სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით 2016 წლის 20 იანვრიდან დაიწყო და 2 თებერვლამდე გაგრძელდება. 2016 წლის 10 თებერვლიდან კი გამოცდები დაიწყება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დამატებით ინფორმაციას გაეცნონ ვებგვერდებზე: www.cesko.ge და www.electionreforms.ge
Tag Archives: არჩევნები
დავით ბაციკაძე: „ნაციონალური მოძრაობა” სერიოზული პრობლემების შექმნას აპირებს“
საარჩევნო ადმინისტრაციაში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელმა დავით ბაციკაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებით ტურზე საარჩევნო უბნებზე პრობლემების შექმნას აპირებს.
ქობულეთის გამგებლობის კანდიდატი კონკურენტს დებატებში იწვევს
ქობულეთში გამგებლის პოსტის დასაკავებლად ორი კანდიდატი მეორე ტურში იბრძოლებს. „ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატი რეზო ხარაზი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ მას საარჩევნო კამპანიის წარმოება კონკურენტთან არათანაბარ პირობებში უწევს. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი სულხან ევგენიძე, ადმინისტრაციულ რესურსით სარგებლობის გარდა, ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მხარდაჭერითაც სარგებლობს
დაუზუსტებელი სიები-არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე
ცესკოს პირველი მაისის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 472 772 მოქალაქეა რეგისტრირებული. ცესკოში აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა ზუსტი სიის შესახებ ინფორმაცია არჩევნებამდე დაიდება. დეტალებთან დაკავშირებით „ბათუმელები“ ცესკოს პრესსპიკერს ეკა აზარაშვილს ესაუბრა.
ლეიბორისტული პარტიის კანდიდატები თვითმმართველობის არჩევნებზე
<!** Image 1 align="" width="400" height="400" >
ხვალ 6 მაისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ლეიბორისტული პარტია“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს ოფიციალურად წარადგენს.
ლეობორისტული პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნუგზარ ჩხაიძე იქნება. ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი იქნება პარტიის ხელმძღვანელი აჭარაში, დავით რობაქიძე.
სხვა კანდიდატები: ბაინაზიშვილი რევაზ, რეჟისორი, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, უპარტიო. ჯაფარიძე დავით ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, უპარტიო. ძნელაძე ნაიმე რეჟისორი, დრ/უმუშევარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი. კურცხალიძე ზვიად ინჟინერი, დრ/უმუშევარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი.
გასპარიანი ვლადიმერ ტექნიკური, დრ/უმუშევარი, ლეიბორისტული პარტიის წევრო. ჩხიკვაძე ირმა ბუღალტერი, დრ/უმუშევარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი. ტრაპაიძე გოჩა დრ/უმუშევარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი. რობაქიძე მარინა ლეიბორისტული პარტია. მიქელაძე ნუგზარ არქიტექტორი, დრ/უმუშევარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი.
დავითაძე ნანა აგრონომი, დიასახლისი. ბათუმი მწვანე კონცხის დასახლება. ცინცაძე ნანი ტექნოლოგი, დრ/უმუშევარი. კობალაძე ილია დრ/უმუშევარი, დუმბაძე მურმან დრ/უმუშევარი, ცეცხლაძე უშანგი დრ/უმუშევარი, შუშანიძე რომან , ფარტენაძე გურგენ დრ/უმუშევარი,
რიჟვაძე როსტომ აგრანომი, დრ/უმუშევარი, კიღუაშვილი მანონი პედაგოგი, დრ/უმუშევარი, ძნელაძე მერაბ ინჟინერი, დრ/უმუშევარი.
დარღვევები სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სტუდენტებმა ცესკოს კარი აჭედეს
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტებმა უნივერსიტეტის თვითმმართველობის საარჩევნო კომისიის კაბინეტის კარები თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, დღეს აჭედეს.
რა უჯდება აჭარის ბიუჯეტს უმაღლესი საბჭოს არჩევნები
1 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის არჩვნები ერთად ტარდება.
უმაღლეს საარჩევნო კომისიას საარჩვნოდ მილიონ 142 700 ლარი წელს მაინც გამოეყო. გასულ არჩევნებზე ეს თანხა თითქმის მილიონით მეტი იყო. არჩევნების ერთად ჩატარების ერთ-ერთ არგუმენტად უმრავლესობის მხრიდან სახელმწიფო სახსრების დაზოგვა დასახელდა.
აჭარაში ამომრჩეველთა ძველი სიები იმოქმედებს
„გაერთიანებული ოპოზიცია – ჩვენი აჭარას“ ლიდერები ტრაგედიას ვერ ხედავენ იმაში, რომ 28 მარტის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შედგენილი ამომრჩეველთა სიებით ჩატარდეს, რომლის მიხედვითაც ავტონომიაში 288 ათასი ამომრჩეველია. მათი განაცხადებით, გათვალისწინებული უნდა იყოს ის რეალობა, რომ ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე აჭარაში ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის წესს არ დაეთანხმება და ამისთვის „თბილისმა ჭიდაობა …
Continue reading “აჭარაში ამომრჩეველთა ძველი სიები იმოქმედებს”
აჭარაში ამომრჩეველთა სიებს აზუსტებენ
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბათუმელთა ოჯახებში კვლავ გამოჩნდნენ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ჯგუფები. შობა-ახალწელს მშვიდობიანად შეგებებულ-გამოვლილი ადამიანების სიმყუდროვე, აღწერის მომდევნო ეტაპის მიმდინარეობით, კიდევ ერთხელ დაარღვიეს. უნიკალურ დონეზე თითქმის აგერ-ახლა აღწერილ ადამიანებს, პირადობის მოწმობების ხელახალმა მოთხოვნამ და ფოტოგრაფირებამ ცოტა-არ იყოს ეჭვებიც გაუჩინა… „გაზეთი ბათუმელები“ ამასთან დაკავშირებით აჭარის იუსტიციის საბჭოს მდივნის როსტომ გუნთაიშვილის კომენტარს გთავაზობთ: – ხელახალი აღწერა არ …
უცხოელების დაფინანსებული არჩევნები და უხელფასოდ დარჩენილი კომისიის წევრები
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საკმაო დრო გავიდა. ეს არჩევნები მთლიანად საერთაშორისო ორგანიზაციებმა დააფინანსეს, აქედან გამომდინარე, კუთვნილი თანხები, წესით, ყველა კომისიას დროულად უნდა მიეღო, თუმცა აჭარაში არსებული ექვსი ოლქიდან თანხა (400 ათასი ლარი), შესრულებული სამუშაოსთვის, არავისთვის გადმოურიცხავთ. #48-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორი თეა დიასამიძე „გაზეთ ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ 30-35 ლარიან გასამრჯელოს დღემდე უიმედოდ ელოდება: „4 იანვარი ისეთი …
Continue reading “უცხოელების დაფინანსებული არჩევნები და უხელფასოდ დარჩენილი კომისიის წევრები”