„ზაფხული იწყება აქ“ – ამ სლოგანით გაიხსნება ხვალ, 15 ივნისს ბათუმში ზაფხულის ფესტივალი, რომელიც ერთგვარად ხსნის საზღვაო-ტურისტულ სეზონს აჭარაში. ფესტივალი შუადღეზე, 14 საათზე გაიხსნება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ღამით, გრანდიოზული ფოიევერვერკით დასრულდება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. ანბანის კოშკის მიმდებარედ, პლაჟზევე იქნება ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი.
ფესტივალზე დასწრება უფასოა.
პროგრამა ასე გამოიყურება:
14:00-17:00 Stig (DJ)
14:00-17:00 ფრანების შოუ
14:00-20:00 პლაჟის ფრენბურთი, სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობები
17:00 – 19:00 Lasha Guruli (DJ)
20:00 – 21:00 ბენდი „ლურჯი იალქანი“
20:20 – 20:25 დღის ფერადი ფოიერვერკი
21:00 – 22:00 ბენდი The Loudspeakers
22:00 – 00:00 Lizz, Sunrise / Romania (DJ)
22:00 – 22:30 ფარნების შოუ
22:40 – 23:00 ღამის ფოიერვერკი
00:00 – 03:00 Mzhavia (Kodala) DJ
„ზაფხულის ფესტივალი“ რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.
დღეს, 14 ივნისს, გარემოვაჭრეები ისევ დაბრუნდნენ წერეთლის ქუჩაზე, სადაც ისინი წლების განმავლობაში ვაჭრობდნენ. გარემოვაჭრეები, ძირითადად, მე-11 საჯარო სკოლის მიმდებარედ არიან განლაგებულნი.
გარევაჭრობა წერეთლის ქუჩაზე. ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე
როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთი გარემოვაჭრე ეუბნება, ადგილზეა პოლიციაც, თუმცა ისინი ჯერჯერობით გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დაცლას არ აიძულებენ.
მერიის გადაწყვეტილებით, გარევაჭრობა წერეთლის, ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩებზე რამდენიმე თვის წინ აიკრძალა. მერიის გადაწყვეტილებას გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქციები მოჰყვა. მერიამ წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართობი ბათუმის ავტოსადგურში გამოუყო, თუმცა მოვაჭრეები ამბობენ, რომ იქ მყიდველი არ შედის და ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
გარემოვაჭრეებმა ახალ მისამართზე გადასვლის შემდეგაც გამართეს აქციები და მერს ადგილმონაცვლეობა სთხოვეს, თუმცა მათი თქმით, მერია ამ საკითხით არ დაინტერესდა.
დღეს გარემოვაჭრეები ისევ იმ ქუჩაზე დაბრუნდნენ, საიდანაც რამდენიმე თვის წინ ისინი მერიამ იძულებით გაიყვანა.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს შეასრულებს.
ფრენა კვირაში ორჯერ, პარასკევს და კვირას, შესრულდება. ავიაკომპანიის ვებგვერდზე ბილეთები უკვე იყიდება. ბილეთების საშუალო ფასი ივნის-ივლისში 113-143 აზერბაიჯანული მანათია, დაახლოებით 182-229 ეკვივალენტი ლარში.
მერიის ცნობით, დღეს, 14 ივნისს, ბათუმში Buta Airways-ის დირექტორი ნაზიმ სამედოვი ჩამოვიდა. დახვედრის საზეიმო ცერემონიალში ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში პარვიზ ისმაილზადა მონაწილეობდნენ.
ბათუმი მეორე ქალაქია საქართველოში, სადაც ავიაკომპანია განახორციელებს ფრენებს. რეგულარული რეისები უკვე სრულდება თბილისის მიმართულებით.
ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მოძრავ მიკროავტობუსებზე, რომლებსაც კონდიცირების სისტემა გამართული არ ჰქონდათ, მგზავრთა გადაყვანის ნებართვა არ უნდა გაცემულიყო. შესაბამისი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა 2018 წლის ივლისში მიიღეს, თუმცა მიკროავტობუსების მძღოლთა უმრავლესობა მგზავრთა გადაყვანისას კონდიცირებას არ რთავს.
ბათუმის საკრებულოს წევრმა, ნატალია ძიძიგურმა, მუნიციპალურ ტრანსპორტში კონდიცირების საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დააყენა.
„ხშირად მიწევს მარშუტკით მგზავრობა და არ არის კონდიცირება,“- განაცხადა ნატალია ძიძიგურმა საკრებულოს სხდომაზე. მისი თქმით, ეს კონკურსის პირობა იყო, თუმცა არ სრულდება.
ნატალია ძიძიგურმა ასევე მოითხოვა მერიამ შეასრულოს პირობა ქუჩების მორწყვასთან დაკავშირებით. მისივე ინიციატივაა ამხანაგობების მოწვევა პრობლემების განხილვის მიზნით.
დღეს, 14 ივნისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი“ გელა დეკანაძე ბათუმის საკრებულოში მივიდა როგორც საკრებულოს ახალი წევრი. დღეს საკრებულომ მისი უფლებამოსილება ცნო.
გელა დეკანაძემ როინ ზოიძე ჩაანაცვლა, რომელმაც საკრებულოს წევრის მანდატი მაისის ბოლოს დატოვა. მან საკრებულოს დატოვების მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.
„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს საარჩევნო სიაში მეხუთე ნომრად გელა დეკანაძე იყო დაფიქსირებული, შესაბამისად, საკრებულოში ის შევიდა.
გელა დეკანაძე 2012 წელს ბათუმის ვიცე-მერი იყო, უფრო ადრე კი – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი.
_____
ფოტოზე: მირდატ ქამადაძე და გელა დეკანაძე ბათუმის საკრებულოში. ფოტო: „ბათუმელები“, ცაგო კახაბერიძე
ანზორ ხიმშიაშვილს დღეს ბოლო ზარი ჰქონდა. ის ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ანზორთან ერთად დღეს კიდევ ოთხმა ახალგაზრდამ აღნიშნა სკოლის დასრულება. ანზორი და მისი მეგობრების – X-XII-კლასელები ეგრეთ წოდებულ კლასკომპლექტში სწავლობენ.
ანზორი გვეუბნება, რომ მომავალი პროფესია უკვე არჩეულია აქვს – პროფესიულ კოლეჯში აპირებს სწავლის გაგრძელებას და უნდა კომპიუტერის სპეციალისტი გამოვიდეს. მისი თანაკლასელი რეზიკო ყურშუბაძე თავის მომავალს სცენაზე ხედავს – მსახიობობა უნდა.
ბათუმის 26-ე სკოლაში სულ 42 შშმ მოსწავლე სწავლობს. სკოლის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შშმ ბავშვების მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა, ამიტომაც ახალი სასწავლო წლიდან სამი სპეცმასწავლებლის დამატება იგეგმება.
დღეს 26-ე სკოლაში აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მივიდნენ მოსწავლეებისთვის სკოლის დასრულების მისალოცად.
ბათუმის წყლის ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყლის მიწოდება ფიროსმანისა და შარტავას ქუჩებს შეუწყდება. ფიროსმანზე წყლის მიწოდება სრულად იქნება შეზღუდული. რაც შეეხება შარტავას ქუჩას, წყალი არ მიეწოდება მოსახლეობას, რომლებიც ცხოვრობენ აღნიშნული ქუჩის N18-დან N22-ის ჩათვლით.
წყლის მიწოდება შარტავას ქუჩაზე წყალმომარაგების მილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიზღუდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ივნისის 21 საათიდან 15 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 15 – 22 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 20 – 26 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 23 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 16-17 ივნისს, საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
შუახევი-ხულოს მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობაზე აჭარის ბიუჯეტიდან 27 037 601 ლარი დაიხარჯება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი 33 797 000 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.
მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი აუქციონის გარეშე იყო გამოცხადებული, რაც დაფარული კონკურენციის წესს გულისხმობს [კომპანიები ელექტრონული ვაჭრობისას ვერ ხედავენ, თუ ვინ არის მათი კონკურენტი და რა ფასი დააფიქსირა].
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულია კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა ბათუმი-ხიჭაურის მილსადენის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერშიც 2017 წელს. ეს მილსადენი, რომლის მშენებლობისთვის 25 768 251 ლარი დაიხარჯა, უკვე აშენებულია.
შუახევი [ხიჭაურის დასახლება]- ხულოს [გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი, ზანკები] საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობისთვის საჭირო [სახელშეკრულებო] თანხა ეტაპობრივად დაიფარება აჭარის 2019-1921 წლების ბიუჯეტებიდან.
ამ გაზსადენის მშენებლობისთვის აჭარის მიმდინარე, 2019 წლის ბიუჯეტში, 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
„ენერჯი ინვესტი 2009“-ის წილის 95 პროცენტის მფლობელი შპს „ბათუმის წყლის“ ყოფილი დირექტორის, თენგიზ ქოქოლაძის ოჯახის წევრი [შვილი] მერაბ ქოქოლაძეა. თენგიზ ქოქოლაძე ბათუმის წყლის გენერალურ დირექტორად 2016 წლის დეკემბერში ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა დანიშნა. თენგიზ ქოქოლაძემ ეს თანამდებობა გასული წლის სექტემბერში დატოვა. მანამდე თენგიზ ქოქოლაძე წლების განმავლობაში იყო „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორი.
კომპანიას 2019 წელს კიდევ ერთ მაღალბიუჯეტიან – 2 600 000 ლარის ღირებულების სამუშაოებზე, ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით გაუფორმა საქართველოს გაზის მომარაგების კომპანიამ.
—
ხულოში კურორტ გოდერძის გაზმომარაგების პროექტის განხორციელება 2018 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ დაავალა. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „ადიგენი-გოდერძის“ 33 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა, რომელიც დაერთებული იქნება ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული „ახალციხე-ვალე-არალის“ გაზსადენზე.
ხიჭაური-გოდერძის გაზსადენი კი ხულოს ტერიტორიაზე ადიგენი-გოდერძის გაზსადენზე დაერთდება, ხოლო ხიჭაურში, ბათუმი-ხიჭაურის უკვე აშენებულ გაზსადენზე. ამით აჭარა ბუნებრივ აირს მიიღებს როგორც ქობულეთის, ასევე გოდერძის უღელტეხილის მხრიდან.
საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის ოფიციალურად გამოცხადებასთან შემდეგ, საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ლექციების ციკლი ტარდება. ამის შესახებ პედაგოგები თვითონ წერენ ფეისბუკში და ლექციებთან დაკავშირებით კრიტიკულ პოზიციასაც აფიქსირებენ. პედაგოგები წერენ, რომ გარდა იმისა, რომ არ მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა ტიპის ლექციაზე მიჰყავდათ, მათ მოუწიათ იმის მოსმენა, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა, „ეს მაშინ, როცა ლექციას მუსლიმი პედაგოგებიც ესწრებოდნენ“.
როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს მასწავლებლებს მსგავს შემთხვევებში? – „ბათუმელებს“ თავის მოსაზრებას უზიარებს ქართული ენისა და ლიტერატურის 2019 წლის საუკეთესი მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი, სკოლა „ქორალის“ პედაგოგი ნათია ფურცელაძე. ის 2017 წელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულშიც მოხვდა.
ნათია ფურცელაძე: „უპირველეს ყოვლისა, როგორც მასწავლებლისთვის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსწავლეები აზროვნებდნენ კრიტიკულად და ჩვენ აღვზარდოთ, განვავითაროთ კრიტიკულად მოაზროვნე თაობა. მაგრამ კრიტიკულად მოაზროვნე თაობას ვერ ჩამოვაყალიბებთ, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით კრიტიკულად მოაზროვნეები.
რაც შეეხება მასწავლებლების დატრენინგებას რელიგიურ საკითხებში, ამაზე იყო აზრთა სხვადასხვაობა. ჩემი ცალსახა დამოკიდებულება არის ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის შეხვედრა იქნება, ეს იქნება პროფესიული განვითარებისთვის თუ სხვა, ყველა შემთხვევაში, საკუთარი ნებისა და სურვილის გარეშე მასწავლებლები არაფერს არ უნდა დაესწრონ.
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრისტიანია და მეც ქრისტიანი ვარ, მაგრამ ჩემი რწმენა, ჩემი დამოკიდებულება ჩემთვის უწმინდესია, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ეს არის ჩემი პირადი სამყარო. როდესაც საკლასო ოთახში სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მოსწავლეებთან შევდივარ და მინდა, რომ შევქმნა ტოლერანტული გარემო, რელიგიის თემამ, სხვისი თავისუფლება და უფლებები არ უნდა შელახოს. არ შეიძლება რელიგიის დაყვანა პოლიტიკის დონეზე, მგონია, რომ არანაირი შეხვედრა არ უნდა იყოს იდეოლოგიური და თუ იქნება რელიგიური შინაარსის, მასწავლებლებმა ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდნენ წინასწარ და თვითონ გადაწყვიტონ, დაესწრებიან თუ არა.
მე, როგორც მასწავლებელს, არავინ უნდა მიკვეთდეს, ესა თუ ის თემა, თუნდაც იდეოლოგიურ დონეზე, მივაწოდო მოსწავლეს. თუ ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს თანასწორი საზოგადოება, თანასწორი გარემო, მსგავსი მითითებები არცერთ შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს. მით უმეტეს, თუ ეს ეხება ისეთ თემას, როგორიცაა რელიგია, მსგავსი აქტივობებით თუ ღონისძიებებით სიტუაცია უფრო გაუარესდება.
ზოგადად, რელიგიური შინაარსის დატვირთვისგან სკოლა უნდა იყოს თავისუფალი, რადგან ნებისმიერი ადამიანი თვითონ ირჩევს თავის რწმენას. მე თვითონ აღმსარებელი ვარ, მაგრამ ჩემი რწმენა და რელიგიური დამოკიდებულებები არავითარ შემთხვევაში არასოდეს არცერთ მოსწავლეს არ უნდა მოვახვიო თავს და არც სხვამ უნდა მომახვიოს თავისი შეხედულებები. პირადად ჩემთვის მსგავსი აქტივობები მიუღებელია.
როცა მასწავლებლები ინფორმაციის მიწოდების გარეშე მიჰყავთ შეხვედრაზე, არ მიმაჩნია სწორად. ისიც ითქვა, რომ დაისვა შეკითხვები, მასწავლებლები დაინტერესდნენ, მაგრამ ვერ მიიღეს სათანადო პასუხები. ყველა მასწავლებელი ნებისმიერ შეხვედრაზე აუცილებლად უნდა მიდიოდეს საკუთარი ნებით. სხვანაირად, თავისუფლებას, პიროვნების პატივისცემას ვერ ვასწავლით მოსწავლეს.
ზუსტად განათლებაა იმის ბერკეტი, რომ არავინ არავის გამოსაყენებელი არ გახდეს. ცხრა წელია მასწავლებელი ვარ და არასოდეს არ მქონია იმის განცდა, რომ ოდესმე რაღაც მანქანამ გამომიყენა. განათლება, წიგნიერება მეხმარება, რომ პატივი ვცე და დავაფასო ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად მისი რელიგიური აღმსარებლობისა, შეხედულებებისა თუ შესაძლებლობებისა. შესაბამისად, ვცდილობ ეს გადავცე ჩემს მოსწავლეებსაც“.
ბათუმელი პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე ღირსების ორდენით საქართველოს პრეზიდენტმა 30 მაისს, პროკურორების დღეს დააჯილდოვა. პრეზიდენტს დასაჯილდოებელი პროკურორების კანდიდატების სია მთავარმა პროკურატურამ გადასცა. არც პროკურორს და არც პრეზიდენტს დაჯილდოების ცერემონიაზე არ უთქვამთ, კონკრეტულად რა საქმეების გამო დააჯილდოეს იმ დღეს 4 პროკურორი: ნინო აღლემაშვილი, რევაზ ბაღაშვილი, გიორგი გოგაძე და ფრიდონ ქარცივაძე. პრეზიდენტმა თქვა, რომ მათ ღირსების ორდენს აძლევს „დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“.
თუ კი დაჯილდოებული პროკურორების საქმეებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ, მაგალითად, ფრიდონ ქარცივაძე სახელმწიფო ბრალმდებელი იყო 2011 წელს „ბათუმის მაისის მოვლენების საქმეში“. მაშინ პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე ბათუმში დაკავებულ პირებს: ცოტნე ანანიძეს, ხვიჩა გამარჯობაძეს, დიმიტრი ჭეიშვილს, ანზორ სოლომონიძეს, გოჩა მუხაშავრიას, დავით ფარტენაძეს და ზაზა სიორიძეს – ტელევიზიის ხელში ჩაგდებას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. გასამართლებული პირები 2013 წელს პარლამენტმა პოლიტიკურ პატიმრებად შეაფასა და ციხიდან გაუშვა.
ყოფილი პოლიტიკურ პატიმრებიდან რამდენიმე დღეს ხელისუფლებაშია. მაგალითად, ცოტნე ანანიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობს. იგი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდა, როცა ფრიდონ ქარცივაძეს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა.
„პოლიტიკური მოტივით ადამიანების დევნა და განზრახ უდანაშაულო პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა არის ის ანტისტანდარტი, რომელიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება სამართლიანობას… ის წარმოადგენდა პროკურატურას, რომელიც იმ მომენტში პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების იარაღი იყო და ეს მხოლოდ ჩვენს შემთხვევაში არ იყო,“ – გვითხრა ცოტნე ანანიძემ.
ღირსების ორდენით პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის შესახებ ჩვენგან გაიგო კიდევ ერთმა ყოფილმა პოლიტიკურმა პატიმარმა, დიმიტრი ჭეიშვილმა. იგი ბათუმის საკრებულოს წევრია ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“.
„მიუღებელია, რა თქმა უნდა… დავუკავშირდები თანამებრძოლებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – ამბობს დიმიტრი ჭეიშვილი.
რას გააკეთებენ ყოფილი პოლიტიკური პატიმრები, თუკი პრეზიდენტი ამ საქმის შეხსენების შემდეგაც რეაგირებას არ მოახდენს? – დიმიტრი ჭეიშვილმა და ცოტნე ანანიძემ ამ კითხვაზე ერთნაირად გვიპასუხეს: „დაველოდოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას, შემდეგ ვნახოთ“.
პრეზიდენტისთვის მიმართვას, საკითხის შესწავლის შემდეგ, აპირებს ყოფილი მოსამართლე, იურისტი ირაკლი შავაძე. იგი ყოფილი პოლიტიკური პატიმრებიდან ერთ-ერთის, ანზორ სოლომონიძის ინტერესებს იცავდა სასამართლოში 2011 წელს.
„შეუძლებელია, რომ ერთის მხრივ, პარლამენტი პოლიტიკური პატიმრის სტატუსს ანიჭებდეს ადამიანს და, მეორეს მხრივ, პრეზიდენტი ღირსების ორდენს ანიჭებდეს პროკურორს, რომელიც სახელმწიფო ბრალმდებელი იყო. რა გამოდის, სადაა სახელმწიფო ხედვა?“ – კითხულობს ყოფილი მოსამართლე ირაკლი შავაძე. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პრეზიდენტს დასაჯილდოებელი პროკურორების კანდიდატები მთავარმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ მიაწოდა, რომელიც ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას აპირებს.
„დღეს მე ღირსების ორდენით ვაჯილდოვებ ოთხ პროკურორს, რათა ეს იყოს ნიშანი დაფასებისა და სტიმული თითოეული პროკურორისთვის, რომელიც ქვეყნის სამსახურში დგას. თქვენ დიდი წვლილი უნდა შეიტანოთ სამართლიანობის აღდგენაში. სასამართლო სისტემის მიმართ ნდობისთვის თქვენ მიმართ ნდობა აუცილებელია. ამდენად, თქვენს საქმიანობაში აუცილებელია პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა და რაც ყველაზე მთავარია – სინდისი…“ – ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროკურორებს დაჯილდოვების დროს.
რატომ არ გაუწია ანგარიში პარლამენტის შეფასებას პრეზიდენტმა? – ამ და სხვა კითხვებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას მივმართეთ. დაპირების მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტება არ მიგვიღია.
სამაგიეროდ, განმარტება გაგვიკეთეს პროკურატურაში. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ ფრიდონ ქარცივაძე ბოლო წლის საქმეების გამო დააჯილდოვეს. აქ თავი აარიდეს კითხვას „მაისის მოვლენებსა“ და პოლიტიკურ პატიმრებზე.
„ფრიდონ ქარცივაძის ხელმძღვანელობით 2018 – 2019 წლებში ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე 20-მდე სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. მათ შორის, აღსანიშნავია ქურდული სამყაროს და კანონიერი ქურდობის საქმეებზე 12 პირის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა. სახელმწიფო ბრალდების ეფექტური მხარდაჭერის შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სამ სისხლის სამართლის საქმეზე ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით თორმეტივე პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენები. ასევე, პოლიციელზე თავდასხმისა და მისი სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულს განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა,“ – მოგვწერეს პროკურატურის პრესცენტრიდან.
„პროკურატურის ეს განმარტება არ ცვლის მოცემულობას. ეს არის მესიჯი ქვეყნის მეთაურისგან იმაზე, თუ ვინ არის ღირსეული,“ – ამბობს იურისტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, კახა კოჟორიძე. იგი მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლების იმ მიდგომის ნაწილია, რაც უკვე ვნახეთ ლევან მურუსიძის „დაფასების“ შემთხვევაში და გამონაკლისი არც პროკურორი ფრიდონ ქარცივაძის ეს შემთხვევაა.
„ღირსების ორდენი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯილდო და ვინც იღებს მსგავსი ტიპის ჯილდოს, ცხადია, მისი წარსული საქმიანობა არ უნდა იყოს დაკავშირებული პოლიტიკურ დევნასთან. არ ვიცი, ეს რატომ გამორჩა მთავარ პროკურატურას მხედველობიდან,“ – გვითხრა უმაღლესი საბჭოს წევრმა და ყოფილმა პოლიტიკურმა პატიმარმა, ცოტნე ანანიძემ.
იურისტი კახა კოჟორიძე რისკებს ხედავს ზოგადად მართლმსაჯულების სისტემისთვის, რადგან ქვეყნის მეთაურის მიერ დაწესებულმა სტანდარტმა შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ამ სისტემაში მომუშავე ადამიანებზე:
„ეს არის მესიჯი, რომ თქვენ შეგიძლიათ ძალიან ცუდი რამეები ჩაიდინოთ, მაგრამ ერთგულები თუ იქნებით, მოგეტევებათ და შესაძლოა, ღირსების ორდენიც გადმოგცეთ. ეს ძალიან ცუდად აისახება მთლიანად ადამიანის უფლებებზე. თუ მორჩილება ასე ფასდება, მაშინ რა გარანტია არსებობს, რომ ეს ადამიანი იგივეს არ გააკეთებს, მას ხომ დაუფასდა ეს? ის ან სხვა რატომ ჩათვლის, რომ უნდა შეიცვალოს?
პარლამენტმა თქვა, რომ კონკრეტული ადამიანები იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, ანუ ამ პროკურორის მონაწილეობით მაშინ მართლმსაჯულება ემსახურებოდა არა კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლების იდეალებს, არამედ ვიღაცის პოლიტიკურ დაკვეთას. ამ დაკვეთის შემსრულებელი გამოდის ეს ადამიანი. ეს მოცემულობა მოიცავს, როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ წინააღმდეგობას. მაშინ პარლამენტმა უნდა თქვას, რომ შეცდომა დაუშვა და ეს პროკურორი იყო მართალი,“ – აღნიშნა კახა კოჟორიძემ „ბათუმელებთან“.
პროკურორების დაჯილდოვების ცერემონიაზე იმყოფებოდა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილიც.
სალომე ზურაბიშვილი აჯილდოებს ფრიდონ ქარცივაძეს. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
„პირველი, რაც თქვენ მინდა გისურვოთ, არის მაღალი საზოგადოებრივი ნდობა, რადგან შეუძლებელია რაიმე რეფორმის წარმატებაზე ვისაუბროთ, თუ ის არ არის ასახული საზოგადოების დამოკიდებულებაში ინსტიტუტების მიმართ და თუ ეს ნდობა არ არსებობს, არცერთ რეფორმას ფასი არა აქვს,“ – უთხრა თამარ ჩუგოშვილმა პროკურორებს.
რას ფიქრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი იმ პროკურორის დაჯილდოვებაზე, რომლის ერთ-ერთ საქმეზეც პარლამენტმა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა მსჯავრდებულებს? -„ბათუმელები“ თამარ ჩუგოშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან საუბრისთვის ვერ მოიცალა.
ფრიდონ ქარცივაძე ბოლო რამდენიმე თვეა ოზურგეთის რაიონულ პროკურორად მუშაობს. მანამდე იგი წლების განმავლობაში ბათუმის პროკურატურაში მუშაობდა.
„მე ყოველთვის კანონის შესაბამისად, მაღალი პროფესიონალიზმით, ღირსეულად ვახორციელებდი და ვახორციელებ ჩემთვის მონიჭებულ სამსახურებრივ უფლებამოსილებას,“ – ეს პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ მოგვწერა. მან უპასუხოდ დატოვა ჩვენი მორიგი შეკითხვა: „გამოდის, პარლამენტი შეცდა?“
ამერიკული ჯგუფის „Black Eyed Peas“ კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, აღნიშნულ რეისებზე ბილეთები სრულად გაიყიდა. „საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით, დაემატა სამგზავრო მატარებლები, რომლის ბილეთებიც ასევე მოკლე დროში გაიყიდა. „საქართველოს რკინიგზამ“ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და გაზრდილი მგზვრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, თბილისიდან სპეციალური რეისები დანიშნა, რომლებსაც გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets და Biletebi.geმობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით დღეს, 13 ივნისს, ბათუმის მერიაში 10 ელექტროავტობუსის შეძენის მიზნით გამოცხადებული საერთაშრისო ტენდერის მეორე ეტაპის სატენდერო პაკეტები გაიხსნა. მეორე ეტაპზე ფინანსური დოკუმენტაცია ორმა კომპანიამ წარადგინა.
წარმოდგენილ დოკუმენტაციას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 30 დღის განმავლობაში განიხილავს და საბოლოო გამარჯვებულს გამოავლენს.
ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შეძენის მიზნით საერთაშორისო ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მიმდინარე წლის იანვარში გამოაცხადა. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ტენდერის პირველ ეტაპზე ტექნიკური დოკუმენტაცია სამმა კომპანიამ წარმოადგინა. წარმოდგენილი წინადადებების განხილვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაქირავებულმა კონსულტანტებმა განახორციელეს. პირველი ეტაპი სამივე კომპანიამ გადალახა, თუმცა მეორე ეტაპზე დოკუმენტაცია მხოლოდ ორმა კომპანიამ წარადგინა.
ელექტროავტობუსების შეძენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი დაბალპროცენტიანი სესხითა და მოპოვებული გრანტის საშუალებით ხორციელდება. ახალი ელექტროავტობუსები ბათუმში წლის ბოლომდე უნდა გამოჩნდეს.
„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ ელექტროავტობუსების ფერის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრმა სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების პროგრამა დაიწყო. პროგრამის პირველ ეტაპზე სერტიფიცირების კურსს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან 39 სოციალური მუშაკი გაივლის. 2019 წლისთვის იგეგმება დაახლოებით 80 სოციალური მუშაკის სერტიფიცირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ცენტრის ინფორმაციით, კანონის თანახმად, სოციალური მუშაკების სერტიფიცირება „სოციალური მუშაობის შესახებ“ 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს.
სალომე ჩარკვიანი, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში დასაქმებული სოციალური მუშაკების ტრენინგები სექტემბრიდან დაიწყება.
„დანარჩენი ჯგუფები 2020 წელში გადამზადდებიან. უფასო ტრენინგები მხოლოდ იმ სოციალურ მუშაკებს ჩაუტარდებათ, რომლებიც სისტემაში არიან დასაქმებული. სხვებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ თანხა გადაიხადონ და ისე აიმაღლონ კვალიფიკაცია“.
სალომე ჩარკვიანის თქმით, სოციალური მუშაკების გადამზადება განათლების სამინისტროს ვალდებულებაა და ეს ტრენინგები იქნება აკადემიურ კურსთან გათანაბრებული. „ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი თეორიულ ცოდნასაც შეიძენენ და ამავე დროს იქნებიან ოფიციალური სოციალური მუშაკები, რადგან ახლა ეს ადამიანები სხვადასხვა პროფესიით მუშაობენ სისტემაში და პროფესიით სოციალური მუშაკები არ არიან. სერტიფიცირება მათ მისცემს შესაძლებლობას, კარიერული წინსვლით განვითარდნენ სისტემაში“, – გვეუბნება სალომე ჩარკვიანი.
ცენტრის ინფორმაციით, „ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“ ამუშავებს 14 საგნისაგან შემდგარ მოდულს. „პროგრამას წაუძღვებიან გამოცდილი სოციალური მუშაკები „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციიდან“, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან“.
„სოციალური მომსახურების სააგენტოში“ 200-მდე სოციალური მუშაკია დასაქმებული. ისინი რამდენიმე თვის წინ თავიანთ სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებდნენ. სოცმუშაკები ამბობენ, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო სოციალური სერვისების მიმართულებით ატარებს, კრიზისშია და არათუ ეხმარება, არამედ ხელს უშლის ბენეფიციარებს, საჭირო დახმარება მიიღონ.
ძირითადი პრობლემები, რასაც სოცმუშაკები ხაზს უსვამენ, სამუშაო რესურსის სიმწირე და შეუსაბამო სამუშაო პირობებია.
სოციალურ მუშაკთა გადამზადების პირველი ეტაპი 31 აგვისტოს დასრულდება.
უცხოელ ბიზნესმენებს საქართველოში მუდმივი ბინადრობის მიღება გაუძვირდათ. თუკი აქამდე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მისაღებად 300 ათასი ლარი იყო საკმარისი, ახლა ამისთვის 300 ათასი ამერიკული დოლარია საჭირო. თუკი უცხოელს საქართველოში მუდმივი ბინადრობის მიღება სურს, მან ამ ოდენობის ინვესტიცია უნდა შემოიტანოს ქვეყანაში. ცვლილება კანონში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ შევიდა და იგი 5 ივლისიდან ამოქმედდება.
„ეს საკანონმდებლო ცვლილება ნეგატიურად შეგვიძლია შევაფასოთ, რადგან შესაძლოა იგი უარყოფითად აისახოს ქვეყნის ეკონომიკაზე… არ არის დასაბუთებული, რის გამო უნდა გაზრდილიყო სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფინანსური ოდენობა საინვესტიციო ბინადრობისთვის. ბუნებრივია, გაზრდილი ოდენობის გამო, ბევრი ინვესტორი გადაიფიქრებს საქართველოში შემოსვლას,“ – მიიჩნევს „იურიდიული მრჩევლის“ იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.
კანონის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ეს ცვლილება ხარვეზს მოაწესრიგებს, თუმცა აქვე დაკონკრეტებული არ არის, რის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა.
„სახელმწიფოს აქვს გაცხადებული პოლიტიკური ნება – შემოუშვას „ყველა“, გარდა ძებნაში მყოფი კრიმინალებისა და ტერორისტებისა. ამგვარი სავიზო პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში წარმოიშვა დაურეგულირებელი იმიგრაციული პროცესები, რომელთა მოსაწესრიგებლად, უპირველეს აუცილებლობას წარმოადგენს სავიზო პოლიტიკის შეცვლა და უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრა, რომელიც განახორციელებს კონტროლს ქვეყანაში უცხოელთა ლეგალურად შემოსვლასა და ყოფნაზე.
ასევე მნიშვნელოვანია, ეფექტიანი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება, რათა მოხდეს სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მყოფ უცხოელთა მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვება,“ – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
უცხოელი, რომელიც საქართველოში 300 ათასი დოლარის ინვესტიციას შემოიტანს, საინვესტიციო ბინადრობას მიიღებს 5 წლის ვადით, რის შემდეგაც მას უვადო ბინადრობა შეუძლია მოითხოვოს. იმავე სტატუსით ისარგებლებენ მისი ოჯახის წევრებიც. ბიზნესმენს ასევე ექნება ვალდებულება, პირველი ხუთი წლის განმავლობაში ბიზნესი შეინარჩუნოს. კანონი განსაზღვრავს წლიური ბრუნვის ოდენობასაც, მაგალითად, პირველ წელს ამ ბიზნესის წლიური ბრუნვა 50 ათასი აშშ დოლარი უნდა იყოს, მეორე წელს – არანაკლებ 100 ათასი დოლარი, დანარჩენი სამი წლის განმავლობაში კი, – 120 ათასი აშშ დოლარი. თუ ბიზნესმენს ეს წლიური ბრუნვა არ ექნება, მას საინვესტიციო ბინადრობა შეუჩერდება.
საინვესტიციო ბინადრობის უფლების შესაძლებლობა 5 წლის ვადით აქვთ იმ პირებსაც, ვინც საქართველოში 300 ათასი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას შეიძენს. ის საინვესტიციო ბინადრობის უფლებას დაკარგავს, თუკი ეს საკუთრება სხვის ხელში გადავა.
კანონში შესული ცვლილებების თანახმად, გაძვირდა დროებითი ბინადრობის უფლების მიღებაც – თუკი აქამდე საქართველოში 35 ათასი დოლარის უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში მიიღებდა უცხო ქვეყნის მოქალაქე დროებით ბინადრობას, ახლა მას საქართველოში ხანგრძლივად გაჩერებისთვის 100 ათასი დოლარის ღირებულების ბინის ყიდვა მოუწევს.
იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღება კანონით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევაშია შესაძლებელი, მაგალითად, როცა კონკრეტული ადამიანის ბიზნესით არის საქართველოში დაკავებული ან სწავლობს. ბიზნესით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი, ყველაზე ხელსაყრელი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვაა.
ეს კანონი უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ეხება. საქართველოს გარკვეულ ქვეყნებთან აქვთ უვიზო მიმოსვლა, მაგრამ უვიზო რეჟიმის პირობით საქართველოში შემოსულ ადამიანს არ აქვს მეწარმეობის უფლება.
ციხისძირში, სასტუმრო „კასტელო მარეზე“ რუსეთის დროშა ფრიალებს – ინფორმაციას ამის შესახებ TV 25 ავრცელებს. TV 25-მა გაავრცელა სასტუმროს წარმომადგენლის ვიდეოკომენტარიც, სადაც ის ამბობს, რომ ეს სასტუმროს პოლიტიკაა:
„ჩვენი სასტუმროს პოლიტიკიდან გამომდინარე, თუ კი სასტუმროში 45 პროცენტზე მეტი რომელიმე ქვეყნის ან ეროვნების ადამიანი ისვენებს, მისი დროშა აუცილებელია. აქ თქვენ ნახავთ ავსტრიასაც, აჭარას, საქართველოს და „კასტელო მარეს“. ახლა კონფერენცია მიმდინარეობს, მოსკოვიდან ჩამოსულია ჯგუფი, „სოლნიჩნაია გრუზია“, ასე ჰქვია კომპანიას, რომელსაც აქვს კონფერენცია სხვადასხვა თემებზე და სწორედ მაგიტომ, ჩვენი სასტუმროს პოლიტიკიდან გამომდინარე, ვალდებული ვართ დროშა დავკიდოთ. ჯგუფი გადის ცოტა ხანში და დროშა ჩვეულებრივად ჩამოიხსნება”.
სასტუმრო „კასტელო მარე“ 2016 წლის ივნისში გაიხსნა და იგი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულისასტუმროა აჭარაში. ოფიციალურად სასტუმროს ავსტრიული კომპანია ფლობს. თუმცა, ქართული მედია უკვე წლებია წერს, რომ სასტუმროს მფლობელი მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერი, მილიარდერი სოსო ორჯონიკიძეა.
სოსო ორჯონიკიძე „კასტელო მარეს“ გახსნასაც ესწრებოდა 2016 წელს.
სოსო ორჯინიკიძე სასტუმრო „კასტელო მარეს“ გახსნაზე. ფოტო: „ბათუმელები“
განახლებული ინფორმაცია: სასტუმრო „კასტელო მარემ“ ფეისბუქით გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთის დროშა ჩამოხსნილია და „რუსეთი ოკუპანტია“.
აუდიტორული საქმიანობის 2019 წლის გეგმის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 86 აუდიტის ჩატარებას გეგმას. 2018 წელს ჩატარებული აუდიტის რაოდენობა კი 4-ით მეტი იყო.
სამსახური ჩაატარებს აჭარის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსებული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი [კონსოლიდირებული] ფინანსური ანგარიშგების აუდიტს. ეს ფინანსური აუდიტი აჭარის ბიუჯეტს სრულად მოიცავს.
სამსახურის განმარტებით, „ფინანსური აუდიტის მიზანია მიიღოს გონივრული რწმუნება იმის თაობაზე, შეიცავს თუ არა ფინანსური ანგარიშგება რაიმე არსებით უზუსტობას, მომზადდა თუ არა ფინანსური ანგარიშგება კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და შესაბამისი სტანდარტების მიხედვით“.
მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია 6 შესაბამისობის აუდიტის ჩატარება აჭარაში.
„შესაბამისობის აუდიტის მიზანია ორგანიზაციის ოპერაციებისა და საქმიანობის შესაბამისობის შეფასება კანონმდებლობასთან, მარეგულირებელ ნორმებთან, სახელშეკრულებო და საგრანტო მოთხოვნებთან და ორგანიზაციულ პოლიტიკებთან და პროცედურებთან. შესაბამისობის აუდიტი საშუალებას იძლევა ყურადღება გამახვილდეს უფრო მაღალი რისკის მატარებელ და აქტუალურ თემებზე“, – აცხადებს აუდიტის სამსახური.
აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი − საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა [აუდიტის პერიოდი: 2016-2017 წლები];
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა [2017-2018 წლები];
ქალაქ ბათუმის მერიის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი [2016-2018 წლები];
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი [2018 წელი];
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი [2018 წელი];
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ საწარმოებში საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი [2017-2018 წლები];
[/checklist]
აუდიტის სახელმწიფო სამსახური ასევე ჩაატარებს, ზოგადად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის [ეკონომიკური საქმიანობის] ეფექტიანობის აუდიტსაც.
„ეფექტიანობის აუდიტი თანამედროვე საჯარო სექტორის აუდიტის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სახელმწიფო მმართველობის ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შესაფასებლად. ეფექტიანობის აუდიტი მიზნად ისახავს შეაფასოს, რამდენად იქნა მიღწეული გადახდილი ფასის შესაბამისი ღირებულება. ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება ხელს უწყობს საჯარო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას, მათ მიზანმიმართულად და ეფექტიანად გამოყენებას“ – აცხადებს აუდიტის სამსახური.
– – –
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის პირველ კვარტალში მთავარ პროკურატურას 20 ანგარიში გადაუგზავნა. მათ შორის „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების“ ბათუმის 2017 წლის პროგრამის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიც.
ანგარიშში ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან არაერთ დარღვევა-ნაკლოვანებებზეა საუბარი. აუდიტის მიხედვით, მერიის პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს გახარჯულია 91 165 839 ლარი, თუმცა პროგრამის საბიუჯეტო გეგმის შესრულებას მთლიანობაში 4 039 610 ლარი დააკლდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მუზეუმის დირექტორის პოსტზე სულხან ოქროპირიძე დაინიშნა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ აჭარის განათლების სამინისტროში დაუდასტურეს.
სულხან ოქროპირიძე ქობულეთის წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. იგი პროფესიით ისტორიკოსია.
აჭარის მუზეუმის დირექტორის თანამდებობა 29 მაისის შემდეგაა ვაკანტური, როცა მუზეუმის დირექტორი, თამარ ორაგველიძე თორნიკე რიჟვაძის ბრძანებით მოულოდნელად გაათავისუფლეს თანამდებობიდან.
აჭარის მუზეუმი ბათუმში მდებარე ოთხ მუზეუმს აერთიანებს: ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, აჭარის ხელოვნების მუზეუმს, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმსა და ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმს.
შენიშვნა: მასალაში შეტანილია ცვლილება. თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ სულხან ოქროპირის დანიშვნის საკითხი განიხილებოდა.
ომანის ყურეში ორ ნავთობტანკერზე აფეთქება მოხდა. CNN-ი ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის ორივე გემიდან ეკიპაჟის 44 წევრია ევაკუირებული.
ნორვეგიული ფირმა ფრონტლაინის კუთვნილ, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ერთ-ერთ ნავთობტანკერს Front Altair-ს 75 ათასი ტონა ნავთობი გადაჰქონდა. ის ტაივანისკენ მიცურავდა. ნავთობტანკერზე, რომელზეც აფეთქება მოხდა, საქართველოს ერთი მოქალაქეც იმყოფებოდა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მეზღვაური ამჟამად თავს კარგად გრძნობს და სასტუმროშია დაბინავებული.
მეორე ტანკერი პანამის დროშის ქვეშ მცურავი “Kokuka Courageous” იაპონურ კომპანიას ეკუთვნოდა. გემი მეთანოლით იყო დატვირთული. BSM Ship Management-ის ცნობით, ეკიპაჟმა ცეცხლმოდებული ტანკერი სამაშველო ნავით დატოვა. ეკიპაჟის ყველა წევრი გადარჩა.
აფეთქება ნავთობით დატვირთულ ტანკერებზე ამ დილით მოხდა. აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით ხუთშაბათ დილით სხვადასხვა დროის ინტერვალით ორი განგაშის სიგნალი მიიღო.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დილის ცხრა საათზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ქვემდებარე უწყებას – დასაქმების სააგენტოს მოულოდნელად ესტუმრა. ამ დროს თორნიკე რიჟვაძეს სამსახურში მხოლოდ ორი თანამშრომელი დახვდა. სამსახურში არც სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე იმყოფებოდა. როგორც მან სატელეფონო საუბარში გვითხრა, თორნიკე რიჟვაძის სააგენტოში ვიზიტის შესახებ არაფერი იცის.
„ვერ დაგიდასტურებთ. ასე რომ ყოფილიყო, მეცოდინებოდა… არა, ვერ დაგიდასტურებთ, არ ვიცი. მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მქონდა, მაგრამ არა სააგენტოში, სხვაგან, საქმიან გარემოში“, – გვითხრა თემურ კახიძემ, რომელიც მომხდარს კატეგორიულად არ უარყოფს.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, თორნიკე რიჟვაძე სააგენტოში ნამდვილად იმყოფებოდა. დაუგეგმავად კი იმიტომ მივიდა, რომ მისი მიზანი მონიტორინგი იყო. რა მოხდა იქ და მიიღო თუ არა შენიშვნა სააგენტოს ხელმძღვანელმა იმის გამო, რომ სამსახურში მხოლოდ ორი თანამშრომელი იმყოფებოდა, ამ კითხვაზე აჭარის მთავრობაში არ გვიპასუხეს.
ბათუმის დრამატული თეატრის კომერციული დარგის მენეჯერი თენგიზ სურმანიძე აცხადებს, რომ მას სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებენ. ის ფეისბუქში წერს, რომ ზეწოლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის და განათლების მინისტრისგან მოდის.
“ბათუმელები” კომენტარისთვის დაუკავშირდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, სამინისტრო თეატრის საქმიანობაში არ ერევა.
„ჩვენ თეატრის დირექტორსაც კი ვნიშნავთ და ვათავისუფლებთ სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე. მით უმეტეს მენეჯერთან დაკავშირებით ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. აბსურდია,” – გვითხრეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურში.
“თენგიზ სურმანიძე არის ჩვენი თანამშრომელი. არავის არ შეუთავაზებია მისთვის თეატრიდან წასვლა. ამას კატეგორიულად უარვყოფთ. არც არავის დაუვალებია ჩვენთვის, რომ ბატონ თენგიზთან ამ თემაზე გველაპარაკა. ის განცხადებები, რა განცხადებებითაც ის მოიხსენიებს ქალბატონ მაია ხაჯიშვილს და ბატონ თორნიკე რიჟვაძეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და ამას კატეგორიულად ვემიჯნები,” – ამბობს ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე.
ანდრო ენუქიძე ამბობს, რომ თენგიზ სურმანიძე ოჯახური პირობების გამო სამსახურში არ დადის და ამაზე „თეატრი თვალს ხუჭავდა“.
„ყველა ჩვენგანის სურვილი იყო, რომ მაქსიმალურად დავხმარებოდით ამ პიროვნებას. თვეების განმავლობაში ჩვენ ეს დახმარება გავუწიეთ და აქ აბსოლუტურად ერთსულოვანია მთელი თეატრი. ისიც გვესმის, რომ ძალიან რთული მდგომარეობა აქვს და თბილისიდან ვერ ჩამოდის. აქვს რთული ოჯახური მდგომარეობა და თეატრი ეკიდება გაგებით. ოღონდ ჩვენგან იყო თხოვნა, რომ მაინც მოენახა საშუალება და სამსახურში ევლო. ამის იქით არც ჩვენი თხოვნა, არც მოთხოვნა არ წასულა,” – ამბობს ანდრო ენუქიძე.
ხელვაჩაურში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობის სამუშაოები გრძელდება. 11 ადმინისტრაციულ ერთეულში ჯამში 50 მოსაცდელი მოეწყობა. ამჟამად სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს მახინჯაურის, ორთაბათუმის, შარაბიძეებისა და ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მერიის ზედამხედველობის სამსახური მშენებლობის კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.
სამუშაოებს ერთდროულად ახორციელებს ორი კომპანია, შპს „თამუნა“ და შპს „მეგაბილდი“.
აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 186 891 ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.
ბათუმში რამდენიმე ახალი ლურჯი ავტობუსი ხაზზე ელექტროტაბლოს გარეშე მუშაობს. ტაბლოს ადგილზე, მაგალითად, ერთ-ერთ ავტობუსზე ნომერი „6“ ქაღალდზეა ამობეჭდილი და ისეა განთავსებული. ანალოგიური მდგომარეობაა ასევე სხვა სამარშრუტო ხაზზე მოძრავ ზოგიერთ ავტობუსზეც.
რატომ არ მუშაობს ელექტროტაბლო ავტობუსებზე, რომლებიც ბათუმის მერიამ ერთი წელიც არ არის რაც შეისყიდა?
მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, „ავტობუსებს სერიოზული ტექნიკური პრობლემები არ აქვს. რაც შეეხება ტაბლოს, შესაძლოა, რაღაც კონტაქტის პრობლემა იყოს ან ნათურა გადაიწვას – ამისგან დაზღვეული არავინაა და ხდება აღდგენა. უბრალოდ, ამ ავტობუსებს ჯერ კიდევ აქვთ საგარანტიო ვადა და დეტალის გახსნა-შეკეთება მომწოდებელ კომპანიასთან შეთანხმების გარეშე არ ხდება, რასაც გარკვეული დრო, ვთქვათ, 2-3 დღე სჭირდება.“
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მაგალითად, დღეს, 13 ივნისს, ტაბლო მხოლოდ ორ ავტობუსზეა გათიშული და ისინიც შეკეთდება. „ჩვენ ძველ ავტობუსებზეც კი აღვადგინეთ ელექტროტაბლოები“, – აცხადებენ კომპანიაში.
40 ახალი [ლურჯი] ავტობუსი ბათუმის მერიამ ეტაპობრივად 2018 წლის აგვისტოდან მიიღო. დიზელზე მომუშავე 40 ავტობუსში მერიამ, ჯამში, 3 მილიონ 137 ათასი ევრო ანუ ერთ ავტობუსში 78 ათას 425 ევრო გადაიხადა.
12 ივნისს მაღალმთიანი აჭარის სოფლები სეტყვამ დააზიანა. მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სტიქიამ ყველაზე მეტად ქედა დააზარალა.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 12 ივნისს სეტყვის შედეგად დაზიანებულია მიწის სავარგულები, ნარგავები და მრავალწლოვანი კულტურები.
მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესებიც. კერძოდ, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის კოკოტაურის მონაკვეთზე მეწყერი განვითარდა, რამაც მოძრაობა შეაფერხა. ქედის მერიის ცნობით, ამჟამად პრობლემა აღმოფხვრილია.
კოკოტაურში, ძანაძეების უბანში, მიწის მასა ჩამოწვა, რამაც მოძრაობა შეაფერხა. ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.
დაისეტყვა სოფლები: კოკოტაური, ზესოფელი, ინაშარიძეები, მერისი, ზედა აქუცა, ორცვა, არსენაული, შევაბური, ოქტომბერი, კუჭულა, საბადური, აბუქეთა.
წყლის მასის მოვარდნის გამო, საფრთხე შეექმნა ერთი მოქალაქის საცხოვრისს სოფელ ტაკიძეებში. ქედის მერიის ცნობით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ვითარება სტაბილურია.
ხულოს მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ხულოში სეტყვა ძირითადად გოდერძისა და ბეშუმის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო და განსაკუთრებული ზარალი მუნიციპალიტეტს არ მიუღია. „ნარგავები ჯერ არ არის ამოსული და შესაბამისად მნიშველოვანი ზარალი არ ყოფილა,“ – გვითხრეს პრესსამსახურში.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში კი გვითხრეს, რომ სეტყვა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში იყო: კარაპეტში, კვიახიაძეებსა და ჭვანის ხეობის რამდენიმე სოფელში. პრესსამსახურის ინფორმაციით, მერიას შეტყობინება ნათესების განადგურებასა და მეწყრული პროცესების შესახებ არ მიუღია.
____________
ფოტოზე: სეტყვა ქედაში. ფოტო: ქედის მუნიციპალიტეტის მერია
დღეს სამაშველო სამსახურმა მედიას 9 ქალი მაშველი წარუდგინა. წელს პირველად, ქალი მაშველები კაცებთან ერთად იმუშავებენ მთელი სეზონის განმავლობაში. ქალები, ჯერჯერობით, გადამზადებას გაივლიან. წვრთნები დღეს, 13 ივნისს დაიწყო.
აჭარის სანაპიროზე, ზღვის სეზონზე, 15 ივნისიდან 160 მაშველი იმუშავებს, ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ კი – 250, მათ შორის 20 ქალი იქნება.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით წელს 50 მაშველი დაამატეს. სეზონური მაშველის პოზიციის დაკავების მსურველები სპეციალურ მომზადებას გაივლიან და მაშველისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ.
ასევე, მათ ჩაუტარდებათ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის საჭირო კურსი, რის შემდეგაც ანაზღაურებად სამსახურს მიიღებენ.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამაშველო სამსახური ორი პირის გადარჩენის შესახებ იტყობინებოდა. ბათუმის ზღვის სანაპიროზე უკვე ძალიან ბევრი დამსვენებელია, მათ შორის ბავშვებიც.
აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალი, 700 აშშ მილიონ დოლარზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. თიბისი 5.75% წლიურ საპროცენტო განაკვეთს გადაიხდის, რაც ისტორიულად, საქართველოდან გამოშვებულ ევრო ობლიგაციებზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
დაგეგმილია ფასიანი ქაღალდების ერთდროულად განთავსება, როგორც ევროპის წამყვან, ირლანდიის, ისე საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ბირჟის და საბანკო სექტორის ისტორიაში. ევრო ობლიგაციების ადგილობრივი განთავსება ხელს შეუწყობს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს უმსხვილესი ბანკი, პირველად, თიბისის ისტორიაში ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზარზე განთავსებას განახორციელებს. თიბისის მიერ მოზიდული 300 მილიონი აშშ დოლარი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება და ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მზარდ ტემპს“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებას უზრუნველყოფენ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკები: J.P. Morgan, Renaissance Capital და UBS Investment Bank, თიბისი ბანკის შვილობილ კომპანია – თიბისი კაპიტალთან ერთად. Baker & McKenzie და Dentons Georgia მოქმედებენ, როგორც თიბისი ბანკის იურიდიულ მრჩევლები, ხოლო LATHAM & WATKINS და BGI Advisory Services Georgia ორგანიზატორი ბანკების ინტერესებსწარმოადგენენ.
ბათუმის დრამატული თეატრის კომერციული დარგის მენეჯერი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და განათლების მინისტრს მიმართავს. თენგიზ სურმანიძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი სამსახურიდან გაშვება თორნიკე რიჟვაძემ და მაია ხაჯიშვილმა დაგეგმეს.
“ხო მიიღეთ გადაწყვეტილება ჩემი ბათუმის დრამატული თეატრიდან განთავისუფლების შესახებ? “მალადეც”. შენ “ზონდეროვიჩი” ხარ და ეს არ განიხილება, თქვენ მაია, რატო იქეცით “ზონდერად”? ის რო უნამუსოა, უსუსური და არა ადამიანური გადაწყვეტილებაც მიიღო, ეს არ გამკვირვებია. მაგრამ თქვენ, “მინისტრო”, ან ქალის, ან დედის, ან შვილის, ან საერთოდ ადამიანის გრძნობა არ გაგაჩნიათ?! თუ თანამდებობისთვის დათმეთ? ღმერთის არ გეშინიათ?! ცოდვა მადლის მცნება თქვენთვის უცხოა ალბათ. ოჯახები გყავთ? შვილები, მეუღლეები. ტუტუცები ხართ და არ ფიქრობთ ხვალინდელ განსაცდელზე თქვენი ტუტუცური გადაწყვეტილების მიზეზით რო მოგივიდეთ. მიმიფურთხებია მე თქვენი ორივესი ღირებულებებისთვის. დადექით ორივემ ერთად გოდერძის უღელტეხილზე და გამოექანეთ,” – წერს ფეისბუქზე თენგიზ სურმანიძე.
“ბათუმელები” კომენტარისთვის დაუკავშირდა თენგიზ სურმანიძეს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ფეისბუქზე, მის პირად პროფილზე, დაწერილი პოსტი ნამდვილად მას ეკუთვნის.
“ბრძანების დაწერას აპირებდნენ, მაგრამ მანამდე შემომთავაზეს განცხადება ჩემი სურვილით დამეწერა,” – უთხრა თენგიზ სურმანიძემ “ბათუმელებს”.
“ბათუმელები” ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ბრძანება თენგიზ სურმანიძის გათავისუფლების შესახებ, არ არის დაწერილი.
შს სამინისტროს ცნობით, 2019 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი), მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მხილებულ იქნა 110 პირი, რომელთაგან 15 შემთხვევაში მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში – მამა/მამინაცვალი.
შსს-ს ცნობით, აღნიშნული შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება.
ძალადობის ფორმებს შორის ადგილი ჰქონდა: სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე მუქარას, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის ძალადობას.
მშობლების მიერ შვილებზე ძალადობის დროს, ფაქტის სამართალდამცავ ორგანოში შეტყობინების ინიციატორი იყო:
62 შემთხვევაში – ოჯახის წევრი (დედა ან ბებია)
32 შემთხვევაში – მსხვერპლი ბავშვი;
4 შემთხვევაში – მეზობელი;
3 შემთხვევაში – მოქალაქე/შემსწრე პირი;
2 შემთხვევაში – ნათესავი;
2 შემთხვევაში – საავადმყოფო/სასწრაფო დახმარების ბრიგადა;
2 შემთხვევაში – სკოლა/მანდატური;
1 შემთხვევაში – არასამთავრობო ორგანიზაცია;
1 შემთხვევაში – სოციალური სამსახური;
1 შემთხვევაში – სხვა პირი.
შს სამინისტროს ცნობით, შემაკავებელი ორდერი გამოიცა არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის 37 ფაქტზე. აქედან, 28 შემთხვევაში უგულებელყოფა განახორციელა დედამ, 7 შემთხვევაში – მამამ, ხოლო 2 შემთხვევაში – სხვა პირმა.
არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა გამოიხატა: ბავშვის მოუვლელობაში, საკვების მიუცემლობაში, ბავშვის ანტისანიტარულ გარემოში ცხოვრებაში, ბავშვის მიერ მავნე-ჩვევების ათვისების ხელშეწყობაში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მშობელს ჰქონდა ბავშვის სათანადო პირობებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
შს სამინისტროს ცნობით, 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვან მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს. თუმცა, კვლავ დაბალია მიმართვიანობა გარეშე პირების, მათ შორის, მეზობლების მხრიდან, რაც ბავშვზე ძალადობის შემთხვევების მიმართ მათ არაგულისხმიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი წელს მესამედ გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება კვლავ 1 მილიონ 750 ათასი ლარია.
რაც შეეხება აპრილში მეორედ გამოცხადებულ ტენდერს, ის უარყოფითი შედეგით დასრულდა. სააგენტოს სატენდერო კომისიის შესაბამის ოქმში აღნიშნულია, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა ტენდერის მოთხოვნებს, რის გამოც მას დისკვალიფიკაცია მისცეს. პრეტენდენტი იყო „სამშენებლო კომპანია „ივერთმშენი“, რომელიც სააგენტოს სამუშაოების შესრულებას 1 მილიონ 529 ათას ლარად სთავაზობდა.
სააგენტოს პეტრას ციხეზე სამუშაოების დასრულების ვადად 2020 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდი ჰქონდა განსაზღვრული, თუმცა, სატენდერო პროცედურების გამო, ეს ვადა სამი თვით – 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გადაიწია.
რამდენჯერმე შეიცვალა მოთხოვნა, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის გამოცდილების შესახებაც. წინა ტენდერში პრეტენდენტს 2014 წლის პირველი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში უნდა ჰქონოდა დღგ-ის ჩათვლით არანაკლებ 5 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების დასრულებული სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოცდილება.
ამჯერად კი, ეს 5-მილიონიანი ზღვარი სააგენტომ 4-მილიონამდე შეამცირა.
უცვლელი დარჩა ძეგლზე მუშაობის გამოცდილების მოთხოვნა – 2014 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში დღგ-ის ჩათვლით არანაკლებ 1 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასრულებული სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.
ბოლოს გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 30 ივნისს დაიწყება და 5 ივლისს დასრულდება.
ადმინისტრაციული შენობა, არქეოლოგიური მუზეუმი, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, საპირფარეშო, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს – ეს არის ის ძირითადი ინფრასტრუქტურა, რის მოწყობასაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ციხისძირში, პეტრას ციხეზე გეგმავს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამსახურის თანამშრომლებმა სარფის საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის ფაქტზე ორი პირი ამხილეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა ავტომანქანებში მოწყობილ სამალავებში განათავსეს, ერთ შემთხვევაში – 874, ხოლო, მეორე შემთხვევაში – 818 ცალი მაჯის საათი და შეეცადნენ მის მალულად გატანას საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით თურქეთის რესპუბლიკაში.
მაჯის საათები
ამოღებული კონტრაბანდული საქონლის საბაჟო ღირებულება 53 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.
„აქ კაბელები ისეა გაყვანილი, ვერაფერს გაარკვევ. ნებისმიერ დროს შეიძლება ავფეთქდეთ, სულ შიშში ვართ,“ – ამბობს ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები მაია ბოლქვაძე. მისი თქმით, დასახლებაში ელექტროენერგიის პრობლემა ხშირად იქმნება. მოსახლეობის თქმით, მათ რამდენიმე თვის წინ თორნიკე რიჟვაძისგან მიიღეს დაპირება, რომ ელექტროენერგიის სისტემა მოწესრიგდებოდა და მთავრობა შუამავლის როლს შეასრულებდა „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“.
„ხალხი კინაღამ აჯანყდა და გაგვაჩერეს, გამოვასწორებთო, კაბელებსაც მოვიტანთო… მოვიდნენ „ენერგო-პრო ჯორჯიიდან“ და ჩვენი დაყენებული ამომრთველები შეცვალეს. აღმოჩნდა, რომ ვერ უძლებს. სადაც უნდა იყოს 350-კილოვატიანი, არის 150-იანი. „ოპელის“ ძრავა რომ „მერსედესზე“ დააყენო, ხომ ვერ იმუშავებს?“ – კითხულობს ამავე დასახლებაში მცხოვრები სულიკო ბოლქვაძე. იგი პროფესიით ელექტრიკოსია და დასახლებას ემსახურება. მას ხალხისგან საყვედურის მოსმენაც ხშირად უწევს.
„უხელფასოდ ვმუშაობ. ადრე ხალხი მიგროვებდა 2 – 2 ლარს, მაგრამ ახლა მაგიც როგორ მოვთხოვო? წინა თვიდან 5852 ლარი მაქვს გადასახდელი, არ ათავდა ეს თანხა,“ – დასძენს სულიკო ბოლქვაძე.
აჭარის მთავრობის აპარატის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ისინი მოსახლოებას გამრიცხველიანებას არ დაჰპირებიან, დანარჩენ პრობლემას კი ენერგოკომპანია აგვარებს.
„ჩვენ ასევე მოვიკითხოთ ეს საკითხი „ენერგო-პრო ჯორჯიაში“. გვიპასუხეს, რომ ისინი ქსელს რეგულარულად ამოწმებენ და ჩვენთვის არავის მოუმართავსო,“ – განაცხადეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში.
“სასამართლო ფიქრობს, რომ შეუძლებელია მხარეები ვერ შეთანხმდეთ. უფრო წარმოუდგენელია შეუთანხმებლობა… წარმატებებს გისურვებთ. წყენა და რამე თუ გქონდათ, უნდა დაივიწყოთ…” – მიმართა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მერიის წარმომადგენელსაც და მუსლიმი თემის დამცველ იურისტებსაც. მოსამართლემ ახალი მეჩეთის საქმის განხილვა ისევ გადადო. სასამართლო დაელოდება, რას იტყვის მუსლიმი თემი მერთან შეხვედრის შემდეგ.
ბათუმის მერის ხელმოწერილი განცხადება მერიის იურისტმა გადასცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს. მერმა ამ შემთხვევაში შეხვედრის კონკრეტული თარიღი დანიშნა – 8 ივლისი.
“ეჭვი ჩნდება, რომ შესაძლოა მერიას ისევ სურდეს პროცესის გაჭიანურება ან მუხტის დაკარგვა… ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გაგრძელდეს სასამართლო განხილვა,” – მიმართა მოსამართლეს იურისტმა, დავით ბერძულმა. იგი სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს.
ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ მერიამ წარმოადგინა მხოლოდ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და არა კონკრეტული პირობა.
ამ საქმის სასამართლო განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. სხდომის გადადებას ხშირად ბათუმის მერია ითხოვდა. ამის მიუხედავად, მერია ამ დრომდე არ შეხვედრია მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის საკითხზე სასაუბროდ.
მოსამართლემ მერიის იურისტს უთხრა, რომ იქნებ 8 ივლისამდე ჩანიშნულიყო შეხვედრა. შესვენების გამოცხადების შემდეგ მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ 21 ივნისს გაიმართებოდა პირველი შეხვედრა, 8 ივლისს კი მხარეების საბოლოო პოზიცია გახდება ცნობილი შეთანხმების შესახებ.
მოსამართლემ მხარეებს უთხრა, რომ 21 ივნისის შემდეგ სასამართლო ორივე მხარისგან გაიგებს შეხვედრის და არსებული შეთავაზების შესახებ. საბოლოოდ სხდომა ამ პოზიციებზე იქნება დამოკიდებული.
“8 ივლისს ამ ამბავს დაესმება წერტილი,” – თქვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ და სასამართლო დარბაზიდან გავიდა.
“ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა” ბათუმის მერიას ორი წლის წინ უჩივლა. დავის საგანი მერიის გადაწყვეტილებაა, რომლითაც მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის აგებისთვის პირველი ეტაპის ნებართვის მიღებაზე უარი უთხრეს. მუსლიმები ამავე საქმეზე ითხოვენ დისკრიმინაციის დადგენასაც.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განხილვის კომიტეტმა ბათუმის „დინამო“ წელს შვიდჯერ დააჯარიმა. კომიტეტის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, ჯარიმის თანხა ჯამში 24 100 ლარია. აქედან 10 500 ლარი, როგორც სადისციპლინო კომიტეტი აღნიშნავს, გუნდის „სპონსორის“, არჩილ ბერიძის სტადიონზე შევარდნასა და არაეთიკურ ქცევებს უკავშირდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განხილვის კომიტეტის ინფორმაციით, „ბათუმის „დინამო“ 7 500 ლარით 11 მაისს, თბილისისა და ბათუმის „დინამოების“ შეხვედრის გაანალიზების შედეგად დააჯარიმეს.
„სამივე გატანილი გოლის შემდეგ გუნდის „სპონსორი“ არჩილ ბერიძე კვეთდა აუტის ხაზს და ემოციურად აღნიშნავდა გატანილ გოლებს… მატჩის მსვლელობისას დარღვეული იყო ყველა უსაფრთხოების ნორმა“. ამ მატჩის მსვლელობისას ასევე მოხდა რამდენიმე სხვა ინციდენტიც – სტადიონზე ისროლეს სხვადასხვა ნივთი.
სადისციპლინო და დავების განხილვის კომიტეტმა ბათუმის „დინამო 2“ 1 000 ლარით რუსთავის „რუსთავთან“ გამართული მატჩის მსვლელობისას გამოვლენილი დარღვევების გამოც დააჯარიმა. ეს შეხვედრა 17 აპრილს გაიმართა.
სადისციპლინო და დავების განხილვის კომიტეტის ცნობით, მატჩის დაწყებამდე „მსაჯთა ოთახში შევიდა ბათუმის „დინამოს“ „სპონსორი“ არჩილ ბერიძე და დაიწყო წინა დღით თბილისის „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის გამართული მატჩის მსაჯის, ბაკურ ნინუას შეურაცხყოფა. მატჩის მე-17 წუთზე „დინამო 2“-ის მეკარის გაძევების შემდეგ, არჩილ ბერიძე მივიდა სტადიონის შემოსაზღვრულ ღობესთან და აგინებდა როგორც აღნიშნული მატჩის მსაჯ ივანე მაჩიტაძეს, ასევე წინა დღით გამართული თბილისის „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის გამართული მატჩის მსაჯს ბაკურ ნინუას. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ არჩილ ბერიძემ მსაჯებს სამსაჯო ოთახში შესვლისა და გამოსვლის დროს კვლავ აგინა“, – წერია ოფიციალურ დოკუმენტში.
ინციდენტი მოხდა 20 აპრილს ეროვნული ლიგის ეგიდით გამართულ მატჩზეც, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ ბათუმის „დინამო“ და თბილისის „ლოკომოტივი“:
„მატჩის 93-ე წუთზე ს.კ. ბათუმის „დინამოს“ მიერ გამარჯვების მომტანი გოლის შემდეგ, ბათუმის დინამოს „სპონსორი“ არჩილ ბერიძე და მასთან მყოფი ოთხი პირი შევიდნენ დამცავი ბადის შიგნით, რათა მიელოცათ ფეხბურთელებისთვის გოლის გატანა. არჩილ ბერიძე მთელი თამაშის განმავლობაში იმყოფებოდა მინდორზე გასასვლელთან, სადაც ყოფნისთვის საჭიროა შესაბამისი ნებართვა. ვინაიდან არჩილ ბერიძეს არ ჰქონდა იქ დგომის უფლება, მატჩის დელეგატმა თამაზ კოსტავამ მოითხოვა მას დაეტოვებინა აღნიშნული ადგილი, რასაც არ დაემორჩილა და განუცხადა, რომ ყველა თამაშზე აღნიშნულ ადგილზე დგას“, – წერია დოკუმენტში, რომელიც კომიტეტმა ამ მატჩის შეფასების შემდეგ მიიღო.
კომიტეტმა იმსჯელა ამ საკითხზე და განმარტა, რომ თამაშის დროს პირით ხაზს მიღმა ყოფნის უფლება აქვთ ფოტოკორესპონდენტებს, ტელეოპერატორებს და ბურთის მიმწოდებელ ბავშვებს.
ამ დარღვევისთვის ბათუმის დინამო 2 000 ლარით დააჯარიმეს.
ასე დააგროვა ბათუმის „დინამომ“ ჯარიმების თითქმის ნახევარი – 10 500 ლარი. გარდა ამისა, „დინამო“ დააჯარიმეს გულშემატკივრის არასათანადო ქცევის გამოც. მაგალითად, 21 მაისს ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „ვიტ ჯორჯია“ თამაშის მსვლელობისას გულშემატკივარმა რამდენჯერმე ისროლა სტადიონზე ქაღალდის შეკვრები და პოლიეთილენის ბოთლები, ასევე, შევარდნენ სტადიონზე. ამ ინციდენტების გამო მსაჯმა თამაში რამდენჯერმე შეაჩერა.
გულშემატკივრის ქცევების გამო „დინამო“ ამ შემთხვევაში 5 800 ლარით დაჯარიმდა.
ინციდენტი მოხდა 5 მარტის თამაშის დროსაც – ბათუმის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის გამართულ მატჩზე, ფანების ქცევის გამო დაისაჯა ორივე გუნდი – ბათუმის „დინამო“ – 2 500 ლარით, ქუთაისის „ტორპედო“ – 3 500 ლარით.
10 მარტს თბილისის „დინამოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის გამართულ მატჩზე მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშისთვის ხელისკვირისთვის გააძევეს ბათუმის „დინამოს“ გუნდის ექიმი ზურაბ ხორხელაური, რომელიც იმ მომენტისთვის მინდორზე იმყოფებოდა ტრავმირებული ფეხბურთელის დასახმარებლად. ასევე ცისფერი კვამლი გაუშვეს ორივე გუნდის ფანებმა.
თბილისის „დინამო“ ამ მატჩის შემდეგ დააჯარიმეს 150 ლარით, ბათუმის „დინამო“ – 300 ლარით, „დინამოს“ ექიმი კი – 250 ლარით.
16 აპრილს ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „საბურთალოს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტიც გახდა „დინამოს“ დაჯარიმების საფუძველი. თამაშის 92-ე წუთზე „დინამოს“ გულშემატკივარი, რომელიც განთავსებული იყო მათთვის წინასწარ გამოყოფილ ადგილებზე, შეურაცხმყოფელი განცხადებებით აგრესიულად დაიძრა ცენტრალური ტრიბუნისკენ. ისინი შესაბამისმა სამსახურებმა შეაჩერეს.
ამ შემთხვევის გამო ბათუმის „დინამო“ სადისციპლინო კომიტეტმა 5 ათასი ლარით დააჯარიმა.
„დინამო“ ბათუმის ადმინისტრაციამ ახლახან თავის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც გულშემატკივარს მოუწოდა თავშეკავებისკენ.
„…ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების დარღვევა საფრთხეს უქმნის თქვენსა და სხვა პირთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. ასევე, აზარალებს ჩვენს კლუბს მატერიალურად, რადგან უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ჯარიმების გადახდის ვალდებულებას გვაკისრებს და ამ კუთხით კლუბმა უკვე მიიღო სოლიდური ფინანსური სასჯელი. გუნდის მოთამაშეების, სამწვრთნელო შტაბისა და ადმინისტრაციის სახელით უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაარღვევთ სტადიონზე ქცევის წესებს და მოუწოდეთ თქვენ გვერდით მყოფ სხვა გულშემატკივრებსაც, დაიცვან წესრიგი და დაემორჩილონ სტიუარდების ან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მითითებებს“, – ეწერა „დინამოს“ ადმინისტრაციის განცხადებაში, სადაც არჩილ ბერიძე არ არის ნახსენები.
აჭარის მთავრობამ უკვე განაცხადა საჯაროდ, რომ ბათუმის „დინამო“ უნდა გადასცეს ერთ-ერთ კომპანიას. ნახეთ რა კავშირები აქვს ამ კომპანიასთან არჩილ ბერიძეს.
რატომ უნდა გააძლიეროთ პირადად თქვენ „ბათუმელები“ & „ნეტგაზეთი“? – იმიტომ, რომ ჩვენ უკვე არაერთი წელია ვიძიებთ, ვამოწმებთ ინფორმაციებს და თქვენ გაწვდით ამბებს, ისტორიებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე, ადამიანებზე, რომელთა უფლებები ირღვევა და პირებზე და სისტემებზე, რომლებიც მოქალაქეების უფლებებზე ახდენენ გავლენას. ამ პროცესში ჩვენ სრულიად დამოუკიდებლები ვართ – ჩვენი გამოცემების მფლობელები არ არიან მილიონერი, მილიარდერი ბიზნესმენები ან პოლიტიკოსები, ვისთვისაც მედიას მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს – ადამიანებით მანიპულაციის. ჩვენ დღემდე არავისთვის მიგვიცია უფლება, ჩაგვერიონ ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაში, მასალებში, სარედაქციო გადაწყვეტილებებში.
მიუკერძოებელი, ეთიკური და კრიტიკული მედიის გაძლიერება ყველას გვჭირდება – საქართველოს მოქალაქეებს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება თუ თქვენ, ჩვენი მკითხველები მიიღებთ მონაწილეობას ჩვენი ვებგამოცემების გაძლიერებაში.
აქამდე რაც წაიკითხეთ, იმაში თუ გვეთანხმებით, ახლა გეტყვით – როგორ:
შეიძინეთ ინტერნეტით ჩვენ მიერ გამოცემული წიგნები დიდი ფასდაკლებით. უკვე გაქვთ ისინი? გააჩუქეთ, მართლა არაჩვეულებრივი საჩუქარია ქართველი თუ უცხოელი მეგობრებისთვის:
„მოგზაურობა ძველ ბათუმში“ – გაზეთ „ბათუმელებში“ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სტატიების კრებულია, რომელიც მკითხველს საუკუნის წინანდელ ბათუმში აბრუნებს. წიგნი დასურათებულია კერძო ფოტოკოლექციებში დაცული ფოტომასალით, რომელიც ძველი ბათუმის ყოფა-ცხოვრებას, ქუჩებსა და ისტორიულ ფაქტებს ასახავს. „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ საუკეთესო სამახსოვრო საჩუქარია. ფასი: 30 ლარი [50 ლარის ნაცვლად].
„A TRIP TO OLD BATUMI“ – ეს ერთადერთი ინგლისურენოვანი წიგნია ბათუმის შესახებ. წიგნი იმაზეა, თუ როგორ იქცა ვაჭრებისა და მეთევზეების დასახლება ქალაქ ბათუმად, შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად. წიგნში მოთხრობილი ამბები ბათუმის ისტორიას აღწერს პოპულარული ენით, ქალაქის დაარსებიდან მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებამდე. ფასი: 50 ლარი.
„ბათომი“ – ასე ერქვა ბათუმს XX საუკუნის 30-იან წლებამდე, სანამ ქალაქს ოფიციალურად უწოდებდნენ ბათუმს. „ბათომი“ მხატვრულ-დოკუმენტური, უნიკალური ფოტომასალით დასურთებული წიგნია. ავტორი – შოთა გუჯაბიძე . წიგნი ლიტერატურული პრემიის საბას ნომინანტია. ფასი: 30 ლარი [50 ლარის ნაცვლად].
„უცნობი ძველი აჭარა“ – წიგნი ძველი აჭარის შესახებ მოგითხრობთ, თუ როგორ ცხოვრობდნენ, შრომობდნენ აჭარაში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის 20-30-იან წლებში, რას წერდნენ აჭარლებზე მოგზაურები, მწერლები და იმ ეპოქის აქტივისტები. წიგნი დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით. ავტორი – სულხან სალაძე. ფასი: 25 ლარი.
[checklist]
აირჩიეთ წიგნი
გადარიცხეთ თანხა მითითებულ საბანკო ანგარიშზე;
მიაკითხეთ წიგნს ჩვენს ოფისებში ან დაელოდეთ თქვენთვის სასურველ მისამართზე;
დანიშნულებაში მიუთითეთ: მედიის მხარდაჭერა – წიგნი „A TRIP TO OLD BATUMI“ [ ან სხვა].
დამატებით ინფორმაციაში სასურველია მიუთითოთ საკონტაქტო ინფორმაცია
[/checklist]
საბანკო მონაცემები:
ბანკის დასახელება: პროკრედიტ ბანკი, საქართველო ანგარიშის ნომერი: GE31PC0033600100024265 ბანკის კოდი: MIBGGE22 მიმღები: შპს გაზეთი ბათუმელები დანიშნულება: ———————–
მისამართი:
წიგნის მისაღებად მობრძანდით რედაქციაში:
თბილისში: ლ. პასტერის გამზ. #7; ნეტგაზეთის ოფისი. ბათუმში: მ. აბაშიძის გამზ. #48. ბათუმელების ოფისი;
თუ ვერ შეძლებთ მოსვლას, მოგვწერეთ მისამართი და დამატებით გადაიხადეთ კურიერის მომსახურების ღირებულება – 5 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით, მობ.: 555 267262, 555 928928
8 ივლისს, დილის 10 საათზე შედგება შეხვედრა ბათუმის მერსა და მუსლიმ თემს შორის ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით. მერის, ლაშა კომახიძის ხელმოწერილი წერილი მერიის იურისტმა სასამართლოში უკვე მიიტანა, სასამართლო პროცესი ჯერ არ განახლებულა.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სასამართლო პროცესი დღეს დილით გადადო, რადგან მერიის მიერ წინა სხდომაზე გაცემული დაპირების მიუხედავად, შეხვერა საერთოდ არ შემდგარა. შესვენება პროცესზე მას შემდეგ გამოცხადდა, როცა მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ თქვა, რომ “მერია ისევ გამოხატავს მზაობას”.
“ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა” ბათუმის მერიას სასამართლოში ორი წლის წინ უჩივლა. მუსლიმი თემი მერიის იმ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობას ითხოვს, რომლითაც ახალი მეჩეთის მშენებლობის პირველი სტადიის ნებართვის გაცემაზე მერიამ უარი თქვა. მუსლიმები ასევე ითხოვენ ამ საქმეზე დისკრიმინაციის დადგენას.