მთავარი,სიახლეები

საერთაშორისო გამჭვირვალობა: არსებობს ეჭვი ამომრჩევლის მოსყიდვაზე

28.11.2018
საერთაშორისო გამჭვირვალობა: არსებობს ეჭვი ამომრჩევლის მოსყიდვაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ ბათუმში, რამდენიმე უბანზე, ამომრჩევლის სავარაუდოდ მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა.

„ბ​ათუმში 90-ე და მე-11 საარჩევნო უბნებთან გვაქვს შემთხვევები, როდესაც უბნის სიახლოვეს დგას მანქანები. ამ ადამიანების ქცევაც საეჭვოა, მაგრამ დამატებით ეჭვი რამაც გაგვიჩინა ის არის, რომ ამ მანქანებში შედიან ახალმოსული მოქალაქეები, რამდენიმე წუთის შემდეგ გამოდიან და მიდიან უბანზე. ამ მანქანებში ცხადად ჩანს და კადრებიც გვაქვს გადაღებული, რომ აქვთ სიები, მაგრამ ფული, როგორც ასეთი, ფიზიკურად არ გვინახავს, თუმცა ეს ყველაფერი გარკვეული ეჭვის საფუძველს გვიჩენს,” – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

იგი ამბობს, რომ არჩევნებზე ასევე პრობლემატური საკითხია ამომრჩეველთა პირადი მონაცემები: „დავწერეთ საჩივარი 51-ე უბანზე იმის გამო, რომ მოქალაქეების პირად მონაცემებს იწერს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, რომელიც დგას ნაკადის მომწესრიგებელთან. არაერთი შენიშვნისა და მითითების მიუხედავად მაინც იწერს და ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც მოქალაქეების პირადი მონაცემების უკანონოდ ჩაწერა. ეს არ არის მხოლოდ 51-ე უბნის პრობლემა, ეს ხდება სხვა უბანშიც. 90-ე უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ხმამაღლა აცხადებს მოქალაქის სახელსა და გვარს, რისი საჭიროებაც არ დგას და ეს პრაქტიკულად შეთანხმებულია, რომელიმე პარტიის დამკვირვებელთან და ესეც შეიძლება განვიხილოთ როგორც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა”- ამბობს ის.

მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ მონაცემების ჩაწერის პრაქტიკაა ბათუმის #7 უბანზეც.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008