ბათუმში უწყვეტი საპროტესტო აქცია უკვე წელიწადი და სამი თვე გრძელდება, თუმცა ამ აქციებზე სულ უფრო ნაკლებად ჩნდებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები: მაგალითად, გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრები მას აქეთ, რაც ისინი პარლამენტში შევიდნენ, აქციაზე აღარ ჩნდებიან. პროევროპული აქციის მონაწილეები კრიტიკით დახვდნენ „ლელოს“ გადაწყვეტილებას საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობაზე. 2025 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ლელოს“ ლიდერები აქციაზე იშვიათად ჩნდებიან. აქციაზე …
Tag Archives: ბათუმის საპროტესტო აქცია
ბათუმელი მედროშე მე-18 დღეა შიმშილობს: „არ ნებდება, მხნედ ვარო“
უკვე მე-18 დღეა შიმშილობს ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე. ის პატიმრობაში რჩება. „გუშინ ვესაუბრე ტელეფონით, მითხრა ნორმალურად ვარ, მხნედ ვარო… არ ნებდება. მთავარია, სულიერად ვიყოთ ძლიერად,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლემ, მარინა გორჯელაძემ. ზურაბ ჭავჭანიძე შიმშილობის პირველ დღეებში წყალსაც არ სვამდა, თუმცა 9 დეკემბრიდან მან ე.წ. მშრალი შიმშილობა შეწყვიტა. ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატის, ნინო …
Continue reading “ბათუმელი მედროშე მე-18 დღეა შიმშილობს: „არ ნებდება, მხნედ ვარო“”
5-5 ათასი ლარით დააჯარიმა მოსამართლე მარიანა ფომაევამ ბათუმში „ზებრა მოძრაობის“ მონაწილეები
მოსამართლე მარიანა ფომაევამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა პროევროპული აქციის მონაწილეები. მათ შს სამინისტრო ზებრა გადასასვლელზე ინტენსიური მოძრაობით ხელოვნურად ბარიერის შექმნას ედავებოდა. მოსამართლე მარიანა ფომაევამ დღეს, 11 მარტს, “ზებრა გადასასვლელის საქმეზე” ზედიზედ 18 პირი დააჯარიმა. აქციის კიდევ 7 მონაწილის საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება. 5-5 ათასი ლარით უკვე დაჯარიმდნენ: დიანა ბოლქვაძე, თამარ სურმანიძე, ბადრი …
ბათუმში „ზებრა გადასასვლელზე პროტესტის საქმე” განიხილეს
მოსამართლე მარიანა ფომაევამ დღეს, 6 მარტს მოქალაქე გიორგი ჩხაიძის საქმე განიხილა. ის ამ საქმეზე გადაწყვეტილებას 11 მარტს გამოაცხადებს. გიორგი ჩხაიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც შსს ზებრა გადასასვლელზე მოძრაობით ბარიერი ხელოვნურად შექმნას ედავება. ეს ბათუმის უწყვეტი საპროტესტო აქციის 31 იანვრის ამბავია: მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა „არასაკმარის რაოდენობაზე“ მითითებით აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ ქუჩაში ავტომანქანების მოძრაობა უნდა …
Continue reading “ბათუმში „ზებრა გადასასვლელზე პროტესტის საქმე” განიხილეს”
კაცი სოხუმიდან ჩამოტანილი დროშის მანტიით – ბათუმის პროტესტის კიდევ ერთი მედროშე
კაცი საქართველოს სამფეროვანი დროშის მანტიით ბათუმის საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მედროშეა, რომელსაც აქციის თითქმის ყველა მონაწილე უკვე პირადად იცნობს. „მე ვარ ზურაბ ჭავჭანიძე, სოხუმელი, 58 წლის. ჩემი განუყოფელია სხეულზე ეს დროშა, ეს დროშა სოხუმიდანაა ჩამოტანილი, პირველი ეროვნული მოძრაობის დროინდელი დროშაა“ – ამბობს ის და მანტიად მოცმულ, საქართველოს სამფეროვან დროშას ეხება. „ვნატრობდი, ნეტავ ამ დროშის გამოყენება …
Continue reading “კაცი სოხუმიდან ჩამოტანილი დროშის მანტიით – ბათუმის პროტესტის კიდევ ერთი მედროშე”
„ქუჩაში ვინც გამოდიხართ, ყველა მიყვარხართ“ – ბათუმელი მედროშე 13 დღეა შიმშილობს
„მე მზად ვარ, საქართველოსთვის თავი გავწირო, აბა, ვნახოთ ჩემნაირი მამულიშვილისთვის ივანიშვილის რეჟიმმა რა უნდა გაიმეტოს? ქუჩაში ვინც გამოდიხართ, ყველა მიყვარხართ. დღეს ჩემი ქართველობის და სამშობლოს ბრძოლა უკვე დაგვირგვინებულია. ძალიან ამაყი ვარ. მთელ ჩემს ცხოვრებაში ამაზე ძვირფასი არაფერი არ ყოფილა, მე დღემდე ისე ვიცხოვრე, რომ საქართველოს სიყვარულის გარდა, არაფერმა ჩემი ხელები ვერ დამიბორკილა,“ – წერს თემურ …
Continue reading “„ქუჩაში ვინც გამოდიხართ, ყველა მიყვარხართ“ – ბათუმელი მედროშე 13 დღეა შიმშილობს”
სტუდენტმა ლუკა ნაცვლიშვილმა 11-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა
სტუდენტმა ლუკა ნაცვლიშვილმა 11-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორი დღეს, 23 იანვარს, დატოვა. ის ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს. ლუკა ნაცვლიშვილი მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა გაასამართლა. ხვალ, 24 იანვარს 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორს დატოვებენ სტუდენტი ელიზბარ ჩხიკვაძე და შუშანა მაცაბერიძე. ბათუმში სტიკერების – „იფიცება საქართველო“ საჯარო სივრცეებში გაკვრის პროცესში 20 ადამიანი დააკავეს. …
Continue reading “სტუდენტმა ლუკა ნაცვლიშვილმა 11-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა”
„ცრემლი მომადგა თვალებში, ჩემი სოლიდარობა უთხარით მზიას“ – ბათუმის აქციების მედროშე „ბათუმელებს“ სწერს
„დღეს იანვრის მე-20 დღეა და ჩემი შიმშილობის მე-4 დღე, ტელევიზიაში რომ ვნახე „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი [დამფუძნებელი და დირექტორი – რედაქციის შენიშვნა] მზია ამაღლობელი მისი უკანონო დაკავების შემდეგ პროტესტის მიზნით შიმშილობდა, უკვე მე-7 დღე იყო, ვიამაყე მისით, ჩემი სოლიდარობა უთხარით მას… თბილისის ემიგრაციის იზოლატორიდან ცრემლი მომადგა თვალებში, სრულიად ვგრძნობ საქართველოს ქუჩებში გამოსული ადამიანების ხმას [სანამ მე …
„სასამართლომ არ უნდა აუნთოს მწვანე შუქი რეპრესიებს“ – 16 დეკემბრის აქციის საქმე ბათუმის სასამართლოში
„ეს რა არის?“- იკითხა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სხდომათა დარბაზში შემოსვლისთანავე, როცა პასუხისგებაში მიცემული პირის, ირმა ზოიძის ხელში ტრანსპარანტი შენიშნა წარწერით – „თავისუფლება მზიას“. „ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა“,- იმ ტონით უპასუხა მოსამართლეს ირმა ზოიძემ, რომ ალექსანდრე გოგუაძეს არაფერი უთქვამს. დღეს, 21 იანვარს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ირმა ზოიძის საქმე განიხილა. საუბარია 2024 წლის 16 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე, …
„პოლიციის მიზანი იყო აქციის დაშლა და არა გზის გახსნა“ – რეპორტაჟი ბათუმის სასამართლოდან
„სამხრე კამერის ამ ჩანაწერში ისმის, პოლიციელი როგორ მოუწოდებს მძღოლს, წავიდეს გამსახურდიას ქუჩის მიმართულებით მაშინ, როცა მძღოლი აქციის მიმართულებით საერთოდ არ მიდიოდა… ეს ადასტურებს იმას, რომ პოლიციამ ხელოვნურად შექმნა პრობლემა,“ – მიმართა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს იურისტმა პაატა დიასამიძემ, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ვაჟა დარჩიას ინტერესებს იცავს სასამართლოში. ვაჟა დარჩია ბათუმის საკრებულოს წევრია „ლელოდან“. ის ანტირუსული აქციების …
ირაკლი დგებუაძის ტყუილი „16 დეკემბრის აქციის საქმეში“
„თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ – ამ განცხადებით მიმართა სხდომის დაწყებისთანავე აზა გაბუნიამ დღეს, 20 იანვარს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული აზა გაბუნია სასამართლო სხდომაზე ამავე გზავნილების მქონე მაისურით მივიდა. აზა გაბუნიას და საპროტესტო აქციის კიდევ 11 მონაწილეს ქუჩის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან. საუბარია 2024 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე, როცა კოკისპირული წვიმის მიუხედავად, აქცია მაინც …
Continue reading “ირაკლი დგებუაძის ტყუილი „16 დეკემბრის აქციის საქმეში“”
ბათუმში 13 დაკავებულიდან პოლიციის განყოფილება ოთხმა პირმა უკვე დატოვა
11 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დაკავებული 10 ადამიანიდან 5 დაკავებული 12:42 საათზე გამოუშვეს. პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები სტიკერის გაკვრისთვის დააკავა, რომელზე ეწერა – „იფიცება საქართველო“. პოლიციის სამმართველო დატოვეს ციალა ქათამიძემ, ნანა შავაძემ, თეონა ბერიძემ და „ბათუმელების“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა, რომელიც პოლიციამ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა. იზოლატორში რჩებიან: თათია აბულაძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი …
Continue reading “ბათუმში 13 დაკავებულიდან პოლიციის განყოფილება ოთხმა პირმა უკვე დატოვა”
დღეს ბათუმში ევროპული მარში გაიმართება – „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“
დღეს, 9 მაისს ბათუმში, ევროპის დღეს, ევროპული მარში გაიმართება. მარშის გზავნილია: „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“. ევროპული მარში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საღამოს 7 საათზე დაიწყება. მარშს სტუდენტური ორგანიზაცია „მარტიანელები“ აანონსებს. მარშის დაწყებამდე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან, 17 საათზე, ევროპის დღის აღსანიშნავად საჯარო შეხვედრას ჟან მონეს კათედრა მოაწყობს. 9 მაისს ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს …
Continue reading “დღეს ბათუმში ევროპული მარში გაიმართება – „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“”
„დავაი“ ანუ ვისი ბრძანებით დააკავეს 23 ოპოზიციონერი – სისტემა თავისუფლების წინააღმდეგ
6 მაისს, ღამით, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 24 ადამიანი დააკავეს. 23 ოპოზიციონერი და ერთი გამვლელი, რომელიც დაკავების პროცესს შეესწრო და ტელეფონით გადაღება დაიწყო. დაკავებულები მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეები იყვნენ და იურისტების შეფასებით, დაკავების მომენტში კანონს არ არღვევდნენ. „ნებისმიერი აქციის დროს, რომელიც იმართება მთავრობის მისამართით, მაქსიმალურად იყენებს კანონმდებლობას ხელისუფლება იმისათვის, რომ სამუდამოდ ჩაახშოს კრიტიკული …
ბათუმში პოლიციამ აქციაზე კარვები დაშალა, დააკავეს 10-მდე პირი
ბათუმის საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა კარვები დაშალეს, დააკავეს 10-მდე აქციის მონაწილე, მათ შორის, უმაღლესი საბჭოს და ბათუმის საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან. “ჩვენ განვმარტეთ, რომ აღარ იყო აქციაზე ის რაოდენობა, ქუჩა გადაკეტილი ყოფილიყო ისევ,”- უპასუხეს პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ენმ-დან ელგუჯა ბაგრატიონს, რომელიც ადგილზე რჩება. აჭარის მთავრობის სახლის წინ პოლიციელებმა 6 მაისის საღამოს 10-მდე კარავი დაშალეს. …
Continue reading “ბათუმში პოლიციამ აქციაზე კარვები დაშალა, დააკავეს 10-მდე პირი”
აქცია აჭარის მთავრობის ალტერნატიულ შესასვლელთან გადმოვიდა
“დისკომფორტს შევუქმნით, თორნიკე რიჟვაძეს აქედანაც არ შევუშვებთ,” – აცხადებენ ბათუმის აქციის მონაწილეები, რომლებმაც დღეს აჭარის მთავრობის სახლის უკან მხარეს გადაინაცვლეს. აქ მთავრობის სახლის ალტერნატიული შესასვლელია. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ამ წუთებში [13:50] ენმ-ს ერთ-ერთ რეგიონულ ლიდერს, ელგუჯა ბაგრატიონს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხვდება. 2 ნოემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ბათუმში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო …
Continue reading “აქცია აჭარის მთავრობის ალტერნატიულ შესასვლელთან გადმოვიდა”
აქციის მონაწილე მოსამართლეს: პირდაპირ გვითხარით, რომ შევწყვიტოთ აქციები
„პირდაპირ გეთქვათ, გააჩერეთ აქციებიო… პირდაპირ გვითხარით, შეწყვიტეთ აქციები და წადით სახლშიო, თქვენ ხართ მურუსიძის მოსამართლე,“ – ამ სიტყვებით ბათუმის აქციის მონაწილე ხათუნა ბერიძემ მოსამართლე კობა გოცირიძეს მიმართა, ვიდრე ის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს გამოაცხადებდა. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე ხათუნა ბერიძემ სიტყვა ითხოვა, მაგრამ მოსამართლემ მას ამის საშუალება არ მისცა. „ეს თქვენმა ადვოკატმა კარგად წარმოადგინა,“ – აღნიშნა მოსამართლემ …
Continue reading “აქციის მონაწილე მოსამართლეს: პირდაპირ გვითხარით, რომ შევწყვიტოთ აქციები”
ბათუმის აქციის მონაწილეები 7 დღით დააპატიმრეს
ბათუმში საპროტესტო აქციაზე 13 დეკემბერს დაკავებულ 6 პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7-7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა გოცირიძემ მიიღო. აქციის მონაწილეები პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ 3 ნოემბრიდან იმართება, გადაკეტილია ქუჩა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. აქციაზე სხვა დღეებში დაკავებულ პირებს …
Continue reading “ბათუმის აქციის მონაწილეები 7 დღით დააპატიმრეს”
ირაკლი ჩხვირკია 7 დღით დააპატიმრეს
ბათუმის საპროტესტო აქციაზე გუშინ, 2 დეკემბერს, დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიას მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ირაკლი ჩხვირკია აქციაზე მას შემდეგ დააკავეს, როცა მას და აქციის სხვა მონაწილეებს აჭარის მთავრობის სახლის წინ ბუშტების განთავსების საშუალება არ მისცეს. გუშინვე გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ირაკლი ჩხვირკია პოლიციელებს მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდებს. ამ ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ირაკლი ჩხვირკიას …
დააკავეს პირი, რომელმაც პოლიციელებზე ძალადობისკენ მოწოდება გაავრცელა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, დღეს, 2 დეკემბერს, ფოთში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს ასლან ვაშაყმაძე, რომელიც 30 ნოემბერს სოციალურ ქსელში პოლიციელებზე ძალადობისკენ მოუწოდა მოქალაქეებს. ფეისბუქში ძალადობისკენ მოწოდების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების მუხლით [239-ე მუხლის პრიმა ერთი]. „აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის …
Continue reading “დააკავეს პირი, რომელმაც პოლიციელებზე ძალადობისკენ მოწოდება გაავრცელა”
ბუშტებით პროტესტიც გამოხატვის თავისუფლებაა, ანუ რატომ მოქმედებენ პოლიციელები თვითნებურად
უკვე მესამე დღეა ბუშტები აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაპირისპირების მთავარ საგნად იქცა. დღეს უკვე ბუშტების გამო პოლიციამაც კი გვერდი აუარა კანონს და პირადი შეხედულებების მიხედვით გადაწყვიტა მათი დასჯა, ვინც გაბედა და კიდევ ერთხელ ბუშტები ცაში გაუშვა, ოღონდ თორნიკე რიჟვაძის სამუშაო კაბინეტის მიმართულებით. დღის, 12 საათზე, აქციის მონაწილეებმა პერფომანსის მოწყობა გადაწყვიტეს – უფრო …
პროტესტი, რომელიც ჰელიუმის ბუშტების გაშვების შემდეგ მშვიდობიანი ვეღარ არის
“ბუშტების გაშვებაა პროვოკაცია, ბატონო პოლიციელო?”- ჰკითხეს რამდენჯერმე დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დღეს აქ 4 პირი დააკავეს, ერთი ადამიანი დაშავდა. ჰელიუმის ბუშტები გუშინ და დღეს, და საერთოდ, ბათუმის აქციებზე, ერთგვარ სიმბოლოდ იქცა – პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მთავარ საგნად და სასამართლოს მსჯელობის თემად შეძახილთან ერთად “მონებო”. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალი პრაქტიკა …
Continue reading “პროტესტი, რომელიც ჰელიუმის ბუშტების გაშვების შემდეგ მშვიდობიანი ვეღარ არის”
აჭარის მთავრობის შენობასთან საარჩევნო ოქმები გამოფინეს
აჭარის მთავრობის შენობის წინ, იქ, სადაც რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, დღეს, 13 ნოემბერს, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ პოლიცია აჭარის მთავრობის სახლის წინ, ხეებს შორის თოკის გაბმის საშუალებას არ აძლევდა, სადაც მათ იმ ოქმების ჩამოკიდება სურდათ, რომლებით, მათივე თქმით, გაყალბებულია. „ათეულობით ოქმი მოვიტანეთ. აჭარის …
Continue reading “აჭარის მთავრობის შენობასთან საარჩევნო ოქმები გამოფინეს”
“სირცხვილია”- ბათუმის ევროპის მოედანზე ისევ შეიკრიბნენ
„სირცხვილია!” „გადადგეს შსს მინისტრი გიორგი გახარია!”- ამ ტრანსფარენტებით ბათუმის ევროპის მოედანზე ისევ შეიკრიბნენ. შეკრებილები პროტესტს უცხადებენ რუსულ ოკუპაციას. ბოლო დღეების განმავლობაში ბათუმში უკვე მესამედ შეიკრიბნენ აქტივისტები, რომლებიც უერთდებიან თბილისში მიმდინარე აქციის მოთხოვნას – გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია. ამავე თემაზე: აქცია ბათუმში: „ხელისუფლებამ არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა“ საპროტესტო აქციები საქართველოში 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც …
Continue reading ““სირცხვილია”- ბათუმის ევროპის მოედანზე ისევ შეიკრიბნენ”
„ამ ზაფხულს მაინც გვამუშავეთ“ – კვადროციკლების მფლობელების აქცია აჭარის მთავრობის სახლთან
„მხოლოდ ამ ზაფხულს გვამუშაონ და დაწესდეს რეგულაციები“, – ამ მოთხოვნით კვადროციკლების მფლობელებმა საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. საუბარია ბათუმის საკრებულოს ახალ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ბათუმის ბულვარში კვადროციკლებითა და ელექტრომობილებით გადაადგილება 2019 წლის პირველი მაისიდან აიკრძალება. ინიციატორი ბულვარის ადმინისტრაცია იყო. „იმიტომ, რომ არავის პასუხი არ მოუთხოვია, გასულ …
გონიოელების აქცია ბათუმის მერიასთან
გონიოელები საპროტესტო აქციას ბათუმის მერიასთან მართავენ. მათი ინფორმაციით, მერია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რომლის მიხედვითაც მერიამ გონიოელების საქმე ინდივიდუალურად, ხელახლა უნდა შეისწავლოს. მერიას ამ დრომდე არ დაუფიქსირებია პოზიცია, ასაჩივრებენ თუ არა სასამართლოში გონიოელებთან წაგებულ საქმეს. „დღეს არის გასაჩივრების ბოლო ვადა. აქ ვიქნებით, ვიდრე არ გავიგებთ, რას აპირებს მერია. ისინი ჩვენ დაგვპირდნენ, რომ თუკი სასამართლოს მოვიგებდით, …
11 მარტის აქციის მონაწილის საქმე მტკიცებულებების გარეშე
ბათუმში, 11 მარტის აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ნარიმან ლომინაძის საქმის განხილვა ახლახან დაასრულა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლემ მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ დაუდგინა. ნარიმან ლომინაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ წინწყაროში ცხოვრობს. გუშინ მან მოსამართლეს მოუყვა, რომ ეკომიგრანტია და 12 მარტს დილით შუახევში, სოფელ ჭვანაში მიდიოდა, სადაც მისი ნათესავები ცხოვრობენ. მისი თქმით, პოლიციელებმა მანქანიდან გადმოიყანეს …
Continue reading “11 მარტის აქციის მონაწილის საქმე მტკიცებულებების გარეშე”
აქციის მონაწილე: პირველად ჩამოვედი ბათუმში აქციის დღეს
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი ბათუმის საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებული სამი პირის – გიორგი ბადრიშვილის, გურამ ჩიკვაიძისა და ირაკლი ჯიბლაძის საქმეს განიხილავს. 12 მარტს, დილით, პირველად სწორედ მათი საქმეები წარმოადგინა პროკურატურამ სასამართლოში. საქმის განხილვა მტკიცებულებების წარმოდგენის მოტივით დღეისთვის, 14 მარტისთვის გადაიდო. განხილვა დღეს კიდევ ერთხელ გადაიდო, რადგან სამივე დაკავებული საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ან პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას უარყოფს. პოლიციელებმა …
Continue reading “აქციის მონაწილე: პირველად ჩამოვედი ბათუმში აქციის დღეს”
ჯუმბერ თავართქილაძე: არ მგონია, მერაბ ღოღობერიძეს ჰქონდეს ამდენი ხალხის შეკრების ძალა
13 მარტს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „საქართველოს ერთიანი კავშირის“ კოორდინატორმა ჯუმბერ თავართქილაძემ ბათუმის 11 მარტის საპროტესტო აქციის თემაზე ბრიფინგი გამართა: „11 მარტს დატრიალებული ტრაგედია უნდა გაიყოს ორ ნაწილად. ის, რომ პლაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოება შეიკრიბა, იყო საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელობის მიერ გატარებული არასწორი პოლიტიკური კურსით გამოწვეული ბრაზი, საპროტესტო აქციის მეორე ნაწილი კი (რაც პოლიციის სამმართველოსთან მოხდა), იყო ბათუმის მოძულეთაგან …
ჯარიმა და გაფრთხილება ბათუმის აქციის კიდევ ორ მონაწილეს
ბათუმის აქციაზე 12 მარტს დაკავებული 3 პირის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს განიხილა. ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანია. მას დახურულ სხდომაზე მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გაფრთხილება მისცა. ამავე მოსამართლემ დღეს ავთანდილ როინიძისა და ზურაბ ნოღაიდელის საქმე განიხილა. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნეულებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ცხოვრობენ და ორივე მათგანი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაში მუშაობს. მოსამართლის კითხვას: რას …
Continue reading “ჯარიმა და გაფრთხილება ბათუმის აქციის კიდევ ორ მონაწილეს”
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ
12 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა:„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (GYLA), „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ (TI Georgia), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და „ადამიანის უფლებათა ცენტრი სამოქალაქო განვითარების სააგენტომ“ (CIDA) ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: “ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ 2017 წლის 11-12 მარტის ღამეს ქალაქ ბათუმში მომხდარი ძალადობისა და ვანდალიზმის გამოვლინებებს, რა საფუძვლითაც არ უნდა ყოფილიყო აღნიშნული …
Continue reading “არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ”
კვირიკაშვილი: უნდა დაისაჯონ როგორც ვანდალური ქმედებებისთვის გამოყენებული ადამიანები, ისე მათი წამქეზებლები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს, 12 მარტს, აჭარის მთავრობაში გამართულ თათბირზე აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა შეძლეს ზუსტად ემოქმედათ იქ, სადაც და რა ძალითაც იყო საჭირო, ახლა კი საჭიროა წესრიგის შენარჩუნება და იმ მოძალადეების იდენტიფიკაცია, რომლებიც გუშინ “ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ”: “ჩვენ, რა თქმა უნდა, ზარალი უნდა ავუნაზღაუროთ მათ, ვინც ამ ადამიანების მარგინალური და ვანდალური ქმედებების გამო დაზარალდა, მაგრამ …