მთავარი,სიახლეები

კოვიდით გარდაიცვალა 7 თვის ორსული

18.08.2021
კოვიდით გარდაიცვალა 7 თვის ორსული

დღეის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ერთ-ერთი 7 თვის ფეხმძიმე ქალი იყო. იგი ბოკერიას კლინიკაში მკურნალობდა.

ეს კოვიდით ინფიცირებული ორსულის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა ბოლო კვირის განმავლობაში. 10 აგვისტოს ქუთაისში  გარდაიცვალა კოვიდით ინფიცირებული ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალი.

___________________

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: