მთავარი,სიახლეები

ბათუმში „ზაფხული იწყება“ – რას ნახავთ სეზონის ოფიციალურ გახსნაზე

14.06.2019 • 2273
ბათუმში „ზაფხული იწყება“ – რას ნახავთ სეზონის ოფიციალურ გახსნაზე

„ზაფხული იწყება აქ“ – ამ სლოგანით გაიხსნება ხვალ, 15 ივნისს ბათუმში ზაფხულის ფესტივალი, რომელიც ერთგვარად ხსნის საზღვაო-ტურისტულ სეზონს აჭარაში. ფესტივალი შუადღეზე, 14 საათზე გაიხსნება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ღამით, გრანდიოზული ფოიევერვერკით დასრულდება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. ანბანის კოშკის მიმდებარედ, პლაჟზევე იქნება ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი.

ფესტივალზე დასწრება უფასოა.

პროგრამა ასე გამოიყურება:

  • 14:00-17:00 Stig (DJ)
  • 14:00-17:00 ფრანების შოუ
  • 14:00-20:00 პლაჟის ფრენბურთი, სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობები
  • 17:00 – 19:00 Lasha Guruli (DJ)
  • 20:00 – 21:00 ბენდი „ლურჯი იალქანი“
  • 20:20 – 20:25 დღის ფერადი ფოიერვერკი
  • 21:00 – 22:00 ბენდი The Loudspeakers
  • 22:00 – 00:00 Lizz, Sunrise / Romania (DJ)
  • 22:00 – 22:30 ფარნების შოუ
  • 22:40 – 23:00 ღამის ფოირვერკი
  • 00:00 – 03:00 Mzhavia (Kodala) DJ

„ზაფხულის ფესტივალი“ რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

ზაფხულის ფესტივალის სამზადისი. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

__________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

ასევე: