მთავარი,სიახლეები

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შავი ჯიპი 32 350 ლარად გაყიდა

03.01.2019
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შავი ჯიპი 32 350 ლარად გაყიდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შავი ჯიპი „TOYOTA PRADO“ განმეორებით აუქციონზე, 30%-იანი ფასდაკლებით, 32 350 ლარად გაყიდა. მანქანის საწყისი ფასი 22 750 ლარი, ვაჭრობის ბიჯი კი – 600 ლარი იყო.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით მანქანა დაზიანებულია, მწყობრიდან არის გამოსული ვტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გადაცემათა კოლოფი და მაღალი წნევის საწვავის ტუმბო. მანქანის სახელმწიფო ნომერია: QB 699 BQ, გამოშვების წელი: 2008.

გარდა ამისა, აჭარის მთავრობამ აუქციონის წესით გაყიდა ავტომანქანა „TOYOTA CAMRY“-ი [სახელმწიფო ნომერი FG 038 GF, გამოშვების წელი: 2006], საწყისი ფასი 4 000 ლარი იყო, ბიჯის ოდენობა – 100 ლარი. საბოლოოდ მანქანა 4200 ლარად გაიყიდა. ეს მანქანაც დაზიანებულია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: