„პორტების საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამით” გათვალისწინებულ აუდიტში საქართველომ ისევ საუკეთესო შეფასება მიიღო,“ – თამარ იოსელიანი, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი
აუდიტის შედეგები საქართველოს საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობამ აშშ-ს დელეგაციასთან შემაჯამებელ შეხვედრაზე განიხილა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველო აშშ-ს მთავრობის „პორტების საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამაში“ მონაწილეობს, რომლის
ფარგლებშიც 2014 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მოწმდება საზღვაო უშიშროების დონე საქართველოს ნავსადგურებში. პანდემიის გამო 2020 წელს დაგეგმილი აუდიტი 2021 წელს ჩატარდა.
მისი თქმით, ასევე ფასდება სახელმწიფოს მიერ ნავსადგურების და გემების უშიშროების საერთაშორისო კოდექსის (ISPS Code) სათანადო დანერგვა. სწორედ აღნიშნული აუდიტის შედეგად საქართველოს პორტებში დამუშავებული ტვირთი და გემები აშშ-ს ნავსადგურებში უსაფრთხოდ არის ცნობილი.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქართულ ნავსადგურებში უსაფრთხოებისა და უშიშროების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით საქართველო წლიდან წლამდე აუმჯობესებს მაჩვენებლებს.
2018 წლის აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველომ საუკეთესო შეფასება მიიღო, რისთვისაც საქართველოს დელეგაციას აშშ-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა სპეციალური ჯილდო “Excellency Award’’ გადასცა. წელს ჩატარებული აუდიტის შედეგები კი აჩვენებს, რომ აღნიშნული მიღწევები არა მხოლოდ შევინარჩუნეთ, არამედ გავაუმჯობესეთ,“ – აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ეხმიანება სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილ ინფორმაციას, რომელშიც წარმოდგენილია, სავარაუდოდ, 2014 წლიდან დღემდე ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ.
ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის, საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.
„ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
ისე, ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც. სამწუხაროდ, თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები “იქმნება” და არა უბრალოდ შუქდება.
ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება.
ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ,“ – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუქზე.
გავრცელებულ ფაილებში ასევე ფიგურირებს ანდრია ჯაღმაიძე.
ბმული, რომელზეც ფაილებია ატვირთული, მედიასაშუალებებმა მიიღეს ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით – „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2021 წლის 1-ლი აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან 5.5 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა და ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 24.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სამინისტროს ცნობით, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, მათ შორის, დიდი რაოდენობით ქართული თხილი გადის იტალიასა და გერმანიაში.
მონაცემები ასე გამოიყურება:
იტალია (2 790 ტონა)
გერმანია (747 ტონა)
ესპანეთი (354 ტონა)
ჩეხეთი (220 ტონა)
პოლონეთი (168 ტონა)
ლიეტუვა (110 ტონა)
ლატვია (66 ტონა)
საფრანგეთი (65 ტონა)
ესტონეთი (44 ტონა)
ბულგარეთი (22 ტონა)
ბელგია (20 ტონა)
ქართული თხილი ექსპორტზე ასევე გადის:
სომხეთში (354 ტონა)
უკრაინაში (138 ტონა)
რუსეთში (82 ტონა)
ერაყში (72 ტონა)
ბელარუსში (71 ტონა)
ჩინეთში (52 ტონა)
არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში (40 ტონა)
მექსიკაში (28 ტონა)
არგენტინაში (26 ტონა)
დიდ ბრიტანეთში (22 ტონა)
თურქეთში (22 ტონა)
უზბეკეთში (22 ტონა)
სამინისტროს ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს თხილის ექსპორტის მოცულობა 27% -ით (1.2 ათასი ტონა) გაიზარდა.
წელს ბათუმში 1600-ზე მეტ ბავშვს საბავშვო ბაღში ადგილი არ შეხვდა. „ბათუმელებმა“ ბათუმის მერობის კანდიდატებს ჰკითხა, თუ იციან რამდენი ბაღი სჭირდება ბათუმს, მერად არჩევის შემთხვევაში რამდენ ბაღს ააშენებენ, ქალაქის რა ნაწილში და რა ვადაში.
გიორგი კირთაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან:
როგორც მე ვიცი, 1000-ზე მეტი ბავშვი ბაღის გარეშე დარჩა და ამ პრობლემის ერთადერთ გადაწყვეტად გვესახება ბაღების აკრედიტაცია. ისევე როგორც სკოლების შემთხვევაში, სახელმწიფო ბავშვს აძლევს ვაუჩერს და არა კონკრეტულ სკოლას აფინანსებს პირდაპირ. მიმაჩნია, რომ ეს არის გამოსავალი. იმ უბნებში, სადაც ბაღები არ არის, ბათუმის მერიამ ბაღი უნდა ააშენოს, ამის კვალდაკვალ ვაუჩერები უნდა მისცეს ბათუმში ყველა ბავშვს.
მშობლის გადასაწყვეტი უნდა იყოს, ბავშვს საჯარო ბაღში მიიყვანს თუ კერძოში, რომელიც უკვე ბევრად იაფი იმიტომ ეღირება, რომ მას თანხა ვაუჩერის სახით მიაქვს.
ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვები არ დაგვრჩეს ბაღის გარეშე. ეს მოგვცემს იმის სტიმულს, რომ კერძო ბაღები განვითარდეს და მასში მშობლების გადასახადი თანხა შემცირდეს.
ბაღების რეაბილიტაცია უნდა გაგრძელდეს, ახალი ბაღების მშენებლობა მუნიციპალიტეტმა უნდა განახორციელოს. ამ პრობლემის საბოლოო გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნია ბაღების ვაუჩერიზაცია, რომელიც კერძო სექტორის განვითარებას უზრუნველყოფს.
არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“:
ამ ეტაპზე მომლოდინე რეჟიმში 1600-ზე მეტი ბავშვი გვყავს სიაში. მოგეხსენებათ, სამი ბაღის მშენებლობა წელს უკვე დავიწყეთ და საფუძველი ჩაეყარა. საბიუჯეტო სახსრები მოძიებულია ამისთვის. ჩვენი კვლევებით, დაახლოებით კიდევ ცხრა ბაღის მშენებლობას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში. ბუნებრივია, ჩემი მერობის ვადაში ეს საკითხები აბსოლუტურად მოწესრიგდება და ჩვენს პატარა თანამოქალაქეებს, ჩვენს მომავალ თაობას, სკოლამდელ აღსაზრდელებს, ყველა მათგანს საჭიროებისამებრ ექნებათ უსაფრთხო გარემო და განათლების მიღებისათვის შესაბამისი ადგილები.
რედაქცია: 9 ბაღისთვის 9 ადგილი დაგჭირდებათ. პრობლემა გქონდათ უკვე, მაგალითად, ჩაქვში ეძებდით ადგილს. გაქვთ განსაზღვრული, სად ააშენებთ ახალი სტანდარტით ამ 9 ბაღს?
მათ შორის ჩაქვშიც, ბაღის ქუჩაზე ჩვენ მოვიძიეთ ადგილი და დავიწყეთ უკვე – სატენდერო პროცედურები დასრულებულია და ვიწყებთ სამშენებლო პროცედურებს. აქედან გამომდინარე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს და ჩვენს გუნდს აქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ კანონმდებლობის შესაბამისი პროცედურების დაცვით, როგორც წესს და რიგს შეეფერება, მოვიძიოთ ეს ადგილები, ნაწილი რომელიც არის ჩვენი ან სახელმწიფო საკუთრებაში, ამ საკითხებს მოაგვარებს. ბუნებრივია, თუ დაგვჭირდება სხვა ალტერნატიული გადაწყვეტილება, ამასაც მივიღებთ.
ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტიიდან – „საქართველოსთვის“
1600 ბავშვია დარეგისტრირებული, რომლებიც ვერ ახერხებენ ბაღში წასვლას. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვქონდა პროგრამაში ეს საკითხი განხილული. ვთქვით, რომ ბათუმში, მერიაში, როდესაც ჩვენ ვიქნებით, მინიმუმ 7 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. გარდა ამისა, მე ვიქნები მერი, რომელიც ბაღებში ვაუჩერიზაციის სისტემას დანერგავს. ეს გამოიწვევს დამატებით კერძო ბაღების შექმნას და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება ქალაქში ჩემი მერობის დროს.
რედაქცია: კონკრეტულად სად ააშენებთ?
მუნიციპალიტეტს საკუთრებაში აქვს უამრავი ტერიტორია, რომელიც დღეს არის გამოუყენებელი და ფიზიკურად ვერ ახერხებს ამ შენობა-ნაგებობების თუ მიწის ნაკვეთების გამოყენებას. სწორედ ეს იქნება ის ქონება, რომელიც მიმართული იქნება არა რომელიმე კონკრეტული მეგობრისთვის, როგორც დღეს ხდება სამწუხაროდ, არამედ მიმართული იქნება იმ საჭიროებაზე, რომელიც დღეს ჩვენს თანაქალაქელებს გააჩნიათ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კერძო სკოლებში გაცილებით მეტი პედაგოგია აცრილი, ვიდრე საჯარო სკოლებში.
გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55 პროცენტი მინიმუმ ერთი დოზითაა აცრილი, სრულად კი მხოლოდ 33 პროცენტია აცრილი.
რაც შეეხება უშუალოდ პედაგოგებს, ერთი დოზით აცრილია პედაგოგების 58 პროცენტი, ორივე დოზით – 36 პროცენტი.
ამავე დროს, კერძო სკოლების პედაგოგების 64 პროცენტი ერთი დოზითაა აცრილი, სრულად კი აცრილია 44 პროცენტი, „საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 70 პროცენტი, გვაქვს თბილისში,“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით, კოვიდგადატანილი პედაგოგების მონაცემები ამ დროისთვის მხოლოდ მაღალმთიანი სოფლების მაგალითზეა შესწავლილი.
„გამომდინარე იქიდან, რომ 4 ოქტომბერს მაღალმთიანი სოფლის სკოლებში დაანონსებულია სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლება, შევისწავლეთ კოვიდგადატანილ პედაგოგთა მონაცემები.
დაახლოებით 332 მაღალმთიანი სკოლაა საქართველოში, სადაც დაახლოებით 10 ათასი მოსწავლე და 6 700-მდე მასწავლებელი და ადმინისტრაციული პერსონალია. ამ სკოლებში ბოლო ექვს თვეში დაინფიცირების მაჩვენებელი ბავშვებში იყო 1.8, რაც არ არის მაღალი მაჩვენებელი, ხოლო პედაგოგებში ინფიცირების 415 შემთხვევა იყო. ამ კონტინგენტში აცრილია 25%“.
რაც შეეხება სტუდენტებს, ამირან გამყრელიძის თქმით, 138 ათასამდე სტუდენტიდან (ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები) სრულად აცრილია მხოლოდ 17%, რაც გამყრელიძის თქმით, ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ინფექციის გადატანის მაჩვენებელი კი სტუდენტებში არის 9.5 პროცენტი.
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები ინდოელი სტუდენტების მიმართ კვლავ დისკრიმინაციულია და შეიცავს სავარაუდო კორუფციულ ნიშნებს – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“.
ორგანიზაციის განცხადებით, ინდოეთის მოქალაქე სტუდენტები, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლობენ, უკვე თვეებია ვერ ახერხებენ ინდოეთიდან საქართველოში დაბრუნებას. მათთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საფუძვლით დაწესებული შეზღუდვები არაპროპორციული, არაგონივრული და დისკრიმინაციულია.
„2021 წლის 15 აპრილს პანდემიის საკითხებზე შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი სტუდენტების საქართველოში შემოსვლა ხორციელდება მხოლოდ ჩარტერული რეისებით. თუმცა 2021 წლის 15 აპრილის შემდგომ ინდოეთიდან საქართველოში ჩარტერული რეისი არ შესრულებულა.
2021 წლის სექტემბერში, უნივერსიტეტებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით, ინდოეთში მყოფ სტუდენტებს აცნობეს, რომ მათთვის საქართველოში დაბრუნება კვლავ მხოლოდ ჩარტერული რეისით იქნება შესაძლებელი, ხოლო ჩარტერულ რეისს, საქართველოსა და ინდოეთის მთავრობების კოორდინაციის შედეგად მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით, ექსკლუზიურად მხოლოდ ავიაკომპანია GLOBENGEL-ი განახორციელებს. მგზავრობის ღირებულება სტუდენტებისთვის შეადგენს 28,000 ინდურ რუპიას, რაც დაახლოებით 380 აშშ დოლარია.
გარდა ამისა, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები, საქართველოში ვიზიტამდე ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის მიუხედავად, ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს. საგულისხმოა, რომ სხვა არც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი არ ექვემდებარება მსგავს შემთხვევაში სავალდებულო კარანტინს, ვაქცინაციის სრული დოზის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში.
ამასთან, სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის მიერ შერჩეულია თბილისში მდებარე კონკრეტული კოვიდსასტუმროები (Just Inn, Tbilisi Inn, Appart Hotel), რომლებშიც სტუდენტებს კარანტინში დარჩენა მოუწევთ. სასტუმროებში ორადგილიანი ნომრის ჯამური ღირებულება 600 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ერთადგილიანის – 800 აშშ დოლარს. აღნიშნული ხარჯის გაღება კი სტუდენტებს ევალებათ,“ – აცხადებს TDI.
ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები დაუსაბუთებელია ასევე, არაპროპორციული და შესაბამისად, დისკრიმინაციული.
„გაურკვეველია თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება აუცილებლად ჩარტერული რეისით სტუდენტების შემოსვლის ვალდებულებასთან დაკავშირებით მთავრობის N322 დადგენილებაში არსებული რეგულაცია და რატომ არ გაუქმდა ის ამ დრომდე. ჩარტერულ ფრენასა და კოვიდ სასტუმროებთან დაკავშირებული სქემა კი სავარაუდო კორუფციულ ნიშნებს შეიცავს.
ამასთან ერთად, იმ ფონზე, როდესაც სტუდენტებს საქართველოში შემოსვლა მხოლოდ ჩარტერული რეისით შეუძლიათ და ამ დრომდე ჯერ არცერთი ჩარტერული განხორციელებულა, რიგ შემთხვევებში საქართველოს უნივერსიტეტები ინდოელი სტუდენტებისგან ფიზიკურად გამოცხადებას მოითხოვენ. ეს ხდება მაშინ, როდესაც, სწავლება დისტანციურ რეჟიმში, ონლაინ არის დაშვებული.
ზოგიერთ შემთხვევაში, სტუდენტებს სტატუსი უჩერდებოდათ და არ შეეძლოთ სწავლის გაგრძელება, თუკი საბუთებზე ხელის მოსაწერად ფიზიკურად არ გამოცხადდებოდნენ. ამგვარ პირობებს აწესებდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, ხოლო „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი„ ინდოელი სტუდენტებისგან ამ დრომდე მოითხოვს სწავლების პრაქტიკულ კომპონენტებზე ფიზიკურად დასწრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სწავლას ვერ გააგრძელებენ.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტები ისედაც მძიმე ფინანსური წნეხის ქვეშ იმყოფებიან. მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ უმძიმეს ვითარებაში კი ისინი ფაქტობრივად იძულებული ხდებიან შეიძინონ ჩარტერული ფრენის ბილეთი კონკრეტულ ფიქსირებულ ფასად და დაექვემდებარონ 14-დღიან სავალდებულო კარანტინს ძვირადღირებულ სასტუმროებში“ – ამბობს TDI.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოიხსნას ინდოეთის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში დასაბრუნებლად ჩარტერულ ფრენასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვა და მათ მიეცეთ საქართველოში რეგულარული რეისებით ჩამოსვლის საშუალება:
„გაუქმდეს ინდოეთიდან ჩამოსული სტუდენტების მიმართ სავალდებულო 14-დღიან კარანტინთან დაკავშირებით დადგენილი დისკრიმინაციული შინაარსის რეგულაციები,“ – წერს ორგანიზაცია.
18 სექტემბერს ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყება. წელს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კინოდარბაზში შესვლა გარკვეული შეზღუდვებით იქნება შესაძლებელი, თუმცა კინოფესტივალი, გასული წლისგან განსხვავებით, წელს აღარ გაიმართება ონლაინ.
უკვე ცნობილია კინოფესტივალის პროგრამა.
„ბათუმელები“ 10 საინტერესო ფილმს გირჩევთ, რომელთა ნახვა წელს ბათუმის კინოფესტივალზეა შესაძლებელი.
რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?
ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ ბათუმის კინოფესტივალზე მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაშია. ეს პირველი ქართული ფილმია, რომელიც 1993 წლის შემდეგ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო კატეგორიაში მოხვდა წელს და მიიღო ბერლინალეს კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის ჯილდო.
ფილმში მოქმედება ქუთაისში ხდება. ლიზას და გიორგის ერთმანეთი ერთი ნახვით უყვარდებათ და შეხვედრაზე თანხმდებიან, თუმცა მეორე დღეს განსხვავებული გარეგნობით იღვიძებენ და ერთმანეთს ვერ პოულობენ.
ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა.
ანეტი
„ანეტი“ ფრანგი რეჟისორის, ლეო კარაქსის ახალი ფილმია, მიუზიკლი, რომლის პრემიერაც წელს კანის კინოფესტივალზე შედგა და ფილმმა ფესტივალის ჯილდო მიიღო – პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის.
„ანეტი“ ცოლ-ქმრის, ცნობილი სოპრანოსა და კომედიანტის შესახებ გვიამბობს, რომელთა ცხოვრებაც შვილის დაბადების შემდეგ იცვლება.
ფილმში მთავარ როლებს ადამ დრაივერი და მარიონ კოტიარი ასრულებენ.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმი ნაჩვენები იქნება სექციაში „დიდოსტატთა კოლექცია“.
მარტორქა
უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის მხატვრული ფილმი „მარტორქა“ მოგვითხრობს 90-იანი წლების უკრაინაში ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაზე, რომელიც კრიმინალურ იერარქიაში სწრაფად მიიწევს წინ.
რეჟისორ ოლეგ სენცოვს რუსეთის ციხეში 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის პროტესტის ნიშნად 145 დღე შიმშილობდა. რეჟისორი 2019 წელს გაათავისუფლეს ციხიდან კიევსა და მოსკოვს შორის პატიმართა ისტორიული გაცვლის შემდეგ.
ფილმი ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში იქნება ნაჩვენები.
ოთარის სიკვდილი
„ოთარის სიკვდილი“ რეჟისორ სოსო ბლიაძის ფილმია, რომლის პრემიერაც წელს შედგა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე, სადაც ფილმმა კინოკრიტიკოსების ჯილდო მიიღო.
ფილმი მოგვითხრობს ორ ოჯახზე, რომელთაც ერთი უბედური შემთხვევა აახლოებთ.
ფილმი ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში იქნება ნაჩვენები.
მოთვინიერება
„მოთვინიერება“ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა გასულ წელს. ფილმი გვიამბობს კაცზე, რომელიც ასწლოვან ხეებს ყიდულობს და საკუთარ ბაღში ეზიდება.
„მოთვინიერება“ ნაჩვენები იქნება კინოფესტივალის სექციაში „ქართული პანორამა“.
მეხსიერება
„მეხსიერება“ ტაილანდელი რეჟისორის, აპიჩატოპონგ ვერასეტაკულეს ახალი ფილმია, რომელიც წელს ბათუმის კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სექციაში „დიდოსტატთა კოლექცია“.
ფილმში მთავარ როლს ტილდა სვინტონი ასრულებს. ფილმი მოგვითხრობს ქალზე, რომელიც აღმოაჩენს, რომ უცნაური ხმები ესმის.
„მეხსიერება“ წელს კანის კინოფესტივალზე იყო წარმოდგენილი და ჟიურის პრიზი მიიღო.
ბანდარ ბენდი
ეს ირანელი რეჟისორი ქალის, მანიჯე ჰეკმატის 2020 წელს გადაღებული ფილმია.
„ბანდარ ბენდი“ ჯგუფის ერთდღიან მოგზაურობაზე მოგვითხრობს დატბორილი პეიზაჟის ფონზე. ფილმი 2020-2021 წლებში ორი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.
ფილმი ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაშია წარმოდგენილი.
ჰასანის ვალდებულება
„ჰასანის ვალდებულება“ თურქი რეჟისორის, სემიჰ კაპლანოღლუს ახალი, 2021 წლის ფილმია.
აღწერის თანახმად, ფილმი მოგვითხრობს კაცზე, რომელიც მამამისის ვაშლის ბაღში მუშაობს და ცდილობს მის მიწაზე არ იდგეს ელექტროენერგიის ბოძი.
ფილმის პრემიერა წელს შედგა კანის კინოფესტივალზე. „ჰასანის ვალდებულება“ ბათუმის კინოფესტივალზე მხატვრული ფილმების კონკურსში იქნება ნაჩვენები.
აივნის ფილმი
პოლონელი რეჟისორის, პაველ ლოზინსის „აივნის ფილმი“ ბათუმის კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური საკონკურსო ფილმების სექციაში.
ფილმი გადაღებულია ვარშავის ერთ-ერთი აივნიდან და გვაჩვენებს ქუჩაში, აივნის ქვეშ გამვლელ ადამიანებს, რომელთაც რეჟისორი ესაუბრება.
ბაბი იარი. კონტექსტი
უკრაინელი რეჟისორის, სერგეი ლოზნიცას ფილმი „ბაბი იარი. კონტექსტი“ ბათუმის კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება სექციაში „დიდოსტატთა კოლექცია“.
ლოზნიცას ეს დოკუმენტური ფილმი 1941 წელს უკრაინაში ნაცისტების მიერ ებრაელების მკვლელობაზე მოგვითხრობს.
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 18-24 სექტემბერს გაიმართება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა და სერვისის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება.
„მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროგრამები თავისი შინაარსითა და მოცულობით ორიენტირებულია სოციალურად დაუცველ, სხვა სოციალური კატეგორიისა და დაავადების მაღალი რისკის ჯგუფებზე. COVID-19-თან შეიძლება ითქვას, 24 საათიანი ბრძოლის მიუხედავად, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არ შეუჩერებია პროგრამების განხორციელება და შეუფერხებლად მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოქალაქის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვა, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით. თუმცა გვაქვს ისეთი პროგრამები რომლებიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და ვრცელდება ყველა კატეგორიის მოსახლეზე“, – აცხადებს მინისტრი, ნინო ნიჟარაძე.
2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები მოსახლეობის მომართვიანობის, მოთხოვნების, ასევე წინა წლებში მოქმედი პროგრამების შესრულებისა და სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით შემუშავდა, ამბობს მინისტრი.
– „მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში გაიზარდა ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პაციენტთა რაოდენობა. დაფინანსებით უკვე ისარგებლა 16 ბენეფიციარმა, სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო 1,310,000 ლარი.
პროგრამის ფარგლებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ფინანსდება 80 000 დან 210 000 ლარამდე და დამოკიდებულია ტრანსპლანტაციის სახეობაზე. სერვისი ყველა ასაკი მოქალაქეზე ვრცელდება. 2020 წელს დაიწყო 18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის დაფინანსდება უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში.
რაც შეეხება ღვიძლის ტრანსპლანტაციას, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2017 წლიდან ფინანსდება, ზღვრული თანხა 100 000 ლარს შეადგენს.
2021 წელს „მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში გაიზარდა თითოეულ მომართვაზე პაციენტის ზღვრული დაფინანსების თანხა 7000 ლარამდე. იგივე ცვლილება შეეხო კრიტიკული მდგომარეობა/ინტენსიური თერაპიის დაფინანსების წესს, სამინისტროს მიერ პაციენტის მომართვაზე ერთჯერად გაიცემა 7000 ლარი.
ამავე პროგრამის ფარგლებში ფინანსდება „გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტთა“ მაღალეფექტური მედიკამენტები. სხვა სამედიცინო მომსახურების მსგავსად ბენეფიციართა რაოდენობა აღნიშნულ პროგრამაშიც გაზარდა.
,,სამინისტროს ერთ-ერთ მსხვილ და მნიშვნელოვან პროგრამას წარმოადგენს „ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება“. მოსახლეობის მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, 2021 წლისათვის პროგრამის ბიუჯეტი საგრძნობლად გავზარდეთ და გავხადეთ კიდევ უფრო მოქნილი, ვინაიდან სერვისის მიზანია ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის – ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფინანსური რისკებისაგან დაცვა“, – აღნიშნავს მინისტრი, ნინო ნიჟარაძე.
შესაბამისად, ონკოპაციენტებისათვის 5000 ლარით გაიზარდა მედიკამენტოზური მკურნალობისათვის განსაზღვრული წლიური ლიმიტი და გახდა 20 000 ლარი. ასევე გაიზარდა თითოეულ მომართვაზე პაციენტების ზღვრული დაფინანსების თანხა 7000 ლარამდე. ძუძუს კიბოს შემთხვევაში პაციენტს მედიკამენტ ტრასტუზუმაბით (ჰერცეპტინით) მკურნალობა უფინანსდება 18 ციკლით, ნაცვლად 12 ციკლისა. გაიზარდა სამიზნე ჯგუფის მედიკამენტებით მკურნალობის დაფინანსებაც.
პროგრამის ფარგლებში ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ რთულად სადიაგნოსტიკო პაციენტებს 2021 წელს პირველად უფინანსდებათ სიმსივნური ქსოვილის გენურ პროფილირებასთან (მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა) დაკავშირებული ხარჯები.
– კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროგრამას, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს „ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებაა“. პროგრამის მიზანია მოსახლეობისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმური სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის სრულად დაფინანსება, პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში. პროგრამით ასევე ფინანსდება ძვირადღირებული ქირურგიული ოპერაციული მკურნალობის თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.
2021 წელს პირველად მიმდინარეობს ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული-პალიატიური მზრუნველობისა და სიმპტომური მკურნალობის თანაგადახდის დაფინანსება სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.
– ,,მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამით” მიმდინარე წელს ისარგებლა 31-მა ბენეფიციარმა, სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო 1,249,655 ლარი. პროგრამით ხორციელდება იმ პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით “მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში”. ბენეფიციარებს უფინანსდებათ დარჩენილი თანხის 70% არაუმეტეს 25 000 ლარისა. პროგრამით ასევე ფინანსდება გულის ტრანსპლანტაცია საზღვარგარეთის სამკურნალო დაწესებულებებში.
– სამინისტროს ბიუჯეტიდან 1 300 000 ლარია გამოყოფილი „გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამისათვის, რომლის მიზანია- მოსახლეობის დამატებით კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე (სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით) ფინანსური ხელმისაწვდომობა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში. 2021 წელს პირველად პაციენტებს კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდა უფინანსდებათ სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის გათვალისწინებით.
– „სახსრების ენდო პროთეზირების“ პროგრამის ფარგლებში, წელს ჯამში 450 000 ლარი დაიხარჯება. „ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევებისათვის“ გათვალისწინებულია 700 000 ლარი. ამ პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი და სხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ კვლევებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
– სამინისტრო ასევე აფინანსებს „მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციას“. პროგრამის მიზანია ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის ფუნქციის აღდგენა და შესაბამისად ცხოვრების ხარისხის ამაღლება.
2021 წელს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 27 200 000 ლარია, აქედან ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისათვის გათვალისწინებულია 10 200 000 ლარი.
სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა 2022 წლის პროგრამებზე, დაგეგმილია რამდენიმე ახალი პროგრამის ამოქმედებაც.
ამერიკულ გაცვლით პროგრამაში – FLEX-ი აპლიკაციების მიღების პირველი ეტაპი დაიწყო.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებს. პროგრამაში შერჩეული მოსწავლეები ერთი წლით აშშ-ში იცხოვრებენ და ისწავლიან ამერიკულ სკოლაში.
FLEX-ის გაცვლითი პროგრამა საქართველოში უკვე რამდენიმე წელია რაც მოქმედებს. პროგრამას სრულად აფინანსებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.
როგორც პროგრამის აღწერაში ვკითხულობთ, პროგრამის მიზანი ამერიკელ ხალხსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების დამყარებაა.
შერჩეული მოსწავლეები ამერიკაში მასპინძელ ოჯახებში იცხოვრებენ.
ბავშვობაში, როცა ჩვენს ყოფას, ქმედებას, ცხოვრების ნირსა და გემოვნებასაც კი „უფროსი ძმა“ გვკარნახობდა, ყველაზე კარგი გასართობი წიგნების კითხვა იყო. მშობლების წყალობით, ნაირ-ნაირი ტომეულებისგან ჩაზნექილ ჩვენი წიგნის თაროებს მუდამ ემატებოდა და ემატებოდა ახალი გამოცემები. სავარძელში მოკალათებულსა და კითხვაში გართულს, დრო საერთოდ მავიწყდებოდა. ათას რამეზე მესაუბრებოდნენ ეს მოვარაყებულ – არშიამოვლებული თუ უბრალო, სადაყდიანი გამოცემები – უფრო სწორად, მათი ავტორები.
ერთმანეთთან დაუსრულებელ დიალოგში გართულებმა ყორღანებსაც გადავუფრინეთ, „უდაბნოც მოვვლეთ, ლურჯად ნახავერდები“, წინაპრებსაც დავუგდეთ ყური და ზღაპრულ სამყაროშიც ვიმოგზაურეთ. ყოველი ასეთი ბაასის შემდეგ უფრო და უფრო მძაფრად ვგრძნობდი მიუსაფრობას „რკინის ფარდის“ მიღმა დარჩენილ თვალუწვდენელ „სამშობლოში“, საბჭოთა კავშირი რომ ერქვა და როგორც გამუდმებით მიჭედავდნენ გონებაში – ბედნიერ ბავშვობას მჩუქნიდა. ცხადია, მაშინ ვერც კი ვაცნობიერებდი, ყოველი წაკითხული წიგნის შემდეგ რატომ აკლდებოდა ნათელი ფერი ჩემ ირგვლივ არსებულ რეალობას, რატომ „ვხდებოდი ოდნავ უკეთესი“ და რატომ ვიყავი სულ უფრო ბედნიერი იქ, იმ შეთხზულ სამყაროში…
ამას მერე მივხვდი, ზრდასრულობისას, როდესაც ბავშვობის ფერადმა წიგნებმა გზა დაუთმეს იატაკქვეშა გამოცემებს, ხელნაწერი თუ გაუმართავ საბეჭდ მანქანაზე მკრთალი შრიფტით აკრეფილი ტექსტებით მოსაუბრე დისიდენტებს, აკრძალული წიგნების ავტორებს. მათ სულ სხვა სათქმელი მოიტანეს ჩემამდე, ის ამბავი მომითხრეს, რასაც ადრე, ბავშვობაში, გუმანით კი ვხვდებოდი, მაგრამ სახელს ვერ ვარქმევდი.
დღეს, წლების შემდეგ, როდესაც ტექნოლოგიებმა სრულად დაიპყრეს ჩვენი ცხოვრება, დრო კი ისე აჩქარდა, სულ კუდში თუ არ სდიე და დაეწიე, სამუდამოდ „მოუსავლეთში“ მიბრძანებას გიქადის, წიგნზე საუბარი მიწევს.. ახლა უკვე ლექტორის როლში, თანაც, აუდიტორიასთან, რომელიც დიდი ხანია თვალხილულს დამორჩილდა, ფურცელს ეკრანი არჩია, კითხვა ძველმოდურ საქმედ მონათლა და ამ სტრიქონებსაც, ალბათ, უნდობლად წაიკითხავს.. არასდროს ყოფილა ჩემი მისია ისეთი რთული, როგორც ახლა, ამ დროებაში. წიგნზე რომ მოვყვე, ყველაზე ძვირფასი რომ გავამხილო, ვიცი, მსმენელი მეყოლება ეჭვიანი, ძნელად დასაყოლიებელი.. მაგრამ, მადლობა ღმერთს, მათ შორის ისინიც მეგულება, ვისაც კითხვა ძველმოდურ და დრომოჭმულ საქმედ არ წარმოუდგენია, ვინც გულისყურით მომისმენს და ფიქრს გაიყოლებს. მერე დაჯდება ბიბლიოთეკის მყუდრო კუთხეში ან შინ, სავარძელში მოიკალათებს და დიად წინაპრებს თუ თანამედროვეთ დაეკითხება სიბრძნეს. ამ დიალოგში ბევრ კითხვაზე მიიღებს პასუხს და თავს გამორჩეულ ადამიანადაც იგრძნობს. არა იმიტომ, რომ სხვაზე უპირატესობის გრძნობა დაეუფლება, არამედ იმ მარტივი გარემოების გამო, რომ სხვაზე მეტად დაფიქრდება წუთისოფლის ამაოებაზე, მიხვდება მთავარს, რომ ბედნიერება თავისუფლებაშია და მისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი…
და მაინც, მავანი სკეპტიკოსი იკითხავს: განა ეს ყველაფერი ელექტრონულ წიგნშიც არ შეგვიძლია ამოვიკითხოთ? ან თუნდაც, ხმოვანი წიგნებით ვისმინოთ? შეგვიძლია, რა თქმა უნდა, მაგრამ ნაბეჭდ წიგნს თავისი ხიბლი აქვს, სულ სხვა ანდამატი.. მათ მეგობრობაც იციან, საიდუმლოსაც შეგინახავენ, ტკივილს შეგიმსუბუქებენ, ემოციების თავშესაფრადაც გადაიქცევიან. მერე ეს ემოციები მარგინალიებად გაეწყობიან წიგნის არშიებზე. დრო რომ გავა და მიუბრუნდები, ზოგი ბედნიერ წუთებს მოგაგონებს, ზოგი – სევდიანს, სხვა – დარდს გაგიქარვებს, იმედს გაჩუქებს და რაც მთავარია, ადამიანად ყოფნის ტკივილს შეგახსენებს.
… ისინი თაროებიდან იმზირებიან – ჩვენი უღალატო მეგობრები, დარდისა და სიხარულის გამზიარებლები.. თვალს სულ გვადევნებენ და მუდამ გველიან…
რამდენიმე წლის წინ ერთ მაღალმთიან სოფელში სამკითხველოს გახსნაზე მთელ სოფელს მოეყარა თავი. მათ თვალებში სიხარული იკითხებოდა, სიხარული იმისა, რომ „პირველად წაკითხვის ბედნიერება“ მათაც ერგოთ. ჩვენ ძალგვიძს ბევრ მათგანს გავუნაწილოთ ეს სიხარული, ნუ ვიქნებით გულგრილნი, გავიზიაროთ ეს სოციალური პროექტი და სოფლის ბიბლიოთეკების ცარიელი თაროები ერთად შევავსოთ.
ბათუმში ბარცხანის ხიდი გაიხსნა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ტრანსპორტისთვის. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხიდზე ქვეითების გადაადგილება ჯერ დაშვებული არ არის. მერიაში ამბობენ, რომ ხიდი, ქვეითებისთვის, სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიხსნება.
ბარცხანის ხიდსა და გოგოლის ქუჩაზე №1; №1ა; №8; №9 და №15 სამარშრუტო ხაზები ძველ გრაფიკს დაუბრუნდნენ.
ბარცხანის ხიდის რეაბილიტაცია, ხელშეკრულების მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ვადაზე ორი თვით ადრე დაასრულა სამუშაოები.
პარტია „საქართველოსთვის“ ანუ გახარიას პოლიტიკური გუნდის მერობის კანდიდატი ხულოში გია აბულაძეა. ის მთავარ პრობლემად სასმელი წყლის არ ქონას ასახელებს. მერობის კანდიდატის თქმით, ხულოს მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტს აწუხებს სასმელი წყლის საკითხი.
რა გზით და როდის ჰპირდება ხულოელებს მერობის კანდიდატი პრობლემის მოგვარებას? – „ბათუმელებმა“ პარტიის „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატს, გია აბულაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა. გია აბულაძე აქამდე აჭარის უმაღლესი საბჭოში და ბათუმის საკრებულოს აპარატში მუშაობდა.
ბატონო გია, თქვენი აზრით, რა არის ხულოს მთავარი პრობლემა?
ბევრი პრობლემაა, მაგრამ სასმელი წყლის არქონაა მთავარი პრობლემა.
იმის მიუხედავად, რომ ფული დაიხარჯა, სოფლების დიდ ნაწილში წყალი ისევ არ არის ან მღვრიეა და განრიგით მიეწოდება. ასევე, მწვავედ დგას სამუშაო ადგილების პრობლემა, საბავშვო ბაღების არარსებობაც აწუხებს ხალხს…
წყალზე რომ დავკონკრეტდეთ, რომელია ის სოფლები, სადაც ფული დაიხარჯა და წყალი ისევ არ არის?
მაგალითად, დაბა ხულოში 2014-2015 წლებიდან დაიწყეს ტენდერები, რომ მოგვარებულიყო წყლის პრობლემა, ზუსტად რამდენი დაიხარჯა, არ ვიცი, მაგრამ რამდენჯერმე გაიცა დაპირება, რომ იქნებოდა 24-საათიანი წყალმომარაგება.
დღეს, რეალურად, წყალი დაბა ხულოში არის მხოლოდ 6 საათით დღე-ღამის განმავლობაში. როგორც ჩანს, არ იყო მიზნობრივი ხარჯვა, დამატებითი რეზერვუარების მოწყობა იყო საჭირო და არ გაუკეთებიათ, შემდეგ მილები იყიდეს და აღმოჩნდა, რომ უფრო მსხვილი მილები სჭირდებოდათ. შემდეგ კომპანიებს შორის დაიწყო დავა და გაურკვეველი სიტუაციაა.
ახლა ისევ გამოაცხადეს ტენდერი, მაგრამ ჩავარდნა ელოდება, როგორც გავიგე. თანაც შორი მანძილიდან არის მოსაყვანი წყალი.
დავუშვათ, უკვე ხულოს მერის კაბინეტში ხართ. როგორ აგვარებთ წყლის პრობლემას და რამდენ ხანში? გაქვთ გათვლა, რამდენი ფული დაგჭირდებათ?
სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს ხულოს მოსახლეობის დაახლოებით 70 – 80 პროცენტს, ამ პრობლემის მოგვარება ერთ წელიწადში შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია, ბიუჯეტის კარგად დაგეგმვის შემთხვევაში, პრობლემა მოგვარდეს იმ პერიოდში, რა ვადითაც ირჩევენ ხულოს მერს.
რას გულისხმობთ ბიუჯეტის კარგად დაგეგმვაში, რას მოაკლებდით თანხას?
მოკლებით ვერაფერს მოაკლებ, მაგრამ ეკონომიებით არის შესაძლებელი პრობლემის ეტაპობრივად მოგვარება, ასევე, ტენდერი სწორად უნდა გამოცხადდეს, ანუ კარგად უნდა იყოს დათვლილი საჭიროებები, რა თანხაა საჭირო.
როგორ აპირებთ ხულოს ბიუჯეტის გაზრდას, რითაც წყლის პრობლემაც მოიხსნება და სხვა პროექტებიც დაფინანსდება?
პირველ რიგში, აუცილებელია ხულო-გოდერძის გზის დროული დასრულება. ეს არის საშუალება, რომ გაჩნდეს მეტი სამუშაო, მეტი ტურისტი უნდა მოვიდეს ხულოში. უნდა გაჩნდეს მეტი საოჯახო ტიპის სასტუმრო.
მაგალითად, კურორტ გოდერძის გახსნით რამდენით გაიზარდა ხულოს ბიუჯეტი?
კონკრეტულად ვერ გეტყვით. ერთეული ადამიანების ბიუჯეტი უფრო იზრდება, ვიდრე ბიუჯეტის, თუმცა მუნიციპალიტეტსაც აქვს, რა თქმა უნდა, შემოსავალი… საჭიროა მცირე და საშუალო გრანტები, რომლებზეც აქტიურად უნდა ვიმუშაოთ. ასევე, შესაძლებელია, თანამონაწილეობა დაფაროს მუნიციპალურმა ბიუჯეტმა.
მნიშვნელოვანია, რომ ქონება იგივე გოდერძიზე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და არა მუნიციპალიტეტის ბალანსზე და მუნიციპალიტეტი ვერ იღებს დაფინანსებას. შესაძლებელია ამ კუთხით მუშაობა, რომ ქონება გახდეს მუნიციპალური.
რას ფიქრობთ ჰესებზე – რამდენად შეიცვალა ხულოს ბიუჯეტში შემოსავლები ჰესის მშენებლობის შემდეგ?
როგორც ვიცი, ყოველწლიურად სამ მილიონზე მეტი შედის ბიუჯეტში ქონების გადასახადი, დღგ კი, მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში. შესაძლებელია, რომ ეს ფული უკან უბრუნდებოდეს ხულოს მუნიციპალიტეტს, როგორც ტრანსფერი სხვადასხვა საჭიროებისთვის. ეს მიღწევადია ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.
თქვენ რა პერიოდში ჰპირდებით ხულოელებს მიწის რეგისტრაციას? აქამდე არაერთხელ გაიცა ეს დაპირება უშედეგოდ.
მართლაც ყველა ჰპირდებოდა, მაგრამ ეს პრობლემა არის და არაფერი შეცვლილა. საინტერესოა, რომ იგივე კურორტ გოდერძიზე არის უკვე დავები მოქალაქეებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის, ანუ თავიდან არ ეხებოდნენ, შემდეგ კი, როცა სახელმწიფოს დასჭირდა, ჩამოართვეს, ასე გამოდის.
მე ვპირდები მოსახლეობას იმას, რომ ვიქნები შუამავალი სახელმწიფოს და მოქალაქეებს შორის. სადაც ჩამორთმეულია უკვე მიწა, იქ უნდა გადავიხადოთ კომპენსაცია.
გაქვთ გეგმა, როგორ შეიძლება ჩართოთ ადამიანები აქტიურად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში?
ეგ ნამდვილად არის პრობლემა, რადგან რეალურად უნდა იმართებოდეს შეხვედრები. ჩემი იდეაა ის, რომ სოფლებს, რომლებიც ცენტრიდან დაშორებულია დიდი მანძილით, შევთავაზოთ საკითხების განხილვის ელექტრონული პლატფორმა, სადაც გვეტყვიან, რა ჯობია ბიუჯეტში იყოს – ეს იქნება მეტი ღიაობა ჩვენი მხრიდან.
ამისთვის, პირველ რიგში, კარგი ინტერნეტი დაგჭირდებათ. როგორც ვიცი, ხულოში არც ეს დაპირება შეუსრულებიათ.
ხულოს ცენტრთან ახლოს მდებარე სოფლებში უკვე არის ბოჭკოვანი ინტერნეტი, შორს მდებარე სოფლებში ინტერნეტი ჯერ კიდევ პრობლემაა, მაგრამ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემთხვევაში, მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოგვარდეს ეს პრობლემა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 48 ადამიანი.
stopcov.ge-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში სულ 17 192 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 442, PCR ტესტით – 7 750.
12 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.50%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.81% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.36%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 946 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 324 შემთხვევა, აჭარაში – 120, იმერეთში – 133, ქვემო ქართლში – 38, შიდა ქართლში – 36, გურიაში – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 99, კახეთში – 95, მცხეთა-მთიანეთში – 32, სამცხე-ჯავახეთში – 20, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 16.
კანონიერიქურდებისშესახებ კიდევ ერთი მოქალაქე – მერაბი ესაუბრა „ბათუმელებს“. ისაგვისტოს თვეშიდააკავაფინანსურმაპოლიციამ „უკანონო სამეწარმეო საქმიანობის“ ანუ ხრეშის უკანონოდ მოპოვების ბრალდებით. ბრალისდადასტურებისშემთხვევაშიმას 9-დან 12 წლამდეპატიმრობაემუქრება.
დაკავებამდე, 18 მაისს,მერაბს ინციდენტი ჰქონდაფინანსურიპოლიციისშენობაში. მოტივი – უწყება მისი საქმეში „მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ახდენს“.
ამფაქტის გახმაურების შემდეგ ფინანსურმა პოლიციამ მერაბის ინიციალების გამოყენებით გაავრცელა შემდეგი განცხადება: „…ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, განხორციელებულია უკანონოდ მოპოვებული, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქვიშა-ხრეშის რეალიზაცია“.
გამოძიება კი გრძელდება და ბრალი ფინანსურ პოლიციას ასე აქვს ჩამოყალიბებული:
უკანონო სამეწარმეო საქმიანობა
უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია
დოკუმენტების გაყალბება
საქმის მასალების მიხედვით, ფინანსური პოლიცია ერთ-ერთ ეპიზოდში ბრალდებულს ედავება ქვა-ღორღის უკანონო მოპოვებას. საქმეში ჩართული ადვოკატის, ზაზა პაპიძის ინფორმაციით, ეს ქვა-ღორღი საქმეზე ნივთმტკიცებად არ არის დართული. მეტიც, სახელმწიფოს ეს ქონება ჭოროხის სანაპიროზე აღარ არსებობს, მისი მითვისება სხვა პირებმა 8 და 9 სექტემბერს დაიწყეს.
საქმე იმაშია, რომ მერაბი 8 სექტემბერს ვიდეოზარით დაუკავშირდამდინარეჭოროხისსანაპიროდან „ბათუმელებს“. კადრშიჩანდასატვირთომანქანები და ტრაქტორები, რომლებიცხრეშსტვირთავდნენ და გაჰქონდათ. მერაბიირწმუნებოდა, რომ „მის ხრეშს“ იპარავდნენ,მომპარავებთანერთად კი არიანპირები, „შავი სამყაროს“ წარმომადგენლები, რომლებიცმასსიცოცხლისმოსპობითემუქრებოდნენ.
8 სექტემბერი. პოლიციის გამოძახების შემდეგ ტექნიკა ტოვებს ტერიტორიას
მერაბმა გამოიძახა პოლიცია, რომელიც ადგილზე მას შემდეგ გამოჩნდა, როცა მდინარეზე არც ერთი სატრანსპორტო საშუალება აღარ იყო.
8 სექტემბერი. პოლიცია ჭოროხის სანაპიროზე
იგივე პირები ჭოროხის იმავე მონაკვეთზე დაბრუნდნენ 9 სექტემბერსაც იმავე ტრანსპორტით და გააგრძელეს იმ ქონების გატანა, რომელიც, ფინანსური პოლიციის მტკიცებით, სახელმწიფო საკუთრებაა.
მერაბმა ვიდეოზარი ჩართო 9 სექტემბერსაც. ვიდეოკადრებში ჩანდა, რომ ერთდროულად რამდენიმე მანქანა და სამი ტრაქტორი მუშაობდა. მერაბს ამჯერად პოლიცია აღარ გამოუძახებია.
„ხუთიწუთისსავალზეაპოლიცია,იქამდეარმოდიან, სანამმომპარავებიმანქანებსარგაიყვანენ. რა აზრი აქვს“, – ამბობს ის.
ვიდეოკადრები ცხადყოფს, რომ მოპოვება ხდება დღის საათებში: მერაბის ვერსიით, იპარავენ მის მიერ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსიდან ჩამოტანილ 20 ათას კუბ ქვა-ღორღს. გამოძიების ვერსიით, მერაბს ეს ქვა-ღორღი ჩოხატაურიდან არ ჩამოუტანია – მან დოკუმენტები გააყალბა და სინამდვილეში ჭოროხიდან ამოიღო ინერტული მასალა.
შესაბამისად, 8 და 9 სექტემბერს მდინარე ჭოროხზე ან კერძო პირის ქონება მოიპარეს დღისით-მზისით, ან სახელმწიფოსი. ფინანსურ პოლიციას და გარემოს დაცვას კი ამ ქურდობაზე რეაგირება არ ჰქონია.
8 სექტემბერი. უკანონოდ მოპოვებული ქვა-ღორღით დატვირთული ავტომანქანა
დოკუმენტებში – სასამართლო სარჩელებში, გადაწყვეტილებებში, პროკურატურასა და სუსში გაგზავნილ საჩივრებში, რითაც ქვიშა-ხრეშის მოპოვების საქმეში მერაბის ინტერესები იკვეთება, არაერთი ბიზნესმენი ფიგურირებს.
აქვე საუბარია ქურდული სამყაროს წარმომადგენლებზეც.
მაგალითად, ხელვაჩაურისრაიონულისასამართლოს 2021 წლის 15 მარტისგანჩინებისთანახმად, „მერაბმასარჩელიაღძრა კომპანია „სსფოლათიოლიაფივეთიჯარეთის“ მიმართდასასარჩელოგანცხადებითმოითხოვასს „ფოლათიოლიაფივეთიჯარეთის“ მფლობელობიდანგამოთხოვილიქნასმისიკუთვნილი 70 000 კბ.მინერტულიმასალა… ასევემასაეკრძალოსხელვაჩაურისმუნიციპალიტეტში, სოფელჭარნალშიმდებარემიწისნაკვეთიდანინერტულიმასალისგატანა“.
ამგანჩინებიდანმალევემერაბმა სასამართლოსმიმართადასარჩელიუკანგაითხოვა. წერილში, რომლითაც მან სარჩელისგამოთხოვისშესახებმიმართამოსამართლეს, წერია, რომ გრძნობს „რეალურ შიშს და საფრთხეს“.
მერაბი აცხადებს, რომ „ფოლათიოლიაფივეთიჯარეთის“ წარმომადგენლებმა, ქურდული სამყაროს ჩართულობით,მასაიძულესსარჩელიუკანგაეხმო.სარჩელისგამოთხოვისშემდეგ კი, კომპანიამ სადავო 70 000 კბ.მქვიშა–ღორღი გაიტანა.
საიდან გაჩნდა 70 000 კბ.მ ქვიშა-ღორღი? – „ბათუმელების“ ხელთ არსებული ხელშეკრულებების თანახმად, ეს ეგრეთ წოდებული „ლუჟკოვის სახლის“ ნანგრევები იყო. ამ ტერიტორიიდან ნარჩენების გასატანად კომპანია „ტრანს ჯორჯიამ“ 2019 წლის 11 ნოემბერს მერაბს ხელშეკრულება გაუფორმა და 70 000 კბ.მ ბალასტი მიჰყიდა. ფასი – 1 მეტრ/კუბი 6 ლარად. ხელშეკრულების თანახმად, „ნასყიდობის ფასის გადახდა ხდება მყიდველის მიერ შეძენილი ინერტული მასალის რეალიზაციის შემდგომ“.
ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით 1 კუბი დამუშავებული ინერტული მასალის ფასი 30-35 ლარია ადგილზე მიტანით, დაუმუშავებლის – 15-20 ლარი.
2021 წლის 5 მარტსმერაბი „ტრანსჯორჯიას“ სახელითგააფრთხილეს, რომმასერიცხებაკომპანიისდავალიანება 420 000 ლარი.
„ვალისაღიარებისდოკუმენტშიპირობასდებთ, რომ 2020 წლისბოლომდეუნდაგადაგეხადათაღნიშნულიდავალიანება. შპს „ტრანსჯორჯია“დამატებითგამოგიყოფთ 2 თვეს, რათააღნიშნულიდავალიანებადაფაროთ“, – ვკითხულობთ კომპანიის სახელით გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს აწერს გოგა მებონია.
მერაბი ამბობს, რომ სასამართლოში სწორედ „ტრანს ჯორჯიადან“ ნაყიდი ქვა-ღორღის მითვისების გამო ედავებოდა კომპანია „ფოლათიოლიაფივეთიჯარეთის“.
ის ირწმუნება, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო შეწყვიტა სასამართლოში დავა. ვალი – 420 000 ლარი კი გადასახდელი აქვს.
„ფოლათიოლიაფივეთიჯარეთის“ ლიცენზიანტი კომპანიაა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განკარგულებით, „ჭოროხზე“ ამოიღო 1 მილიონ კუბზე მეტი ინერტული მასალა. „ბათუმელების“ ხელთ არსებული დოკუმენტებით, კომპანიამ მინიმუმ 210 ჰექტარზე, სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე, ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაასაწყობა მოპოვებული ქვა-ღორღი. შესაბამისად, სახელმწიფომ მინიმუმ ნახევარი მილიონი ლარი იზარალა.
ფაქტი არ დაუფიქსირებია და, შესაბამისად, არავითარი რეაგირება არ ჰქონია არც ფინანსურ პოლიციას და არც გარემოს დაცვის სამინისტროს.
9 სექტემბერი. ჭოროხზე ქვა-ღორღის უკანონო მოპოვება – გატანა გრძელდება
___
მთავარი ფოტო: მდინარე ჭოროხი, 9 სექტემბერი
გაგრძელება იქნება
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მოქალაქეებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება სამოქალაქო აქტივობებში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არისაუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდესდონორიორგანიზაციისშეხედულებებს.
ბათუმის ბულვარში კაცმა ქალი დანით დაჭრა და თვითონ თავი მოიკლა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ის კაცმა დანით დაჭრა, რის შემდეგაც კაცმა დანით თვიდაზიანება მიიყენა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს ადგილზე, ბულვარის ტერიტორიაზე, კაცის ცხედარი დახვდა, დაჭრილი ქალი კი, რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19 – 108-ე მუხლის შესაბამისად, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმმა ქალაქის მერი უნდა აირჩიოს. “ბათუმელებმა” მერობის სამ კანდიდატს სხვადასხვა საკითხზე დაუსვა კითხვები, რომლებსაც პერიოდულად შემოგთავაზებთ.
უნდა გასხვისდეს თუ არა მრავალწლიანი იჯარით ბათუმში პლაჟები? – ჰკითხა “ბათუმელებმა” ბათუმის მერობის სამ კანდიდატს.
ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი, პარტია „საქართველოსთვის“ – გახარიას პარტია:
რა თქმა უნდა არა. ბათუმის პლაჟი, ისევე, როგორც ბათუმის ბულვარი, ბათუმელების საკუთრება. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე მთავარი, ამოსავალი პრინციპი იქნება ის, რომ ბათუმელებს უნდა ჰქონდეთ შეუზღუდავი წვდომა პლაჟზე.
სხვა ყველა, ის კონკრეტული ქეისები, რასაც თქვენ გულისხმობთ, ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური განხილვების შემდგომ. მაგრამ ჩვენთვის ამოსავალი პრინციპი ყოველთვის იქნება, რომ ბათუმის პლაჟი, ბათუმის ბულვარი და ის რაც არის ბათუმის მთავარი სახე, ყოველთვის იქნება ჩვენი თანაქალაქელების საკუთრებაში და მფლობელობაში.
გიორგი კირთაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან:
პლაჟის რაღაცა მონაკვეთის კომერციული დატვირთვისთვის მსუბუქი კონსტრუქციებით, ან არ ვიცი, შეზლონგების გასაქირავებლად გაცემის მომხრე მე ვარ. მიმაჩნია, რომ კერძო სექტორის შემოყვანა პლაჟის რაღაც ნაწილზე არ არის ცუდი, ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს არ უნდა ეხებოდეს იმას, რომ ვიღაცებს აეკრძალოთ ბათუმის პლაჟის ნებისმიერ მონაკვეთში თავისუფლად შესვლა. ცალსახად ეს არის გამორიცხული და მიმაჩნია, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს.
მიმაჩნია, რომ დაუშვებელია იმ ტიპის საკუთრებაში პლაჟის გადაცემა, რომელზე შესვლაც დანარჩენი მოქალაქეებისთვის იქნება შეზღუდული.
არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებიდან“:
იჯარებთან დაკავშირებით მესმის ეს საკითხი. ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ამომრჩეველსაც, ბუნებრივია, აქვს აზრთა სხვადასხვაობა.
ეს საკითხი – როგორც მრავალწლიანი იჯარის საკითხი, ასევე სხვაგვარად განკარგვის საკითხი, დამოკიდებულია კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, კონკრეტულ განვითარებაზე.
ვიცით გადაწყვეტილებების ნაწილი, რომელიც იყო მიღებული და არ მოსწონდათ ჩვენს მოქალაქეებს. ამ ნაწილში ჩვენ მოქალაქეებთან კომუნიკაციის შემდგომ ეს გადაწყვეტილებები ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა არ მიიღო. ბუნებრივია, ჩვენ ცალსახად გეტყვით, რომ დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენს ქალაქს და ჩვენს თანამოქალაქეებს დააზიანებს, არასოდეს არ მივიღებთ.
პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის და მუქარის ფაქტზე მ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინეს.
შემთხვევა ბათუმში მოხდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ნ. 2021 წლის ივნისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, სისტემატურად ლახავდა არასრულწლოვნის პატივსა და ღირსებას. მეგობრების, ოჯახის წევრების და უცხო ადამიანების თანდასწრებით ამცირებდა და ოჯახის წევრების დაკავებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
ასევე, მ.ნ. არასრულწლოვან დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით და სახლის გადაწვით დაემუქრა.
მ.ნ.-ს მიერ განხორციელებული ქმედებების გამო არასრულწლოვანმა 10 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა.
სამართალდამცველებმა მ.ნ. 10 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ბათუმში, ბარათაშვილის #37-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის ნგრევის საკითხს ეხმიანება.
სააგენტოს განცხადებით, ძეგლზე გაცემული იყო რეაბილიტაციის ნებართვა.
„აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ 2021 წლის 30 აგვისტოს 01-07/80 ბრძანებით გაიცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (ბარათაშვილის 37/გორგასლის 44) სამუშაოების ნებართვა.
ნებართვის მფლობელის სანებართვო მოწმობით განსაზღვრული სამუშაოები მოიცავდა ინტერიერის და ექსტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს (ასევე სახურავის ბურულის შევსებას კრამიტის ფილებით).
სამუშაოები არ მოიცავს ძეგლის სიმაღლის ცვლილებას.
ნებართვის მფლობელის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას მოხდა სანებართვო პირობებიდან გადახვევა, რაზეც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალისტების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული საკითხი და მიღებული იქნება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები“ – აცხადებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.
ბარათაშვილის 37-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ამ დროისთვის შენარჩუნებულია მხოლოდ ფასადის კედელი.
ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩის 37-სა და გორგასლის 42 ნომრებში მდებარე, მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული ბელეტაჟისგან მხოლოდ ფასადის კედელი დარჩა. სახლს გადახდილი აქვს სახურავი, შიდა მხარე კი მთლიანად დანგრეულია.
ბარათაშვილის 37. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მთლიანად დანგრეულია, დარჩენილია მხოლოდ ფასადის კედლები.
ბარათაშვილის #37-ში მდებარე შენობა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სიაშია. მას ძეგლის სტატუსი 2008 წელს მიენიჭა. შენობა, რომლისგანაც მხოლოდ წინა კედელი დარჩა, ტიპურ ბათუმურ ბელეტაჟს წარმოადგენდა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფა ნებართვის გარეშე სისხლის სამართლის დანაშაულია. შენობის ნანგრევებთან „ბათუმელების“ ყოფნის დროს პოლიციაც მოვიდა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადგილზე გასულია მონიტორინგის ჯგუფი და მოკლე ხანში მოგვაწვდიან ინფორმაციას, რა ტიპის ნებართვაა გაცემული აღნიშნულ შენობაზე.
საჯარო რეესტრის მიხედვით, ბარათაშვილის #37-ის მფლობელი კერძო პირი, ზორია წურწუმიაა.
დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას ენმ-ის წევრის მოსყიდვაში დასდო ბრალი.
საუბარია ხულოს მოქმედი საკრებულოს წევრზე, მერაბ ბოლქვაძეზე, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ „ერთმანეთს გადაეჯაჭვნენ“ და ამის გამო მას აღარ სურს პარტიაში დარჩენა.
„სუსის დადგმული სპექტაკლი“ – ასე უწოდებს რეზო ხარაზი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის გუნდის წევრი მერაბ ბოლქვაძის ამ განცხადებას. იგი ამბობს, რომ ნამდვილი მიზეზი სხვაა:
„გუშინ, განცხადების გაკეთებამდე ლევან ბოლქვაძე მოვიდა ჩვენთან ოფისში, თუმცა მისი გადაწყვეტილების შესახებ გავიგეთ მისი განცხადებიდან.
ვფიქრობთ, ეს ადამიანი მოიყიდეს ან მოქრთამეს და არ არის გამორიცხული აშანტაჟებდნენ ბინის თემით.
ბატონ მერაბს ჰქონია უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი სახლი ოცნების ქალაქში, საუბარია კაპიტალურ ქვის სახლზე. მისთვის განუცხადებიათ, რომ თუ კი ის გააკეთებდა ამ განცხადებას და გამოვიდოდა პარტიიდან, მიიღებდა ბინას ოცნების ქალაქში.
პირდაპირ სუს-ის და ქართული ოცნების დავალებაა ეს“ – ამბობს რეზო ხარაზი.
მისი თქმით, ხულოს საკრებულოს წევრს რომ ოცნების ქალაქში აქვს უკანონოდ აშენებული სახლი, ენმ-ის გუნდისთვის გუშინ გახდა ცნობილი.
„ორი დღის წინ იყო აქცია ოცნების ქალაქში აქცია, სადაც ადამიანები კრიტერიუმების განსაზღვრას ითხოვდნენ, თუ ვინ მიიღებს ბინას. მერაბ ბოლქვაძეს სახლიც აქვს, კარიც და ყველაფერი ხულოს მუნიციპალიტეტში და რა კრიტერიუმით უნდა მიიღოს მან ბინა?
ვითხოვთ ხელისუფლებისგან, განსაზღვროს და გამოაქვეყნოს კრიტერიუმები, ან შეწყვიტოს მანიპულირება ოცნების ქალაქის თემით“ – ამბობს რეზო ხარაზი.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მერაბ ბოლქვაძის ამ განცხადებით არჩევნების წინ ცდილობს ორი პარტიის რეპუტაცია დააზიანოს:
„ნახეთ, როგორ მოიქცნენ – თითქოს გახარიასაც დაარტყეს და ნაციონალურ მოძრაობასაც. ესაა სუს-ში დაგეგმილი სპექტაკლი, ბინძური პროვოკაცია“ – ამბობს რეზო ხარაზი.
მერაბ ბოლქვაძე ხულოს საკრებულოში თხილვანის თემის მაჟორიტარია. „ბათუმელები“ მას კომენტარისთვის დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ პირადად მას ოცნების ქალაქში სახლი არ აქვს, თუმცა სახლი აქვს მის ძმას.
„მე 8 წელი ვიყავი ნაციონალურ მოძრაობაში, როგორც ოჯახთან, ისე ვიყავი გუნდთან. მათი არასწორი მოქმედებების გამო მივიღე გადაწყვეტილება და დავტოვე პარტია. გამოვიდნენ და იტყუებიან და მაცხადებენ მოღალატედ. უნდათ ხელისუფლებას მიაკერონ რაღაც იარლიყები, რადგან წამოვედი.
გადაამოწმონ, მე, პირადად მერაბ ბოლქვაძეს სახლი არ მაქვს ოცნების ქალაქში“.
„ბათუმელების“ კითხვას, აქვს თუ არა მისი ოჯახის რომელიმე წევრს სახლი ოცნების ქალაქში, მერაბ ბოლქვაძე ასე პასუხობს:
„ჩემ ძმას აქვს, მაგრამ ის ცალკე ცხოვრობს. დადონ მტკიცებულება, რომ მე გავურიგდი ვინმეს, ან ოცნებაში გადავედი ან სხვა, რომელიმე პარტიაში.
…2017 წლის არჩევნების შემდეგ, მე თუ ოცნების ქალაქში ბინა მინდოდა, თუ გარიგება მინდოდა, დიდი სიამოვნებით, არავის არ შევეკითხებოდი, ჩემით გავიმარჯვე არჩევნებზე, გადავიდოდი ოცნებაში, სამსახურიც მექნებოდა, თუ ბინა მჭირდებოდა – ბინაც. არ ვაპატიე მათი უზრდელობა და ამიტომ დავტოვე ნაციონალური მოძრაობა“ – გვითხრა მერაბ ბოლქვაძემ.
მერაბ ბოლქვაძე ბოლო პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ აღმოაჩინა მან მსგავსება გახარიას პარტიასა და ენმ-ს შორის იგი ამბობს, რომ პერიოდულად ჩამოდიოდა და, ამასთანავე, კონტაქტები ჰქონდა რეგიონთან.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 სექტემბრის 21 საათიდან 13 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 13 – 18 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 7 – 12 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 14-15 სექტემბერს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
დღეის მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.
11 სექტემბერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საკითხი სტუდენტების ვაქცინაციას შეეხებოდა.
როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების მაჩვენებლით აჭარა რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, სტუდენტების შემთხვევაში აცრის პროცესი აქტიური მაინც არ არის.
როგორც ცენტრი გვეუბნებიან, შეხვედრაზე სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გასცეს ამომწურავი პასუხები ყველა იმ კითხვაზე, რის გამოც სტუდენტების ნაწილი ვაქცინაციას თავს არიდებს.
„ძირითადად კითხვები ჰქონდათ იმ მითებზე, რომელიც გავრცელებულია ვაქცინის ირგვლივ.
მაგალითად, ხომ არ ცვლის დნმ-ს ვაქცინა, ორი წლის შემდეგ ხომ არ გამოიწვევს ვაქცინა დაავადებებს ადამიანის ორგანიზმში და ასე შემდეგ. ჩვენ გვქონდა კონკრეტული პასუხები, რომელიც აქარწყლებს ამ მითებს და ეჭვებს. სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები ამით არ დასრულდება და გაგრძელდება“- გვეუბნებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
აქვე იმასაც ამბობენ, რომ ასაკობრივი ჩაშლა, ვთქვათ 18 -დან 25 წლამდე მოსახლეობის რა პროცენტია აცრილი, არ აქვთ, რის შემთხვევაშიც, უკეთ გამოჩნებოდა სტუდენტების აცრების პროცენტული მაჩვენებელი ქვეყანაში.
როგორ იღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, იცრებიან თუ არა სტუდენტები? – ვკითხეთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. მათი თქმით, ისინი სტუდენტების აცრების შესახებ ინფორმაციას სტუდენტური პორტალიდან იღებენ.
„ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვაქვს სტუდენტური პორტალი, სადაც 7 000-მდე სტუდენტია დარეგისტრირებული და აქ პერიოდულად ვაწარმოებთ გამოკითხვას. გამოკითხვაში 700 პროფესორიდან მონაწილეობა მიიღო 424-მა, ხოლო 6 500 სტუდენტიდან – 4 577-მა.
გამოკითხვის შედეგად, ამ ეტაპზე პროფესორ-მასწავლებლების და ადმინისტრაციის წარმომადგენლების 85%-ია ვაქცინირებული, ხოლო სტუდენტების – 30%. თუმცა სურათი ყოველდღიურად იცვლება და მზარდია დინამიკაში“ -გვეუბნებიან ბსუ-ს ადმინისტრაციაში.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციურად განახლდება. 4 ოქტომბრისთვის კი სასკოლო გარემოში მხოლოდ იმ ქალაქებში და სოფლებში შეძლებენ სწავლის განახლებას, სადაც კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება.
სტუდენტებში ვაქცინაციის პროცესი დაბალი ტემპით რომ მიმდინარეობს, ამის თაობაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც აღნიშნა. მისი თქმით, სტუდენტების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სწავლა აუდიტორიებში განახლდეს.
_________________________
მთავარი ფოტო: ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია ბსუ-ში.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის თქმით, სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გვერდით თხრილში გადავარდა.
თვითმხილველის თქმით, მიკროავტობუსის მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს შეუძლიათ მოიპოვონ სახელმწიფო დაფინანსება ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
პროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული 13 კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას.
ეს კატეგორიებია:
მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულები;
სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
აზერბაიჯანულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები;
ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/ მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
ობოლი (უდედმამო) სტუდენტები; მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;
სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ/ჰქონდათ რეპანტრიანტის სტატუსი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები;
ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლების კურსდამთავრებულები;
სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით).
ელექტრონულ ფორმატში განაცხადების სტუდენტებს შეუძლიათ მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის 18:00 საათამდე პორტალზე:
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა როლანდ შავაძემ, პრესტიჟული სტიპენდია მოიპოვა და ფულბრაიტის პროგრამით 6 კვირით, პედაგოგის კვალიფიკაციას აშშ-ში აიმაღლებს.
აღნიშნული პროგრამა საშუალებას აძლევს ინგლისურის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად აშშ-ში გაემგზავრონ. წელს საქართველოდან სულ სამი პედაგოგი წავა, ერთ-ერთი როლანდ შავაძეა.
„პროგრამა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ 6 კვირის განმავლობაში ვრჩებით აშშ-ში, უნივერსიტეტში ჩაგვიტარდება პროფესიული განმავითარებელი ტრენინგები და ამავდროულად, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები. შესაძლებლობა გვექნება შევიდეთ სკოლებში და მენტორი მასწავლებლის დაკვირვების ქვეშ გაკვეთილებიც ჩავატაროთ.
იქნება სხვადასხვა მოდულები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე და სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით. შეგიძლია აირჩიო ის მოდული, რომელიც შენთვის პრიორიტეტულია და შემდეგ როცა ჩამოხვალ, ვალდებულება გაქვს, რომ შენი გამოცდილება შენს სასკოლო თემში გაუზიარო კოლეგებს“ – ამბობს როლანდ შავაძე.
რამდენად არის შესაძლებელი იქ მოღებული ცოდნა სოფლის სკოლებში დავნერგოთ, მაშინ როცა დღემდე პრობლემაა ინტერნეტის და ბავშვების ტექნიკით აღჭურვის? – ვკითხეთ მას.
როლანდ შავაძის აზრით, ტექნოლოგიების ფლობის თვალსაზრისით მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება სკოლებში.
„ერთადერთი პოზიტივი რაც შეიძლება ითქვას, რომ კორონაპანდემიამ დაგვიტოვა, ონლაისწავლებაზე გადასვლის გამო ტექნოლოგებთან უფრო მეტი დაახლოებაა.
მასწავლებლები იძულებული გახდნენ, კომპეტენციები აემაღლებინათ ამ მიმართულებით. თავიდან ძალიან რთული მდგომარეობა იყო, თუმცა დღეს ბევრი მასწავლებელი ახერხებს ტექნოლოგიებით მუშაობას.
არის პრეცედენტებიც, როცა სკოლამ თვითონ უზრუნველყო ბავშვების ტექნიკურად აღჭურვა. მაგალითად, ჩვენს სკოლაში ბავშვებს კორპორატიული ნომრები დავურიგეთ, სადაც 5 ლარად შეუძლიათ შეღავათიანი ინტერნეტის ჩართვა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლის ადმინისტრაციამ დაგვავალა, რომ „თიმსის“ პროგრამები მოვაწესრიგოთ, დავამატოთ ბავშვები, თუკი ვინმე არის ჯგუფის გარეთ და ვიყოთ მზადყოფნაში“ – ამბობს როლანდ შავაძე.
მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, წლიდან წლამდე მასწავლებელთა დიდი ნაწილი ახერხებს პროფესიული სტატუსის ამაღლებას, ჩართული არიან სხვადასხვა სახის ტრენინგებში, გადიან პროფესიულ მოდულებს საჭიროების მიხედვით, თუმცა ამის პარალელურად, მაინც არსებობს კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იცვლება სწავლების ხარისხი და განათლების დონე სკოლებში.
როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ამას, სტატუსების პარალელურად რატომ ვერ მაღლდება სწავლის ხარისხი სკოლებში? – ვკითხეთ როლანდ შავაძეს.
მისი თქმით, მასწავლებლის კარიერული სტატუსი, იქნება ეს – უფროსი, წამყვანი თუ მენტორი, სასწავლო კლიმატს ვერ შეცვლის, თუ სწავლების მეთოდოლოგია არ შეიცვალა.
„ზოგადად, სასწავლო კლიმატს ინდივიდუალურად ცვლის მასწავლებელი. არ აქვს მნიშვნელობა, პირობითად, მე ვიქნები წამყვანი თუ უფროსი [მასწავლებელი], ჩემი რეალობა არ შეიცვლება თუ ჩემი სტატუსი ჩემს კვალიფიკაციას არ ცვლის.
სამწუხაროდ, დღეს სტატუსები თანხვედრაში არ არის მასწავლებლის კვალიფიკაციასთან. ეს არის მინიჭებული სტატუსი, რომლის პოზიტიური მხარე არის ის, რომ მასწავლებელს ხელფასი ემატება, თუმცა კვალიფიკაციის მხრივ არაფერი იცვლება“ – ამბობს როლანდ შავაძე.
მისი აზრით, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება აუცილებელია, რადგან მასწავლებელი თავის საგანს უნდა ფლობდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია სწავლების მეთოდები, როგორ ახერხებს ის ცოდნის გამოყენებას საკლასო ოთახში.
„ამიტომ რაღაც სხვა მიდგომები უფრო სწორი იქნებოდა, რომელიც მასწავლებლის საკლასო პროცესში ქმედებას შეამოწმებს, საგნობრივი ცოდნა კი, ბუნებრივია, ისედაც საჭიროა.
ზოგადად, ხარისხის საკითხი კომპლექსურია და პირველ რიგში უნივერსიტეტებიდან უნდა დავიწყოთ ამის მოგვარება. ჯერჯერობით ვერ შევძელით, რომ მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული გაგვეხადა, რადგან ამ პროფესიაში დღემდე ისეთი ადამიანები მიდიან, ვინც ბოლომდე არ არის დარწმუნებული, რომ ნამდვილად სურს პედაგოგობა.
სპეციალობის არჩევის დროს აბიტურიენტმა სადღაც შემთხვევით კი არ უნდა მონიშნოს მასწავლებლობა – „თუ მოვხვდები კარგია და იყოს“, არამედ, ეს უნდა იყოს მისი პრიორიტეტული არჩევანი, თუ უნდა ამ პროფესიაში შემოსვლა.
მნიშვნელოვანია, რომ განათლების სფეროში ახალგაზრდა და მოტივირებული სპეციალისტები შემოვიდნენ, რასაც, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებთ“-ამბობს როლანდ შავაძე.
მისი აზრით, მასწავლებელი ყოველთვის უნდა იყოს სიახლეების ძიებაში, ამიტომ იმედოვნებს, რომ ამერიკაში გატარებული 6 კვირა შესაძლებლობას მისცემს ისეთი სიახლეები ჩამოიტანოს, რაც გამოადგება ქართულ სკოლებს და ქართველ კოლეგებს და „ასევე დამეხმარება პიროვნულ განვითარებაში“ – ამბობს როლანდ შავაძე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 11 სექტემბერს დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი.
„შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“ – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.
11 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2533 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 383 კვლევა ტესტით.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში 57 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.
10 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.09% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.50%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარაში – 177, იმერეთში – 422, ქვემო ქართლში – 168, შიდა ქართლში – 150, გურიაში – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 243, კახეთში – 244, მცხეთა-მთიანეთში – 77, სამცხე-ჯავახეთში – 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 19.
მდინარეჭოროხზედააჭარისწყალზე ყოველდღიურადათობითათასილარისღირებულებისხრეშსიპარავენ. „ბათუმელებმა“ რამდენიმეთვიანი მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ სერიულ ქურდებს არც პოლიცია უშლის ხელს, არც ფინანსთა და არც გარემოს დაცვის სამინისტროები.
კონკრეტული მაგალითებით და ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით მოგიყვებით სქემაზე, რომელშიც ჩართული არიან მძღოლები, გადამზიდავები, პოლიციელები, გარემოსდამცველები, მაღალი თანამდებობის პირები და „კანონიერი ქურდები“ თუ მათი დამხმარეები.
„გლეხი აქედან ერთ ურიკა ხრეშს ვერ ამოიღებს. მამაჩემის საფლავის გაკეთებისთვის მინდოდა ხრეში და დამაჯარიმეს“, – უყვება „ბათუმელებს“ თხილნარის ერთ-ერთი მკვიდრი. – „თქვენც გირჩევთ, დაანებოთ ამის დევნას თავი, ამ ტბებში ისე დაგმარხავენ, ვერავინ გიპოვით“, – აგრძელებს კაცი და თვალს ავლებს სივრცეს ჭოროხის სანაპიროზე.
ტერიტორია ჭოროხის გასწვრივ, საიდანაც ინერტული მასალები ამოიღეს და მიატოვეს. წვიმის შემდეგ ამ ადგილებში წყლები დგება და ადგილობრივები თევზაობენ. ფოტო გადაღებულია 2021 წლის 29 მაისს
ტერიტორია ნაომარ ველს ჰგავს უზარმაზარი ორმოებით, წვიმიან ამინდში ტბად რომ გადაიქცევა. ზღვიდან და მდინარიდან შემოსულ წყალს მოჰყვება თევზიც.
აქაურები ამბობენ, რომ მართალია, მათი საცხოვრებელი გარემო ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე მიიყვანეს კერძო კომპანიებმა კორუმპირებული მოხელეების ხელშეწყობით, მაგრამ ერთი სიკეთე მაინც მიიღეს – ამ ადგილებს თევზი შემოეჩვია, რომელსაც იჭერენ, ბაზარზე ყიდიან და ასე არჩენენ ოჯახებს.
სქემის თანახმად, ხრეშის სერიული ქურდები აუცილებლად გაჩვენებენ ლიცენზიას, რომელიც გურიის მუნიციპალიტეტებშია გაცემული ან ზეპირსიტყვიერად გეტყვიან, რომ აქვთ ეს ლიცენზია.
საქმეში ჩახედულები გვიყვებიან, რომ გურიაში 1 კუბი ინერტული მასალის მოპოვება, ლიცენზიის ჩათვლით, 90 თეთრი ჯდება. აჭარაში ეს 5 ლარს უტოლდება. შესაბამისად, გურიაში ლეგალურად მოპოვებული ქვიშა-ხრეშს ქედაში ან ხელვაჩაურში, მდინარეების – ჭოროხის ან აჭარის წყლის სანაპიროზე ასაწყობებენ. შემდეგ კი, აქვე, უკანონოდ მოიპოვებენ ათასობით კუბ ინერტულ მასალას.
ტერიტორია ჭოროხის სანაპიროსთან, სადაც ინერტული მასალები ამოიღეს. წვიმის შემდეგ ამ ადგილებში წყლები დგება და ადგილობრივები თევზაობენ. ფოტო გადაღებულია 29 მაისს.
„ბათუმელების“ მონიტორინგის თანახმად, ხრეშის სერიულ ქურდებს ხელს არც პოლიცია უშლის და არც გარემოს დაცვის სამსახური.
იოლი გასაგები რომ იყოს, თუ რა თანხებზეა საუბარი, გთავაზობთ ბაზარზე არსებულ ფასებს და სქემას: 1 კუბი დამუშავებული ინერტული მასალის ფასი 30-35 ლარია ადგილზე მიტანით. დაუმუშავებლის – 15-20 ლარი.
დღე-ღამის განმავლობაში, მდინარეებზე – ჭოროხსა და აჭარისწყალზე 100-150 ათასი ლარის ღირებულების ინერტულ მასალის ამოღებაა შესაძლებელი. ერთ სატვირთო ავტომანქანაზე თავსდება 20 კუბი ინერტული მასალა;
„ერთიკენჭივერგავაჭოროხიდანქურდებისნებართვისგარეშე“ – უყვება „ბათუმელებს“ ერთ–ერთიბიზნესმენი. გოგა [სახელიდა სხვა ყველა მაიდენტიფიცირებელიმონაცემიშეცვლილია] თავადაციყომომპოვებელიდაამბობს, რომბიზნესის წილები პირადად მასმოსთხოვა „კანონიერმა ქურდმა“ „ენცომ“.
მოთხოვნაზე უარისშემდეგ მასესროლეს.
გოგაამბობს, რომამსაკითხზესაჯაროდსაუბარიმისთვისსასიკვდილოგანაჩენისტოლფასია. ეშინია, რომშეიძლებამოკლან. გოგა გაზაფხულზე ერთხელ უკვე დაჭრეს. ისინერტულიმასალებისბიზნესითიყოდაკავებული – მოპოვება, გადაზიდვა. ბიზნესსთავიდაანება, რადგან, როგორც ამბობს, სხვაგზაარდაუტოვეს.
ვფიქრობდი, რომ ფეხში დამჭრიდნენ. შავ სამყაროში ყველასთან ურთიერთობა მქონდა, ვიცნობდი, ამიტომ მაინც არ მეგონა, რომ ბოლომდე გამიმეტებდნენ“, – გვიყვება გოგა.
„ერთ–ერთიასეთიდიდიკომპანიახელშეკრულებისპირობებისდარღვევასმომედავა – ვერმივიტანეიმდენიხრაში, რამდენიცუნდამიმეტანა: ქურდს წილები რომ არ მივეცი, ხანმძღოლებიამიბუნტეს, ხანსხვაპრობლემებიშემიქმნეს.
კომპანიაში დამიბარეს და მითხრეს, რომპირობის შეუსრულებლობისგამო, რაცმივიტანეიმისფულსაცაღარგადამიხდიდნენ. 80 ათასლარამდეიყო. ესფულიუკვეერთ–ერთიქურდისანგარიშზეაო. მერეიყოსაქმისგარჩევა. გარჩევისშემდეგიმქურდმაფულიდააბრუნა, მაგრამ „ენცომ“ დაიბრალა, რომთითქოსმანდააბრუნებინადაფულიჩემიაო“.
გოგაცსაუბრობსსქემაზე, რომლითაც, მისი შეფასებით,ყოველდღიურად 100-150ათასილარისღირებულებისინერტულმასალებსიღებენაჭარისწყალსადაჭოროხზე. სქემა, რომელზეცგოგადაასევერამდენიმესაქმეშიჩახედულიპირიგვიყვება, იდენტურია:
„გათვლაარისგურიისსაბუთზე: კომპანიასრამდენიმემანქანახრეშიმოაქვსგურიიდანდადასაწყობებახდებაჭოროხზეანაჭარისწყალზე. გურიაში 40 თეთრშიგაქვსესსაბუთი [ლიცენზია] ნაყიდიდამაქსიმუმ 90 თეთრიჯდებაერთიკუბისაქჩამოტანა. ბათუმშილიცენზიაღირს 5 ლარი. ესძალიანდიდფულადისხვაობაა. ეს რომ არა, რატომ წაიღებ ხრეშს ხელვაჩაურში და მით უფრო ქედაში.
შესაბამისად, გურიიდან მოგაქვს ხრეში და ასაწყობებ ჭოროხზე. პარალელურად იწყებ ხრეშის ამოღებას მდინარიდან. იღებ მთლიანად და მერე გადადიხარ მდინარის სხვა მონაკვეთში. თუ ვინმე უცხო მოგაკითხავს, მაგალითად ჟურნალისტი, ეტყვი, რომ გურიიდან ჩამოიტანე და ლიცენზიას აჩვენებ.
საგანგებოდ მოწყობილი ხიდი მდინარე აჭარისწყალზე. ფოტო გადაღებულია 2 სექტემბერს
ეპიზოდი II
„არუნდაგადაიღოწესით“ – იმპერატიულადითხოვსახალგაზრდაკაცი ჭოროხზე ერთ-ერთი მორიგი გასვლისას. ისმასშემდეგგამოჩნდაჭოროხისსანაპიროზე, რაც „ბათუმელების“ ჯგუფიშენიშნეს. „ზედმეტაჟიოტაჟსიმასიზამ“, – ასეთიამისიპასუხიკითხვაზე, რატომარუნდაგადავიღოთ.
____
„ბათუმელებმა“ ამ თემაზე მუშაობა მაისის თვეში დაიწყო და ისევ აგრძელებს.
გაგრძელება იქნება
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მოქალაქეებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება სამოქალაქო აქტივობებში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არისაუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდესდონორიორგანიზაციისშეხედულებებს.