აჭარაში დადასტურდა კოვიდის 677 ახალი შემთხვევა | 20 აგვისტო

20 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 677 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის ცნობით, აჭარაში კოვიდკლინიკებშია 951 ადამიანი, ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება 26 პაციენტი.

1 333 ადამიანი აჭარაში კოვიდსასტუმროში იმყოფება, თვითიზოლაციაშია 8203 პირი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4743 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კოვიდით გარდაიცვალა 59 ადამიანი.

59 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 4743 ახალი შემთხვევა

20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4743 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 46 389 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 59  ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 860 შემთხვევა, აჭარაში – 677, იმერეთში – 573, ქვემო ქართლში – 277, შიდა ქართლში – 304 გურიაში – 120, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 297, კახეთში – 386, მცხეთა-მთიანეთში – 113, სამცხე-ჯავახეთში – 98, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 38.

19 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.22%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.86% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.98%.

დღეის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 58 995 აქტიური შემთხვევაა.

47 წლის კაცი ბათუმში კოვიდკლინიკის მე-3 სართულიდან გადახტა

ბათუმში 47 წლის კოვიდპაციენტი ერთ-ერთი კლინიკის –  BMC-ის მაღლივი სართულის ფანჯრიდან გადახტა.  კაცი ცოცხალია, თუმცა მძიმე მდგომარეობაშია.

პაციენტი კოვიდკლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

ინფორმაცია „ბათუმელებს” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

ბოშების ვაქცინაციის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის – რუსუდან შავიშვილი

აჭარაში, კერძოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურში, 250-მდე ბოშა ცხოვრობს. როგორც თემის ბარონი რომა ასლანოვი „ბათუმელებთან“ ამბობს, თემში ბოშების ნაწილს ვაქცინაციაზე არ აქვს სრული ინფორმაცია, ნაწილს კი სურვილი აქვს აიცრას, მაგრამ ვერ ახერხებს.

„ზოგს ეშინია აცრის, ზოგი ამბობს, რომ რუსეთში ადამიანები გარდაიცვალნენ აცრისგან. ზოგს უნდა აცრა, მაგრამ მაინც ვერ იღებს ბოლომდე გადაწყვეტილებას. ვცდილობთ დავიცვათ წესები და ვატაროთ პირბადე“, – ამბობს რომა ასლანოვი. როგორც მისი საუბრიდან ჩანს, ბოშათა თემი ინფორმაციას ძირითადად რუსული წყაროებიდან იღებს და ვაქცინაციის უსაფრთხოებასა და მნიშვნელობაზე სათანადო ინფორმაციას არ ფლობენ.

ბოშათა თემში  რომ არავის ჩაუტარებია შესაბამისი საინფორმაციო კამპანია, ქობულეთის მერიაში ადასტურებენ.

„როცა მერი ხვდება ხოლმე მოსახლეობას, ამ თემაზეც აქვს საუბარი, თუმცა საინფორმაციო კამპანიის სახე არ ჰქონია. ამიტომ მომდევნო კვირაში ჩვენ შევთანხმდებით ჯანდაცვის სამინისტროსთან და გვეცოდინება რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ იმისთვის, რომ ბოშების ვაქცინაციას ხელი შევუწყოთ“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

მათ ასევე ვკითხეთ, არაინფორმირებულობის გარდა კიდევ რა ქმნის ეთნიკური უმცირესობების ვაქცინაციის პრობლემას. მერიაში გვითხრეს, რომ ერთ-ერთი პრობლემა პირადობის მოწმობების არქონაა.

„როგორც ვიცით, ბოშების გარკვეულ ნაწილს არ აქვს პირადობის მოწმობა, ამიტომ ისინი ვერ ახერხებენ ვაქცინაციის უბნებზე მისვლას. არც მათ მოუმართავთ აქამდე შუამდგომლობით, რომ დავხმარებოდით, ამიტომ ამ დეტალებს გავარკვევთ ჯანდაცვის სამინისტროსთან“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

მერიაში არც იმაზე აქვთ ინფორმაცია, არის თუ არა თემში გავრცელებული კორონავირუსი და მიუწვდებათ თუ არა ასეთ დროს მათ ჯანდაცვაზე ხელი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა კი გვითხრა, რომ „ბოშების ვაქცინაციის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის“.

მისი თქმით, აჭარაში მცხოვრები ბოშების ვაქცინაციის ტექნიკური საკითხი NCDC-მა უნდა გადაწყვიტოს.

„ბოშების წითელას ვაქცინით აცრის პრაქტიკა არსებობს საქართველოში და კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებაც ალბათ ტექნიკური საკითხია. ამიტომ, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას, გაცნობებთ“, – გვითხრა რუსუდან შავიშვილმა.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთანაც ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა ცენტრში ჯერჯერობით სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

16 წლის ქედელი ბიჭის გამარჯვებული იდეა – ინტერნეტი მთელ სოფელს

„მობილიზატორმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში 14 წლის ასაკიდან შეგვეძლო საკუთარი იდეა წარგვედგინა, რომელიც, მოსახლეობისგან მხარდაჭერის შემთხვევაში, შემდგომში დაფინანსდებოდა.

ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა სოფელში შემოგვეყვანა ინტერნეტი და შეგვეძინა WI-FI მოდემები, რომლებიც გაუნაწილდებოდა ყოველ ოჯახს სოფელ გუნდაურში, სადაც 40 მოსახლეა. ჩავთვალე, რომ ყველა ოჯახი კმაყოფილი დარჩებოდა და ჩემი იდეა დავარეგისტრირე“, – ამბობს 16 წლის ნიკუშა დიასამიძე, რომელიც ქედის სოფელ გუნდაურში ცხოვრობს.

ნიკუშას თქმით, სოფელში კენჭისყრაზე 4 იდეა იყო წარდგენილი, საიდანაც მისმა იდეამ გაიმარჯვა.

„სოფლის უმრავლესობამ დამიჭირა მხარი. 57 ადამიანი მოვიდა კენჭისყრაზე და 49-მ დაუჭირა მხარი ჩემს იდეას. ამ იდეის განხორციელებით სოფელში მივიღებთ საკმაოდ სწრაფ ინტერნეტს და ადვილად გვექნება წვდომა სხვადასხვა, თუნდაც სარგებლიან პროექტებზე“, – ამბობს ნიკუშა.

ნიკუშა დიასამიძე / გამარჯვებული იდეის ავტორი

ნიკუშას იდეის განსახორციელებლად, როგორც ქედის მერიაში გვითხრეს, უკვე დაასრულეს ბაზრის მოკვლევა, დაზუსტდება შესყიდვის ღირებულება და მოდემების შესაძენად ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. ეს პროექტი მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.

ქედის მუნიციპალიტეტის დაბასა და სოფლებში ამ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობამ ჯამში 200-ზე მეტი იდეა დაარეგისტრირა, კენჭისყრაზე კი, 175 გავიდა.

კენჭისყრის შედეგად დაბა ქედასა და მუნიციპალიტეტის 64 სოფელში ჯამში 81 პროექტი განხორციელდება. სწორედ ამდენ იდეას დაუჭირა მხარი კენჭისყრაზე მისული მოსახლეობის უმეტესობამ. კენჭისყრაში 4 823 ადამიანი მონაწილეობდა.

იდეების კენჭისყრაზე მისული მოქალაქეები ქედაში

მოსახლეობის მიერ დარეგისტრირებული და მათ მიერვე კენჭისყრით გამარჯვებულად გამოვლენილ იდეებზე დაყრდნობით მუშავდება შესაბამისი პროექტები, რომლებიც ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდინარე წელსვე დაფინანსდება და განხორციელდება. ამ პროგრამისთვის კი, ბიუჯეტში 900 ათასი ლარია გამოყოფილი.

„მოსახლეობის აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი. სტანდარტით, მინიმუმ მოსახლეობის 20% უნდა მისულიყო კენჭისყრაზე, რომ გამარჯვებული იდეა გამოვლენილიყო. თითქმის 2-ჯერ მეტი მოვიდა და ამისთვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მადლობას ვუხდი. მათი ჩართულობის გარეშე ეს პროგრამა ვერ განხორციელდებოდა. მომსახურებისა და საქონლის შესასყიდად შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია“, – ამბობს ჯემალ ტაკიძე, ქედის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი.

იდეების კენჭისყრა ქედაში

ქედაში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამას მხარს უჭერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტი „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ახორციელებს.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის კონკურსი გამოაცხადა და 15 თემის მობილიზატორი შეარჩია, რომლებმაც დაბასა და სოფლებში საინფორმაციო კამპანია აწარმოეს როგორც კარდაკარის პრინციპით, ასევე, საჯარო შეხვედრებით.

მობილიზატორებს ევალებოდათ მოქალაქეებისთვის კონსულტაციების გაწევა მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, იდეების პროექტის სახით ჩამოყალიბებასა და ონლაინრეგისტრაციის პროცესში; ასევე, ჩართული იყვნენ კენჭისყრის ტექნიკურ უზრუნველყოფაში, აკვირდებოდნენ მიმდინარე პროცესებს და ამზადებდნენ ყოველკვირეულ ანგარიშებს.

„ამ პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მუნიციპალიტეტის მხრიდან მონაწილეობითი დემოკრატიის თვალსაზრისით და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს და მოსახლეობას, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის“, – ამბობს ჯემალ ტაკიძე.

მისივე თქმით, დაჯგუფდა ერთნაირი ტიპის პროექტები – გარეგანათებები, გზების რეაბილიტაცია, სხვადასხვა ტიპის საქონელი, რომლებიც შესასყიდია და მიმდინარე წელსვე ყველა პროექტი განხორციელდება:

„ზოგან განათების სამუშაოები დაიწყო კიდეც, ზოგან ტენდერი მიმდინარეობს ან დასრულდა, მუშავდება დეტალური პროექტები და აგვისტოს ბოლომდე ამ პროცედურებს მთლიანად დავასრულებთ. ზოგიერთ სოფელში 2, ზოგან 3 პროექტი განხორციელდება“.

„2022 წლისთვის მონაწილეობითი პროგრამის დაფინანსება მინიმუმ 100 ათასი ლარით გაიზრდება და 1 მილიონი ლარი იქნება. დაემატება ასევე მართვის ხარჯებიც, რაც პროგრამის განსახორციელებლად მომავალ წელს ტექნიკურ სამუშაოებს დასჭირდება. თუმცა, ბიუჯეტის დამტკიცება ახალარჩეულ საკრებულოს მოუწევს, ამიტომ ამ ეტაპზე პროგრამის ფინანსურ მხარეზე დეტალურად საუბარი ცოტა ადრეა…

რაც შეეხება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს, მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას სამომავლოდაც ვაპირებთ. ეს ორგანიზაციები წარმომადგენლები იქნებიან კომისიებში, გაგვიწევენ კონსულტაციებს“, – ამბობს ჯემალ ტაკიძე.

იდეების კენჭისყრა ქედაში

„მიზანი, რომ მოსახლეობა კარგად ყოფილიყო ინფორმირებული პროგრამის შესახებ და ჩართულიყო აქტიურად მის განხორციელებაში, შესრულებულია. ეს დაადასტურა იდეების რაოდენობამ, რომელიც მოქალაქეებმა წარმოადგინეს და კენჭისყრის პროცესმაც, სადაც ბევრი ადამიანი მოვიდა.

ამჯერად ვაფასებთ და ვაანალიზებთ მთელ ამ პროცესს, ვმუშაობთ რეკომენდაციებზე [თუ რა ცვლილებები უნდა შევიდეს, რა უნდა დაიხვეწოს პროგრამის განხორციელების პროცესში – განსაკუთრებით მოსახლეობის ინფორმირების კუთხით], რადგან ანალოგიური პროგრამა მომავალშიც უნდა განხორციელდეს. ვაგრძელებთ მოსახლეობის გამოკითხვას, გამოვკითხეთ გამარჯვებული იდეების ავტორები, ასევე ყველა ის ავტორი, რომელმაც დაარეგისტრირა თავისი იდეა, მაგრამ კენჭისყრით ვერ გაიმარჯვა“, – ამბობს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.

იდეების კენჭისყრა ქედაში

ამავე თემაზე:

 


მასალა მომზადებულია პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

 

 

 

 

 

 

წიგნი, როგორც იარაღი | ხათუნა ცხადაძე

ავტორი: ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი

___

ამ პროექტის მხარდასაჭერად ზაალ ანდრონიკაშვილმა მომიწვია. ზაალის წერილი, „ლიტერატურა ეხმარება ადამიანს, დარჩეს ადამიანად“ ზრუნვაზეა, იმაზე, რომ ადამიანს ზრუნვა აქცევს ადამიანად, მეორე ადამიანზე ზრუნვა. ვეთანხმები ზაალს და იმ კარგ მეცნიერს, მარგარეტ მიდს: ზრუნვაა ადამიანობის მთავარი მახასიათებელი; ის, რაც ადამიანთა ერთობას ცივილიზებულ, მოაზროვნე და მომავლის მქონე საზოგადოებად აქცევს.

ამიტომ ვიფიქრე, მეც ზრუნვაზე დამეწერა და ასე გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ პროექტის, “მოგზაური ბიბლიოთეკისათვის”, რომლის მიზანია აჭარის მაღალმთიან სოფლებში ბიბლიოთეკების შექმნა.

* * *

1942 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში არამომგებიანი ორგანიზაცია დაფუძნდა, „წიგნის საბჭო ომის წლებში“, სლოგანით „წიგნი იარაღია იდეების ბრძოლაში“. ორგანიზაციის მიზანი იყო ამერიკელი ხალხის განათლების, ცოდნის, ინფორმირების ხელშეწყობა, ომით დათრგუნული ადამიანების შთაგონება, განტვირთვა, კითხვით სიამოვნების მიღების სწავლება, ლიტერატურის გზით მასებისათვის ამერიკული კულტურის გაცნობა და მისი პოპულარიზაცია. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან, აერთიანებდა გამომცემლებს, წიგნით მოვაჭრეებს, ბიბლიოთეკებსა და ბიბლიოთეკარებს, ავტორებს, ლიტერატორებს, სტამბებს, ქაღალდის მწარმოებლებს. 1943 წლის გაზაფხულზე ამ ორგანიზაციამ წამოიწყო პროგრამა „წიგნები შეიარაღებული ძალებისათვის“ (Armed Services Editions), რომელმაც 1947 წლამდე 123 მილიონი წიგნი დაბეჭდა და თითოეული დაახლოებით 6 ცენტად მიჰყიდა მთავრობას შეიარაღებულ ძალებში წიგნიერების გასავრცელებლად.

ამ იდეას წინ უსწრებდა წამოწყება „წიგნის კამპანია გამარჯვებისთვის“, რომელმაც რამდენიმე თვეში მილიონამდე წიგნი შეაგროვა ჯარისკაცებისთვის დონაციების სახით. მაგრამ ბევრი გამოცემა მოუხერხებელი იყო სამხედროებისთვის წიგნის ზომის, წონის, მაგარი ყდისა თუ სხვა მახასიათებლის გამო, ამიტომ სამხედრო ძალებს ხშირად ნაჩუქარ წიგნებზე უარის თქმა უწევდა. ასე დაიბადა „წიგნები შეიარაღებული ძალებისათვის“ – მცირე ფორმატის, რბილყდიანი, იაფი გამოცემები, რომლის ფარგლებშიც დაიბეჭდა 1300-ზე მეტი დასახელების წიგნი. წიგნების ზომა საგანგებოდ იყო გათვლილი: ის ამერიკული სამხედრო ფორმის ჯიბეში უნდა ჩატეულიყო. პროექტში ჩართული იყო სამოცდაათზე მეტი გამომცემელი და ათობით სტამბა, ავტორიტეტულ ლიტერატორთა საგანგებო ჯგუფი კი, მოხალისეობრივ საწყისებზე, არჩევდა კლასიკას, ბესტსელერებს, იუმორისტულ წიგნებსა და პოეზიას, ცდილობდა, შეძლებისდაგვარად ყველანაირი გემოვნებისა და კულტურული დონის მკითხველი დაეკმაყოფილებინა და შეერჩია როგორც მხატვრული, ასევე არამხატვრული ლიტერატურა. შემთხვევითი არაა, რომ სერიის პირველი წიგნი იუმორისტული ყოფილა: ლეო როსტენის „ჰაიმან კაპლანის განათლება“.

წიგნები შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყველა დანაყოფში ვრცელდებოდა, ქვეყნის ტერიტორიაზეც და საზღვარგარეთ მყოფ ნაწილებშიც, მათ შორის სამხედრო ჰოსპიტლებსა და სატრანსპორტო საშუალებებში, შორეულ და მიუწვდომელ ადგილებში განთავსებულ ნაწილებს კი თვითმფრინავებით უყრიდნენ წიგნების შეკვრებს, სხვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მარაგთან ერთად. „ოვერლორდის ოპერაციისთვის“ ნორმანდიაში სამხედრო ძალების გამგზავრების წინ, სამხრეთ ინგლისში მყოფი ნაწილების თითოეული ჯარისკაცისთვის თითო წიგნი მიუციათ ჩასხდომის წინ.

ამ პროექტში შერჩეულ ავტორებს შორის იყვნენ უილიამ ფოლკნერი, სკოტ ფიცჯერალდი, სომერსეტ მოემი, ჯოზეფ კონრადი, ჯეკ ლონდონი, ედგარ პო, მარკ ტვენი და სხვა უამრავი. სკოტ ფიცჯერალდის მკვლევარი, მორინ კორიგანი წერს, რომ ამ პროექტმა არა მხოლოდ ჯარისკაცებს მისცა საოცარი შანსი, არამედ ავტორებსაც, რომელთაგან ბევრი სრულიად მივიწყებული და დაუფასებელი იყო.

სკოტ ფიცჯერალდი ისე მოკვდა, პოპულარობას ვერ მოესწრო, მისი თანაშემწე იხსენებს, რომ „დიდი გეთსბის“ გაყიდვებიდან ავტორის ბოლო ჰონორარი 13 დოლარი ყოფილა და გულმოკლულ ფიცჯერალდს გაუმხელია მისთვის, ის რამდენიმე ასლიც მე ვიყიდე მეგობრებისთვის საჩუქრადო. რომანის გამოსვლიდან 25 და ავტორის გარდაცვალებიდან 10 წლის წლის შემდეგ, უეცრად მოპოვებულ მასობრივ პოპულარობას, ხელახლა დაბადებასა და 50-იანი წლებში სასკოლო პროგრამაში შესვლას „დიდი გეთსბი“ უმეტესწილად სწორედ ამ პროექტს უნდა უმადლოდესო, წერს კორიგანი (მხოლოდ „დიდი გეთსბის“ ასოცი ათასი“ ეგზემპლარი დაბეჭდილა შეიარაღებული ძალებისთვის რამდენიმე წელიწადში).

ეჭვი არაა, რომ ფიცჯერალდის მსგავსად, სხვა ბევრი ავტორი გააცოცხლა და დაუბრუნა მკითხველს ამ პროგრამამ. ყველაფერი კი ერთი კაცის, შეერთებული ძალების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, რეიმონდ ტრაუტმანის იდეით დაიწყო, რომელმაც თანამოაზრეთა მთელი არმია შემოიკრიბა გარშემო, ლიტერატორების, ბიზნესმენებისა თუ მთავრობის წარმომადგენელთა ჩათვლით. ზრუნვით დაიწყო ეს ყველაფერი, გონიერი ადამიანების გემოვნებით, მგრძნობელობით, ავტორებსა და მკითხველზე ფიქრითა, იმაზე ფიქრით, რომ ადამიანებს საკვების, ტანსაცმლის, ხელფასის გარდა გონებრივი საზრდოც სჭირდება, რომ ეს საზრდო შეიძლება თავისით არ მოძებნოს, მაგრამ თუ მიაწვდი, შეიძლება, შვებად, ნუგეშად, იმედად, ბედნიერებად ექცეს.

წარმოვიდგენ ხოლმე სამხედრო ნაწილებში, სანგრებში, ჰოსპიტლებში მყოფ ჯარისკაცებს იმ ყვითელყდიანი წიგნებით ხელში; წარმოვიდგენ, როგორ კითხულობდნენ, დღისით თუ ღამით, შეშინებულები თუ იმედიანები, იმ წიგნების სამყაროში ცხოვრობდნენ, მათზე ფიქრობდნენ; ალბათ, ლაპარაკობდნენ კიდეც, უყვებოდნენ, უზიარებდნენ ერთმანეთს, ალბათ ცვლიდნენ კიდეც წიგნებს, ერთმანეთისას კითხულობდნენ. ვინ იცის, რამხელა შვება იყო ჯარისკაცებისთვის მხატვრული ლიტერატურა იმ დღეებში, იმ თვეებსა თუ წლებში, ბრძოლებამდე თუ ბრძოლების შემდეგ, ვინ იცის, რამდენი მათგანი დაიღუპა იმ პატარა ყვითელი წიგნით ჯიბეში; საგანგებოდ მისი ჯიბისთვის დაბეჭდილი, სხვა სამყაროს ნაგლეჯით ჯიბეში; ვინ იცის, რამდენისთვის წინა დღითა თუ ღამით წაკითხული და წარმოდგენილი იყო სიკვდილის წინ ბოლო ფიქრიცა და ხილვაც.

* * *

დასაწყისში ზრუნვა ვახსენე. იმ ადამიანებზეც ვფიქრობ, რომლებმაც ეს ყველაფერი მოიფიქრეს და საკვებთან, წყალთან, წამლებსა თუ ტანსაცმელთან ერთად თვითმფრინავებით უყრიდნენ ამ სხვა სამყაროს ყვითელ ბარათებს ჯარისკაცებს, ისეთსავე მაცოცხლებელსა და ძვირფასს, როგორიც იმ შეკვრებით ჩაყრილი წამლები, საკვები, წყალი თუ ტანსაცმელი იყო.

ვწერ „სამხედროებს“ და ვფიქრობ ყველაზე, ცხადია. ყველაზე, აქ და ახლა. ვგულისხმობ ბავშვებს, მოზარდებს, უფროსებსა თუ პენსიონერებს, განსაკუთრებით – მიუწვდომელ ადგილებში მცხოვრებლებს. მინდა, მათ განათლებასა და ინფორმირებაზეც ზრუნავდეს მათივე დაქირავებული სახელმწიფო მანქანა, მათთვის ცოდნის გზით ბედნიერების შესაძლებლობის მიცემაზე ფიქრობდეს. ორმოციანი წლების ამერიკის იმ საოცარი წამოწყების სულისჩამდგმელებს ბევრ სხვასთან ერთად ეს მიზეზიც ეწერათ თავიანთ პროექტში: ადამიანების გახალისება, მათი „მოწყენილობისა და დარდის გაქარვება“ წიგნებით. მაგრამ, ეს რომ დაგეგმო, უნდა გესმოდეს, როგორც მათ ესმოდათ, რომ წიგნი იარაღია.

მგონი, ახლა უკვე ყველას გვესმის, სოფელშიც და ქალაქშიც, რომ როცა სოფლისა თუ ქალაქის გამოცოცხლებაზე ლაპარაკობს ხელისუფლება, მხოლოდ ბრჭყვიალა კაზინოებსა და რესტორნებს არ უნდა ჰპირდებოდეს მოსახლეობას; იქამდე კი, სანამ ხელისუფლება მიხვდება ზრუნვა რას ნიშნავს, ერთმანეთზე თუ ვიზრუნებთ, ისევ ერთმანეთის, მოქალაქეების გონივრული, კეთილი ინიციატივების იმედად თუ ვიქნებით და მათ დავუჭერთ მხარს, რომ არ დავკარგოთ ადამიანურობა – ის, რაც მხოლოდ ერთმანეთზე ზრუნვით მიიღწევა – და შევინარჩუნოთ ცოცხალ არსებათა იმ ერთობის სახელი, რომელსაც ადამიანთა საზოგადოება ჰქვია.

 

* * *

ზაალმა ბავშვობის მეგობარს მიუძღვნა თავისი წერილი. მე – ჩემს მოსწავლეებს ვუძღვნი, რომლებიც სტიმულს მაძლევენ, მეტი ვიკითხო, მეტი ვიცოდე.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

1600-ით გაიზარდა უფასო სასადილოს მომხმარებელთა რაოდენობა ბათუმში – ბოლო 9 თვე

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო 22 აგვისტოს უფასო სასადილოებს დახურავს და ბენეფიციარებს 1 თვის სასურსათო კალათას დაურიგებს. სასადილოების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მერიაში კოვიდპანდემიის გამო მიიღეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში „სოციალურად დაუცველი ფენის უფასო ერთჯერადი კვების“ პროგრამაში ამ დროისთვის 7 595 ბენეფიციარია ჩართული.

ამ პროგრამაში 2020 წლის დეკემბერში 6000-მდე ბენეფიციარი იყო. ანუ გასული წლის ბოლოდან დღემდე უფასო სასადილოებით მოსარგებლეთა რიცხვი თითქმის 1600-ით გაიზარდა, აქედან 540 ბენეფიციარი მარტო აგვისტოს თვეში დაემატა პროგრამას.

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორი, მამუკა შამილიშვილი, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ეს ის სოციალურად დაუცველი ადამიანებია, რომლებიც ითხოვდნენ უფასო სასადილოთი სარგებლობას, რიგში იდგნენ, თუმცა არასაკმარისი დაფინანსების გამო მათი პროგრამაში ჩართვა ვერ ხერხდებოდა.

„საამაყო ამაში შეიძლება არც არაფერია, როცა ამდენი სოციალურად დაუცველი ითხოვს უფასო სასადილოთი სარგებლობას, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მიმართვის შემდეგ გაიზარდა სააგენტოს დაფინანსება ქალაქის ბიუჯეტიდან და თითქმის ყველა, ვინც ითხოვდა პროგრამაში ჩართვას – ჩავრთეთ. დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი სოციალურად დაუცველი რიგში იმისთვის, რომ უფასო სასადილოთი ისარგებლოს, არ გვყავს“, – გვითხრა მამუკა შამილიშვილმა.

სააგენტო ბენეფიციარებისთვის 2021 წლის 28 აგვისტოს, „მარიამობის სადღესასწაულო ნობათისა და პანდემიის გამო ბენეფიციარებისათვის სექტემბრის თვის სასურსათო კალათების გაცემას“ გეგმავს.

მამუკა შამილიშვილის თქმით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გადაწყდება გაიხსნება თუ არა სასადილოები ოქტომბერში: „თუ არა, მაშინ, ოქტომბრის თვის სასურსათო კალათებს წინასწარ, სექტემბრის ბოლოს გავცემთ“.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

„მე ვარ პედაგოგი, ჩემი ვალია ვიყო აცრილი“ – ონკოპაციენტი ვაქცინასა და კოვიდზე

46 წლის მაია კილაძემ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 5 აგვისტოს გაიკეთა. ახლა მეორე დოზის მოლოდინშია. მაია ონკოლოგიური პაციენტია. ისევე როგორც ასობით ადამიანს, პირველ ეტაპზე მასაც ჰქონდა კითხვები ვაქცინასთან დაკავშირებით, თუმცა მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო და აიცრა.

„ჩემს ექიმს კითხვა ასე დავუსვი – საჭიროა თუ არა, რომ გავიკეთო? საჭირო კი არა აუცილებელიაო, მითხრა. აღარ დავფიქრებულვარ მერე,“ – იხსენებს მაია.

მაიას მასტოქტომია აქვს გაკეთებული. ხუთი წილის განმავლობაში იღებდა ჰორმონალურ პრეპარატებს. სწორედ ამან განაპირობა მისი კითხვები – იყო თუ არა შესაძლებელი მისი, როგორც ონკოპაციენტის აცრა. მაია ამბობს, რომ ვაქცინის გაკეთებისთვის ორი მოტივი ჰქონდა – საკუთარი თავის დაცვა და იმ ადამიანებზე ზრუნვა, ვინც უყვარს და მისთვის ძვირფასია. ახლა მაიას ოჯახის ყველა წევრი ვაქცინირებულია.

„აცრის მერე კარგად ვიყავი. თავი მტკიოდა გამუდმებით და ციტრამონს ვსვამდი სულ. რაც აცრა გავიკეთე, თავი აღარ მტკენია. ჩემს მეუღლეს ვეუბნები ხოლმე ხუმრობით, მე მგონი აცრამ გამომაჯანმრთელა-მეთქი“, – ხუმრობს მაია.

მაია სოფელში ცხოვრობს. ამბობს, რომ ვაქცინის გაკეთებამდე მაქსიმალურად იცავდა წესებს. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის დასაწყისში გარე სივრცეში პირბადის ტარების რეგულაცია მოიხსნა, ქალაქში წამოსვლისას მას მაინც ეკეთა. ერიდებოდა დიდ თავყრილობებს და ცდილობდა ზედმიწევნით დაეცვა წესები.

„პანაშვიდებზეც არ ვყოფილვარ. ყველას ვეხმიანებოდი და ბოდიშს ვუხდიდი – ონკოპაციენტი ვარ, რისკჯგუფში ვარ, ბოდიში. „მარშუტკაში“ პირბადე არასდროს არ მომიხსნია. ქორწილებში წასვლაზეც თავს ვიკავებდი,“ – იხსენებს მაია.

გარდა იმისა, რომ თავად აიცრა, ცდილობს სხვა ადამიანებს დაეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში და ურჩევს აიცრან. გაწევრიანებულია სიმსივნით დაავადებული ქალების ჯგუფებში. ამბობს, რომ როგორც კი რომელიმე ონკოპაციენტი ქალი ჯგუფში ვაქცინაციასთან დაკავშირებით კითხვას დასვამს, მათ სწერს და აცრის მნიშვნელობაზე ესაუბრება, საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

„ვეუბნები, რომ არ შეეშინდეთ. რჩევას ვაძლევ. საახლობლოში ვინც მყავს, ყველას ვეუბნები – აიცერით. როგორც ვიცი, მხოლოდ იმ ონკოპაციენტებისთვის, რომლებიც ქიმიოთერაპიას იტარებენ, არ არის აცრა რეკომენდებული. სხვა ონკოპაციენტებისთვის კი ნებადართულია. აცრა არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ სიკვდილისგან დავიცვათ ადამიანები. აცრილებსაც შეიძლება დაგვემართოს, მაგრამ ადვილად გადავიტანოთ. საავადმყოფოში აღარ წავიდეთ და მარტივი ფორმით გადავიტანოთ,“ – ამბობს მაია.

მაიას ბევრი ნაცნობი თუ ნათესავი მოხვდა კორონავირუსით საავადმყოფოში. სწორედ ამიტომ ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინოს, რატომ არის მნიშვნელოვანი აცრა.

ლელა თედორაძეც ონკოპაციენტია. პროფესიით პედაგოგია, მახუნცეთის საჯარო სკოლაში ასწავლის. მისი ბრძოლა კიბოსთან 4 წელია გრძელდება. ახლა ჰორმონალურ პრეპარატებს იღებს.

პირველ ტალღას გადაურჩა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ცდილობდა თავის დაცვას, კორონავირუსი მაინც შეხვდა. ნოემბერში ის და მისი მეუღლეც ორივენი საავადმყოფოში მოხვდნენ, ვირუსის გართულებული ფორმით.

„ისეთი ვერაგი დაავადება გადავიტანე, რასაც კიბო ჰქვია, კორონავირუსით ცოტა კი ვიყავით შეშინებული, მაგრამ გავუმკლავდი. მეორე ტალღის დროს შემხვდა. როცა ინფიცირების პიკი იყო, როგორც აჭარაში, ისე მთელს საქართველოში,“ – იხსენებს ლელა.

ამბობს, რომ ვირუსზე მეტად ეშინოდა მის ოჯახს არაფერი დამართნოდა. ლელამ და მისმა მეუღლემ ვირუსი რთულად გადაიტანეს, შვილებმა – შედარებით ადვილად.

სტრესი, რომ ოჯახი სრულად იყო ინფიცირებული, არანაკლებ რთული გადასალახი აღმოჩნდა.

„ყველაზე რთული იცით რა არის? როცა უყურებ ადამიანებს რამდენად რთულ მდგომარეობაში არიან. ყველა თავისთვისაა. არ შეგიძლია ურთიერთობა. ხარ შენთვის ჩაკეტილი ერთ სივრცეში და ებრძვი ამ ვერაგ დაავადებას. ანთება მქონდა, ფილტვი დაზიანებული, მაგრამ ფსიქოლოგიურად მხნედ ვიყავი და ამან მიშველა,“ – ამბობს ლელა.

ლელა რამდენიმე დღეში უნდა აიცრას. ფაიზერზე ჯავშანი 29 აგვისტოს მონიშნა. სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებსაც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შეუძლიათ აცრა, ლელას მთელი პროცედურები აქვს გასავლელი. აცრამდე ათი დღით ადრე შეწყვიტა ჰორმონალური პრეპარატების მიღება.

„ვაქცინა აუცილებელია. ვაქცინა დაგვიცავს. ვთვლი, რომ ყველა ჩვენგანმა უნდა გაიკეთოს. რადგან გადავიტანე კოვიდი და ვიცი, რას ნიშნავს ეს დაავადება. სწორედ ამიტომაა აუცილებელი აცრა.

პირველ რიგში, ეს ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე. მე ვარ პედაგოგი. ახლა სექტემბერში ველოდებით სწავლის განახლებას და მაქვს ახალგაზრდა თაობასთან ურთიერთობა.  ჩემი, როგორც მოქალაქის ვალია, ვიყო აცრილი, რათა არ ვიყო სხვისთვის დამაბრკოლებელი და თავისთავად ჩემი თავიც დავიცვა ამით“, – ამბობს ლელა თედორაძე.

იგეგმება თუ არა მოსახლეობის ვაქცინაცია იალაღებზე? 

22 წლის ბექა თავართქილაძე თვენახევარია რაც ბეშუმში იმყოფება. მისი ოჯახის წევრებიც ზაფხულს აქ ატარებენ. ბექა ამბობს, რომ ისინიც და ოჯახის სხვა წევრებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დაბა ხულოში აიცრნენ, რადგან სხვაგან კოვიდზე ვაქცინაცია არ ტარდება.

გარდა იმისა, რომ ბეშუმში მოიალაღეები არიან საზაფხულოდ ასული, კურორტზე დამსვენებლებიც იმყოფებიან. ამ დროს განსაკუთრებით ბევრი ბავშვი ისვენებს მთაში.

„გახსნილია ატრაქციონები, გასართობი ადგილები. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა ქვეყანაში და ინფიცირების ტემპებიც ძალიან მაღალია, ადამიანები მაინც არ იცავენ უსაფრთხოების წესებს.

არც პირბადე უკეთიათ და არც დისტანციას იცავენ.

ბექა თავართქილაძე

წელს პანდემიის გამო შუამთობა არ ჩატარდა, თუმცა შუამთობის წინა პერიოდში ძალიან გავრცელდა ბეშუმში კოვიდი. არავინ არ აქცევს რეგულაციებს ყურადღებას“, – ამბობს ბექა თავართქილაძე.

მისი თქმით, ბეშუმში მხოლოდ ერთი პატარა აფთიაქი და ამბულატორიაა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

„ამასწინათ მეზობლის ბავშვი გახდა ცუდად, როცა გადასხმაზე მივიყვანე, იქ სხვა ბავშვი ჰყავდათ უკვე და მეორე ბავშვისთვის ადგილი აღარ იყო. ერთი საათი ხელში მეჭირა ბავშვი, სანამ გადასხმა დასრულდებოდა და ადგილი გათავისუფლდებოდა. შესაბამისი უწყებები არაფერს აკეთებენ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, – ამბობს ბექა.

მისი თქმით, არც ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება მოსახლეობის ინფორმირება, არადა ანტივაქსერების გავლენით ბევრი ადამიანი თავს იკავებს ვაქცინაციისგან.

„ეშინიათ ახალგაზრდებსაც, როცა მე ავიცერი, მეკითხებოდნენ ალერგიაზე, უშვილობაზე, ეს მითები აფერხებს ადამიანებს. მე ვეუბნები, რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს და უნდა ავიცრათ.

მოხუცებს უნდათ, რომ ოჯახის ექიმი მივიდეს და შეაფასოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაგალითად, ბებიაჩემმა ოპერაცია გაიკეთა და ვაქცინაციის ამის გამო ეშინია. ექიმი თუ დაელაპარაკება, დარწმუნებული ვარ, აიცრება. ჩემი ოჯახის სხვა წევრები ყველანი აცრილები ვართ.

ხალხის ნაწილი ნელ-ნელა, მაგრამ იაზრებს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, ნაწილს სჭირდება დარწმუნება. აქ ამ თემაზე ადამიანებს არავინ ელაპარაკება. ერთი „წითელი ჯვარი“ იყო ამოსული და სულ ეს იყო.

შარშან ბულვარში კარვები რომ დადგეს ტესტირებისთვის, კარგი იქნებოდა, ასეთი კარვები რომ გაეშალათ იაილებზეც და ადამიანები დატესტვასაც შეძლებდნენ და აცრასაც. ვინც ახლა მთაშია, ის ვერ ახერხებს კლინიკებში მისვლას. სად იარონ 80 წლის მოხუცებმა“, – ამბობს ბექა.

მისი თქმით, ადამიანები, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები აქვთ, თვითიზოლაციაში არ რჩებიან და კურორტის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან.

„უამრავი ადამიანია ყველგან, მწვანე ტბაზე, საპიკნიკე ადგილებზე, ტყეში – ყველა გარეთაა გასული“, – ამბობს ბექა.

იგეგმება თუ არა მოსახლეობის ვაქცინაცია იალაღებზე? – ვკითხეთ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს. აქ გვიპასუხეს, რომ კონკრეტულად კურორტ ბეშუმში მოსახლეობის ტესტირება მიმდინარე კვირის ორშაბათს დაიწყო და გამოვლინდა კოვიდის 5 შემთხვევა, ვაქცინაცია კი იალაღებზე ვერ მოხერხდება.

„იალაღებზე კურორტებისგან განსხვავებით ნაკლები მობილობაა, ამიტომ ჩვენ ტესტირებას ვატარებთ მხოლოდ ბეშუმში. სხვათა შორის, ორშაბათს ერთ-ერთი იალაღიდან იყო მოსული ცოლ-ქმარი ბეშუმში ტესტირებაზე და დაუდასტურდათ ვირუსი.

გვინდა, მოსახლეობა მოვიყვანოთ ასაცრელ ცენტრებში და ამისთვის მათ ყველა პირობა აქვთ. შეუძლიათ ნებისმიერ უბანში, მათ საცხოვრებელთან ახლოს მივიდნენ და აიცრან“, – ამბობს რუსუდან შავიშვილი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

კორონავირუსზე ტესტირება ბეშუმში ჩატარდება ორშაბათსა და პარასკევს, 12:00-დან 18:00 საათამდე ბეშუმის სამედიცინო ამბულატორიაში.

ღოღობერიძის თქმით, მას მუშკუდიანი „აკაჩავებდა“, ჩემს ბიზნესებს რატომ ასაჯაროებო – ადვოკატი

ადვოკატი ზაზა პაპიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის, მერაბ ღოღობერიძის დაკავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ადვოკატი აცხადებს, რომ ფინანსური პოლიციის გამომძიებელმა, ერეკლე ჩხენკელმა განზრახ დაარღვია კანონი და დაკავებულთან ადვოკატი ერთი საათის განმავლობაში არ შეუშვა.

ზაზა პაპიძე

ზაზა პაპიძემ დაკავებული მერაბ ღოღობერიძის მონახულების შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა განუცხადა.

„მერაბ ღოღობერიძე მომიყვა, რომ დაკავების შემდეგ ფინანსური პოლიციის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი გიორგი მუშკუდიანი „აკაჩავებდა“, ჩემს ბიზნესებს რატომ ასაჯაროებ, ეგ ჩემი ძმის ბიზნესებიაო“, – უთხრა „ბათუმელებს“ ზაზა პაპიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, მერაბ ღოღობერიძეს ბრალს სამი მუხლით წარუდგენენ: 1. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა 2. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და 3. დოკუმენტების გაყალბება.

დღეს ადვოკატმა ზაზა პაპიძემ თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრა მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც რამდენიმე ფეისბუქლაივი ჩართო. ზაზა პაპიძე პირდაპირ ჩართვაში ჰყვებოდა გამომძიებელ ერეკლე ჩხენკელის „ახირებაზე“ – არ დაეშვა ადვოკატი დაკავებულთან.

„დააკავეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მერაბ ღოღობერიძე. გამომძიებელმა ერეკლე ჩხენკელმა თქვა, რომ როცა დამიშვებს, მაშინ ვნახავ დაკავებულს. ის ჩადის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს – საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლისთვის უკვე მივმართე შესაბამის სამსახურებს.

იმედია, ერთხელ მაინც დასჯიან გამომძიებელს, რომელიც პირადი ახირების გამო ბედავს და კანონს არღვევს, ხელს უშლის ადვოკატს პროფესიული ვალდებულების შესრულებაში“, – აცხადებს ზაზა პაპიძე.

რაც შეეხება მერაბ ღოღობერიძეს, ის „ბათუმელებთან“ გასულ თვეში ამბობდა, რომ  აიძულებენ ბიზნესის დათმობას ზეწოლისა და მუქარის გზით. მერაბ ღოღობერიძე ასევე ამბობდა, რომ ამაში მონაწილეობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი თეიმურაზ გელდიაშვილი.

მაშინ მერაბ ღოღობერიძემ თავის დაწვაც სცადა და კლინიკაში გადაიყვანეს.

საგამოძიებო სამსახური თავის მხრივ ირწმუნებოდა, რომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, როცა უკანონოდ მოიპოვეს მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ქვიშა-ხრეში და გაყიდეს.

წარსულშიც გვაბრუნებენ და ეს არ უნდა დავუშვათ – გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ზოგიერთი“ წარსულში აბრუნებს ქვეყანას.

„ოცნებაში ბევრი ჩემი მეგობარია დარჩენილი, ღირსეული ადამიანები – ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ბევრიც – ვერ მოვასწარი, მაგრამ ერთ ადგილზე დგომა იყო ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევა – ეს ჩვენთვის გაუგებარი იყო.

ახლა უკვე ისე მიდის სიტუაცია და ზოგიერთი ისე იქცევა, რომ სამწუხაროდ, ჩემდა გულგასატეხად – უკვე წარსულშიც გვაბრუნებენ და ეს არ უნდა დავუშვათ!

ოღონდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მშვიდად, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად – არჩევნების გზით – ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც ჩვენ შეგვეფერება“ – განაცხადა გიორგი გახარიამ 18 აგვისტოს ლანჩხუთში, პარტიის ოფისის გახსნისას. მის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ „ქვეყანაში იკარგება სამართლიანობის შეგრძნება“.

„…მთავარია, რომ ჩვენ არ გვინდა ქვეყნის უკუსვლა. და სამწუხაროდ ასეთი ტენდენციები შეიმჩნევა. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ“ – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2019 წლის 8 სექტემბრიდან იკავებდა, მანამდე კი იგი „ოცნების“ ხელისუფლებაში ჯერ ეკონომიკის მინისტრის, შემდეგ კი შს მინისტრის პოსტს იკავებდა.

გახარიამ მთავრობის მეთაურის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა „ქართული ოცნების“ და მთავრობის სხვა ლიდერებთან შეუთანხმებლობის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით.

პრემიერის პოსტის დატოვებიდან მალე, 29 მაისს, გახარიამ ახალი პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ წარადგინა.

__________

ფოტო: გიორგი გახარია/FB

ამავე თემაზე: 

ვინ აფინანსებს გახარიას პარტიას

ჩოხატაური ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს – ღარიბაშვილი

დღეს, 19 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩოხატაურში მერობის კანდიდატი დავით შარაშიძე წარადგინა. მერობის კანდიდატის წარდგენა ღარიბაშვილმა ჩოხატაურის ტურისტულ შესაძლებლობებზე საუბრით დაიწყო:

„ჩოხატაური მართლაც გამოირჩევა თავისი სილამაზით, თავისი პოტენციალით, რომელიც ამ მუნიციპალიტეტს გააჩნია.

აქ შეიძლება ბევრი რამ გაკეთდეს და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვგეგმავთ. ეკოტურიზმი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი და ზოგადად, ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს ჩოხატაური. ამ ადგილს აქვს ამის უნიკალური შესაძლებლობა,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ უახლოეს წლებში საქართველოში 100 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ექიმებმა ბათუმში პაციენტთა დასახმარებლად დამატებით ცხელი ხაზი აამოქმედეს

დღეს ბათუმში ექიმებმა – ლევან ანთაძემ, ვახტანგ კალოიანმა და სხვებმა ბრიფინგი გამართეს, რომლის მთავარი თემაც კოვიდვითარება და გამოსავლის გზების ძიება იყო.

ექიმების განცხადებით, ისინი მზად არიან აამოქმედონ დამატებით ცხელი ხაზი იმ შემთხვევებისთვის, თუ ადამიანები ვერ დაუკავშირდებიან შესაბამის სამსახურებს, ვერ მიიღებენ ექიმის რჩევებს, როცა ვერ გადაჰყავთ პაციენტები კლინიკებში და ა.შ.

„ეს ცხელი ხაზი შეეცდება დაეხმაროს ადამიანებს ექიმის რჩევებით, ასევე პისიარტესტებსა და ვაქცინაციაზე ინფორმაციის გაცემით და ა.შ.“ – ითქვა ბრიფინგზე.

ცხელი ხაზის ნომერი იქნება: 555 70 07 72

როგორც ექიმმა ლევან ანთაძემ განაცხადა, უპირველესად საჭიროა რეანიმაციული საწოლების მობილიზება, დამატებითი სუნთქვის აპარატები და ხელმისაწვდომობის გაზრდა, ვაქცინაციის გაფართოება ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელში.

ექიმების განცხადებით, სოფლის ამბულატორიები უნდა ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, იქ მომუშავე ადამიანებს აქვთ ვაქცინაციის გამოცდილება, რადგან ისინი მონაწილეობენ კალენდარული ვაქცინაციის პროცესში და ბრიფინგის მონაწილეებს შეუძლიათ მათი გადამზადება, თუ როგორ გაკეთდეს კოვიდის ვაქცინა, როგორ წარიმართოს პროცესი.

ექიმები აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი მზად არიან:

  • მონაწილეობა მიიღონ საველე ჰოსპიტლის მუშაობაში;
  • ონლაინკლინიკების მუშაობაში;
  • მზად არიან შეიტანონ წვლილი აცრების ხელმისაწვდომობის გაზრდაში ნებისმიერი ფორმით – სოფლის ამბულატორიების მხარდაჭერით და ა.შ.

ექიმები მოუწოდებენ ხელისუფლებას დროული გამოვლენის მიზნით:

  • გაზარდოს ტესტირების რაოდენობა რისკჯგუფებისთვის;
  • სასწრაფოდ მოხდეს საწოლების (მათ შორის კრიტიკული საწოლების) მობილიზაცია კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით.

ლამარა აბჟანდაძე: მე ორჯერ გადავრჩი აცრით

90 წლის ბლოგერი და აქტივისტი, ლამარა აბჟანდაძე კოვიდზე ვაქცინაციისკენ მოუწოდებს მოსახლეობას.

„უკვე 91 წლის ვხდები. ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობა შედეგია იმ სწორი ცხოვრებისა, რომელსაც მე ვეწეოდი დღემდე და ვეწევი ახლაც.

მე ორჯერ გადავრჩი აცრით. ერთხელ ბავშვობაში ყვავილის აცრით და მეორედ ახლა, როცა ასტრაზენეკას ვაქცინით ერთ-ერთმა პირველმა ავიცერი.

მე აქტიურ ცხოვრებას არ ვწყვეტ, ბევრს დავდივარ, ვმუშაობ როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. როცა ვისვენებ, ვუსმენ მუსიკას, ვტკბები ნახატებით, ზოგჯერ მათემატიკის რთულ ამოცანებსა და მაგალითებსაც ვიხსენებ, ესეც სიამოვნებას მანიჭებს.. დიახ აქტიური ცხოვრება ყველაზე კარგი წამალია. ასე, რომ იცხოვრეთ აქტიურად, აიცერით დროულად.

უმორჩილესად გთხოვთ, მიიღეთ ჩემი – ხანდაზმული ქალის რჩევა, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს,“ –  წერს ლამარა აბჟანდაძე ფეისბუქზე.

ამ დრომდე ყველაზე ხანდაზმული ადამიანი საქართველოში, რომელიც კოვიდზე აიცრა, 102 წლის ემინე ჯორბენაძეა აჭარიდან.

ეკლესიასთან სკვერში ბათუმის მერია მიწის ნაკვეთს იჯარით გასცემს

ბათუმის მერია საკათედრო ტაძრის მიმდებარე სკვერში [ზუბალაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში] 80 კვ/მ ტერიტორიას 5-წლიანი იჯარით გასცემს.

მომავალმა მოსარგებლემ იჯარით აღებულ ნაკვეთზე უნდა მოაწყოს ბავშვთა გასართობი სივრცე/ატრაქციონები, მათ შორის კომერციული მიზნითაც, ნაკვეთის მიმდებარე სკვერში კი – უფასო სასრიალო და საქანელები.

აუქციონში გამარჯვებული ნაკვეთის სარგებლობისთვის ვალდებული იქნება ქალაქის ბიუჯეტში წლიურად 7 600 ლარი შეიტანოს, თუმცა ეს არის აუქციონის საწყისი ფასი. აუქციონის ბიჯი  230 ლარია.

ელექტრონული აუქციონი გამოცხადებულია და 2021 წლის 31 აგვისტოს დასრულდება.

 აუქციონის პირობის მიხედვით, მომავალი მოიჯარე [აუქციონში გამარჯვებული] ვალდებულია:

  • „მიწის ნაკვეთზე მოაწყოს ბავშვთა გასართობი სივრცე/პარკი; რომლის მოწყობის მიზნით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, უნდა განათავსოს სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციონი, მათ შორის კარუსელები, ბატუტი, სათევზაო აუზი და სხვა, რომელსაც ექნება კომერციული დატვირთვა“;
  • მანვე „ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 თვეში, იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის სიახლოვეს [სკვერში] უნდა განათავსოს ბავშვთა სასრიალო [უფასო], სათამაშო მაგნიტური სილა [უფასო] და შშმ ბავშვებისათვის ადაპტირებული ინკლუზიური მინისაქანელები [უფასო] და სხვა;
  • იჯარის უფლებით გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ;
  • განახორციელოს როგორც იჯარის უფლებით სარგებლობაში მიღებული მიწის ნაკვეთის, ასევე მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობა და დასუფთავება“.

აუქციონში გამარჯვებულს უფლება აქვს სარგებლობაში მიღებულ მიწის ნაკვეთზე ბილეთების რეალიზაციის მიზნით განათავსოს სალარო ჯიხური; თუმცა ეკრძალება ამავე ნაკვეთზე განათავსოს სავაჭრო ან საზოგადოებრივი კვების ობიექტი.

ადგილი სკვერში, რომელსაც ბათუმის მერია იჯარით გასცემს / ფოტო აუქციონიდან

„იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტის დროისა, მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) სრულად იხდის იმ სახელშეკრულებო წლის სარგებლობის საფასურს, როდესაც მოხდა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა“, – აღნიშნულია აუქციონის პირობაში.

ბათუმის მერიამ 2016 წელს ქალაქის სხვადასხვა სკვერში, მათ შორის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობაზეც გამოაცხადა აუქციონი, თუმცა ეს პროექტი არ შედგა:

ტუალეტის მიტოვებული ფუნდამენტები ბათუმის მერიისგან

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია და კონკურსატებს შედეგების ნახვა ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ.

ცენტრის ინფორმაციით, წელს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში 3 700-ზე მეტი სტუდენტი იყო რეგისტრირებული. რამდენმა სტუდენტმა შეძლო სასწავლო გრანტის მოპოვება ან გაუმჯობესება, აღნიშნული ინფორმაცია ცენტრს ჯერ დამუშავებული არ აქვს.

სტუდენტს კონკურსის შედეგების ნახვა პირადი და საგამოცდო ნომრის მეშვეობით შეუძლია.  ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, თუკი აპლიკანტი, მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარ საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერს (ბარათზე მითითებული ცხრანიშნა კოდი) გააგზავნის ნომერზე: 93333. 

სმს-ის ღირებულება ამ შემთხვევაში 50 თეთრია.  

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შესაძლებლობას აძლევს ბაკალავრიატის სტუდენტებს, მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ დაფინანსება.

ვუახლოვდებით ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობების მაქსიმუმს – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ჰოსპიტალური სექტორი უკვე მაქსიმალურადაა დათვირთული.

„ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა მაქსიმალურია. მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი. ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ დაემატა საწოლების რაოდენობა. ამგვარად, ჩვენ ვუახლოვდებით შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 000 საწოლის სახით,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, დღეის მონაცემებით, კოვიდკლინიკებში იმყოფება 7300-ზე მეტი პაციენტი, აქედან 350-მდე პაციენტი რეანიმაციაში მკურნალობს.

„შემთხვევების უდიდესი ნაწილი დელტა შტამითაა გამოწვეული,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამავე თემაზე: 

კორონავირუსით 58 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 921 ახალი შემთხვევა

აჭარაში კორონავირუსის 739 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 19 აგვისტო

19 აგვისტოს დილის მონაცემებით აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 739 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის საავადმყოფოებში ბოლო მონაცემებით 949 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 146 მძიმე პაციენტია, ხოლო 23 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

აჭარის კოვიდსასტუმროებში 1 298 ინფიცირებულია მოთავსებული. 

რეგიონში, 19 აგვისტოს დილის მონაცემებით, 7 875 ადამიანი თვითიზოლაციაშია.

ამ დროისთვის აჭარაში სულ 104 924 დოზა ვაქცინაა გაკეთებული.


19 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა, ამავე პერიოდში ვირუსისგან 58 პაციენტი გარდაიცვალა:

კორონავირუსით 58 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 921 ახალი შემთხვევა

კორონავირუსით 58 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 921 ახალი შემთხვევა

19 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა, ამავე პერიოდში ვირუსით 58 პაციენტი გარდაიცვალა.

stopcov.ge-ს 19 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 501 297 , ბოლო 24 საათში – 4 921
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 436 977 , ბოლო 24 საათში – 4 471
  • მათ შორის გარდაცვლილი – 6 590, ბოლო 24 საათში – 58

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 49 468, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 152, PCR ტესტით – 20 316

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,95%, ბოლო 14 დღის – 10,78%, ბოლო 7 დღის – 11,01%

  • ამ დროისთვის ქვეყანაში სულ აცრილია – 883 570, დღიურად აცრილია – 26 363
  • კარანტინის რეჟიმშია – 79
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 7 133
  • კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 555 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 921 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 948 შემთხვევა, აჭარაში – 739, იმერეთში – 626, ქვემო ქართლში – 254შიდა ქართლში – 257, გურიაში – 135სამეგრელო – ზემო სვანეთში – 276, კახეთში – 386მცხეთა-მთიანეთში – 116, სამცხე-ჯავახეთში – 147, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 37.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 448 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 27 989, აჭარაში – 7 875, იმერეთში – 5 115.

 

უპრეცენდენტო საჩუქარი აბიტურიენტებს SEU – სგან

უპრეცენდენტო საჩუქარი მომავალ SEU-ელებს!

აირჩიეთ SEU პირველ ნომრად.

პირველკურსელს (ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სკალირებული ქულების ჯამით საუკეთესო შედეგს აჩვენებს) საჩუქრად დაგხვდება ლეპტოპი Lenovo V15 ან 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის!

COVID-19 პანდემიის პერიოდში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, SEU-ს პირველ ნომრად არჩევის შემთხვევაში: ყველა სტუდენტი მიიღებს 1000 ლარიან სასწავლო ვაუჩერს.

განსაკუთრებული ფინანსური შეღავათები

ასევე, გაიგეთ რა დადებითი, ფუნდამენტური ცვლილებებია სეუ-ში –  https://www.seu.edu.ge/ka/news/1203/.

„ბათუმელი მეზობლები მეუბნებიან, რამე რომ მოხდეს, სპეცსამსახურებს შენ თავს არ გავატანთო“ 

ალექსანდრე დ. ბელარუსიდან ბათუმში სამი თვის წინ, მაისში ჩამოვიდა. როგორც ის ამბობს, სხვა გზა მას, უბრალოდ, აღარ ჰქონდა.

ალექსანდრე ვებდიზაინერია და მუშაობს ევროპული და ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებიც მთელ მსოფლიოში ყიდიან აპლიკაციებს. სხვადასხვა კომპანიის დაკვეთით ამზადებს რეკლამებს სოცქსელებისთვის.

ალექსანდრე ლუკაშენკოს სასტიკ რეჟიმს გამოექცა საქართველოში. როგორც ის გვეუბნება, ბათუმი ბელარუსების დიდი დიასპორაა, მათ შორის არიან პროგრამისტები, ბლოგერები, მუსიკოსები, ექიმები და ა.შ.

ალექსანდრე საუბრობს ბელარუსის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, მის დამოკიდებულებებზე რეჟმის მიმართ და სამომავლო გეგმებზე.

„მე აქ კარგად ვცხოვრობ, კარგად გამოვიმუშავებ დისტანციური სამსახურით და ამ მხრივ პრობლემები არ მაქვს, ასეა აქ ბევრი ბელარუსი. ჩვენ სხვა პრობლემა გვაქვს – ჩვენი ქვეყანაა უზურპატორის ხელში და საკუთარ სამშობლოში არ დაგვედგომება. ვერ აღვწერ ეს რა ტკივილია. ჩვენ ჩვენივე ქვეყნიდან გაგვაქციეს. ვერ წარმოიდგენთ, ისე მენატრება ბელარუსი.

2020 წლის აგვისტოში ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებელი ვიყავი. ყველა ბელარუსმა იცის, რომ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მისცა ხმა, მაგრამ მათ ეს ხმა მოპარეს. არც კი დაუთვლიათ ხმები არჩევნებზე, ხომ 100 % უნდა იყოს ბოლოს დასათვლელი ხმების და აღმოჩნდებოდა, რომ ჩაყრილი ბიულეტენებით ეს მაჩვენებელი იყო 145, 140 %. მერე როცა აღარ იცოდნენ რა მოეხერხებინათ ამ რიცხვებისთვის, ბიულეტენები დაწვეს, შემდეგ კი ამ ყველაფრის მოწინააღმდეგე ხალხის ცემა დაიწყეს.

  • „არ შეიძლება არ შეიმჩნიო ჰიტლერი ცხვირწინ“

ასეთი ინტერვიუსთვის შეუძლიათ მომისაჯონ 7 წელი ბელარუსში. შესაძლოა ამის გამო ბელარუსის სპეცსამსახურებმა საქართველოს სუსს სთხოვოს მინსკისთვის ჩემი გადაცემა – მხოლოდ და მხოლოდ ამ ინტერვიუსთვის. მაგრამ ჩემი ამოცანაა არ გავჩუმდე, რომ ქართველებმა იცოდნენ ყველაფერი, რაც ბელარუსში ხდება. არ შეიძლება არ შეიმჩნიო, როცა ჰიტლერი გყავს ცხვირწინ, მთელმა ევროპამ იცის, რომ ლუკაშენკო ფაშისტია.

ბელარუსებმა არჩევანი სვეტლანა ტიხანოვსკაიას სასარგებლოდ გააკეთეს, რეალურად ხალხმა ხმა ლუკაშენკოს წინააღმდეგ მისცა.

ახლა ბელარუსები პატივისცემით არიან განწყობილი ტიხანოვსკაიას მიმართ, ჩვენ ვთვლით, რომ რეალურად ის არის ჩვენი პრეზიდენტი.

პირველად როცა ჩამოვედი საქართველოში, ბევრს მესაუბრებოდნენ ტაქსის მძღოლები. ლუკაშენკო მაგარიაო, მეუბნებოდნენ. ასე ამბობდა ბათუმში ტაქსის მძღოლების უმრავლესობა. ისურვებდით თქვენ ხელისუფლებაში გყოლოდათ შეურაცხადი ბაბუა 26 წელი? ვისაც თქვენ მიმართ ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორც ბარონს გლეხებისადმი, როცა ადამიანის სიცოცხლე მისთვის ღირებული არ არის.

ხალხი აპელირებს იმაზე, რომ ყაირათიანია ლუკაშენკო, იქ რაღაც ააშენა, თითქოს ყველაფერი გადაარჩინა. ამ მომენტისთვის და ერთი წლის წინაც უკვე ქარხნების დიდი უმრავლესობა აღარ მუშაობდა, საწარმოების დიდი ნაწილი აღარ მუშაობს, ლუკაშენკო უკვე შიშველი მეფეა.

  • „პროპაგანდისტულმა მედიამ შექმნა „იუდას ორდენი“. ამ გადაცემაში ცნობილ ადამიანებს „მოღალატეებად“ შერაცხულებს აჩვენებენ სახრჩობელას ფონზე. მერე ამ ხალხს იჭერენ“

ეს ბელარუსის ისტორიული დროშაა, ამ ნიშნით რომ გახვიდეთ მინსკის ქუჩებში, ექსტრემისტად შეგრაცხავენ. წარმოიდგინეთ წუთით, რომ არ შეგეძლოთ გამოხვიდეთ ქუჩაში და უბრალოდ თქვათ, რომ ვიღაც არ მოგწონთ. ასეთი უკმაყოფილებისთვის პირველ ჯერზე სულ მცირე ერთი თვით აღმოჩნდებით ბელარუსის ციხეში, მეორე ჯერზე 3, 4, 8 წლით დაგაპატიმრებენ.

რაც შეეხება მედიას: ყველა დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტი, ვინც გადამოწმებულ ფაქტებზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, ციხეშია ან გაქცეულია ქვეყნიდან, გაქცეულია ყველა ბლოგერი ბელარუსიდან, დარჩა მხოლოდ სახელმწიფო პროპაგანდისტული მედია.

თუ არ აქებ ლუკაშენკოს, აღმოჩნდები ციხეში.

პროპაგანდისტული ტელემედია პირდაპირ მოუწოდებს მოსახლეობას, თუ სადმე არის ბელარუსის ისტორიული დროშა, ესროლონ ქვები, რადგან ეს „ექსტრემისტების“, ლუკაშენკოს რეჟიმის მოწინააღმდეგეების დროშადაა მიჩნეული.

სახელმწიფო პროპაგანდისტულ ტელევიზიას აქვს ასეთი რუბრიკა – „იუდას ორდენი“, სადაც ცნობილ ადამიანებს „მოღალატეებად“ რაცხავენ, აჩვენებენ სახრჩობელას ფონზე, ემუქრებიან და ამუნათებენ მათი საქმიანობის, ძალაუფლების მფლობელებისთვის მიუღებელ თემებზე მუშაობის, საუბრის გამო. მერე ამ ხალხს, როგორც წესი, ციხეში სვამენ. ეს ტელევიზიის საშუალებით ხდება. დაუჯერებელი ამბავია.

მაგალითად, ამ წლის მაისში ინტერნეტგამოცემა TUT.BY – ის ჟურნალისტები აღმოჩნდნენ ამ რუბრიკის მსხვერპლნი. მათგან უმრავლესობა ახლა ციხეში ზის. ზოგმა მოახერხა გაქცევა.

YouTube video player

  • „ჩემს ქვეყანაში ჰიტლერია ხელისუფლებაში ლუკაშენკოს სახით“

 ბათუმში ცოტა მოვეშვი. პირველ ხანებში აქ ავტობუსების მეშინოდა.

ყველა ბელარუსმა იცის, რა არის ბუსოფობია, რადგან ასეთი დაბურულმინებიანი მიკროავტობუსებით დადის ბელარუსის ქუჩებში „ომონი“, გადმოდის 10 თანამშრომელი ნიღბით და იარაღებით, გაგდებენ ამ ავტობუსში და ეს ნიშნავს, რომ დიდი ხნით ვეღარ დაბრუნდები სახლში.

თუ ბელარუსში ორმა ასეთმა ჩაგიარა, ეს ნიშნავს, რომ პრობლემები გექნება.

ბევრი ჩემი აქაური მეზობელი მეუბნება, თქვენ გვერდით ვართ ქართველებიო, მოსულან ქართველები და უთქვამთ: რამე რომ მოხდეს, სპეცსამსახურებს შენ თავს არ გავატანთო. რატომღაც მე მათი მჯერა, რადგან თუ 50 ქართველი იდგება სადმე ერთად, იქ სხვა ძალა ვერაფერს იზამს, რატომღაც ასე მჯერა.

ყველა ქვეყნის საჰაერო სივრცე ბელარუსისთვის უკვე შეუღწევადია. რუსეთი, საქართველო, ეგვიპტე და თურქეთი – მხოლოდ ამ ქვეყნების საზღვრებია გახსნილი ჩვენთვის. გასაგებია, რომ საქართველოს ეკონომიკური გაძლიერება სჭირდება, ბევრი მოდის ბელარუსიდან ბათუმსა და თბილისში.

გამორბიან ექიმები, პროგრამისტები, რეკლამის სპეციალისტები, ისინი დისტანციურად მუშაობენ ამერიკული, ევროპული კომპანიებისთვის და გამომუშვებულ ხელფასს საქართველოში ხარჯავენ. ამ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლება რატომ არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას ბელარუსთან დაკავშირებით, გასაგებია. მაგრამ არსებობს კიდევ ადამიანური ფაქტორი: ჩემს ქვეყანაში ახლა ბოროტებას აქვს ხელისუფლება, ჩემს ქვეყანაშიც ჰიტლერია ხელისუფლებაში ლუკაშენკოს სახით, ეს უტრირებულად ნათქვამი მოსაზრება არაა, ფაქტია.

  • „თუ 26 წელი აცლით ხელისუფლებას, მერე უკვე გესვრიან, თუ იგივე ადამიანი აღარ მოგწონთ“

მე მესმის საქართველოსი, რომ არ გამოდის ლუკაშენკოს არც მომხრედ, არც მოწინააღმდეგედ, მაგრამ უმჯობესია საქართველოს ჰქონდეს უფრო მკვეთრი პოზიცია, რაც აქ მყოფ ბელარუსებს გაგვიადვილებდა სამომავლოდ ორიენტაციას.

საქართველოს სუს-სა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ დიასპორაში ბევრი საუბარია იმაზე, რომ თუ რამე მოხდება, ყველანი წავალთ საქართველოდან, სიცოცხლე ძვირფასია. აქ ბევრია ოჯახით, ბავშვებით. მიგვიღებს პოლონეთი, ევროპის ქვეყნები. ჩვენ აქაც მოგვწონს. დავქორწინდი სიღნაღში, ჩემთვის ეს ახლობელი ქვეყანაა, რომელთანაც ემოციური კავშირები მაქვს. ჩემს ქვეყანაში უზურპირებულია ძალაუფლება. ეპოლეტებიანი ხალხი განაგებს ეკონომიკას, ხელოვნებას და ეს ძალიან უცნაური ეკონომიკა და ხელოვნებაა, მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ – ყველა უკმაყოფილო ადამიანი დააპატიმრონ ან გააგდონ ქვეყნიდან.

ძალაუფლება ნარკოტიკია, ის უნდა ჰქონდეს ისეთ ადამიანს, რომელსაც ეს ნარკოტიკი არ სჭირდება, ძალაუფლება ნიშნავს გქონდეს ერთი, ორი, ოთხი წელი იმისთვის, რომ რაღაც ააშენო, ყველაფერი ხალხისთვის, მერე გადის 4, 8 წელი… თუ 26 წელს აცდით ხელისუფლებას, მერე უკვე გესვრიან, თუ ეს ადამიანი აღარ მოგწონთ.

ჩვენ არ გვინდოდა სისხლიანი გადატრიალება, ჩვენს მიტინგებზე, სადაც ნახევარი მილიონი ადამიანი იყო, ხალხი ერთმანეთს წყალს, ყვავილებს აწვდიდა, მიგვაჩნდა, რომ ძმები ვიყავით ყველანი, მაგრამ მაშინაც კი, როცა იმ მხარეს 50 ათასია და აქეთ ნახევარი მილიონი, იარაღი, ყუმბარები მათ აქვთ და შენ ვერაფერს იზამ.

თუმცა მე მგონია, რომ შესაძლებელია მშვიდობიანი გზით ამ გესტაპოს მოშორება. ძალიან სახიფათოა, როცა ადამიანები თავს აიგივებენ ძალაუფლებასთან. როცა ადამიანი დიდხანსაა ხელისუფლებაში, წარმოიდგენს თავს მეფედ, მამასახლისად, დიდებულად და სხვა დანარჩენი მისთვის მონაა.

ვაქცინაციის მობილური ჯგუფები სოფლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის

როგორ მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აჭარის მთაში და აქვთ თუ არა წვდომა ადამიანებს ინფორმაციაზე, თუ როგორ და სად შეუძლიათ ვაქცინაცია?

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაციის პროცესი გააქტიურებულია და აჭარაში ჩატარებული ვაქცინაციის 8 პროცენტი სწორედ მაღალმთიან აჭარაზე მოდის.

შავიშვილის თქმით, რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შეუძლიათ მოქალაქეებს „ევექსის“ კლინიკებში, რომლებიც ყველა მუნიციპალიტეტის ცენტრშია.

„ვაქცინაციის პროცესი გამარტივდა იმ თვალსაზრისით, რომ წინასწარი რეგისტრაცია აღარ არის საჭირო. რამდენიმე პირობაა მხოლოდ გასათვალისწინებელი. პირველი ის, რომ თუ პირს კორონავირუსი გადატანილი აქვს, ვაქცინაცია შესაძლებელია მხოლოდ 31-ე დღეს; თუ კოვიდინფიცირებულის კონტაქტია, ამ შემთხვევაში გასული უნდა იყოს თვითიზოლაციის ვადა – 12 დღე და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ვაქცინაცია. მთავარია, მოქალაქემ მიაკითხოს ამცრელ დაწესებულებებს“, – ამბობს რუსუდან შავიშვილი.

მას ვკითხეთ, მიუწვდება თუ არა ყველა მოქალაქეს მთაში ამ ინფორმაციაზე ხელი? რუსუდან შავიშვილის თქმით, ინტერნეტზე შესაძლოა ყველა ადამიანს არ ჰქონდეს წვდომა, თუმცა დღეს სხვა რესურსებიც არსებობს.

ჯანდაცვის უწყებებმა არაერთხელ გააჟღერეს ინფორმაცია, რომ ვაქცინაციის პროცესის გაფართოებისთვის საჭირო იყო სოფლებში მობილური ჯგუფების ჩასვლა, ყველა მოქალაქეს რომ შესძლებოდა ვაქცინაცია ადგილზე.

რუსუდან შავიშვილის თქმით, მობილური ჯგუფების პროექტი ერთი კვირაა რაც ამოქმედდა და მხოლოდ ბათუმშია ჯერ ხელმისაწვდომი. მაღალმთიან სოფლებში მობილური ჯგუფები ამ ეტაპზე არ მუშაობს.

„მობილური ჯგუფი მიდის იმ პირებთან, ვინც გარკვეული მიზეზით ვერ ახერხებს კლინიკაში მისვლას ვაქცინაციისთვის. თუ ადამიანი არის შშმ პირი, ან მარტოხელა მოხუცი, ან რაიმე მიზეზით არ შეუძლია გადაადგილება, როცა ამის შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას, ჩვენ ვაგზავნით ჯგუფს მასთან ასაცრელად.

რაც შეეხება სოფლებს, როგორც ვიცით, მაღალმთიან სოფლებში თითქმის არ გვყავს მარტოხელა მოხუცები, სოფლის ექიმებს ყველა ადამიანის სამედიცინო საქმე აქვთ და ინფორმირებული არიან ყველა პირის შესახებ. ამასთან, სოფლები რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს ოჯახში, ამიტომ ვერ დარჩებიან ადამიანები ინფორმაციის გარეშე. მით უმეტეს, როცა დღეს ყველა კოვიდზე და ვაქცინაციაზე ლაპარაკობს.

გარდა ამისა, ყველა სოფელს ჰყავს გამგებელი, სოფლის ექიმი, ისინი ვალდებულნი არიან მიაწოდონ ინფორმაცია ყველა ოჯახს და სურვილის შემთხვევაში, ადამიანები აიცრებიან“, – ამბობს რუსუდან შავიშვილი.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი სოფელში ვაქცინაციის მსურველი ბევრი აღმოჩნდება, მერია ვალდებულია მათი ტრანსპორტირება უზრუნველყოს ამცრელ პუნქტამდე.

რაც შეეხება ცნობიერების გაზრდას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რუსუდან შავიშვილი ამბობს, რომ „იუნისეფი“ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ხვდება ადამიანებს, რომლებიც კომპეტენტური პირებისგან ისმენენ ამომწურავ პასუხებს იმ კითხვებზე, რაც ვაქცინაციასთან და ვაქცინებთან დაკავშირებით უჩნდებათ.

„ასეთი შეხვედრების შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი აიცრა, გაზრდილია ვაქცინირებული პედაგოგების რიცხვიც.

ასევე გადამზადებული არიან სოფლის ექიმები, ექთნები, ყველა ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი და ეხმარებიან ადამიანებს“, – გვეუბნება რუსუდან შავიშვილი.

მისი თქმით, აჭარაში კორონავირუსზე ტესტირება და ვაქცინაცია შესაძლებელია ყოველ დღე. „გამოსასვლელი დღე არ გვაქვს“, – ამბობს რუსუდან შავიშვილი.

18 აგვისტოს მდგომარეობით კორონავირუსზე აჭარაში სრულად ანუ 2 დოზით აცრილია 27 500 ადამიანი.

როგორ მასწავლა სწორი იდეალებისთვის ცხოვრება 13 წლის გოგომ | ია ჯეჯელავა

ავტორი: ია ჯეჯელავა, მასწავლებელი
____

კაცობრიობის ისტორიას არაერთხელ უნახავს, როგორ იწვის წიგნი – წარსული, აწმყო და მომავალი ცოდნის „განსხეულება“. ვფიქრობ, რეი ბრედბერიმ ყველაზე უჩვეულო და მოულოდნელი სურათი შექმნა, როცა მეხანძრეს ცეცხლით გაანადგურებინა „მიმოფანტული მტრედებივით ფარფატა წიგნები“.

21-ე საუკუნის ბიბლიოთეკები, დაცარიელებული თაროებით,  ალბათ, დისტოპიურ რეალობას ჰგავს, რომელშიც უწიგნოდ დარჩენილ მოზარდებს წიგნს თუ არ უწვავენ, არც მასთან ზიარების პირობას უქმნიან.

წიგნებთან გაცნობიერებული მეგობრობა მაშინ დაიწყო, როცა ერთ ზაფხულს ჩემმა დამ ანა ფრანკი გამაცნო. გავლენაზე თუ ვისაუბრებთ, სწორედ ეს იყო პირველი განსხვავებული გამოცდილება. ყველაზე უჩვეულო კი ის გახლდათ, რომ 13 წლის მოზარდის ,,კიწიდ“ ვიქეცი, მეგობრად და მესაიდუმლედ: ,,იმედი მაქვს, შემიძლია, განდო შენ ყველაფერი, განდო ისე, როგორც აქამდე არავის მივნდობივარ, იმედი მაქვს, შენ ჩემი დიდი ნუგეში იქნები.“

პირიქით კი მოხდა… ანა ფრანკის ჩანაწერები ჩემი და უამრავი ბავშვისა თუ მოზარდის ნუგეშად იქცა – ყველაზე მტკივნეული გაიზიარა, მოსაზრებების დაცვა გვასწავლა უფროსების სამყაროში, რომელიც სულაც არაა ისეთი იდეალური, სრულყოფილი, მორალური და მართალი, როგორც გვასწავლიდნენ. და მაინც, თუ ანას სწამდა ადამიანის სიკეთისა, 11 წლის იასაც უნდა ეწამა ბოროტების სასრულობა.

ასე მასწავლა სწორი იდეალებისთვის ცხოვრება 13 წლის გოგომ, ასე მექცა მეგობრად მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, მსმენელად მექცა, როცა მე უნდა ვყოფილიყავი მისი ნუგეში.

ეს ერთი ზაფხულის ერთი წიგნია, ერთი მეგობარი, რომელმაც მიბიძგა, სტრიქონებს შორის ადამიანები მეძებნა, მეპოვა და მყვარებოდა. მაშინ პირველად ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა, სივრცე მქონოდა, სადაც ამ ემოციებს გავუზიარებდი თანამოაზრეებს. მას შემდეგ კითხვამ ბევრი განზომილება შექმნა გონებაში, სხვადასხვა პერსპექტივით შეფასება მასწავლა.  ანა ფრანკი იქცა გარკვეულ ბიძგად, მოსწავლეებთან ურთიერთობისას ერთმანეთის გასაცნობად დღიურის ფორმით გაგვეზიარებინა ფიქრები.

ეს პროექტი შესაძლებლობაა უამრავი ბავშვისა და მოზარდისთვის; ეს პროექტი შესაძლებლობაა უამრავი უფროსისთვის, შეცვალონ რეალობა.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

კიდევ ერთი ტროტუარი ბათუმში, სადაც კონსტრუქციას ამონტაჟებენ | ფოტო

ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ფარნავაზ მეფისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების გზაჯვარედინზე, კაფე „ტერასა საფერავმა“ გამსახურდიას ქუჩის მხრიდან, მცენარეების ქოთნებით სრულად გადაკეტა ტროტუარი, ფარნავაზ მეფის ქუჩის მხრიდან კი კომპანია სულაც რკინის კონსტრუქციას ამონტაჟებს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას იმის გასარკვევად, აქვს თუ არა კომპანიას ნებართვა, აითვისოს ტროტუარი კომერციული დანიშნულებით.

უწყებაში გვითხრეს, რომ „აღნიშნულ მისამართზე ობიექტის მეპატრონე შესაბამისი სანებართვო პირობების ფარგლებში აწარმოებს კონსტრუქციის მონტაჟს, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით დროებით შეზღუდა სავალი ნაწილი.

მუნიციპალური ინსპექციის მიერ ობიექტს მიეცა მითითება, უზრუნველყოს სავალ ნაწილზე მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიება“.

ბათუმში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა, როცა კერძო ბიზნესები ტროტუარებს ისე ითვისებენ, რომ ფეხით მოსიარულეებსაც კი აღარ რჩებათ ადგილი გასავლელად.

შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მუნიციპალური ინსპექციიდან შეგვატყობინეს, რომ ტროტუარიდან ქოთნები უკვე აიღეს.

ფოტო: „ბათუმელები“

საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენ წინააღმდეგ მიმართული კამპანია – კულუმბეგოვი

ცნობილი ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომელიც აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცნობიერების ამაღლების პროცესში, საპატრიარქოს სთხოვს აღკვეთოს მისი და მისი კოლეგების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელსაც რადიკალური სასულიერო პირები აწარმოებენ.

„სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის, იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს.

როგორც ბევრჯერ მოგვისმენია, თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში, ამიტომ საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენ წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელშეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში!“ – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

რადიკალური შეხედულებების სასულიერო პირების ჯგუფმა ექიმის საწინააღმდეგო ვიდეო გუშინ გაავრცელა. ერთ-ერთი სასულიერი პირი, დეკანოზი დავით ისაკაძე ამბობს, რომ ნაცისტი ექიმი იოზეფ მენგელი უფლებააყრილ ადამიანებზე მათი ნების საწინააღმდეგოდ ახორციელებდა ექსპერიმენტებს „აცრის სახით“. ისაკაძე ექიმებს უწოდებს „იგივე ფაშისტებს“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად სიკვდილიანობა ძალიან მაღალია, დღეში 40-50 ადამიანი კვდება, საქართველოს საპატრიარქო არ მოუწოდებს თავის მრევლს ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში. ცალკეული სასულიერო პირები კი, ძალიან ხშირად ანტივაქსერული განცხადებების ავრცელებენ თუ ქადაგებენ ამბიონებიდან.

საქართველოში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო რამდენიმე ადგილზე უკვე მოაწყვეს საველე ჰოსპიტლებიც, სადაც პაციენტების გადაყვანა ხვალიდან დაიწყება.

20 აგვისტოს დასრულდება პროფესიულ პროგრამებზე განაცხადების მიღება

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 20 აგვისტოს დასრულდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიღება გამოცხადებულია 120-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე, თითქმის ყველა რეგიონის 70-ზე მეტ საჯარო და კერძო პროფესიულ კოლეჯში.

2021 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ერთიანი ჩარიცხვის წესი მოქმედებს როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებებშიც. ეს იმას ნიშნავს, რომ „ყველა ავტორიზებული, მათ შორის, კერძო დაწესებულება სტუდენტებს მხოლოდ ერთიანი მიღების ფარგლებში, საერთო პლატფორმის მეშვეობით ჩარიცხავს“.

„გირჩი მეტი თავისუფლებას“ მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები აჭარაში

პარტიამ „გირჩი მეტი თავისუფლება“ დღეს, 18 აგვისტოს,  ბათუმში ის ადამიანები წარადგინა, ვინც ამ პარტიის სახელით აჭარის მუნიციპალიტეტებში 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე იბრძოლებენ.

პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, ამომრჩეველს ბათუმის მერობის კანდიდატად  გიორგი ფუტკარაძე წარუდგინა. გიორგი ფუტკარაძე ბიზნესმენია. მისი სახელი საზოგადოებისთვის 2020 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, როდესაც ის არ დაემორჩილა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და არ დახურა საკუთარი ფიტნესკლუბი. მაშინ გიორგი ფუტკარაძე 10 ათასი ლარით დააჯარიმეს და სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიების დაწყებაზეც გააფრთხილეს.

გიორგი ფუტკარაძე

“ოპოზიციურ პარტიებს გვაქვს ერთმანეთთან კოორდინაცია, სხვადასხვა საარჩევნო ოლქში რაღაც ტიპის შეთანხმებებს ვაღწევთ, თუმცა საბოლოო ჯამში ამ შეთანხმების შედეგად ჩვენ შევთანხმდით, რომ აჭარაში ვიქნებოდით სრულიად დამოუკიდებლები. როგორც მერების, ისე პარტიული სიის ნაწილში გირჩი წარდგება საკუთარი კანდიდატებით,” – განაცხადა „გირჩი მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ბათუმის მერობის კანდიდატის წარდგენისას.

„გირჩი მეტი თავისუფლებას“ ბათუმის საკრებულოს წევრობის სამი კანდიდატი ეყოლება. ესენი არიან – თემურ გორგაძე, ნანა გოგუაძე და ომარ იაკობაძე. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, სრული სია პარტიას არ წარუდგენია, მხოლოდ სიის პირველი ნომრების ვინაობა გახდა ცნობილი.  ქობულეთის საკრებულოს სიის პირველი ნომერი რამაზ მახარაძე იქნება, ხელვაჩაურის საკრებულოში ვახტანგ ნაკაშიძე, ქედის საკრებულოში კი – გიორგი შუშაძე. შუახევის საკრებულოს სიის პირველი ნომერი არსენ კოჩალიძე,   მეორე ნომერი კი სოფიო ოგბაიძეა.

__

საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

კოვიდით გარდაიცვალა მამა-შვილი, 30 წლის ქალი და 57 წლის კაცი

კორონავირუსით გუშინ გარდაცვლილი 7 თვის ფეხმძიმე ქალი 30 წლის თეონა აბაშიძეა, რომელიც ლაგოდეხში, სოფელ ჰერეთისკარში ცხოვრობდა.

რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა თეონას მამა, 57 წლის ჯემალ აბაშიძე. იგი კვირას დაკრძალეს – „ბათუმელებს“ ეს ინფორმაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაუდასტურეს.

მამა-შვილი თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდნენ.

კოვიდით იყვნენ ინფიცირებული თეონას მეუღლე და წლინახევრის შვილი. მათ კოვიდს სძლიეს.

„მთელი სოფელი შეძრულია ამ ტრაგედიით“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სოფელ ჰერეთისკარში.

შემოდგომაზე 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვების აცრას ვგეგმავთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, დღეს 18 აგვისტოს, ონლაინკონფერენციაზე განაცხადა, რომ შემოდგომაზე 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდების „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლოა დაიწყოს.

„ბევრმა ქვეყანამ, თავიანთი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლიდან და ზემოთ მოზარდებს, „ფაიზერით“ და „მოდერნათი“, რადგან კლინიკური კვლევები ამ ორ ვაქცინაზე დიდი ხანია დამთავრებულია და ვაქცინაცია საკმაოდ ეფექტურია.

ჩვენ ველოდებით ჯანმოს და მსოფლიოს წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, რომ შემოდგომაზე ჩვენ დავიწყებთ თანდათან ამ ასაკის მოზარდების აცრას“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტში, ასევე საკოორდინაციო საბჭოზეც.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაშვებულია ფაიზერით, 16 წლიდან, სონოფარმით კი 18 წლის ასაკიდან.

გაიაქტიურეთ სილქფესტის ინტერნეტ და სასაუბრო მრავალფეროვანი პაკეტები მთელი თვით

სილქნეტი მობილური ქსელის აბონენტებს ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტებს  რამდენიმე პირობით თავაზობს.

19 აგვისტოს, სილქფესტის აქციის ფარგლებში, კომბინაციით *202# მომხმარებელი ჩაირთავს:

[checklist]

  • 3 GB მოცულობის ინტერნეტს  – 4 ლარად
  • 400 ლოკალურ წუთს – 6 ლარად
  • 15 GB მოცულობის ინტერნეტს  – 10 ლარად
  • 3 GB + 500 ლოკალურ წუთს – 10 ლარად

[/checklist]

აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.
ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი. სასაუბრო წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე, ასევე სპეციალური დანიშნულების ნომრებზე.

სილქნეტის ქსელის უპირატესობა, ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე  7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტია – მთაში, ბარში, ზღვაზე, კურორტებზე, აგარაკებზე – ყველა დიდ დასახლებულ პუნქტშია დანერგილი უახლესი ტექნოლოგია.

თუ სილქნეტის მობილურ ქსელში დღესვე დაპორტირდებით, ერთი წლის მანძილზე, 2GB ინტერნეტ პაკეტს  მიიღებთ საჩუქრად ყოველთვიურად. პორტირება უფასოა და  შესაძლებელია, როგორც მომსახურების ცენტრებში, ისე ონლაინ შეკვეთით.

განაცხადის დაფიქსირების შემდეგ – სიმ ბარათს მსურველი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიიღებს. თბილისში სასურველ მისამართზე მიტანა – უფასოა.

ბათუმში ვახტანგ კალოიანი იქნება ოპოზიციის კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე

ოპოზიციის შეთანხმების თანახმად, ოპოზიციის კანდიდატი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე იქნება ექიმი ვახტანგ კალოიანი, „ევროპული საქართველოს“ წევრი. ამის შესახებ დღეს, 18 აგვისტოს, გახდა ცნობილი.

ვახტანგ კალოანი 2 ოქტომბრის არჩევნებზე ძველი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ბათუმის საკრებულოში.

„ბათუმი ევროპული ტიპის ქალაქია და ის 2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ შეუძლია ჰყავდეს ევროპული ტიპის, კოალიციური მმართველობა, რომელიც სამაგალითო იქნება საქართველოში.

ბათუმის საკრებულო იქნება ღია მმართველობის კლასიკური მაგალითი. ჩვენ, ბათუმელებს, გვჭირდება თავისუფალი, ევროპული ქალაქი, სადაც მისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს მოქალაქე და არა ვიღაცის დანიშნული ჩინოვნიკი, სადაც მოქალაქეები არ რჩებიან პანდემიის პირისპირ მარტო“ – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

გაერთიანებული ოპოზიციის ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძეა. იგი ამჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. 2010-2013 წლებში გიორგი კირთაძე იყო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.

ამ თემაზე: 

ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები ბათუმში – „ყველა ბიძინას წინააღმდეგ“

 

მხოლოდ 6 ქალი – „ოცნების“ სია შუახევისა და ქედის საკრებულოებში

შუახევის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, ომარ ტაკიძემ დღეს მმართველი პარტიის ის გუნდი წარმოადგინა, ვინც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე შუახევის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებს. მმართველი პარტიის როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სიის 17 კანდიდატს შორის შუახევში ქალებს მხოლოდ 3 ადგილი შეხვდათ.

„ქართული ოცნების“ სიის პირველი ათეული შუახევში ასე გამოიყურება:

  1. გიორგი დავითაძე
  2. ედუარდ გოგრაჭაძე
  3. ფატი ჭაღალიძე
  4. ედნარ კეჟერაძე
  5. თენგიზ ივანაძე
  6. მელანო ებრალიძე
  7. ვახტანგ ფუტკარაძე
  8. დავით დავითაძე
  9. ნაზი ქამადაძე
  10. სულიკო ბოლქვაძე

რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს შუახევის მუნიციპალიტეტში  

  1. როსტომ ლორთქიფანიძე
  2. ფრიდონ ფუტკარაძე
  3. მალხაზ ტაკიძე
  4. ემზარ აბაშიძე
  5. ზაზა დავითაძე
  6. მურად ქათამაძე
  7. გიორგი კეკელიძე.

დღესვე ქედის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, როლანდ ბერიძემ თავისი გუნდი წარადგინა. ქედის ათეულშიც მხოლოდ სამი ქალი მოხვდა.

ქედის ათეული ასე გამოიყურება:

  1. ამირან ცინცაძე
  2. რომან დავითაძე
  3. მზია ბოლქვაძე
  4. გოჩა გორგილაძე
  5. არჩილ გორგილაძე
  6. მარინა ბარამიძე
  7. რეზო თურმანიძე
  8. ლევან ბერიძე
  9. მანონი სურმანიძე
  10. ტარიელ მანველიძე

მაჟორიტარობის კანდიდატები ქედის მუნიციპალიტეტში:

  1. ოთარ ხარაძე,
  2. მერაბ ნაკაშიძე
  3. ამირან წულუკიძე
  4. ვაჟა აბულაძე
  5. მამუკა გოგილიშვილი
  6. ჯიმშერ სამნიძე
  7. ლევან ვერძაძე

კანდიდატების პრეზენტაციას ესწრებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე.

ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები ბათუმში – „ყველა ბიძინას წინააღმდეგ“

დღეს, 18 აგვისტოს, ბათუმში ოპოზიციურმა პარტიებმა 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე გაერთიანების შესახებ განაცხადეს.

შეთანხმების თანახმად, 2 ოქტომბრის არჩევნებზე სხვადასხვა ოპოზიციური ძალა აჭარაში იმოქმედებს სტრატეგიით – ყველა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

„ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენი პირადი და პარტიული შეხედულებები და ამბიციები გვერდით გადაგვედო და მიუხედავად ჩვენი განსხვავებული ხედვისა, შევთანხმდით, გავისტუმროთ ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი,“ – განაცხადა გენრი დოლიძემ, პოლიტიკურმა აქტივისტმა, რომელიც დღეს ოპოზიციური პარტიების სპიკერი იყო.

ოპოზიციურმა პარტიებმა: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „დროამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლელომ“ ხელი მოაწერეს ორპუნქტიან შეთანხმებას/მანიფესტს, რომლის ფარგლებშიც პარტიები იღებენ ვალდებულებას:

  1. მჭიდროდ ითანამშრომლონ საარჩევნო საკითხებში, მხარი დაუჭიროთ წინასწარ შეთანხმებულ კანდიდატებს და ამ არჩევნებში იმუშაონ პრინციპით – ყველა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
  2. არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში გააგრძელონ თანამშრომლობა და ერთობლივად მართონ ბათუმისა და აჭარის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობები.

დღესვე შეხვედრაზე დასახელდნენ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოპოზიციიდან. ესენი არიან:

  • ვახტანგ კალოიანი, „ევროპული საქართველო“ – ძველი ბათუმის დასახლება
  • ბექა დიასამიძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ –  კახაბრის, სამრეწველო და აღმაშენებლის ერთეულები
  • ნაზი ფუტკარაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ –  ჩაქვი, განთიადი, მწვანე კონცხი, ბარცხანა
  • გენო თებიძე, „ლელო საქართველოსთვის“ – ხიმშიაშვილის დასახლება
  • ნოდარ დუმბაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ჭაობის დასახლება
  • დიმიტრი დარჩია, „დროა – ელენე ხოშტარია“ – მანთაშევისა და ბონის დასახლება
  • ნუგზარ ფუტკარაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ადლია, ანგისის დასახლება

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის შეთანხმების თანახმად, ოპოზიციის კანდიდატი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე იქნება ვახტანგ კალოიანი, „ევროპული საქართველოს“ წევრი.

გაერთიანებული ოპოზიციის ბათუმის მერობის კანდიდატი კი, გიორგი კირთაძეა. იგი ამჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. 2010-2013 წლებში გიორგი კირთაძე იყო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.

მერის მოადგილეობის კანდიდატებად ოპოზიციამ სამოქალაქო აქტივისტები – გენრი დოლიძე და გოჩა გუგუნავა დაასახელა.

 

 

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 18 აგვისტოს 21 საათიდან 19 აგვისტოს 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 18– 23 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 20-21 აგვისტოს, ბათუმში და  აჭარის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი.

სარფის დედათა მონასტერში კარანტინი გამოცხადდა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებით, კარანტინი გამოცხადდა სარფის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტერში.

კორონავირუსის გავრცელების გამო მონასტერში შესვლა აკრძალულია.

გუშინ საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა ამავე მონასტრის მონაზონი სოსანა, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული. როგორც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადეს, მონაზონის მდგომარეობა მძიმე იყო.

მთავარი ფოტო: visitajara

_______________________

ამავე თემაზე:

ბათუმში კორონავირუსით დღეს მონაზონი გარდაიცვალა

სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ – ტიკარაძე

საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები დანამატის სახით 500 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ დღეს, 18 აგვისტოს განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ყოფილი პრემიერის, გახარიას განცხადება იმის შესახებ, რომ ექიმებისთვის ფინანსური დანამატია გასაცემი, რადგან ისინი ზეგანაკვეთზე მუშაობენ.

„ექიმებს მივაქციოთ ცოტა მეტი ყურადღება. ეს ხალხი არის ბოლო ხაზი – 24 საათი მუშაობენ და მათ ყურადღების გარდა, სხვადასხვა სახის, მათ შორის მატერიალური მხარდაჭერა სჭირდებათ. მათ შორის ფინანსური, ელემენტარული დანამატებია მათთვის გასაცემი – 24 საათი ზეგანაკვეთით მუშაობენ“ – განაცხადა გახარიამ გუშინ გურიაში, სადაც ჩოხატაურში პარტიის ახალი ოფისი გახსნა.

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, რომ მოხდეს ექიმების და სამთავრობო გუნდის დაპირისპირება.

„რამდენიმე თვეა, თითქმის წელიწადია, რაც ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რაც გაწერილია და საკმაოდ მაღალია მთელი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება.

დამატებით, საბჭოს მხრიდან, გუშინ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, მათ სახელმწიფოს მხრიდან გაეცემათ 500-ლარიანი დანამატი, იმის მიუხედავად რომელ რეგიონში არიან დასაქმებულები, ვინაიდან ჩვენთვის ნამდვილად არის გულთან მისატანი ის სამუშაო, რომელსაც ასრულებენ“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Exit mobile version