მთავარი,სიახლეები

აჭარაში კოვიდის 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა

13.09.2021
აჭარაში კოვიდის 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა

13 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა.

მთავრობის ცნობით, აჭარის კოვიდსასტუმროებში ამჟამად 714 პაციენტს მკურნალობენ კოვიდის დიაგნოზით, მათგან 35 ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

რეგიონში 404  ადამიანია კოვიდასტუმროში, ხოლო 19 798 ადამიანი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მკურნალობს საკუთარ სახლში. 

13 სექტემბრის მონაცემებით, დღეს საქართველოში დადასტურდა კოვიდის 946 ახალი შემთხვევა, 48 ადამიანი გარდაიცვალა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: