„ერდოღანი არჩევნებზე შესაძლოა ცარიელზე დატოვონ“ – ინტერვიუ თურქოლოგთან

მიწისძვრა და ეკონომიური კრიზისი – ორ ფაქტორს ასახელებს თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე, რომლის გამოც შესაძლოა ერდოღანმა 14 მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები წააგოს. თურქოლოგი გვესაუბრება, როგორ გამოჩნდა ის, რომ თურქეთი იგივე პრობლემების წინაშეა, რაც იყო 24 წლის წინ – იზმითის მიწისძვრის დროს. მაშინ მიწისძვრა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც ერდოღანი ხელისუფლებაში მოვიდა. „ქილიჩდაროღლუსთვის მთავარი ფაქტორია …

ვინ არ ურთავს გაზს და წყალს ქობულეთის სოფლებს – რა ჩანს დოკუმენტებში

ორი სხვადასხვა საჯარო უწყებიდან „ბათუმელებმა“ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიიღო ქობულეთის 9 სოფელზე, სადაც 2021 წელს, წინასაარჩევნო გაზის სისტემა მოაწყვეს, თუმცა გაზი ამ დრომდე არ არის. განმარტების ნაცვლად, რეალურად რა აფერხებს პროცესს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია და სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტო ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს. თუმცა გაზი არაა ერთადერთი კომუნალური სისტემა და არც ქობულეთის სოფლები, როცა ხელისუფლება ბიუჯეტის …

2017 წლის არჩევნების შემდეგ დაწერილი სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო ხვალ იწყებს

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მომზადებული სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 2022 წლის 2 ნოემბერს დაიწყებს. მოსარჩელეები პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც 2018 წლის მაისში მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს და ის სამართლებრივი რეგულირება გააპროტესტეს, რომელიც არჩევნებზე დამკვირვებლების უფლებამოსილებას განსაზღვრავს – წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებზე ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა ამომრჩეველთა ნების კონტროლი, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების, ან …

ბათუმში 1 პირი დააკავეს – ფიზიკური დაპირისპირება საარჩევნო უბანზე

ბათუმის 49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველსა და კომისიის წევრს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ერთ-ერთი დამკვირვებლის განცხადებით, უბანზე შევიდა ამომრჩეველი, რომელმაც ხმის მიცემის შემდეგ გინება დაუწყო უბანზე მყოფ პირებს. „უბანზე შემოვიდა საკმაოდ აგრესიული ამომრჩეველი, ყველას შეურაცხყოფას აყენებდა, ვინც „ოცნებას“ არ აძლევდა ხმას. მივმართე თავმჯდომარეს, რომ აღმოეფხვრა ეს ინციდენტი, ამის შემდეგ მან მომაყენა შეურაცხყოფა, შემეხო ფიზიკურადაც. …

პირველი არჩევნები შავი და თეთრი კენჭებით ბათუმში – ვის ჰქონდა ხმის მიცემის უფლება 

„კანდიდატების წინ დგამდნენ ყუთებს, ყუთებთან კანდიდატები იდგნენ და ხალხი ყუთში აგდებდა თეთრ ან შავ ქვას, ასე ტარდებოდა არჩევნები,“ – გვიყვება ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე. ის ავტორია წიგნისა „არჩევნების ისტორია აჭარაში“, რომელიც უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია უსკო-ში დღეს, პირველ ივლისს, გაიმართება. ირაკლი ირემაძე „ბათუმელებს“ მოუყვა, როგორ ჩატარდა პირველი არჩევნები ბათუმში და რას აჩვენებს არჩევნების ისტორია. …

არჩევნები ისევ თამარ ჟვანიამ უნდა ჩაატაროს? – სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოზიციები

„თამარ ჟვანიაც უნდა წავიდეს, მაგრამ მხოლოდ მისი წასვლა არაა საკმარისი,“ – მიიჩნევს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე. მას და სადამკვირვებლო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებს ვკითხეთ: საჭიროა თუ არა ცესკოს თავმჯდომარემ დატოვოს პოსტი იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენის შანსი გაჩნდეს? მესამე სექტორში ამ კუთხით ოპტიმისტური განწყობაა. მიიჩნევენ, რომ ცესკოს შემადგენლობა რომც არ შეიცვალოს, თუკი …

ხვალ უმაღლეს საბჭოში კენჭს უყრიან ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებას

13 აპრილს აჭარის უმაღლესი საბჭო ოპოზიციის დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას კენჭს უყრის. დეპუტატები სხდომაზე ხვალ, 12 საათზე შეიკრიბებიან. საუბარია 6 დეპუტატზე, რომლებიც უმაღლეს საბჭოში „გაერთიანებული ოპოზიციის“ პროპორციული სიით მოხვდნენ, თუმცა მათ დეპუტატობაზე უარი თქვეს, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა. 2020 წლის 21 დეკემბერს, არჩევნების შემდეგ,  ექვსმა დეპუტატმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით უმაღლეს საბჭოს მიმართა. უფლებამოსილების შეწყვეტა …

ბათუმის თავისუფლების კვარტალი თბილისში გადადის

ბათუმში თავისუფლების კვარტალი აღარ იქნება. საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. „მეოთხე თვეა, რაც ბათუმში არსებობს ეს კვარტალი… შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბათუმის თავისუფლების კვარტალი გადაინაცვლებს დედაქალაქში თავისი ინფრასტრუქტურით და ხალხით,“ – აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ. „ეს ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს, ვინც ამ 120 დღის განმავლობაში აქ მოდიოდა, …

„შესაძლებელია პარლამენტმა მთავრობა არ დაამტკიცოს“ – სულხან სალაძე

„პარლამენტმა ახალი მთავრობა 2 კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს“, – განმარტავს იურისტი, საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი სულხან სალაძე, თუმცა ის არ გამორიცხავს იმას, რომ პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას და პრემიერს მხარი არ დაუჭიროს. „ეს იქნება კარგი საშუალება ხელისუფლებისთვის, რომ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, როცა ამბობ, მთავრობას ვერ ვაკომპლექტებო, ვიდრე იმის თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა… შესაბამისად, ეს მოლოდინი არსებობს,“ …

გიორგი გახარია: სისტემური ჩაკეტვა არ იქნება

„სისტემური ლოქდაუნი არ იქნება,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 30 ოქტომბერს, ბრიფინგზე. ის გამოეხმაურა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების შემდეგ ქვეყანას ჩაკეტავს და ამით პროტესტის გამოხატვას შეზღუდვას. პრემიერის თქმით, შესაძლოა კონკრეტული მიმართულებებით „წერტილოვანი ლოქდაუნი“ გვქონდეს, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით ჩაკეტვა არ გამოცხადდება. „ნებისმიერ ჩვენს გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში აქვს ფასი იმ შემთხვევაში, თუ …

ქობულეთში „ოცნების“ მხადამჭერმა დირექტორმა „ლელოს“ აქტივისტები ბაზარში არ შეუშვა

„საჯარო ტერიტორიაზე არ შეგვიშვეს და ცარიელი ყუთები დაგვიშინეს…“ – ამბობს „ლელოს“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა ცივაძე. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ქობულეთის აგრარულ ბაზართან დღეს, 12 ოქტომბერს, რამდენიმე წუთი გაგრძელდა. პაატა ცივაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ „ლელოს“ კომუნიკატორები ბაზრის ტერიტორიიდან ადმინისტრაციამ გამოაძევა. „მათ ბაზრის დირექტორმა უთხრა, რომ ბაზარში ყველა „ოცნებას“ აძლევს ხმას… ბაზრის დირექტორმა …

„ძალა ერთობაშიას“ აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები

ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივაა გაერთიანებული, 23 სექტემბერს დაასახელა აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. ესენი არიან: გიორგი კირთაძე – ბათუმი  გია აბულაძე – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო ელგუჯა ბაგრატიონი – ქობულეთი ამავე თემაზე:  ვარშალომიძე, თედორაძე, ბოლქვაძე – „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში

უსკოს 3 ახალი წევრი აირჩიეს

უმაღლესმა საბჭომ უსკოს სამი ახალი წევრი შეარჩია: ირაკლი გვარჯალაძე [13 ხმა], მარიამ გუგუნავა [15 ხმა] და ნოდარ მელაძე [14 ხმა]. გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა დღეს, 24 ივლისს მიიღეს. დღევანდელ სხდომას  უსკოს წევრობის კანდიდატები არ დასწრებიან. დეპუტატებმა კანდიდატებს გუშინ, 23 ივლისს, მოუსმინეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს სწორედ უმაღლესი საარჩევნო კომისია  ატარებს. აქ სამი ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, …

აჭარაში 6-ის ნაცვლად 3 მაჟორიტარული ოლქი იქნება

აჭარაში 6-ის ნაცვლად 3 მაჟორიტარული ოლქი იქნება. ამის შესახებ დღეს, 10 მარტს, პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, უკვე არსებობს წინასწარი მონახაზი, რომლის მიხედვითაც, აჭარის მსგავსად სამეგრელო, კახეთი და ქვემო ქართლი 3-3 ოლქად დაიყოფა, შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი – 2-2 ოლქად, თითო მაჟორიტარული ოლქი ექნება გურიას, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთს. იმერეთში 4 მაჟორიტარული …

ხათუნა სამნიძე: ივანიშვილმა აშშ-ის ელჩს ფაქტობრივად მიღება ჩაუშალა 

ასლან აბაშიძის მიერ ჩოლოქში ხიდების აფეთქებას ახსენებს გიგი უგულავას ციხეში შებრუნება ბათუმელ ხათუნა სამნიძეს. „რესპუბლიკელების“ ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილის მსგავსი ლიდერების პოლიტიკური ნაბიჯები კრიტიკულ სიტუაციებში იდენტურია. „ივანიშვილი ახლა კედელთანაა,“ – წერდა დღეს ფეისბუქში ხათუნა სამნიძე. გაგრძელდება თუ არა ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება [რამდენიმეს წინააღმდეგ გამოძიება უკვე მიმდინარეობს] და რა შეიძლება მოიგოს ამით ხელისუფლებამ? – „ბათუმელებმა“ ხათუნა …

აბაშიძის დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომელი უსკო-ს დამოუკიდებელ წევრად აირჩიეს

უმაღლესი საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელ წევრად უმაღლესმა საბჭომ დღეს, 6 თებერვალს, ტარიელ გოგიტიძე აირჩია. იგი ასლან აბაშიძის სამთავრობო დაცვის სპეცსამსახურში მუშაობდა 1994 წლიდან 2004 წლამდე, ვიდრე ასლან აბაშიძეს ქვეყნის დატოვება მოუხდებოდა. 2018 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ტარიელ გოგიტიძე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა ბათუმის საარჩევნო ოლქში. ტარიელ გოგიტიძის მიერ უმაღლეს საბჭოში წარდგენილი CV-ის მიხედვით, იგი 2004 წლიდან 2014 …

სახალხო დამცველი: „კონტრაქციები გამოსავალი არ არის“

„კონტრაქციები გამოსავალი არ არის. ეს უფრო ამძაფრებს და აღვივებს პროცესს. გამოსავალი არის მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯები,“ – განაცხადა დღეს, 5 დეკემბერს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბათუმში. იგი დღეს „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტებსა და დირექტორს შეხვდა. ნინო ლომჯარიამ აღნიშნა ისიც, რომ გამოხატვის უფლებით ყველა სარგებლობს, თუმცა ქვეყნის პოლიტიკური ისტორია აჩვენებს, რომ კონტრაქციები ხშირად ფიზიკური დაპირისპირებით სრულდება. „ჩემთვის მიუღებელია …

შეცვლის საარჩევნო სისტემას უმაღლესი საბჭო? – კანონპროექტი მზადაა

მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით ჩააგდო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კანონპროექტი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მომზადებული მსგავსი კანონპროექტი შესაძლოა თაროზე შემოდონ. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილება მომზადებულია, საჯარო განხილვები ჩატარებული, მეტიც, უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტს განხილული აქვს და  მხარდაჭერილი, უცნობია როდის უყრიან კენჭს ან უყრიან თუ არა საერთოდ. როდის …

„ყველას მისი აზრი აქვს“ – რატომ არ უჭერს მხარს ანზორ ბოლქვაძე მაჟორიტარობის გაუქმებას 

„მე თავიდანვე არ მომიწერია ხელი კანონპროექტზე… საბოლოოდ არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ალბათ მხარს არ დავუჭერ,“ – გვითხრა ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ. ის ერთ-ერთია მაჟორიტარ დეპუტატებს შორის, რომელიც „მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის“ გაუქმებას არ უჭერს მხარს.  ანზორ ბოლქვაძე სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. ის სამივეჯერ როგორც მაჟორიტარი, ისე გახდა დეპუტატი. პროპორციულ სისტემაზე …

უნდა შეიზღუდოს Facebook აგიტაცია წინასაარჩევნოდ? – დისკუსია ბათუმში

საარჩევნო ბარიერი და საარჩევნო ბლოკების აკრძალვა – საარჩევნო რეფორმის ფარგლებში ამ საკითხებზე განსხვავებული ხედვა აქვს “სამართლიან არჩევნებს”. ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში არჩევნებს აკვირდება, მიიჩნევს, რომ ე.წ. “ბუნებრივი ბარიერი” მიუღებელია და, ასევე, კოალიციების აკრძალვა დააზარალებს პოლიტიკურ პროცესს. ამ თემაზე დღეს, 20 სექტემბერს, ბათუმის დემოკრატიის სკოლაში დისკუსია გაიმართა. „ბუნებრივი ბარიერი შექმნის პოლიტიკური სტაბილურობის პრობლემას. შესაძლებელია, პარლამენტში მოხვდნენ …

8 პარტია აჭარაში პროპორციული არჩევნებისთვის აჭარის კონსტიტუციის შეცვლას ითხოვს

„აჭარის კონსტიტუციის“ შეცვლის მოთხოვნით დღეს, 4 ივლისს, 8 პოლიტიკურმა ძალამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა. ისინი დროულად კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ იმისთვის, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წელს პროპორციული წესით ჩატარდეს. „არსებული კონსტიტუციით აჭარაში პროპორციული სისტემით არჩევნები ვერ ჩატარდება… ჩვენ ვითხოვთ დროულად შეიცვალოს „აჭარის კონსტიტუცია“ და კონსტიტუციური კანონი“, – ამბობს გია მასალკინი, „შენების მოძრაობის“ ლიდერი …

 რამდენი ხმა იქნება საჭირო უმაღლეს საბჭოში ერთი მანდატის მოსაპოვებლად – 0%-იანი ბარიერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციულ არჩევნებში, ნულოვანი ბარიერის პირობებში, პოლიტიკურ პარტიას ერთი მანდატის [ადგილის] მოსაპოვებლად მინიმუმ 14 817 ხმა დასჭირდება, რაც საერთო ხმების 4,76 პროცენტია. ეს იმ შემთხვევაში, თუ აჭარის საარჩევნო ოლქებში ხმას მისცემს ყველა ის ამომრჩეველი, ვინც სიაშია რეგისტრირებული. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კი, აჭარის ექვსივე საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 311 149 იყო. მაგალითისთვის, …

პრემიერი: ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი ხარვეზები გვაქვს მართვაში

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 17 მაისს, ბათუმში ყოფნისას განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. „არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ ყველგან, სადაც ტარდება არჩევნები, ჩატარდება უმაღლესი სტანდარტით, მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მას სჩვევია, ცდილობს თავისი აგრესიით, თავისი რიტორიკით შეიტანოს დაძაბულობა საზოგადოებაში, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ“, – განაცხადა პრემიერმა. ჟურნალისტებმა ჰკითხეს პრემიერს საქართველოს ეკონომიკის …

გია ვოლსკი ხულოში: შესანიშნავი დეპუტაცია ჰყავს აჭარას პარლამენტში

„შესანიშნავი დეპუტაცია ჰყავს აჭარას,“ – აღნიშნა დღეს, 10 აპრილს, ხულოს ცენტრში გამართულ შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა, გია ვოლსკიმ. ხულოს შუალედურ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძე წარადგინა. ვახტანგ ბერიძე მერის მოვალეობას გასული წლის ოქტომბრიდან ასრულებს. „…შესანიშნავი დეპუტაცია ჰყავს აჭარას, განსაკუთრებით ხულოს, საქართველოს პარლამენტში. ყველა, ვინც თქვენს თვალწინ გამოვა, ასევე იქნება მათი თანამდგომი, ყველა საკითხში დამხმარე …

ენმ-ს ხულოს მერობის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე იქნება

ხულოს მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ჯორბენაძე იქნება. პარტიის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მას ხულოს თეატრში ხვალ, 6 აპრილს, დღის ორის ნახევარზე წარადგენს. ირაკლი ჯორბენაძე 2014 წლიდან ხულოს საკრებულოს წევრია. „თავდაპირველად ვიყავი მაჟორიტარი კანდიდატი, შემდეგ – პარტიული სიის პირველი ნომერი. ჩემი მთავარი გზავნილია შეჩერებული და შენელებული პროექტების ამუშავება. ამაზე დეტალურად ხვალინდელ შეხვედრაზე ვისაუბრებთ,“ – გვითხრა ირაკლი …

ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 47.3-მა პროცენტმა – 17 საათის მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 47.31%-ია, რაც რაოდენობრივად 1 662 453 ამომრჩეველია. აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათის მონაცემებით ასე გამოიყურება: ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 47.3-მა პროცენტმა [68 101 ამომრჩეველი] ქედაში – 58 %[9 100 ამომრჩეველი] ქობულეთში –  49.8 % [33 870 ამომრჩეველი] შუახევში –  52.2 % [7 912 ამომრჩეველი] ხელვაჩაურში – 49.5% …

საერთაშორისო გამჭვირვალობა: არსებობს ეჭვი ამომრჩევლის მოსყიდვაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ ბათუმში, რამდენიმე უბანზე, ამომრჩევლის სავარაუდოდ მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა. „ბ​ათუმში 90-ე და მე-11 საარჩევნო უბნებთან გვაქვს შემთხვევები, როდესაც უბნის სიახლოვეს დგას მანქანები. ამ ადამიანების ქცევაც საეჭვოა, მაგრამ დამატებით ეჭვი რამაც გაგვიჩინა ის არის, რომ ამ მანქანებში შედიან ახალმოსული მოქალაქეები, რამდენიმე წუთის შემდეგ გამოდიან და მიდიან უბანზე. ამ მანქანებში …

როდის უნდა დანიშნოს ცესკომ არჩევნების მეორე ტური

როდის გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ამ დრომდე უცნობია. მეორე ტურის თარიღს, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] ნიშნავს. „ცესკომ 17 ნოემბრამდე უნდა შეაჯამოს პირველი ტურის შედეგები. შეჯამებიდან ორ დღეში კი, ცესკომ უნდა გამოსცეს განკარგულება მეორე ტურის თარიღის შესახებ“, – განმარტავს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის უფროსი. ცესკომ მეორე ტური არჩევნების პირველი …

„მე მაგი ბოროტება არასდროს მქონია“ – ანზორ ბოლქვაძე ხულოს მერის გადადგომასა და არჩევნებზე

„ჩემი სურვილით გავხდი ხულოს შტაბის უფროსი,“ – გვითხრა პარლამენტის წევრმა, ანზორ ბოლქვაძემ. იგი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს მას შემდეგ ხელმძღვანელობს, რაც გაურკვეველ ვითარებაში ხულოს არჩეული მერი და მისი მოადგილე სამსახურიდან წავიდნენ. გოჩა მელაძე მერობის პარალელურად საარჩევნო შტაბსაც ხელმძღვანელობდა. ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარ დეპუტატს, ანზორ ბოლქვაძეს ვკითხეთ, თავად გაუჩნდა შტაბის ხელმძღვანელობის სურვილი, თუ შესთავაზეს. „სულ …

„საბავშვო ბაღების დირექტორები „ოცნებისთვის“ სიებს აგროვებენ“ – ფარული ჩანაწერები ბათუმში

„სამ საათზე მოვიტან მხარდამჭერების სიებს… ნაციონალი არა, არ გვყავს,“ – ეს ერთ-ერთ ფარულ ჩანაწერში ისმის, რომელიც დღეს, 24 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა. პარტიის წარმომადგენელი ბათუმში სამი საბავშვო ბაღის დირექტორს ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ შტაბიდან ურეკავდა. ბაღის დირექტორები ნანული ერემაშვილი, როენა ბოლქვაძე და ფატი შარაშიძე ჩანაწერში მხარდამჭერების სიების დროულად წარმოდგენის პირობას დებენ. „შტაბი …

რამდენი კოორდინატორი მუშაობს სალომე ზურაბიშვილისთვის და სხვა კანდიდატებისთვის

„კოორდინატორი არ გვყავს,“ – ეს პასუხი რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო შტაბიდან მივიღეთ. შტაბებში ამბობენ, რომ მცირე ფინანსური რესურსის პირობებში არ ჰყავთ კოორდინატორები, რომლებიც დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით ამომრჩეველთან კარდაკარ იმუშავებენ და ამაში ხელფასს მიიღებენ. ბოლო წლებში პოლიტიკურ ექსპერტებს ხშირად აღნიშნავენ კოორდინატორების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. იყო შეფასებებიც, რომ არჩევნები კოორდინატორებმა და მათმა აქტიურობამ მოიგო. გვინახავს ფოტო და ვიდეომასალაც …

რა ხდება არჩეული მერის გადადგომის შემთხვევაში

ხულოს არჩეული მერი გადადგა – ხელისუფლება ინფორმაციას ოფიციალურად არ ასაჯაროებს. ხულოს არჩეული მერი გადადგა – ხელისუფლება ინფორმაციას არ ასაჯაროებს რა ხდება, როცა არჩეული მერი თანამდებობიდან მიდის? კანონის მიხედვით, არჩეული მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩევნები ტარდება მისი დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა, ცესკო განკარგულებით ადგენს …

„ჩემმა დამ ისე შეიტანა განაცხადი, ჩემთვის არც უკითხავს“ – ბათუმის ოლქის თავმჯდომარე 

„მოხარული ვარ. ზუსტად ისეთი, როგორებიც არიან ირაკლი და ჩემი და, პატიოსნები, პასუხისმგებლიანები, კომპეტენტურები, ნამდვილად უნდა იყვნენ ასეთი ადამიანები არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში, არამედ სხვაგანაც,“ – ასე აფასებს ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე – ციალა შავაძე თავისი დის საარჩევნო ადმინისტრაციის წევრად არჩევას. ციალა შავაძის და – მზიური შავაძე ცესკომ ქედის საოლქო კომისიის წევრად აირჩია. ირაკლი გვარჯალაძე კი …

საკრებულოს გადაწყვეტილება საარჩევნო-სააგიტაციო საკითხებთან დაკავშირებით

ბათუმის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განთავსებისა და საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტების მიერ ღონისძიებების გამართვის ადგილი განსაზღვრა. საარჩევნო მასალების გავრცელება (გამოფენა), მათ შორის საარჩევნო პლაკატების გაკვრა მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობით დასაშვებია ქ. ბათუმის მთელს ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე (შენობათა ფასადებზე და სხვა), გარდა იმ შენობა-ნაგებობების …

ვის აწყობს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის გაუქმება

ხომ არ უქმდება უმაღლესი საარჩევნო კომისია, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ატარებს? – ეს კითხვა მას შემდეგ დაისვა, როცა აჭარის კონსტიტუციის პროექტში, მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით, განსაკუთრებული გამგებლობის საკითხების ჩამონათვალიდან გაქრა ტექსტი: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარება“. სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ თუ ამ ვარიანტს საბოლოოდ დაამტკიცებს უმაღლესი საბჭო, უმაღლესი საარჩევნო კომისიის …

ენმ: ზეწოლის გამო 18-მა წევრმა საარჩევნო კომისიიდან წასვლაზე განცხადება დაწერა

„ნაციონალური მოძრაობის“  სიის პირველი ნომერი,  ბათუმის საკრებულოს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, მირდატ ქამადაძე, დღეს, 9 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ მმართველი პარტია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლას ახდენს, რის გამოც სხვადასხვა უბნებზე 18-მა კომისიის წევრმა, კომისიიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ქამადაძის თქმით, 18-ივე კომისიის წევრი წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის, ან ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს. „კომისიის წევრებს მმართველი …

Exit mobile version