. ადრე ყოველ მეორე დღეს ვისვენებდი და ხელფასი 400 ლარი მქონდა. ახლა ყოველდღე ვმუშაობ, ხელფასი იგივეა. ბიზნესსაც გაუჭირდა,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები დარიკო ბასილაძე. ის დასაქმების ფორუმში მონაწილეობდა, მაგრამ მისთვის ხელსაყრელი არაფერი გამოჩნდა. ბათუმში 15 ივნისს დასაქმების ფორუმი მოეწყო. ფორუმში სულ 65 …

სად რა ვაკანსიაა ბათუმში – დასაქმების ფორუმი 

65-მა კომპანიამ 243 სხვადასხვა ვაკანსია წარმოადგინა, ჯამში ფორუმზე 1008 სამუშაო ადგილი იყო ხელმისაწვდომი, სამსახურის მაძიებლად კი 450 პირი დარეგისტრირდა დღევანდელ ფორუმზე. ფორუმზე თითოეულ კომპანიას საკუთარი სტენდი და მაგიდა ჰქონდა. აქვე იყვნენ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც დეტალურად უხსნიან დასაქმების მსურველებს ვაკანსიების პირობებს. ფორუმზე ვაჭრობისა და დისტრიბუციის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, დაზღვევა-ფინანსების, მშენებლობის, ადმინისტრაციული მომსახურების, მრეწველობის, განათლების, სასტუმრო-რესტორნებისა და …

ევროკავშირის მხარდაჭერით ბათუმში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართება

15 ივნისს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ბათუმში, „სანსეტ ბათუმში“ [იუსტიციის სახლის წინ, არდაგანის ტბის მიმდებარედ] მასშტაბურ დასაქმების ფორუმს გამართავენ. დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! [ისწავლე დასაქმებისთვის!]“ ფარგლებში …

თვისებები, რომელიც დამსაქმებლის ყურადღებას იპყრობს – INCOMPASS 2021 სტაჟირების პროგრამა  

პირველ სამუშაო გამოცდილებას სტუდენტთა 75% სტაჟიორის ამპლუაში იღებს, სწორად შერჩეული კომპანია და პოზიცია კი კარიერული წინსვლის მთავარ საფუძველს წარმოადგენს. სამსახურის დასაწყებად მრავალი რჩევა არსებობს, რომელთა 98%-ის შესახებ, ალბათ, უკვე წაგიკითხავთ ან გსმენიათ. უკვე იცით, რომ საჭიროა თქვენი რეზიუმეს გადახედვა და სასურველი ვაკანსიის შესაბამისად ადაპტირება, სამოტივაციო წერილის გულდასმით შედგენა, ინტერვიუსთვის მომზადება და ჩანიშნულ შეხვედრაზე 15 წუთით …

ბოლო ერთ წელში 3 160 ბიზნესი დაიხურა საქართველოში – პანდემიის შედეგი

ათიათასობით უმუშევარი, 3 ათასზე მეტი დახურული ბიზნესი, 156 მილიონი ლარით შემცირებული საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში იმ ადამიანებისგან, რომლებიც კოვიდრეგულაციების გამო უხელფასოდ დარჩნენ, ლარის გაუფასურება და გაზრდილი სახელმწიფო ვალი – ეს არის ოფიციალურ სტატისტიკაში ასახული ის რამდენიმე უარყოფითი შედეგი, რაც პანდემიამ გამოიწვია საქართველოში. ამ ყველაფრის ფონზე კი, საქართველოს მთავრობა მაისის ბოლოსთვის ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველად დოკუმენტს …

ისრაელში დასაქმებისთვის მოქალაქეები დარეგისტრირებას დღეიდან შეძლებენ

დღეიდან, 12 აპრილიდან, საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო.  რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალზე:  workabroad.moh.gov.ge ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობების   შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარეს პოზიციაზე დასაქმდებიან. დასაქმების ხანგრძლივობა 1 წელია, ისრაელში ჩასული დასაქმებული მიიღებს ერთწლიან ვიზას, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ყოველწლიურად, მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, კანდიდატს …

ისრაელში დასაქმებას საქართველოს 1000 მოქალაქე შეძლებს – რეგისტრაცია 12 აპრილს დაიწყება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში დასაქმების მსურველი  საქართველოს მოქალაქეები რეგისტრაციას 12 აპრილიდან შეძლებენ. რეგისტრაცია გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში ვებგვერდზე ვებგვერდი ჯერ არ მოქმედებს და ის 12 აპრილიდან ამოქმედდება. სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში ლეგალურ დასაქმებას საქართველოს 1000 მოქალაქე შეძლებს. ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარის პოზიციაზე …

2020 წელს მერიებმა 2576-ით მეტი პირი დაასაქმეს, წინა წლებთან შედარებით – TI-ის კვლევა

აჭარის 6 მუნიციპალიტეტში 52 ა(ა)იპი ფუნქციონირებს, სადაც 6 991 დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად დაახლოებით 3 მილიონ 444 ათას 517 ლარი, წლიურად კი  – 41 მილიონ 334 ათას 208 ლარი იხარჯება, რაც წინა წლებთან შედარებით 21.5 მილიონით მეტია. ამ ორგანიზაციებს შორის არის ისეთებიც, რომელთა არსებობის აუცილებლობას მუნიციპალიტეტები ვერ ასაბუთებენ. მათი ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის ხარჯვაზე …

„იალჩინი“ 12 მაღაზიიდან 5-ს ისე კეტავს, რომ მიზეზებზე არ საუბრობს

ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში „იალჩინის“ მაღაზიების ქსელის ნაწილში ახალი ქსელი – „დეილი“ გაიხსნება. „იალჩინს“ ამ დრომდე ბათუმში სულ 9 მაღაზია ჰქონდა, ახლა კი 7 ექნება. „იალჩინის“ ნაცვლად „დეილი“ დაგხვდებათ ქობულეთსა და ხელვაჩაურის ორ მაღაზიაში. „იალჩინის“ 5 მაღაზიის დაკეტვის გამო კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება პანდემიას არ უკავშირდება. ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ „დეილს“ …

რამდენმა პირმა მიიღო 200-ლარიანი კომპენსაცია და რამდენმა დაკარგა სამსახური

პანდემიის გამო საქართველოში შემოსავალი სულ ცოტა 161 905-მა დასაქმებულმა დაკარგა. ეს არის კომპენსაციის მიმღებ პირთა რაოდენობა, რაც დასაქმების სააგენტომ მოგვაწოდა და რომლებზეც 200-ლარიანი დახმარება გაიცა. „200 ლარი კომპენსაციის მიმღები პირები, რომელთა მონაცემებიც დამქირავებელმა 2020 წლის 1-ელ მაისამდე წარადგინა [შემოსავლების სამსახურში], კომპენსაციას [ბოლო ჩარიცხვას] ოქტომბრის ბოლოს მიიღებენ; ხოლო იმ კატეგორიას, რომელთა ინფორმაციაც 1-ელ ივლისამდე წარადგინეს, მათი …

„ოცნებას“ უმუშევრობის დაძლევის პროგრამა არ აქვს, რას გეგმავენ სხვა პარტიები

ვინ რას და როგორ გეგმავს უმუშევრობის დაძლევას მაშინ, როცა ამომრჩეველი ნომერ პირველ პრობლემად სწორედ უმუშევრობას ასახელებს. ამ საკითხზე ვრცელ და დეტალურ განმარტებებს ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამაში ვერ იპოვით. „ოცნების“ საარჩევნო პროგრამას კი საერთოდ ვერ იპოვით, რადგან მმართველი პარტია მხოლოდ ვიდეოპრეზენტაციით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ კონკრეტულ ხედვებს, სფეროების მიხედვით, მოგვიანებით გააცნობდნენ ამომრჩეველს. როგორც ჩანს, ეს დრო …

„ბოდიში, ვაკანსია აღარ გვაქვს“ – რატომ ვერ საქმებიან ასაკოვანი ქალები საქართველოში

საქართველოში მცხოვრები ქალების დიდი ნაწილი ემიგრაციაში სწორედ დასაქმების მიზნითაა წასული. ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ქალები სამუშაოს მოძიებას ცდილობენ, მეზობელი თურქეთია. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვარი ჩაიკეტა, საქართველოში მცხოვრები ქალების ნაწილი, ვინც თურქეთში მუშაობდა, ისევ უმუშევარად დარჩა. ქალების უმრავლესობა, რომლებიც დასაქმების მიზნით საზღვარს კვეთდნენ, 40 წლის და უფროსი ასაკის არიან. სწორედ ამ ასაკის ქალებს …

ბარმენი, მზარეული და სხვა – რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესია აჭარაში

ხშირად ჩნდება კითხვა, თუ რომელი პროფესიებია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი და რომელ რეგიონებშია დასაქმების ყველაზე დიდი ბაზარი. პროფესიული გადამზადების დაწყებამდე დასაქმების მსურველები სწორედ ამ კითხვებზე ეძებენ პასუხებს, რომ სწორი და ლოგიკური არჩევანი გააკეთონ პროფესიის არჩევისას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაამტკიცა მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალი რეგიონების მიხედვით. სწორედ ამის შესაბამისად უნდა განხორციელდეს …

200 000 ახალი სამუშაო ადგილი არ შექმნილა – „ოცნების“ 2016 წლის შეუსრულებელი დაპირება

„ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი მოსახლეობის დასაქმებაა“, – ეს ფრაზა მმართველ პარტიას 2016 წლის პარლამენტის საარჩევნო პროგრამაში უწერია. პროგრამით გაწერილი ზოგიერთი გეგმა და მნიშვნელოვანი დაპირება „ოცნებამ“ ვერ განახორციელა. ერთ-ერთი შეუსრულებელი დაპირება სწორედ სამუშაო ადგილების შექმნაა. „ქართული ოცნება“ შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის …

„მშიერი მოქალაქეები, პირდაპირი მნიშვნელობით, საქართველოში არ არიან“ – ინტერვიუ დეპუტატთან

რატომ არ გაასამართლეს ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები, რომლებსაც ბრალი 6 წლის წინ წარუდგინეს და ვის უნდა მოსთხოვონ პასუხი ყოფილმა პატიმრებმა, რომლებსაც ციხეებში აწამებდნენ? – ინტერვიუ ლადო მგალობლიშვილთან ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ, რადგან ახლახან, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუს დროს მან წინა ხელისუფლების დროინდელი ბათუმის ციხე მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საკონცენტრაციო ბანაკებს შეადარა. აღმოჩნდა, რომ დეპუტატს ინფორმაციაც კი …

რა შეიცვალა ქალებისთვის, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ ვეღარ გადადიან

„არაფერი არ შეცვლილა საპროტესტო აქციების შემდეგ და მას მერე, რაც თორნიკე რიჟვაძეს შეხვდით. არც კომპენსაცია მიგვიღია. უცნობია, როდის გაიხსნება საზღვარი, რომ ისევ შევძლოთ იქ გადასვლა და მუშაობა,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ჟუჟუნა ქოქოლაძე. ის ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომელიც პანდემიამდე თურქეთში, ქემალფაშაში მუშაობდა. ქალები, რომლებიც თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდნენ სამუშაოდ, რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს. „მე ყოველდღე …

Glovo-სა და RC კოლას უპრეცენდენტო დასაქმების პროგრამა დღეიდან დაიწყო

მუშაობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს Glovo და RC Cola ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. ყველა მსურველს შეუძლია შემოუერთდეს ფეისბუქის ჯგუფს „გახდი არსი გლოვერი“  და ამ ზაფხულს საქართველოს 5 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში, Glovo-ს პარტნიორ კურიერად დაიწყოს მუშაობა. ამისათვის არ არის საჭირო გყავდეს სკუტერი ან ავტომობილი – არსი კოლისა და გლოვოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში „გახდი არსი …

ნახევარი მილიონი მიგრანტი, მათ შორის ქართველებიც, იტალიაში ლეგალურად დასაქმდება

„Ce l’abbiamo fatta! – ჩვენ ეს გავაკეთეთ!“ – ამ წარწერით გამოაქვეყნა იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტერეზა ბელანოვამ 13 მაისს ფეისბუქზე პოსტი. ამით მან მილიონობით მიგრანტს ამცნო, რომ კანონი, რომლითაც ისინი იტალიაში ლეგალურად ცხოვრებას და დასაქმებას შეძლებენ, იტალიის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა. კანონის ინიციატორი სწორედ იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტერეზა ბელანოვა იყო. „მინდა ხაზი გავუსვა ჩემთვის ფუნდამენტურ …

იქნება თუ არა ხელფასი აპრილში? – ბიზნესი კრიზისის პირისპირ პანდემიის დროს

„აპრილისა აპრილში ვიფიქროთ“ – ასეთ მარტივ და მოკლე ვადაზეა გათვლილი ცალკეული ბიზნესკომპანიების დამფუძნებლებისა და გენერალური მენეჯერების სტრატეგია თანამშრომლების შენარჩუნებაზე. ამ კომპანიებს მარტის მესამე კვირაში ოფისების დაკეტვა მოუხდათ კორონავირუსის გამო. კითხვაზე, რა მოხდება, თუ მთავრობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით გადაწყვეტილებას დისტანცირების აუცილებლობაზე ძალაში დატოვებს აპრილშიც, ან უფრო დიდ ხანს, ამ კომპანიების უმრავლესობას პასუხი არ აქვს. არიან ისეთებიც, …

რა შემთხვევაში შეგიძლიათ დასაქმდეთ სკოლაში სახელმწიფო პროგრამით

პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგების საჯარო სკოლიდან გასვლის შემდეგ სკოლებში გაჩენილ ვაკანსიებზე კონკურსები მიმდინარეობს. სკოლების გარკვეულმა ნაწილმა სასურველი კადრები შეარჩია, თუმცა ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ 1 500 ვაკანსიაა. იმ შემთხვევაში, თუკი სკოლები არსებული ვაკანსიების შევსებას სასწავლო წლის დასაწყისში ვერ შეძლებენ, სკოლაში შესვლის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამით, რომელსაც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ერონული ცენტრი …

17 წლის მოზარდები ოთხწლიანი სამუშაო გამოცდილებით

ზაფხული აჭარაში ტურისტებისთვის დასვენებასთან ასოცირდება, აჭარაში მცხოვრებ ზოგიერთ არასრულწლოვანთათვის კი – სეზონურ, საზაფხულო სამუშაოსთან. მოზარდები ძირითადად მომსახურების სფეროში საქმდებიან აჭარაში: სასტუმროებში, მაღაზიებში ან ზაფხულის დადგომისთანავე ჩაისა და თხილის საკრეფად თურქეთის სხვადასხვა ქალაქში მიდიან. ლუკა ქათამაძე 17 წლისაა და უკვე მუშაობის 4-წლიანი გამოცდილება აქვს. 14 წლის იყო, როცა თხილის საკრეფად პირველად თურქეთის ქალაქ ორდუში წავიდა. 40 …

მაგნიტის 170-ე სუპერმარკეტი ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა

ბათუმში, მაიაკოვსკის #15-ში, სასტუმრო „ბათუმის“ პირველ სართულზე „მაგნიტის“ 170-ე სუპერმარკეტი გაიხსნა. საზეიმო გახსნის ცერემონიას კომპანიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები დაესწრნენ. დღის განმავლობაში ტარდებოდა გასართობი აქტივობები და მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ, სპეციალური აქციით ესარგებლათ, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ აჭარის მოსახლეობისთვის  დაიგეგმა. „ყოველთვის მაგნიტური ფასებით“, რომელიც ბრენდის მთავარი დაპირებაა, „მაგნიტის“ ახალ სუპერმარკეტში წარმოდგენილია ქართული და უცხოური პროდუქციის მრავალფეროვანი  …

როცა სმენისარმქონე ხარ და სამსახურს ეძებ

უმუშევრობა საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, სამსახურის პოვნა ბევრად რთულდება, როცა სამუშაოს მაძიებელი სმენისარმქონეა. 33 წლის ნათია შარაშენიძე ამბობს, რომ სმენისარმქონე ადამიანებს თვითრეალიზაციის გარდა დასაქმება, უპირველეს ყოვლისა, შემოსავლისთვის სჭირდებათ: “ჩვენი შემოსავლის წყარო, ძირითადად, პენსიაა – 100 ლარი. ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვყავს ოჯახები, გვყავს ბავშვები, ძალიან რთულია ჩვენთვისაც ცხოვრება. შემოსავლის წყარო ფაქტობრივად არაფერი გვაქვს”. ნათია …

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში საკრედიტო ოფიცრის პროგრამა იწყება

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მიღება განაახლა. პროგრამაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, ვისაც აქვს სურვილი და მოტივაცია შეისწავლოს ახალი პროფესია. საკრედიტო ოფიცრის პროგრამაში მონაწილეობისთვის მხოლოდ 3 ეტაპის გავლაა საჭირო: [checklist] აპლიკაციის შევსება ფინკა ბანკის ვებგვერდზე FINCA.ge ტესტირება; ინდივიდუალური გასაუბრება [/checklist] პროგრამა 3 თვიანია და მის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან არა მხოლოდ საკრედიტო …

„ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“ (CSM) საკრუიზო გემებზე საქართველოს მოქალაქეებს დაასაქმებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და „ქოლუმბია შიპმენეჯმენტის“ შეთანხმების თანახმად კომპანია საქართველოს მოქალაქეებს საკრუიზო გემებზე დაასაქმებს. პირველ ეტაპზე იგეგმება 18-დან 40 წლამდე 50 ადამიანის დასაქმება ბარმენის, მიმტანის და „ჰაუს-ქიპერი“-ს პოზიციებზე. მინიმალური ანაზღაურება შეადგენს 800 ევროს. ამასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო UN Women-ისა და Wista Georgia-ს მხარდაჭერით უზრუველყოფს შერჩეული 20 გოგონასთვის გემზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საბაზისო წვრთნისა და პერსონალის მომზადების …

ბათუმში 31 მაისს დასაქმების ფორუმი გაიმართება

31 მაისს ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმის მონაწილეებს 50-მდე კომპანია 2000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, სამშენებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოების, დისტრიბუციისა და  ენერგეტიკის სფეროებიდანაა. ფორუმის ორგანიზატორი სოციალური მომსახურების სააგენტოა, რომლის ინფორმაციით, worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს ფორუმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად მსურველები www.ssa.gov.ge-ს უნდა ეწვიონ, გადავიდნენ დასაქმების ფორუმის …

387 პირი ამბობს, რომ არ უნაზღაურდება დამატებითი სამუშაო საათები – „ბათუმელების“ გამოკითხვა

დასაქმებული ადამიანები საქართველოში შრომის ბაზარზე ყველაზე გავრცელებულ პრობლემად აუნაზღაურებელ დამატებით სამუშაოს და არასათანადო შრომით პირობებს ასახელებენ – ასეთია „ბათუმელების“ გამოკითხვის შედეგი, რომელშიც 1951-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვა – „როგორ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები“ – „ბათუმელების“ ვებგვერდზე ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 13 პასუხიდან თითოეულ გამოკითხულს შეეძლო მოენიშნა ერთი ან რამდენიმე პასუხი. ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა დააგროვა შემდეგმა პასუხებმა: …

28 წლის გიორგი გარეგნობის გამო სამსახურს ვერ იწყებს – დისკრიმინაცია

„ტელევიზიები ხშირად აპიარებენ სხვადასხვა კომპანიას, რომ თითქოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ასაქმებენ, ვითომ გარეგნობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დასაქმებისას და ა.შ. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი ტყუილია. უამრავ კომპანიაში მიცდია მუშაობის დაწყება, თუმცა ამაოდ. მიზეზი სახეზე მუქი შეფერილობის ლაქაა, რასაც ჩემთვის ბევრი პრობლემა მოაქვს სამსახურის ძებნისას და არამხოლოდ“, – ამბობს 28 წლის გიორგი თედეევი, რომელიც წლებია …

პროფესია “სტაიანშიკი”

თუ  დაგუგლავთ და შეეცდებით სიტყვა „სტაიანშიკის“ სწორი ქართული განმარტება იპოვოთ, ბარბარიზმების ლექსიკონი ორ ვარიანტს შემოგთავაზებთ – ავტოსადგომის მორიგე ან ავტომესადგომე. თუ უფრო ღრმად გააგრძელებთ ძიებას და დაინტერესდებით, როგორ ჩამოყალიბდა ეს პროფესია, ვერაფერსაც ვერ იპოვით. როგორ იქცა პროფესიად ავტომობილის „ჩაყენებაში“ დამხმარა, არც თავად ავტომესადგომეებს ახსოვთ. მათი ისტორიები ერთმანეთს ჰგავს. ყველა მათგანი კაცია. საშუალო ასაკზე მეტი ხნის …

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა მსმენელების მიღება დაიწყო

ფინკა ბანკმა სპეციალური განვითარების ცენტრი შექმნა საქართველოს 30 ქალაქში, იქ სადაც ფინკა ბანკის სერვის ცენტრებია განთავსებული. განვითარების ცენტრის მიზანია აღმოაჩინოს და განავითაროს დაინტერესებული პირები, რომლებსაც სურთ საბანკო სექტორში დაიწყონ ან გააგრძელონ თავიანთი კარიერა. [highlight color=”red”]2019 წლის თებერვალში ფინკა ბანკის განვითარების ცენტრი 2 მიმართლებით აცხადებს მიღებას:[/highlight] [checklist] საკრედიტო ოფიცრების პროგრამა – ხანგრძლივობა 3 თვე კლიენტთა მომსახურების …

Exit mobile version