2019 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 2 501 356 ლარი უცხოეთიდან მიღებული სესხების მომსახურებას [პროცენტს] და ამ სესხების ნაწილის [ძირი] დაბრუნებას მოხმარდება. 2019-2022 წლებში კი აჭარის ბიუჯეტიდან დაგეგმილია სესხის პროცენტისა და ძირი თანხის დაფარვა, ჯამში 11 406 085 ლარის ოდენობით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ბიუჯეტი ორი ორგანიზაციისგან მიღებულ სესხს ფარავს. ეს ორგანიზაციებია: ევროპის რეკონსტრუქციისა და …
Tag Archives: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
„სამუშაოების განახლებას გვთხოვენ“ – რას აპირებს კომპანია კარიერზე, სადაც 6 წლის ბავშვი დაიღუპა
„ჩვენ სამუშაოების განახლებას გვთხოვენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „ალბაირაქის“ წარმომადგენელმა, გია ღოღობერიძემ. ეს კომპანია მოიპოვებდა ამ დრომდე სამშენებლო მასალას ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, სადაც 31 ოქტომბერს კლდის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა. მოპოვებული მასალით ბათუმში სანაპიროს ხელოვნურად ამყარებენ. სამშენებლო მასალების მოპოვებას ქედაში „ალბაირაქი“ კომპანია “სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” დაკვეთით ახორციელებს. „სტრუიკ ჯორჯია“ ჰოლანდიური კომპანიაა და მას აქვს …
აჭარის მთავრობა 2019 წელს 15 მილიონი ლარის ქონების გასხვისებას გეგმავს
აჭარის მთავრობა მომავალ წელს 15 მილიონი ლარის ქონების გასხვისებას გეგმავს. ქონების ძირითადი ნაწილი მიწის ნაკვეთებია, რომლებსაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, პირობიანი აუქციონის წესით და მასზე ინვესტიციის განხორციელების პირობით ან უპირობოდ ასხვისებს. უკვე არსებული პრაქტიკით, მთავრობა მიწის ნაკვეთებს ზღვასთან ახლოს ან ზღვის ხედით, ბათუმში, მახინჯაურში, მწვანე კონცხზე, გონიოში, სარფში [ძირითადად საკურორტო ზონაში] ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით ასხვისებს. …
Continue reading “აჭარის მთავრობა 2019 წელს 15 მილიონი ლარის ქონების გასხვისებას გეგმავს”
სამუშაოები შეიძლება გაგრძელდეს – მინისტრის განცხადება ქედაში ბავშვის დაღუპვის შემდეგ
აფეთქების შედეგად ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, 6 წლის ბავშვი გუშინ, 31 ოქტომბერს, დაიღუპა. აფეთქებები რომ უნებართვოდ ხორციელდებოდა, ამის შესახებ განცხადება აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა. ამის მიუხედავად, დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ თქვა, რომ იმავე ადგილზე სამუშაოები შესაძლოა გაგრძელდეს. „ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ, შესაძლებელია, გაგრძელდეს იმავე ლოკაციაზე, ოღონდ არ უნდა მოხდეს აფეთქებები, არამედ …
ბათუმში ყინულის სასახლე ადგილს იცვლის
ბათუმშიარსებული ყინულის სასახლის დემონტაჟი მალე დაიწყება. სად გადაიტანენ ყინულის სასახლის კონსტრუქციას და რა სპორტული სახეობისთვის იქნება ის განკუთვნილი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. არსებული სასახლის ადგილზე კი საცურაო აუზი აშენდება. იქვე არსებული დარბაზი, რომელიც ახლა აშენდა და სადაც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა, ყინულის არენად გადაკეთდება. დღეს ბათუმის ყინულის სასახლეში 700-მდე სხვადასხვა ასაკის მოციგურავე, ჰოკეისტი თუ მოყვარული დადის, …
ხულო არჩეული მერის გარეშე და 217 მილიონზე მეტი ლარის პროექტები
ხულოს მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, 217-ზე მეტი მილიონი ლარის საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მუნიციპალიტეტის მერია თავადაც ახორციელებს გარკვეულ პროექტებს, ითანხმებს სხვა პროექტებს, გასცემს ნებართვებს ან თანხმობას. მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა, ასევე, დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვება-არგაშვებაზე გადაწყვეტილების მიღება. მიმდინარე თუ დაგეგმილი მრავალმილიონიანი პროექტების ფონზე ხულოს არჩეული მერი, გოჩა მელაძე, 17 ოქტომბერს გაურკვეველ ვითარებაში გადადგა. ამ თემაზე: რა სჭირს გოჩა …
Continue reading “ხულო არჩეული მერის გარეშე და 217 მილიონზე მეტი ლარის პროექტები”
„ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ უნებართვოდ დაკავებულ ტერიტორიას სამინისტრო 2 წლით ასხვისებს
ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარედ 3022 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და „ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ უნებართვოდაა დაკავებული, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ორი წლით ასხვისებს. საწყისი წლიური სარგებლობის საფასური 157 ათასი ლარია, ბიჯი – 4 ათასი ლარი. სარგებლობის მოქმედების ვადაა 2020 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით. მოიჯარეს წარმოეშვება ვალდებულება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სამინისტროს შეტყობინების …
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ თორნიკე კუჭავა დაინიშნა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ თორნიკე კუჭავა დაინიშნა. სამინისტროს ინფორმაციით ახალი მოადგილე მინისტრმა თანამშრომლებს დღეს, პირველ ოქტომბერს, წარუდგინა. სამინისტრომ დღესვე გამოაქვეყნა ინფორმაცია ახალი მოადგილის სამუშაო გამოცდილების შესახებ. ამ ინფორმაციით, თორნიკე კუჭავა 2018 წლის სექტემბრიდან აჭარის ეკონომიკური განვითარების საბჭოს წევრია, 2017-2018 წლებში ის იყო სს „მისო კრედიტ პლუს ჯორჯიას“ ფინანსური დირექტორი, 2013 წლიდან დღემდე …
Continue reading “აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ თორნიკე კუჭავა დაინიშნა”
მინისტრი სტადიონის ახალშერჩეულ ზედამხედველზე: “აიღებს პასუხისმგებლობას იმაზეც, რაც აშენებულია”
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ირწმუნება, რომ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მიმდინარე მშენებლობის კონტროლის მიზნით ახალშერჩეული ზედამხედველი კომპანია სტადიონის უკვე აშენებულ ნაწილზეც აიღებს პასუხისმგებლობას: „ … რაც აშენებულია და რაც აშენდება, ყველა ტიპის პასუხიმგებლობას, რა თქმა უნდა, გაიზიარებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე სახელმწიფოს არ ჰყავდა თავისი ზედამხედველი ჩვენი მხრიდან, უშუალოდ „ანაგს“ [მშენებელი კომპანია] …
როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი
კომპანია „ბათუმი რივიერამ“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბათუმის იახტკლუბის განვითარების პროექტი წარადგინა. პროექტის მიხედვით იგეგმება იახტკლუბის ტერიტორიის შემოღობვა და ბათუმის ნავსადგურის მხრიდან ოთხსართულიანი, დაახლოებით 18,5 მეტრი სიმაღლის შენობის აშენება, რომელშიც რესტორანი, საცურაო აუზი და სხვადასხვა დანიშნულების ოთახი განთავსდება. იგეგმება იახტებისთვის სპეციალური ბენზინგასამართი სადგურის მოწყობა. კომპანიაში და სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის პირველადი კონცეფცია, სამუშაო …
Continue reading “როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი”
რატომ არ გადასცა აჭარის მთავრობამ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მწვანე კონცხის პლაჟი
„ბიზნეს დეველოპმენტი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა, მწვანე კონცხზე 6 346 კვ/მ პლაჟს, მისი დასუფთავების, მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის პირობით, 49 წლის ვადით უსასყიდლოდ აჭარის მთავრობისგან ითხოვდა. მოთხოვნილ ნაკვეთებზე კომპანია 2 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებდა. აჭარის მთავრობისთვის თავის დროზე კომპანიის პირობები მისაღები აღმოჩნდა. პირობები მისაღები აღმოჩნდა ბათუმის საკრებულოსთვისაც, რომელმაც 2017 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე მუნიციპალური …
მერიამ კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე სკვერი გააშენა, სკვერი შეიძლება გააუქმონ
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, შემოსავლების სამსახურის გვერდით არსებული ტროტუარი და მიმდებარე ტერიტორია შემოღობეს. ღობის იქეთ აღმოჩნდა გამწვანებული ადგილიც. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ტერიტორიაზე კერძო კომპანია ავტოპარკინგს და ტროტუარს მოაწყობს, თუმცა გამწვანებული ადგილი ხელშეუხებელი დარჩება. მაშინ რატომ შემოღობა სკვერის ნაწილი კომპანიამ? – მერიის პრესსამსახურში ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ. „ტერიტორია კომპანია „პრინტსერვისის“ მფლობელობაშია და იქ აწყობს …
Continue reading “მერიამ კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე სკვერი გააშენა, სკვერი შეიძლება გააუქმონ”
ექვსი თვის ფულადი გზავნილები აჭარაში: პირველ ადგილზეა რუსეთი, მეორეზე – თურქეთი
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული მონაცემებით, აჭარაში უცხოეთის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების რაოდენობით წელს პირველ ადგილზე რუსეთია. რუსეთიდან აჭარაში, მიმდინარე წლის 6 თვეში 4,4 მილიონი აშშ დოლარით მეტი [32,1 მილიონი დოლარი] გადმოირიცხა, ვიდრე თურქეთიდან [27,7 მილიონი დოლარი]. მთლიანობაში, 2018 წლის 6 თვეში, აჭარაში საშუამავლო ბანკებისა და ელექტრონული ანგარიშსწორების მიხედვით, უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოირიცხა 198 მილიონ 700 ათასი …
Continue reading “ექვსი თვის ფულადი გზავნილები აჭარაში: პირველ ადგილზეა რუსეთი, მეორეზე – თურქეთი”
რატომ შემცირდა თურქული ინვესტიცია აჭარაში
აჭარაში თურქული ინვესტიციის მოცულობა მცირდება. თუკი 2016 წელს მთლიანად აჭარის რეგიონში შემოსული ინვესტიციების 32 პროცენტი თურქული იყო, გასულ წელს ეს რაოდენობა 16 პროცენტამდე შემცირდა. თურქეთიდან ინვესტიციების მკვეთრად შემცირებას ჰესების მშენებლობის დასრულებას უკავშირებს ეკა ბახტაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსი. „მონაცემებიდან ჩანს, რომ ეს გამოწვეულია ძირითადად ჰესების პროექტების დასრულებით. თურქეთიდან ისევ შემოდის …
Continue reading “რატომ შემცირდა თურქული ინვესტიცია აჭარაში”
შუახევი-ხულოს [გოდერძი] გაზსადენის პროექტირებაზე მუშაობა დაწყებულია
შუახევი[ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის[ზანკები] მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „გაზპროექტი 2009“-სთან 295 ათას ლარზე გააფორმა. დოკუმენტების მიხედვით ტენდერში მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და მისი დირექტორი და 100% წილის მფლობელი კობა ლომიძეა. „მუშაობა პროექტირებაზე დაწყებული გვაქვს და გეგმის მიხედვით ვაგრძელებთ. …
Continue reading “შუახევი-ხულოს [გოდერძი] გაზსადენის პროექტირებაზე მუშაობა დაწყებულია”
აჭარის ახალი, „ოპტიმალური“ ფინანსთა მინისტრი
ოპტიმალური – ამ სიტყვას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ახალი მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ყოველი მეორე წინადადების შემდეგ ამბობს; საქმის ოპტიმალურად, ოპტიმალური ხედვით კეთებას ეკონომისტებს უკვე შესწავლილი თეორია ავალდებულებსო – ამაზეც თვითონ გვითხრა. აპირებს ოპტიმიზაციას სამინისტროში და მის დაქვემდებარებულ უწყებებში, რასაც გათავისუფლებებიც შეიძლება მოჰყვეს. მის გამინისტრებაში გამორიცხავს მამის ფაქტორს, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად არჩილ ხაბაძის მთავრობაში …
Continue reading “აჭარის ახალი, „ოპტიმალური“ ფინანსთა მინისტრი”
მერია „ორბი ჯგუფი ბათუმის“ უნებართვო მშენებლობის იძულებით შეჩერებას აპირებს
ბათუმში, ზღვასთან ახლოს, სახელმწიფო მიწაზე კერძო კომპანია უნებართვო მშენებლობას აგრძელებს. არის თუ არა გარიგება კერძო კომპანიასა და სახელმწიფო უწყებებს შორის? – ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, რომლის თანამშრომლები „არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან“, აცხადებენ, რომ ტერიტორიით სარგებლობასა თუ სამუშაოების წარმოებაზე კომპანიასთან სიტყვიერი შეთანხმებაც კი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, 3022 კვ/მ ტერიტორიას „ორბი ჯგუფი ბათუმი“ …
Continue reading “მერია „ორბი ჯგუფი ბათუმის“ უნებართვო მშენებლობის იძულებით შეჩერებას აპირებს”
აჭარის ეკონომიკის სამინისტროს 94 შესყიდვიდან 54 შემთხვევაში ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია – აუდიტი
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესყიდვების განყოფილებამ, 2017 წელს, შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული 94 შესყიდვიდან ბაზრის კვლევა არ ჩაატარა 54 შემთხვევაში. შესაბამისად, სამინისტრომ არ შეასრულა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რაც მისაღები ხელშეკრულების ოპტიმალური პირობების განსაზღვრისთვის ბაზრის მოკვლევაში გამოიხატება. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, შესყიდვების დაგეგმვისას, ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, განსაკუთრებული …
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე არჩილ ვანაძე იქნება
აჭარის ფინანანსთა და ეკონომიკის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი არჩილ ვანაძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაგვიდასტურეს. არჩილ ვანაძე ბათუმის მერიის საფინანასო- საბიუჯეტო მიმართულებას 2010 წლიდან ხელმძღვანელობს. 2006-2007 წლებში კი ამავე სამსახურში სპეციალისტად მუშაობდა.
სახელმწიფო ქონებისა და ფულის უკანონო გამოყენების და მითვისების რისკები აჭარაში
არასწორი ფინანსური აღრიცხვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში; სახელმწიფო ქონების უკანონო გამოყენების ან გასხვისების, ასევე სახელმწიფოს, ორგანიზაციის კუთვნილი, თუ გრანტის სახით მიღებული სახსრების შესაძლო არამიზნობრივი გამოყენებისა და მითვისების რისკები ამავე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვა – ეს ის საკითხებია, რომლებზეც სახელმწიფო აუდიტმა თავის ანგარიშში მიუთითა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქციებისა და სხვა კაპიტალის ნაშთი 2017 წელს …
Continue reading “სახელმწიფო ქონებისა და ფულის უკანონო გამოყენების და მითვისების რისკები აჭარაში”
მერია: „ორბი ჯგუფი ბათუმმა“ ტერიტორია უნებართვოდ შემოღობა – რა ხდება სასპორტო სკოლასთან
ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე დღეა რკინა-ბეტონის კვადრატული ფილებითაა შემოსაზღვრული, რომელთა ნაწილი ტროტუარზე აწყვია. ტერიტორიაზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, აჭარის საკუთრებაა, ტროტუარი კი ბათუმის მერიის. არც მერიაში და არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ ჰქონდათ ინფორმაცია, ვინ დაალაგა ეს ფილები და რა სამუშაოები მიმდინარეობს სასპორტო სკოლის გვერდით ნაკვეთზე. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი …
სტადიონის ზედამხედველობისთვის თანხა 1 მილიონით შემცირდა – ხელახალი ტენდერი
ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მეშვიდე თვეა მიმდინარეობს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ კი მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი ამ დრომდე ვერ შეარჩია. ვინაიდან 2018 წლის 21 ივნისისთვის უკვე შესრულებული იყო 15 789 511 ლარის სამუშაო, ზედამხედველის შესარჩევი ტენდერი შეწყდა. „სტადიონმა“ ახალი ტენდერი კი ახალი პირობებით და ნაკლები ღირებულებით გამოაცხადა. ზედამხედველობისთვის თავდაპირველად 3 520 474 ლარი იყო …
Continue reading “სტადიონის ზედამხედველობისთვის თანხა 1 მილიონით შემცირდა – ხელახალი ტენდერი”
ქონება აჭარის მთავრობისგან პარლამენტარებს უფასოდ, დღის ცენტრის გასახსნელად
საქართველოს პარლამენტის ორი დეპუტატის – ფატი ხალვაშისა და კობა ნაკაიძის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას აჭარის მთავრობამ 2016 წელს, უსასყიდლოდ და უზუფრუქტის წესით, ქობულეთის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, თბილისის ქუჩის #31-ში, ორსართულიანი შენობა გადასცა. დეპუტატები შშმ პირებისა და მიუსაფარი ბავშვებისთვის გამაჯანსაღებელი ცენტრის გახსნას გეგმავენ. აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმების მიხედვით, დეპუტატების მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ – „თანალმობა“ აიღო ვალდებულება, რომ …
Continue reading “ქონება აჭარის მთავრობისგან პარლამენტარებს უფასოდ, დღის ცენტრის გასახსნელად”
მთავრობის გეგმები ქობულეთის ფიჭვნარში – კიდევ ერთი საინვესტიციო პროექტი
აჭარის მთავრობა ქობულეთის ფიჭვნარში კიდევ ერთ საინვესტიციო პროექტს განიხილავს – ინვესტორი ქობულეთის ზღვისპირა ზოლში 1,2 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ითხოვს. საინვესტიციო წინადადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჯერ არ განუხილიათ, შესაბამისად, არ ვიცით რა ოდენობის ინვესტიციაზეა საუბარი. ვიცით ის, რომ ინვესტორს ქობულეთის სარეკრეაციო ზოლში, პარკის მიმდებარედ სასტუმრო კომპლექსისა და აკვაპარკის მოწყობა სურს. აჭარის ფინანსთა და …
Continue reading “მთავრობის გეგმები ქობულეთის ფიჭვნარში – კიდევ ერთი საინვესტიციო პროექტი”
აჭარის ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტული სექტორების გამოსავლენად დახმარება დასჭირდა
სამი პრიორიტეტული სექტორის გამოსავლენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბიუჯეტიდან 120-მდე ლარს დახარჯავს. შესაბამის კვლევაზე სავარუდოდ შპს „სავი“ იმუშავებს. კომპანიამ კვლევის მომზადება სამინისტროს 118 500 ლარად შესთავაზა. კვლევის შესყიდვის მიზნით სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი 20 ივნისს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გამარჯვებულმა საკონსულტაციო კომპანიამ უნდა გამოავლინოს და შეისწავლოს ეკონომიკის არანაკლებ სამი პრიორიტეტული სექტორი და თითოეული სექტორის არანაკლებ …
გონიოს პლაჟთან 4 662 კვ/მ მიწას სამინისტრო 2 მილიონ ლარად აუქციონზე ყიდის
გონიოში, პლაჟის გასწვრივ მდებარე 4662 კვ/მ მიწის ნაკვეთს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე სასტუმროს აშენების პირობით ყიდის. სამინისტროს 1 კვ/მ მიწა აქ 422,5 ლარად აქვს შეფასებული, შესაბამისად, მთლიანი ნაკვეთის გასაყიდი საწყისი ფასი 1 970 000 ლარია, ბიჯი კი 40 ათასი ლარი. ქონების მყიდველი, აუქციონის პირობების მიხედვით, ვალდებულია: [checklist] ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში …
Continue reading “გონიოს პლაჟთან 4 662 კვ/მ მიწას სამინისტრო 2 მილიონ ლარად აუქციონზე ყიდის”
საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე ტენდერი შეწყდა
შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაზე გამოცხადებული 3,5-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა. კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ ეს თანხა მშენებლობისთვის საჭირო თანხის 3%-ს შეადგენდა, 2018 წლის 21 ივნისისთვის კი, მშენებელ კომპანიას უკვე შესრულებული ჰქონდა 15 789 511 ლარის სამუშაოები [99 448 408 ლარიდან.] ტექნიკური ზედამხედველი კომპანიის გარეშე, კომისიის ოქმის მიხედვით, „სამშენებლო ობიექტზე დასრულებულია ისეთი …
Continue reading “საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე ტენდერი შეწყდა”
შუახევი-ხულოს გაზსადენის პროექტირება იწყება – ტენდერი 300 ათასი ლარით
შუახევი [ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის [ზანკების დასახლება] მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სამშენებლო დოკუმენტის პროექტს შეისყიდის. პროექტის შედგენაზე ტენდერი გამოცხადებულია, სატენდერო თანხა კი 300 ათასი ლარია. შუახევისა და ხულოს დასახლებული პუნქტების გაზმომარაგების მიზნით, ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობისათვის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი უნდა შედგეს პოტენციურ აბონენტთა რაოდენობისა და ბუნებრივი აირის საპროგნოზო მოხმარების გათვალისწინებით, …
Continue reading “შუახევი-ხულოს გაზსადენის პროექტირება იწყება – ტენდერი 300 ათასი ლარით”
ბინები პლაჟზე, რეკრეაციულ ზონაში – რამდენად კანონიერია ერმაკოვის მიერ გაცემული ნებართვა
კომპანია „რეკან გრუპ ჯორჯია“, რომელიც ახალი ბულვარის ბოლოში კომპლექს Batumi View-ს, ოთხ მრავალსართულიან კორპუსს აშენებს, შენობების მოცულობის გაზრდაზე ნებართვას ითხოვს. ეს კომპლექსი ზედ პლაჟზე, ველობილიკის გასწვრივ შენდება და მთლიანად კეტავს ზღვისპირა სივრცეს ახალი ბულვარიდან აეროპორტის მიმართულებით. თუ გავითვალისწინებთ ნაპირსამაგრ სამუშაოებს, გამორიცხული არ არის, ახალი ბულვარისა და მისი გაგრძელების დამაკავშირებელი ზღვის პირას აქ მხოლოდ ველობილიკი დარჩეს. ვინ …
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი 443 ათასი ლარის მუსიკალურ ინსტრუმენტებს ყიდულობს
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ელექტრონული ტენდერით მუსიკალურ ინსტრუმენტებს შეისყიდის, რისთვისაც 443 305 ლარი აქვს გათვალისწინებული. უნივერსიტეტი 8 როიალს, 4 ფორტეპიანოს და კიდევ 11 სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტს შეიძენს. ტენდერში გამარჯვებულმა ინსტრუმენტები უნივერსიტეტს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მიაწოდოს, სასწავლებლის ახალ კორპუსში, ბათუმში, ზურაბ გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში. მან საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მუსიკალური ინსტრუმენტების დანიშნულების …
Continue reading “ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი 443 ათასი ლარის მუსიკალურ ინსტრუმენტებს ყიდულობს”
სახალვაშოში საპიკნიკე და ფრინველებზე დაკვირვების ადგილები მოეწყობა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოში საპიკნიკე ადგილისა და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სადგურის სამშენებლო სამუშაოებზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 198 165 ლარია. მშენებლობა 2018 წლის 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, თუმცა, სატენდერო პირობების მიხედვით მიმწოდებელმა სამშენებლო სამუშაოები ობიექტზე არ უნდა აწარმოოს 2018 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 15 ოქტომბრამდე, ვინაიდან „ამ პერიოდისთვის მოცემულ …
Continue reading “სახალვაშოში საპიკნიკე და ფრინველებზე დაკვირვების ადგილები მოეწყობა”
ნახევარი მილიონი ლარი დანდალოსა და ზამლეთში საპიკნიკე ადგილების მოსაწყობად
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში საპიკნიკე ადგილების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 531 ათას 400 ლარია. საპიკნიკე ადგილები დანდალოს თაღოვან ხიდთან [საპარკინგე ზონის გარეშე] და ზამლეთში, ნენიის ხიდთან მოეწყობა. საპიკნიკე ადგილების მოწყობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხ თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერში კი წინადადებების მიღება 2018 წლის 24 …
Continue reading “ნახევარი მილიონი ლარი დანდალოსა და ზამლეთში საპიკნიკე ადგილების მოსაწყობად”
116,80 მეტრი სიმაღლის შენობა ქობულეთის ფიჭვნარში – აზერბაიჯანული ინვესტიცია
ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვასთან ახლოს, ცენტრალური პარკის გაგრძელებაზე, „კრისტალ ბილდინგი“ 116,80 მეტრი სიმაღლის შენობის აშენებას გეგმავს. ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, მისი აშენების შემდეგ ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა საკურორტო ქალაქში. ნებართვა მშენებლობაზე უკვე გაცემულია. „კრისტალ ბილდინგმა“ ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე ყოფილ სანატორიუმ „ქობულეთის“ ტერიტორია, მიმდებარე ტერიტორიისა და ძველი შენობების ჩათვლით [სამი საკადასტრო ერთეული], ჯამში 71 523 …
Continue reading “116,80 მეტრი სიმაღლის შენობა ქობულეთის ფიჭვნარში – აზერბაიჯანული ინვესტიცია”
მახინჯაურში მრავალწლოვან ხეებს ჩეხავს კომპანია, რომელსაც მთავრობამ 1 მილიონი აპატია [ვიდეო]
მახინჯაურში, ზღვის პირას, ყოფილი პანსიონატ „მზიურის“ ტერიტორიაზე მრავალწლოვან ხეებს ჩეხავენ. ხეები ამ ტერიტორიაზე მაშინაც გაჩეხეს, როცა მომიჯნავე ნაკვეთიდან ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის რამდენიმე ხე გადაიტანეს. ეს ტერიტორია შპს „სტატოტელის“ საკუთრებაშია, რომელსაც ეს და ასევე ყოფილი სანატორიუმ „მახინჯაურის“ ტერიტორიები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, პირდაპირი წესით და ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2016 წელს 3 მილიონ 900 ათას ლარად გადასცა. ამ ინვესტორმა …
ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდი: „გონიოს პოლიგონის“ ტერიტორიაზე პროექტები არ გვაქვს
გონიოს განვითარების კონცეფცია საქართველოს მთავრობამ სამი წლის წინ კერძო კომპანიას მოამზადებინა, თუმცა ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე ინვესტიციის მოზიდვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით დღემდე არაფერი გაკეთებულა. ტერიტორია, რომელიც 2 მილიონ 800 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და ის ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია. არსებული კონცეფციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციის მიუხედავად, რომ ყოფილი …
სამინისტრო გონიო-კვარიათის მთიანი ზონის საკურორტო ადგილების დეტალურ დაგეგმარებას იწყებს
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გონიო-კვარიათის მთიანი ზონის დაგეგმარებაზე მუშაობს, რისთვისაც, აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტში, 120 ათასი ლარია გამოყოფილი. ეს თანხა უშუალოდ დაგეგმარების დოკუმენტის შექმნას უნდა მოხმარდეს. საბოლოოდ, გონიო-კვარიათი-სარფის მთიანი ზონის დაგეგმარების დოკუმენტით უნდა განისაზღვროს საინვესტიციო ნაკვეთები, კ2 კოეფიციენტი და ა.შ. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს დოკუმენტი აღნიშნული მთიანი ზოლის შემდგომი განაშენიანების ხელშემწყობი იქნება. სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი …