მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს

14.06.2019 • 1830
ბათუმის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს

დღეს, 14 ივნისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი“ გელა დეკანაძე ბათუმის საკრებულოში მივიდა როგორც საკრებულოს ახალი წევრი. დღეს საკრებულომ მისი უფლებამოსილება ცნო.

გელა დეკანაძემ როინ ზოიძე ჩაანაცვლა, რომელმაც საკრებულოს წევრის მანდატი მაისის ბოლოს დატოვა. მან საკრებულოს დატოვების მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.

„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს საარჩევნო სიაში მეხუთე ნომრად გელა დეკანაძე იყო დაფიქსირებული, შესაბამისად, საკრებულოში ის შევიდა.

გელა დეკანაძე 2012 წელს ბათუმის ვიცე-მერი იყო, უფრო ადრე კი – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი.

_____

ფოტოზე: მირდატ ქამადაძე და გელა დეკანაძე ბათუმის საკრებულოში. ფოტო: „ბათუმელები“, ცაგო კახაბერიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: