მთავარი,სიახლეები

რა ღირს ფრენა ბათუმიდან ბაქოში – პირდაპირი რეისები კვირაში ორჯერ

14.06.2019
რა ღირს ფრენა ბათუმიდან ბაქოში – პირდაპირი რეისები კვირაში ორჯერ

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს შეასრულებს.

ფრენა კვირაში ორჯერ, პარასკევს და კვირას, შესრულდება. ავიაკომპანიის ვებგვერდზე ბილეთები უკვე იყიდება. ბილეთების საშუალო ფასი ივნის-ივლისში 113-143 აზერბაიჯანული მანათია, დაახლოებით 182-229 ეკვივალენტი ლარში.

მერიის ცნობით, დღეს, 14 ივნისს, ბათუმში Buta Airways-ის დირექტორი ნაზიმ სამედოვი ჩამოვიდა. დახვედრის საზეიმო ცერემონიალში ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში პარვიზ ისმაილზადა მონაწილეობდნენ.

ბათუმი მეორე ქალაქია საქართველოში, სადაც ავიაკომპანია განახორციელებს ფრენებს. რეგულარული რეისები უკვე სრულდება თბილისის მიმართულებით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: